დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მონარქია ქვეყანაში
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2
fisherman
საქართველოს მონარქი და მონარქიული წყობილება არ ჭირდება, თუ მონარქია აღდგება თავადები და აზნაურებიც უნდა იყვნენ და რა საჭიროა
sting
გინდა აღსდგეს მაინც ფორმალური ხასიათი ექნება დაახლოებით ისეთი როგორიც ვთქვათ ინგლისშია, როცა დედოფალი უბრალო სიმბოლოა ერთიანობის
fisherman
უბრალო არაფრისმაქნისი (უმაქნისი) მუქთახორა მეფე და სამეფო ოჯახი უნდა არჩინოს სახელმწიფომ (ხალხმა) მერე?
sting
ციტატა(ზვიო @ Feb 2 2009, 18:44) *
უბრალო არაფრისმაქნისი (უმაქნისი) მუქთახორა მეფე და სამეფო ოჯახი უნდა არჩინოს სახელმწიფომ (ხალხმა) მერე?


არა მე არ ვამბობ რო მონარქი უნდა იყოს . ჯერ ვინ უნდა იყოს ან რატომ? გადაგვარებული ფრანგი თუ ესპანელი ბაგრატიონები? რა დამსახურებისათვის, თანაც ქართველები ისეთი ხალხი ვართ ის მეფე მერე თავის უფლება-მოვალეობებს არ დასჯერდება და აბსულუტური მმართველობა მოსწყურდება. ეგეთ ტიპებს კიდე საქართველში მრავლად გამოუჩნდებათ მესიანისტული იდეებით ტვინნაღრძობი "ფანები" და ღმერთმა უწყის რა მოხდება. მოკლედ ჯერ გავხდეთ ინგლისი ან ესპანეთი ჩვენი ხალხის შეგნება და განათლება ავიდეს მაგ დონეზე და მერე შეიზლება უბრალოდ როგორც სიმბოლო, რომელიც იქნება ოსებისთვისაც და აფხაზებისთვისაც მისაღები ფიგურა, ეს ერთი მხრივ კარგია სახელმწიფოს ერთიანობის გარანტია. რა თქმა უნდა კონტიტუციურ მონარქიას არ უნდა გავცილდეთ. სასურველია იყოს მაგრამ არა აუცილებელი.
tako_kakabadze
ზვიო

ციტატა
თუ მონარქია აღდგება თავადები და აზნაურებიც უნდა იყვნენ და რა საჭიროა


ეს დიდი სისულელე და ტყულია. რუსთავი 2-ის როდემდე უნდა გჯეროდეს, კაცო? 8.gif


ციტატა
უბრალო არაფრისმაქნისი (უმაქნისი) მუქთახორა მეფე და სამეფო ოჯახი უნდა არჩინოს სახელმწიფომ (ხალხმა) მერე?


ეხლა ვის და რამდენს არჩენს, იცი? girl_haha.gif


დათვლილია ეგ ხარჯები, ჩემი ზვიო, შედარებულია, და თუ მეტი პრობლემა არაა, მოგებაში დავრჩებით ქართველი გადამხდელები, დამიჯერე. smile.gif


ციტატა
დაახლოებით ისეთი როგორიც ვთქვათ ინგლისშია, როცა დედოფალი უბრალო სიმბოლოა ერთიანობის



დაახლოებით. drinks.gif

salomeaa
ციტატა(sting @ Feb 2 2009, 19:40) *
გინდა აღსდგეს მაინც ფორმალური ხასიათი ექნება დაახლოებით ისეთი როგორიც ვთქვათ ინგლისშია, როცა დედოფალი უბრალო სიმბოლოა ერთიანობის


გეთანხმები.
რაც შეეხება ხარჯებს, დღეს რომ პრეზიდენტს სჭირდება იმდენი მეფეს არ დასჭირდება დამიჯერე
George:)
ციტატა(salomeaa @ 4th February 2009 - 16:13) *
დღეს რომ პრეზიდენტს სჭირდება იმდენი მეფეს არ დასჭირდება დამიჯერე



ციტატა(tako_kakabadze @ 3rd February 2009 - 22:38) *
დათვლილია ეგ ხარჯები, ჩემი ზვიო, შედარებულია, და თუ მეტი პრობლემა არაა, მოგებაში დავრჩებით ქართველი გადამხდელები, დამიჯერე.


რა მიამიტები ხართsmile.gif

ვიზიტები და ფრენის ხარჯები თითქოს არასაჭირო ხარჯები იყოს...... კონსტიტუციურ მონარქიაში ვიზიტებზე აღარ წავლთ ჰო? ისენი ჩამოვლიან
mgelika
თუ მონარქია აღდგება პირველ რიგში მონარქი უნდა იყოს განათლებული ვაჟკაცი ქართველი კაცი რომელიც იქნება აღზრდილი საქართველოში ტრადიციულ ღირსეულ ოჯახში და არ აქვს მნიშვნელობა იქნება პირდაპირი შთამომავალი სამეფო შტოსი, უბრალოდ ბაგრატიონი, ფარნაოზიანი ან თუნდაც ნებისმიერი სხვა გვარის მთავარია მონარქმა გაითავისოს ის რომ მისი ქვეყანა იგივე მისი ოჯახია.
არანაირი ურჩი თავადები და აზნაურები არაა საჭირო, არც ბატონყმობა მოვა უკან და არც მეფის დანახვაზე დაემხობა პირქვე ხალხი, მაგრამ მონარქს თუ მივცემთ დაახლოვებით ისეთ ძალაუფლებას როგორიც აქვს დღეს პრეზიდენტს და გვეყოლება ძლიერი პარლამენტი. ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდება და დარეგულირდება. აღარ იქნება ასეთი უსაშველო ძარცვა ხალხისა.
ყველა პრეზიდენტი ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს პრეზიდენტობის ვადაში რათა მერე დანარჩენი სიცოცხლე უზრუნველად გაატაროს მან, მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა. მეფე კი ამს არ დაუშვებს რომ მის ქვეყანას ვიღაცამ დიდი სიმდიდრე მოპაროს და მერე გაიქცეს.
ყველა მეფე ზრუნავს იმაზე რომ დიდი და ძლიერი ქვეყნის მმართველი გახდეს.

დაფიქრდით ჩვენც ხომ დიდი და ძლიერი საქართველო გვინდა.?
tako_kakabadze
George:)


ციტატა
რა მიამიტები ხართ



ცუდია?

ციტატა
ვიზიტები და ფრენის ხარჯები თითქოს არასაჭირო ხარჯები იყოს...... კონსტიტუციურ მონარქიაში ვიზიტებზე აღარ წავლთ ჰო? ისენი ჩამოვლიან


ბიჭო, სულ ჰაერში მაინც არ იქნება. girl_smile.gif

ხოდა, დათვლილია ეგ ყველაფერი . smile.gif
Miss Green
ციტატა(ზვიო @ 2nd February 2009 - 18:44) *
უბრალო არაფრისმაქნისი (უმაქნისი) მუქთახორა მეფე და სამეფო ოჯახი უნდა არჩინოს სახელმწიფომ (ხალხმა) მერე?

ეგ ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ჩვენი ამბავი რომ ვიცი, აქ შეიძლება მაგ მონარქიამ მახინჯი ფორმები მიიღოს, შეიძლება მეფემ პოლიტიკაში ჩარევა მოიწადინოს, მერე შეიძლება საპატრიარქომ მოიწადინოს ჩარევა პირდაპირ თუ ირიბად. ჰოდა ასე... wacko.gif

ციტატა(salomeaa @ 4th February 2009 - 16:13) *
რაც შეეხება ხარჯებს, დღეს რომ პრეზიდენტს სჭირდება იმდენი მეფეს არ დასჭირდება დამიჯერე

პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს, მეფე კი უფუნქციოა (თუ, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ჩარევა არ დაიწყო, რაც კატასტროფაა).
პრეზიდენტი არ იფრენს, პრემიერმინისტრი იფრენს და პლუს კიდევ მეფე უნდა შევინახოთ.
მაპატიეთ, მაგრამ მე პირადად სულაც არ მინდა ვიღაც მუქთახორა სნობები ვარჩინო.
მერე კიდევ რამდენი სნობი გამოჩნდება ასპარეზზე, ალბათ ვერც წარმოიდგენთ. სნობიზმი აღორძინდება და ფრთებს გაშლის wacko.gif

ან საერთოდ რაში გვჭირდება ეს მეფე?


ძირს ყოველგვარი ულტრამემარჯვენეობა!
გაუმარჯოს რესპუბლიკას!
2kija
ციტატა
სნობიზმი აღორძინდება და ფრთებს გაშლის


ჩვენთან? :o საქართველოში? როგორ არა გრცხვენიან 1.gif biggrin.gif


Miss Green
ციტატა(2kija @ 8th February 2009 - 4:39) *
ჩვენთან? :o საქართველოში? როგორ არა გრცხვენიან

აბა, აბა, ჩვენ ყველაზე არასნობი ხალხი ვართ კუდაბზიკა აზნაურებიდან მოყოლებული rofl.gif
მანამდე ხო ლაპარაკიც ზედმეტია scenic.gif
tako_kakabadze
ციტატა
უბრალო არაფრისმაქნისი (უმაქნისი) მუქთახორა მეფე და სამეფო ოჯახი უნდა არჩინოს სახელმწიფომ (ხალხმა) მერე?


ამაზე პასუხი გაცემულია.




ციტატა
შეიძლება მეფემ პოლიტიკაში ჩარევა მოიწადინოს,

ერთი არგუმენტი მაინც მითხარი, რატომ უნდა მოინდომოს მეფემ პოლიტიკაში ჩარევა.

მეფეს არ ირჩევენ.


ციტატა
ჩვენი ამბავი რომ ვიცი, აქ შეიძლება მაგ მონარქიამ მახინჯი ფორმები მიიღოს,


რა ამბავი იცით ასეთი >ჩვენი"? რესპუბლიკის გამოცდილებაზე მეტი მგონია მასგისა გვაქვს-ნი ბ პერვოი.


ციტატა
მერე შეიძლება საპატრიარქომ მოიწადინოს ჩარევა


კონკორდატის შესახებ გსმენიათ რამე?


ციტატა
პირდაპირ თუ ირიბად.


რჩევას გულისხმობთ?


ციტატა
ჰოდა ასე...


მე თქვენ დებატებში გამოგიწვიეთ -მეორე სემესტრში, მეორე კორპუსში, წამოიყვანეთ თქვენი სოცპოლები და აქ კი არ ვიქირქილოთ, იქ დაიდოს არგუმენტეები.

ჰოდა ასე.
DAKOTA
არ მინდა არანაირი მონარქია
wintermoon
მე რატომღაც არ მგონია,რომ ინგლისივით იქნება ჩვენი ქვეყანა,იმიტომ რომ ინგლისზე რომაელების შემდეგ არავის უბატონია,ის თაობა კი რა ხანია წარსულს ჩაბარდა,ისინი თავისუფალი ხალხია.ჩვენ მონური აზროვნება გვაქვს,ეს იმაში გამოჩნდა,რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი თავზე დავისვით და რაც უნდა და სადაც უნდა იმას უშვება ჩვენს ქვეყანას და ერს!და მეფე დაბრუნდაო რო გაიგებენ,ალბათ მიწაზე გაერთხმებიან და ტუალეტში შესვლაზე ნებართვას ითხოვენ!დღევანდელი ქართული აზრი არაა მზად მეფე მიიღოს ისე,როგორც ეს ინგლისში,შვედეთში და სხვა ქვეყნებშია!
salomeaa
ციტატა(tako_kakabadze @ Feb 8 2009, 6:35) *
მე თქვენ დებატებში გამოგიწვიეთ -მეორე სემესტრში, მეორე კორპუსში, წამოიყვანეთ თქვენი სოცპოლები და აქ კი არ ვიქირქილოთ, იქ დაიდოს არგუმენტეები.


არგუმენტები არც აქვთ

ციტატა(Miss Green @ Feb 8 2009, 0:40) *
ეგ ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ჩვენი ამბავი რომ ვიცი, აქ შეიძლება მაგ მონარქიამ მახინჯი ფორმები მიიღოს, შეიძლება მეფემ პოლიტიკაში ჩარევა მოიწადინოს, მერე შეიძლება საპატრიარქომ მოიწადინოს ჩარევა პირდაპირ თუ ირიბად. ჰოდა ასე...


რა შუაშია აქ საპატრიარქო. მონარქის მახინჯი ფორმები კი არა ესეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს საპატრირქოსადმი. ყველაფერს უკუღმა რატო იგებთ? აი მართლა ვერ ვხვდები და ასეთი აგრესია რატო გაქვთ საპატრიარქოს მიმართ. ე. ი. აზრის თავისუფლებას საპატრიარქო ზღუდავს, პოლიტიკაში უხეშად ერევა, გადაცემებს ხურავს, ჯინსებს გიკრძალავთ და ძალიან ბევრი უაზრობა დაიპოსტა სხვა თემებშიც. ძალიან სასაცილოა, მართლა.
Miss Green
ციტატა(salomeaa @ 8th February 2009 - 16:06) *
რა შუაშია აქ საპატრიარქო. მონარქის მახინჯი ფორმები კი არა ესეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს საპატრირქოსადმი. ყველაფერს უკუღმა რატო იგებთ? აი მართლა ვერ ვხვდები და ასეთი აგრესია რატო გაქვთ საპატრიარქოს მიმართ. ე. ი. აზრის თავისუფლებას საპატრიარქო ზღუდავს, პოლიტიკაში უხეშად ერევა, გადაცემებს ხურავს, ჯინსებს გიკრძალავთ და ძალიან ბევრი უაზრობა დაიპოსტა სხვა თემებშიც. ძალიან სასაცილოა, მართლა.

აგრესია რა შუაშია?
რაღაც თეოკრატიულ-მონარქიული წყობის საფრთხე შეიძლება გაჩნდეს და ამაზე გავამახვილე ყურადღება.
tako_kakabadze
DAKOTA


ციტატა
არ მინდა არანაირი მონარქია


შენ არ გინდა, ჭიჭიკიას უნდა. 1.gif





Miss Green


ციტატა
რაღაც თეოკრატიულ-მონარქიული წყობის საფრთხე შეიძლება გაჩნდეს და ამაზე გავამახვილე ყურადღება


ნუ გეშინია, მეც მეშინია. smile.gif
jonny
რატო გინდათ მონარქია? king.gif თქვენი აზრით რა პლიუსები შეიძლება ქონდეს?
tako_kakabadze
jonny


დიდი თემაა და აუცილებლად დაგპატიჟებ დებატებზე.

მეფეს არ ირჩევენ.

მეფე აერთიანებს და მოწოდებულია "კეთილი" საქმეების საკეთებლად(მეცნიერების, კულტურის, განათლების პატრონაჟი, დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვა და ა. შ.) ამდენად, ის უყვარს ხალხს, რომელსაც ეტყობა გენეტიკური მოთხოვნილება აქვს, ვინმე უყვარდეს.


პოლიტიკა თავის ადგილს დაუბრუნდება. იქნება პრემიერი, რომელიც თუ მიქარავს, შეცვლიან.

იქნება პარლამენტი.

აღარ იქნება გადატრიალება, ომი, დიშოვი პოპულიზმი, გულისამრევი "მიშა-მიშა", "ზვიადი-ზვიადი", "ირაკლი თუ გადაგვარჩენს", ოქროს აკვანი და მესიის მოლოდინი.

ეს ძალიან მოკლედ.

სხვა ფორმატში შეგვიძლია საპარლამენტო რესპუბლიკები(აღმ. ევროპა) და კონსტიტუციური მონარქიები შევადაროთ სხვადასხვა პარამეტრებით და დამერწმუნე, შედარება ბევრ რამეზე მეტყველებს. smile.gif
Frei
ვიღაც ნაბ...რი რატომ უნდა იყოს ჩემი დედოფალი?? მონარქია არა ის, კარგი რომ ყოფილიყო არ შეიცვლებოდა
jonny
ციტატა(tako_kakabadze @ 9th February 2009 - 4:24) *
მეცნიერების, კულტურის, განათლების პატრონაჟი, დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვა

ამ ყველაფერს რო მივხედოთ და მოვუაროთ მეფე არაა საჭირო..დემოგრაფიული პრობლემაზე ზრუნვა მეფის გარეშეც შეიძლებაsmile.gif
ციტატა(tako_kakabadze @ 9th February 2009 - 4:24) *
პოლიტიკა თავის ადგილს დაუბრუნდება. იქნება პრემიერი, რომელიც თუ მიქარავს, შეცვლიან.

იქნება პარლამენტი.

ეს კიდე მომავლის იმედია, რომელიც ქართველებს მუდამ გვქონდა ხოლმეsmile.gif რა გარანტია გაქვს რო პოლიტიკა თავის ადგილს დაუბრუნდება?
giorgitab
ციტატა
რაღაც თეოკრატიულ-მონარქიული წყობის საფრთხე შეიძლება გაჩნდეს და ამაზე გავამახვილე ყურადღება.


მაგის შანსი ძალიან დიდია, მითუმეტეს ამ გადასახედიდან unsure.gif

ციტატა(tako_kakabadze @ 9th February 2009 - 4:24) *
მეფე აერთიანებს და მოწოდებულია "კეთილი" საქმეების საკეთებლად(მეცნიერების, კულტურის, განათლების პატრონაჟი, დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვა და ა. შ.) ამდენად, ის უყვარს ხალხს, რომელსაც ეტყობა გენეტიკური მოთხოვნილება აქვს, ვინმე უყვარდეს.


ჯერ ერთი რამდენჯერ ყოფილა მეფე გადაუგდიათ და მეორე არ გვინდა მაშინ ეგეთი მკვდარზე ვენოკი და იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, მითუმეტეს რომ ახლავე მონარქიას უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს ვიდრე საპარლამენტო რესპუბლიკას.

ციტატა(tako_kakabadze @ 9th February 2009 - 4:24) *
პოლიტიკა თავის ადგილს დაუბრუნდება. იქნება პრემიერი, რომელიც თუ მიქარავს, შეცვლიან.


ვინ შეცვლის? უუფლებო მეფე? თუ თვითონ წავა? არ თქვათ პარლამენტო სადაც როგორც დღეს ქვეყნის რეალურო მმართველი უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში?

არ მჯერა რარაც მაგ სისტემის, ყოველშემთხვევაში ახლა ხალხის აზროვნება ჯერ არააა კარგად ცამოყალიბებული ადრე თუ გვიან შეიძლება მოხდეს მაგრამ ახლა არა იმიტომ რომ მეფე სუბრალოდა არ აირცევს ის ხალხი ვისაც გაგანია კომუნიზმის დროს მეფის გინების მეტი არაფერი მოუსმენია, ჩემი ააზრით ამას რამდენიმე ტაობა და მენტალიტეტის კარგი ცვლა სჭირდება

ისე ევროპას ნუ ვადარებთ ჩვენს შემთხვევას იმიტომ რომ თუნდაც ბოლო საუკუნის მანძილზე სხვადასხვა გზა გამოვიარეთ და არაფერ შუაშია
Miss Green
ციტატა(jonny @ 9th February 2009 - 22:04) *
რა გარანტია გაქვს რო პოლიტიკა თავის ადგილს დაუბრუნდება?

არანაირი. ხალხშია პრობლემა და არა სისტემაში.

ციტატა(giorgitab @ 9th February 2009 - 22:15) *
ჯერ ერთი რამდენჯერ ყოფილა მეფე გადაუგდიათ

გილიოტინა მომართვით! :რობესპიერი: crazy.gif
tako_kakabadze
jonny

აუ, ვერფერი გაიგე. ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ?

საქმე იმაშია, რომ ეყოლება ამ ხალხს, რომელსაც , მოკალი და უნდა, რომ პირველი პირი უყვარდეს, ის ,ვინც ეყვარება.

მეფეს კიდევ არ ირჩევენ.


ჩვენ რესპუბლიკის ხალხი არ ვართ.
Miss Green

ციტატა
არანაირი. ხალხშია პრობლემა და არა სისტემაში.


საღოლ, მიხვდი. ხოდა, ვითვალისწინებთ პრობლემებს, მენტალობას, გენეტიკურ უმცირესობას.






მიშას და საერთოდ ნაციონალიზმს რომ აძლევდით ხმას, რა გარანტიები და მოლოდინები გქონდათ, მაგრა მაინტერესებს.

Frei

ციტატა
მონარქია არა ის, კარგი რომ ყოფილიყო არ შეიცვლებოდა


ჩვენ მეფე არ ჩამოგვიგდია.

jonny
ციტატა(tako_kakabadze @ 10th February 2009 - 3:05) *
საქმე იმაშია, რომ ეყოლება ამ ხალხს, რომელსაც , მოკალი და უნდა, რომ პირველი პირი უყვარდეს, ის ,ვინც ეყვარებ

სიყვარულით საკუთარი ოჯახი და მეგობრები უნდა უყვარდეს ხალხს და არა პოლიტიკოსები..
ისე ტერიტორიული მოწყობა არ აქვს საქართველოს ჯერ გარკვეული, არ ვიცით უნიტარულია თუ ფედერალური. ეს დაკარგული მიწების დაბრუნების მერე უნდა დადგინდეს. მანამდე კი საქართველოში მეფე რო იყოს წარმოიდგინე_ სამხრეთ ოსეთს დე-ფაქტო პრეზიდენტი ყავს, აფხაზეთს დე-ფაქტო პრეზიდენტი, კიდე ჩვენი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და უცბათ თბილისში მეფე ზის.. მაშინ გაჭირდება ფართო ავტონომიის შეთავაზება დიალოგის დროს ამ ტერიტორიებისათვის.
tako_kakabadze
jonny

იდეა,ებზე მელაპარაკები, მე რეალობაზე ვსაუბრობ.

რა უნდა უყვარდეს ერთია და მეორეა რა უყვარს და რას ეძებს.

გაითვალისწინე უახლესი ისტორია.


გავიწყდება, რომ არსებობს გაეღტიანებული სამეფოს მოდელი. ტერიტორიული მოწყობის მოდელები ავტონომიით და ფედერაციით არ შემოიფარგლება.


შეთავაზებით კიდევ, დემოკრატია და საბაზრო ეკონომოკა უნდა შესთავაზო. smile.gif
jonny
tako_kakabadze
პოლიტიკა თავის ადგილს დაუბრუნდება. იქნება პრემიერი, რომელიც თუ მიქარავს, შეცვლიან.


აღარ იქნება გადატრიალება, ომი, დიშოვი პოპულიზმი << ეს რეალობაა?? blum.gif



ციტატა(tako_kakabadze @ 10th February 2009 - 22:10) *
რა უნდა უყვარდეს ერთია და მეორეა რა უყვარს და რას ეძებს.


და რა იცი რა უყვარს და რას ეძებს?? ექვსი წლის წინათ მიშას "ვეძებდით", ეხა მიშას შემცვლელს. ეს უახლესი ისტორიიდან მაგალითი იმისა რო ლიდერებს დიდი ხნით ვერ ვგუობთ და არ გვინდა ერთ პიროვნებას შევციცინებდეთ თვალებში.


ციტატა(tako_kakabadze @ 10th February 2009 - 22:10) *
გაეღტიანებული სამეფოს მოდელი

მოდელი რომელიც აერთიანებს ინგლისს, უელსს, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას ხო? და ამ მოდელიდან გამოსვლაზე და დამოუკიდებლობაზე დიდი ხანია ჩრდილოეთ ირლანდია რო წვალობს გეცოდინება blum.gif
ციტატა(tako_kakabadze @ 10th February 2009 - 22:10) *
ტერიტორიული მოწყობის მოდელები ავტონომიით და ფედერაციით არ შემოიფარგლება.

შემოიფარგლება blum.gif titi.gif
tako_kakabadze
jonny

ციტატა
აღარ იქნება გადატრიალება, ომი, დიშოვი პოპულიზმი << ეს რეალობაა??


თავად განსაჯეთ. )


ციტატა
და რა იცი რა უყვარს და რას ეძებს?? ექვსი წლის წინათ მიშას "ვეძებდით", ეხა მიშას შემცვლელს. ეს უახლესი ისტორიიდან მაგალითი იმისა რო ლიდერებს დიდი ხნით ვერ ვგუობთ და არ გვინდა ერთ პიროვნებას შევციცინებდეთ თვალებში



შესაძლოა მიშებსა ძვიადებს სწორედ იმიტომ ეძებენ, რომ ქვეცნობიერად მეფეს ეძებენ(რა ქნან, უნდათ, რომ უყვარდეთ. შესაძლოა ეს ერთგვარ გენეტიკურ მოცემულობასავითაა).

მეფე არ იქნება ლიდერი . smile.gif


ციტატა
მოდელი რომელიც აერთიანებს ინგლისს, უელსს, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას ხო? და ამ მოდელიდან გამოსვლაზე და დამოუკიდებლობაზე დიდი ხანია ჩრდილოეთ ირლანდია რო წვალობს გეცოდინება



მანდ მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტია, რასაც ჩვენს შემთხვევაში ვერ იტყვი.


და მაგ წვალებიდან რა გამოუვიდათ რო?

დედოფალი მაინც აერთიანებს. smile.gif


ციტატა
შემოიფარგლება



უნიტარიზმი? კონფედერაცია? რეგიონალიზმი? smile.gif
wintermoon
მე მინდა რომ ჩემს ქვეყანაში იყოს დიდი უნიტაზი,დაახლოებით 300 ჰექტარი,ეს საზოგადოებას დააფიქრებს
tako_kakabadze
wintermoon


უფრო მეტს ჩარეცხავენ? smile.gif
rhcp_ako
მონარქია ჩემი აზრით ძალიან დიდი სისულელეა biggrin.gif რაცა ვართ იმას დავჯერდეთ და უკეთესი რესპუბლიკა შევქმნათ default.gif
jonny
ციტატა(jonny @ 10th February 2009 - 20:29) *
არ აქვს საქართველოს ჯერ გარკვეული, არ ვიცით უნიტარულია თუ ფედერალური.

უნიტარული ვთქვი blum.gif საქართველოს რეგიონალიზმის გაღვივება კიდე არავის აწყობს, ისედაც მძაფრადაა საკუთარი კუთხურობის შეგრძნება ჩვენში.
ციტატა(tako_kakabadze @ 10th February 2009 - 23:10) *
შესაძლოა მიშებსა ძვიადებს სწორედ იმიტომ ეძებენ, რომ ქვეცნობიერად მეფეს ეძებენ(რა ქნან, უნდათ, რომ უყვარდეთ. შესაძლოა ეს ერთგვარ გენეტიკურ მოცემულობასავითაა).

შეიძლება, მაგრამ რო აღმოჩნდეს რო არ იყოს მასე?? unsure.gif
tako_kakabadze
jonny

ეყვარებათ იმიტომ, რომ ის არ ჩაერევა პოლიტიკაში და აკეთებს კეთილ საქმეებს. smile.gif

მოკლედ, ბოლოსდაბოლოს შალვას და გრეჩიხას სიყვარული, ან ოქრუაშვილით დაბნედილი ქალები(დედა, რა ვაჟკაცურიაო), გაგვიმარჯოსჯიგაროქართველებო და ა. შ . ამას მაინც ვეღარ გაიგონებს ჩემი ყურები. smile.gif
Nobody
მე პირადად, წინააღმდეგი ვარ.

ჯერ ერთი, გაერთიანებული სამეფის მოდელი, ჩემი აზრით აქ საერთოდ არ გამოგვადგება. იმ ხალხისთვის დედოფალი საკუთარ ეროვნულ იდენტობასთან ასოცირდება. ინახავენ, უყვართ და პატივს სცემენ, იმიტომ რომ ეს მათი ისტორიაა, კულტურა და ყოველთვის ასე იყო. ეს იცის ბრიტანელმა ბაბუამ, შვილმა, შვილიშვილმა და ასეთი ცნობიერება გადაეცემა თაობებს. ჩვენ რაც შეგვეხება, მონარქიული წყობილება არანაირად არაა ამ ეტაპზე ცნობიერებაში ასე გამჯდარი (მით უმეტეს, რომ წყობილება რამდენჯერმე შეიცვალა ჩვენთან), უბრალოდ ეკლესიის მხრიდან გაუკეთდა ფიარი და ჩვენ კიდევ ვიცით, რომ რასაც ეკლესია ამბობს, ცალსახად კარგია. მომკალი და თანამედროვე ქართველისთვის ,არ მგონია ,მონარქიული წყობილება ასეთი ახლობელი იყოს.

მეორე, ის, რომ საქართველოს მართლა არ აქვს იმდენი რესურსი, კიდევ სამეფო ოჯახი არჩინოს (ჩვენი უბედურება გვეყოფა, ფინანსების უაზრო ხარჯვას რაც შეეხება, მაგ საქმეში).

და მესამეც - ნამდვილად არ მინდა, ჩემს ქვეყანაში არსებობდეს ე.წ. ცისფერსისხლიანების პრივილეგირებული გვარი. მე მგონი საზოგადოება ძლივს მივიდა იმ აზრამდე (და იმედია დასკვნამდეც მივალთ), რომ ადამიანები თანასწორები არიან სქესის, რასის, ეროვნების და ა.შ.(სხვათაშორის გვარისაც) მიუხედავად. მართლა არ მინდა კიდევ დაბრუნდეს ის განწყობა, როცა მონარქის დანახვაზე თავი მიწას უნდა უბრახუნო, მით უმეტეს ჩვენ ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს და სამწუხაროდ იმ პირების მიმართაც ასე ვიქცევით, ვისაც ხელფასს ვუხდით იმისთვის, რომ თავისი საქმე გააკეთონ (პრეზიდენტს და სახლმწიფო პირებს ვგულისხმობ). ახლა ისღა გვაკლდა, ისეთი ადამიანები გამოჩენილიყვნენ, ვინც დასაწყისშივე რაღაც თანდაყოლილი პრივილეგიებით მოდის.

მე ასე ვფიქრობ smile.gif
jonny
tako_kakabadze

ციტატა(tako_kakabadze @ 11th February 2009 - 21:53) *
მოკლედ, ბოლოსდაბოლოს შალვას და გრეჩიხას სიყვარული, ან ოქრუაშვილით დაბნედილი ქალები(დედა, რა ვაჟკაცურიაო), გაგვიმარჯოსჯიგაროქართველებო და ა. შ . ამას მაინც ვეღარ გაიგონებს ჩემი ყურები.

biggrin.gif
კიი მარტალია ეგ მართლა მომაბეზრებელია, მარა მერე პრემიერზე იქნება იმავენაირი პოლიტიკური დატვირთვა და ზეწოლა როგორიც ეხა პრეზიდენტზეა.. ასე რო მეფე პოლიტიკური ამბიციებიდან და ბინძური თამაშებიდან ვერ "გაასუფთავებს" ქართულ პოლიტიკას სამწუხაროდ..
tako_kakabadze
jonny

პრემიერი უფრო მეტად ჩრდილში მოექცევა, ვიდრე პრეზიდენტები იყვნენ-იქნება საქმის მკეთებელი კაცი, რომელსაც არ ირჩევენ და თუ საჭირო გახდა, დაითხოვენ. smile.gif

კონსტიტუციური მოონარქია რომ ვყოფილიყავით, ომი არ იქნებოდა.

რესპუბლიკის(ორივეს შემთხვევაში) -იქნებოდა. smile.gif


ციტატა
მეფე პოლიტიკური ამბიციებიდან და ბინძური თამაშებიდან ვერ "გაასუფთავებს" ქართულ პოლიტიკას სამწუხაროდ..



მთავარია ხალხის "სიყვარული" სხვა მიმართულებით წავა(ერთი პირის სიყვარული რომ ქვია), პოლიტიკაც ამოისუნთქავს და აღარ იქნება ერთი კაცის რადიკალდემოკრატნაციონალისტთა კრეტინი პარტიები. smile.gif
jonny
tako_kakabadze
ციტატა(tako_kakabadze @ 12th February 2009 - 7:34) *
კონსტიტუციური მოონარქია რომ ვყოფილიყავით, ომი არ იქნებოდა.

რესპუბლიკის(ორივეს შემთხვევაში) -იქნებოდა.

ეს შენი სურვილია, რომელსაც შენივე ვარაუდით ამართლებ...
ციტატა(tako_kakabadze @ 10th February 2009 - 22:10) *
იდეა,ებზე მელაპარაკები, მე რეალობაზე ვსაუბრობ.
blum.gif



vaQSo
საქართველოში დემოკრატიამ არ გაამართლა,ასე რომ დროა მის შეცვლაზე ვიფიქროთ. გაუმჯობესებამაც ვერ გვიშველა.


თუ ვინმე შემედავება არაო,მაშინ ვნახოთ როგორ უნდა იმუშაოს დემოკრეტიამ და მერე ვისაუბროთ საქართველოში მის წარმატებაზე.
tako_kakabadze
jonny


დანარჩენი დებატებზე იყოს-მარტში. smile.gif
zmaneba
ნუ მიუხედავად იმისა რომ თავადის გვარი მაქვს, ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა ვემხრობოდე მონარქიას .... მაგრამ რაში გვჭირდება ??? როგორც ინგლისი არჩენს თავის სამეფო კარს ახლა ჩვენც უნდა ვარჩინოთ ესპანეთიდან ჩამოსული მაძუნგალები ????
tako_kakabadze
vendetta777


წინა პოსტებს სულ არ კითხულობ ხოლმე?

ანუ მხოლოდ საკუთარ თავს უსმენ?


zmaneba
tako_kakabadze
არა დავდგები და წინა 3 გვერდს წავიკითხავ რამე ხომ არ გამომრჩათქო....

მე აქ ჩემის დასაფიქსირებლად ვარ... და არა სხვისების საკითხად და თან ამდენი გვერდის.....
tako_kakabadze
vendetta777

დააფიქსირეთ.


















დაგაფიქსირეს?smile.gif
2kija
ციტატა(vaQSo @ Feb 12 2009, 16:42) *
საქართველოში დემოკრატიამ არ გაამართლა,ასე რომ დროა მის შეცვლაზე ვიფიქროთ. გაუმჯობესებამაც ვერ გვიშველა.


თუ ვინმე შემედავება არაო,მაშინ ვნახოთ როგორ უნდა იმუშაოს დემოკრეტიამ და მერე ვისაუბროთ საქართველოში მის წარმატებაზე.

თამარ ეს არის მონარქიის საშუალო მომხრის მოსაზრება, ზუსტად ეს, რაც წერია, სიტყვასიტყვით (ხელმოწერიანად) გინდა თუ არა შენ ეს

----------

საპრეზიდენტო რესპუბლიკა არამხოლოდ საქართველოში არამედ ნებისმიერ ქვეყანაში (მიტუმეტეს ახალშექმნილ ქვეყნებში რომელთაც სამართლებლივი ისტორია არ გააჩნიათ ისეთი, რომ შედეგის დონეზე ჰქონდეთ) არის ყველაზე კარგი სისტემა

პირველ რიგში სახელმწიფოს უნდა მეთაურობდეს ხალხის მიერ არჩეული და არა უაზრო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ საფუძვლებზე არსებული რომელიმე გვარის წარმომადგენლები. ეს მეთაური უნდა იყოს მთავრობის თავმჯდომარეც თუმცა არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებები როგორც სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკებშია. შეზღუდული უნდა იყოს პარლამენტით და მოკლედ დანარჩენი სტანდარტულად


საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში მთელი ძალაუფლება გადადის პარლამენტის ხელში. ეს საქართველოში საშინელებაა, დაუშვებელია (მითუმეტეს ასეთი ტენდენციური ხალხია) პარლამენტს და მთავრობას ირჩევ ერთდროულად. ეს ნიშნავს რომ გამარჯვებული პარტია (რომელსაც მერწმუნეთ, აუცილებლად ჰყავს ექსცენტრიული ლიდერი george.gif იღებს მტლიან ძალაუფლებას ხელში)
თუ ამ ყველაფერს ემატება მონარქია ვიღებთ ერთ ოჯახს რომელიც უცნობი მიზეზების გამო საიდანღაც(რა მნიშვნელობა აქვს საიდან და რამდენით) უნდა დაფინანსდეს და ამავდროულად ოჯახის წევრს რომელიც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობ საფუძვლებზე შლის პარლამენტს

საპრეზიდენტო რესპუბლიკა (არასდროს არ აგერიოთ სუპერსაპრეზიდენტოში) არის ჩვენთვის იდეალური ვარიანტი friends.gif

tako_kakabadze
2kija

ამაზე ხვალ გიპასუხებ დაწვრილებით.

აი, ჩემს აბსოლუტურად სუბიექტურ არგუმენტზე რას იყვი, პირველი პირის სიყვარულის ავადმყოფობა რომ ქვია. გაკერპების ცდუნებას რამდენი გგონია რომ გაუძლებს საქართველოში?
2kija
tako_kakabadze
ეგ მგონია რომ ადამიანიების დამახასიათებელი უნდა იყოს. ქუჩაში შიშველი იმიტომ არ დადიან რომ ტეხავს. ეგეც უნდა ტეხავდეს და აღარ იქნება biggrin.gif

ისე მაგაზე ჩემი აზრი გითხარი ხუმრობით ამრა ვანდალური rofl.gif დრო უნდა გავიდეს rofl.gif
tako_kakabadze
2kija

ნუდისტების პლაჟები გინახავს? მარტო სირცხვილშია საქმე? smile.gif
2kija
tako_kakabadze
ხო რა. რაღაც ეგეთია blum.gif

ტენდენციებია საქართველოში სულ და ერთერთი ეს უნდა იყოს rofl.gif
tako_kakabadze
ციტატა
პირველ რიგში სახელმწიფოს უნდა მეთაურობდეს ხალხის მიერ არჩეული და არა უაზრო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ საფუძვლებზე არსებული რომელიმე გვარის წარმომადგენლები.



ისტორია თუ კარგად გაქვს წაკითხული გეცოდინება, როგორ მოხდა ბაგრატიონების სამეფო გვარად გამოცხადება. smile.gif



ციტატა
საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში მთელი ძალაუფლება გადადის პარლამენტის ხელში. ეს საქართველოში საშინელებაა, დაუშვებელია (მითუმეტეს ასეთი ტენდენციური ხალხია) პარლამენტს და მთავრობას ირჩევ ერთდროულად. ეს ნიშნავს რომ გამარჯვებული პარტია (რომელსაც მერწმუნეთ, აუცილებლად ჰყავს ექსცენტრიული ლიდერი იღებს მტლიან ძალაუფლებას ხელში)

drinks.gif


ციტატა
თუ ამ ყველაფერს ემატება მონარქია ვიღებთ ერთ ოჯახს რომელიც უცნობი მიზეზების გამო საიდანღაც(რა მნიშვნელობა აქვს საიდან და რამდენით) უნდა დაფინანსდეს



დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ გამოვთვლით, დღევანდელი (და არა მარტ დღევანდელი) პრეზიდენტის კანცელარიის ხარჯებსა და პირადად მის დაფინანსებას, გაცილებით ძვირი გვიჯდება, ვიდრე სამეფო ოჯახისა.


ციტატა
და ამავდროულად ოჯახის წევრს რომელიც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობ საფუძვლებზე შლის პარლამენტს



საფუძველი უცნობია? მაგალითად, ნოემბერში ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა. smile.gif და ნოემბერს აღარ მოყვებოდა აგვისტო sad.gif

თანაც, მონარქი არის პიროვნება, რომელმაც იცის, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება როგორც თვითონ, ასევე მისი შთამომავლებიც, შესაბამისად, მას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ამბიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პოლიტიკურად ობიექტური და მიუმხრობელია და ნებისმიერ შემთცვევაში სამართლიანობასა და კარგზეა smile.gif ორინტირებული.


ახლა კი, ვხვდები, რომ მონარქიაზე ცოტა ვრცლად უნდა ვისაუბრო sad.gif



თანამედროვე მსოფლიოში 48 მონარქიული სახელმწიფოა. მათგან 34 რეალური მონარქიაა: 13 ევროპაში. (ბელგია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, დანია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და ა.შ.). ყველა ამ სახელმწიფოში საპარლამენტო მონარქიაა.

მონარქი სახელმწიფოს მართვასთან დაკაშირებულ უფლებამოსილებებს რეალურად არ ფლობს. საპარლამენტო ფორმის მონარქიბში მონარქის უფლებამოსილებათა მოცულობა არაერთგვაროვანია. მაგ. შვედეთში სრულადაა გამიჯნული დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით. მონარქი, მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილია გამოიყენოს ვეტოს უფლება საკანონმდებლო აქტებზე, არ დაადასტუროს სამართლებრივი აქტები, ამ უფლებამოსილებას, ფაქტობრივად, ან არასოდეს, ან იშვიათად იყენებს - ანუ, საქართველოში, სადაც ხშირია საკანონმდებლო აქტებისა და ხშირად კონსტიტუციის "საკუთარ თავზე მორგების" ფაქტები, მონარქს შეეძლება შეზღუდოს ეს მოქმედებები.


საპარლამენტო მონარქია პოლიტიკურად და სოციალურად ნეიტრალური ინსტიტუტია, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრაციულ ფუნქციებს ასრულებს, რაც დამეთანხმებით წყალივით სჭირდება ჩვენს "საზოგადოებას". smile.gif

მწვავე პოლიტიკური კრიზისების გამოვლინების შემთხვევაში, საპარლამენტო მონარქია ასრულებს მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ ფუნქციას. ესეც გვჭირდება, როგორც მე და თქვენ ვიცით. smile.gif

რაც შეეხება ძალაუფლების ხელში მოქცევას, რომელი პარლამენტი გაუზრდის მონარქს ძალაუფლებას თავის ხარჯზე? მონარქი კი თვითონ ვერ მიინიჭებს უფლებამოსილებებს.

გარდა ამისა, თითოეული სახელმწიფო მოწყობის მოდელი უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების ისტორიას, ღირებულებებს, ფასეულობებსა და მის მენტალობას.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად აბსოლუტური მონარქოა იყო, მეფე ყოველთვის იზღუდებოდა მსხვილი ფეოდალების მიერ, გამოდის, რომ საქართველოს შეზღუდული მონარქიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. smile.gif


რაც შეეხება საფუძვლებს, საქართველომ 200 წლის შემდეგ აღადგინა დამოუკიდებლობა, რითაც, გარკვეულ წილად, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა, რომლის სრულად აღდგენა მონარქის დაბრუნებითაა შესაძლებელი. ისტორიული სამართლიანობის მთლიანად აღდგენის შემთხვევაში ამ სახელმწიფოს შესახებ ვერავინ იტყვის, რომ სამართლებრივი ისტორია არ აქვს. smile.gif


გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში (რუსეთისგან განსხვავებით) მონარქი არ ჩამოგვიგდია, არ დაგვიხვრეტია და სწორედ ბაგრატიონები ედგნენ სათავეში უამრავ აჯანყებას დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის.

გარდა ამისა, ყველაზე მეტყველი სტატისტიკაა, ყველა მონარქიულ (ევროპაში) სახელმწიფოში, მ.შ.პ. და შობადობის მაჩვენებელი აღემატება საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკების მაჩვენებელს. გამოდის, რომ თუ დემოგრაფიული საკითხები, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ჩამოშორდება პოლიტიკას და ეყოლება სტაბილური მფარველი, გაცილებით მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს მოქალაქე (შვილების გაჩენის არ შეეშინდება) smile.gif


მიუხედავად ამისა, მეც ვეთანხმები თორნიკეს, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი საპრეზიდენტო რესპუბლიკა იქნება. ჯერ საზოგადოებამ უნდა გაიაროს გარდამავალი პერიოდი, მოემზადოს მონარქიისათვის, ვიღაც-ვიღაცეებს რომ არ ეგონოთ, ფეოდალიზმი ბრუნდება და თავად-აზნაურობა აღდგება, არიქა, თავს უშველეთო. smile.gif drinks.gif


და მაინც, რატომაა ნიდერლანდები ზოგ-ზოგიერთებისთვის სასურველი ქვეყანა? იმიტომ, რომ იქ მონარქიაა rofl.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.