გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 სტივენ ჰოკინგი, DAGIჭEREN ს
 
Γεώργιος
პოსტი Mar 23 2010, 20:57
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა. იგი ბრიტანელი ფიზიკოსია, რომლის კარიერა 40 წელს ითვლის. მისი უამრავი წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია, განსაკუთრებით კი ე.წ. “შავი ხვრელები”.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და წოდებები:
1975 – ედინგტონის მედალი
1976 – სამეფო საზოგადოების მედალი
1979 – ალბერტ აინშტაინის მედალი
1982 – ბრიტანეთის სამეფო ორდენი
1985 – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი
1986 – რომის პაპის სამეცნიერო აკადემიის წევრი
1988 – “Wolf Foundation”-ის პრიზი ფიზიკაში
1989 – ასტურიის პრინცის ჯილდო კონკორდში
1989 – ღირსების ორდენი
1999 – აშშ-ს ფიზიკის საზოგადოების იულიუს ედგარ ლილინფილდის სახელობის პრიზი
2003 – Case Western Reserve University-ის ჯილდო
2006 – სამეფო საზოგადოების ჯილდო
2008 – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ჯილდო
2009 – აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (აშშ-ს უმაღლესი ჯილდო)




განათლება

სტივენ ჰოკინგის მშობლები იყვნენ ბიოლოგი ფრენკ ჰოკინგი და იზაბელ ჰოკინგი. მას ორი და ჰყავდა, ფილიპა და მერი და ნაშვილები ძმა, ედვარდი. ჰოკინგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მეცნიერებით. მან საბუთები ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიტანა მათემატიკის ფაკულტეტზე, იმის მიუხედავად რომ მამამისს სურდა, ექიმი გამხდარიყო. თუმცა მათემატიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა და საბუთები ფიზიკაზე გადაიტანა. ამ პერიოდში მას განსაკუთრებით აინტერესებდა თერმოდინამიკა, ფარდობითობის თეორია და ქვანტური მექანიკა. მოგვიანებით, მისმა ფიზიკის ლექტორმა, რობერტ ბერმანმა გაზეთ “New York Times”-ში განაცხადა:
- მას რაიმეს გასაკეთებლად მხოლოდ იმის თქმა ჰყოფნიდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. არასდროს უყურებდა, სხვა როგორ აკეთებდა ამას. მისი გონება გაცილებით განსხვავდებოდა მისი გარშემომყოფებისგან.

ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, ჰოკინგმა სწავლა ასტრონომიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რადგან მზის ლაქების შესწავლა სურდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. ამიტომ საბუთები ამჯერად კემბრიჯის უნივერსიტეტში შეიტანა ასტრონომიისა და კოსმოლოგიის ფაკულტეტზე.




დაავადება

სტივენ ჰოკინგი დაავადებულია ნერვული დამბლით, რის გამოც მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ექიმების უმეტესობა მიიჩნევს რომ მას სჭირს IV ტიპის კუნთების ათროფია.ახალგაზრდობაში ჰოკინგი გატაცებული იყო ცხენოსნობით. ოქსფორდში ის ცხენოსანთა გუნდის მეთაური იყო. მისი თქმით, ეს სპორტი შველოდა მას მარტოობით გამოწვეული დარდის გაქარვებაში. ცხენოსნობა არც კემბრიჯში ჩაბარების შემდეგ შეწყვიტა, რაც ფატალური აღმოჩნდა მისთვის: ერთხელ, როცა ცხენს მიაჭენებდა, უცებ წონასწორობა დაკარგა, ჩამოვარდა და თავი ასფალტს დაარტყა. ჰოკინგი შეშინდა, რომ ამას შეიძლება მის გონებაზე ემოქმედა, თუმცა IQ ტესტმა აჩვენა, რომ გონება წესრიგში ჰქონდა. 21 წლის ასაკში თანდათანობით იჩინა თავი ატროფიის ნიშნებმა. დაავადება დღითიდღე მწვავდებოდა.
ექიმებმა “უწინასწარმეტყველეს”, რომ ორ, მაქსიმუმ სამ წელს იცოცხლებდა. ზუსტად ამ დროს იგი დანიშნული იყო მომავალ მეუღლეზე, ჯეინზე. ჰოკინგმა ნელ-ნელა დაკარგა შეგრძნება ხელებში, ფეხებში, ჩაუვარდა ხმა, ამჟამად კი აბსოლუტურად პარალიზებულია.
ჰოკინგი ხშირად ატარებს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. იმისთვის რომ მისი ხმა ყველამ გაიგოს, ინვალიდის სავარძელზე მიერთებულია სპეციალური აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰოკინგი დიდი გაჭირვებით ლაპარაკობს, აპარატი რამდენიმე ასოს წარმოთქმის შემდეგ სიტყვას ავტომატურად ამთავრებს. ამიტომ ლექციებამდე მის საუბარს წინასწარ იწერენ და მაყურებელი რეალურად ჩანაწერს ისმენს. ხოლო ვისაც მასთან ყოველდღიური ურთიერთობა უწევს, დიდი ჯაფა ადგება , სანამ მისი სიტყვებიდან აზრს გამოიტანს. ერთხელ, TED (Technology, Entertainment, & Design Conference)-ის დროს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად მას მთელი 7 წუთი დასჭირდა.
მიუხედავად ამ საშინელი დაავადებისა, მეცნიერი თვლის, რომ იღბლიანია. მან უამრავი აღმოჩენა გააკეთა ფიზიკაში და ეს დარგი ძლიერ განავითარა. იგი მიიჩნევს, რომ ამ დაავადების არქონის შემთხვევაში, ის მოსიყვარულე ოჯახის კაცი იქნებოდა და მეცნიერებას ნაკლებ დროს დაუთმობდა. როდესაც მის ცოლს , ჯეინს, ჰკითხეს, თუ რატომ დათანხმდა იმ კაცის ცოლობას, რომელსაც 2-3 წელი ჰქონდა დარჩენილი, ჯეინმა უპასუხა:
- იმ დროს ატომური ერა იყო. ყველა იმის შიშში ვიყავით, რომ შეიძლებოდა ატომური ბომბი ჩვენთანაც ჩამოეგდოთ, ამიტომ გამორიცხული არ იყო, რომ მაგაზე ნაკლებიც გვეცოცხლა.
2009 წლის 20 აპრილს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მკერდის ინფექციით იყო ავად და სასწრაფოდ ედენბრუკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საშიში არაფერი იყო და გამოჯანმრთელების შემდეგ მალე გამოწერეს.


პირადი ცხოვრება

1965 წელს ჰოკინგი დაქორწინდა ჯეინ უაილდზე, რომელიც პროფესიით ენათმეცნიერია. ისინი 1991 წლამდე ერთად იყვნენ, საბოლოოდ კი დაშორდნენ. გაყრის მიზეზი მეცნიერის აბსოლუტური დამბლა იყო. აგრეთვე მოხვეჭილი საყოველთაო პოპულარობა, რის გამოც ოჯახისთვის ვერ იცლიდა. მათ სამი შვილი ყავთ: რობერტი (1967), ლუსი (1969) და ტიმოთი (1979).
გაყრის შემდეგ 1996 წელს ჰოკინგი დაქორწინდა თავის მომვლელზე, ელინ მეისონზე. 2006 წლის ოქტომბერში მეცნიერი მასაც გაშორდა.

1999 წელს ჯეინ ჰოკინგმა გამოქვეყნა მემუარები სახელწოდებით “Music to Move the Stars”, სადაც აღწერა მისი ურთიერთობა ოჯახის მეგობართან, რომელსაც შემდეგ მისთხოვდა კიდეც. ჰოკინგის ქალიშვილი, ლუსი, ნოველისტია. რობერტი ემიგრანტად წავიდა აშშ-ში, სადაც დაქორწინდა და შეეძინა ვაჟი, ჯორჯ ედვარდ ჰოკინგი. 2007 წელს ჰოკინგმა და მისმა პირველმა ცოლმა ურთიერთობა აღადგინეს.




წყარო http://en.wikipedia.org/wiki/Stephen_Hawking

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია μίσοςάνθρωπος: Mar 23 2010, 21:09


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Mar 23 2010, 21:00
პოსტი #2


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


აუ რა მაგარი სურათია ეე...

აუ ცუდად ყოფილა...


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Mar 23 2010, 22:04
პოსტი #3


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


მჯერა იმენა ამის biggrin.gif


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Mar 23 2010, 22:06
პოსტი #4


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


სტივენ ჰოკინგი თავს აგნოსტიკოსად მიიჩნევს. თუმცა მისი ცოლის, ჯეინის, განცხადებით, მათი გაყრის დროს ჰოკინგი ათეისტი იყო.
მეცნიერის აზრით, “სამყაროს მეცნიერული კანონები მართავენ. ეს კანონები შეიძლება ღმერთმა შექმნა, მაგრამ ღმერთი სამყაროს განრიგში არ ერევა.”


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Mar 23 2010, 22:59
პოსტი #5


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--




მისი ტუტორი ამბობდა მასზე

It was only necessary for him to know that something could be done, and he could do it without looking to see how other people did it. [...] He didn't have very many books, and he didn't take notes. Of course, his mind was completely different from all of his contemporaries





And of course the examiners then were intelligent enough to realize they were talking to someone far more clever than most of themselves


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Mar 23 2010, 23:27
პოსტი #6


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


μίσοςάνθρωπος

საინტერესოა : )

ბლოგზე გადავიტან


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Mar 24 2010, 15:20
პოსტი #7





Guests






LEON
მაგრამ ზუსტად ეგ სტატია წერია უკვე სხვა ბლოგზე. http://ucnauri.com/20/12/2009/%E1%83%A1%E1...83%92%E1%83%98/


Charlie შემაქე air_kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Mar 24 2010, 16:58
პოსტი #8


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(NUMB @ Mar 24 2010, 15:34) *
LEON
მაგრამ ზუსტად ეგ სტატია წერია უკვე სხვა ბლოგზე. http://ucnauri.com/20/12/2009/%E1%83%A1%E1...83%92%E1%83%98/



გასაგებია. მაშინ გიოსთან მოვითათბირებ და გადავწყვეტ მოვაშორო თუ არა ბლოგიდან


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Charlie
პოსტი Mar 24 2010, 17:17
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 11-March 10
მდებარეობა: :yes:
წევრი №: 8,824
კურსი:3


NUMB

კაი გოგო ხარ u.gif


--------------------
Walk while you have the light, before darkness overtakes you. The man who walks in the dark does not know where he is going.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Mar 24 2010, 17:47
პოსტი #10


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(NUMB @ Mar 24 2010, 16:34) *
LEON
მაგრამ ზუსტად ეგ სტატია წერია უკვე სხვა ბლოგზე. http://ucnauri.com/20/12/2009/%E1%83%A1%E1...83%92%E1%83%98/


Charlie შემაქე air_kiss.gif

ვიკიპედიადანა რის თარგმნილი სიტყვასიტყვით ამ ბლოგზეhttp://ucnauri.com/20/12/2009/%E1%83%A1%E1...83%92%E1%83%98/
რაც დევს, წყარო არის ვიკიპედია. შეამოწმეტ თუ გინდა , ამ სტატიას კი რატქმაუნდა აგვაფართოებთ და ცვლილებებსაც სევიტანთ, ასე რომ არაფერი პრობლემა არ არის


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th November 2019 - 4:21
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank