გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 კობა დავითაშვილმა დიდუბეში თავის კანდიდატურა მოხსნა
 
vakho82
პოსტი May 27 2010, 20:15
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 27-May 10
წევრი №: 9,269
კურსი:--


ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის დიდუბის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლევან ჯაფარიძემ გამართა ბრიფინგი და დიდუბის რაიონში რეგისტრირებულ ყველა ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატს ერთ საერთო კანდიდატზე შეთანხმება შესთავაზა.

გუშინ, ტელეკომპანია კავკასიაზე, "სტუდია სპექტრში" მიწვეულები იყვნენ ეროვნული საბჭოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი კობა დავითაშვილი და ლევან ჯაფარიძე. დავითაშვილმა განაცხადა რომ თუ გამოკითხვის შედეგად ლევან ჯაფარიძეზე ნაკლები მხარდამჭერი აღმოაჩნდებოდა იგი თავის კანდიდატურას ჯაფარიძის სასარგებლოდ მოხსნიდა თუმცა დღეს მან გამოკითხვაში მონაწილეობაზე მტკიცე უარი განაცხადა.

”ბატონ კობას კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით, ჩავატაროთ გამოკითხვა, მას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან დაგვეხმარება. მე, ლევან ჯაფარიძე, ვდებ პირობას, რომ გამოკითხვის ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, მოვხსნი ჩემს კანდიდატურას, რათა შევძლოთ და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დიდუბის რაიონში დავამარცხოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 15:13
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank