გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topic Start new topic
 გრიგოლ რობაქიძე, "ეს იყო ყივჩაღეთს,ვეფხობის თვეში..."
 
HERCULES
პოსტი May 29 2008, 9:52
პოსტი #14


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 30-November 07
წევრი №: 628



ოლგა ჰქვია მაგ ქალს
მაგის დავიწყება როგორ შეიძლება
თუმცა ბოლოს ლამის არჩიბალდმაც დაივიწყა და მკითხველს თუ დაავიწყდა დიდი ამბავი : )
რუსი ქალები უყვარდა გრიგოლს
რუს ქალებსაც უყვარდათ იგი
ორივე ცოლი რუსი ჰყავდა,
მესამედ - შვეიცარიელი ახალგაზრდა გრაფინიას ცოლად შერთვას აპირებდა (უკვე ოთხმოცს გადაცილებული)
მოკლედ - კარგი კაცი იყო გრიგოლი
"ირუბაქიძის ხასა" ქართული ეროტიზმის მწვერვალია

ამ გვერდზე საინტერესო რაღაცეებია


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: May 29 2008, 19:36
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი Jun 1 2008, 19:54
პოსტი #15


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ციტატა(HERCULES @ 29th May 2008 - 11:10) *
ოლგა ჰქვია მაგ ქალს
მაგის დავიწყება როგორ შეიძლება

ბოდიშით, მაპატიეთ, მომიტევეთ.... დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული და სახელები მერევა ხოლმე... მომიტევეთ რა... გეხვერრრრრწებით (girl_haha.gif )


ციტატა(HERCULES @ 29th May 2008 - 11:10) *
რუსი ქალები უყვარდა გრიგოლს
რუს ქალებსაც უყვარდათ იგი
ორივე ცოლი რუსი ჰყავდა,

მაგრამ ჯავრობდა... არ ვყოფნიო girl_haha.gif


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
MILEDI
პოსტი Jun 4 2008, 11:02
პოსტი #16


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 29-March 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 2,732
კურსი:--


ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი უმზერს საკუთარ პერანგს გახდილსა და გადაგდებულს. ცხოვრების ატანა ამ გზით უფრო შეიძლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
meli
პოსტი Jun 4 2008, 18:27
პოსტი #17


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-January 08
წევრი №: 1,522
კურსი:--


...მოველოდი მზექალას და მაგონდებოდა სიტყვები ჰეროდოტისა: „ყოველმა ქალმა იმ მხარისა, ბაბილონისა, ერთხელ თავის სიცოცხლეში უნდა შესდგას ფეხი აფროდიტეს ტაძარში, რათა აჩუქოს თავისთავი სასიძეოდ უცხო კაცს. საწმინდარის გაცვანი დაყოფილია აქ ნაირნაირი ნაქსოვნაგრეხით. უცხონი ვლიან იქ და იჩევენ თავისთვის ქალს, რომელიც მათ მოეწონებათ. უცხო კაცი ფულს გადაუგდებს არჩეულს და წაიყვანს მას გალავნიდან ერთად ღამის გასათევად. ამ დროს მან უნდა სთქვას: „ვუხმობ ქალღმერთს მელიტას“. რაც უნდა მცირე იყოს ფული, ქალი უარს ვერ ეტყვის კაცს, რადგან მიცებული წმინდაა: ასეთია კანონი. ქალი მიჰყვება მსურველს, არჩევანი არა აქვს მას“.
ჩემი საძინებელი ოდნავადაც არ ჰგავდა აფროდიტეს ტაძარს, მაგრამ ხევსურ გოგონას მოლოდინში მე მართლაც ვიგულვებდი ჩემ თავს „უცხოდ“ ჰეროდოტეს გაგებით. ლამაზი არ სჩანდა. ღრმად ვუკვირდებოდი გადმოცემას ძველი მეისტორიისა. მეძაობას არ ჰქონდა აქ ადგილი, რადგან თვით მეფის ასულთაც, რომელთაც ცხადია არ დასჭირდებოდათ თავის სხეულის გაყიდვა, უნდა გაევლოთ ეს რიტუალი აუცილებლად. გარდა ამისა, მიცემულ ფულს იღებდა ქალი არა სასყიდელს, არამედ როგორც საჩუქარს ღმერთქალისათვის. შესაძლებელია აღვირახსნილი ავხორცობა იყო აქ. მაშინ აუხსნელი რჩება: თვითონ რად არ ირჩევდნენ ქალები კაცებს. არა აქ სხვა რამ უნდა ყოფილიყო დამალული, ვფიქრობდი გაკვირვებული. გამახსენდა ახსნა ამ საიდუმლოსი, რომელსაც იძლევა ერთი ჩვენი დროის მწერალი, მცოდნე ძველი მისტერიებისა. იგი ამბობს: ყოველი კაცი, თუ გინდ ერთხელ თავის სიცოცხლეში, უნდა შეუერთდეს ქალს და ყველა ქალმა, თუ გინდ ერთხელ თავის სიცოცხლეში, უნდა განიზიაროს კაცთან შეერთება - არა იმისთვის, რომ ჰშობონ. მაშ რისთვის? მისთვის, რომ ერთი წუთით მაინც გამოეყონ რკალდენას დაბადებისა და სიკვდილის და ამ გზით იგემონ მარადობა თუ უკვდავება. ახსნა - გულისხმიერი, ხოლო არც ისე ნათელი. მოველოდი მზექალას და ველოდი სხვა ახსნას. შესაძლოა სხვა მოვლენასთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე, ვფიქრობდი მე.
ვინ იცის, ეგებ ბაბილონის ქალები „უცხოს“ ღვთიურ არსად იგულვებენ და სიძვას მასთან საკრალურ აქტად. ნდომა უცხოურის, სხვაურის - ეს ხომ მორჩია ადამიანის ბუნებისა. დიახ, თვით ღმერთის არსებისაც კი. ღმერთი არის თვითმქმნელი. ყოველ წუთში თვითქმნისა იგი, რასაკვირველია, „იგივეა“, ხოლო თანვე „სხვაც“. ეს სხვა ვლინდება როგორც „უცხო“, ხანდახან როგორც მოშუღარი თითქმის, აქ მარხია პირველსაიდუმლო. ყოველი არსი ისწრაფვის სხვაურისა ანუ უცხოურისაკენ თვითშექცევაში. შეიძლება აქ იმალება - განვაგრძობდი ფიქრს - საიდუმლოებაც ეგზოგამიისა. ხევსურეთში, მაგალითად, აკრძალულია დაქორწინება ერთსადაიმავე თემში. კიდევ მეტი: იქ ერთსადაიმავე სოფელში დაქორწინებაც სირცხვილად ითვლება. უეცრად ჩემს მოფიქრებაში ქართული სიტყვა შემოიჭრა: „უცხო“ და მისგან წარმომდგარი ზედშესული: „საუცხოვო“. ნიშნავს ხომ „საუცხოვო“ სასურველს, სანატრელს, მშვენიერს. როგორ არ გწამდეს მაშ შეყრა „უცხოსთან“, თუ ეს უკანასკნელი „საუცხოვოა?“

ე ნ გ ა დ ი - გრიგოლ რობაქიძე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია meli: Jun 4 2008, 18:31
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Sep 1 2008, 18:24
პოსტი #18


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


წმინდა ნინო
გრიგოლ რობაქიძე
ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა – წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი.
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
HERCULES
პოსტი Oct 28 2008, 0:00
პოსტი #19


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 30-November 07
წევრი №: 628




"ჩემამდე ქართულში "ასანთი" რაა - ისიც არ იყო!
"ხმაური" რაა - ესეც არ იყო"

28 ოქტომბერი გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა!



მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  post_28_1193566508.jpg ( 10.32 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 1
 
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Oct 28 2008, 17:01
პოსტი #20


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


გველის პერანგი მართლაც მაგარია, ქართული გენი და ქართული მიწისადმი ქართველის დამოკიდებულება კარგად არის გამოხატული,
მართლაც ბოლოს ყველას მაინც აქ დაბრუნება უნდა


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
SALIDAY
პოსტი Oct 30 2008, 15:20
პოსტი #21


In Strawberry Fields,,,
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,690
რეგისტრ.: 13-January 08
მდებარეობა: რაჭა
წევრი №: 1,634
კურსი:4


უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.


--------------------
...Feel is empty!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nino _13
პოსტი Mar 6 2009, 16:57
პოსტი #22


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,395
რეგისტრ.: 3-October 08
წევრი №: 4,538
კურსი:1


ეხლა ვაპირებ "გველის პერანგის" წაკითხვას
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Mar 7 2009, 18:31
პოსტი #23


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


"გველის პერანგის" წაკითხვის შემდეგ აღარ მიყვარს მთვარე.... მძორი პლანეტააო sad.gif გამაჟრიალა :|


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Mar 7 2009, 18:36
პოსტი #24


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


ციტატა(g v a n c a @ Mar 7 2009, 18:49) *
"გველის პერანგის" წაკითხვის შემდეგ აღარ მიყვარს მთვარე.... მძორი პლანეტააო sad.gif გამაჟრიალა :|


ყველაფერს ნუ დაუჯერებ გრიგოლს კაი დაჩოჩებული ქონდა მაგასაც მითოლოგიურ ნიადაგზე george.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Mar 7 2009, 18:39
პოსტი #25


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


ციტატა(sting @ Mar 7 2009, 18:54) *
ყველაფერს ნუ დაუჯერებ გრიგოლს კაი დაჩოჩებული ქონდა მაგასაც მითოლოგიურ ნიადაგზე george.gif


ხო მარა მაინც, იმოქმედა george.gif უფრო სიტყვა "მძორმა" იმოქმედა, შემზიზღდა რაღაცნაირად biggrin.gif


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Mar 13 2009, 23:39
პოსტი #26


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


"გველის პერანგი" და "ფალესტრა" მაქვს წაკითხული, ძალიან მომეწონა :წუბ:


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 22:32
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank