გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ფარსმან ქველი
 
Barony
პოსტი Jun 13 2008, 12:02
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 17-October 07
წევრი №: 10



ფარსმან III ქველი

II ს.

იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ”ქველი” ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დრის იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს-პიუსის მიწვევით ფარსმან III ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს-პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან III-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი კტესიფონსაც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა. დაახლ. 170 წელს ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.



მაინტერსებს თქვენი მოსაზრებები ამ მართლაც შესანიშნავი მეფის შესახებ. აბა თქვენ იცით, ნუ დაიშურებთ კომენტარებს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: Jun 13 2008, 16:09
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Jun 13 2008, 23:47
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


მოღალატეთა წყალობით პართიელებმა ფარსმან II ქველი მოწამლეს. თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგაც, იბერიის სამეფო, თითქმის 80 წლის მანძილზე, ინარჩუნებდა თავის ძლევამოსილებასა და ადგილს მსოფლიო პოლიტიკაში.

ფარსმან ქველის მაგალითიდან ჩანს, რომ:
1. ის წარმატებას აღწევდა თანამედროვე ოსებისა და აფხაზების წინაპრებთან ალიანსით.
2. ის მაქსიმალურად ცდილობდა, არავის სატელიტად არ ქცეულიყო და საერთაშორისო პოლიტიკაში დამოუკიდებელი ფუნქცია შეენარჩუნებიან.
3. ის უშეცდომოდ იყენებდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ექსპანსიონიზმის სიმბოლოდ ქცეული 40-მილიონიანი რომი ყველანაირ კომპრომისზე მიდიოდა ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირერიცხოვან, მაგრამ ამაყ და ძლევამოსილ საქართველოსთან.






--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
hellrider
პოსტი Jun 13 2008, 23:49
პოსტი #3


The Song Remains The Same
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,431
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: NORTHUMBRIA
წევრი №: 738
კურსი:3


ეს მართლაც სერიოზული და დიდი მეფე იყო default.gif


--------------------
I never knew I had a dream
Until that dream was you
When I look into your eyes
The sky's a different blue
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_kasper_*
პოსტი Jun 24 2008, 9:58
პოსტი #4





Guests






ციტატა(Barony @ 13th June 2008 - 12:20) *
მაინტერსებს თქვენი მოსაზრებები ამ მართლაც შესანიშნავი მეფის შესახებ


mark


კარგად წერია აქ ყველაფერი და ტემის არსსს არარ უნდა დაეინტერესებინე smile.gif
იშლება OFF ები smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Jun 27 2008, 19:01
პოსტი #5


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


მაგარი მეფე იყო ძაან


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Jun 28 2008, 17:55
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


საქართველოს ისტორიასი ერთერთი უდიდესი მეფე მაგრამ მგონი ნკლებად ცნობილი


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
luci
პოსტი Jun 29 2008, 2:21
პოსტი #7


life goes on
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 17-October 07
მდებარეობა: HELL
წევრი №: 7
კურსი:2


ფარსმან ქველი მესამე არ იყო მეორე იყო default.gif


--------------------
If vodka was water.. and I was a duck.I'd swim to the bottom and never come up.. But vodka's not water and i'm not a duck.. So slide me a bottle and shut the fuck up...
Go to the top of the page
 
+Quote Post
დონ
პოსტი Jun 30 2008, 14:11
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 524
რეგისტრ.: 7-December 07
მდებარეობა: თბილისი ან ბათუმი
წევრი №: 854
კურსი:1


უძლიერესი მეფე იყო, ძაან მაგარი. დაჟე რომაელებიც დააჩოქა


--------------------
ვერ გაიგო ამ ხალხმა რო სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი
Go to the top of the page
 
+Quote Post
monte kristo
პოსტი Nov 17 2008, 19:38
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 3-November 08
მდებარეობა: temqa
წევრი №: 4,978
კურსი:3


ფარსმან ქველის მოღვაწეობა ანტიკური ხანის საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ის თუ იცით რომ ფარსმანი იყო ერთადერთი არა რომაელი მეფე რომელსაც მარსის ველზე (რომაელთათვის ყველაზე გამორჩეულ ადგილას) ფარსმან ქველის ძეგლი იდგა და თან ცხენზე ამხედრებული ეს კი უფრო მეტად ადასტურებ თუ როგორი პატიით ექცეოდნენ რომაელები პატარა ქვეყნის მეფეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი Oct 27 2009, 15:36
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 29-June 09
წევრი №: 6,982
კურსი:--


ციტატა(akuna matata @ Jun 14 2008, 0:05) *
მოღალატეთა წყალობით პართიელებმა ფარსმან II ქველი მოწამლეს. თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგაც, იბერიის სამეფო, თითქმის 80 წლის მანძილზე, ინარჩუნებდა თავის ძლევამოსილებასა და ადგილს მსოფლიო პოლიტიკაში.

ფარსმან ქველის მაგალითიდან ჩანს, რომ:
1. ის წარმატებას აღწევდა თანამედროვე ოსებისა და აფხაზების წინაპრებთან ალიანსით.
2. ის მაქსიმალურად ცდილობდა, არავის სატელიტად არ ქცეულიყო და საერთაშორისო პოლიტიკაში დამოუკიდებელი ფუნქცია შეენარჩუნებიან.
3. ის უშეცდომოდ იყენებდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ექსპანსიონიზმის სიმბოლოდ ქცეული 40-მილიონიანი რომი ყველანაირ კომპრომისზე მიდიოდა ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირერიცხოვან, მაგრამ ამაყ და ძლევამოსილ საქართველოსთან.



აი ზუსტად მაგაში მინდა ჩამოყალიბდეს ქართული საზოგადოების აზრი სწორად , ფარსმანის დროს იბერია იწოდებოდა რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ და იყო ინტერესთა უდიდესი თანხვედრა და რომის იმპერატორებიც ფარსმანს უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ როგორც თანასწორუფლებიან მოკავშირეს , რაც გამოწვეული იყო არა მათი დემოკრატიული მიდგომით იბერიისადმი , არამედ ფარსმანის უძლიერესი პიროვნებით , უდრეკელობით , ქედუხრელობითა და პრინციპულობით . რომაელებს რა თქმა უნდა ერჩივნათ რომ საქართველო ყოფილიყო მათი ვასალი და მათი მარიონეტი აღმოსავლეთში , მაგრამ ისინიმიხვდნენ რომ ფარსმანის პერიოდში ეგ შეუძლებელი იყო და მაგიტომ იბერიის მხრიდან ანტირომაული კურსის აღებას ამჯობინეს იბერია თანასწორუფლებიან მოკავშირედ ეცნოთ და მიხვდნენ რომ აქ საკუთარი იმპერიული ზრახვების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ფარსმანის მეფობის პერიოდში .
აბსოლიტურად იგივე კურსია საჭირო დღეს ამერიკასთან მიმართებაში , თანასწორუფლებიანი სამხედრო მოკავშირეობა ამერიკასთან ოღონდ უპირობოდ სუვერენიტეტის , ეროვნული თვითმყოფადობისა და ეროვნული ინტერესების უპირობო დაცვით , თუმცა ამისთვის ფარსმანისნაირი მტკიცე და ქედუხრელი მმართველია საჭირო როგორიც დღევანდელ აქტიურ პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად არაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
razor1911
პოსტი Oct 30 2009, 8:06
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 29-October 09
წევრი №: 7,912
კურსი:4


ფარსმან ქველი არ იყო დიდი მეფე, როგორც ეს ჩანს. მოქცევაი ქართლისაიში(შატბერტულ რედაქციაში) ანტიკური ხანის ორმეფობის პერიოდში (ძვ.წ. 1 - ახ.წ. 1სს) არის ასეთი რამ აღნიშნული "და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველ და ამიერ ფარსმან ავაზ" როგორც იცით იმ დიდი ფარსმანის დროს მოხსენიებულია რომის იმპერატორები ადრიანე და ანტონიუს პიუსი რომლებიც ახ. წ. 2 საუკუნის მოღვაწენი არიან ასე რომ ეს ფარსმან ქველი ქრონოლოგიურად არ ჯდება ამ იმპერატორების პერიოდში და მეორე ეს ფარსმან ქველი თუ ასე დიდი და ძლიერი მეფე იყო რატომ განაგრბდა საქართველოს მხოლოდ ერთ ნაწილს, რომელიც იმ დროს სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა და არა მთელ საქართველოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
sabe
პოსტი Dec 16 2014, 19:02
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-December 14
წევრი №: 13,612
კურსი:--


ციტატა(luci @ Jun 29 2008, 2:21) *
ფარსმან ქველი მესამე არ იყო მეორე იყო default.gif

დიდი ბოდიში მაგრამ მესამე იყო აბა მეორე კი არ იყო. ისწორია არ გისწავლია თუ რა ვერ გავიგე. acute.gif acute.gif acute.gif acute.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st November 2017 - 15:53
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank