გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


14 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 კლასიკური მუსიკა
 
qavtari
პოსტი Jan 29 2008, 16:26
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-January 08
წევრი №: 1,948
კურსი:1


classic music - თქვენი საყვარელი კომპოზიტორები და შემრსულებლები ...


დადეთ ლინკები, ბიოგრაფიები.. საინტერესო ცნობები და ა.შ. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lost_for_words
პოსტი Jan 29 2008, 19:21
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 323
რეგისტრ.: 16-November 07
მდებარეობა: Inside The Sound
წევრი №: 366



ციტატა
აქ ვისაუბროთ გემოვნებიან, ანუ კლასიკურ მუსიკაზე.

მოიცა "გემოვნებიანი" და "კლასიკური" სინონიმებია ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRINITI
პოსტი Jan 30 2008, 2:36
პოსტი #3


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,409
რეგისტრ.: 17-October 07
მდებარეობა: Tiflisi :)
წევრი №: 12
კურსი:6


qavtari

ციტატა(qavtari @ 29th January 2008 - 12:44) *
Frederic Chopin

ეს რა, სიტყვა დატოვე და წახვედი? smile.gif))))

ციტატა(lost_for_words @ 29th January 2008 - 15:39) *
მოიცა "გემოვნებიანი" და "კლასიკური" სინონიმებია ?
+

1 დღეში თუ არ ჩაასწორებ პიველ პოსტს, ან ლინკებს არ დადებ, ან არ გაგვაგებინებ ,,რას მოითხოვ" ( biggrin.gif ) , შენს პოსტებს ვშლი და თემას ვცვლი default.gif




--------------------
,,ქურდს ქუდი ეწვის?"






"When the Nazis came for the communists,
I remained silent;
I was not a communist.
When they locked up the social democrats,
I remained silent;
I was not a social democrat.
When they came for the trade unionists,
I did not speak out;
I was not a trade unionist.
When they came for the Jews,
I remained silent;
I wasn't a Jew.
When they came for me,
there was no one left to speak out.



Pastor Martin Niemöller, "First they came…"
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Jan 30 2008, 12:56
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


ვანგელსის მოსმენა მინდა.იქნებ ვინმეს აქვს.არა? sad.gif
არ დახუროთ თემა და ინფორმაციებს მე მოგაწვდით ხოლმე. cool.gif
]
ე.ი.კლასიკური პერიოდი დასავლურ მუსიკაში მოიცავს პერიოდს დაახლოებით 1750 დან - 1810 წლებამდე.კლასიკური მუსიკის პერიოდი განიხილება ბაროკოს და რომანტიზმის პერიოდებს შორის. ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორები იყვნენ მოცარტი , ბეთხოვენი , ჰაიდნი. ბეთხოვენს ასევ მოიაზრებენ ხან როგორც რომანტიულ კომპოზიტორად ან როგორც კომპოზიტორად რომელიც რომანტიზმში გადასვლის ნაწილია. ფრანც შუბერტიც ასევე მსგავსი გადასვლის ნაწილად მოიაზრება ისევე როგორც იოჰან ჰიუმელი , ჩერუბინი და კარლ ვებერი. ეს პერიოდი ხანდახან მოიხსენიება როგორც ვენური კლასიკის ან კლასიციზმის პერიოდი. დაწყებული მოცარტიდან , ჰაიდნი , შუბერტი , ბეთხოვენი - ყველა ეს კომპოზიტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ვენაში , პირველი ვენის სკოლის ჩათვლით.


მე - 18 ე საუკუნის შუა წლებში , ევროპაში დაიწყო ახალი ხანა რომელმაც ცვლილებები გამოიწვია არქიტექტურაში , ლიტერატურაში და საერთოდ ხელოვნებაში , ეს პერიოდი კლასიციზმის პერიოდით არის ცნობილი. იმ დროს როდესაც ყველაფერი ისევ მჭიდრო კავშირში იყო სასამართლოს კულტურასთან და აბსოლუტიზმთან , თავისი ფორმალური აქცენტით წესრიგსა და იერარქიაზე , ახალი სტილი იყო მეტი ვიდრე უბრალოდ სტილი , სტილი რომელიც გაცილებით უფრო სუფთა , კონტრასტული , ღია ფერების მოწონებული იყო თავისი სიმარტივით და არა სირთულით. "ბუნებრივი ფილოსოფიის იდეა განმტკიცებული იქნა ნიუტონის ფიზიკით , აღებული როგორც პარადიგმა : სტრუქტურები უნდა იყოს განპირობებული აქსიომებში და ნათლად ფორმულირებულნი და ორგანიზებულნი. ეს სტრუქტურული სიმარტივის "გემო" ასევე კარგად მუშაობდა მუსიკის სამყაროშიც - მუსიკა წყდებოდა მოძველებულ ბაროკოს პოლიფონიას და იხვეწებოდა ახალ სამყაროში სადაც მუსიკა დამოკიდებული ხდებოდა კომბინაციის ჰარმონიაზე , რასაც სახელად ჰომოფონია დაერქვა. ეს ნიშნავდა იმას რომ აკორდების თამაში , იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ხელს უშლიდნენ მუსიკის ცალკეული ნაწილის მელოდიურ სიმშვიდეს , მუსიკა გახდა გაცილებით უფრო გავრცელებული და სპეციფიური , ამ ყველაფერმა კი თავის მხრივ ნამუშევრების ტონალური სტრუქტურა უფრო ხმოვანი და გასაგები გახადა.

კლასიკური მუსიკის ერა დაყოფილია პირობით სამ ეტაპად, ესენია : ადრეული კლასიკური ხანა , შუანდელი კლასიკური ხანა და გვიანდელი კლასიკური ხანა.

ადრეული კლასიკური სტილი:

1750 - იანი წლების ბოლოს თავს იჩენენ ახალი სტილის ცენტრები იტალიაშია , ვენაში , პარიზში. ათეულობით სიმფონიები იწერება. ოპერა ან სხვა ვოკალური მუსიკა იყო უდიდესი მუსიკალური მოვლენები , სიმფონიური კონცერტების ჩათვლით, ( რაც იმდროინდელი ოვერტურის რეზულტატია ) სწორედ ამის შემდეგ ეს მუსიკა ხდება ბოლომდე განვითარებული , დამოუკიდებელი მუსიკალური ნაწარმოებები, მაშინ როდესაც ის მარტო ინსტრუმენტალურ შესვენებებს და შესავლებს წარმოედგანდა ოპერისთვის. ეს შესანიშნავი პერიოდი იყო იმისთვის რომ დიდი წარმატებისთვის მიეღწია რომელიმე კომპოზიტორს. ბევრი თვლის რომ ამ დიდ წარმატებას ბახმა , გლიუკმა და სხვა კიდევ რამოდენიმემ მიაღწიეს , თუმცაღა ძნელია იმის უარყოფაც რომ სწორედ ეს ორი ითვლებიან კლასიკური ჟანრის დამფუძნებლებად.
ერთ - ერთი პირველი ამ "მასტერ" ჟანრის მფლობელი იყო კომპოზიტორი ჯოზეფ ჰაიდნი. 1750 იანებში მან დაიწყო სიმფონიების წერა და 1761 წლისთვის ის უკვე ტრიპტიქებს წერდა ( დილა , შუადღე და საღამო ) მტკიცედ "თანამედროვე" მეთოდით. იმ დროს როდესაც ის სახელს იხვეჭდა , იმის მაგალითზე რომ მისი ორკესტრი ფართოვდებოდა და მისი შემადგენლობა მოწონებული და მიწვეული იყო სხვადასხვა ადგილებში , ის ჯერ ერთადერთი რჩებოდა მსგავსი მუსიკის მიმდევრად.
იმ დროს როდესაც ზოგიერთები თვლიან რომ ის დაჩრდილული იყო მოცარტის და ბეთხოვენის მიერ , ძალიან რთული იქნება ჰაიდნის ცენტირების გაბუქება ახალის სტილის მიმართ , შედეგად კი მომავალი დასავლური კლასიკური მუსიკის მიმართ.
იმ დროს სანამ მოცარტის და ბეთხოვენის და ბახის აღმავლობა და აღიარება მოხდებოდა , ჰაიდნმა მიაღწია ისეთ ადგილს მუსიკაში , რომელმაც ის ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დააყენა გარდა ჯორჯ ჰანდელისა. ზოგიერთი მიიჩნევს რომ მან დაახლოებით ისეთი ადგილი დაიკავა იმდროინდელ მუსიკაში როგორც ბითლებმა როკ-ნ-როლის ისტორიაში. სწორედ ის მიხვდა პირველი რომ განვითარებადი ახალი სტილი უნდა შეეკრა ახალი იდეებითა და პრინციპებით. მან აიღო იმ დროს არსებული იდეები და რადიკალურად შეცვალა მათი ფუნქიონირება - სწორედ აქედან მოდის მისი სახელები "სიმფონიის მამა" და "სტრუნიანი კვარტეტის მამა". შეიძლება ითქვას რომ ის იყო სონეტის ფორმის მამა , რომელიც მისი კლასიკური განვითარების პერიოდში დამოკიდებული იყო მელოდიის დრამატულ კონტრასტსა და დაძაბულობაზე ჰარმონიის და რითმულობის საწინააღმდეგოდ.ჰაიდნს უნდოდა უფრო დრამატული კონტრასტის და უფრო ემოციურად მომხიბვლელი მელოდიების ჩვენება , გამწვავებული ხასიათითა და ინდივიდუალიზმით.
ჰაიდნის 45-ე სიმფონია F მინორში, ილუსტრირებას ახდენს ჰაიდნის ინტეგრაციისა ახალი სტილის განვითარებაში , გასაკვირად მწვავე "გადახვევებით" და გრძელი ადაჟიოთი.ზოგი თვლის რომ სწორედ აქ იწყება ჭეშმარიტად კლასუკური მუსიკის ხანა , სადაც რეაქციის პერიოდი ბოლო ბაროკოს , როგორც ცალკე აღებულის წინააღმდეგ ხდება ორივე სტილის ბაროკოსა და კლასიკურის შერწყმა.


შუანდელი კლასიკის ხანა :

ჰაიდნის საჩუქარი მუსიკას იყო ის რომ , მისი მეთოდები იძლეოდა ნამუშევრების ისე სტრუქტურირებას რომ ის ერთდროულად მოდიოდა მართვის შესაბამისობაში , ისე რომ ახალი სტილის ესთეთიკისთვის არ გადაეხვია. თუმა ეს იყო მოცარტი რომელმაც ჰაიდნის იდეებს გენია მოუტანა და ისინი იმდროინდელ 2 უმთავრეს ჟანრს : ოპერას და ვირტუოზის კონცერტს დაუკავშირა. მხედველობაში უნდა მივიღოთ რომ ჰაიდნმა თავისი მოღვაწეობის უმეტესობა როგორც სასამართლოს კომპოზიტორმა გაატარა , მოცარტს კი სახალხო აღიარება და ქალაქების კონცერტების ცხოვრება. სწორედ ამისთვის მან ოპერა გამოიყენა , სადაც ის ვირტუოზის როლს ირგებდა , ჰაიდნი კი არ იყო ვირტუოზი საერთაშორისო ტურისტულ დონეზე ; ამასთან ერთად ის არ მიისწრაფოდა რომ საოპერო ნამუშევრები დაეწერა, რომელთაც შეეძლოთ დაუსრულებლად ეთამაშად დიდი აუდიტორიის წინააღმდეგ. მოცარტს კი ორივე ერთად უნდოდა. გარდა ამისა , მოცარტს ახასიათებდა გემოვნებისა მრავალფეროვნება "ფერადი" აკორდების მიმართ , დიდი სიყვარული იმისთვის რომ მელოდიური აბლაბუდა შეექმნა 1 ნამუშევარში და უფრო იტალიური მგრძნობელობა მუსიკაში ზოგადად.
მოცარტის ჩასვლამ ვენაში 1780 წელს დიდი აჩქარება გამოიწვია კლასიკური სტილის განვითარებაში. აქ მოცარტის შტანთქავდა "გამდნარ" იტალიურ ბრწყივალებას და გერმანულ შეთანხმებულობას , რომელიც წარმოიშვა განვლილი 20 წლის მანძილზე. მისი საკუთარი გემოვნება ბრწინვალების , რითმულად რთული მელოდიების და ფიგურების , კანტილენას გრძელი მელოდიების მიმართ დიდად ფასობდა.
სწორედ ამ ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებრივი გემოვნება სულ უფრო-უფრო აღიარებდა რომ მოცარტმა და ჰაიდნმა უდიდეს მწვერვალებს მიაღწიეს. იმ დროს როდესაც მოცარტმა 25 წლის ასაკს მიაღწია 1781 წელს , ვენაში დომინირებული სტილი იყო შესამჩნევად დაკავშირებული 1750 წელს დაწყებულ ადრეულ კლასიკურ სტილთან. 1780 იანებში მუშაობის პრაქტიკაში ვცლილებებმა , შედარებითი დამოკიდებულება ინსტრუმენტალურ და ვოკალურ მუსიკებს შორის , მუსიკოსებზე ტექნიკური მოთხოვნილებები და სტილური ერთიანობა იქცა ერთგვარ მოთხოვნილებად და დოგმათ რაც რათქმაუნდა მოცარტის და ჰაიდნის მიმბაძველობაში გამოიხატებოდა. ამ ათწლეულის განმავლობაში მოცარტმა დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ოპერები და მისი 6 ბოლო სიმფონია , რომლებითაც ფაქტიურად კლასიკური მუსიკის როგორც ჟანრის გადახედვა შეიძლება.ერთი კომპოზიტორი , რომელიც გავლენას ახდენდა უფრო სერიოზული მუსიკის გავრცელებაზე ვიდრე ჰაიდნი და მოცარტი იყო მუციო კლემენტი. უნიჭიერესი ვირტუოზი პიანისტი რომელმაც დუელი მოცარტთან იმპერატორის წინ "ფრედ" დაასრულა , როდესაც მათ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. მისი საკუთარი სონეტები ფორტეპიანოსთვის ფართოდ ცირკულირებდნენ და 1780 იან წლებში ის გახდა ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი ლონდონში. ასევე ამ დროს ლონდონში მოღვაწეობდა იოჰან ლადისლოსი , დიუსზეკი რომლიც ისევე როგორც კლემენტი ასევე ფორტეპიანოს ვირტუოზი გახლდათ. ლონდონის მნიშვნელობა კლასიკურ პერიოდში ხშირად იგნორირებულია , თუმცა აქ ბევრი ძალიან კარგი კომპოზიტორი მოღვაწეობდა და ბევრი შესანიშნავი ნამუშევრებიც იწერებოდა. თუმცა მაინც შუანდელ ხანაში ლონდონის გემოვნებამ სახელი იმდენად მაინც ვერ მოიხვეჭა.


გვიანდელი კლასიკური ხანა :


როდესაც მოცარტმა და ჰაიდნმა დაიწყეს მუსიკის წერა , მათი სიმფონიები ძირითადად იკვრებოდა როგორეც ცალკეული მოძრაობები და აქტები - დაწყებამდე , შესვენებებზე და ისიც სხვა ნამუშევრების ფარგლებში და ბევრი მათგანი გრძელდებოდა მხოლოდ 10 ან 12 წუთი. ინსტრუმენტალური ჯგუფებს ჰქონდათ ცვლადი დაკვრის სტანდარტი და აქტებს შორის ყველაზე დიდი შესვენება იყო მათი ყველაზე დიდი შესაძლებლობა მუსიკის წარმოსაჩენად. განვლილ წლებში მუსიკის სოციუალური სამყარო ხედავდა დრამატულ ცვლილებებს ; საერთაშორისო პუბლიკაცია და ტურიზმი იზრდებოდა აფეთქების მსგავსად , საკონცერტო საზოგადოებამ დაიწყო ფორმირება და ნოტაცია უფრო სპეციფიური და თვალშისაცემი გახდა , ნამუშევრების სქემათიკა უფრო გასაგები გახდა , მაგრამ ეს ყველაფერი 1790 წელს , ზუსტად მოცარტის სიკვდილის წინ და მაშინ როდესაც მისი რეპუტაცია საყოველთაოდ ვრცელდებოდა. ჰაიდნი კი გაუწონასწორდა წარმატებას , რაც მის გვიანდელ ორატორიასა და "ლონდონის" სიმფონიაში გამოიხატა.
მომენტი ისევ მზად იყო დრამატული ცვლილებებისთვის. 1790 იანის ათწლეული ნიშნავდა ახალი კომპოზიტორების დაგროვებას, რომლებიც დაბადებულნი იყვნენ 1770 იანებში და რომლებიც იზრდებოდნენ უფრო ადრეული სტილისტიკით. 1788 წელს ლუიჯი ჩერუბინი დამკვიდრდა პარიზში და 1791 წელს დაწერა ოპერა "ladioska" რომელმაც მას სახელი მოუტანა. მისი სტილი მკვეთრად რეფლექტურია ჰაიდნთან და მოცარტთან შედარებით და მისმა ინსტრუმენტალურობამ მისცა მას წონ , ისეთი როგორიც ჟერ არ მოესმინათ დიდი ოპერებში. მისი თანამედროვე Étienne Méhul - ი უფრო ფართო გზას აძლევდა ინსტრუმენტალურ ეფექტებს და მისი ოპერებით Euphrosine და Coradin რომელთაც მოყვა წარმატების ზენიტი.რათქმაუნდა ყველაზე საბედისწერო ახალი თაობის კომპოზიტორებში იყო ლუდვიგ ვან ბეთხოვენის გამოჩენა , რომელმაც ერთგვარი სყორცნა გააკეთა თავისი ნამუშევრების 1794 წელს სამი ფორტეპიანოს ტრიოსთან ერთად , რომლებიც ახლაც უდიდეს შედევრებად რჩება. ასევე აღსანიშნავია ამ პერიოდში ცოტათი უფრო უმცროსი ვიდრე ჰაიდნი და მოცარტი მაგარამ არანაკლებ წარმატებული იოჰან ჰიუმელი. ჰიუმელი სწავლობდა ჰაიდნის დროსაც ის ბეთხოვენის და შუბერტის ახლო მეგობარი იყო. ის კონცენტირებას ფორტეპიანოზე ყველაზე მეტად ახდენდა. მისი დრო იყო 1791 , 92 და 93 წლები ლონდონში როდესაც სამი სონატით უდიდეს წარმატებას მიაღწია ( თუმცა უნდა ითქვას რომ მოცარტის მეთოდებს იყენებდა : კერძოდ ინტონაციიდან რთული გადასვლა ). ეს მუსიკოსები იყვნენ ამ პერიოდის იდეოლოგები. კრიტიკული ცვლილებები წინა ტალღასთან შედარებით შეიძლება შევამჩნიოთ მელოდიის შეთანხმებულ ხვლილებაში , ხანგრძლივობის გაზრდაში , უფრო და უფრო რესურსების გამოყენებაში , ვოკალისგან საგრძნობი გადახვევა , იმისთვის რათა სტრუქტურამ წამოიწიოს წინ როგორც მუსიკის ელემენტი. ჰიუმელიც , ბეთხოვენიც და კლემენტიც ცნობილები იყვნენ იპროვიზაციით. ამ რადიკალური ცვლილებების ნათლად შემჩნევა შეიძლება ბეთხოვენის მე-3 სიმფონიაში ,( სახელის გათვალისწინებით კი საერთოდ : Eroica - იტალიურიდან "გმირული" ) სადაც ნათლად ჩანს მთელი ამ პერიოდებისა და ცვლილებების სინთეზი , თავისი რადიკალური გადახვევებითა და სიმძაფრით , რაც კლასიკური მუსიკის ალბათ ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
EARL
პოსტი Jan 30 2008, 13:13
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 170
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,830
კურსი:--


ეუჰჰჰჰჰ... smile.gif)) ეს რა უბედურობაა ამდენი სკოლის მერე არ წამიკითხია..

აგერ ჩემს საყვარლებს დავდებ რამდენიმეს. სამწუხაროდ ხარისხი არ არის ისეთი როგორშიც ასეთ მუსიკას უნდა მოუსმინოს კაცმა მარა წავა რაა.

ჰმმმ ვტვირთავდი მაგრამ მერე გამახსენდა რომ გოლ.გე გადატენილია ამეებით და დაჯე ცალკეც დგას სხვა მიმდინარეობებისგან...
რუსული მუსიკის გვერძე smile.gif))

http://gol.ge/index.php?cat=music&genre=4

ენჯოყ


--------------------
Karma is a funny thing

ვისაც მე არ ვევასები იმას სხვა ევასება ძმაო :)))))))))))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Jan 30 2008, 13:46
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


დარწმუნებული ვიყავი,რომ არ წაიკითხავდნენ,მაგრამ მოითხოვეს დადება და..თემის ავტორი კი დაიკარგა და..დამენანა თემა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimous
პოსტი Jan 30 2008, 15:40
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 8-November 07
მდებარეობა: so close no matter how far...

წევრი №: 258
კურსი:2


სახელიც რო გადაარქვათ და მოსიკის მაგივრად მუსიკა ერქვას, არა? smile.gif


--------------------
Back to the front
You will do what I say, when I say
Back to the front
You will die when I say, you must die
Back to the front
You coward, you servant, you blind man
Go to the top of the page
 
+Quote Post
qavtari
პოსტი Feb 1 2008, 23:56
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 29-January 08
წევრი №: 1,948
კურსი:1


tick მადლობ ინფორმაციისთვის, მართალია ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ მომავალში აუცილებლად ცავიკითხავ.
ესეც შოპენის ეტიუდი - "რევოლუცია"
http://www.link.ge/file/222802/Chopin-Fred...lution.mp3.html

შემდეგში თუ შოპენის მსურველები იქნებიან ნებისმიერ ალბომს ავუტვირთავ, თან კარგი ხარისხით
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Feb 2 2008, 14:41
პოსტი #9


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


მოცარტი

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას.


პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771
1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი "ბასტიენ და ბასტიენა" (KV 50) და ოპერა-ბუფა "La finta semplice" (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, "იტალიური პარტიის" ინტრიგების გამო.

1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.

მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის "Mitridate, Rè di Ponto" (KV 87)პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა "Serenata teatrale Ascanio in Alba" (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).

=== ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781 ===


მოცარტის ძეგლი ზალცბურგშიზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.

ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა).

1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი "Les petits riens", რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.

1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა "Krönungsmesse" (KV 317) და ოპერა "იდომენევსი - კრეტის მეფე" (KV 366).

ვენა 1781-1791

"ფიგაროს ქორწინების" ლიბრეტო, პრაღა, 1786 წელი.1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.

ზალცბურგის "კლანჭებიდან" განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail)(KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, "ფიგაროს ქორწინების" (Le nozze di Figaro)(KV 492) პრემიერა.

1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა "დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის" (Don Giovanni)(KV 527) პრემიერა.

1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას "ასე იქცევა ყველა ქალი" (Cosi fan tutte)(KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.

1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას "La clemenza di Tito" (KV 621)პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა" (Die Zauberflöte)(KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.

ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), "ლინცის" სიმფონია(Linzer Sinfonie)(KV 425), "პრაღის" სიმფონია(Prager Sinfonie)(KV 504)(1786) და "მცირე ღამის მუსიკა"(Eine kleine Nachtmusik)(KV 525)(1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur "იუპიტერის" სიმფონია (Jupiter-Sinfonie)(KV 551)(1788).




ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.

1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.

ოპერა "ფიგაროს ქორწინებას" და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით "ჯადოსნურმა ფლეიტამ" ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.


გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები

მოცარტის საფლავი წმ. მარქსერის სასაფლაოზე, ვენაში
"ჯადოსანური ფლეიტის" პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. "ციებცხელება" იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა.

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.


საქართველოში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე არაერთგზის დაიდგა "დონ ჟუანი" (პირველად 1867) და "ფიგაროს ქორწინება" (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე "ბასტიენ და ბასტიენა" (1912), "ჯადოსნური ფლეიტა" (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: ე. ვირსალაძე, მ. ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: მ. იაშვილი და ლ. ისაკაძე.


ესეც მისი ხვთაებრივი მუსიკა http://gol.ge/index.php?cat=music&deta....24&genre=4




--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Feb 4 2008, 0:27
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


QUOTE(qavtari @ Feb 2 2008, 1:14) *
ესეც შოპენის ეტიუდი - "რევოლუცია"
http://www.link.ge/file/222802/Chopin-Fred...lution.mp3.html

შემდეგში თუ შოპენის მსურველები იქნებიან ნებისმიერ ალბომს ავუტვირთავ, თან კარგი ხარისხით

ეჰჰ..გამახსენდა მუსიკაზე რომ დავდიოდი..
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamunchik
პოსტი Feb 4 2008, 0:32
პოსტი #11


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 22-November 07
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 454
კურსი:--


რახმანინოვი - ერთ-ერთი უძლიერესი...
ბიოგრაფიის წერა მეზარება tongue.gif


--------------------
Make Love Not War!
Go to the top of the page
 
+Quote Post
gvanca17
პოსტი Feb 4 2008, 19:09
პოსტი #12


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,497
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი №: 1,124
კურსი:--


ციტატა(tick @ 4th February 2008 - 0:45) *
ეჰჰ..გამახსენდა მუსიკაზე რომ დავდიოდი..

აუ რა საზიზღრობა იყოოო angry.gif არ მიყვარდა რატომღაც
ბეთხოვენი მომწონს მე. smile.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
*tamunia*
პოსტი Feb 4 2008, 19:15
პოსტი #13


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 490
რეგისტრ.: 31-January 08
წევრი №: 1,975
კურსი:4


ციტატა(tick @ 4th February 2008 - 0:45) *
ეჰჰ..გამახსენდა მუსიკაზე რომ დავდიოდი


მეც დავდიოდი და მოცარტს ვუკრავდი ხშირად. ძალიან მიყვარს მოცარტი. girl_smile.gif


--------------------
..."სიყვარული არის ის, რასაც უდიდესი ფილოსოფოსებიც კი ვერ ხსნიან, მაგრამ უდიდესი ბრიყვებიც კი განიცდიან"...
Go to the top of the page
 
+Quote Post
14 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2019 - 3:36
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank