გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 გრიგოლ რობაქიძე, "ეს იყო ყივჩაღეთს,ვეფხობის თვეში..."
 
meli
პოსტი May 19 2008, 19:39
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--





გრიგოლ რობაქიძე 1882 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა.
სწავლობდა ესტონეთსა და გერმანიაში.
იგი ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთერთი ფუძემდებელია.
ილია ჭავჭავაძის მერე რობაქიძემ ყველაზე აშკარად შეჰბედა რუსულ ნაციას, რომ ყოველთვის ველურები იყვნენ და ველურებად დარჩნენ.
მისი შემოქმედების დიდი შემფასებლები იყვნენ შტეფან ცვაიგი და რომენ როლანი.
ეს დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც საბჭოთა წითელი ქარტეხილის დროს გერმანიაში მოღვაწეობდა,გარდაიცვალა ჟენევაში. დაკრძალულია საფრანგეთში - ლევილში.
მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.
სიცოცხლეში მას ერთადერთი ნატვრა ჰქონდა და ანდერძად დაიბარა - "ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს".


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 19 2008, 20:28
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი May 19 2008, 20:09
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--



„ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით“...
Go to the top of the page
 
+Quote Post
guro
პოსტი May 19 2008, 20:18
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 304
რეგისტრ.: 3-April 08
მდებარეობა: hamunaptra
წევრი №: 2,824
კურსი:3


მე ჰიტლერი მაქვს წაკითხული. ბევრს არ მოსწონს, რადგან ძალიან დადებითად ჰყავს აღწერილი. თუმცა მან ჰიტლერი აღწერა არა ისეთი როგორიც არის, არამედ როგორსაც ისურვებდა რომ ყოფილიყო...


--------------------
წინ ლეო ძია გაუშვით, არაფრისა არ ეშინია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი May 19 2008, 20:29
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--


სხვათა შორის, როცა თვითონ ჰიტლერის "ჩემს ბრძოლას" ვკითხულობდი, ძალიან დადებით პიროვნებად დამესახა ფიურერი.თვითონ რობაქიძეს რაც შეეხება, მე არცერთ მწერალთან არ მიგრძვნია ქალის,ცხენის და ქართული ჯიშის ასეთი მგზნებარე განცდა, როგორც გრიგოლთან. მისი სტრიქონებიდან ქართული რასა და გენი მთელი სიცხადით ყივის....


ვეფხვობის თვე

ყივჩაღეთ იყო....
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!
... ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში.

გრიგოლ რობაქიძე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 20 2008, 0:33
Go to the top of the page
 
+Quote Post
guro
პოსტი May 20 2008, 0:23
პოსტი #5


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 304
რეგისტრ.: 3-April 08
მდებარეობა: hamunaptra
წევრი №: 2,824
კურსი:3



რა მაგარიააააა.... რობაქიძის შემოქმედებას ცუდად ვიცნობ სამწუხაროდ... ეს ლექსი საშინლად მომეწონა 01.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 20 2008, 0:33


--------------------
წინ ლეო ძია გაუშვით, არაფრისა არ ეშინია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი May 21 2008, 20:42
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--


"სქესი ყველაფერშია...სიტყვებშიაც კი...სქესი წარმოშობაა და გაქრობა..მამა შობს შვილს და კვდება...შვილი მამად იქცევა: თავის მხრით შობს შვილს და კვდება...ამ შვილსაც იგივე ხვედრი მოელის – და ასე: დაუსრულებელ...ამ დენაში რჩება გვარი, პიროვნება კი კვდება...პიროვანი მარცხდება და იმარჯვებს უპიროვნო....ასე ყველგან...მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: ეს ადამიანია, სიყვარულით ჭირვეული...სიყვარული პიროვანის გზნებაა...სიყვარულში ადამიანს აღარ უნდა სქესით გაგრძელება...მას უნდა სრულიქმნას საყვარელთან ერთად“...
„მერე?“...
„მერე და: ადამიანი ამას ვეღარ აღწევს...იტანჯება...იბრძვის...მას სძულს უპიროვნო სქესი, რომელიც მის პიროვან „მეს“ ანადგურებს....შეუცნობელ წიაღში ეს „მე“ პროტესტს უცხადებს ამ სქესს...მაგრამ სქესი საყვარელ არსშია მოქცეული, და ხშირად, როცა ადამიანის , „მე“ მცნობს, რომ მისი ბრძოლა ამთავითვე გაწირულია, სქესისადმი სიძულვილს საყვარელზე გადაიტანს ხოლმე...აქაა დაფლული ძირები სიყვარულისა და სიძულვილის...ამას სასიყვარულო სიტყვებიც ამცნევენ: - შეგჭამ,“ „შეგსვამ“ და სხვა...რომანტისტების სიტყვიერი ამ წიაღიდან მოდის, თუმცა რომანტისტებმა ეს არ იციან“.....
„ნუ თუ არავის მოუცია ეს ცხადლივ?“...
„როგორ არა?...ჰაინრიხ კლაისტის პენთეზილეა ძაღლებს მიუსევს აქილესს და შემდეგ კოცნის დაგლეჯილს და თავს იკლავს მასთან...უალდის სალომე პენთეზილეას ჯიშისაა: იგი ჰკოცნის მოკვეთილ თავს იოქანაანისას, თუმცა თავი თვითონ მოაკვეთინა....დოსტოევსკის ქალები „სჭამენ“ საყვარლებს..ჰამსუნის ქალებს ჩუმი დუელი აქვთ ვაჟებთან..და ასე... სიყვარული დუელია, საცა ხშირად ორივე კვდება: ქალიც და ვაჟიც..დუელია, რადგან უკეთესია პიროვანი სიკვდილი ვიდრე უპიროვნო უკვდავება...ამისთვისაა, რომ უნათლეს სიყვარულს თან სდევს სევდა უკურნები ...აქედანაა, რომ სიყვარულის აგზნებისას სიხარულს შიში ერთვის ..დიახ, სიყვარული დუელია.., ამორძალთა საიდუმლო მხოლოდ ეს დუელია და სხვა არაფერი“...


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია meli: May 21 2008, 20:44
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი May 22 2008, 19:18
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--


"ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახვის მე მცხეთა. იგი წმინდა საშოა ჩვენი მიწისა. იქ ეგულებოდათ ჩვენს ძველებს საფლავი კარდუსი. მცხეთის მიდამოში აირჩიეს ძველად მოგვებმა ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ ისინი მზესა და ცეცხლს. მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული. აქ გამოჭრა ნინომ ჯვარი ვაზის ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები. აქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოსი.
აი მცხეთა როგორც კამარამოვლებული �მთელი”. ერთი დაუწერელი პოემა ღვთიურისა და ადამიანის ურთიერთ ზიარებისა. �სვეტიცხოველი” ამ ზიარების ქვით ნაშენი ტანია. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწა სალოცავს, ძველისძველად აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ.
თუ ზემოხსენებული ამბები ქართული გენიის მადლის ნაპერწკლებია, ეს სალოცავი ამ მადლის განხატებაა თვითონ. იგი თითქო აკვანია იმ პირველი ლოცვისა, რომელიც აქ აღმოხდათ ღვთის ძის მიმართ მღვივარ გულებს. ჩვენს ძველებს ხელი არ უხლიათ მისთვის, რათა არ წაშლილიყო პირველ ლოცვის ნეტარ მაცხოველებელი კვალი. რა სინაზეა აქ, რა სისათუთე ნივთიერებისადმი, რომელშიაც ადამიანში შობილ ღვთიურ ნაკადს გაუვლია…

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად უკვე აღარ ვიქნები. მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას. მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს.

მეტს არას ვთხოვ საქართველოს."

გრიგოლ რობაქიძე


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია meli: May 22 2008, 19:19
Go to the top of the page
 
+Quote Post
FALESTRA
პოსტი May 23 2008, 21:39
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 23-May 08
წევრი №: 3,361
კურსი:--


მატასია ქალოოო, რა ლამაზი ხაროოოო,, 03.gif
მელუსიიი ყივცჰაგის პაემანი სჰენ საიდან?
ცჰემი ბლოკნოტის ხელწერა მეცნობა გენაცვალეეე 010.gif03.gif ..
რობაქიდზე სიცოცხლე ხალხნოოო..
გული და სულიააააა...
გრძნობატა ზღვაადედა ...



by kasper
მდააა huh.gif
იმედია თემას არ გადაუხვევთ 01.gif


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 23 2008, 21:41
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_kasper_*
პოსტი May 23 2008, 21:45
პოსტი #9





Guests






FALESTRA
meli

03.gif 03.gif 03.gif 03.gif

მდაა >>> აქ <<< წესებს გადახედეთ გოგოებო 06.gif

იკრძალება OFF FLOOD ანუ თემიდან გადახვევა 06.gif
ანუ რა ხდება ეს არის თემა გრიგოლ რობაქიძე აქ იკრძალება ყველა სხვა თემაზე ლაპარაკი რაც გრიგოლ რობაქიძეს არ ეხება 01.gif
მოკითხვები და მსგავსი პოსტები ისჯება წორნით თუ რა არის წორნი ნახეთ აქ 43.gif

ხოდა გავითვალიოსწინოთ ჩემო ძვირფასებო 01.gif
მელო შე ძველო 010.gif 03.gif 03.gif 03.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 23 2008, 21:52
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი May 24 2008, 23:13
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--


"...ქალწული ჯვარს ვაზის ნასხლავისაგან გამოსჭრის.
სხვების ჯვარი: ან ქვისაა ან რკინის ან უბრალო ხის. ყოველთვის მშრალი და წუთხე:
აქ კი: ჯვარი - ვაზის. ვაზი ხომ სახეა: მიწის - ნიადაგის - სიცოცხლის.
სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია. ჩვენში ჯვარი - ლხინია თვითონ......
ქალწული ვაზის ნასხლევს თავის თმებით შეჰკრავს. თითქო ჭრილობა შეუხვია ნასხლევს: რომელიც იცრემლება. ჯვარი - ქალის თმებით შეკრული.
მიჩვენეთ სხვა სახე უფრო მწველი და უფრო ლამაზი!! ჯვარი - ვაზის ნასხლავისაგან გამოჭრილი. ჯვარი - ქალის თმებით.
ქალის თმები ხომ სახეა:...ქალობის - ქალწულობის - დედობის....
არა.. სხვების ჯვარი ბერწია. ჩვენი კი - ნოყიერი და ნაყოფიერი....
ეს ჯვარი ეხლაც ასვენია ტფილისის სიონში."


"ყველაფერს შეგიძლია გაექცე. მტერს. მხეცს. შავჭირს. ყოველ უბედურებას. ვერ გაექცევი მხოლოდ „მრავალ ჟამიერს“. ქართველი აღაპშიაც გასძახებს ხოლმე „მრავალ ჟამიერს“. ქეიფში - ვინ დააკავებს?! მღერის ქართველი „მრავალ ჟამიერს“ რაღაც წვალებით. კვინიხი მომღერალს უსკდება და ყურებში მსმენელს. აწვალებს რამე?! „ფროიდი“ თუა მისი. ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს თუ მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გარდასულ ჟამს?! შესაძლოა პირველი იყოს მართალი. შესაძლოა მეორე. შესაძლოა ორივე. უდავო ის არის მხოლოდ: რომ „მრავალ ჟამიერს“ ვერ გაექცევი. უკან დაგეწევა და კალთებს ჩამოგახევს. ისევ გაპარვა სჯობია. იქითაქეთ მოიხედავს. ვერ გნახავს სათვალავში. აფუსფუსდება. მერე ისევ „მრაავალ“ და დაგივიწყებს"

არჩიბალდის ნება უკვე აღარ არის ქვა. ეხვევა თითონაც მატასის. ათრობს სურნელი „საირმესი“ - (მატასი ნიამორია „საირმეს“ მთებიდან). ათრობს სურნელი დაწურული მტევანის - (მატასი თვითონ არის მტევანი). ათრობს სურნელი ახლად გაქურჩულ ტაროსი - (მატასი ტაროც არის თვითონ). მატასის თვალები ფართვდებიან - თითქო გადაბელილ მუხის ახლად აყრილი ფოთლები რომელთაც მზის მეწამული ხვითოები ეღვენთებათ. არჩიბალდ უმზერს ათქვირებულ თეძოებს მაღალს - და მოდის ქართული მიწა: მისი მკერდებით - მისი ხნულებით - მისი ძუძუებით - მისი ჯეჯილებით. სუნთქვა მიწის მაგარია. არჩიბალდს ბრუ ესხმის. ნელდება. ივსება. რბილდება."


"გ ვ ე ლ ი ს პ ე რ ა ნ გ ი"


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია meli: May 24 2008, 23:15
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი May 25 2008, 19:54
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--


***
გადმოვარდება სარკმლიდან მზის სხივი მკვდარი-
გაციებულ შუბლს დაეცემა მწარედ და ცივად.
სადღაც შორს ქალი გაფითრდება, ისედაც მხდარი-
ობოლი ცრემლი გაურჩება წამწამზე მძივად.


***
შენ იცი მხოლოდ
მშობელო მიწავ: თუ რისთვის ვენთე.
უკანასკნელი
მიიღე ჩემგან სიცოცხლის ღვენთი:
ჩუმი და უთქვი-
და შესვი სუნთქვით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
FALESTRA
პოსტი May 28 2008, 20:10
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 23-May 08
წევრი №: 3,361
კურსი:--


ქალი გადაიზნიქება და ხალიჩაზე იშხვართება,
ვაჟი აღარ ხედავს. ვაჟი ისუნთქავს.
მიწის სუნთქვა აქვს მკერდს; წვიმას რომ მოელის დახეთქილი ღარებით. ან თუ ელის მკერდი დანელებულ მიწასავით სახნისის გავლებას.
ვაჟი ტახტზე ჩამოჯდება..
ქალი გასუდრულია..
ვაჟი- დატეხილი ხმით:
-გახსოვს მალარმეს ჰეროდიადას სიტყვები?
-სარკესთან?
-დიახ..
-მახსოვს..მგონი ასეა:
,,კოცნა მომკლავდა მე სილამაზე რომ არ ყოფილიყო სიკვდილი.."
ტუჩები ლაპარაკობენ თუ ტანი ლაპარაკობს?!
ეხლა ტანიც დადუმებულია. ვაჟი ისუნთქავს.
ქალის ტანი ივსება..
-შენ კოცნა არ მოგკლავს...
ქალი აღარ უსმენს. ვაჟის ხვევნაში ტანი ქალის თითქო ქალთა სქესით ივსება ერთიან მოხეთქილობით.
იშმუშნებიან შორეული ინსტიქტები.
ქალის თვალებში _
ათასი თვალია:
ყველა ელამი და და ყველა ამღვრეული....



> გველის პერანგი<
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი May 28 2008, 20:19
პოსტი #13


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ციტატა(FALESTRA @ 28th May 2008 - 21:28) *
ათასი თვალია:
ყველა ელამი და და ყველა ამღვრეული....



მე მომეწონა რობაქიძე...
და ის პერსონაჟი მომეწონა ძალიან, აღარ მახსოვს რა ქვია, გველის პერანგში, რუსი ქალი, შეყვარებულის გამო რომ ვიღაც ჯანდაბას დაუწვება და მერე დაორსულდება და მერე თავს იკლავს



--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 15:27
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank