გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


8 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topic Start new topic
 თანამედროვე პოეზია, ბევრი არ იცნობს დღეს თანამედროვე კონვენციურ პოეზიას. ძირიტადად ვერლიბრ
 
ნათ
პოსტი May 16 2010, 16:07
პოსტი #14


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(Mais_Leo @ May 16 2010, 16:07) *
მე ლევანი ვარ, მაისურაძე, პროზის კონკურსის გამარჯვებული biggrin.gif ბათუმში. rolleyes.gif


ვა, შენ ის ლევანი ხარ? smile.gif

,,ცხელი აგვისტო გარაჟებს შორის,, ეს იყო ხო შენი? smile.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 16 2010, 17:14
პოსტი #15


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(ნათ @ May 16 2010, 16:21) *
ვა, შენ ის ლევანი ხარ? smile.gif

,,ცხელი აგვისტო გარაჟებს შორის,, ეს იყო ხო შენი? smile.gif

ხო ის ლევანია biggrin.gif



--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 16 2010, 20:57
პოსტი #16


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


კი ეგ ვარ ეგ smile.gif შენც ხომ არ მონაწილეობდი










მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით





გიო საჯაია

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Mais_Leo: May 16 2010, 20:57
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 17 2010, 19:37
პოსტი #17


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


ამარტი


მე მარტო,შენ მარტო და მარტი,
შენ ქალი,მე კაცი და ასე,
მე ლოდი,შენ კიდე ამარტი,
მე დაგცლი,შენ კიდე ამავსე.

მიყვარხარ,თუ გინდა სიმართლე.
თვალების მოწყენით შეხევა-
მთვარე რომ დილისკენ მიმათრევს,
შენ როცა სიზმრები გეხვევა,

ამომაქვს ძალიან სათუთი
და ხელებს მივუშვერ ინახად:
შენს სახეს,რომელსაც ქუთუთოს
მარცხენა კუთხეში ვინახავ!



ბექა ახალია

ტესტი


ნათია ჯანაშიას

დილიდან ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს საწყალი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა:

A)ზიხარ მარტო,რძიან ყავას კოფეინს პარავ,
ცერად უყურებ ჩვენს (ჯერ კიდევ) აღუთქვამ კავშირს,
გიყვარვარ უფრო (ამ ეტაპზე) თუ უფრო არა,
ვერ გაერკვიე ჯერ-ჯერობით საკუთარ თავში.

B)აღარ გხიბლავს ჩემი თვალის ცისფერი ბეზე,
არ გახსოვს,ჩვენთვის თავის თავს რომ არ თმობდა შინდი,
ანუ გკიდივარ მთელი გულით ორივე ფეხზე,
ოხრად გაქვს დრო და დროებითი გართობა გინდა.

C) როცა წვები,ჩემზე ფიქრობ,გარეთ კი ამ დროს,
ზეცა სიბნელეს ყელთან იკრავს გაბზარულ მთვარით,
შენსავით მაშინ არვინ მეტრფის და არვინ მდარდობს...
(ქუჩიდან აღსდგა გარდაცვლილი (ლაზარე) ქარი).

ვფიქრობ და ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს პოეტი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა.



ბექა ახალია (ლიტ. კონკურსი "ლექსების გამოფენა 2010")







2010 წლის აპრილში, ქ. ბათუმში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი "ლექსების გამოფენა".
გთავაზობთ გამარჯვებულ ლექსებს.



1-ლი ადგილი: როინ აბუსელიძე



ათი მცნება (ომიდან ახალდაბრუნებული ჯარისკაცის დასაწერი)



შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ,
ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე,
მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე,
დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში
და ჩემი თავის კერპი ვქმენი დაბადებიდან
და ვემსახურე საკუთარ თავს შეძლებისდაგვარ
ზნე-ჩვეულებით, თუმც პირველი ვიყავ თემიდან
ვინც გამოვიდა და არ ვიცი ახლა ვისთან ვარ,
სად ვარ და რა გზებს, რა ამაო ბილიკებს ვვარცხნი,
ბედმა სხვაგვარი ბილიკები როგორ მაჩვენა,
ჩემი ეშმაკი ისევ ისე მხარზეა მარცხნივ
და სამწუხაროდ აღარ შემრჩა მხარი მარჯვენა,
რომ ანგელოსმა პასუხები გამცეს კითხვათა,
ჩემმა წარსულმაც უამრავი კითხვა დაბადა,
მე აღარ დამხვდა დაბრუნებულს ის ვინც მიყვარდა
და საფლავებთან მიღამდება უკვე შაბათი.
პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა,
ექვსჯერ მოკლულა დედაჩემი და მამაჩემი,
სულ ერთია და სისხლი მინდა წყალივით შევსვა,
ჩემი სული კი უსხეულოდ გადანარჩენი -
კაცის-კვლას ცდილობს, მკარნახობს და ვეღარ ვიოკებ
სურვილებს, ისე მეჩვენება ხანა ირიბი,
ვტირი შიგნიდან და ხრიალით ვიწყვეტ იოგებს,
როცა სიზმარი უკან ახვევს იმ თვეს ფირივით,
იმ ნოემბერში სადაც მრუშნი იპარავენ და
სადაც მპარველნი მრუშობენ და არის ქაოსი,
სადაც სუნი დგას მიწანაკლულ სასაფლაოსი,
სადაც აბელი მისით მიდის თხოვნით კაენთან,
რომ დაიღალა, რომ დამთავრდეს, რომ სწამოს ცილი,
ო ღმერთო ჩემო, ღმერთო, ღმერთო და კიდევ ღმერთო,
მე ამ ლავიწის ძვალივით რომ გამიტყდა ძილი
და საშინელი სანახავი რომ მქვია ერთობ,
როგორც შიგნიდან, გარედანაც ისეთივე და
უარაფერო ამ ბოლო ხანს ვსუნთქავ კომპასით,
თვითმკვლელობა კი ავიხირე ბოლო იმედად,
რადგან არ შემრჩა არც მტერი და აღარც მოყვასი.
წავალ, ჰო წავალ დაიხსომე, ოღონდ იმ დილით,
როცა გახმება სხვის მიწაზე ჩემი მარჯვენა,
მაგრამ იცოდე ამნაირი ჩემი სიკვდილი,
არ გამოდგება დედამიწის გადასარჩენად
და ვცხოვრობ ასე საკუთარი თავის მხილებით,
დაკეცილია ჩემი ბედი, ჟამი, წიგნი და
ათი მცნებიდან მე ათივეს ვიცავ კბილებით
და ბოლოს მაინც ათი მცნება მარღვევს შიგნიდან.
მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე,
დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში,
შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ,
ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე....





მე_2 ადგილი: მინდია ცეცხლაძე



სასვენი ნიშნების მიღმა


შენ ამბობ - მიღმა სიტყვების და სხეულის (მძიმე)
არსებობს სული, როგორც ბნელში უცხო (წერტილი)
ვიწყებ აბზაცით ფრაზებს - მაინც ვერ გავიცინე
(ტირე) ამიტომ ალბათ მინდა, თუმცა ვერ ვტირი.

ეჭვმა წინ ე.წ. დამიწერა, ბრჭყალები გახსნა,
სამწერტილი ხომ მე აქამდე ღმერთი მეგონა?!
ვხურავ ფრჩხილებს და სარქველს გულის - ვჩუმდები ახლა
და მხრებში მოხრით კითხვით ნიშანს ვუსვამ მეგობარს.

ნიშანს ძახილის რა ამაოდ, დიდხანს მასმენდი,
როცა ყურებზე ვიფარებდი ხელებს (ფრჩხილებით),
ღმერთო, დამღალა სიტყვებმა და გავხდი სასვენი
ნიშანი, თუმცა მე დუმილსაც ვერ ვუფრთხილდები.

აღსარებისას თავს ვიმართლებ, რომ (ორწერტილი)
"მარტოა მადლი და ცოდვასთან დეფისით მიმყავს"
ნაცვლად მინუსის (მომიტევებს და) რომ წერს ტირეს,
იყო პირველად, არის ახლა, თუ მხოლოდ სიტყვა?!

ამბობ, რომ ცხადი სიმბოლოა - ვარ წერტილ-მძიმე......
მრავალწერტილებს შევეჩვიე, სიტყვა დაღლილი,
მე კი ბრჭყალებით ეჭვის, ახლა ფრჩხილებს ვიცილებ
და ღმერთთან ვდგები გაოგნება - კითხვა-ძახილი (?!)





მე_3 ადგილი: ბექა ოთანაძე




# # # (..თეთრი პერანგის..)



თეთრი პერანგის ასაკეც მკლავებს,
ზოლად დაეტყო სისხლის გაჟონვა,
ასე, ყოველდღე, მოვლენ და მკლავენ,
მოვლენ და მკლავენ, მერე მაჟრჟოლებს,
ცივი წყალივით მევლება სისხლი,
მკერდზე დაცლილი ხელები მადევს,
მე არასოდეს შეგხვდებით რისხვით,
მე არასოდეს შეგხვდებით სადმე,
მხოლოდ ჩემთან და ისიც ჩუმ-ჩუმად,
არ მხიბლავს ხალხი, აყალმაყალი,
მხიბლავს სახესთან თქვენი ჩურჩული,
რადგან სიჩუმეს ვერ გააყალბებ.
მე არასოდეს ვიქნები თქვენი,
თქვენ ვერ გამიგებთ, ასეა ახლა,
ვზივარ და ტყვიებს ვამზადებ, ვტენი,
მოხვალთ და გასაკვირია, მახლით.
თეთრი პერანგის ასაკეც მკლავებს,
მიაღწევს ჩემი სისხლი თმებიდან,
რამდენი დღეა ცდილობენ, მკლავენ,
რამდენი დღეა. და ვერ ხვდებიან,
ყველა ჭრილობა არის კარები,
რომელსაც მხოლოდ გასასვლელი აქვს,
თქვენ შეიძლება სისხლში გაებათ,
თორემ გამოსვლა ისე ძნელია.

თეთრი პერანგის ასაკეც მკლავებს...

















მთვარეს კიბო აქვს

-ეკო მესხს-

მთვარეს კიბო აქვს...
რენტგენის სურათი
ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად
მომავალს,რომელიც არ არის სულერთი,
რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.

მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი,
გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით.
კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები,
ზაფხულის ღამეა და გარეთ კი...
ეზოა ნათელი,მთვარიანი.
ყორესთან-მეგობრების ხორხოცი.
მინდორი -ისე ნამიანი,
თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს...

რა ვქვნა,ვიზიარებ პოეტებო,
თქვენგანაც ველოდები სამძიმარს.
ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება-
მოკვდა მთვარე,
რაღა აზრი აქვს,

წერო...

ვის ვუწერო სონეტები,
როგორ დავითენებ ალიონს...
კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე,
წამო,
ძუსის პირას დავლიოთ!!!



გიო ზედვაკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 17 2010, 20:19
პოსტი #18


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 16 2010, 17:28) *
ხო ის ლევანია biggrin.gif


კაკ ხარაშო, ოი, კაკ ხარაშო

ჩტო ვი ეტოვო პონიალი george.gif

ციტატა(Mais_Leo @ May 16 2010, 21:11) *
კი ეგ ვარ ეგ smile.gif შენც ხომ არ მონაწილეობდი




არა, გავეცანი უბრალოდ მომაწილეებს და ნაწარმოებებს smile.gif





ციტატა(Mais_Leo @ May 16 2010, 21:11) *
გიო საჯაია


ჩემი უსაყვარლესი :*


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 17 2010, 21:38
პოსტი #19


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


არსებობისთვის

(დიანას)

ისუნთქე! - რადგან, არ ისუნთქო, ნიშნავს, გაჩერდე.
ვერ გამოჩეკო ცრემლი თვალში,
და ვერც სისხლის მუსიკა წერო.

გაშალე მხრები! - რადგან მხრებში როცა იშლები,
გულშიც ადვილად დაგიმიზნებენ.

თმები ფაქიზად დაივარცხნე,
გადაფინე ფრთხილად ბალიშზე.
მათ შენზე დიდხანს უნდა იცოცხლონ.

გახსენი პირი! - რადგან სიტყვა არაფერს არ ცვლის.
იხსნება გული, ოღონდ მარტო ყავის ჭიქაში,
და შენს სიყვარულს სიტყვის ჩრდილში
ვერ მიაგნებენ.

ნაბიჯი - თუნდაც არ უნდოდეთ ფეხებს გადასვლა,
აბეზარი მდგმურებივით,
გარეთ გაყარე.

თვალები ფართოთ გაახილე!
ცოტათი მაინც დაემსგავსოს მკვდარი ცოცხალს,
ანდა პირიქით.

ენა - ზოგადი, კონკრეტული - წიგნში თუ პირში...
და მე - პირველი პირი ვარ და
შენ კი - მეორე.
ჩვენ - ნაბიჯებზე მოჭერილი თასმებია,
ერთმანეთს ვიჭერთ.

..............

ეს ყველაფერი არსებობას სულაც არ ნიშნავს.
და, კი არ გიცავ,
მხოლოდ განიშნებ.

თამთა დოლიძე

სულ უფრო და უფრო მომწონს თამთას ლექსები smile.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 18 2010, 1:34
პოსტი #20


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


ნორმალური ვერლიბრიაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 18 2010, 13:21
პოსტი #21


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4





ჩემი ნენე და დედაშენი

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...


როინ აბუსელიძე












პიპა



(ჩემი და მეფე გიორგის მონოლოგი)

პიპა,მომგვარე ჩემი წითური ცხენი,
აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას,
პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი...
სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს…

პიპა,ნერვები აღარ შემომრჩა ციდა,
პიპა,უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი,
პიპა,მიდი და გადმოაბრძანე ციდან,
პიპა,მიშველე...ნუ დაგიღია პირი!

პიპა,მშვილდი და პიპა,ისარი,ჩქარა,
ნახე,ბილიკზე მიიპარება შველი,
თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა,
პიპა,ესროლე...პიპა,ვერაფერს ვშველი.

პიპა,თრიაქი...ცაში აგველდა ბოლი,
სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე,
პიპა,რატომ ხარ,პიპა,დევების ტოლი?!
დაპატარავდი,დაპატარავდი დროზე.

პიპა,შემინდე,პიპა,ცოდვების რიგი,
პიპა,საქმენი შემომათალე ავი,
პიპა,ქარაფში გადამხტარაო იგი,
პიპა,დალპაო,პიპა,მოჭრილი მკლავი.

პიპა,საფეთქელს,პიპა,ცრემლები მინავს,
პიპა,ნამდვილად,პიპა,ჭკუიდან შემშლი,
მიდი უღმერთოვ,დამალევინე ღვინო,
სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში!



ბექა ახალაია

პ.ს. ეს ლექსი უძლიერესია და დაიმახსოვრეთ ისტორიას დარჩება აუცილებლად smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 18 2010, 14:28
პოსტი #22


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


რა გქვია?
უცხო გოგონას
(დღეს უკვე ნაცნობს)


დაცარიელდა სავალი გზა ქუჩის გადაღმა,
უფრო ჩემს მხარეს, დამინახე ალბათ ნაკლებად
და შუქნიშანსაც შუადღისას ღამის გადღლა
ყვითელ ფერებში აესახა წამით სახეზე.

არ მოგიხედავს, მიდიოდი მეორე მხარეს,
(ასანთი მთხოვა ვიღაცამ და მადლობა მითხრა)
უბნის ნიავი აგეკიდა აივნებიდან,
კალთებს შეეხო კაბისას და ანცად გაგრითმა.

ვიდექი ასე, გიყურებდი არ ვიცი რატომ,
მიდიხარ, მიწვევ და ქუჩებში თმების სუნს ტოვებ,
ავტომანქანამ ჩაიარა, წამით გაგაქრო,
გადააჭარბა დაწესებულ საგზაო ნორმებს.

ჩემს ტროტუარზე მოხუც ხეებს წასკდათ ფოთლები
სიცილის ნაცვლად, გამჭორავენ ალბათ ამჯერად,
როგორც ქალები-მექალთანე კაცების მოდგმას
და ჩემი ვნების სიკეთისა სულაც არ ჯერათ.

ახლა მივდივარ იმ ქუჩაზე, ქარია ნელი,
ამინდს ღრუბლები ციდან დარჩა გამოსადევნი,
შენი სახელი გამოვიცნო ვცდილობ ჯიუტად
და მივხვდი არის ორ ასოზე არანაკლები.


ლევან მაისურაძე (მაის_ლეო)






ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა...

ქუჩებს მოსწყინდათ მშრალი ამინდი-
მე შენზე წერა ისევ მებევრა.
და თითქოს აღარც
მირეული ვარ ოთახებივით,
ამ კედლებსაც ხომ უშენობა გამოებერა...
დეკემბრის ბოლოს ბანალურად დავთვერი არყით,
ამინდი ქუჩებს უთოვლობის სთხოვდა შენდობას,
ნარიყალაზე,
ამიტანეს შენზე რითმებმა,
ვიცი რომ მათაც გროშად უღირთ ჩემი კენტობა...
ფილტვებს შემორჩათ ჩასუნთქული ბოლო ნაფაზი,
განიავდება,
ეს იანვარი შენს გარეშე გულს თუ შემოვა...
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა, მშრალი ამინდი,
მე- უშენობა.


ლევან მაისურაძე (მაის_ლეო)







ჩემი ფანჯრებიდან


ადრე გავიღვიძე...

უკვე ნოემბერი შემოსულიყო და...
სუნთქვით დავაორთქლე ჩემი ფანჯრის მინა.

ოდნავ გავწმინდე და
როგორც ყოველ დილით,
შენი საძინებლის ფარდამ გამიღიმა.

ალბათ გეწყინება ახლა რომ გაიგო,
როგორ გითვალთვალებს შავი მინებიდან,
ვიღაც თავხედი და...

ერთ თვეს აღარ წავა ცივი ნოემბერი
შენი სიკეკლუცით გამჯდარ ბინებიდან.

უკვე რამდენიმე დღეა აღარ ჩანხარ,
ფიქრი აირია, დადგა თავდაყირა,
გუშინ მომივიდა წვიმის ოქტომბრისგან,
(გაგეცინება და...)

გადასახდელი მაქვს შენი მზერის ქირა.


ადრე გავიღვიძე...

უკვე ნოემბერი შემოსულიყო და...
სუნთქვით დავაორთქლე ჩემი ფანჯრის მინა.



ლევან მაისურაძე (მაის_ლეო)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია μίσοςάνθρωπος: May 18 2010, 14:30


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 18 2010, 15:39
პოსტი #23


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


წარსულის ლექსი

რანჩო"სამნი". ჩვენ ორნი. კიდე მუხის მაგიდა,
სულ ორიოდ სკამი და ფანჯრებს მძიმე ფარდები.
უკუნეთი ღამეა,შვებულებას გავიდა
მთვარე და მეც ამ ღამით უფრო მეტად ვმძიმდები.
ვმძიმდები და ჩუმად ვარ,უფრო ვნება მოწოლილ.
(მოხდენილად შეფერის შენს მკერდს ლურჯი დეკოლტე).
მერე ნაზად ეხები ეროგენულ წერტილებს,
მეუბნები გიყვარვარ? ამ დღეს უკვე მეორედ
და თან იცი, რომ კითხვა უფრო რიტორიკულს გავს.
მე ჩემ წილად გპასუხობ (მოჩვენებით) აბა რა.
წელთან ხელის შეხებით, უფრო მეტად გინდები.
გარეთ წვიმას აპირებს, ზეცამ შუბლი დახარა
და შენც შეგრჩა ეგ წვიმა,კიდე მუხის მაგიდა.
სულ ორიოდ სკამი და ფანჯრებს მძიმე ფარდები,
უკუნეთი ღამეა შვებულებას გავიდა
მთვარე. შენც უჩემობით უფრო მეტად მძიმდები.



გიო ლაცაბიძე
(საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიულია ეს ბიჭი smile.gif )





* * *

ეს ღამე, ისევ დედამიწის გულის მანკია,
გაშეშობანას თამაშობენ უბნის ხეები,
თოვლმა ისინი დაამძიმა, მხრები ატკინა,
და მერე ყველა სათითაოდ მიწას მიაბა
საქანელებად.
აივნიდან მათ ჭრიალს ვუსმენ,
ჩემი სხეული ოთახშია, ლოგინში ბორგავს,
ცდილობს სიმშვიდე მიიჭედოს არეულ პულსზე,
ლურსმნით.
და ქუჩა ისევ ისე გახდება მორგი,
გაშეშობანას თამაშობენ ხეები რადგან.
და ემატება გარდაცვლილთა (ვიღაცა) სიას.
ხის ჩრდილით,
მთვარის კინოფირი გვიჩვენებს დადგმას,
სახრჩობელადან დეპრესიას ნელ-ნელა ხსნიან.

მე მძინავს.


ბექა ოთანაძე
(ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია)
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaYme
პოსტი May 18 2010, 15:55
პოსტი #24


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 18-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9,226
კურსი:2


შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,

ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .

ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები

ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.



ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -

ნიავი მოირგებს ქილიკით:

შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..

წყარომდე მოკლდება ბილიკი...



შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,

ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;

ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,

გაღმა დაქარდება, ქალივით.



ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...

გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,

და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,

მკლავებში მარწიე ტივივით!..



ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში

სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..

ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში

და ხვალაც წითელა გადამდე...



მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,

ნიავმაც მოგართვა კაბა და...

წითელბატონები წყრებიან შინდებზე:

წადითო, გეყოთო ლამბადა!...

შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,

ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .

ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები

ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.



ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -

ნიავი მოირგებს ქილიკით:

შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..

წყარომდე მოკლდება ბილიკი...



შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,

ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;

ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,

გაღმა დაქარდება, ქალივით.



ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...

გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,

და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,

მკლავებში მარწიე ტივივით!..



ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში

სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..

ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში

და ხვალაც წითელა გადამდე...



მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,

ნიავმაც მოგართვა კაბა და...

წითელბატონები წყრებიან შინდებზე:

წადითო, გეყოთო ლამბადა!...

ორჯერ აიტვირთა აშალეეეთ


--------------------
Fუუუ იბიომაწ :D:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 18 2010, 19:20
პოსტი #25


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 18 2010, 14:42) *
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა...

ქუჩებს მოსწყინდათ მშრალი ამინდი-
მე შენზე წერა ისევ მებევრა.
და თითქოს აღარც
მირეული ვარ ოთახებივით,
ამ კედლებსაც ხომ უშენობა გამოებერა...
დეკემბრის ბოლოს ბანალურად დავთვერი არყით,
ამინდი ქუჩებს უთოვლობის სთხოვდა შენდობას,
ნარიყალაზე,
ამიტანეს შენზე რითმებმა,
ვიცი რომ მათაც გროშად უღირთ ჩემი კენტობა...
ფილტვებს შემორჩათ ჩასუნთქული ბოლო ნაფაზი,
განიავდება,
ეს იანვარი შენს გარეშე გულს თუ შემოვა...
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა, მშრალი ამინდი,
მე- უშენობა.


ლევან მაისურაძე (მაის_ლეო)


ეს მომეწონა


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaYme
პოსტი May 18 2010, 19:22
პოსტი #26


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 18-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9,226
კურსი:2


შენს ძუძუს თავებს-
ალუბლის მარცვლებს
დავკოცნი როგორც
ლალის საყურეს.
მზე ასუფთავებს
ვნებებს და განცდებს
და აღზნებული ტანზე დაგყურებს.

შენ გაშლი მკლავებს
ფეხებს და თრთოლვით
დაუცდი ნუშის
დაკვირტულ რტოებს.
გაზაფხულს კლავენ
უხეში თოვლით
და როგორც გუშინ
მე გტოვებ!გტოვებ!

მე მოვალ დილით,
როდესაც შენში,
სიზმარი ბოლო
აკორდს აიღებს..
და ისევ შიშველს
აგიყვან ხელში,
შერცხვება თოვას
და გადაიღებს.

მიგაწვენ ვარდის,
ფურცლების ზვინთად,
ხარ – ირემივით
მოგიძოვ ვნებას
და ისევ ბარდნის,
და შენთან მინდა,
და რაღაც ჩვენზე
უზომო ხდება.

მზე დადნა
შენი განცდების ცქერით,
გაიძრო ზეცა
და შენსკენ მოდის
და ვდგავარ,
როგორც სამყაროს მცველი,
და ვიბრძვი
შენი სურნელის ტოტით..

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო


--------------------
Fუუუ იბიომაწ :D:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
8 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2019 - 9:17
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank