გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ლევან მაისურაძე
 
Γεώργιος
პოსტი May 18 2010, 14:41
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ახალგაზრდა დამწყები პოეტი, თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი, უყვარს თამბაქო და არ უყვარს სიგარეტზე სიგარეტით გადაკიდების რიტუალი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





... ჩემთან დაგრჩა სურნელი ...



იცი? იმ დღეს გარეთ ისე იწვიმა
მაისს აწყდა ღილად ორი ნერვი თან
ბოლო ბწკარი ამოვთხარე მიწიდან,
და მსუქანი მთვარეც ისე შევიდა
შავ ღრუბლებში, გამეტებით იწვიმა.
იმ დღეს, ჩემთან, შენი დარჩა სურნელი
გაშლილ თმების, გავაბრაზე, იტირა,
დაგტოვებო-დამემუქრა სულელი
და სარკმელთან ისე სწრაფად მივიდა
დავიჭირე ალბათ უკვე ბოლო წამს,
დავაფიცე გვირილა და ყაყაჩო,
დავაფიცე თუკი, თუკი რამე სწამს,
შემომხედა, არ გაჩერდა, წავიდა...
მე კი წყენით უკვე ბოლო თამბაქოს
მივეტანე, გავაბოლე მალვით და,
ველოდები, მოხვალ, სურნელს მოიტან
ჩემთან ახლოს მოხურული კარიდან.

იცი? იმ დღეს ჩემთან დაგრჩა სურნელი,
ახლა ვუსმენ, გაილია სონეტი,
ჰოდა, ასე,(ვისთვის ალბათ სულელიც)
ლექსებს გიწერ არშემდგარი პოეტი.








რა გქვია?
უცხო გოგონას





დაცარიელდა სავალი გზა ქუჩის გადაღმა,
უფრო ჩემს მხარეს, დამინახე ალბათ ნაკლებად
და შუქნიშანსაც შუადღისას ღამის გადღლა
ყვითელ ფერებში აესახა წამით სახეზე.

არ მოგიხედავს, მიდიოდი მეორე მხარეს,
(ასანთი მთხოვა ვიღაცამ და მადლობა მითხრა)
უბნის ნიავი აგეკიდა აივნებიდან,
კალთებს შეეხო კაბისას და ანცად გაგრითმა.

ვიდექი ასე, გიყურებდი არ ვიცი რატომ,
მიდიხარ, მიწვევ და ქუჩებში თმების სუნს ტოვებ,
ავტომანქანამ ჩაიარა, წამით გაგაქრო,
გადააჭარბა დაწესებულ საგზაო ნორმებს.

ჩემს ტროტუარზე მოხუც ხეებს წასკდათ ფოთლები
სიცილის ნაცვლად, გამჭორავენ ალბათ ამჯერად,
როგორც ქალები-მექალთანე კაცების მოდგმას
და ჩემი ვნების სიკეთისა სულაც არ ჯერათ.

ახლა მივდივარ იმ ქუჩაზე, ქარია ნელი,
ამინდს ღრუბლები ციდან დარჩა გამოსადევნი,
შენი სახელი გამოვიცნო ვცდილობ ჯიუტად
და მივხვდი არის ორ ასოზე არანაკლები.










ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა...

ქუჩებს მოსწყინდათ მშრალი ამინდი-
მე შენზე წერა ისევ მებევრა.
და თითქოს აღარც
მირეული ვარ ოთახებივით,
ამ კედლებსაც ხომ უშენობა გამოებერა...
დეკემბრის ბოლოს ბანალურად დავთვერი არყით,
ამინდი ქუჩებს უთოვლობის სთხოვდა შენდობას,
ნარიყალაზე,
ამიტანეს შენზე რითმებმა,
ვიცი რომ მათაც გროშად უღირთ ჩემი კენტობა...
ფილტვებს შემორჩათ ჩასუნთქული ბოლო ნაფაზი,
განიავდება,
ეს იანვარი შენს გარეშე გულს თუ შემოვა...
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა, მშრალი ამინდი,
მე- უშენობა.









ჩემი ფანჯრებიდან


ადრე გავიღვიძე...

უკვე ნოემბერი შემოსულიყო და...
სუნთქვით დავაორთქლე ჩემი ფანჯრის მინა.

ოდნავ გავწმინდე და
როგორც ყოველ დილით,
შენი საძინებლის ფარდამ გამიღიმა.

ალბათ გეწყინება ახლა რომ გაიგო,
როგორ გითვალთვალებს შავი მინებიდან,
ვიღაც თავხედი და...

ერთ თვეს აღარ წავა ცივი ნოემბერი
შენი სიკეკლუცით გამჯდარ ბინებიდან.

უკვე რამდენიმე დღეა აღარ ჩანხარ,
ფიქრი აირია, დადგა თავდაყირა,
გუშინ მომივიდა წვიმის ოქტომბრისგან,
(გაგეცინება და...)

გადასახდელი მაქვს შენი მზერის ქირა.


ადრე გავიღვიძე...

უკვე ნოემბერი შემოსულიყო და...
სუნთქვით დავაორთქლე ჩემი ფანჯრის მინა.








ლევანა

biggrin.gif










ცხელი აგვისტო გარაჟებს შორის

მალვით გაიხედა გარაჟებს შუა დარჩენილი ვიწრო გასასვლელიდან, კედლებს აფარებულმა.
ვეღარ იცნო სიცარიელით სავსე უბანი.
სადარბაზოსთან ბიჭები აღარ დგანან.
აღარც კაცები ურევენ დომინოს რკინის მაგიდაზე.
აღარც მეზობელი ქალი კრეფს თოკებზე გაფენილ გამშრალ თეთრეულს და აღარც ბავშვები თამაშობენ ჟანგიანი გარაჟის წინ “ცალკარას.”
გაახსენდა, როგორ თამაშობდა პატარაობაში ომობანას მეგობრებთან ერთად. ამ ადგილას ხშირად იმალებოდა, გარაჟებს შორის, სირბილისაგან შუბლზე ოფლმომდგარი, გაფაციცებული, თუ როდის გამოჩნდებოდა მისი ერთ-ერთი მეგობარი და დაესწრო: “ბახ! ბახ!”.
ახლა იცის, რომ პატარა აღარაა და არც ესაა თამაში. აღარც დედა დაუძახებს მესამე სართულიდან სასადილოდ და აღარც სკოლის გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი ხვალისთვის. მისი მოწინააღმდეგე სულაც არაა მისი ერთ-ერთი მეგობარი და აღარც ავტომატია პლასტმასის.
შუბლზე ოფლი მოსდის.
ცხელა.


ლიტ. კონკურსი "ასი სიტყვა". 1-ლი ადგილი


ბათუმი. 18.04.2010








დაუმთავრებელი



სავარძელში ირწეოდა. ნელა.
ასე უყვარდა ყოველთვის, ჩაიკეტებოდა მარტო, საცვლების ამარა, ძვლებზე გადაკრული თხელი ხორცით. იაფფასიანი არყის ბოთლით ხელში, ყოველ მეცამეტე წუთს რომ უნდა მოეყლუპა და იატაკზე დაედგა ცამეტი წუთით. მაგიდებს ვერ იტანდა, საერთოდ ბოლო დროს ვეღარა(ვის)ფერს იტანდა, აღარაფერი დატოვა ოთახში, მხოლოდ სავარძელი და ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი. ასე უფრო მარტივი იყო და მეზობელი ქალიც უფრო ნაკლებად შემოდიოდა ოთახის მისალაგებლად და გამოცლილი არყის ბოთლების გასატანად...
მაღაზიაშიც მეზობლის ბავშვს აგზავნიდა, ხანდახან ვინმე თუ შეაწვდიდა რაიმეს, მოწყალებით, ისიც ხანდახან.
სავარძელში ირწეოდა, ნელა.
წერდა და არასდროს ამთავრებდა, უფრო სწორად ვერ, ენანებოდა დასამთავრებლად.
წინა დღით უცნაური სტუმარი ყავდა. რა დასამალია და არ უყვარდა სტუმრები, მითუმეტეს უცხოების სტუმრიანობა.
-იცით? მე ეს პატარა ფურცლის ნაგლეჯი ვიპოვე, დაუმთავრებელია და ვიფიქრე...
- ეგ ჩემი ლექსი არაა.- სტუმრისთვის არც შეუხედავს ისე აგრძელებდა სავარძელში ნებივრობას.
სტუმარი კარის ზღურბლზე იდგა და უხერხულად იგრძნო თავი. მიხვდა რომ ავტორი აღარ აპირებდა ლაპარაკის გაგრძელებას, ნელა შეაბიჯა თამბაქოსა და არყის სუნით გაჟღენთილ ოთახში, მაგრამ რაიმე ჩამოსაჯდომი ვერ ნახა და უცნაური მასპინძელის წინ გაჩერდა.
-მე... მე ეს... ნაგვის ბუნკერში ვიპოვე. მერე ვიკითხე ვინ იყო ახლომახლო ამის დამწერი და...
შეხედა.
სტუმარი საშუალო სიმაღლის კაცი იყო, გაუპარსავი, გარიჟავებული წვერით და ნაგვის ბუნკერის სუნით.
გაახსენდა რომ მეცამეტე წუთი დაწყებულიყო რაც არყის სისველე არ ეგრძნო მის ყელს.
-იცით? ამის ადგილი ნაგვის ბუნკერში არაა.- კიდევ ერთხელ სცადა სტუარმა, - მინდა ამ ლექსის გაგრძელება მითხრათ... თუ შეიძლება...'
ფურცლის ნაგლეჯი არყის ბოთლის გვერდით დაუდო იატაკზე უცნაურ პოეტს და წავიდა. მაშინვე ინანა სავარძელზე შეყვარებულმა ლექსის ფურცელზე გადატანა, ეგონა მოიშორა კიდევ ერთი დაუმთავრებელი ლექსი ნაგავში. მას ხომ არასოდეს გადაჰქონდა ფურცელზე თავისი ლექსები, რაც წერას შეეშვა.
ორი დღის შემდეგ ისევ შეაღო პოეტის კარი გაუპარსავმა სტუმარმა.
ის აღარ ირწეოდა სავარძელში.
შავ-თეთრი ტელევიზორი ძლივს გადმოსცემდა გადაღლილ კადრებს.
ლექსი არყის ბოთლის გვერდით იდო, იატაკზე, დაუმთავრებელი...

სავარძელში ირწეოდა ნახევარი ცხოვრება, ნელა.
ასე უყვარდა ყოველთვის, ჩაიკეტებოდა მარტო, საცვლების ამარა, ძვლებზე გადაკრული თხელი ხორცით. იაფფასიანი არყის ბოთლით ხელში, ყოველ მეცამეტე წუთს რომ უნდა მოეყლუპა და იატაკზე დაედგა ცამეტი წუთით.
მაგიდებს ვერ იტანდა. საერთოდ ვეღარა(ვის)ფერს იტანდა ბოლო დროს...


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია μίσοςάνθρωπος: May 18 2010, 15:17


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 18 2010, 21:31
პოსტი #2





Guests






ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 18 2010, 15:55) *
უყვარს თამბაქო და არ უყვარს სიგარეტზე სიგარეტით გადაკიდების რიტუალი

უნდა შეიყვაროს: )

ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 18 2010, 15:55) *
ცხელი აგვისტო გარაჟებს შორის

მალვით გაიხედა გარაჟებს შუა დარჩენილი ვიწრო გასასვლელიდან, კედლებს აფარებულმა.
ვეღარ იცნო სიცარიელით სავსე უბანი.
სადარბაზოსთან ბიჭები აღარ დგანან.
აღარც კაცები ურევენ დომინოს რკინის მაგიდაზე.
აღარც მეზობელი ქალი კრეფს თოკებზე გაფენილ გამშრალ თეთრეულს და აღარც ბავშვები თამაშობენ ჟანგიანი გარაჟის წინ “ცალკარას.”
გაახსენდა, როგორ თამაშობდა პატარაობაში ომობანას მეგობრებთან ერთად. ამ ადგილას ხშირად იმალებოდა, გარაჟებს შორის, სირბილისაგან შუბლზე ოფლმომდგარი, გაფაციცებული, თუ როდის გამოჩნდებოდა მისი ერთ-ერთი მეგობარი და დაესწრო: “ბახ! ბახ!”.
ახლა იცის, რომ პატარა აღარაა და არც ესაა თამაში. აღარც დედა დაუძახებს მესამე სართულიდან სასადილოდ და აღარც სკოლის გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი ხვალისთვის. მისი მოწინააღმდეგე სულაც არაა მისი ერთ-ერთი მეგობარი და აღარც ავტომატია პლასტმასის.
შუბლზე ოფლი მოსდის.
ცხელა.


ლიტ. კონკურსი "ასი სიტყვა". 1-ლი ადგილი

ძალიან კარგია: ) ძალიან

ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 18 2010, 15:55) *
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა...

ქუჩებს მოსწყინდათ მშრალი ამინდი-
მე შენზე წერა ისევ მებევრა.
და თითქოს აღარც
მირეული ვარ ოთახებივით,
ამ კედლებსაც ხომ უშენობა გამოებერა...
დეკემბრის ბოლოს ბანალურად დავთვერი არყით,
ამინდი ქუჩებს უთოვლობის სთხოვდა შენდობას,
ნარიყალაზე,
ამიტანეს შენზე რითმებმა,
ვიცი რომ მათაც გროშად უღირთ ჩემი კენტობა...
ფილტვებს შემორჩათ ჩასუნთქული ბოლო ნაფაზი,
განიავდება,
ეს იანვარი შენს გარეშე გულს თუ შემოვა...
ქუჩებს მობეზრდათ უთოვლობა, მშრალი ამინდი,
მე- უშენობა.



ამ ლექსს შევინახავ


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: May 18 2010, 21:29
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი May 19 2010, 0:01
პოსტი #3


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


მე ლექსები მომეწონა...კარგია რომ კიდევ წერენ მეოთხეკურსელი ბიჭები გოგოებზე და არა სამშობლოზე, ღმერთზე ან ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე მარტო 7.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aivi: May 19 2010, 0:01


--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 19 2010, 22:07
პოსტი #4





Guests






ციტატა(aivi @ May 19 2010, 0:15) *
მე ლექსები მომეწონა...კარგია რომ კიდევ წერენ მეოთხეკურსელი ბიჭები გოგოებზე და არა სამშობლოზე, ღმერთზე ან ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე მარტო 7.gif

ზუსტად ეს დავწერე რომელიღაც თემაში და აღარ მახსოვს
ჰო 19-20 წლის ბიჭი სიყვარულზე უნდა წერდეს მეც ესე ვფიქრობ: )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 19 2010, 22:16
პოსტი #5


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(aivi @ May 19 2010, 0:15) *
მე ლექსები მომეწონა...კარგია რომ კიდევ წერენ მეოთხეკურსელი ბიჭები გოგოებზე და არა სამშობლოზე, ღმერთზე ან ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე მარტო 7.gif

რავიცი ღმერთზე ან ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე თუ გამოდის რატოამც არა
აი სამშობლოზე გინდ დიდს უწერია გინდ პატარას დურაკობაა biggrin.gif


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 19 2010, 22:18
პოსტი #6


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


აი მე კიდე მომბეზრდა სულ სიყვარულზე რომ წერენ, ქალზე, უიმედობაზე და მსგავს რაგაცეებზე

უკვე იმდენი იტკვა ამ გრძნობაზე, რომ მირჩევნია, რამე ახალი წავიკიტხო, ტუნდაც თევზებზე, ან დელფინებზე, ან მსგავს რამეებზე smile.gif

ლევანი ნიჭიერია ნამდვილად და წარმატებებს ვუსურვებ smile.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 19 2010, 22:22
პოსტი #7





Guests






ციტატა(ნათ @ May 19 2010, 23:32) *
უკვე იმდენი იტკვა ამ გრძნობაზე, რომ მირჩევნია, რამე ახალი წავიკიტხო, ტუნდაც თევზებზე, ან დელფინებზე, ან მსგავს რამეებზე smile.gif

ორეულო ამაში გეთანხმები
მაგრამ გააჩნია სიყვარულზე როგორ დაწერ
იაფფასიან სასიყვარლო ლექსს თუ გულის ოთხივე სარქველიდან ამოწერილს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 19 2010, 22:26
პოსტი #8


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(salomeaa @ May 19 2010, 22:36) *

იაფფასიან სასიყვარლო ლექსს თუ გულის ოთხივე სარქველიდან ამოწერილს...


რატკმაუნდა,
მაგრამ ძალიან ცოტას გამოსდის დღეს მასე სიყვარულზე წერა,
ტუმცა კარგია რო ცდილობს ბევრი smile.gif



--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 19 2010, 22:31
პოსტი #9


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(ნათ @ May 19 2010, 22:40) *
რატკმაუნდა,
მაგრამ ძალიან ცოტას გამოსდის დღეს მასე სიყვარულზე წერა,
ტუმცა კარგია რო ცდილობს ბევრი smile.gif

ლევანის გამოსდის


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivi
პოსტი May 20 2010, 0:20
პოსტი #10


ჰომოაივი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,006
რეგისტრ.: 8-December 07
მდებარეობა: გარემდინარეთი

წევრი №: 901
კურსი:3


ჰო, მეც არ მგონია სიყვარულის თემა იცვითებოდეს, უნიჭობაა პრობლემა

ციტატა(ნათ @ 19th May 2010 - 22:40) *
ატკმაუნდა,
მაგრამ ძალიან ცოტას გამოსდის დღეს მასე სიყვარულზე წერა,
ტუმცა კარგია რო ცდილობს ბევრი smile.gif


ჰო... ესენიც ცოტა ბანალურია მაგრამ ლამაზი

μίσοςάνθρωπος
ჰო, დაახლოებით ეგ ვიგულისხმე მაგრამ გამიტყდა მადენი არაპატრიოტიზმი biggrin.gif
შენ ავატარზე აკუტაგავაა? flirt.gif



--------------------
სიმართლეს გეტყვით, თქვენი კანი უფრო თეთრია და მოვარდისფრო, ვიდრე ჩემი ბულგარელი კაპიტნის კანი იყო.

_ _ _ _ _ _ _


www.chankotadze.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 20 2010, 0:26
პოსტი #11


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(aivi @ May 20 2010, 0:34) *
ჰო, მეც არ მგონია სიყვარულის თემა იცვითებოდეს, უნიჭობაა პრობლემა



ჰო... ესენიც ცოტა ბანალურია მაგრამ ლამაზი

μίσοςάνθρωπος
ჰო, დაახლოებით ეგ ვიგულისხმე მაგრამ გამიტყდა მადენი არაპატრიოტიზმი biggrin.gif
შენ ავატარზე აკუტაგავაა? flirt.gif

პატრიოტიზმი ნიჭიერად და ესთეტიურად ასახული პოეზიაში ალბათ მშვენიერია რავიცი ვერ ვიტყვი ვერაფერს biggrin.gif

კი აკუტაგავაა vishenka_34.gif (როგორ არ უხდება ამ ადამინის ბნელ მხარეებზე მოლაპარაკე რიონუსკეს მზე biggrin.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია μίσοςάνθρωπος: May 20 2010, 0:33


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
davi T nidze
პოსტი May 20 2010, 0:32
პოსტი #12


Nobody
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,724
რეგისტრ.: 19-November 07
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 400
კურსი:4


არ ვიცოდი ლექსებს თუ წერდა smile.gif


--------------------
Property of ME <3

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 21 2010, 13:42
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


მადლობა მოდერატორს ამ თემის გახსნისთვის smile.gif და თქვენც ვინც წაიკითხეთ.

აქვე ახალ ლექსს დავამატებ smile.gif



შემოხვედი...


ახლა ჩემთან კედლებია ოთხკუთხედ,
მუქი ფარდა აეფარა კარადას.
ჩემს ოთახში უშენობას მოვუღე
ბოლო ვერ და, ჰოდა, სანამ ჭაღარა
შემოვიდა მოდი კარი გააღე.

თითქოს ცივა, სუსხია აქ, არადა,
გარეთ მზეა, ისე ცხელა ქუჩაში
გაზაფხული აკაკუნებს კარდაკარ,
ზამთარს თეთრი გაუთავდა გუაში.

მიუყვება გოგო-ბიჭი ტროტუარს,
ბილბორდები იღიმიან რიგებად,
მე კი სახლში უმიზეზოდ, უმიზნოდ
მოწყენილი, ქარი სადღაც მიყვება
თბილ ამინდებს, რეისია უვიზო.

გარეთ ცხელა, ჩემს ოთახში ნაცრისფერ
ჰაერია ახლა ისე ოთხკუთხა,
შემოხვედი, დავუჯერე თვალებს ვერ
და ყვირილით კარი ისე მოხურა
უშენობამ.
დავრჩით მხოლოდ მე და შენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2019 - 3:16
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank