გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


13 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 გაბრიელ გარსია მარკესი
 
beatlesman
პოსტი Feb 2 2008, 14:19
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 447
რეგისტრ.: 17-November 07
მდებარეობა: temqa
წევრი №: 373
კურსი:2


ალბათ ყველას გსმენიათ გაბრიელ გარსია მარკესზე. კაცი,რომელიც სიკვდილს ელის და ამ სიკვდილის მოლოდინში დაწერა "ბოლო სიტყვა", რომელიც გენიალური რჩევებით არის მოცული.


--------------------
All I need is love
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Feb 2 2008, 14:31
პოსტი #2





Guests






გაბრიელ გარსია მარკესი

“ბოლო სიტყვა…”

“თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთიციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო… დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.
ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, ც”მაპატიე”, “გეთაყვა”, ‘”გმადლობთ” და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.”
გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას, ვისაც გსურს…
თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე…
დაიწყე შენი ოცნებების ახდენა. ახლა სწორედ ეს მომენტია."

Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Feb 2 2008, 14:38
პოსტი #3


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


წაკითხული მაქვს ეგ რჩევა...სამწუხაროა,მაგრამ ადამიანი როდესაც შეისწავლის ცხოვრებას მაშინ უკვე სიკვდილის დრო ახლოვდება..
რომ წავიკითხე მინდოდა რომ განმეხორციელებინა რამოდენიმე რჩევა მაინც ,მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა...ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო რომ ყველაფერი ისე გააკეთო რაც აქ წერია..არადა ძალიან კარგი სიტყვებია..
Go to the top of the page
 
+Quote Post
beatlesman
პოსტი Feb 2 2008, 15:41
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 447
რეგისტრ.: 17-November 07
მდებარეობა: temqa
წევრი №: 373
კურსი:2


ციტატა(CURLY @ Feb 2 2008, 14:56) *
წაკითხული მაქვს ეგ რჩევა...სამწუხაროა,მაგრამ ადამიანი როდესაც შეისწავლის ცხოვრებას მაშინ უკვე სიკვდილის დრო ახლოვდება..
რომ წავიკითხე მინდოდა რომ განმეხორციელებინა რამოდენიმე რჩევა მაინც ,მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა...ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო რომ ყველაფერი ისე გააკეთო რაც აქ წერია..არადა ძალიან კარგი სიტყვებია..

გეთანხმები მაგარი ძნელი ისე მოოქცე როგორც "ბოლო სიტყვაში" წერია, მარა ცოტა მაინც რომ გავითვალისწინოთ კარგი იქნება!


--------------------
All I need is love
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sister
პოსტი Feb 2 2008, 16:58
პოსტი #5


wakawaka
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,345
რეგისტრ.: 29-October 07
მდებარეობა: Uterus
წევრი №: 143
კურსი:--


ერთადერთი გაფენილ თეთრეულზე მაქვს მუდმივი, უცვლელი ასოციაცია
და ეს არის მშვენიერი რემედიოსი smile.gif
არ არსებობს, რომ არ გამახსენდეს


--------------------
I fell in love with a dead boy
Oh, such a beautiful boy
I'm asking
Are you a boy or a girl?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shirley
პოსტი Feb 2 2008, 17:09
პოსტი #6


აკადემიკოსი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,561
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 906
კურსი:8


Sister
ჩემი საყვარელი პერსონაჟია
ძალიან მაგრად ყავს აღწერლი
ვგიჟდები რაა რომ ახასიათებს wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
moro
პოსტი Feb 2 2008, 17:45
პოსტი #7


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,004
რეგისტრ.: 16-November 07
მდებარეობა: naxalovka avenue :D
წევრი №: 369
კურსი:--


არ მომწონს მარკესი იმიტო რო მატყუარაა ჩემი აზრით ანუ საშუალოა და იტყუება რო მაგარია გამგები გამოგებს tongue.gif


--------------------
მე მოვესწრები ერთიან საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRINITI
პოსტი Feb 2 2008, 23:08
პოსტი #8


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,409
რეგისტრ.: 17-October 07
მდებარეობა: Tiflisi :)
წევრი №: 12
კურსი:6


ციტატა(Sister @ 2nd February 2008 - 13:16) *
მშვენიერი რემედიოსი


მეც მახსოვს... ისე საოცრად ,,გარდაიცვალა"... მოულოდნელად smile.gif

არც ისე ძალიან მიყვარს...


--------------------
,,ქურდს ქუდი ეწვის?"






"When the Nazis came for the communists,
I remained silent;
I was not a communist.
When they locked up the social democrats,
I remained silent;
I was not a social democrat.
When they came for the trade unionists,
I did not speak out;
I was not a trade unionist.
When they came for the Jews,
I remained silent;
I wasn't a Jew.
When they came for me,
there was no one left to speak out.



Pastor Martin Niemöller, "First they came…"
Go to the top of the page
 
+Quote Post
ni-BUM BUM
პოსტი Feb 3 2008, 17:25
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 287
რეგისტრ.: 16-January 08
წევრი №: 1,699
კურსი:--


ციტატა(moro @ 2nd February 2008 - 18:03) *
არ მომწონს მარკესი იმიტო რო მატყუარაა ჩემი აზრით ანუ საშუალოა და იტყუება რო მაგარია



მე მესმის რასაც გულისხმობ. იგივე წარმოდგენა დამრჩა ბალზაკზე.

მაგრამ მარკესს ვერც შევადარებ. პირიქით არ ცდილობს. თუ დაუკვირდები ბევრ სტერეოტიპს არღვევს და საზოგადოებისათვის მიუღებელი შინაარსის ტექსტები, შინაარსი აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი Feb 3 2008, 17:48
პოსტი #10


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ციტატა(moro @ 2nd February 2008 - 18:03) *
არ მომწონს მარკესი იმიტო რო მატყუარაა ჩემი აზრით ანუ საშუალოა და იტყუება რო მაგარია გამგები გამოგებს

პატივს ვცემ შენს ორიგინალურობას, მაგრამ ვისზე ...მარკესზე ნამდვილად არ შეიძლება მაგის თქმა...არაა...აშკარად არ არის ვითომდახვეწილი და ხელოვნურად მაღალფარდოვან-ბუნდოვანი, პროვოკატორი ხარ უბრალოდ tongue.gif

ციტატა(ni-BUM BUM @ 3rd February 2008 - 17:43) *
მე მესმის რასაც გულისხმობ. იგივე წარმოდგენა დამრჩა ბალზაკზე.

რატომ? რა ნახე ბუნდოვანი და ვითომმიუწვდომელი?


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
ni-BUM BUM
პოსტი Feb 3 2008, 17:57
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 287
რეგისტრ.: 16-January 08
წევრი №: 1,699
კურსი:--


ციტატა(aivi @ 3rd February 2008 - 18:06) *
რატომ? რა ნახე ბუნდოვანი და ვითომმიუწვდომელი?




ან თარგმანის ბრალი იყო შეიძლება. არ მიყვარს გადაჭარბებული, არაბუნებრივი მაღალფარდოვანი წერა. რაც უფრო ბუნებრივია მით უკეთესად მეჩვენება.


იგივეს ვიტყოდი შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა"-ზე. აჭარბებს უბრალოდ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მომწონს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი Feb 3 2008, 22:49
პოსტი #12


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ციტატა(ni-BUM BUM @ 3rd February 2008 - 18:15) *
იგივეს ვიტყოდი შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა"-ზე. აჭარბებს უბრალოდ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მომწონს

უბრალოდ, სხვა სტილია, წერის სხვა მანერაა და დღევანდელ მეტყველებას რომ ვართ შეჩვეულები, შეიძლება მიტო ფიქრობ მასე smile.gif


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
ni-BUM BUM
პოსტი Feb 3 2008, 23:56
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 287
რეგისტრ.: 16-January 08
წევრი №: 1,699
კურსი:--


aivi


კი მართალი ხარ. ზუსტად მაგიტომ, თორე როგორ შეიძლება მასეთი მწერლის სიკარგე ეჭვქვეშ დააყენო. არის კარგი მწერალი მაგრამ არის უფრო კარგიც. ჩემთვის მარკესი იდეალურია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
13 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 15:43
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank