გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 30 31 32 33 34 > »   
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
FemME
პოსტი Apr 10 2009, 20:07
პოსტი #404


დოქტორი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Every Killer Lives Next Door To Someone
წევრი №: 2,671
კურსი:4


უძეგლო ქანდაკება

ჩქარჩქარა ვიცვამ ტანსაცმელს. თავში უფრო ჩქარჩქარა გამიელვებს ხოლმე “გოგოები ხომ ბევრს ფიქრობენ რა ჩაიცვან, თმას რა მოუხერხონ…მე რააა მჭირს !”… რა დროს ეგაა. “დე, ანა უნდა ვნახო, ცოტა გვიან მოვალ”… “კიი, გიწერია იქ ანას ნომერიც”… მივჭრიალდი აღმაშენებლამდე. იქ დგას. თებერვლის ბოლო მატყუარობს. დღისით გაზაფხულობს, საღამოს ნამდვილსახეობს. მცივა. მარტო მარცხენა ხელი მაქვს გამთბარი მისი ქურთუკის ჯიბეში. უხვდუმილიანად ვლაპარაკობთ. სანამ მივვალთ. თეატრთან სულ ვჩერდები ხოლმე. თითქოს ზეპირად არ ვიცოდე აფიშა. ქალი ძაღლით…პიგმალიონი…ქალი ძაღლით…ქაქუცა… უბრალოდ მომწონს აქ გაჩერება. ჩვენი გზის შუაშია თეატრი… ხიდზე უფრო გაბედულად “უბერავს” ქარი... “ვიღაც ზის ჩვენს სკამზე”… სულ ასეა.. აქ რომ მოვდივართ, ეს ყოველთვის ჩვენს სკამს უყურებს შორიდანვე, მე სულ ამ “უთავო ქანდაკებას”....შორიდანვე. “მალე წავა ეს კაცი,ღამით ვინ ასეირნებს ძაღლებს”… “ნეტა რას ვათვალიერებ ხოლმე ამ ძეგლს..თითქოს ვინმე “მოაბამდეს თავს” ჩვენი მოსვლიდან მოსვლამდე..” …. “ჰა?” “არაფერი.. ამაზე ვთქვი..” თავით ვაჩვენებ. “კაცი ძაღლით” გვტოვებს. ცოტა ხნით მავიწყდება უძეგლო ქანდაკება თუ უქანდაკებო ძეგლი. ვთბები… ზურგით მივეხუტე მას და ეს ისევ წინ ამესვეტა.. არა. სვეტიც რომ არაა? “ანამ რომ თქვა გახსოვს? გოგოს გადავუღეთ ფოტო ამ ძეგლზეო. სულ უთავობას ადამიანის თავი ჯობია ძეგლად?” “შენ კიდე მაგაზე ფიქრობ?” რა აცინებს. “კაი რა. ეგ რა საფიქრალია. საოცრება ხარ. თან ჩემი”… ისევ გამიფანტა აზრები. მართლა რა საგონებელია. მაინც მეფიქრება. რისთვის უნდა დადგა ძეგლი უძეგლოდ. “უკვე ვეჭვიანობ”… “რაზე?” “ამ უთავოზე…პხხ” აგდებულად ამბობს. რამდენი ამისნაირის შერქმეული ამისნაირი სახელი ქვია ალბათ “უთავოს”. “თან ქარი როა…ასეთ ამინდში მელანქოლიკი ვხდები. ასეთ რამეებზე მეფიქრება ხოლმე” ვეუბნები და პასუხს არ ვაცლი. ძეგლს ვავიწყებ biggrin.gif

***

დილის მესიჯი. როგორც ყოველთვის. მაგრამ მე ისე აღარ ვიქცევი, როგორც ყოველთვის. უკვე რამდენი დღეა აღარ ვპასუხობ. მარტო ძალიან იშვიათად. ჟიუტად მთხოვს ყველაფრის ახსნას... ვხვდები ვალდებული ვარ, ასეც მოვიქცე. “ხვალ მოდი ჩვენს უძეგლოსთან. გავარკვიოთ..” პირდაპირ იქ მივედი. თავი ავარიდე ხელის გათბობას. მარტოს მინდოდა იქ ჯდომა. ამაკანკალა. ვერც ძეგლზე ვიფიქრე, ვერც მის უთავობაზე. “სად ხარ პატარა. უკვე 15 წუთია გელოდები ;( “ “პირდაპირ იქ მივედი” “კაი, 2 წუთში მანდ ვარ”. გვერდით უხმოდ ჯდება. დეტონატორიანი სიჩუმე. (რამდენი გვიცინია ამ სიტყვაზე. ერთ ღამეს შუა ლაპარაკში ყურმილზე ჩამოეძინა და ბოდავდა. დეტონატორი საიდან მოიტანა არ ვიცი. სულ დავცინოდი მერე მაგაზე). “რამე მითხარი რა, გთხოვ” . ხმას ვერ ვიღებ. აქამდე სიზმარში თუ მომსვლია ასეთი რამ. თევზივით ვარ. ჰაერი მახრჩობს და ხმა არ ამომდის. თავისით მიხვდა ყველაფერს. ვერ ვუყურებ. უძეგლოს მივჩერებივარ.. ცრემლები მახრჩობს, მაგრამ გარეთ არ ვუშვებ. ეტყობა შემამჩნია ცუდად რომ ვარ. “ნერვიულობ, გგონია შენ მიმატოვე და იმიტომ ხო? გგონია ცუდად გავხდები? შემომხედე, რა მიგავს ცუდად მყოფს. კარგად გავერთე. ეხლა თავისუფალი ვარ…” მეხუტება. “ჩემი ჭკვიანი გოგო…კარგია შენით რომ მიხვდი, რომ არ მიყვარდი..მე რომ მიგატოვებდი, უფრო გაგიჭირდებოდა”… მთელი ტანით ცახცახებს. სახეს ჩემ თმებში მალავს. ვითომ ვერ ვხედავდე. “გგონია, ან ეს უძეგლო მიყვარს, ან ეს გაყინული სკამი? ან აქ სიცივისგან გაკრუნჩხვა შენნაირ არანორმალურთან? კაი რა თე… მასეთი გულუბრყვილო როგორ ხარ…” უფრო და უფრო ვეხუტები პატარა ბავშვივით. გული გამისკდება ამ კარგ ადამიანს რომ არ მოვეხვიო. ……………… ჩვენ წავალთ და ეს თავნება ქარი ძეგლის ადგილი რომ დაუპყრია და თამამად დაქრის მის ადგილას… ჩვენ რომ დავტოვებთ იმ სიცარიელესაც შეავსებს…




“შენ მოკვდავი ხარ… ალბათ ეს არის
სხვა ლაქებს შორის ლაქა ყველაზე,
ჩვენ რომ არა გვყავს, იმ ბავშვის ნაცვლად
ქანაობს ქარი საქანელაზე… “


--------------------
We are the kids, your parents warned you about
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Apr 11 2009, 17:06
პოსტი #405


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


-რატომ? რატომ იქცევი ასე? აგრესია, ბოროტება არ გინდა, დამიჯერე, მოგშხამავს, გაგანადგურებს შენც და შენი ხელით დანარჩენებსაც. ილაღე, იყავი სუფთა და წმინდა, იყავი ბავშვი...
დაუთმე... აჩუქე... მერე რა მოხდა? შენი ძმაა, გაუღიმე, ჩაეხუტე...
გაუფრთხილდი ღირსებას, იზრუნე , რომ უხეში ხელი არ მოხვდეს... ყველას შესაფერი პატივი ეცი... საკუთარ თავს არ აკადრო... ნუ დამძიმდები... გიყვარდეს... თვით ღმერთია სიყვარული... ნუ მოიძულებ ადამიანს, მოიძულე მისი ცუდი ქცევები... მოთმინება, მოთმინება ისწავლე... ამპარტავნობით არავის გადმოხედო ზევიდან... არც დაეცე, არ გაისვარო მტვერში, თორემ ვეღარ ადგები, ცხოვრება სასტიკია... შენი პატიოსნებით მოიპოვე და შეინარჩუნე "სიმაღლე"... დაუკვირდი... იფიქრე, გაანალიზე, შეაფასე... იცოდე ადრე თუ გვიან ყველა თავისას მიიღებს...
ნუ... ნუ აჰყვები სხვას. იქ ბნელა, ვხედავ. არ წახვიდე... შენ გგონია, რომ რადგან თავისუფალი ხარ მაგის უფლება გაქვს? ცდები, ეგრე შენი ხელით შებოჭავ საკუთარ თავისუფლებას. ილაღე მეთქი... იცი ეს რას ნიშნავს?
იცოდე ყველგან ეშმაკი დაძრწის. შენიღბული მოვა, მოგაკითხავს. ფრთხილად იყავი ხელი არ დაგადოს... მე მომენდე და დაგიცავ. დამიჯერე, ოღონდ დამიჯერე... რომ მიყვარხარ, იმიტომ გეუბნები...
არ ქნა, გაუშვი, ცოდოა. გული არ გაქვს?.. სად წაიღე? უსინდისო ხარ... ორგანულად მეზიზღები...(?) წადი ითხოვე პატიება...გულიდან, მას ცრემლებიც მოჰყვება ხოლმე და გაგწმინდავს (მმმ, გული აღარ გაქვს).
დღე...
კვირა...
თვე...
წელი...
მოვედი, თან წამომყვნენ ძველი მოგონებები... რატომ გააკეთე? ხომ გ... არადა მაინც ხომ გითხარი არა?... რატომ გამიშვი ხელი?
თავი დაიღუპე... შენ მკვლელი ხარ, საკუთარი თავის მკვლელი. გესმის? თვალებში მიყურე, გესმის?... არა, მატყუებ.
შენს მზერას და ჩემს ხამას ფიცარი, მიწა და ქვა აშორებს ერთმანეთისგან...
თუ იცი აქ რატომ ვარ? რატომ დავრჩი ამ ორმოში, დედამიწა რომ ჰქვია?
შენგამო... აქედან ცისკენ ბეწვის ხიდია, იქ მარტო ვერ გაივლი... ცოდვები დაგხვდება, გზას გადაგიღობავს, ჩაგიტყდება ხიდი...
და ეს მე არ მინდა...
აქ ვარ რომ დაგეხმარო... აქედან ლოცვებით გაგიწმინდო შენი ცოდვიანი გზა.

იცი რა ძნელია მარტოობა "ადამიანებით" სავსე ქვეყანაში? სხვებისგან სიცივეს არ ვარ მიჩვეული... ძალა აღარ მყოფნის... მაგრამ შენთვის უნდა გავძლიერდე, წელში გავიმართო... ბოლოსდაბოლოს ჩემი ცხოვრებსი პრინციპებია...

მწუხრის ჟამს ხშირად ჩნდება ხოლმე მიმქრალი ლანდი სასაფლაოზე...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mariami24: Apr 11 2009, 17:08


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
abashidze08
პოსტი Apr 11 2009, 22:21
პოსტი #406


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 524
რეგისტრ.: 21-January 08
მდებარეობა: II korpusi
წევრი №: 1,787
კურსი:2


"ფენტეზი"
ეჰ, ეს ცხოვრება ისე იაფია
ხურდას თუ არ მისცემ თავს არ განაცვალებს...
ნაცნობ სახეებში სევდა მელანდება,
ეჰ, სად ეჩქარებათ სულის ფიანდაზებს?

ნათხოვნ ღიმილებში მუქი ფერებია
სევდამ ემოცია ერთობ ამოსწია....
თუკი დაიკიდებ გულზე "წითელ" ბაფთებს
ღმერთი არ შეგინდობს, თავს არ განაცვალებს!...

ეჰ, ეს ღრუბელია, შავად ფერმიხდილი,
ფიქრი შემოვიდა დარდად შებინდილი...
წითელ ფიანდაზებს ზარი დაურეკვათ
ორი ოცნებიდან ოთხი გაურეკავთ...

ფიქრზე დაფიფქილი ფიფქი მენატრება
ყინულს ლოდად აწევს შავი მარმარილო…
მიდი, აიტანე ცამდე ემოცია
თვალი გააყოლე ცისფერ ჰერაკლიონს!!!!…

მუქად შეფიფქულა თოვლის თეთრი გუნდა
აღარ მეჩქარება, გულს სულ სხვა რამ უნდა!!!


"სითეთრე ანუ თეთრი..."

თეთრი თრთოლვა, თეთრი კრთომა,
დღეს თეთრია ყველაფერი,
თეთრი ფიფქი თეთრად იწვის
ცისგვამია თეთრისფერი.

ნაცნობია თეთრი ფერი,
ნაცნობია ვით ეს ფიფქი
ხელის გულზე იწვის თეთრად
მარტოობას ებრძვის თითქმის.

დაიტოვა თეთრი ფიფქი,
ცის ფერშია როგორც სიო
დაემგვანა თეთრ ღამურას
აღარ უნდა ალბათ ღვინო.

თეთრ ბაღშია ალბათ წვეთი
იბრძვის თეთრი ვითა ღმერთი,
ხან მოთეთრო ხანაც თეთრი
ფერთა კრთომას ებრძვის მტრედი.




დღეს ისევ გაშავდა სამი მარმარილო

დღეს ისევ გაშავდა სამი მარმარილო,
თეთრი მარმარილო სადღაც მიიმალა,
შავმა სიკაშკაშემ ისევ თვალი მომჭრა,
ისევ მარტო დავრჩით სული, ქვა და ტილო.

სული საშავეთში მუქად გადაბარგდა,
მხოლოდ იქ იპოვა სახლი სათავისო,
ქვა, რომ აიჩემა, მუქად დახატული
ფორმით დაემსგავსა სულის შავბნელ ტილოს.

ფიქრი-ფიქრზე მოდის, ალბათ სათავისოდ,
ღმერთმა შეიწყნარა უფრო მეტს არ ითხოვს,
სული დაიტანჯა ამდენ მდუმარებით,
მხოლოდ იმან უწყის: - შავმა მარმარილომ.....

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია abashidze08: Apr 11 2009, 22:23


--------------------
http://tsulegal.blogspot.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Apr 12 2009, 13:56
პოსტი #407





Guests






ვანიუს შენ რა ლექსებსაც წერ? air_kiss.gif სალიუსმა წაიკითხა შენი ლექსები და მოეწონა 7.gif . ბზობას გილოცავ კიდევ ერთხელ. გუშინ ისე გამიხარდა ღამე შენი მესიჯი. შენ პირველი იყავი, ვინც მომილოცა

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: Apr 12 2009, 13:56
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bilwi dedakaci
პოსტი Apr 12 2009, 14:07
პოსტი #408


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 24-March 09
მდებარეობა: ghetto rustavi
წევრი №: 6,510
კურსი:2


მზეი


მზე ჩადიოდა…
ხელში აყვანილი მიმყავდა იქ სადაც თავად ითხოვა წაყვანა,მივდიოდი და თან მუხლები მეკვეთებოდა,გაჩერება მინდოდა და ვერ ვჩერდებოდი,ტირილი მინდოდა და ცრემლები არ მომდიოდა. მარტო ის ვიცოდი რომ სადაც მთხოვა იქ უნდა მიმეყვანა.
სავარძელზე იჯდა და მზეს უყურებდა, თან ისეთი ინტერესით თითქოს აქამდე არასდროს დაენახოს.
გზა ღორღიანი იყო,სავარძელი წამდაუწუმ ირყეოდა,მეც მთვრალივით დავდიოდი,რამდენჯერმე მაგრად შეინჯღრა,სახე დაემანჭა და ამომხედა,არაფერი არ უთქვამს..
შიგნით რღაც აუტანლად ამტკივდა,ოღონდ რა არ ვიცოდი
ამ დროს ხშირად წარსული ახსენდებათ,ერთად გატარებული დრო,ტკბილი წუთები.
არაფერი არ გამხსენებია,თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებდა,მიმყავდა იმ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალ გზაზე და შიშისგან მაკანკალებდა.
ნახევარი საათის სიარულის შემდეგ მთხოვა გავჩერებულიყავით

ადგილი მეცნო,აქ ადრე ხშირად მოვდიოდით და ჩამავალ მზეს ვუყურებდით,რადგან აქედან ზღვა კარგად ჩანდა და ბალახიც მწვანე და ხასხასა იყო.
სიგარეტი მთხოვა….
მეც მინდოდა მოწევა, მაგრამ კოლოფი ისევ ჯიბეში ჩავიდე,ვიცოდი რომ ვერ მოვწევდი. ის ეწეოდა და ისევ მზეს უყურებდა,ღმერთო როგორ მინდოდა ავღრიალებულიყავი და ხმის ამოღებაც არ შემეძლო
რომ მოწია შემოტრიალდა და მთხოვა მასთან მივსულიყავი
-დაჯექი,ოღონდ ისე რომ თავი კალთაში ჩაგიდო!
დავჯექი როგორც მითხრა და მივაშტერდი,თავი ჩემს მუხლებზე ედო და მიყურებდა,იცით როგორი თვალებით მიყურებდა? Aრ იცით,ვერც ვერასდროს წარმოიდგენთ,იმიტომ რომ არც მე ვიცი როგორი თვალები ჰქონდა,
უბრალოდ მაშინ როგორც იქნა ცრემლებმა გზა იპოვეს და ვეღარაფერს ვხედავდი,სახე ხელებით მეჭირა და ჩემი ცრემლები მის ლოყებზე მიგორავდნენ.
მე უკვე ვღრიალებდი.
ასე არასდროს მიტირია, არასდროს!
შიგნიდან რაღაცას ვულკანივით უნდოდა ამოხეთქვა და ვერ ამოდიოდა.
არ გახსოვს რამდენხანს ვტიროდი ,მერე კანკალმა ამიტანა..
-გეყოფა!
მე არ მყოფნიდა
-გაჩერდი!
მე ვერ ვჩერდებოდი
ბოლოს როგორც იქნა დავწყნარდი
არა, ეს დაწყნარება არ იყო,ვიგრძენი რომ ძალიან შეწუხდა და ამიტომ შევიმაგრე თავი.
-შენს თავს ვფიცავარ მე არაფერს ვნანობ,არც დღევანდელ დღეს და არც გუშინდელს,არც არაფერზე მწყდება გული. იცხოვრე ისე, როგორც შენ მოგესურვება,მარტო ერთი რამე მინდა გთხოვო: არ დამადანაშაულო ..
ხომ იცი მე სხვანაირად არ შემიძლია,მე ასე ვერ ვიცხოვრებ და ეს შენც ძალიან კარგად იცი. ამას მარტო ჩემთვის არ აკეთებ,შენთვისაც ასე აჯობებს.
* *

მერე ვაკოცე,დიდხანს,დიდხანს ვკოცნიდი,ტუჩებზე მლაშე გემო რომ ვიგრძენი, მივხვდი რომ უხმოდ ტიროდა.
ხელები,თვალები, სახე- მთლიანად დავუკოცნე,თან ერთიანად ვკანკალებდი,გულიც მერეოდა და მციოდა
-დროა!
აი მაშინ შემომხედა ისე,რომ ძარღვებში სისხლი გამეყინა..
* *

გავაკეთე ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი-ბრმად დავემორჩილე მის ბრძანებას. შევუსრულე რაც მთხოვა და მიცემული სიტყვა არ გამიტეხავს.
მაგრამ მხოლოდ მაშინ მივხვდი რა მოხდა, როცა სახეზე და ტუჩებზე მისი თბილი სისხლის წვეთები ვიგრძენი..
მზე ჩასულიყო.


--------------------
მარად უბიწო!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
abashidze08
პოსტი Apr 12 2009, 14:08
პოსტი #409


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 524
რეგისტრ.: 21-January 08
მდებარეობა: II korpusi
წევრი №: 1,787
კურსი:2


salomeaa
:გაწიტლებულისმაილი: დიდი მადლობა სალიუს.....

შენიანად კიდევ, ერთხელ მრავალს დაესწარი უფალი გფარავდეს...

არსოდეს გამომიქვეყნებია ჩემი ლექსები და პირველი ცდა ეს იყო...ვნახოთ ჩემ ემოციას ხალხი როგორ აღიქვმას და მერე სხვებსაც შემოგთავაზებთ :*

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია abashidze08: Apr 12 2009, 14:08


--------------------
http://tsulegal.blogspot.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Apr 14 2009, 7:40
პოსტი #410


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


FemME


10.gif



mariami24

კარგი გოგო ხარ, თანაც პატარა smile.gif





ოღონდ, თუ არ მიწყენ, ლამაზად წერისთვის არ წერო smile.gif

vishenka_33.gif


abashidze08

შენს მეტს ყველაფერს ველოდი ამ თემაში smile.gif

იყო ასეთი პოეტი-ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა-თემურ ფირცხალაიშვილი. წაგიკითხავს? იმის პოეზიაზე აშკარად იგრძნობოდა ტერენტის და კარმელის გავლნა.

და რატომ -ასეთი ბნელი ფერები? smile.gif



Bilwi dedakaci


10.gif

ოღონდ დასასრული აქვს რაღაც ნიტო-აი,თითქოს ფილმის სცენარისათვის. smile.gif




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: Apr 14 2009, 7:43


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Apr 14 2009, 16:10
პოსტი #411


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


ციტატა
ოღონდ, თუ არ მიწყენ, ლამაზად წერისთვის არ წერო

baby.gif ხო, რა თქმა უნდა smile.gif


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
silibistro
პოსტი Apr 15 2009, 21:59
პოსტი #412


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 17-March 09
წევრი №: 6,459
კურსი:4


გზაზე ვვიდოდი ზეცა იყო ნისლით ნაფერი,
ნისლში მოჩანდა... რა მოჩანდა? არც არაფერი.
რაღაც გამოჩნდა... ბუნდოვნად და ნეტა რა იყო?
ამოიზარდა.. მთა და ნისლი ორად გაიყო.

მთის ძირში, ნისლში უცნაური ღრუბელი ვნახე,
ნისლი კი იყო, მაგრამ ნისლის არ ქონდა სახე.
ნაცრისფერ ბინდში რძისფრად თითქოს გამოიკვეთა,
მთას შემოერტყა ყარაულად აქეთ-იქედან.

მეუცხოვა და გამიკვირდა ნეტავ რად არის?
ერთი ნისლი ხომ უნდა იყოს სხვისიც სადარი?
ეს კი წააგავს თავქარიანს თითქოს ოჩანს და...
ღრუბლის ქულებში ერთი ქულა თეთრად მოჩანდა.


სასვენ ნიშნებთან ცოტა მწყრალად ვარ და ვარაუდით დავსვი არ დამცინოთ

Go to the top of the page
 
+Quote Post
FemME
პოსტი Apr 16 2009, 18:18
პოსტი #413


დოქტორი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Every Killer Lives Next Door To Someone
წევრი №: 2,671
კურსი:4


ტკივილი, რომელიც გიხუთავს სულს. ზუსტად ის, რომლის ამოგლეჯაც ამდენი ხანია გიშრობს ყელს. დიახ ეგ, რომლის ძებნაც გიღლის გულს და პერიოდში ერთხელ საფეთქლის ძარღვსაც გამოკრავს მზაკვარ თითს. არფის სიმივით. დაჭიმულს ააცახცახებს. ცუდად ყოფნა, რომელიც გადამცდარი ნერწყვივით გადგას სასულეზე და ცხოვრებას გიშლის. ცუდად ყოფნა, რომელიც გულამოგდებული სირბილით გაბრუნებს იქ, სადაურობასაც სულ გაურბიხარ. რომ მერე ისევ გაიქცე. ავად მყოფობა, რომლისაც მთელი შენი ეგოთი ხარ. მისი ეგოიზმის კმაყოფილებად. და რომელიც არ გაგიშვებს. მარტოს არსად. ავად მყოფობა, რომელმაც იცის, რა უკიდედ გეშინია და რა უგანოდ უფრთხი ამ დაწყევლილ მარტოობას. და ამიტომ არ გტოვებს. დეპრესია, რომელიც გამუდმებით ფიქრობს კოსმოსში მოტივტივე ბოთლებზე შიგ წერილებით "მარტო ვარ დედამიწაზე". აბსურდი, რომელიც გაჩერებს და გეუბნება_მეტი აღარ დამწერო. საკმარისი ვარ...


--------------------
We are the kids, your parents warned you about
Go to the top of the page
 
+Quote Post
abashidze08
პოსტი Apr 20 2009, 22:21
პოსტი #414


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 524
რეგისტრ.: 21-January 08
მდებარეობა: II korpusi
წევრი №: 1,787
კურსი:2



"რიფი უპირო"
შენ არცკი იცი ეს ცხოვრება რა რიგ რთულია,
მწვანე ბალახიც კი იქცევა ქვევრზე უძიროდ,
ყველაზე ღრმაა მაგ თვალებში ეს ემოცია
და დახატული მარჯნისფერი "რიფი უპირო..."

მაგ თვალებშია დიდი ფერი, თეთრი ქათქათა,
მაგ თვალებშია დიდი სევდა, დიდი, უძირო...
მაშ დაიხატე შიგ მაგ გულში შენი ანდაზა,
მაგ შავ სითეთრეს მოანატრე ფერი უმწიკვლო...

ძეგლი ხარ, ძეგლი! - მდგარი ჩემს წინ უემოციოდ,
ქარი გიბერავს, წვიმა გაწვიმს და თოვლი გათოვს,
ემოციებში იკარგება ჩემი რითმები,
ოღონდ მე არ მსურს ვიყო შენი შავი ფიქრები...






--------------------
http://tsulegal.blogspot.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
leo-dzia
პოსტი Apr 21 2009, 18:07
პოსტი #415


სახალხო მთქმელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,471
რეგისტრ.: 13-March 08
მდებარეობა: bobnevi-gori-tbilisi
წევრი №: 2,556
კურსი:4


ციტატა(tako_kakabadze @ Apr 9 2009, 12:44) *
ამაზე ასე მართლა ფიქრობთ? sad.gif

შორს ჩემგან ბნელი ფიქრები smile.gif


ხო ვფიქრობთ... ეს ბნელი ფიქრები არაა.ეს რეალობაა... ვიფიქროთ,ფიქრის მეტი რა დაგვრჩენია?!


--------------------
მეც სიგიჟემდე მიყვარხარ თააკ....


გაკოცე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
abashidze08
პოსტი Apr 21 2009, 20:25
პოსტი #416


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 524
რეგისტრ.: 21-January 08
მდებარეობა: II korpusi
წევრი №: 1,787
კურსი:2


მაგრამ ვინ იცის, იქნებ.... იქნებ სადმე აქვეა, სადღაც ბნელ კუთხეში მიყუჟული, იქნებ აქვეა მზის გულზე მაგრამ ვერ ხედავ, იქნება ბავშვია, აგერ, იმ კუთხეში რომ იმალება და ჩუმად ქვითინებს, იქნებ ის ბალახია გუშინ ჭიანჭველამ რომ გათელა, იქნებ ეს ის მტვრის მარცვალია, გუშინ რომ გაწვალებდა მთელი დღე შენ სულში დაუკითხვად შემოსული...დაიტანჯე მისი ძებნით? არადა თან რა ახლოსაა, მგრამ თან რა შორია...შენ გგონია იპოვე?...ჰა,ჰაჰააა.....დაგცინის ვიღაც....თვალი გაახილე ეს ხომ შენი ხელია შეგახსენა ჩუმმა სიომ, შენს გვერდით რომ დაჰქრის მთელი დღეა, შენ კი არ იმჩნევ, ან იქნებ არ გინდა შეამჩნიო...ვინ იცის...რა ფერია?რა უდევს გულში?რამდენი წლისაა?იქნებ აქეთაც გამოგეხედა, შავია და ასაკს რუდუნებით თავისთვის ინახავს, გუშინ რომ მზესთან ერთად ლოცულობდი, მან შეგამჩნია და შენკენ გამოიხედა, თუმცა შენი უძირო თვალების ცქერას ვერ გაუძლო და ისევ მიიმალა...მზემ კი განაგრძო შენთვის თვალების მოჭრა, იქნებ ასე ჯობდა, რომ მზეს შენთვის ეკოცნა ასე ახლოდან...შენ ხომ ლოცვის მერე ლოყაზე გაწითლებული შრამით გამოხვედი ღრუბლიდან.... შუბლი გადაიხარა და აიღო ძირს დაგდებული ემოცია.
- უმანკოა?იკითხა მან
შენ კი დადუმდი და უპასუხე,
-არ ვიცი, ისიც კი არ ვიცი სადაა.... შემდეგ კი გააყოლე თვალი ცხოვრების ხაზს, თუმცა შენ მის ჯვარს ვერ ხვდები... დროში აირია ოთხი ისტორია, ოთხივემ სევდა მოგგვარა, თუმცა არა, ეს სევდა კი არა მწუხარებაა...მერედა რის გამო?!რა არის შენი მწუხარების მიზეზი... ჰო, ალბათ მართალი ხარ, ეს შენი დაკარგული ემოციაა... ის ერთი ცრემლი, რომელიც მაშინ არ მოგადგა, როცა საჭირო იყო...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია abashidze08: Apr 21 2009, 20:26


--------------------
http://tsulegal.blogspot.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 30 31 32 33 34 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th September 2019 - 14:16
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank