დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: -+გ ო რ ი+-
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
leo-dzia
მე გორელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი...

ამ ქალაქში საკმაოდ ბერი ისტორიული ძეგლია და სტრატეგიულ ქალაქს წარმოადგენს საქართველოსთვის როგორც ტურისტულ,ისე სამხედრო და სხვა საქმეებში...

გორში ცხოვრობს საკმაოდ გულღია და პირდაპირი ხალხი...

აგვისტოს ომის დროს კი ქალაქი რუსული დაბომბვების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა...

ამ ქალაქზე ლექსებს წერდნენ გიორგი ლეონიძე და აკაკი წერეთელი.

"გორო ქართლის შუაგულო,
მეთაურო ქართლისაო.
ადრეც ტკბილად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო."



ეს თემა არ არის მარტო გორელებისთვის,ყველას ვისაც რამე შეხება აქვს ან გაუგია ამ ქალაქის შესახებ იმედია თავის აზრს დაწერს.

ამასთან დავდოთ სურათები რომლებიც გორში ან გორის რაიონში იქნება გადაღებული და ყველას გავაცნოთ ეს ლამაზი ქალაქი...



ეს გორის გამგეობის შენობაა



ეს გორის ციხის სამხრეთი ფასადი



ეს ე.წ. ფრანგების ეკლესია



ეს კი ცნობილი სტალინის სახლ-მიზეუმი და სტალინის პირადი ვაგონი





სხვა სურათებსა და ინფორმაციებს მეც დავდებ და თქვენგანაც ველი აქტიურობას და საუბარს ამ ქალაქის შესახებ ძვირფასო ფორუმელებო
pensioneri
იმ ეკლესიას ფრანგებისას რატო ეძახიან?
nino _13
ერთხელ ვარ გორში ნამყოფი, მართლა მომეწონა და მართლა კაი ხალხიც იყვნენ smile.gif
leo-dzia
pensioneri

იმიტომ ეძახიან რომ კათოლიკების აშენებულია და თავიდან კათოლიკური იყო... თუმცა ახლა გარკვეულწილად არქიტექტურაც გადაუკეთეს და გორის მთავარი მართლმადიდებლური ტაძარია...
pensioneri
leo-dzia
გასაგებია...



ისე,რატომღაც აკვიატებული მაქვს სიტყვა-გორი და არ ვიცი რატო.თან კაი ხანიაsmile.gif

რომ მკითხავენ სად მიდიხარ,ვპასუხობ-გორში..
თუ მკითხავენ სადაურია(ნებისმიერზე),ვპასუხომ -გორელი
და ა.შ...biggrin.gif

და კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზა-ყველა გზა გორში მიდის!biggrin.gif


რამ ამაკვიატა არ ვიცი,ერთხელ მაინც ვიყო ნამყოფიbiggrin.gif
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 30th January 2009 - 17:51) *
"გორო ქართლის შუაგულო,
მეთაურო ქართლისაო.
ადრეც ტკბილად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო."


მართლა მტკივნეულია, რომ საქართველოს შუაგულში დღეს რუსი ჯარისკაცები დგანან (ახალგორში)

უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...

ყველაზე მეტად სწორედ მათ განიცადეს ამ ომის სიმძიმე

ეს რა ეკლესიაა?? ომის სურათებში მაქვს და მაინტერესებს






სტალინის ძეგლთან მქონდა გადაღებული სურათი (biggrin.gif) , მარა ვინდოუსის გადაყენებისას წამეშალა sad.gif

არადა მაგარი სურათი იყო, მე და სტალინის ძეგლი biggrin.gif
tako_kakabadze
leo-dzia


გორელები მართლა შუა ქუჩაზე დადიან? smile.gif
volk
გორი მაგრა მიყვარს
pensioneri
ციტატა(tako_kakabadze @ Jan 30 2009, 21:23) *
leo-dzia
გორელები მართლა შუა ქუჩაზე დადიან? smile.gif

rofl.gif

ეგ მეც მაინტერესებსbiggrin.gif
seven
ხიდი რომ იყო გაფუჭებული მაშინ გავიარე პირველად გორში..
leo-dzia
nino _13


ეგ ზემოთხსენებული ფრანგების ეკლესიაა...

tako_kakabadze

რაც შეეხება შუა ქუჩაში სიარულს,ეგ ძველი ამბავია...

1921 წელს გორში მოხდა დიდი მიწისძვრა,რომლის დროსაც სხვათაშორის გორში არსებული ოცამდე ეკლესია დაინგრა... დაინგრა სახლების დიდი ნაწილიც,ამიტომ ხალხი როდესცა ქუჩაში მოძრაობდა,ტროტუარზე გავლისა ეშინოდათ რადგან დიდი იყო საფრთხე დანგრეული სახლიდან თავში აგური დასცემოდათ და შუა ქუჩაში დადიოდნენ... მანდედან მოდის ეგ გამოთქმა. თუმცა ახლა გორელებმა დაიჯერეს რომ შუა ქუჩაში უნდა იარონ და ხშირად მართლა სულ ტყუილად დავდივართ შუა ქუჩაში rolleyes.gif

pensioneri
რა გინდა კაი ფრაზები დაგიმუღამებია,კაი ქალაქია გორი და მას როცა კაი ადამიანი ახსენებს ისიც კაია...


volk

კაი კაცი ხარ... ბევრნი არიან გორში შენისთანა VOLK ები...



ესეც გორის რეალობაა... ეხ რაც ამ ტროლეიბუსის შოფრები მე გადაყრილი მყავს მებავშვობაში... სხვათაშორის ახლახან გორში ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა: 100ით მიმავალი ტროლეიბუსი სამ მანქანას დაეჯახა ერთდროულად...
ასე რომ არ არის სასაცილო ეს ტრანსპორტი...
spiteful.gif spiteful.gif


ეს კი გორიც ცენტრი დაცხრილული ტოტალიზატორის ფანჯრიდან ომის დროს...



ეს კი ყველასათვის ცნობილი გორში,ვერხვების დასახლებაში გადაღებული ფოტოა ომის დროს...



ისე საგულისხმოა ის ფაქთი რომ გორში არასდროს კანონიერი ქურდი არ ყოფილა.. თუ გამოცნდებოდა ვინმე მაშინვე ადგილობრივი მაფია ასაღებდა... ბევრი იყო ამ ქალაქში ხალხის მოტაცებები და მსგავსი ამბები,მაგრამ საბედნიეროდ ეს ტენდენცია ახლა შეჩერდა...


ასეთი რამ კი მე არ მინახავს გორში მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცამ აღმოაჩინა...

pensioneri
leo-dzia
რავი,მართლა უაზროდ მაქვს აკვიატებული...

ისე კი ამბობენ ლამაზი ქალაქიაო...
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 2nd February 2009 - 18:55) *
1921 წელს გორში მოხდა დიდი მიწისძვრა,რომლის დროსაც სხვათაშორის გორში არსებული ოცამდე ეკლესია დაინგრა... დაინგრა სახლების დიდი ნაწილიც,ამიტომ ხალხი როდესცა ქუჩაში მოძრაობდა,ტროტუარზე გავლისა ეშინოდათ რადგან დიდი იყო საფრთხე დანგრეული სახლიდან თავში აგური დასცემოდათ და შუა ქუჩაში დადიოდნენ... მანდედან მოდის ეგ გამოთქმა. თუმცა ახლა გორელებმა დაიჯერეს რომ შუა ქუჩაში უნდა იარონ და ხშირად მართლა სულ ტყუილად დავდივართ შუა ქუჩაში

ეს ამბავი არ ვიცოდი..მიწისძვრაზე კი მქონდა გაგონილი.
m-a-r-i
სხვათა შორის მომწონს ფრანგების ეკლესია. ძალიან ლამაზი ფრესკებია, გალავანიც უხდება. საოცრად მიყვარს გორიჯვარი, იქ სულ სხვა გრძნობა მაქვს ხოლმე.ისე რამდენიმე წელია აღარ ავსულვარ.


შუა ქუჩაში სიარულს რაც შეეხება, გორში მართლა დავდივარ ხოლმე შუა ქუჩაში rolleyes.gif
incredible
leo-dzia

ამ სურათებზე გამახსენდა biggrin.gif გორში გატარებული დღეებიი...შესანიშნავი იყოო...სტალინის სახლმუზეუმით დავიწყე დათვალიერება ქალაქის (ნათესავთან ერთად)... ჩემი ექსცენტრული ხასიათიდან გამომდინარე მოხდა გაუთვალისწინებელი რამ biggrin.gif ... გიდია თუ ვინც არის ... იქ მომუშავე ქალმა ...ვერ შეგვამამჩნია შესული...მეც მივარდი სტალინის კაბინტს... ავხადე პიანინოს თავი და "ჩემი ხატია სამშობლო "-ს ბოლო ხმაზე ვუკრავდი საოცრად კმაყოფილი სახით...აუ რა მაგარი იყოოო იციიი..საოცარიიი...მის მაგიდასაც მივუჯექი, დივანშიც მოვკალათდი..დიდხანს არ დამცალდა...ქალი გაგიჟებული შემოვარდა...პატრული ამოიყვანეს პირველი სართულიდან.. mosking.gif .იმან გადამრჩინა, რომ სახლმუზეუმში პირველად ვიყავი და წესებს არ ვიცნობდი(რაღა დაგიმალოთ და მეორე დღესაც მივედი ჩიბუხის მოსაპარად smile.gif ) ციფრულით და ამბებით, მაგრამ მკაცრი მეთვალყურე მომიჩინეს ...დავტანჯე ქალი .... ხან დავეკარგებოდი კოლიდორში, ხან ის დამეკარგებოდა....მოკლედ კარგი დრო ვატარე იმ დღეებში გორში, ეხლა ტკბილად მახსენდება......მართლა ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს იქ, თბილი და სტუმართმოყვარე....3-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე....მიყვარს გორი.

გორიჯვარზეც ვიყავი სხვთაშორის...ფეხშიშველები ავედით...ცხვარი შევწირეთ...გიორგობისას...კარგი ქალაქია მართლა ძააან....წამოსვლა აღარ მინდა ხოლმე იქედან..... sorry.gif
mgelika
ციტატა(leo-dzia @ Feb 2 2009, 18:55) *
ესეც გორის რეალობაა... ეხ რაც ამ ტროლეიბუსის შოფრები მე გადაყრილი მყავს მებავშვობაში... სხვათაშორის ახლახან გორში ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა: 100ით მიმავალი ტროლეიბუსი სამ მანქანას დაეჯახა ერთდროულად...
ასე რომ არ არის სასაცილო ეს ტრანსპორტი...
spiteful.gif spiteful.gif

დამბულია და მასე გარბის რო გაუშვა რაღას იზავს biggrin.gif ნეტა მანახა 100ით მიმავალი ტროლეიბუსი მაგარიაა biggrin.gif biggrin.gif
nino _13
ასეთი რამ კი მე არ მინახავს გორში მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცამ აღმოაჩინა...


[/quote]

ეს მაგარი იყო biggrin.gif

ეს ადგილი მომწონს wub.gif




ეს სოსოა, ჩვენებური biggrin.gif




ესეც გორი აგვისტოს ომის დროს:







ეს ჩვენი ბიჭები გორში:


რეზერვისტები გორში:







ამათ რაღა უნდათ ე აქ, თან საქართველოს გულში punish.gif

nino _13




რა უნდათ ამათ ქართლში sad.gif





leo-dzia
მართალია დაბომბეს გორი ამ ზაფხულს,მაგრამ ამის შემდეგ გორი კიდევ უფრო გალამაზდა...


რა თქმა უნდა სამწუხაროა,რომ საკმაოდ დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში... მათ უკვე ვერანაირად დავიბრუნებთ,თუმცა რუსებს ეს არასდროს ეპატიებათ...
volk
ციტატა(leo-dzia @ Feb 2 2009, 18:55) *
.

volk

კაი კაცი ხარ... ბევრნი არიან გორში შენისთანა VOLK ები...

საქმეც იმაშია რომ გორელი არ ვარ. biggrin.gif
leo-dzia
volk


და ეგ წყვეტს რამეს?


მტავარია მოგწონს ეგ ქალაქი...
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 12th February 2009 - 17:11) *
მართალია დაბომბეს გორი ამ ზაფხულს,მაგრამ ამის შემდეგ გორი კიდევ უფრო გალამაზდა...

მე ამ დაბომბვის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა ეს ქალაქი დ ა საერთოდ გორელების მიმართაც უფრო დადებითი დამოკიდებულება გამიჩნდა(ეს იმას კია არ ნისნავს, რომ ადრე არ ვცემდი პატივს) მაგრამ არა იმიტომ რომ, როგორც ბევრი ფიქრობს, მეცოდება ეს ხალხი, სიტყვა საცოდავი შეურაცხმყოფელად მიმაჩნდა ყოველთვის, უბრალოდ ამ ქალაქმა და ხალხმა დიდი ამტანობა გამოიჩინა და ყველაზე მეტად სწორედ მათ გადაიტანეს ომის მძიმე წუთები, ხოდა დიდად დასაფასებელია და ყველას მხრივ დიდ პატივისცემას იმსახურებენ.
leo-dzia
ციტატა(nino _13 @ Mar 6 2009, 11:46) *
მე ამ დაბომბვის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა ეს ქალაქი დ ა საერთოდ გორელების მიმართაც უფრო დადებითი დამოკიდებულება გამიჩნდა(ეს იმას კია არ ნისნავს, რომ ადრე არ ვცემდი პატივს) მაგრამ არა იმიტომ რომ, როგორც ბევრი ფიქრობს, მეცოდება ეს ხალხი, სიტყვა საცოდავი შეურაცხმყოფელად მიმაჩნდა ყოველთვის, უბრალოდ ამ ქალაქმა და ხალხმა დიდი ამტანობა გამოიჩინა და ყველაზე მეტად სწორედ მათ გადაიტანეს ომის მძიმე წუთები, ხოდა დიდად დასაფასებელია და ყველას მხრივ დიდ პატივისცემას იმსახურებენ.



გაიხარე ჩემო კარგო..

გორში მართლაც არაცვეულებრივი,დინჯი და საკმაოდ სამართლიანი ხალხი ცხოვრობს... და გორი და გორელები ყოველთვის უშიშრად დახვდებიან მომხდურს,თუკი ეს საქართველოს დასჭირდება...
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 10th March 2009 - 18:29) *
და გორი და გორელები ყოველთვის უშიშრად დახვდებიან მომხდურს,თუკი ეს საქართველოს დასჭირდება...

დიდი იმედი მაქვს

ღმერთმა გვიმრავლოს უშიშრები და მამაცები
leo-dzia
ვისაც არ გინახავთ ნახეთ გორი და მისი შემოგარენი,არ დარჩებით უკმაყოფილო...


1 თვეა არ ვყოფილვარ და ლომკები დამეწყო უკვე...
ELECTRA
ციტატა(leo-dzia @ 30th January 2009 - 18:51) *
-+გ ო რ ი+-, ქართლის შუაგული

აუ გორზე სულ ის მახსენდება "პატარა გორი დიდია" biggrin.gif biggrin.gif

ერთხელ ვარ ნამყოფი გავლით smile.gif
leo-dzia
ELECTRA


დიდია პატარა გორი, აბა რა.. შეგიძლია კიდევ ჩახვიდე და საფუძვლიანად დაათვარიელო... საკმაოდ ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენ გორსა და გორის რაიონში...
vaQSo
გორი მაგარი ქალაქია, უბრალოდ ეგაა რომ იქ გორელები ცხოვრობენ... george.gif george.gif
leo-dzia
vaQSo

გორი ძირითადად იმიტოა მაგარი ქალაქი, რომ იქ გორელები ცხოვრობენ ჩემო ვახო....
vaQSo
leo-dzia 3.gif 3.gif 3.gif 3.gif
NEVERENDING
ისააა,მე ფესვები გორის რაიონიდან მაქვს და მრცხვენია მარა გორის ციხე არ მაქვს დათვალიერებული და ძაან მინდა,იმედია მალე მოვა ეგ დღე,როცა შევძლებ დათვალიერებას,ხოოოდა მინდა გითხრათ ერთი რამ,რომ გორის რაიონის სოფელი "ზერტი", მე როგორც მითხრეს, არის საქართველოს ცენტრი,იმენა შუაგულშია რა smile.gif
maduka
ვაიმეეე გორი მაგრად მიყვარს არ ვიცი რატო მაგრამ მიყვარს , ბებია ცხოვრობს იქ და 1აგვისტოს ყოველთვის ჩავდივარ დაბადების დღის მისალოცააად, ხოდა წინა წელსაც ჩავედი და ომში მოვყევიიი hysteric.gif hysteric.gif hysteric.gif hysteric.gif
PseudoGodKiller
გორზე მაგარი მოგონებები მაქვს და მაგიტო ვიხსენებ ხოლმე...
მიყვარს თუ არა ეგ ნაკლებად ითქმება..
":D
leo-dzia
ციტატა(NEVERENDING @ Jul 8 2009, 17:25) *
ისააა,მე ფესვები გორის რაიონიდან მაქვს და მრცხვენია მარა გორის ციხე არ მაქვს დათვალიერებული და ძაან მინდა,იმედია მალე მოვა ეგ დღე,როცა შევძლებ დათვალიერებას,ხოოოდა მინდა გითხრათ ერთი რამ,რომ გორის რაიონის სოფელი "ზერტი", მე როგორც მითხრეს, არის საქართველოს ცენტრი,იმენა შუაგულშია რა smile.gif



ზერტი კი ვიცი კარგად, მაგრამ არა მგონია ცენტრი ეგ იყოს, მე როგორც ვიცი, ეგ ცენტრი სადღაც სურამთანაა... რუკაზე მასე ჩანს ყოველ შემთხვევაში...


გორს, გორის ციხეს და გორის რაიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებს თუ დაათვალიერებ, მართლა კარგს იზავ და კმაყოფილიც დარჩები ნამდვილად...

ციტატა(maduka @ Jul 12 2009, 13:30) *
ვაიმეეე გორი მაგრად მიყვარს არ ვიცი რატო მაგრამ მიყვარს , ბებია ცხოვრობს იქ და 1აგვისტოს ყოველთვის ჩავდივარ დაბადების დღის მისალოცააად, ხოდა წინა წელსაც ჩავედი და ომში მოვყევიიი hysteric.gif hysteric.gif hysteric.gif hysteric.gif


მიხარია თუ გიყვარს გორი... სამწუხაროა, რომ ამ ქალაქს ომმა დიდი ზარალი მიაყენა.., თუმცა ახლა ომის კვალი თითქმის აღარ არის...

რა თქმა უნდა დარუპულებისგან გამოწვეულ ტკივილს ვერევინ და ვერაფერი გაანელებს, მაგრამ... ცხოვრება გრძელდება და გორსაც იმედია აღარ მოუწევს ისეთი დღეები, როგორც შარშან აგვისტოში ჰქონდა...

ციტატა(PseudoGodKiller @ Jul 12 2009, 14:21) *
გორზე მაგარი მოგონებები მაქვს და მაგიტო ვიხსენებ ხოლმე...
მიყვარს თუ არა ეგ ნაკლებად ითქმება..
":D



შეგიძლია ის მოგონებები თქვა, არაა პრობლემა დიდი სიამოვნებით მოგისმენთ... default.gif
leo-dzia
აბა, ახალი ფორუმელი ხომ არავინ შემოგვმატებია ნეტა გორიდან?

.
slako
გორში ერთხელ ვარ ნამუოფი და ისე მომეწონა რომ დარჩენა მინდოდა და არავინ დამიტოვა sad.gif

ცუდები ხაააართ smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
არადა რა დამიწუნეს ვერ ვხვდები wub.gif
leo-dzia
slako


არაუშავს, მეორედ რომ ჩახვალ დაგიტოვებენ...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.