დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ირაკლი ალასანიას საჯარო ლექცია თსუში 23 ებერვალი 13.00
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
ARTEMIDA
23 თებერვალს, 13.00 საათზე თსუ პირველ კორპუსის სხდომათა დარბაძში

საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში

ირაკლი ალასანია

წაიკითხავს ლექციას

,,კონფლიქტების ანალიზი და მისი გადაჭრის რეალური გზები"




დასწრება თავისუფალია
Moder
თემა მიიპინა 23-მდე თუ მოვახერხე აუცილებლად დავესწრები
fisherman
დღეს უნივერსიტეტში იყო გიორგი ბარამიძე
free student
საინტერესო იქნება ნამდვილად.
tako_kakabadze
ARTEMIDA

10.gif

მე ვიქნები. smile.gif
zmaneba
არ ეზარება ნეტა...............
tako_kakabadze
vendetta777

ციტატა
არ ეზარება ნეტა...............


გულისხმობდი, რა აზრი აქვსო, თუ მე ვერ გავიგე? smile.gif


serendipity
ციტატა(tako_kakabadze @ Feb 18 2009, 21:26) *
vendetta777
გულისხმობდი, რა აზრი აქვსო, თუ მე ვერ გავიგე? smile.gif

ნეტა ლექციის წაკითხვა არ ეზარებაო ალასანიასო biggrin.gif
wwww
alasania magari kacia xo
xaxaxaxaxaxaaaaaa
xaxaxaxaxaaaaaa

dasaxvretia vinc aris bizia

alasania magari kacia xo
xaxaxaxaxaxaaaaaa
xaxaxaxaxaaaaaa

dasaxvretia vinc aris bizia
ekaekaeka
აუ, როგორ პატვს ვცემ ალასანიას.... ძალიან გონიერი ადამიანია... თან უსიმპატიურესი მამაკაცია...

აუ, როგორ პატვს ვცემ ალასანიას.... ძალიან გონიერი ადამიანია... თან უსიმპატიურესი მამაკაცია...
wwww
ციტატა(ekaekaeka @ Feb 20 2009, 16:52) *
აუ, როგორ პატვს ვცემ ალასანიას.... ძალიან გონიერი ადამიანია... თან უსიმპატიურესი მამაკაცია...

აუ, როგორ პატვს ვცემ ალასანიას.... ძალიან გონიერი ადამიანია... თან უსიმპატიურესი მამაკაცია...



თან ინგლისური იცის ზნაჩიტ პრეზიდენტობას გაქაჩავს


ხახახახახახახახააააააააააააააააა
Modric
რა მაგარია
მანდ ვარ
zmaneba
serendipity
ზუსტად....

და ისე ან რა აზრი აქვს ??
rofl.gif
ARTEMIDA

აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს, საყვარელოოოოოო
serendipity
ციტატა(vendetta777 @ Feb 20 2009, 20:56) *
serendipity
ზუსტად....

და ისე ან რა აზრი აქვს ??
rofl.gif

რეა ვიცი biggrin.gif crazy.gif
Jood
აუ ისე საინტერესო კი იქნება

წამოსვლაზეც დავფიქრდები მარა მარტო მოსვლა მეზარება :|

არავინ იქნება ნეტა ნაცნობი? : |
თინი
წავიდე, არ წავიდე, წავიდე ,არ წავიდე..

Jood
წამო

და ემც მოვალ :|
2kija
დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს მარა ეს თემა არაა პრიორიტეტული და საინტერესო ჩემთვის ამიტომ არ მოვდივარ 1.gif
hey you
მე მივდივარ rolleyes.gif
free student
საინტერესო იყო? სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მოსვლა, ვინმეს შეგიძლიათ დაწეროთ რაზე გააკეთა აქცენტები ბატონმა ალასანიამ?
Goddess
მე კი მოვედი, მარა დავაგვიანე და არ შემიშვეს. ჰა, ვინც იყო, გამეხმაურეთ, სინტერესო იყო ტუ არა? რაზე იყო საუბარი და ა.შ.?
free student
ვისაც დაგაგვიანდათ, არ გეცალათ ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხეთ მისვლა შეხვედრაზე:

ირაკლი ალასანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ირაკლი ალასანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი იყო სტუდენტური ჯგუფი “ახალგაზრდული ცენტრი.“ შეხვედრის ძირითადი თემა კონფლიქტები იყო. უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ალასანიამ განაცხადა, რომ წლების წინ ეგონა, რომ ძალის გამოყენება ერთადერთი გზა იყო კონფლიქტების მოსაგვარებლად და დასძინა, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტრუქტურებში საქმიანობის თაობაზე.”გულწრფელად გეტყვით, მე მიმაჩნდა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იყო ერთადერთი გზა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს იყო ჩემი რწმენა, რომელიც გამომდინარეობდა ჩემი გამოუცდელობიდან და იმ ფონს ეფუძნებოდა, რომელიც საქართველოში 1993, 1994 და 1995 წლებში არსებობდა. სხვა გზას ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად ვერ ვხედავდი,” - განაცხადა ალასანიამ. ალასანიას თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მისი ”პირადი ტრაგედიის” გამო, რთული წარმოსადგენი იყო, რომ იგი აფხაზებთან ერთად დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან. ირაკლი ალასანიას მამა, მამია ალასანია, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა 1993 წელს სოხუმი აიღეს. ალასანიას თქმით, მისი რწმენა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პირადად ჩაერთო აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში. ”პირველივე შეხვედრაზე (აფხაზურ მხარესთან) მე დავრწმუნდი, რომ შესაძლებელი იყო პრობლემის მოგვარება პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რადგანაც მე დავინახე, რომ აფხაზური მხარის მიზანი იყო შეექმნა პირობები გრძელვადიანი სტაბილურობისთვის და მათი ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნებისთვის,” - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარისთვის ყოველთვის რთული იყო მიეღო ”ერთიან სახელმწიფო საზღვრებში თანაარსებობის იდეა”, ისინი არასდროს გაურბოდნენ მოლაპარაკებებს ”თანაარსებობის ფორმების” შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დროს, რომელიც შუამავლების გარეშე იმართებოდა. შემდეგ მან გაიხსენა, რომ აფხაზეთის საკითხებში ჩართვის შემდეგ, დაიწყო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებდა ორ პრინციპს - დევნილთა დაბრუნებას და ძალის არგამოყენებას. ამგვარი შეთანხმების მიღწევის პირველ მცდელობას 2005 წლის დეკემბერში ჰქონდა ადგილი, განაცხადა მან, თუმცა ის წარუმატებელი გამოდგა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ”პოლიტიკური სიმამაცის ნაკლებობის” გამო.”ქართულ მხარეში მე საკუთარ თავსაც ვგულისხმობ,” განაგრძო ალასანიამ, "ორივე მხარეს ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ საზოგადოება - როგორც აფხაზური, ისე ქართული - არ მიიღებდა ამ ნაბიჯს და მიჩნეული იქნებოდა, როგორც მათი ხელისუფლების სისუსტე. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩემთვის, როგორც მოლაპარაკების მონაწილისთვის: საჭიროა, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში; ჩვენ უნდა ყოველდღიურად ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება და რატომ უნდა გაიმართოს პირდაპირი დიალოგი ნაცვლად სამხედრო რიტორიკისა. ეს იყო მთავარი შეცდომა, რომელიც ქართულმა მხარემ - მათ შორის მე და ჩემმა კოლეგებმა დავუშვით; ეს შეცდომა აფხაზურმა მხარემაც დაუშვა - ჩვენ ყველამ ვერ შევძელით საზოგადოება ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერისთვის მოგვემზადებინა”.მოლაპარაკების კიდევ ერთი მცდელობა 2008 წლის მაისში შედგა, განაცხადა მან. ”აფხაზური მხარე გრძნობდა მაშინ, რომ უბედურება ახლოვდებოდა; რუსული მხარე უბიძგებდა სოხუმს პროვოკაციების მოწყობისკენ ზემო კოდორის ხეობის მიმართულებით; ამდენად, მათ საჭიროდ ჩათვალეს ამგვარი დოკუმენტის არსებობა,” - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ მოსკოვის ზეწოლით მოითხოვა დამატებითი პირობები ზემო კოდორის ხეობიდან ქართული საპოლიციო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით, რამაც შეთანხმება შეუძლებელი გახადა. გაიმეორა რა წინა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ”მილიტარისტულმა რიტორიკამ და სამხედრო ზრდის თაობაზე ზედმეტად გაზვიადებულმა რიტორიკამ”, ასევე აფხაზურ მხარესთან პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობების იგნორირებამ გამოიწვია აგვისტოს ომი, მან ასევე დასძინა, რომ მას არ სურს დეტალებზე საუბარი და იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ”პროვოკაციის” თავიდან აცილება.
”უკვე აგვისტოში რუსეთის სამხედრო მანქანა სრულად მუშაობდა და ნიუ-იორკიდან ჩემთვის რთული იყო სრულად შემეფასებინა შესაძლებელი იყო თუ არა უკვე დაწყებული ესკალაციის თავიდან აცილება,” - განაცხადა მან, ”თუმცა როგორც სამხედრო განათლების და გამოცდილების მქონე ადამიანმა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი აზრით, ჩვენი პასუხი ქართული სოფლების დაბომბვაზე არ უნდა ყოფილიყო სამხედრო შეტევა; პირველ რიგში, უნდა დაგვეცვა ის სოფლები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით და გამოგვეყვანა მოქალაქეები ამ სოფლებიდან.” მისი თქმით, ახლა დეტალების გამოძიება დამოკიდებულია ევროკავშირის საგამოძიებო მისიაზე, რომელიც ”კომპეტენტური წევრებითაა” დაკომპლექტებული. ალასანიას თქმით, საქართველომ უნდა აღიდგინოს ნდობა დასავლელ მოკავშირეებში და ასევე დაარწმუნოს აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები, რომ ის არ გამოიყენებს ძალას. ”ამის ერთ-ერთი გზა არის ჩვენი არმიის განვითარების დაწყება არა აგრესიული გზით, არამედ თავდაცვის შესაბამისად,” - განაცხადა მან.

შეხვედრის ახალი მემარჯვენეებისეული ვერსია
seven
ოფისი სად არის?
Kasper
23 თებერვალს, 13.00 საათზე თსუ პირველ კორპუსის სხდომათა დარბაძში

ახლა არის: 7th April 2009
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.