დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კახეთო, ჩემო კახეთო...
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2, 3
patara kaxi
კახელებო,გავიცნოთ ერთმანეთი. ვისაც გიყვართ კახეთი დაწერეთ რამე. ვისაც არ გიყვართ იმათაც დაპოსტეთ... sad.gif

კახელებო ძალიან მიყვარხართ და ეს ლექსი თქვენ: vishenka_33.gif

აი კახეთი


აი,კახეთი...
მუხლებმაგარი
გომბორი, მხრებით ცას რომ ეხება.
ივრის პირებზე ფრთხილი ვერხვები
და დათოვლილი მთების ფაფარი.

ვაზები,დილის ნამნასხუები.
ცა-ვარსკვლავებით საცსე კალათა,
დაოქროვილი ხოდაბუნები
და ნამუხლარი მამაპაპათა.

აი,კახეთი...
ზავთით, ზრიალით
უნავარდნია მტერს ამ ტრამალზე,
ხარ-ირემ მოკლულ ფურებს,ლამაზებს,
ცრემლი სდენიათ ალაზნიანი.

აქ ირხეოდა ხმები ლაშქრულის
და ქუდზე კაცი ფეხზე დგებოდა
ვაჟკაცთა სისხლით იჟანგებოდა
მიწა.წყურვილით გილდაშაშრული.

აი,კახეთი...
მთებზე,ველებზე,
რომ არ წყდებოდა ხმლების თარეში,
თვალმოციმციმე ქალიშვილები
ყვავილებივით სჩანან ყანებში.

აქ ნაციხარიც ყვავის ამიერ
ათასი ბრძოლით გადაბუგული
და დარბაისელ "მრავალჟამიერს"
გულიდან გულზე გააქვს გუგუნი.

ზოგან ალაზნის ტალღა ჩაიმღერს,
ზოგან ქაფქაფებს ზვირთი იორის
და აქლემების ქარავანივით
მიიზლზნება კავკასიონი.

ხან მუხლს ჩაიხრის ქარი ველური
და ღამე დნება სხივთა ქარვაში.
შორს ორი ალვა,როგორც ქალ-ვაჟი,
დგას ყელითყელზე გადახვეული.

წმინდაა,როგორც დედის მანდილი,
ჩემი ლამაზი ქვეყნის მიდამო.
მინდა,სიმღერამ ამოვარდნილმა
გულის ფესვები ამოიტანოს.

მსურს,ამ მიწაზე ძირჩანერგილი,
მეც ვშრიალებდე,როგორც ჩინარი,
რომ სიკვდილამდე გზას მიჩაღებდეს
ეს სილამაზე დაუჩრდილავი.
friends.gif friends.gif friends.gif
patara kaxi
კახეთი და კახელები რომ ძალიან მიყვარს,მგონი,მითქვამს და კიდე ვამბობ. baby.gif
კახეთი მართლა სხვანაირი კუთხეა,ისეთისილამაზის, რომელიც უცხო ხალხისთვის ძნელად შესამჩნევია.ასევეა კახელი ხალხიც...კარგად უნდა გაიცნო, რომ გაუგო.და თუ დაუგეე.... 1.gif 1.gif 1.gif

კახელებო,ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ამით დავიწყებ. აი,რას წერს დოჩანაშვილი კახელებზე:


ეს ის მხარე იყო, საიდანაც ყველაზე მეტად შემოდიოდა ათასნაირი ჯურის მტერი და დასვენებულ მკლავს პირველად კახელებზე ცდიდა. ისინი კი, თავიანთ მიწაზე მშვიდად, უზომოდ შეყვარებულები ხმალს დაავლებდნენ ხელს და,მოგეხსენებათ ისე ხმარობდნენ...სწორედ სიკვდილთან სიახლოვემ გახადა ეს ხალხი დინჯი,ყველანაირი გაჭირვების დაუწუწუნებლად ამტანი და ერთთავად ბრძოლის მოლოდინში ხალხს გადაავიწყდა ზედმეტ სიტყვათა და ქათინაურთა ხმარება,და ასე გამოჰყვათ.ასევე ერთგულად შეინარჩუნეს უბრალოება,ღრმა ბუნება,მიწისადმი სიყვარული....


wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
Nobody
მეც კახელი ვაააააარ wub.gif
patara kaxi
ციტატა(Nobody @ Feb 4 2009, 17:59) *
მეც კახელი ვაააააარ wub.gif


და საიდან?smile.gif

შემოგვაწიე ერთი-ორი ტკბილი სიტყვა...
nino _13
მრავალ ტანჯვისა და ბრძოლის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო, კახელებო drinks.gif drinks.gif drinks.gif drinks.gif



ისე კახეთში დავიბადე და გავიზარდე, მარა წარმოშობით მოხევე ვარ, სოფელ სნოდანაა ჩვენი გვარი
chubi
იცით ძვირფასებო მაგრად მიყვარხართ, მაგრამ აქ მარტო რაჭველები ვბლატაობთ blum.gif
nino _13
ჯოჯიკაურები და ღუდუშაურები იყვნენ ჩემი წინაპრები default.gif





chubi
გაბლატავებთ თქვენ ...blum.gif
chubi
აბა ღვინის სმაში მნახე ვინა ვააარ biggrin.gif biggrin.gif
ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ!!! biggrin.gif biggrin.gif
nino _13
ღვინის სმაში კახელები მართლა მაგრები ვართ drinks.gif

ციტატა(patara kaxi @ 4th February 2009 - 16:56) *
ეს ის მხარე იყო, საიდანაც ყველაზე მეტად შემოდიოდა ათასნაირი ჯურის მტერი და დასვენებულ მკლავს პირველად კახელებზე ცდიდა. ისინი კი, თავიანთ მიწაზე მშვიდად, უზომოდ შეყვარებულები ხმალს დაავლებდნენ ხელს

მართალია wub.gif

chubi
ამ დროს საცოდავი რაჭველები იმ სიცხეში გახურებულ თონეში პურს აცხობდნენ biggrin.gif
nino _13
აუუუუ ჩემი რთველი გამახსენდა wub.gif





ეს სადმე სოფელში იქნება გადაღებული

biggrin.gif

ყვარელში თუ ხართ ვინმე ნამყოფი გეცოდინებათ ეს ადგილი




აი მაგარი კაციიიი biggrin.gif



აქ რა წერია რუსულად ვერ გავიგე sad.gif


ზაფხულში მივდივარ ხოლმე ალაზანზე default.gif
nino _13
წავედი მე ეხლა კახეთში და მაგარს ვილოთავებ, თან ძაან მაგარი ღვინო მაქვს სახლში default.gif გეპატიჟებით drinks.gif drinks.gif drinks.gif drinks.gif
Nobody
ციტატა(patara kaxi @ Feb 4 2009, 13:12) *
და საიდან?smile.gif

შემოგვაწიე ერთი-ორი ტკბილი სიტყვა...



მამაჩემის მხრიდან ყვარლის რაიონში მაქვს სოფელი, ხოდა ბაბუაჩემი კიდევ (დედაჩემის მამა) სიღნაღის რაიონიდანაა წარმოშობით.
აი, ასეთი ორმხრივი კახელი ვარ drinks.gif biggrin.gif

სიმართლე გითხრა, ახლა იშვიათად ჩავდივარ ხოლმე, ზაფხულში ცხელა ძალიან biggrin.gif ისე ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით, შემოდგომაზეც, თათარობას, რთველში... ხოდა ბებიაჩემს ნერვებს ვუშლიდით: მე და ჩემი ძმა სულ დავსდევდით ქათმებს, ინდაურებს, თხას. სოფელში ყველა ბავშვს ეკიდა ეს ქათმები, შეჩვეულები იყვნენ, ჩვენთვის კიდევ მოვლენა იყო და ბებიაჩემი ვერ გვიგებდა ხოლმე biggrin.gif მერე ჩამოგვყავდა თბილისში, ვუვლიდით, ვეფერებოდით, მაგრამ, ჩვეულებრივ დიდხანს ვერ გვიძლებდნენ და მათი გასვენება-დაკრძალვაც ერთი ცერემონიალი იყო (უჰ, ძალიან გადავიჭერი მოგონებებში blush2.gif )

აი, თათარობა კახეთში მართლა მოვლენაა რა wub.gif (ჩემთვის!!! იმიტომ, რომ ყურძენი არ მიყვარს არც საჭმელად, არც საკრეფად და შესაბამისად რთველიც ისე რა biggrin.gif)
ხო, კიდევ ხშირად ჩავდიოდით აღდგომის მეორე კვირას, კვირაცხოვლობას ანუ, ჩვენი სოფლის დღესასწაულია და ძალიან მომწონდა. ეკლესიასთან ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის სხვადასხვა სოფფლიდან და ეწყობა იქ მთელი ამბები, ჭიდაობა, გათამაშებები და რა ვიცი... მერე ქეიფია. ბოლოს.

ღვინოს რაც შეეხება, მაგაზე მე მგონი ორი აზრი არ არსებობს biggrin.gif

დღეში ერთ ჭიქას მაინც ვსვამ, როგორც წესი crazy.gif
patara kaxi
chubi

იბლატავეთ,იბლატავეთ.საბლატაო არ გაქვთ და ტყუილად მაინც იბლატავეთ რაჭველებმა. girl_haha.gif
აი,რაც შეეხება ღვინოს და პურს,ხმას როგორ ირებ,ბიჭო. girl_blum.gif

nino_13

მოვდივარ იცოდე შენთან. girl_in_love.gif

nobody

შენ მაგარი ვინმე ჩანხარ,არადა აქამდე არ გიცნობდი....sad.gifმეც სიღნაღელი ვარ. 1.gif baby.gif
Nobody
patara kaxi


blush2.gif

air_kiss.gif

ძალიან ლამაზია სიღნაღი, ბუნებრივად ძალიან ლამაზია, რა გადმოსახედია crazy_pilot.gif
Frei
ციტატა(Nobody @ 5th February 2009 - 11:59) *
ჩავდიოდით აღდგომის მეორე კვირას, კვირაცხოვლობას ანუ, ჩვენი სოფლის დღესასწაული

ჭიკაანიდან ხარ??? spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif

კახეთი მაგარია wub.gif wub.gif wub.gif
patara kaxi
ციტატა(Nobody @ Feb 5 2009, 12:34) *
patara kaxi

ძალიან ლამაზია სიღნაღი, ბუნებრივად ძალიან ლამაზია, რა გადმოსახედია crazy_pilot.gif


ჰო და ძალიან მწყდება გული,როცა ალზნის ხედსა და ბებერ გალავანზე მეტად ახლადშეღებილი აივნები რომ ხიბლავთ ხოლმე.მე ძველი,ჩამონგრეული სიღნაღი მირჩევნია,არაფრად რო არ აგდებდნენ ხოლმე. wub.gif wub.gif wub.gif
ისე მე თვითონ სიღნაღში არ ვცხოვრობ,ბოდბელი ვარ.ბაბუაშენი საიდან იყო?


ციტატა(Frei @ Feb 5 2009, 13:18) *
კახეთი მაგარია wub.gif wub.gif wub.gif


ახალი ამბავიიიი... girl_haha.gif girl_blum.gif girl_haha.gif
Nobody
ციტატა(Frei @ Feb 5 2009, 9:18) *
ჭიკაანიდან ხარ??? spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif


ხოოოო 1.gif
შენც? თუ ნამყოფი ხარ ისე? danc.gif


patara kaxi

ბაბუაჩემი ვაქირიდან smile.gif
fisherman
Nobody
აუ ჭიკაანი გავაზზე რა დანგრეული გზა იყო ახალსოფელში რომ მივდიოდი ეხლაც მახსოვს ეგ ტანჯვა რაც მაგ გზაზე გავლისას განვიცდიდი, კი დააგეს ეხლა მანდაც და მთისძირშიც
ჭიკაანში ნაზუქივით გოგოები მეგულებაbiggrin.gif
Nobody
ზვიო

ხოოო, დანგრეული გზა იყო biggrin.gif ზაფხულში - მტვერი, ზამთარში - ტალახი biggrin.gif
patara kaxi
ციტატა(nino _13 @ Feb 5 2009, 0:06) *
მრავალ ტანჯვისა და ბრძოლის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო, კახელებო drinks.gif drinks.gif drinks.gif drinks.gif


ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!


wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
fisherman
ციტატა(patara kaxi @ Feb 5 2009, 14:44) *
ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!
wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

კარგიაsmile.gif
ვისი ლექსია?
Frei
ციტატა(Nobody @ 5th February 2009 - 14:08) *
ხოოოო
შენც? თუ ნამყოფი ხარ ისე?
ჩემი ნათესავი ცხოვრობს მანდ
ციტატა(ზვიო @ 5th February 2009 - 14:13) *
უ ჭიკაანი გავაზზე რა დანგრეული გზა
აბა ბავშვობაში სოფელში წასვლა მაგის გამო მეჯავრებოდა biggrin.gif biggrin.gif
ციტატა(ზვიო @ 5th February 2009 - 14:13) *
ჭიკაანში ნაზუქივით გოგოები მეგულება

მეც , მეც
patara kaxi
ციტატა(ზვიო @ Feb 5 2009, 14:47) *
კარგიაsmile.gif
ვისი ლექსია?

არ ვიცი.sad.gifმარტო ის ვიცი,რომ მაგ ლექსზე მეც ალაზანს ველივით ჩავფიქრდები,მკერდში ნაღმი თითქოს უნდა აფეთქდესო,ცისკენ მინდა ავიხედო,უამრავი სათქმელი მახრჩობს და "მრავალჟამიერის" სიმღერა მინდა.ხელებს კი ვერ დავყურებ,არ მაქვს კოჟრიანი და ზარმაცი ვარ.ამ დროს ვფიქრობ,რომ არ ვარ კახელობის ღირსი. sorry.gif
pensioneri
ეჰ,როგორ მენატრება კახეთი...
არადა ალბათ კაი ხანს ვერ ვნახავsad.gif
patara kaxi
ციტატა(pensioneri @ Feb 5 2009, 15:49) *
ეჰ,როგორ მენატრება კახეთი...
არადა ალბათ კაი ხანს ვერ ვნახავsad.gif

მე მოგიკითხავ მაღაროს. 1.gif
pensioneri
patara kaxi
კაიsad.gif

მშობლიური მიწა ჩამომიტანეsmile.gif
patara kaxi
ციტატა(pensioneri @ Feb 5 2009, 16:01) *
patara kaxi
კაიsad.gif

მშობლიური მიწა ჩამომიტანეsmile.gif

მართლა?smile.gif
შეინახავ,რომ ჩამოგიტანო? 1.gif
patara kaxi
ციტატა(ზვიო @ Feb 5 2009, 16:17) *
კაი ღვინო რქაწითელიsmile.gif

ეეჰ!!!ეგ დალოცვილი,რა სიამოვნებით დავლევდი...
მე ღვინის დაწურვა მიყვარს მაგრად, მერ არ მაწურინებენ,მაგრამ...რთველიდან რომ მოვდივართ,დედა მეუბნება მაგიდის გაშლაში მომეხმარეო.მე კიდე დაწურვას ვუყურებ ხოლმე.უფრო სწორად ვუყურებდი. 1.gif ახლა ბოლო 2 რთველი გავაცდინე.sad.gif
fisherman
ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეში, თელავიდან, ყვარელიდან, ან სიღნაღდან აღმოსავლეთით, ალაზნის ველს უნდა უყუროს
salomeaa
ციტატა(ზვიო @ Mar 2 2009, 18:08) *
ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეში, თელავიდან, ყვარელიდან, ან სიღნაღდან აღმოსავლეთით, ალაზნის ველს უნდა უყუროს

რა პოეტური გამოსვლა იყო . . . u.gif
რა სასწაული ხდება აბა მოყევი
nino _13
ციტატა(ზვიო @ 2nd March 2009 - 17:08) *
ალაზნის ველს უნდა უყუროს

ზაფხულში დავდივართ ხოლმე ალაზანზე, მაგარია
zmaneba
ვირების გადმოსახედო კახეთო, ჩემო კახეთო. rofl.gif
patara kaxi
ლხინი კახელებთან
ლადო ასათიანი
მე ჩემი სახლი გამხსენებია,

გამხსენებია ყველა კეთილი...

თქვენთან ნადიმში დამთენებია,

არ დავრჩენილვარ გულდაწყვეტილი.


მე განმიცდია მთის იდილია

და საარაკო ლხინი მზიური,

მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,

უფრო ნაცნობი და მშობლიური.


ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,

არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,

მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,

უფრო სოფლური და ვაჟკაცური.


B A R O N
ნაფარეულიდან ხო არავინა ხართ ბჯოუუუუ? biggrin.gif
fisherman
რაც აუცილებლად უნდა ნახო, ადრე თუ გვიან

ღირსშესანიშნაობები:

*
ალავერდი(X-XVII სს.),
*
ალვანი(VIII-IXსს.),
*
ბაიხოს სამება(VII ს.),
*
კვეტერას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია(VIII-XI სს.),
*
მატანის ციხე(XVIII ს.),
*
გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.), ვ
*
აზისუბნის ორმოცნი(VI ს.),
*
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.),
*
ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი(X-XI სს.),
*
ზეგაანის ყველაწმინდა(Vი-VII სს.) და წმ. მარინეს ეკლესია(V ს.),
*
კარდენახის საბაწმინდა(VI-XIV სს.),
*
სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XVI სს.),
*
ჭერემის ციხე-ქალაქი(V ს.),
*
წერმის სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XI სს.) და სასახლე(VIII-IX სს.),
*
ხორაუგის ქვაბთა სისტემა,
*
ვაზიანის ამაღლება(X ს.),
*
ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი(V ს.),
*
აკურას სამნავიანი ბაზილიკა(IX ს.), ა
*
ხალი შუამთა (XVI ს.),
*
ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.),
*
ბატონის ციხე(XVII ს.),
*
იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.),
*
კირისხევის ღვთისმშობლის ეკლესია(VI-VII სს.),
*
კონდამიანის უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი(VI ს.),
*
ძველი შუამთა(V_VII სს.),
*
ლელიანის სამონასტრო კომპლექსი(X_XI სს.),
*
ბერების სერი,გამოქვაბულთა კომპლექსი(VI-VIII სს.),
*
დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.),
*
კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.),
*
ნაომარი გორა(ძვ. წ. II-I ათასწლ.),
*
საგარეჯოს წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დარბაზული ეკლესია(XVIII ს.),
*
მანავის გუმბათიანი ეკლესია(XVIII ს.),
*
მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი(VI-XIX სს.),
*
ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), ც
*
იხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.),
*
ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.),
*
ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.),
*
ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.),
*
გრემი (XVI ს.),
*
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX),
*
ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.),
*
ყვარლის ციხე(XVI-XVII სს.),
*
ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია, ა
*
ღდგომის ტაძარი(XVI-XVII სს.),
*
ძველი გავაზის ღვთისმშობლის ტაძარი(V_VI სს.),
*
შილდას ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი, ტელავის ძველი გალავანი(VIII-IX სს.)
*
ხაშმის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს) და სასახლე(IX-X სს.),
*
დუბის დედათა მონასტერი(VI ს.),
*
უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში,
*
ჯანდიერაანთ ციხე, მანავის ციხე(შუა საუკ.),
*
ახმეტის ოთხკუთხა კოშკი,
*
ჩაილუირის ციხე-გალავანი(შუა საუკ.),
*
ილიას ქანდაკება ილიას გორაზე(ყვარელი),
*
დურუჯის ხეობის ლოდი,
*
ყვარლის ღვინის გვირაბი,
*
ყვარლის საფუტკრეები და ფიქალები,
*
უდაბნოს სვეტი,
*
ქილაკუპრი და ფორფოტები(ტალახის ვულკანები)

მუზეუმები:

* ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი,
* თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,
* გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი,
* ვ. სარაჯიშვილის,
* ვ. გოძიაშვილის,
* ილო მოსაშვილის,
* ი. ევდოშვილის,
* ს. მირიანაშვილის,
* ს. შანშიაშვილის,
* ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები,
* ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი,
* ი. ჭავჭავაძის მუზეუმი,
* მარჯანიშვილის მუზეუმი,
* ახმეტის,
* გურჯაანის,
* დედოფლისწყაროს,
* საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

დაცული ტერიტორიები:

* ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
* თუშეთის ეროვნული პარკი;
* ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;
* ლაგოდეხის აღკვეთილი;
* ივრის აღკვეთილი;
* ჭაჭუნის აღკვეთილი
B A R O N
ციტატა(ზვიო @ 15th March 2009 - 19:23) *
ალავერდი(X-XVII სს.),
*
ალვანი(VIII-IXსს.),
*
ბაიხოს სამება(VII ს.),
*
კვეტერას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია(VIII-XI სს.),
*
მატანის ციხე(XVIII ს.),
*
გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.), ვ
*
აზისუბნის ორმოცნი(VI ს.),
*
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.),
*
ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი(X-XI სს.),
*
ზეგაანის ყველაწმინდა(Vი-VII სს.) და წმ. მარინეს ეკლესია(V ს.),
*
კარდენახის საბაწმინდა(VI-XIV სს.),
*
სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XVI სს.),
*
ჭერემის ციხე-ქალაქი(V ს.),
*
წერმის სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XI სს.) და სასახლე(VIII-IX სს.),
*
ხორაუგის ქვაბთა სისტემა,
*
ვაზიანის ამაღლება(X ს.),
*
ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი(V ს.),
*
აკურას სამნავიანი ბაზილიკა(IX ს.), ა
*
ხალი შუამთა (XVI ს.),
*
ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.),
*
ბატონის ციხე(XVII ს.),
*
იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.),
*
კირისხევის ღვთისმშობლის ეკლესია(VI-VII სს.),
*
კონდამიანის უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი(VI ს.),
*
ძველი შუამთა(V_VII სს.),
*
ლელიანის სამონასტრო კომპლექსი(X_XI სს.),
*
ბერების სერი,გამოქვაბულთა კომპლექსი(VI-VIII სს.),
*
დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.),
*
კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.),
*
ნაომარი გორა(ძვ. წ. II-I ათასწლ.),
*
საგარეჯოს წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დარბაზული ეკლესია(XVIII ს.),
*
მანავის გუმბათიანი ეკლესია(XVIII ს.),
*
მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი(VI-XIX სს.),
*
ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), ც
*
იხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.),
*
ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.),
*
ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.),
*
ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.),
*
გრემი (XVI ს.),
*
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX),
*
ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.),
*
ყვარლის ციხე(XVI-XVII სს.),
*
ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია, ა
*
ღდგომის ტაძარი(XVI-XVII სს.),
*
ძველი გავაზის ღვთისმშობლის ტაძარი(V_VI სს.),
*
შილდას ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი, ტელავის ძველი გალავანი(VIII-IX სს.)
*
ხაშმის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს) და სასახლე(IX-X სს.),
*
დუბის დედათა მონასტერი(VI ს.),
*
უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში,
*
ჯანდიერაანთ ციხე, მანავის ციხე(შუა საუკ.),
*
ახმეტის ოთხკუთხა კოშკი,
*
ჩაილუირის ციხე-გალავანი(შუა საუკ.),
*
ილიას ქანდაკება ილიას გორაზე(ყვარელი),
*
დურუჯის ხეობის ლოდი,
*
ყვარლის ღვინის გვირაბი,
*
ყვარლის საფუტკრეები და ფიქალები,
*
უდაბნოს სვეტი,
*
ქილაკუპრი და ფორფოტები(ტალახის ვულკანები)

მუზეუმები:

* ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი,
* თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,
* გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი,
* ვ. სარაჯიშვილის,
* ვ. გოძიაშვილის,
* ილო მოსაშვილის,
* ი. ევდოშვილის,
* ს. მირიანაშვილის,
* ს. შანშიაშვილის,
* ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები,
* ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი,
* ი. ჭავჭავაძის მუზეუმი,
* მარჯანიშვილის მუზეუმი,
* ახმეტის,
* გურჯაანის,
* დედოფლისწყაროს,
* საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

დაცული ტერიტორიები:

* ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
* თუშეთის ეროვნული პარკი;
* ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;
* ლაგოდეხის აღკვეთილი;
* ივრის აღკვეთილი;
* ჭაჭუნის აღკვეთილი

შენი ჭირიმე შენია
ჯამს წვეთი რ შერჩენია
შეგარგოს ვაზის ნაჟური
ვაჟი ყოფილხარ ვაჟური

ჩავასწორე smile.gif
B A R O N
ციტატა(B A R O N @ 15th March 2009 - 19:25) *
salomeaa

მადლობთ თორე შევრცხვი კაციsmile.gif
fisherman
ინანიშვილის ლხინი კახელებთან თუ გაქვთ კომპში
ან
ინტერნეტში
დადეთ აქ წაიკითხავენ ვისაც წაკითხული არ აქვს, უფრო კარგად შეიგრძნობენ კახურ ხიბლს, სამწუხაროდ მე ელ. ვერსია არ მაქვს თორემ დავდებდი
salomeaa
ციტატა(B A R O N @ Mar 23 2009, 13:29) *
მადლობთ თორე შევრცხვი კაციsmile.gif

არაუშავს : ))))))
მე არ შემიმჩნევია
fisherman
ეს აღდგომას ახალსოფელში წავედი და იქ გადავიღე,
ძველი გავაზის ღვთისმშობლის (ბაზილიკური ???) ტიპის ტაძარია (სოფელი_ახალსოფელი, ყვარლის რაიონი ,V_VI სს.),
რესტავრაცია ჩაუტარდა და
ასე გამოიყურება smile.gif
xareba
Dj. Parikmaxer'

თუ ამ სურათზე გამოსახულ ტაძარს გულისხმობ ბაზილიკა არაა აშკარად smile.gif
ცენტრალურგუმბათოვანია smile.gif
fisherman
ციტატა(xareba @ Apr 23 2009, 9:59) *
Dj. Parikmaxer'

თუ ამ სურათზე გამოსახულ ტაძარს გულისხმობ ბაზილიკა არაა აშკარად smile.gif
ცენტრალურგუმბათოვანია smile.gif

რავი ზოგან მასე წერია
არადა ბაზილიკა ხომ უგუმბათოა, თან ამ ეკლესიაში ბურჯები არის განლაგებული წრიულად რაც ცალკე ნავს ქმნის, ინტერიერიც გადამეღო კარგი იქნებოდა
მასეთი განლაგება ბურჯების სხვაგან არ შემხვედრია
xareba
ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 23 2009, 11:05) *
რავი ზოგან მასე წერია
არადა ბაზილიკა ხომ უგუმბათოა, თან ამ ეკლესიაში ბურჯები არის განლაგებული წრიულად რაც ცალკე ნავს ქმნის, ინტერიერიც გადამეღო კარგი იქნებოდა
მასეთი განლაგება ბურჯების სხვაგან არ შემხვედრია

ხო უგუმბათოა, თან ფორმაც სხვანაირია ბაზილიკის, ასეთი მრგვალი მოყვანილობა არ ახასიათებს ბაზილიკას.
თავდაპირველად იყო შეიძლება ბაზილიკა, რომლის ფორმებიც რესტავრაციის შემდეგ ძალიან შეცვალეს ალბათ.
რაც არ ვიცი არ ვიცი smile.gif
nino _13
ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 21 2009, 11:40) *
ეს აღდგომას ახალსოფელში წავედი და იქ გადავიღე,
ძველი გავაზის ღვთისმშობლის (ბაზილიკური ???) ტიპის ტაძარია (სოფელი_ახალსოფელი, ყვარლის რაიონი ,V_VI სს.),
რესტავრაცია ჩაუტარდა და
ასე გამოიყურება smile.gif

აუ ამ სურათს თუ აქ ვნახავდი არ მეგონა biggrin.gif

სამებობას უფრო მაგარი ჭიდაობები იყო ხოლმე biggrin.gif ჩემ ძმას რომ ვბალეშიკობდი ხოლმე რა დრო იყო biggrin.gif

აუ ნეტა ვინ არიან თუ ვიცნობ, აშკარად ჩემი სოფლელები ჭიდაობენ
fisherman
ციტატა(nino _13 @ Apr 25 2009, 22:20) *
აუ ამ სურათს თუ აქ ვნახავდი არ მეგონა biggrin.gif

სამებობას უფრო მაგარი ჭიდაობები იყო ხოლმე biggrin.gif ჩემ ძმას რომ ვბალეშიკობდი ხოლმე რა დრო იყო biggrin.gif

აუ ნეტა ვინ არიან თუ ვიცნობ, აშკარად ჩემი სოფლელები ჭიდაობენ

სამებობა არაა სამებობის წინა დღეა smile.gif

კი მითხრეს დარჩი სამებობასო მაგრამ მეჩქარებოდა და მაგ დილით წამოვედი

ყველაზე მაგარი ის იყო გურჯაანიდან ისეთი შეზარხოშებული წავედი ახალსოფელში მარშუტკა შემეშალა და აფენი- ბაისუბანს გავყევი, მერე გზაში რომ ვიყავი დამირეკა ბიძაშვილმა და რომ ვეუბნებოდი 5 წუტში ახალსოფელში ვარ მეთქი, მძღოლმა მითხრა რაი შვილო სხვაგან მოხვდიო biggrin.gif გრიგოლეთთან ჩამომსვა და ტაქსიტ მივედი ბოლოს
nino _13
ციტატა(Dj. Parikmaxer @ 26th April 2009 - 0:00) *
სამებობა არაა სამებობის წინა დღეა

ვიცი..ვიცი..ჩემს სოფელს ვეღარ ვიცნობდი?! smile.gif





მე ვერ წავედი საქმეები მქონდა აქ sad.gif

ციტატა(Dj. Parikmaxer @ 26th April 2009 - 0:00) *
ყველაზე მაგარი ის იყო გურჯაანიდან ისეთი შეზარხოშებული წავედი ახალსოფელში მარშუტკა შემეშალა და აფენი- ბაისუბანს გავყევი, მერე გზაში რომ ვიყავი დამირეკა ბიძაშვილმა და რომ ვეუბნებოდი 5 წუტში ახალსოფელში ვარ მეთქი, მძღოლმა მითხრა რაი შვილო სხვაგან მოხვდიო გრიგოლეთთან ჩამომსვა და ტაქსიტ მივედი ბოლოს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ რა მოგსვლია biggrin.gif




მართლა, ყველას გილოცავთ აღდგომას, მართალია დაგვიანებით მაგრამ ...მაინც..

ქრისტე აღსდგა!
Frei
ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 21 2009, 10:40) *
ეს აღდგომას ახალსოფელში წავედი და იქ გადავიღე,
ძველი გავაზის ღვთისმშობლის (ბაზილიკური ???) ტიპის ტაძარია (სოფელი_ახალსოფელი, ყვარლის რაიონი ,V_VI სს.),
რესტავრაცია ჩაუტარდა და
ასე გამოიყურება smile.gif

აუ რა ნაცნობი ადგილი გამოცნდა
ეხ ჩემი სოფელი მენატრება

ციტატა(nino _13 @ 25th April 2009 - 22:20) *
სამებობას უფრო მაგარი ჭიდაობები იყო ხოლმე ჩემ ძმას რომ ვბალეშიკობდი ხოლმე რა დრო იყო

სამებობას მართლა მაგარი ჭიდაობები იყო ხოლმე და მეც ჩემს ბიძაშვილს ვბალეშიკობდი ხოლმე, თუ მოიგებდა ხოლმე სახლში მაგარი ქეიფი იჩითებოდა და ეგ მიხაროდა ხოლმე



ზვიო მეც მასე ვიცი რომ ბაზილიკაა, ნუ ადრე იყო
patara kaxi




ჩემი ქიზიყის შესასვლელიიიი.

baby.gif baby.gif baby.gif
nino _13
patara kaxi
როგორ ხარ? smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.