გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 შეცვალე ისტორია!, ...................
 
kaxakaxa
პოსტი May 1 2012, 1:56
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


რომ შეგეძლოთ საქართველოს ისიტორიაში რომელიმე ერთი მოვლენის შეცვლა რომელს შეცვლიდით და რატომ და რით დაწერეთ


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Jun 1 2012, 19:55
პოსტი #2


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


მონღოლებს მოვსპობდი biggrin.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Jun 1 2012, 19:58
პოსტი #3


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


პირველ ქართVელს რომელმაც საქრტველო აირჩია ადგილად
ვეტყოდი
ცოტა შუაგული ევროპა ხომ არ ჯობია მეთქი


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jul 8 2012, 21:38
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


საქართველოს წარსულის ("ისტორიის") გაყალბება გრძელდება
მა­რი­კა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­ინ მეტ­რე­ვე­ლი და ოთარ ჯა­ფა­რი­ძე-ის ოთხტომეული გაყალბებულია

გაყალბებული ისტორია
მრა­ვა­ლი წე­ლი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც აკა­დე­მი­კოს გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" რვა­ტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცა.
მას შემ­დეგ წყა­როთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი მონაცემები არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მა­სა­ლე­ბით შე­ივ­სო, გა­მოქ­ვეყ­ნ­და არა­ერ­თი სი­ახ­ლის შემ­ც­ვე­ლი ნაშ­რო­მი, რა­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" ახა­ლი შევსებული გა­მო­ცე­მის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ა­ყე­ნა.
ორი თვის წინ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" ოთხ­ტო­მე­უ­ლის მი­ი­ღო. წიგ­ნის შემ­დ­გენ­ლე­ბი არი­ან აკა­დე­მი­კო­სე­ბი მა­რი­კა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­ინ მეტ­რე­ვე­ლი და ოთარ ჯა­ფა­რი­ძე. წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა ელ­მა" დას­ტამ­ბა კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" ფულადი მხარ­და­ჭე­რით.
სა­გა­მომ­ცემ­ლო ჯგუ­ფის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოთხ­ტო­მე­უ­ლი წარ­მო­ად­გენს სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ნაშ­რომს.
ქარ­თ­ველ ის­ტო­რი­კოს­თა ნა­წი­ლი ამ ოთხტომეულის გამომცემლებს წარსულის გაყალბებაში ამხელს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა თე­მა­ზე:
"კოლ­ხურ-იბე­რი­უ­ლი და ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­კითხე­ბი ახ­ლად გა­მო­ცე­მულ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში" (I-II ტ.). მოხ­სე­ნე­ბე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი კვა­ში­ლა­ვა, რა­ულ გვე­ტა­ძე, რა­მაზ პა­ტა­რი­ძე, რო­მელ­თაც ისა­უბ­რეს - წინარე­ქარ­თველურ-კოლ­ხუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრე­ტუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბის, იბე­რი­უ­ლი მოდგმი­სა და ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ; ხო­ლო იგორ კვე­სე­ლა­ვამ წარ­მო­ად­გი­ნა რჩევე­ბი, რი­თაც მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი გაყალბებული წიგ­ნის გამომცემლებს მი­მარ­თავ­და.
გან­ხილ­ვის შე­დე­გად გა­ირ­კ­ვა, რომ
- "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" პირ­ველ ტომ­ში სა­ერ­თოდ არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი კულ­ტუ­რის არც ერ­თი ძეგ­ლი, რო­მე­ლიც ასომ­თავ­რულ სიმ­ბო­ლო­ებს შე­ი­ცავს;
- არ არის ასა­ხუ­ლი იბე­რი­ის მოდგმ­ის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც აღ­წე­რი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სახელით გა­მო­ცე­მულ აკა­დე­მი­კოს ლ. ჭი­ლაშ­ვი­ლის მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის მე-6 ყრილო­ბის კრე­ბულ­ში;
- უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ახა­ლი შრო­მე­ბი (მა­გა­ლი­თად, "ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნის კრიპ­ტო­ა­ნა­ლი­ზი"), რომ­ლი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ თვითმყოფადი ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნი შე­ი­ცავს ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი და კა­ლენ­და­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ცნობ­ებს. მე­ო­რე ტომ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია მხო­ლოდ ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის და­ვით ეპის­კო­პო­სი­სე­უ­ლი წარ­წე­რის სუ­რა­თი, სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღით - მე-5 სა­უ­კუ­ნეა, მა­შინ რო­დე­საც ეს ძირეული მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ძეგ­ლია, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის თვითმართველბ­ის აღ­სა­რე­ბის თა­რი­ღე­ბი.
- პა­ლეს­ტი­ნის ძველ­ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი­დან კი წარ­მოდ­გე­ნი­ლია მხო­ლოდ ერ­თის გრა­ფი­კუ­ლი ას­ლი, რო­მელ­საც, რა­ტომ­ღაც, პა­ლეს­ტი­ნის მო­ზა­ი­კუ­რი წარ­წე­რა ეწო­და; ას­ლ­ზე არ არის და­ტა­ნი­ლი სამ­კუთხა კრიპ­ტოგ­რა­მუ­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამოხ­ს­ნა.
- რო­გორც ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი რა­მინ რა­მიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მარ­თა­ლია, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოთხ­ტო­მე­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, მაგ­რამ მას კვლე­ვა-ძი­ე­ბის მნიშვნელობ­აც გა­აჩ­ნია, ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ ოთხი­ვე წიგნს თან დარ­თ­ვო­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და წყა­რო­ე­ბის მი­თი­თე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მეც­ნი­ე­რებ­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბას იწ­ვევს. ნაშ­რომს არ ახ­ლავს შე­სა­ბა­მის ავ­ტორ­თა ან პირ­ველ­წყა­რო­ე­ბის მი­თი­თე­ბა. 1800-გვერ­დი­ან ბო­ლო ტომს მა­ინც უნ­და დარ­თ­ვო­და სა­ძი­ე­ბე­ლი.
- "არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის კვლე­ვა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, ძვე­ლი ნაშ­რო­მე­ბის შე­დე­გე­ბიც არ არის სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ნაშ­რო­მე­ბი და რა­მაზ პა­ტა­რი­ძის ბრწყინ­ვა­ლე გა­მოკ­ვ­ლე­ვა "ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი", რო­მე­ლიც არა­ვი­თარ ეჭვს არ ტო­ვებს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და სიძ­ვე­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.
- უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის ნ.კან­დე­ლა­კი­სა და გ.ცერ­ც­ვა­ძის ფუძემდებლუ­რი ნაშ­რო­მი "ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნის კრიპ­ტო­ა­ნა­ლი­ზი", მაგ­რამ,
- გარ­და ამი­სა, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თ­ლოდ ყუ­რადღე­ბის მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი ნეკ­რე­სის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი, კერ­ძოდ, წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბი, რო­მელ­თა კვლე­ვას აკა­დე­მი­კოს­მა ლ.ჭი­ლაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო კვლევა მი­უძღ­ვ­ნა და რო­მელ­თა შე­სა­ხებ სა­ყუ­რადღე­ბო მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ გა­მოთ­ქ­მუ­ლი რ.პა­ტა­რი­ძეს, გ.ნარ­სი­ძეს, ნ.გაფ­რინ­დაშ­ვილს და სხვათ.
- და­სა­ნა­ნია, რომ ოთხ­ტო­მე­უ­ლის მე-2 ტო­მის მე-13 თავ­ში, ნეკ­რე­სის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ სქო­ლი­ო­შია სა­უ­ბა­რი. აკად. ლ. ჭი­ლაშ­ვი­ლი, გა­მოც­დი­ლი სა­ვე­ლე მუ­შა­კი და ძალ­ზედ ფრთხი­ლი მკვლე­ვა­რი, რო­დე­საც არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გვთა­ვა­ზობს მის მი­ერ გათხ­რი­ლი ძეგ­ლე­ბის თა­რიღს, ვფიქ­რობთ, უფ­რო მე­ტი ან­გა­რი­ში უნ­და გა­ე­წი­ოს მის მო­საზ­რე­ბებს. ამა­ვე დროს, ლ. ჭი­ლაშ­ვილ­მა და­ა­თა­რი­ღა რუს­თავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ნეკ­რე­სის წარ­წე­რე­ბის თა­ნად­რო­უ­ლად მი­იჩ­ნია, რი­თიც კი­დევ უფ­რო გა­ზარ­და წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის წარ­წე­რი­ა­ნი ძეგ­ლე­ბის რიცხ­ვი. ნეკ­რე­სის ნა­ქა­ლა­ქა­რის კვლე­ვა, სამ­წუ­ხა­როდ, ლ. ჭი­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­ნელ­და, არა­და, არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ო­თა გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ნეკ­რეს­ში კი­დევ უფ­რო დი­დი აღ­მო­ჩე­ნე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
- დამახინჯებულია ჩარ­თუ­ლი რუ­კე­ბიც, კერ­ძოდ, პირ­ვე­ლი ტო­მის პირ­ვე­ლი­ვე რუ­კა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "სა­ქარ­თ­ვე­ლო ძვ.წ. მე-4-3 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში", იწ­ვევს ჩვენს გაკ­ვირ­ვე­ბას იმის გა­მო, რომ მას­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი არ არის სას­პერ­თა სა­ხე­ლი და გან­სახ­ლე­ბის არე­ა­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და მდ.არაქ­სის შუ­ა­წე­ლის ორი­ვე მხა­რეს არ­სე­ბულ საკ­მა­ოდ ვრცელ მი­წა-წყალს და რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლურ­მა ტო­მებ­მა ად­რე კი­მი­რი­ელ­თა მი­ერ პრო­ვინ­ცია სპე­რის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და იქ სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის შეს­ვ­ლის შემ­დეგ და­ი­კა­ვეს.
- ასე­ვე, მი­უ­ღე­ბე­ლია ის მო­საზ­რე­ბა, რომ ძვ.წ. მე-3 სა­უ­კუ­ნე­ში ეგ­რი­სი წარ­მო­ად­გენ­და იმ სა­მე­ფოს, რო­გორც ეს რუ­კა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იბე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შე­დი­ო­და ორი სა­ე­რის­თა­ვო, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთს სა­თა­ვე­ში ედ­გა ერის­თა­ვი ქუ­ჯი," - ამ­ბობს რა­მინ რა­მიშ­ვი­ლი...
გაყალბებული, წი­ნამ­დე­ბა­რე "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტომის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, კვლავ გრძელ­დე­ბა უნ­დობ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბი­სად­მი, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა მე-19 სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხარ­ვე­ზე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ივ­სოს, რის­თ­ვი­საც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნი­ათ და­ნარ­თის სა­ხით მე-5 ტო­მის გა­მო­ცე­მა, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­ვა. ეს ხელს შე­უწყობს "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" სწო­რად გა­აზ­რე­ბას ახა­ლი თა­ო­ბის მი­ერ და სწო­რად წარ­მო­ა­ჩენს მას კაცობრიობს განვითარებაში შეტანილი წვლილით.
- საქრთველოს ისტორიაში შე­ტა­ნი­ლი უნ­და იყოს სურათე­ბი გან­მარ­ტე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნის ანა­ლიზს ეხე­ბა.
- დასურათე­ბა უნ­და მოხ­დეს იბე­რი­უ­ლი მოდგმ­ის ამ­სახ­ვე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბი­სა მცხე­თი­დან, რუს­თა­ვი­დან და ნეკ­რე­სი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს იბე­რი­ის მე­ფე­თა დასამახსოვრებელ ძეგ­ლებს და­თა­რი­ღე­ბულს ეროვ­ნუ­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვით.

თბი­ლი­სის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­გეგ­მი­ლია ქართველ მეცნიერთა ჯგუფის შეხვედრა გაყალბებული "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის" ოთხ­ტო­მე­უ­ლის გამომცემლებთან და სა­ჯა­რო განხილვა. ეს აუცი­ლებ­ლია, რად­გან ქართველი მეცნიერები კი­დევ უფ­რო მეტ დამახინჯებებს ხე­და­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გაყალბებული უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­კითხებ­ში, რომ­ლე­ბიც მე-4 ტომ­შია შე­სუ­ლი.

გამოყენებულია ბელა ჩეკურიშვილის წერილი
2012/06/09

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია დაჩი: Jul 8 2012, 21:39


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jul 14 2012, 18:05
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


საქართველოს ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროს


საპატრიარქოში შექმნილია საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც აგვისტოს თვეში კათოლიკოს–პატრიარქმა ილია ||–მ მანგლის–წალკის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დანიშნა. კომისიას აქვს შესაბამისი გეგმა და შესაბამისად პრეტენზიაც, რომ გადაიხედოს და ხელახლა დაიწეროს საქართველოს ისტორია.

ნუგზარ ვანიშვილი ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერია, რომელიც მიტროპოლიტთან ერთად ნამყოფია ექსპედიციებში და მის მითითებებს ასრულებს რუკებისა თუ სხვადასხვა საარქივო მასალების მოძიებაში. რა ისტორიული აღმოჩენები გააკეთა კომისიამ და რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ისტორიაში, ამაზე ბატონ ნუგზარს ვესაუბრეთ.

დღეს საზოგადოებაში მუსირებს ძალიან ფესვგადგმული აზრი ე.წ. “ქართიზაციის” თეორია. ეს, ჩვენთვის დამღუპველი, თეორია მდგომარეობს შემდეგში: ქართიზაციის თეორიის მიხედვით, ვრცელი მხარეები, პრაქტიკულად დღევანდელი ქართლის გარშემო, იყო დასახლებული მასიურად ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა. ქართიზაციის თეორიის მიხედვით, მაგალითისათვის ავიღოთ ვრცელი მხარე, რასაც ჰქვია ტრაპიზონიდან ვანის ტბამდე, დასავლეთ საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, იმერ კავკასიის მოსახლეობა, ქართლმა გააქართველა და შესაბამისად ეს ხდება მე–9, მე–10, მე–11 საუკუნეების პერიოდში. ამბობენ, რომ ვანის ტბიდან ტრაპიზონამდე, დღევანდელ ტაო–კლარჯეთში, არტაანში, კოლაში, ბასიანში, ტაოში, სპასპირეთში, ქალდეაში, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ნაწილში ცხოვრობდნენ შესაბამისად ეთნიკური სომხები, აბაზგები, ოსები და სხვები. ეს თეორია ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მოხდა ამ ადამიანების ქართიზაცია ანუ გაქართველება. მოვიყვანოთ ციტატა მიტროპოლიტის ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან: “საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, თითქოსდა მე–9, მე–10 საუკუნეებში მოხდა ქართიზაცია ანუ ამ მხარეების გაქართველება. კლარჯეთის, ტაოს, ყარსის, ვალამერტის, ანისის მოსახლეობა, აგრეთვე მთელი დასავლეთ საქართველოს (იმჟამინდელი აფხაზეთის) და ჰერეთ–ქვემო ქართლისა. რა ძალა უნდა ჰქონოდა არაბეთის საამირო სფეროში მოქცეულ შიდა ქართლს, რომ ასეთი ქართიზაციის პროცესი განეხორციელებინა, მასზე ათჯერ და ოცჯერ უფრო დიდ მხარეში. კლარჯეთიდან – ვანის ტბამდე, ლიხიდან – ნიკოფსიამდე, ბოდბედან – შამახამდე, მაშინ, როცა შიდა ქართლი არც კი იყო პოლიტიკური ერთეული, ხოლო აღნიშნული მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში კი, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წყალობით, აღორძინდა იქამდე მინავლებული ეროვნულ–ქართული თვითშეგნება”.

გარდა ამისა, მეუფე ანანია გახლავთ ავტორი წიგნთა სერიისა “ისტორიული ბედი საქართველოს ეკლესიისაგან განშორებული ქართველებისა”. ამ სერიის წიგნებს შეადგენენ მაგალითად: ქართლელთა გააფხაზება, გაოსება, გაბერძნება, გალეკება, გაფრანგება, გათათრება, გამუსულმანება, გასომხება და ა.შ. ხახულში, იშხანში არსებულ ქართულ წარწერებზე “ბოროტნი ამა ქვეყნისანი” თვლიან, რომ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც საქართველო ძლიერი იყო, მაშინ გაქართულდა ყველაფერი. ასე განიხილავენ ქართიზაციის პრობლემას. 13 მილიონი ადამიანი გვყავს დაკარგული, სარწმუნოებისა და მამულის შეცვლით რომ გახდნენ სხვა მიწის მაცხოვრებლები. რეალობაში კი, არამცთუ ანტიკური დროიდან, არამედ იმ დროიდან, საიდანაც არანაირი წყარო და სამეცნიერო დასკვნა არ მოგვეპოვება, ეს მხარეები ქართული, პროტო ქართული ან ქართველური ტომების ხალხით ყოფილიყვნენ დასახლებულნი.

– მიტროპოლიტ ანანიას ლაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებული კვლევებიც აქვს გამოცემული. ამ საკითხთან დაკავშირებით რას იტყვით?

– მიტროპოლიტი ანანიას კვლევით და მისი ნაშრომის “კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის” მიხედვით, რომელიც 2008 წელს არის გამოცემული, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზეთის ეპარქია მდებარეობდა V|–დან | საუკუნის დასაწყისამდე არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპიზონის მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთ ვრცელ ტერიტორიაზე, ვანის ტბამდე. შესაბამისად, ისტორიული ქალაქები: ფაზისი, პეტრა, როდოპოლისი, საისინი, ზიგანევი მოსაძებნია (მრავალი მათგანი ნაპოვნია უკვე) დღევანდელ ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული შრომა იწყება კონსტანტინეპოლის ეკლესიის საეპისკოპოსოთა ნუსხებით ანუ ნოტიციებით, სადაც კონკრეტულად ქალაქებისა და კათედრების მიხედვით არის განხილული ლაზიკის ეპარქიის მაშინდელი ტერიტორია.

– ფაზისის თემასაც შევეხოთ.

– ჩვენს ხელთაა მე–7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც ვკითხულობთ: ისტორიული გეოგრაფიის მამამთავარი სტრაბონი (ძვ.წ. 64 და ახ.წ. 20) წერს, რომ | საუკუნეში მდ. ფაზისზე აგებულია 120 ხიდი. დღეს 21–ე საუკუნეში ფოთიდან – ქუთაისამდე რამოდენიმე თანამედროვე სახიდე ნაგებობაა და არც ერთი არქეოლოგიური თუ ისტორიული ნაშთი ხიდისა. მდინარე რიონი მუდამ იცვლიდა კალაპოტს და ქმნიდა ე.წ. “ნარიონალებს”. დღესაც კი ნაპირები 20–25 მეტრის სიღრმეზე აღსავსეა ტორფითა და ურბილესი ქანებით. იქ შეუძლებელია, რომ ხიდის ბურჯი დადგა, მით უმეტეს, ქვის და მსგავს ადგილებზე ხიდების არსებობა ანუ მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებისათვისაც კი რთულია.

არიანე წერს, მდ. ფაზისი ისეთი ჭავლური დინებით შეედინება შავ ზღვაში, რომ ნაპირის გასწვრივ მცირე გემებს უჭირთ ამ ნაკადის გადალახვა და შორიდან უვლიან ფაზისის დინებას. ამასთანავე, ფაზისის წყალი ტყვიისფერია, გამჭვირვალე, ანკარა და დასალევად საუკეთესო. გემებზე და ნავებზე მსხდომნი, პრაქტიკულად, ვალდებულნი არიან გადააქციონ წყლის ძველი მარაგი და ზღვიდანვე შეავსონ ფაზისის წყლით ჭურჭლები, რომელიც კარგა ხანი, ვრცელ მანძილზე არ ერეოდა ზღვას, რაც ნამდვილად არ ახასიათებს რიონს. მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მდინარე რიონს ასეულ კილომეტრზე ნაპირსამაგრი და ჯებირების მშენებლობის სამუშაოები ჩაუტარდა. ამ დროს, ჭოროხი ტყვიისფერი, სუფთა, ანკარა მთის მდინარეა. დღესაც დასალევად ვარგისი. სატელიტური თანამგზავრიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ მდინარეზე მიმდინარე ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობისა, წყლის დაგუბების ხშირი შემთხვევებისა, ჭოროხი დღესაც მძლავრი ჭავლით შეედინება შავ ზღვაში. მდინარე ჭოროხის გასწვრივ, პრაქტიკულად სათავიდან შესართავამდე არის ისტორიული და თანამედროვე მაგისტრალური გზები, ასევე დასახლებულია მთელი მდინარის კალაპოტი. მაგალითად, მდინარეზე ართვინამდე 50–მდე თანამედროვე, ამდენივე ისტორიული ხიდი და ხიდის ნაშთია, რომელთა ექსპერტიზა ეჭვს არ იწვევს მათი ანტიკური ხანის წარმომავლობაში. ამასთანავე, პროკოფი კესარიელი მრავალგან აღწერს მდ. ფაზისის თავისებურებებს წიგნში “ომი სარებთან”. იგი 29–ე პარაგრაფში პირდაპირ ამბობს, რომ მდინარე “ბოასი” ჰქვია ამ მდინარის სათავეს, ხოლო შუა წელსა და შესართავთან უერთდება რა მრავალი წყალუხვი მდინარე, მისი სახელი ხდება ფაზისი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხისაგან აღნიშნული მდინარე მოხსენიებული იყო როგორც ფაზისი, ჭოროხი, ბოასი, აკამფსისი, ლივანა, ლიგანა და ა.შ. დაკვირვებული თვალისათვის ადვილად შესამჩნევია, რომ ფუძეთა წყობაში ეს სიტყვები შეიცავს სიტყვა ფაზისის შემადგენელი ფუძის ბგერებს.

– თქვენ ნიკო მარის კვლევებს ტენდენციურს უწოდებთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რა ტენდენციებზეა საუბარი.

– ნიკო მარი ეროვნებით შოტლანდიელი და პროფესიით არმენისტი იყო, ხოლო მისი კვლევები ცალსახად და ტენდენციურად პროარმენიული. მაგალითად, იგი ტაოს ტაიკად მოიხსენიებს იმ დროს, როცა ქალაქი სპერი ბაგრატიონთა ანუ წმიდა ღვთისმშობლის მონათესავე გვარის – ბაგრატიონთა წარმომავლობის ადგილია შუაგულ იმიერ ტაოში. წარმოშობით ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ქალაქ სპერიდან არიან, რომელიც იმიერ ტაოს შუაგულშია. რაც შეეხება იესოსა და ბაგრატიონთა ნათესაობას – მეუფე ანანიას მიერ შედგენილია ქართველ მეფეთა გენეალოგიური ხე, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ბაგრატიონთა დინასტიისა და მაცხოვრის (ძე კაცისას) ოჯახის წევრთა ნათესაობა.

– თქვენ ედემის ბაღთან დაკავშირებითაც ჩაატარეთ მოკვლევა.

– ამ კვლევის ავტორი მე ვარ და მოკვლეული მასალების შესახებ პირველად თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვამბობ. ყველასათვის ცნობილია ძველი ქართული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის მხარეების სხვადასხვა ტომთათვის განაწილების დროს დაგვიანებულ ქართველებს ღმერთმა ედემი უბოძა. ეს ლეგენდა განვიხილოთ ისეთი ზემძლავრი წყაროთი, როგორიცაა ბიბლია, დაბადება მე–2 თავი, მე–10, მე–14 პუნქტები, სადაც განსაზღვრულია ამქვეყნიური სამოთხის – ედემის ანუ ადამისა და ევას საცხოვრისი. აღნიშნულ ადგილას სწერია, ედემი და ედემის ბაღი მდებარეობს აღმოსავლეთის ქვეყანაში, ხოლო ედემის ბაღის შუაგულში არის ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ამ ბაღს რწყავს ერთი მდინარე, რომელიც ოთხ მდინარედ იყოფა, სახელი ერთისა ფისონი, მეორისა გეონი, მესამესი ტიგროსი, მეოთხისა ევფრატი. ზუსტად ძველ იბერიაში იმიერ ტაოს სამხრეთით არის ადგილი, საიდანაც გამოდის მდ. ევფრატი, მდ. ჭოროხი. აღიარებულია და დამტკიცებულია, რომ ხსენებულთაგან ორი მდინარე გახლავთ ევფრატი და ტიგროსი, ხოლო კაცობრიობა დანარჩენი ორი მდინარის იდენტიფიცირებას მსოფლიოს სხვადასხვა მდინარეებთან ახდენს, მაგალითად, ინდოეთის, არაბეთის, შუამდინარეთის და სხვა მდინარეებთან. ამ დროს ცალსახად ხილულია, უმარტივესად საპოვნია და შესაბამისად დასამტკიცებელი, რომ მდ. ფაზისი (ჭოროხი) იგივე ფისონია. რამეთუ მას მდ. ევფრატთან (ჭეშმარიტ ბიბლიურ მდინარესთან) ერთი სათავე აქვს. ბაიბურთის აღმოსავლეთით, ერზრუმის ჩრდილო–დასავლეთით, ბაგრატიონთა სპერის სამხრეთით, დღევანდელ სოფ. ბაშკურტდერესთან. აღნიშნულ მიდამოებშია ასევე მდ. არაქსის სათავეც, რომელიც ცალსახად მდ. გეონად უნდა განვიხილოთ და ასევე ტიგროსიც. განცვიფრებასა და სიმაყის გრძნობას ერთდროულად იწვევს აღნიშნული რეგიონის ლანდშაფტური მახასიათებლებიც – ულამაზესი ჩანჩქერები, მდიდარი ტყეები და ველები, ესოდენ მაღალმთიან რეგიონში წელიწადის განმავლობაში მუდმივტემპერატურიანი კანიონები, ზეთისხილის ჭალები და ა.შ. საოცარია აქაური ფაუნაც. აქ თანაცხოვრობენ პეპელა და ჩიტი, მგელი და კრავი, ხორცის მჭამელი და ბალახის მჭამელი. თუ კაცობრიობა იზიარებს აზრს, რომ მდ. ევფრატი ძვ. აღთქმის დაბადებაში ნახსენები ფერათიაა, ანუ თუ ევფრატი ევფრატია, მაშინ მისი სათავიდან გამომავალი მდინარე ხომ ცალსახად ერთ–ერთი იქნება ედემის ოთხ მდინარეთაგან. შესაბამისად, ჩვენს საყვარელ და ისტორიულ ჭოროხს ანუ ფაზისს შეგვიძლია თავდაჯერებულად ბიბლიური ფისონიც ვუწოდოთ და გავაკეთოთ განცხადება, რომ ადამი და ევა იბერიაში ცხოვრობდნენ.

– ექსპედიციებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– სექტემბრის თვეში რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ძალისხმევით განხორციელდა ექსპედიცია, სამწუხაროდ, ყველასგან მიტოვებულ უძველეს ქართულ მხარეში – ჭანეთში, ლაზეთში, ქალდეაში, სასპერეთში. თითეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით იცის ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა თუ რაჭის საზღვრები. ზემოთ ნახსენები ქართული მხარეებისა კი თითქმის არავინ. მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ სიტყვებს – ქალდეა და ქართლი – ერთი და იგივე ფუძე და წარმომავლობა აქვს. შესაბამისად, ქალდეა ისეთივე ქართული ქვეყანაა, როგორც ყველა დანარჩენი ქართული კუთხე. ქართული კვალის არდანახვა შეუძლებელია თვით ქალდეას გულში, ქ. გუმუშჰანეში, იგივე ვერცხლის ქალაქი, იგივე არგიროპოლისი, იგივე თერა. თერა ძვ. ბერძნულად კარიბჭეს ნიშნავს და ეს ქალაქი მართლაც კარიბჭეა თავისი გეოგრაფიული და ფუნქციური მდებარეობით კონსტანტინეპოლიდან ბაღდათამდე, ტრაპეზუნიდან კარნუქალაქამდე. ამ ადგილას ქართულ კვალს უკვე იძლევა ციხეთა, სოფელთა და ეკლესია–მონასტერთა ეტიმოლოგიური სახელები: ზანთა, ზანოი, იმერთა, დოუბერა და ა.შ. აღფრთოვანებასა და სიამაყეს იწვევს უძველესი ქალაქი ჭანისა, ადრინდელი შუა საუკუნეების ქალაქი, დღევანდელი სოფელი სულეიმანიე, რომელიც ახალი გუმუშანედან დასავლეთ ფერდობზეა 2 კმ–ში. გაოცებას იწვევს იქაური ეკლესია–მონასტრების სიმრავლე, რაც მრევლის გრანდიოზულ რაოდენობაზე მეტყველებს. ქალაქს თავს ადგას სამი ციხესიმაგრე, რომელიც ადვილად დაკეტავდა ხეობასა და მისადგომებს. აღნიშნულ ეკლესიებში და სამწუხაროდ, უმეტესწილად სახლების კედლებში დატანებულია ძვ. ქართულტექსტიანი და ორნამენტებიანი ქვები. ლერიონის საკათედრო ტაძარზე კი ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ადგილობრივი მოსახლეობა შეგატყობს რა, რომ თურქული ძალოვანი სტრუქტურებიდან არა ხარ, ამაყად გეუბნება, რომ ეროვნებით არის ქალდეველი და ფრაზეოლოგიურად და ფონეტიკურად მათი ეროვნების სახელი ასე გამოითქმის – ქართლ. ისინი ამაყობენ თავისი მხარით, ისტორიული ძეგლებითა და ეკლესიებითაც კი, მიუხედავად მათი მუსულმანობისა. სოფელთა დათვალიერებისთანავე, თვალში მოგხვდება დაკეტილ–გაძარცვული, მაგრამ არდანგრეული სახლების სიმრავლე, რაც ცალსახად მეტყველებს ამ რეგიონში ჩატარებული მრავალი ეთნოწმენდების შესახებ. ანალოგიური მიტოვებული სახლები ვნახეთ სოფ. ესენიურტში, სინირის ციხის მისადგომებთან, სადაც მშრალი წყობით მე–10, მე–11 საუკუნეებში ნაგები შენობებია მიტოვებული. აღნიშნულ მხარეში, მეუფე ანანიას შრომების არ იყოს, მოხდა ადგილობრივ მცხოვრებთა გაბერძნება. ანუ ბერძნული ეკლესიის წევრობა, რამაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ქართული ეთნოსის სახელწოდება წაართვა და ე.წ. ბერძნებად აქცია. ეს იყო ლაზეთ–ჭანეთ–ქალდეას გაბერძნების წინაპირობა და თუ დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა ვითომდა ბიზანტიის ეკლესიის ეპარქია, რატომ არ მოხდა დასავლეთ საქართველოს კუთხეთა გაბერძნება, როგორც ეს ტრაპზონ–გუმიშხანეს რეგიონშია მომხდარი.

ჩვენმა ექსპედიციამ მოინახულა ძვ. ქალაქის ლერიონის, არდაშას, როდოპოლისის, ზიგანის, ტრაპეზუნთას კათედრები. საერთო ჯამში 30–მდე ეკლესია და მონასტერი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სოფელი – ეკლესია–სამონასტრო კომპლექსი. გაგვაოცა ადგილობრივმა მდიდარმა ბუნებამ, რომელსაც 2200–2300 მეტრშიც კი ზღვის დონიდან უპრობლემოდ შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა (პანტა, ვაშლი, კუნელი, კოწახური, ასკილი, მაყვალი, ჟოლო, კენკრა). ზიგანის ზემო გადასასვლელზე, ზღვის დონიდან 2000 მ–ზე გაშლილია გარეული ვაშლისა და მსხლის ტყეები. სახელგანთქმული სუმელას მონასტერიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს ყველასათვის ცნობილი როდოპოლისის საკათედრო ტაძარი. ამ სოფელში ადგილობრივი მეცნიერისა და ისტორიკოსის ილიას კარაგოზის ცნობით და დოკუმენტებით, 31 ეკლესია და 3 ციხესიმაგრეა, რაც ცალსახად მეტყველებს ბიზანტიურ ტრადიციაზე, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გარემოში დაუფუძნებიათ კათედრები. ამ სოფელს თამარის დრომდე ქართული სახელი – დოუბერა ერქვა. შემდგომ ბიზანტიური ლივერა, დღეს კი იაზლიკი. ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, ხუან–არკადიო კომნენოს ლასკარისი 2004 წლის შრომაში “ექსპედიცია ჩემს სამშობლოში” ახასიათებს ამ რეგიონის ეკლესია–მონასტრებსა და ციხეებს და ვერ მალავს გაკვირვებას მისი იქაური ფრესკებისა და კვალების ქართულ იდენტობასთან. თვით სუმელას მონასტერშიც, რომელიც ჩვენი შეხედულებით სიტყვა სამებასა და ლაზური სიტყვის სუმის (სამი) ფუძით ნაწარმოები სიტყვაა და არა მელა–თი, რაც ბერძნულად შავს ნიშნავს. უამრავი ქართული და არაქართული წყაროები გვაწვდიან ცნობას, რომ ტრაპეზუნთა ოდითგანვე, შესაბამისად ანტიკურ დროშიც, როდესაც ქალდეა დაერქვა, ქართული იყო. ეს მხარე გრძელ ზოლზე ესაზღვრება წმ. ნინოსა და წმ. გიორგის კაბადოკიას და აღნიშნულ რეგიონში ქალდეასა და კაბადოკიაში პროტო ქართული საერთო ენა უნდა ყოფილიყო. თუ ეს ქვეყანა “მოქცევაი ქართლისაის” ქართლია, შესაბამისად, სრულად ამ ვრცელ მხარეში პროტო ქართული ენა უნდა არსებულიყო. თურქეთის ტერიტორიის ქართულ მხარეებში მკვიდრთაგან ნელ–ნელა იწყება საკუთარი ეთნიკურობის გამორკვევა. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკანასკნელ პერიოდში თქვა, რომ იგი ეთნიკურად ლაზია, ქალდეველია, გურჯია. გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული ენის შესწავლისა, დაარსდა შემსწავლელი კურსები, რომლის პედაგოგია რიდვან გათენაძე, დიდებული ქართველი, ბორჩხელი ფიზიკის მასწავლებელი. საწყის ეტაპზე კურსებზე 33 მსმენელი იყო. დღეს კი მათი რიცხვი 200–ს აღემატება. დაფუძნდა ქართული სახლი, რომელშიც მრავლადაა ქართული წიგნები, რუკები და ა.შ. ქართული თვითშეგნების მხრივ, საიმედო მდგომარეობაა ქ. შავშეთში, ბორჩხაში, ჩაილიში, არხავში და ა.შ., სადაც თურქულენოვანი სკოლის მოწაფეები სკოლის გარდა, ყველგან ქართულად საუბრობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ვრცელ ტერიტორიებზე ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მასიურად მიდიოდა ქართველთა გაბერძნება, გასომხება და გამუსლიმანება–გათათრება. შესაბამისად, მე–12 საუკუნის ქართველთა შთამომავლობა შესაძლოა 20 მილიონს და მეტსაც აღემატებოდეს, მაგრამ ქართულ წარმოშობას გულში ან ხმამაღლა სავარაუდოდ სამ მილიონამდე ადამიანი აღიარებს. ეს ინფორმაცია კი ადვილად მისაღებია ადგილობრივი ლაზური და პონტოური საიტებიდან.

თამარ ბატიაშვილი


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Jul 25 2012, 2:49
პოსტი #6


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ჩემი ხელით მივახვრეტდი ქართველთა წინაპარს.


ასე აჯობებდა ყველასთვის


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Aug 12 2012, 7:43
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


სამხრეთ კავკასიიდან 1944 წელს გასახლებული თურქების საიდუმლო,
ანუ არმენიიდან და აზერბაიჯანიდან გასახლებულ თურქებსაც საქართველოში უპირებენ ჩამოსახლებას
(მცირე შესწორებით)


რომელი თურქების ჩამოსახლებას აპირებენ საქართველოში?
ვინ არიან ე. წ. "თურქი მესხები" და საიდან გაასახლეს ისინი?

"1944 წელს თურქული მსომხედველობის მაჰმადიანების გასახლება განხორციელდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მთლიანად ამიერკავკასიიდან, არმენიიდან და აზერბაიჯანიდან"

შუა აზიაში გადასახლებული თურქების კავკასიაში განსახლების ადგილები



რა იყო სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს ათობით ათასი ადამიანის გასახლების გამოცხადებული მიზეზი?
ალექსი მიქელაძე:
ამ კითხვაზე მიუკერძოებელი პასუხი შეიძლება მივიღოთ "მეცნიერ ისტორიკოსის", "დოცენტ" შოთა ნოზაძის მიერ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) თავდაცვის სამინისტროს მთავარ არქივში, ქალაქ პოდოლსკში მოკვლეული მასალების მიხედვით.


მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტურ გერმანიის მოკავშირე თურქეთიდან ამიერკავკასიაში ძირგამომთხრელ ჯგუფებს გზავნიდნენ, რომლებიც ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს 1942 წლის 31 ივლისის დადგენილებით, საჭიროდ ჩათვალეს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის "კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტებისა" და "სახკომსაბჭოებისთვის" ეთხოვათ, უმოკლეს ვადაში განეხილათ რუსეთის (საბჭოთა კავშირ)-თურქეთის საზღვრისპირა 25-30 კილომეტრიან ზოლში, აგრეთვე, შავი ზღვისპირა ზოლიდან, კერძოდ ქალაქებიდან:
- სოჭიდან,
- ადლერიდან,
- გაგრიდან,
- გულრიფშიდან,
- ახალციხიდან,
- ახალქალაქიდან,
- ლენინაკანიდან,
- კიროვაბადიდან,
- ნახჭევანიდან,
- ლენქორანიდან;
"სახელმწიფოებრივად საშიში და არასაიმედო" პიროვნებების გასახლების საკითხი.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რა შედეგი მოჰყვა ამ დადგენილების განხილვას თბილისში, ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში. ცნობილია მხოლოდ საქართველოს "პრეზიდენტის" არქივში მოკვლეული მასალა, "საქართველოში მოგვიანებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ", საიდანაც ჩანს, რომ რუსეთ-თურქეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთზე მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლების ღონისძიებათა მომზადებისას, 1944 წლის მაისში, "სცეკა"-ს პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ვალერიან ბაქრაძის ხელმოწერით, ლავრენტი ბერიას სახელზე მოხსენებითი ბარათი გაიგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებიდან გასახლებას ექვემდებარებოდა 14 460 ოჯახი - 77 500 სული.
მოხსენებით ბარათში რჩევის სახით, ნათქვამი იყო ამ რაიონების მუსულმანი მოსახლეობიდან ადგილზე დაეტოვებინათ:
- ქურთთა 961 ოჯახი (6,65%);
- 200 "არასაიმედო ოჯახი" (1,38%) საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა გაესახლებინათ;
- დანარჩენი ოჯახების (92%) ჩასახლებას საქართველოს შიგა მხარეებში მიიჩნევდნენ საჭიროდ.
წერილში ჩამოთვლილია 22 დასახლება, სადაც თითოეულში დაასახლებდნენ სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მაჰმადიანთა 250-1500 ოჯახს. ამისთვის საჭირო იქნებოდა აშენებულიყო 10 000 ერთოთახიანი ბინა და ოთხიათასამდე მიწური და ფაცხა, რასაც 120 მილიონი მანეთი დასჭირდებოდა.

თუ რატომ არ გაითვალისწინეს კანდიდ ჩარკვიანის რჩევა და რატომ გაასახლეს მაჰმადიანი მოსახლეობა თურქეთის მოსაზღვრე დასახლბებიდან მაშინ, როცა ფაშისტური გერმანია რუსეთის იმპერიიდან თითქმის განდევნილნი იყვნენ, ბრძოლები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ამას ხსნის შემდეგი მოვლენები.
- 1942 წლის მეორე ნახევარში და 1943 წლის დასაწყისში კავკასიის ბრძოლის ხაზზე ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო. ამიერკავკასია რუსეთის იმპერიის გულისა და რუსეთის იმპერიის აღმოსავლეთ მხარეებისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. გერმანელ ფაშისტთა რჩეული ნაწილები სტალინგრადისკენ გაიჭრნენ და კავკასიის ქედის გადასასვლელებთან ამიერკავკასიაში შეჭრას ცდილობდნენ, რათა ხელთ ეგდოთ ბაქოს ნავთობი, ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირი.
ამავე დროს, რუსეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ თავმოყრილი იყო თურქეთის იმპერიის ლაშქრის საკმაოდ დიდი ნაწილი. ისინი საბჭოთა რუსეთის იმპერიაზე თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს უცდიდნენ. ამასთან, თურქეთს, როგორც ფაშისტური გერმანიის არამებრძოლ მოკავშირეს, მიზნად ჰქონდა დასახული დაებრუნებინა მის მიერ XVI| საუკუნეში დაპყრობილი და XIX საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომებში დაკარგული ქართული მიწები - სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და აღედგინა ახალციხის თურქული მხარე (ე.წ. "საფაშო").
რუსეთის სარდლობამ თურქეთის მოზღვავებულ სამხედრო ძალებს დაუპირისპირა 1942 წლის ზაფხულში ირანის საბრძოლო მსვლელობიდან გამოთავისუფლებული და სამხრეთ კავკასიაში სასწრაფოდ გადმოსროლილი საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალები. ცხადია, მოწყვეტილი ამიერკავკასიის პირობებში ძნელი იქნებოდა სამხრეთის საზღვრისპირა ზოლიდან მაჰმადიანების გადასახლების მომზადება და განხორციელება. მით უმეტეს, რომ ასეთი მოქმედეება შეიძლებოდა საომრად მომზადებულ თურქებს ომის დაწყების მიზეზად გამოეყენებინა.
რუსეთ-გერმანიის ბრძოლის ხაზზე 1943 და განსაკუთრებით 1944 წელს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - 1943 წლის იანვარში ფაშისტების მიერ სტალინგრადთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ თურქეთმა რუსეთზე გალაშქრება ვეღარ გაბედა. იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის მოკავშირეებსა (ამერიკა და ინგლისი) და თურქეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება გაიმართა. რუსეთის მოკავშირეები მოითხოვდნენ თურქეთს ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი გაეწყვიტა და მის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაეწყო. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგო აღმოჩნდა 1944 წლის ზაფხულში თურქეთის ხელისუფლების თხოვნით გამართული მოლაპარაკებაც. თურქეთი აშკარად მიმართავდა დროის გაყვანის გეგმას.
რუსეთის, ამერიკა, ინგლისი (მოკავშირეთა) მოთხოვნას თურქეთი მხოლოდ 1945 წლის თებერვალში დათანხმდა - მას შემდეგ, რაც 1944 წლის აგვისტო-სექტემბერში რუმინეთმა და ბულგარეთმა ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი გაწყვიტეს და წითელი არმიის მხარეს გადავიდნენ. იმავე წლის 9 სექტემბერს კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარშალ ტოლბუხინის მეთაურობით, გერმანელების მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქი და შავ ზღვაზე ნავსადგური ბურგასი გაათავისუფლეს და თურქეთის დასავლეთის საზღვარს მიადგნენ. რუსეთის წითელი არმიის მთავარსარდლობამ გადაწყვიტა თურქეთისთვის ელვისებური დარტყმა მიეყენებინა, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები დაეპყრო.
შექმნილ ვითარებაში, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების 1944 წლის მაისის ზემოხსენებული რჩევა არ მიიღეს და რუსეთის თავდაცვის სახელმწიფო უწყებაში დადგეგმილი მოქმედების წინ გადაწყვიტეს საზღვრისპირა ზოლიდან მოეხდინათ თურქული განწყობილების მაჰმადიანების გადასახლება, რაც 1944 წლის სექტემბერ-ნოემბერში განხორციელდა კიდეც. ამასთან, 1945 წლის 19 მარტს რუსეთის საბჭოთა მთავრობამ თურქეთთან 1925 წელს დადებული ხელშეკრულება მეგობრობისა და მიუმხრობლობის შესახებ გააუქმა...
რატომ არ მოხდა ელვისებური დარტყმა თურქეთზე?
თურქეთზე ელვისებური დარტყმა რუსეთის მოკავშირეთა ამერიკა-ინგლისის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ თურქეთის დამარცხების შემთხვევაში გაიზრდებოდა რუსეთის (საბჭოთა კავშირის) გავლენა შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, რაც მოკავშირეებს ხელს არ აძლევდათ.
პოდოლსკი მთავარ არქივში, შოთა ნოზაძის მიერ მოპოვებული მასალიდან ჩანს, რომ 1944 წელს საქართველოდან გადასახლებული ყოფილა 15 568 ოჯახი, 69 869 სულით. მათ შორის:
- 59 780 ანუ, 85,5% თურქი;
- 8 667, ანუ 12,4% მაჰმადიანი ქურთი;
- 1 462, ანუ 2,1% თარაქამი და ხემშილი (მაჰმადიანი არმენი).

სამცხე-ჯავახეთის მხარიდან გასახლებულთა ზუსტად იგივე რაოდენობა (69 869 სული) მოყვანილია პროფესორ მაყვალა ნათმელაძის მიერ საქართველოს "პრეზიდენტის" არქივში მოკვლეულ საბუთებში (იხილეთ მ. ნათმელაძე, "დემოგრაფიული ცვლილებები საქართველოში XX საუკუნის ორმოციან წლებში", თბილისი, 2002 წ.).
1991 წელს გამოცემულ საბჭოთა ჟურნალ "კომუნისტში" გამოქვეყნებული "დეპორტაციის მასალების" თანდართულ ცხრილში საქართველოდან გასახლებულ ადამიანთა რაოდენობად დასახელებულია 94 955. ამავე მასალებში არის 1944 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ლავრენტი ბერიას მოხსენებითი ბარათი სტალინის, მოლოტოვისა და მალენკოვის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის განკარგულებით საქართველოს საზღვრისპირა მხარეებიდან 91 095 თურქი, ხემშილი და ქურთი გაუსახლებიათ. ბერიას მოხსენებითი ბარათიდან ჩანს, რომ 1944 წლის 25-26 ნოემბერს მაჰმადიანი მოსახლეობა აჭარიდანაც გაუსახლებიათ.
ბერიას მოხსენებით ბარათში აჭარიდან გასახლებულთა რიცხვი მითითებული არ არის. პოდოლსკში ბატონი ნოზაძის მიერ მოკვლეული საარქივო მასალების მიხედვით კი, ბათუმიდან გასახლებულია 165 ოჯახი:
- მათ შორის თურქი - 84,
- ქურთი - 7,
- ხემშილი (მაჰმადიანი არმენი) - 6.
ბათუმის მხარიდან გასახლებულია 1 049 კერა, ქობულეთის რაიონიდან - 302 კერა:
- აქედან თურქი - 70,
- ქურთი - 198,
- ხემშილი - 34.
ქედის რაიონიდან - 61 ოჯახი;
-აქედან თურქი - 44,
-ქურთი - 12 და ხემშილი - 5.
ხულოს რაიონიდან - 124 ოჯახი;
აქედან თურქი - 61, ქურთი - 35 და ხემშილი - 28.
დიახ, ეს სხვაობა ნამდვილად თვალშისაცემია, სხვაობა შეადგენს - 25 146-დან და სულ მცირე 21 296. ამას შეიძლება ასეთი ახსნა ჰქონდეს: თავდაცვის სამინისტროს მთავარ არქივში მოყვანილია მხოლოდ საქართველოდან გადასახლებულთა მაჰმადიანების რაოდენობა, ხოლო "კომუნისტში" გამოქვეყნებულ "სტალინური გადასახლების" მასალაში შეტანილია თურქეთთან საზღვრის მთელ მონაკვეთზე გადასახლებულთა რაოდენობა (მათ შორის სომხეთიდან და ნახჭევანიდან (აზერბაიჯანი)) და მიჩნეულია, რომ ყველანი საქართველოდან იყვნენ გასახლებული. სავარაუდოა, რომ ამ "ცდომილების" ავტორები იმ სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც 1989 წელს ფერღანის (უზბეკეთში) სისხლიანი სასაკლაო მოაწყვეს, შემოიღეს და დაამკვიდრეს ე.წ. სიტყვა "თურქი მესხი".
ამ მოსაზრებას ადასტურებს სერგო ტაბატაძის მოგონება:
"წარსულის რამდენიმე მონაკვეთი", რომელიც 1994 წელს გაზეთ "საქართველოში" გამოქვეყნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბატონი სერგო არმენიაში, ლენინაკანის "გარნიზონის" ერთ-ერთი შენაერთის მეთაურად მსახურობდა. 1944 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში იგი გამხდარა არმენიის საზღვრისპირა ზოლიდან მდინარე ასპაჩაის ორივე მხარეს მცხოვრები თურქების გასახლების თვითმხილველი. ისინი კიროვაკანის რკინიგზის გადასარბენ შტოზე "სტუდებეკერებით" მიუყვანიათ და შორეული შუა აზიისკენ საბარგო მატარებლის ვაგონებით გაუყენებიათ. მოგვიანებით ბატონ სერგოს შეუტყვია, რომ ლენინაკანიდან 12 000 თურქი გაუსახლებიათ.

რუსეთის საბჭოთა შეიარაღებული ძალებიდან დაბრუნების შემდეგ, 1968 წელს ბატონი სერგოსთვის, რომელიც საქართველოს ცეკა-ს აპარატში მუშაობდა, დახმარებისთვის ე.წ. გადასახლებულ მაჰმადიანთა ერთ ჯგუფს მიუმართავს, რომელთა შორის სამი არმენიიდან გადასახლებული თურქი ყოფილა. თბილისში ჩამოსვლამდე მათ არმენიაში დაბრუნების თხოვნით, არმენიის "კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვისაც" მიუმართავთ, რაზეც ცივი უარი მიუღიათ.
ეს ამბავი მოუხსენებიათ ცეკა-ს პირველი მდივნისთვის ვასილ მჟავანაძისთვის, რომელი არმენ ხელისუფალთ დაკავშირებია და უკითხავს რა აზრის იყო გასახლებული თურქების უკან დაბრუნებაზე. არმენიის ცეკა-ს პირველ მდივანს განუცხადებია, რომ ბრეჟნევისგან მიღებული ჰქონდა სიტყვიერი თანხმობა, რომ არც ერთი გადასახლებული თურქი არმენიის მიწაზე არ უნდა დაბრუნებულიყო.
თავის მოგონებაში სერგო ტაბატაძე იხსენებს:
"როგორც უკანასკნელ ხანებში გაირკვა, გადასახლებულ მაჰმადიანთა გაერთიანებას მიეკედლნენ და მათთან ერთად "იბრძვიან" არმენიიდან გადასახლებული თურქები, ე.წ. "ისტორიულ სამშობლოში" - მესხეთში დასაბრუნებლად".


"მ.კ": კიდევ რა მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ იმის დასადასტურებლად, რომ 1944 წელს გასახლება საქართველოს გარდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც მოხდა.

გასახლებამდე და მას შემდეგ აღნიშნულ მხარეებში დასახლებული მაჰმადიანების ეროვნულობისა და რიცხოვნობის ამსახველი მასალის მოპოვება ვცადე, რათა მათი ურთიერთშედარებით დამედგინა, რომელი მხარიდან რა რაოდენობისა და რომელი ეროვნების წარმომადგენელი გაასახლეს. სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო მასალა ვერ მოვიძიე. უშედეგო აღმოჩნდა მცდელობა მიმეღო საჭირო მონაცემები არმენიისა და აზერბაიჯანის სააღრიცხვო უწყებებიდან.
მაჰმადიანთა გასახლებამდე, რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირის) მოსახლეობის სრული აღწერა 1939 წელს ჩატარდა, მაგრამ ეს მონაცემები ჩვენი ქვეყნის არც ერთ წიგნთსაცავში არ აღმოჩნდა. შემდგომი ძიებისას მოვიპოვე 1926 წელს მოსახლეობის რუსეთის საკავშირო აღწერის შედეგები და 1937 წელს რუსეთის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით განხორციელებული საგანგებო საკავშირო აღწერის ანგარიში, რომელიც მხოლოდ 1991 წელს გამოიცა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სსრკ-ს ისტორიის ინსტიტუტის სახელით.
ჩემ მიერ მოპოვებული აღწერების მიხედვით გაკეთებული შესწავლიდან ჩანს, რომ ყოფილ საბჭოთა რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერის სხვადასხვა მონაკვეთზე ამიერკავკასიაში ვხვდებით მაჰმადიანური მოსახლეობის რიცხოვნობისა და ეროვნული შემადგენლობის ძალზე მკვეთრ და არაკანონზომიერ ცვალებადობას - შემცირება-გაზრდას, ან წარმოქმნა-გაუჩინარებას.
თუ პირველი საკავშირო აღწერის დროს (1926 წელი) საქართველოში, აზერბაიჯანსა და არმენიაში აღინიშნებოდა თურქული და ირანული ტომების (ანატოლიელი თურქების, სპარსელების, თალიშების და სხვების) საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა, მომდევნო 1937 წლის აღწერისას შეინიშნება მათი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება აზერბაიჯანსა და არმენიაში, ხოლო გაზრდა საქართველოში, რაც ნაკლებ სარწმუნო და დაუჯერებელია.
აღწერებზე, როგორც მაჰმადიანების გასახლებამდე, ისე მას შემდეგ, არ აღმოჩენილა ისეთი ერებისა და ეთნოსების წარმომადგენლობა, რომლებიც სინამდვილეში, გადასახლებულნი იყვნენ სამხრეთ კავკასიიდან (თარაქამები, ხემშილები, ყარაფაფახები, მაჰმადიანი ქართველები (მესხები) და სხვანი), აგრეთვე, ყოფილი რუსეთის საბჭოთა კავშირის და რუსეთის გაერთიანების საიდუმლოსამსახურების მიერ შეთხზული ეროვნება ე.ი. "თურქიმესხები".
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ 1944 წელს მაჰმადიანების გადასახლება განხორციელდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მის ფარგლებს გარეთ სამხრეთ კავკასიის დანარჩენი მხარეებიდანაც (აზერბაიჯანი და არმენია). ამის ნათელი დადასტურებაა ის გარემოებაც, რომ ჩვენს ქვეყანაში რატომღაც გაქრა 1939 წელს მოსახლეობის საბჭოთა რუსეთის საკავშირო აღწერის ამსახველი მასალები და მის ნაცვლად გაჩნდა საკავშირო "მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის" მიერ 1991 წელს გამოცემული ანგარიში 1937 წლის მოსახლეობის საგანგებო აღწერის შედეგებზე, რომელშიც არის ამიერკავკასიის რესპუბლიკების მაჰმადიანი მოსახლეობის რიცხოვნობის და ეროვნული შემადგენლობის ამსახველი ძალზე საეჭვო მასალები.
ანგარიშის შესავალში მოტანილი განმარტების მიხედვით, 1937 წლის აღწერის შედეგები ითვლებოდა "განადგურებულად". მოგვიანებით კი არქივში "აღმოუჩენიათ" და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გადაუწყვეტიათ.
ზემოხსენებული მოსაზრების გასამყარებლად შეიძლებ მოვიშველიოთ კიდევ ერთი სახელმწიფო მონაცემი - 1939 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგები, რომელიც საქართველოს სააღრიცხვო სამმართველოში მოვიპოვე. ამ მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობდა 26 6115 კაცი; მათ შორის:
- 88 164 (33,13%) აზერბაიჯანელი (მაშინ თურქებიც აზერბაიჯანელებად ეწერებოდნენ) და
- 3 886 (1,46%) ქურთი.
ამრიგად, მხარეში მაჰმადიანების ჯამური რიცხოვნობა 92 150 კაცს შეადგენდა. ანუ, მთელი მოსახლეობის 34,5%-ს.
თუ ჩავთვლით, რომ 1939 წლიდან 1944 წლამდე მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოსახლეობის ბუნებრივი მატება თითქმის ნულის ტოლი იქნებოდა, ხოლო ფაშისტურ გერმანიასთან ხანგრძლივი ომის გამო 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები გაწვეული იქნებოდნენ მოქმედ არმიაში, სავარაუდოდ მთელი მოსახლეობის 25%, ანუ 23 037 კაცი, გადასახლების დროისთვის მხარეში მუსლიმანების რიცხოვნობა დაახლოებით 69 000 კაცი უნდა ყოფილიყო, რაც საოცრად ემთხვევა ბატონი ნოზაძის მიერ პოდოლსკის არქივში მოძიებულ რიცხვს. ეს კი ნიშნავს რომ 2005 წლის მდგომარეობით, გადასახლებულებისა და მათი შთამომავლების რიცხოვნობა 6,5-ჯერ მეტია სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებული მაჰმადიანების რაოდენობაზე.
რა მიზანს ემსახურებოდა ეს სიყალბე?
1991 წელს გამოცემული ანგარიში უცნაურად ემთხვევა ფერღანის სასაკლაოს - გადასახლებულების უზბეკეთიდან გამოძევების. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ეს გაკეთდა წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხევდით, რათა შეექმნათ გამოძევებული მაჰმადიანების საქართველოში და მის ძირძველ მხარეში სამცხე-ჯავახეთში, როგორც მათ "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების და ერთად ჩასახლების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ კი ჩამოესახლებინათ თურქები და ამით წინააღმდეგობები, დაძაბულობის კერები შეექმნათ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის.
რატომაა სიტყვა "თურქიმესხი" მიუღებელი როგორც 1944 წელს გასახლებული თურქი მოსახლეობისთვის, ისე ამ საკითხზე მომუშავე სწავლულებისათვის, მცოდნეთათვის და სახელმწიფო მოღვაწეთა უმეტესობისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სახელი რუსეთის (საბჭოთა) საიდუმლოსამსახურების მიერ ფერღანის მხარეში (უზბეკეთი) დაგეგმილი საშინელი მოვლენების შემდეგ გაჩნდა. მცოდნეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს სახელი მიუღებელია, რადგან ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება იყოს თურქიც და მესხიც (ქართველიც). უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს არა მარტო თურქები და მაჰმადიანი მესხები, არამედ თარაქამები (აზერბაიჯანელი თურქმენები), ხემშილები (მაჰმადიანი არმენები) და ქურთები. დაუშვებელია ისინი ერთ არარსებულ ეროვნებად - ე.წ. "თურქმესხებად" მოვიაზროთ.
ე.წ. "თურქიმესხების" სახელის დაფუძნებით და სამცხე-ჯავახეთში ასეთივე დასახელების ვითომდა ეროვნების ჩამოყალიბების ცრუ აზრის შემოტანით, მისმა შემქმნელები არა მარტო ქართველი ხალხისა და გამაჰმადიანებული მესხების წარსული შელახეს, არამედ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები და 1944 წელს გადასახლებული ერების წარსულიც დაამახინჯეს:
ოსმალო თურქებს, სპარსელებს, თარაქამებს, ხემშილებს, ყარაფაფახებს, ქურთებს და თვით მაჰმადიან მესხებს სინამდვილეში წაართვეს ეროვნულობა, ენა, რწმენა, უნარ-ჩვევები, მოაქციეს არარსებული, შეთხზული ეროვნების აღმნიშვნელი სახელის - ე.წ. "თურქიმესხების" ქვეშ და ამით აბუჩად აიგდეს ისინი.
საერთაშორისო დაწესებულების წარმომადგენლები ამ საკითხზე გამართულ შეკრებებზე ე.წ. სახელ "თურქმესხს" გამომწვევად ხმარობენ, მიუხედავად არაერთხელ გაკეთებული შენიშვნისა თავად გასახლებულ მაჰმადიანთა მხრიდან.
სამწუხაროდ, ამ სახელმა საერთაშორისო დაწესებულებებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, რაც თავსატეხის სამართლიანი განხილვა-გადაჭრისას უმეტესწილად მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს. უცხო ქვეყნის მცოდნეები ამ სახელს უპირატესობას ანიჭებენ, როგორც "უფრო მოხერხებულსა" და 1944 წელს გადასახლებულთა "სადაურობისა და რწმენის ამსახველს".
ამ სახელის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 1998 წელს ვენაში და 1999 წელს ჰააგაში, 1944 წელს გადასახლებულთა საკითხზე გამართული საერთაშორისო რჩევითმა შეკრების შედეგებმაც, როდესაც მრავალდღიანი კამათის შემდეგ სახელი ე.წ. "თურქიმესხი" ერთხმად მიიღეს.
იმაზე, თუ როგორი იყო სამხრეთ საქართველოდან გადასახლებულთა აზროვნება; როგორ წარიმართა მათი ბედი გადასახლების შემდეგ; რატომ გაიხიზნა ქრისტიანი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთიდან 1918-1921 წლებში;
1989 წელს როგორ და რატომ დაარბიეს ფერღანაში გადასახლებული მოსახლეობა და მათი შთამომავლობა; სად და რა რაოდენობით ცხოვრობენ ისინი დღეს; როგორია მათი ამჟამინდელი ცნობიერება და რამდენადაა შესაძლებელი გადასახლებული თურქების და მათი შთამომავლების ჩამოსახლება საქართველოში 2011 წლამდე, "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში მოგითხრობთ.

ალექსი მიქელაძე
"მთელი კვირა", "რეზონანსი " , 13 აგვისტო, 2007 წელი


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi_tavadze91
პოსტი Sep 14 2012, 19:51
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 26-December 11
მდებარეობა: uznadze 4
წევრი №: 12,452
კურსი:3


ციტატა(ნათ @ 1st June 2012 - 19:55) *
პირველ ქართVელს რომელმაც საქრტველო აირჩია ადგილად
ვეტყოდი
ცოტა შუაგული ევროპა ხომ არ ჯობია მეთქი


ვუერთდები ამ იდეას. laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2019 - 15:39
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank