გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Closed Topic Start new topic
 ხალხი ბრბოა?, "იმედის" იმიტირებული საინფორმაციო
 
Alexandre the Great
პოსტი Mar 15 2010, 10:16
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 1-February 10
წევრი №: 8,482
კურსი:1


ე.ი. დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ თქვეს რომ გაუშვებდნენ ქრონიკის სპეციალურ გამოშვებას რუსული ოკუპაციის შესახებ. (მართალია არ დაუკონკრეტებიათ დეტალები, მაგრამ მაინც...)

შემდეგ, უშუალოდ გადაცემის დასაწყისში, გარკვევით ითქვა, რომ ეს იყო ფართოფორმატიანი გადაცემა, მოწვეული უამრავი სტუმრებით (საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები), რომელთა წინაშეც გაშვებული იქნება "ქრონიკის" საგანგებო და მოდელირებული გამოშვება და განმარტებულ იქნა რომ მაყურებელი ნახავდა საქართველოს შესაძლო ყველაზე მძიმე დღის საინფორმაციო გამოშვებას.

შემდეგ ითქვა, რომ ამ მომავლის "ქრონიკის" შემდეგ სტუდიაში დისკუსიით დაბრუნდებოდნენ (...ანუ არაფერი საშიში)

იწყება გადაცემა შემდეგი სიტყვებით: "ქრონიკა" აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას ანუ კარგად ჩანს რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან მანამდე არავითარი საგანგებო მუშაობა არ ყოფილა და შესაბამისად არც არაფერი გრძელდება.

შემდეგ, ერთ წუთში აცხადებენ რომ არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ივნისს (?!) დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს დეომონსტრანტებს. (?!) ანუ ძალიან კარგად ჩანს რომ არავითარი 7 ივნისი არ ყოფილა 3 დღის წინ და ასევე არავითარი მიტინგები და დემონსტრაციები არ ყოფილა რამოდენიმე დღის წინ...

შემდეგ ჩანს მრავალათასიანი მიტინგის კადრები, გადაკეტილი გმირთა მოედანი და ინფორმაცია რომ ეს მიტინგები არჩევნების გაყალბებას მოყვა... კადრები ცხადია შარშანდელია, ყველამ იცის (ვინც ქმედუნარიანია) რომ ბოლო დღეებია არავითარი მრავალათასიანი მიტინგები არ ტარდება თბილისში, არც გმირთა მოედანია გადაკეტილი და მითუმეტეს არავითარი არჩევნები ჯერ არ არის... (ალბათ მერის არჩევნები იგულისხმებოდა) და ეს ყველაფერი სულ 4 წუთში....

შემდეგ, ე.წ. "7 ივნისი კომიტეტი" და მთლიანად ფანტასტიკური თარიღები და კომენტარები.

შემდეგ მოვლენების კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარება: არჩევნების გაყალბებიდან კოკოითზე ტერაქტამდე, ასევე სააკაშვილის ალ-კაიდასთან თანამშრომლობაზე, იქვე ბაღაფშის თანხმობა კონფედერაციაზე, NATO-ზე უარიც, უცბად მოლაპარაკებებიც ცხინვალში, პრიმაკოვის ვიზიტიც და საქართველოს ინტერვენციის გადაწყვეტილებაც და გაქანებული ომის დაწყებაც ნახევარ დღეში, თანაც ყველაფერი ძველი კადრების ფონზე, ალაგ-ალაგ ზაფხულის ჩაცმულობა და კადრები და ა.შ.

დაჟე, ევროკავშირი და აშშ-ც კი ასწრებს შეშფოთებას...

არ, ვიცი...

ბოლოს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეს იყო მოდელირებული გადაცემა...

ამ ყველაფრის ფონზე, რატომ ჩავარდა მოსახლეობა პანიკაში?


P.S. მიუხედავედ იმისა რომ საკმაოდ უაზრო იმიტაცია იყო "ქრონიკის" ეს მოდელირებული გადაცემა, ის ნამდვილად არ იყო დასაჯარებელი, არც კრიმინალი და არც დემოკრატიის ნორმების დარღვევა, პირიქით სიტყვის თავისუფლების პირობებში ყველა ტელეკომპანიას აქვს უფლება გადაიღოს ამგვარი გადაცემა, რაოდენ სისულელეც არ უნდა იყოს...
1


--------------------
-რატომ გაქვთ მეგრელებს "ლ" რბილი?
-სამაგიეროდ "ყ" გვაქ მაგარი
*******************************
Alexander The Great!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th August 2019 - 19:28
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank