გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 გოდერძი ჩოხელი, ჩვენი დროის ერთერთი ყველაზე კარგი მწერალი
 
loti
პოსტი Feb 5 2008, 19:16
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 1-February 08
მდებარეობა: meeqvse :-P
წევრი №: 1,992
კურსი:3


ეს თემა ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ხსოვნას. სამწუხაროდ, 2 თვის წინ დაიღუპა, და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ხალხმა მისი ნაწარმოებების კითხვა...


--------------------
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც იმას ვდუდუნებ

ვაჟა

"ქართველებო, ნუ დაუწყებთ ძებნას თამარ დედოფლის საფლავს. სიკვდილის შემდეგ ის ღმერთმა ხელში აიყვანა და ვარსკვლავად აქცია..."

გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Feb 5 2008, 19:27
პოსტი #2


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!


wub.gif


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
solaris
პოსტი Feb 5 2008, 20:12
პოსტი #3


Peter
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,575
რეგისტრ.: 13-December 07
მდებარეობა: olafsvik
წევრი №: 1,035
კურსი:3


გინდა თქვა რომ აქამდე არ კითხულობდნენ??
ვერ დაგეთანხმები, მაგარმ Fაქტია რომ სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ
ამ ჩვენ მთავრობას იდიოტბის ჩამოყვენისთვის არასოდეს ენანება Fული, ჩოხელისთვის კიდე... UF რა
ნერვები მომეშალა..
cray.gif


--------------------
We share nothing but space. ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
ელენე
პოსტი Feb 5 2008, 20:12
პოსტი #4


O_o
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,619
რეგისტრ.: 4-November 07
მდებარეობა: არ არის უცნობი
წევრი №: 253
კურსი:9


შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს...
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!


--------------------
Вам, девушка, с такими ножками надо на руках ходить!

Go to the top of the page
 
+Quote Post
loti
პოსტი Feb 6 2008, 11:42
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 1-February 08
მდებარეობა: meeqvse :-P
წევრი №: 1,992
კურსი:3


საქართველოსთვის!

გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!


--------------------
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც იმას ვდუდუნებ

ვაჟა

"ქართველებო, ნუ დაუწყებთ ძებნას თამარ დედოფლის საფლავს. სიკვდილის შემდეგ ის ღმერთმა ხელში აიყვანა და ვარსკვლავად აქცია..."

გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nobody
პოსტი Feb 10 2008, 18:53
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 412
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი №: 63
კურსი:1


ციტატა(solaris @ 5th February 2008 - 16:30) *
გინდა თქვა რომ აქამდე არ კითხულობდნენ??
ვერ დაგეთანხმები, მაგარმ Fაქტია რომ სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ


მაგაში გეთანხმები, ცოცხალი რომ იყო, მაშინაც ბევრი კითხულობდა და ახლაც. უბრალოდ ვიყავით გულგრილები და გვიყვარდა შორიდან. როგორც გვჩვევია, ახლა მივხვდით რომ დაგვეკარგა და გვგონია რომ ვნანობთ. რელურად, წარმოიდგინეთ სასწაული: გოდერძი ჩოხელი რომ გაცოცხლებულიყო, შეიცვლებოდა ჩვენი დამოკიდებულება? რაღაც არ მგონია.

რაც შეეხება, მის შემოქმედებას, მოთხრობები და ჩანახატები მიყვარს ძალიან, ვკითხულობ და ვკითხულობ ამ ერთსა და იმავეს უამრავჯერ და მაინც განვიცდი. ლექსები იმდენად არ მომწონს. ფილმი კი მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი სამწუხაროდ sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
loti
პოსტი Feb 10 2008, 19:15
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 1-February 08
მდებარეობა: meeqvse :-P
წევრი №: 1,992
კურსი:3


ციტატა(Nobody @ 10th February 2008 - 19:11) *
ფილმი კი მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი სამწუხაროდ

ფილმებიც კარგები აქვს გადაღებული.... შენ "წერილი ნაძვებს" გექნება ნანახი უეჭველი


--------------------
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც იმას ვდუდუნებ

ვაჟა

"ქართველებო, ნუ დაუწყებთ ძებნას თამარ დედოფლის საფლავს. სიკვდილის შემდეგ ის ღმერთმა ხელში აიყვანა და ვარსკვლავად აქცია..."

გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
marushka88
პოსტი Feb 17 2008, 17:05
პოსტი #8


სამართლის ბაკალავრი კატა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,160
რეგისტრ.: 5-December 07
მდებარეობა: ჯანდაბა
წევრი №: 806
კურსი:4


გოდერძი ჩოხელის ერთი არაჩვეულებრივი კრებული მაქვს-"თევზის წერილები"...რომელიც უკვე აღარ არსებობს,არ იყიდება წიგნის მაღაზიებში sad.gif ...მისი კითხვისას პრიორიტეტები შემეცვალა!ვფიქრობ,ყველას სამაგიდო წიგნი უნდა იყოს...გოდერძი ჩოხელი და არა ვინმე გოჩა მანველიძე!!!უF!და ისა კიდე,ვიღაც ბურჭულაძე რომ ცოდვილობს ამ ისედაც ცოდვილ დედამიწაზე...აუ,რამდენი გიჟი დადის ამქვეყნად...მაგ კაცს უდიდესი სიამოვნებით ვცემდი!თუნდაც ქუჩაში!აი ასე!


--------------------
чупа - чупсик :))



Go to the top of the page
 
+Quote Post
loti
პოსტი Feb 18 2008, 13:15
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 1-February 08
მდებარეობა: meeqvse :-P
წევრი №: 1,992
კურსი:3


ციტატა(marushka88 @ 17th February 2008 - 17:23) *
გოდერძი ჩოხელის ერთი არაჩვეულებრივი კრებული მაქვს-"თევზის წერილები"...

მეც მაქვს ეგ წიგნი. ძირითადად მოთხრობებია და მარტო ერთი რომანია შესული - "ადამიანთა სევდა"...

ციტატა(marushka88 @ 17th February 2008 - 17:23) *
ყველას სამაგიდო წიგნი უნდა იყოს...

ყველასი რა გითხრა მაგრამ ჩემი სამაგიდო წიგნია smile.gif


--------------------
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც იმას ვდუდუნებ

ვაჟა

"ქართველებო, ნუ დაუწყებთ ძებნას თამარ დედოფლის საფლავს. სიკვდილის შემდეგ ის ღმერთმა ხელში აიყვანა და ვარსკვლავად აქცია..."

გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Feb 18 2008, 13:56
პოსტი #10


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .


2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!


3


- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.


4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.


5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.


6


- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!


7


- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.


8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!


9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

wub2.gif wub2.gif wub2.gif



--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
loti
პოსტი Feb 18 2008, 16:31
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 1-February 08
მდებარეობა: meeqvse :-P
წევრი №: 1,992
კურსი:3


g v a n c a


მაგარია ძალიან ეგ ჩანახატი. ძალიან მიყვარს


--------------------
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც იმას ვდუდუნებ

ვაჟა

"ქართველებო, ნუ დაუწყებთ ძებნას თამარ დედოფლის საფლავს. სიკვდილის შემდეგ ის ღმერთმა ხელში აიყვანა და ვარსკვლავად აქცია..."

გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
marushka88
პოსტი Feb 18 2008, 20:22
პოსტი #12


სამართლის ბაკალავრი კატა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,160
რეგისტრ.: 5-December 07
მდებარეობა: ჯანდაბა
წევრი №: 806
კურსი:4


მგონი სიყვარული მართლაც მარადიული მონატრებაა...


--------------------
чупа - чупсик :))



Go to the top of the page
 
+Quote Post
janela
პოსტი Feb 21 2008, 15:53
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 197
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი №: 1,419
კურსი:2






14 თუ 15 წლის ვიყავი სკოლის რაღაც ღონისძიებაში რომ გავიმარჯვე და გოდერძი ჩოხელმა წიგნი მაჩუქა. მგელი ქვია.


--------------------
[size="5"]ხომ შეიძლება არწივი ქათმის დონემდე დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში, ვერასდროს გაინავარდებს[/size]
Go to the top of the page
 
+Quote Post
9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 8:27
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank