გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


6 გვერდი V  « < 4 5 6  
Reply to this topic Start new topic
 ვაჟა-ფშაველა, "მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა"
 
Allison
პოსტი Jan 7 2010, 13:00
პოსტი #66


ამიტანეს შენზე რითმებმა
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,987
რეგისტრ.: 22-September 09
წევრი №: 7,530
კურსი:4


...უფლის ტრაპეზზე ჩვენდა სამხვეწროდ
დედა-ღვთისმშობლის სანთელი ნათობს,
არცროს გაქრება,მუდამ ენთება,
გზას ის გვიჩვენებს,ჩვენს გულს ის ათბობს.
და ჩვენს ოცნებას მომავალზედა,
ნაღვლით გამსჭვალულს ,დღეს ისღა ატკბობს.





გულისა მწარე ტკივილი
თვალებს დაუწყებს წოვასა,
ელამუნება სასმელად,
შავის ფიქრების გროვასა.


:|

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DakoOo: Jan 7 2010, 13:00


--------------------
პეშვებით სითბო თბილი ხელისგულებიდან..
Go to the top of the page
 
+Quote Post
natia1991
პოსტი May 14 2010, 20:41
პოსტი #67


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 325
რეგისტრ.: 7-April 10
მდებარეობა: კანუდოსი
წევრი №: 9,030
კურსი:4


სიკვდილი ყველას გვაშინებს
სხვა სთუ ჰკვლენ ცქერ აგვწადიან
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ვერჯელა
როგორ დიდს ცდოვას სჩადიან


--------------------
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

Други мои, просите у бога веселья. Будьте веселы как дети. как птички небесные.

Sometimes the only way to stay sane is to go a little crazy
Go to the top of the page
 
+Quote Post
B A B U
პოსტი Jul 21 2010, 20:43
პოსტი #68


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 2-April 10
წევრი №: 9,003
კურსი:4


აი, ვინ არ მოგბეზრდება და ვინ დარჩება : ))

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია B A B U: Jul 21 2010, 20:47


--------------------
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
*maka
პოსტი Oct 8 2010, 22:39
პოსტი #69


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 277
რეგისტრ.: 22-September 10
წევრი №: 9,934
კურსი:--


არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Administrator
პოსტი Jul 30 2011, 22:24
პოსტი #70


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 168
რეგისტრ.: 3-September 10
წევრი №: 9,749
კურსი:--


2011 წელს მსოფლიო მასშტაბით, UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ იქმნება ხელნაწერი წიგნები - ვაჟა-ფშაველას პოემები.

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2011 წელს აღინიშნება UNESCO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ამ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს პროექტით, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ფონზე, თანამედროვე კალიგრაფიული ხელნაწერების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.

ნამუშევრების ფორმატად და სტილად აღებულია 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი "სტუმარ-მასპინძელი". ტექსტი, ორნამენტებითა და მინიატურებით კეთდება ფურცლის ცალ მხარეს, რომ ორიგინალები ჩარჩო-პასპარტუში ჩაისვას გამოსაფენად. აიკინძება წიგნის 20-მდე ძვირფასი ხელნაკეთი ასლი, რომლებსაც დამთვალიერებელი გამოფენაზე გადაფურცლავს და სურვილის შემთხვევაში - შეიძენს.

პრეზენტაცია შემოდგომის ბოლოს იგეგმება. გამოფენები გაგრძელდება მომავალ წელსაც და საქართველოს რეგიონებს მოიცავს.

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი 2011 წლის პირველი აგვისტოდან აწყობს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის პიროვნებას, რომელიც არ არის გაწევრიანებული კალიგრაფთა კავშირში.

მონაწილემ უნდა შექმნას სიგელის სტილის ხელნაწერი ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსის მიხედვით (რაოდენობა შეზღუდული არ არის).
  • ნამუშევართა ფოტოები თავსდება facebook-ზე და ხდება შეფასება ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ. პრიზები დაწესებულია სამი ინტერნეტ რჩეულისათვის. ამასთანავე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საკუთარი შეფასებით
  • ამასთანავე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საკუთარი შეფასებით გამოავლენს 10-მდე საუკეთესო ავტორს, რომელთა კალიგრაფიული ორიგინალები წარმოდგენილი იქნება პროექტის პრეზენტაციაზე და გამოფენებზე, კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ შექმნილ ხელნაწერ პოემებთან ერთად.
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება მოხდება სექტემბრის პირველ კვირაში. ნამუშევართა ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს საიტზე >>
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Aug 9 2011, 14:54
პოსტი #71


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


გადავიდა ლიტერატურაში


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Dec 12 2011, 22:10
პოსტი #72


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--




--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Mar 26 2012, 23:02
პოსტი #73


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


მნიშვნელოვანი სტატიაა და თქვენც წაიკითხეთ.

http://shokoladi.ge/content/vazha-pshavela-dghes


ვაჟა-ფშაველა დღეს
ლევან ბერძენიშვილი



„ვაჟა განუზომლად ახლოს დგას ჩვენთან, ვიდრე თანამედროვეებთან,

მაგრამ ჩვენთანაც არ დგას ძალიან ახლოს. ვაჟა-ფშაველა მომავლის პოეტია“.

თამაზ ჩხენკელი

იოანეს სახარების მიხედვით, დასაწყისში იყო სიტყვა, ანუ ლოგოსი; ეს ლოგოსი განსხეულდა და ქრისტედ იქცა. სრულიად ნათელია, რომ ბრძენი მახარობელი გულისხმობს ლოგოსის მთავარ მნიშვნელობას ანუ „აზრს“ („ლოგოსი... აზრი მისი, რაც არის“ - ჰეგელის გალაკტიონისეული წაკითხვა). ლიტერატურის მკვლევართა აზრით კი, დასაწყისში მართლაც იყო სიტყვა, ოღონდ სხვა სიტყვა, ანუ მითოსი. მითოსი ის სიტყვაა, რომელიც მეტყველებას, თხრობას გულისხმობს, მითოსი წმინდა თხრობაა, საკრალური ნარატივია.

კაცობრიობის გარიჟრაჟზე აღრიცხვის საჭიროებამ დაბადა დამწერლობა, ხოლო მითოსმა შვა ლიტერატურა: შუმერულმა წარმოდგენებმა ღმერთებსა და ადამიანზე შექმნეს გილგამეშის ეპოსი, ხოლო უმდიდრესმა ბერძნულმა პლასტიკურმა მითოლოგიამ წარმოქმნა ჰომეროსის დიადი პოემები; მაგრამ უკვე რომაულმა ლიტერატურამ დაამკვიდრა ახალი ტრადიცია: იგი უბრალოდ დაეყრდნო ბერძნულს. ამის შემდეგ ლიტერატურა ვირუსივით მოედო მსოფლიოს, გადაეცემოდა ქვეყნიდან ქვეყანას, ხალხიდან ხალხს, ენიდან ენას. ვერგილიუსის „ენეიდა“ დაიბადა ჰომეროსის პოემებიდან, პლავტუსის კომედიები - არისტოფანეს შემოქმედებიდან, ხოლო ტაციტუსის ანალები თუკიდიდეს ისტორიიდან. ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელების დროს ახალმოქცეული ქვეყნები სახარებასთან ერთად „ბონუსის სახით“ იღებდნენ მზა ლიტერატურულ ფორმებს, რომელსაც უშურველად იძლეოდა დონორი ლიტერატურა: ქრისტიანობასთან ერთად ჩვენთან შემოვიდა ჰაგიოგრაფია კარგად ჩამოყალიბებული კანონებით და დადგენილი ეტიკეტით, ჰიმნოგრაფია და სხვ.

რომელი წყაროდან დაიბადა ქართული ლიტერატურა თხუთმეტი საუკუნის წინ: ბერძნულიდან, სირიულიდან თუ სომხურიდან - ამაზე მეცნიერება დავობს და კიდევ დიდხანს იდავებს; მაგრამ ის, რომ ჩვენი მწერლობა ძირითადად უცხო ლიტერატურიდან იშვა, სადავო არავისთვისაა. ქართული ლიტერატურა დაიბადა, გაიზარდა და უდიდეს სიმაღლეს მიაღწია, მაგრამ ყოველთვის არსებობდა მცირე ალბათობა, საკუთარი მითოსის წიაღიდან ახალი, სხვა, საკუთრივ ქართული წარმომავლობის ლიტერატურა დაბადებულიყო. თოთხმეტი საუკუნის მანძილზე ეს ალბათობა ალბათობად რჩებოდა, მაგრამ მითოსის მარცვალი არ მომკვდარა, იგი თავის დროს ელოდებოდა. მითოსის მარცვალი თავის ღმერთს, თავის გოლიათს ელოდა, რომელსაც ეპოქალური ამოცანა უნდა გადაეწყვიტა - საქართველოს უნდა ეშვა ახალი ლიტერატურა, რომელსაც მისთვის თავისუფლება უნდა მოეტანა. ეს ტიტანური ამოცანა გადაწყვიტა ვაჟა-ფშაველამ. ვაჟამ ჩაიფიქრა, ხელახლა გაეჩინა ლიტერატურა და მასთან ერთად ქართული მწერლობა მართლაც ხელახლა დაიბადა. იგი დაიბადა ძველი შუმერისა და ჰომეროსის თანამედროვე, უძველესი ქართული მითებიდან, რომელსაც ასე სათუთად ინახავდა ჩვენი ყველაზე მითოსური მხარე - ფშავ-ხევსურეთი.

სალუსტიუსმა ატისის მითზე საუბრისას თქვა: „ეს არასოდეს ყოფილა, ოღონდ ყოველთვის არის“, რითიც ხაზი გაუსვა მითის ზეისტორიულ ხასიათს. მითის სტრუქტურალისტი მკვლევრის, კლოდ ლევი-სტროსის მიხედვით, მითში დროის გარკვეულ მონაკვეთში მომხდარი ამბები ქმნიან მუდმივ სტრუქტურას: საფრანგეთის დიდი რევოლუცია ისტორიული მოვლენაც არის და ზეისტორიულიც - იგი ერთხელ მოხდა და დამთავრდა, მაგრამ როგორც მოდელი მუდმივად არსებობს და მოქმედებს. შესაბამისად, ვაჟას უმთავრესი პერსონაჟი, პერსონაჟი პარ ეხცელლენცე, „დავლათიანი“, ანუ იღბლიანი, სვებედნიერი, ღვთაებრივი ბედით ანუ ხვედრით მორჭმული, ღმერთთან წილნაყარი ალუდა ქეთელაური ოდესღაც ისტორიაში ერთხელ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ახლა და მუდამ არ არის. ალუდა ქეთელაური ერთდროულად არის ისტორიული პირიც და პიროვნების გარდაქმნის მუდმივმოქმედი მითოსური სქემაც, რომელიც სხვის ატანას კი არა, გაგებას და მეტიც, სიყვარულსაც ბედავს. ალუდამ დიდი გზა გაიარა „თორმეტი ქისტის მამკლავიდან“ „ურჯულოს“ გაგებამდე და სიყვარულამდე. ალუდას სამშობლო კი ამ სიყვარულისგან დღესაც ისე შორსაა, როგორც ალუდას გაჩენამდე იყო. დღეს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მულტიკულტურულობის ოდესღაც მოდური და ფრიად პერსპექტიულად მიჩნეული დასავლური დოქტრინის ფაქტობრივი კრახისა და ტოლერანტობის არასაკმარისობის შეგრძნების ეპოქაში არ არსებობს უფრო თანამედროვე გამოწვევა, ვიდრე სხვისი გაგებაა.

ის, რაც გაიგო და გაითავისა ალუდა ქეთელაურმა, ჯერ კიდევ სრულიად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. ბერძენმა ჰომეროსმა მტრული ტროას დამცველი ჰექტორი გასაოცარი სითბოთი დახატა. ჰექტორისა და ანდრომაქეს გამოსალმებაზე („ილიადის“ მეექვსე სიმღერა) ჯერ მთელი საბერძნეთი ატირდა და შემდეგ მთელი მსოფლიო აიყოლია. ამ მოვლენას კლასიკურ ფილოლოგიაში „ჰომეროსის ობიექტურობის“ სპეციალური ტერმინიც კი შეუქმნეს. ეს ყველაფერი ასეა, ჩვენ კი მოდი, ვიკითხოთ, მზადაა რომელიმე ქართველი, თუნდაც ეპატაჟის დიდოსტატი და სუპერსკანდალური რომანების ავტორი, აშკარა სიმპათია გამოავლინოს უკვე მითოსად ქცეული რუსულ-ქართული ომის რომელიმე რუსი მხედართმთავრისადმი?! რა თქმა უნდა, არა. იქნებ ეს მეტისმეტად ახალი და მოუშუშებელი ჭრილობაა, იქნებ რომელიმე სპარსი, თურქი, მონღოლი მეომრის სიმპათიით დახატვისთვის ვართ მზად? ისევ არა. აი, ვაჟა-ფშაველა კი 125 წლის წინათაც მზად იყო. როგორ არ დავეთანხმოთ თამაზ ჩხენკელს, როცა ის ამბობს, რომ ვაჟა-ფშაველა დღეს კიდევ არ არის ისე აქტუალური, როგორც ხვალ იქნებაო?

აკაკი გაწერელიამ ვაჟას გმირებს „ზნეობრივი ახალშობილები“ უწოდა. დღევანდელ ზნეობრივ ქაოსში ზეცისგან მივიწყებული ადამიანისთვის ალუდა ქეთელაური არის მეორედ დაბადების, ანუ ახლად შობის, ტრადიციული, ფერმკრთალი და უინტერესო ყოფითი გარემოდან ინდივიდუალურ-ეთიკური განცალკევების მარადიული პარადიგმა, მორალური ვექტორი, რომელიც არ გიღალატებს. სულ რაღაც რვა სტრიქონში ალუდამ ჩამოაყალიბა ახალი მოძღვრება, რომლისთვისაც საქართველო, შესაძლოა, მზად აღმოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით:

ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,

მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მიელით ქშენანი.

ამის თქმით ვწარა-მარაობთ,

ღვთისშვილთ უკეთეს იციან.

ყველანი მართალს ამბობენ,

განა, ვინაცა ჰფიციან?



ჩვენ თავიდანვე ცუდად მივიღეთ ვაჟა-ფშაველა, ძალიან არ გვინდოდა მისი გაგება და მიღება. რედაქტორები ჰონორარებს უგვიანებდნენ ან სულაც არ უხდიდნენ; წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავისი სკოლიდან დაითხოვა; აკაკი საერთოდ ვერ გაერკვა მის პოეზიაში, „მარგალიტების მთესველიც“ უწოდა და ქართული ენის ოლიმპიური სიმაღლიდან „მდაბალი“ ენაც დაუწუნა. ვაჟასი მხოლოდ ილიას ესმოდა, მაგრამ, როგორც თითქმის ყოველთვის და თითქმის ყველაფერში, ერის მამა ვაჟა-ფშაველას გულშემატკივრობაშიც თითქმის მარტო აღმოჩნდა. ილია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვაჟა-ფშაველას მთაწმინდის მიწას ვერ დაამადლიდნენ და დიდუბეში ვერ დაასვენებდნენ. ოცი წელი დასჭირდა საქართველოს, რომ ალუდას ნიღბიანი შემოქმედი მთაწმინდამდე აემაღლებინა. გადასვენებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, ვაჟა-ფშაველა გაუნათლებელ და ჩამორჩენილ კაცად გამოგვიცხადა ერთმა უწიგნურმა კომუნისტმა ბოსმა.

ახლა? ახლა სხვა დროა, ახლა სხვა ვითარებაა, ახლა ვაჟა-ფშაველაც გვიყვარს, ალუდა ქეთელაურიც, მუცალიც, ზვიადაურიც, ჯოყოლაც, ოღონდ მათი მორალური გაკვეთილების სწავლა ისევ გვეზარება და სახვალიოდ გვაქვს გადადებული.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V  « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 12:17
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank