დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: წ ა წ ლ ო ბ ა
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2
qiromanti
"ფშავში თავისუფალი სიყვარული აკრძალული იყო. მაგრამ ამ გრძნობამ თავისი ძლიერი გამოვლინაბა ე.წ. წაწლობაში პოვა. წაწლებს ფშაველი მოლექსეები ზოგჯერ ძმა-ქმარსაც ეძახიან. იგი რაინდული სიყვარული და ერთგვარი ვაჟკაცობის გამოვლინება იყო. თუ წაწლები ძმათა შვილები იყვნენ შეუღლება იკრძალებოდა. უცხოთა შორის შეუღლება ნებადართული იყო. ნადობი ნაძმობს ჭრელ წინდებს უქსოვდა , ნაძმობი კი საქსოვ იარაღებს უკეთებდა. წაწლობა განსაკუთრებით ხატობაში იყო მიღებული. წაწლობას თავისი ისტორიული გამართლება და მეცნიერული ახსნა ჰქონდა და ხელს უწყობდა გარკვეული სექსუალური კულტურის ჩამოყალიბებას. "


" წაწლობის ტრადიცია და ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე უძველესია ჩვენი ქვეყნის წეს-ჩვეულებათაგან. იგი ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ერთობ ორიგინალურობითაც გამოირჩეოდა. წაწლები, როგორც წესი, იყვნენ ერთმანეთის ბავშვობის მეგობარი ქალ-ვაჟი, რომელთა მეგობრობა პირველ რიგში, იმით იყო გამოხატული, რომ მათ ღამითაც კი ერთად უნდა დაეძინათ.

ფშავური ტრადიციის მიხედვით, წაწლებს უფლება ჰქონდათ, ერთმანეთთან ყოველმხრივი ალერსისა, ოღონდ მათ შორის სექსის არსებობა ამ წესის დიდ დარღვევად ითვლებოდა და მსგავს შემთხვევებში უფრო მეტად ვაჟი ისჯებოდა, როგორც წაწლობის ფიცის გამტეხი და ადათ-წესის მოღალატე. "


”წყვილ წაწლების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არა მხოლოდ ცალკეულ ოჯახს, არამედ მთელ სოფელს უნდა სცოდნოდა, რადგან ნაწაწლები ქალის გათხოვების შემთხვევაში არავის გასჩენოდა რაიმე ეჭვი. წაწლები ძირითადად მცირე ასაკიდან და უმეტესად, რაიმე ახლობლობა-მეგობრობის კრიტერიუმებით ირჩეოდნენ, ხშირად მშობლების მიერ.

დაშვებული იყო გვიანდელი წაწლობა, ანუ ქალ-ვაჟის მოწიფულობის ასაკში დაკავშირება ამ წესით, თუმცა მშობელთა სურვილის გარდა, თვითონ საწაწლო კანდიდატების თანხმობაც აუცილებელი იყო. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სტუმარსა თუ ახალგაცნობილ კაცს, რომელიც რაიმეთი სიმპატიას დაიმსახურებდა მასპინძელთა (ამ შემთხვევაში მთიელ მასპინძელთა) თვალში, პატივისცემის მიზნით ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს გვერდით უწვენდნენ, როგორც წაწალს, თუმცა კაცს სექსის უფლება ამ შემთხვევაშიც არ ჰქონდა.

სწორედ აქედან დამკვიდრდა ქართულ ზღაპარ-მითებსა თუ ზეპირსიტყვიერებაში საწოლში ჩაწოლილ ქალსა და კაცს შორის ხანჯლის დადების წესი, რათა ისინი არ მიჰკარებოდნენ ერთმანეთს. ხშირად სწორედ ამ ხერხს მიმართავდა გაწაწლებული სტუმარი კაცი, რომელსაც ნამდვილად ვერ ექნებოდა გარანტია იმისა, რომ აუცილებლად შეიკავებდა თავს და ქალს არ მიეკარებოდა. შუაში ჩადებული ხანჯალი ამ მხრივ ერთგვარი დამზღვევის როლსაც თამაშობდა და იმასაც ხაზს უსვამდა, რომ სტუმარი კაცი ნამდვილად არ აპირებდა მთიელთა ამ წესის დარღვევას”.

წაწლობის ღამის ”შედეგების” გასაგებად მთელი ოჯახი იკრიბებოდა, რამეთუ ყველას აინტერესებდა, დაარღვია თუ არა წესი ახალგაზრდა წაწალმა წყვილმა. ამის გასაგებად კი ძალზე მარტივი რამ იყო მოფიქრებული. ის ღამე რომ გათენდებოდა, ქალს მიუტანდნენ წყალს, რომლითაც ხელები უნდა დაებანინებინა წუხანდელი წაწლისათვის. თუკი ქალი დაუსხამდა კაცს წყალს და დააბანინებდა ხელებს, ხომ კარგი, ე.ი. ყველაფერი რიგზე იყო. თუ არადა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადათი დაირღვა და მათ შორის ”რაღაც იყო”.

19-ე საუკუნეში ფშავში ჩასული ერთ-ერთი თბილისელი ეთნოგრაფი წაწლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ფაქტს გადააწყდა, რომელიც შემდეგ თავის წიგნშიც აღწერა და ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს ამბავი რა თქმა უნდა, შემოკლებით გიამბოთ. ამ ამბიდან კარგად ჩანს წაწლობის ცალმხრივი მანკიერებანი.

- ”ხევსურეთში ორი ოჯახი ერთმანეთს სამტროდ იყო გადაკიდებული და ურთიერთის ”სისხლიც ემართათ”, ამიტომ ერთი თვეც არ გავიდოდა ისე, რომ დაპირისპირებული მხარეებიდან თუნდაც ერთი კაცი მაინც არ მომკვდარიყო. ერთ-ერთი მხრიდან მოწინააღმდეგის სისხლის წყურვილით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვინმე მგელიკა, რომელსაც მეორე მხარემ ვერაფერი მოუხერხა.

”ბოლოს თურმე მგელიკას მოშორებაზე მეოცნებე გვარს ასეთი რამ მოუგონა. ისინი მივიდნენ ხევისბერთან (ალბათ ყველამ იცით ხევისბერს რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მთაში) და სთხოვეს, რომ მტრობა აღარ გვსურს, მათთან შეგვარიგეო და ამის აღსანიშნავად ქეიფისა და სუფრის ხარჯებს ჩვენი გვარი იკისრებსო.

”ხევისბერმაც ითავა მათი შერიგების პროცედურა, მეორე გვარიც იოლად დაითანხმა, რადგან მათ უფრო მეტი კაცი ჰყავდათ მოკლული. გველიკას ნათესავებმა იფიქრეს, ჩვენი რა მიდის თუკი შერიგება უნდათ, შევრიგდეთ, სისხლი მაგათი მხრიდან უფრო მეტი დაიღვარაო.

”მართლაც გაიშალა სუფრა, სადაც ორივე გვარის წარმომადგენლებმა დიდი ქეიფი გამართეს ვითომდა შერიგების აღსანიშნავად, მაგრამ შერიგების ინიციატორი გვარის ეშმაკობა უკვე შემდეგ გამოჩნდა. კაცებმა მგელიკას (როგორც მეორე გვარში ყველაზე ვაჟკაცს) სთხოვეს, რაკიღა შევრიგდით, ბარემ ერთმანეთს წაწლობის მადლითაც შევეკრათ და ამიტომ ეს ღამე ჩვენი გვარის ერთ-ერთ ქალწულთან, როგორც წაწალმა, ისე გაატარეო.

”მგელიკაც რას იფიქრებდა, დარჩა იმ ღამეს მტრის ოჯახში და მიუხედავად იმისა, რომ წაწლობის წესი პატიოსნად აღასრულა, დილით ქალმა თავის გვართან წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ხელი მაინც არ დააბანინა, აქაოდა ჩვენს შორის სექსი იყოო.

”ატეხა მგელიკამ ერთი ამბავი, მართალი ვარ, ქალი ტყუისო, მაგრამ, როგორც წაწალი გოგოს გამსინჯავმა ქალებმა დაადასტურეს, რომ ვითომდა მართლაც მომხდარიყო მათ შორის ”რაღაც”, წინააღმდეგობა მაინც ვეღარავინ, მათ შორის ვერც მგელიკას ნათესავებმა ვეღარ გასწიეს და უდანაშაულო დამნაშავე, როგორც წაწლობის წესის დამრღვევი ისე დაისაჯა სიკვდილით.

”დასჯილის ნათესავებმა პირველ რიგში იმიტომ შეიკავეს თავი ”დამნაშავის” დაცვისაგან, რადგან ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ არა მარტო ერთი გვარი, არამედ მთელი თემი ამხედრდებოდა”

ასე დაასჯევინა წაწლობის ტრადიციის ”სიწმინდემ” ქალის ნათესავებს მოსისხლე მტერი, ანუ ხანდახან ისეც კი ხდება, რომ ადამიანები კი არ ემორჩილებიან ადათ-წესებს თუ ტრადიციებს, პირიქით, ისინი აქეთ იმორჩილებენ მათ. ქართველი ეთნოგრაფის მიერ აღწერილი ეს ამბავიც, ვგონებ ამის მკაფიო მაგალითია.

მიჩნეულია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წაწლობის ინსტიტუტეს არსებობა განაპირობა შემდეგმა ხუთმა გარემოებამ: 1. მამაკაცის უდიდესმა გავლენამ ქალზე; 2. სინდისის კულტის უზენაესობამ; 3. და-ძმობის მცნების ფართოდ გაგებამ; 4. კაცის მხრიდან ეთგულების სიმტკიცის დადგენის სურვილმა; 5. ადრეული ასაკიდანვე საწინააღმდეგო სქესის ადამიანის ფიზიკური აგებულების შესწავლის მიზანმა.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდულ ასაკში ნაწაწლები ყმაწვილი სრულფასოვან მამკაცად, ნაწაწლები გოგო კი, სრულფასოვან ქალად ყალიბდება, ანუ, ურთიერთობას, რომლიდანაც ერთი ნაბიჯია სექსამდე, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ”გაკვეთილები სექსის შესახებ”.

და მიუხედავად იმისა, რომ წაწლობის ტრადიცია საქართველოში დღეს აღარ არსებობს, მისი ისტორიული კვალი 21-ე საუკუნეშიც კი შეიმჩნევა ქართველ ახალგაზრდებში, რაც ”პეტტინგის” ანუ სექსამდე არმისული გახშირებული სიმრავლით გამოიხატება.

რა თქმა უნდა ”პეტტინგი”, როგორც ასეთი, სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ მართლაც გამორჩეული სიტუაციაა, რადგანაც ”ქალიშვილობის ინსტიტუტეს” დღემდე არსებობა ერთგვარი გაგრძელებაა წაწლობის უძველესი ტრადიციისა."


გამოთქვით თქვენი აზრო ამ ტრადიციასთან დაკავშირებით rolleyes.gif
Frei
ამ დროს მაგრად ითანჯებოდნენ ბიჭები biggrin.gif biggrin.gif
tamuna90
აი წაწალი გამსახურდიას ასე აქვს განმარტებული

-"ეწოდება გამიჯნურებულ ქალ-ვაჟს , რომელთაც ალერსის ნება აქვთ , მაგრამ დაქორწინება აღკვეთილი აქვთ."

salomeaa
qiromanti
ასე დაინტერესებული რადგან ხარ ამ საკითხით მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო" წაიკითხე და მოგეწონება
sin165
მარაზმი...
qiromanti
ციტატა(sin165 @ 18th February 2009 - 21:50) *
მარაზმი...



biggrin.gif აღწერაში აღარ დავაკონკრეტე მინდა ყველამ გამოთქვას აზრი



ციტატა(salomeaa @ 18th February 2009 - 21:39) *
qiromanti
ასე დაინტერესებული რადგან ხარ ამ საკითხით მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო" წაიკითხე და მოგეწონება

რჩევითვის მადლობა : )
circle
ციტატა(qiromanti @ Feb 18 2009, 20:09) *
არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდულ ასაკში ნაწაწლები ყმაწვილი სრულფასოვან მამკაცად, ნაწაწლები გოგო კი, სრულფასოვან ქალად ყალიბდება, ანუ, ურთიერთობას, რომლიდანაც ერთი ნაბიჯია სექსამდე, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ”გაკვეთილები სექსის შესახებ”.

ვეთანხმები მაგ მოსაზრებას.

ჩემი აზრით მაგ დროს ხდება მოპირდაპირე სქესის შეცნობა რაც აუცილებელია რომ არ ჩამოყალიბდეს გარყვნილება.
tako_kakabadze
salomeaa

ციტატა
ასე დაინტერესებული რადგან ხარ ამ საკითხით მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო" წაიკითხე და მოგეწონება


გეთანხმები. smile.gif
Miss Green
ციტატა(qiromanti @ 18th February 2009 - 21:09) *
ხშირი იყო შემთხვევები, როცა სტუმარსა თუ ახალგაცნობილ კაცს, რომელიც რაიმეთი სიმპატიას დაიმსახურებდა მასპინძელთა (ამ შემთხვევაში მთიელ მასპინძელთა) თვალში, პატივისცემის მიზნით ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს გვერდით უწვენდნენ, როგორც წაწალს

ეს განსაკუთრებული მარაზმია... და ის აღწერილი შემთხვევაც.

და ერთამანეთი რომ შეჰყვარებოდათ წაწლებს, რა უნდა ექნათ, საინტერესოა...
salomeaa
ციტატა(Miss Green @ Feb 19 2009, 5:44) *
და ერთამანეთი რომ შეჰყვარებოდათ წაწლებს, რა უნდა ექნათ, საინტერესოა...

წაწალი ვერასდროს გახდებოდა ქმარი ან ცოლი. თუ არადა სოფლიდან ან თემიდან განკვეთდნენ . . .
Miss Green
ციტატა(salomeaa @ 19th February 2009 - 13:10) *
წაწალი ვერასდროს გახდებოდა ქმარი ან ცოლი. თუ არადა სოფლიდან ან თემიდან განკვეთდნენ . . .

აჰა, ესე იგი, სწორად მახსოვდა.
:მარაზმი: parting.gif
LEON
ციტატა(sin165 @ Feb 18 2009, 21:50) *
მარაზმი...

კია
xareba
ციტატა(salomeaa @ Feb 18 2009, 21:39) *
qiromanti
ასე დაინტერესებული რადგან ხარ ამ საკითხით მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო" წაიკითხე და მოგეწონება

არანაირად! მიხეილ ჯავახიშვილისადმი დიდი მატივისცემის მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ ეს ნაწარმოები ისე დაწერა, გაგებაში არ იყო წაწლობისა და სწორფრობის ფენომენის შესახებ, ძალიან ბევრი შეცდომებია. მითებს წერს.
ვისაც მართლა აინტერესებს, თამარ ოჩიაურს აქვს ნაშრომი ხევსურული სწორფრობის შესახებ. ჯობია სამეცნიერო ნაშრომი წაიკითხოთ default.gif
ვინც "დაიბნა" ვიტყვი, რომ თუშეთში "წაწლობა" ერქვა, ხოლო ხევსურეთში "სწორფრობა", მცირედ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ ძირითადი ასპექტები "ემთხვევა" default.gif
Miss Green
ციტატა(xareba @ 19th February 2009 - 13:50) *
ჯობია სამეცნიერო ნაშრომი წაიკითხოთ

მე მგონი, სჯობს ჯერ სამეცნიერო ნაშრომი წაიკითხონ, მერე კი მხატვრული ნაწარმოები.
ზუსტად გაიგებენ რა არის, შემდეგ კი მხატვრული კუთხით გაეცნობიან, თუნდაც არაზუსტი იყოს smile.gif
xareba
ციტატა(Miss Green @ Feb 19 2009, 13:57) *
მე მგონი, სჯობს ჯერ სამეცნიერო ნაშრომი წაიკითხონ, მერე კი მხატვრული ნაწარმოები.
ზუსტად გაიგებენ რა არის, შემდეგ კი მხატვრული კუთხით გაეცნობიან, თუნდაც არაზუსტი იყოს smile.gif

გეთანხმები default.gif მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები ამ თემაზე რა თქმა უნდა საინტერესოა ლიტერატურის მოყვარული ადამიანისათვის და შესაბამისად წაიკითხავს, მაგრამ შეცდომაში რომ არ შევიდეს ადამიანი, კომპეტენტური ადამიანის ნაშრომის მეშვეობით უნდა გაეცნოს საკითხს default.gif
salomeaa
ციტატა(xareba @ Feb 19 2009, 14:50) *
არანაირად! მიხეილ ჯავახიშვილისადმი დიდი მატივისცემის მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ ეს ნაწარმოები ისე დაწერა, გაგებაში არ იყო წაწლობისა და სწორფრობის ფენომენის შესახებ, ძალიან ბევრი შეცდომებია. მითებს წერს.
ვისაც მართლა აინტერესებს, თამარ ოჩიაურს აქვს ნაშრომი ხევსურული სწორფრობის შესახებ. ჯობია სამეცნიერო ნაშრომი წაიკითხოთ

ვერ დაგეთანხმები. შესანიშნავი წიგნია, მხატვრული ნაწარმოებია და შესაბამისად მწერლის ფანტაზიაც არის შერწყმული რეალობასთან. თუმცა თუ ასე ღრმად აინტერესებთ რათქმაუნდა წაიკითხონ შენს მიერ დასახელებული ნაშრომი. მე ჯავახიშვილით დავკმაყოფილდები smile.gif
EsTuDieNte
ყველაზე სრულ წარმოდგენას წაწლობაზე გრიგოლ რობაქიძის "ენგანდი" მოგცემთ...ძააალიან მაგრადაა აღწერილი default.gif
sousou
მე ვარ წაწალი crazy.gif
zmaneba
საწყალი მგელიკა.

მგონი წაწლობა მომინდა rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
smallville
ეს მემგონი დიდოსტატის მარჯვენაშიც შეგვხვდა მაშინვე აღვშფოთდი როგორც კი გავიგე რა იყო biggrin.gif მარაზმია გეთანხმებით
salomeaa
chubi
+10% შეგეძლო შენი აზრი ცოტა უფრო ზრდილობიანად გამოგეხატა default.gif
B A R O N
ციტატა(qiromanti @ 18th February 2009 - 21:09) *
”ატეხა მგელიკამ ერთი ამბავი, მართალი ვარ, ქალი ტყუისო, მაგრამ, როგორც წაწალი გოგოს გამსინჯავმა ქალებმა დაადასტურეს, რომ ვითომდა მართლაც მომხდარიყო მათ შორის ”რაღაც”, წინააღმდეგობა მაინც ვეღარავინ, მათ შორის ვერც მგელიკას ნათესავებმა ვეღარ გასწიეს და უდანაშაულო დამნაშავე, როგორც წაწლობის წესის დამრღვევი ისე დაისაჯა სიკვდილით.

დააკალი რა ის მატყუარა გოგო რა diablo.gif
დეგენერატი
საწყალი ბიჭი გააფუჭა არაფრისთვის
Chortik.
რა ცუდია
B A R O N
ციტატა(smallville @ 6th March 2009 - 0:00) *
მარაზმია გეთანხმებით

მარაზმი რას ნიშნავს?
მავნე
მთის ჟღერადობაში ბუნებრივი და არაუხამსი, მაგრამ ბარის მკვიდრთათვის სრულიად გაუგებარი, წარმოუდგენელი და, რაც მთავარია, ამოუცნობია უძველესი წესჩვეულობანი _ `წაწლობა თუ `სწორფრობა, _ უზენაერი ძმური სიყვარულის მკაცრი ადათი _ არ ვიცი, ველურ თუ ზეკაცური acute.gif
xareba
ციტატა(მავნე @ Mar 27 2009, 1:58) *
მთის ჟღერადობაში ბუნებრივი და არაუხამსი, მაგრამ ბარის მკვიდრთათვის სრულიად გაუგებარი, წარმოუდგენელი და, რაც მთავარია, ამოუცნობია უძველესი წესჩვეულობანი _ `წაწლობა თუ `სწორფრობა, _ უზენაერი ძმური სიყვარულის მკაცრი ადათი _ არ ვიცი, ველურ თუ ზეკაცური acute.gif

ყოჩაღ შენ! biggrin.gif
mariami24
აი ეს ტრადიცია არ მომწონს
zmaneba
თავისუფალი ზასაობის პონტია.
Ancushka
მშვენიერი ტრადიციაა..
პროსტა ბიჭები ცოდოები იყვნენ biggrin.gif
მთაში (გუდამაყარი, მაქართა, ჩოხელთა, გოგნაური) ჯერ კიდევ არ ამოკვეთილა ბოლომდე ეს ტრადიცია biggrin.gif
devila
რომელი გაგწაწლოთ ეხლა? girl_crazy.gif
dismember
თურმე ოდითგანვე ზასაობდნენ...




rofl.gif
salomeaa
devila

შენ ეხლა წარნს მიიღებ კიდევ საჩუქრად u.gif შენი პოსტი წაიშალა
Ancushka
ციტატა(dismember @ Aug 25 2009, 18:55) *
თურმე ოდითგანვე ზასაობდნენ...




rofl.gif


მაგას ზასაობა არ ერქვა მაშიიინ biggrin.gif

აუ ისე მამენტ მომწონს მე ეგ ტრადიციააა... biggrin.gif
დიდი სხვაობა კი აღარაა.. დღევანდელი ახალგაზრდებიც მაგას შვრებიან biggrin.gif
ხო იცი მარტო საქართველოში არიან გოგონები, რომლებსაც სექსი ჰქონიათ და ქალიშვილები არიაან :დ
იგივე პონტია რაა smile.gif biggrin.gif
EsTuDieNte
ციტატა(Frei @ Feb 18 2009, 21:17) *
ამ დროს მაგრად ითანჯებოდნენ ბიჭები biggrin.gif biggrin.gif

ითანჯებოდნენ და ითანგებოდნენ george.gif
Ancushka
ციტატა(EsTuDieNte @ Aug 25 2009, 21:56) *
ითანჯებოდნენ და ითანგებოდნენ george.gif


არც გოგოები იყვნენ ნაკლებად biggrin.gif

devila
ციტატა(salomeaa @ Aug 25 2009, 19:13) *
devila

შენ ეხლა წარნს მიიღებ კიდევ საჩუქრად u.gif შენი პოსტი წაიშალა

u.gif

კარგი u.gif

salomeaa
ციტატა(devila @ Aug 26 2009, 13:10) *
u.gif
კარგი u.gif

არ გაგიმართლა, ამ განყოფილებაშიც მე ვარ მოდერატორი vishenka_34.gif და როგორც იქ- სადისკუსიოში აქაც არ შეიძლება გინება/ცუდი სიტყვების ხმარება george.gif
devila
ციტატა(salomeaa @ Aug 26 2009, 12:37) *
არ გაგიმართლა, ამ განყოფილებაშიც მე ვარ მოდერატორი vishenka_34.gif და როგორც იქ- სადისკუსიოში აქაც არ შეიძლება გინება/ცუდი სიტყვების ხმარება george.gif

არა რატო, მიყვარს წესრიგი rolleyes.gif

ციტატა(salomeaa @ Aug 26 2009, 12:37) *
და როგორც იქ- სადისკუსიოში აქაც არ შეიძლება გინება/ცუდი სიტყვების ხმარება george.gif [/color][/b]

biggrin.gif biggrin.gif
ცუდი სიტყვები?? crazy.gif
giorgitab
ციტატა
ხო იცი მარტო საქართველოში არიან გოგონები, რომლებსაც სექსი ჰქონიათ და ქალიშვილები არიაან :დ
იგივე პონტია რაა smile.gif biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif




წაწლობა ფშავში, სწორფრობა ხევსურეთში
ეს უფრო ადამიანის გამოცადა იყო ანუ გონებას უნდა ეჯობნა ემოციისთვის და ასე შემდეგ
თორე აბა შიშველ ქალს რომ ჩაგიწვენენ მთელი ღამით და ხელი არ ახლო იგივე შენი დააო .............

ესეც ერთერთი ფორუმიდან


ქევინ თუითი

წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი
საზოგადობრივი მნიშვნელობისათვის

"ბუნებამ რა ღონე იღონა", - წერს ვაჟა-ფშაველა, - "რა ოსტატობა იხმარა,
სთქვა: მოდი, ფშაველ ქალს, ამ ტურფა იას, რადგან სილამაზისა მოკლე
ვადა აქვს. ცოტა ხანი, ეს ცოტა დრო სიამოვნებით გავატარებინო, ჩაუდვა
მოსიყვარულე, პლატონური სიყვარულით გამსჭვალული გული ვაჟკაცისადმი,
ვინც იმას მოეწონება, ვიზედაც თვალი მიუვა, ხოლო მის მშობლებს,
ნათესავებს მივსცე ისეთი ხასიათი, მოუთმინონ ქალ-ვაჟს ერთად
ყოფნა, ერთად წოლა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუშიო, ან რატომ არ
უნდა მოითმინონ, როცა ამათზე ადრე თვით მშობლებმა გაიარეს წაწლობის
კურსი?" [ვაჟა-ფშაველა 1964: 353]. ამ ჩვეულებაზე, რომელიც კიდევ ვაჟასავე
სიტყვებით "თავის სიუცხოვით ძალაუნებურად ეჩეჩება კაცს თვალში"
[ვაჟა-ფშაველა 1964: გვ. 99], ბევრია დაწერილი ქართულ ეთნოგრაფიულსა
და ფოლკლორისტულ ლიტერატურაში. ფშავ-ხევსურული ზეპირსიტყვიერების
კრებულები სავსეა წაწლობა-სწორფრობისადმი მიძღვნილი
სატრფიალო ლექსებით. "წაწლობის წყალობით ქალ-ვაჟი ბევრს სულიერ
ტანჯვას და სიამოვნებას განიცდიან. დიდს ვარჯიშობაშია იმათი გრძნობაგონება
და ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, … ფშავლის მოლექსეობის
ბრალი, სხვათა შორის, წაწლობაც არი" [ვაჟა-ფშაველა 1964: 355]. ქვემორე
სტატიაში არ შევეხებით არც წაწლობა-სწორფრობაზე არსებულ ზეპირსიტყიერების
ნიმუშებს, არც ამ კურიოზული და ლამაზი ჩვეულების ბედს
თანამედროვე ფშავ-ხევსურეთში. ამჯერად, მკითხველს შევთავაზებთ სიტყვა
"წაწალ"-ის ძირის ეტიმოლოგიას, მისი შესატყვისი სვანური ძირის საფუძველზე,
და საერთო-ქართველური მორფემის სემანტიკურ რეკონსტრუქციას.
დავიწყოთ წაწლობის საზოგადობრივი და სარწმუნოებრივი შინაარსის
ძირითადი მომენტების ჩამოთვლით. ჟორჟ შარაშიძის მოსაზრებით, წაწლობა
"ანტი-ქორწინებას"[anti-mariage] წარმოადგენს [Charachidzé 1968:
101];ესე იგი, თავისი მნიშვნელობითა და საზოგადოებრივი ფუნქციით წაწლობა
ქორწინების ინსტიტუტს უპირისპირდება.
(1). როგორც ცნობილია, ქართულ საზოგადოებრივ წყობას ახასიათებს
მკაცრი ეგზოგამია. ქორწინება ნათესავთა შორის აკრძალულია მეშვიდე თაობამდე.
წაწალი ან სწორფერი, პირიქით, შეიძლებოდა ნათესავი ყოფილიყო,
ან თანასოფლელი.
(2). ეს სიმბოლური დაპირისპირება კიდევ უფრო აშკარად ჩანს იმაში,
რომ წაწლებს ქორწინება, სქესობრივი კონტაქტი და ბავშვის გაჩენა სასტიკად
ეკრძალებოდათ.
(3). ტრადიციულ ფშავ-ხევსურულ საზოგადოებაში, როგორც კავკასიის
მთიანეთის სხვა მხარეებში, ცოლქმრობა საფუძვლიანად ასიმეტრულ ურ-
თიერთობას წარმოადგენდა. წაწლების ურთიერთობას, პირიქით, ახასიათებდა
სრული თანასწორობა. შემთხვევითი არ უნდა იყოს თვით ამ ჩვეულების
ხევსურული სახელწოდება - "სწორ-ფრობა". წაწლის არჩევა, და წაწალთან
ურთიერთობის შეწყვეტაც, შეიძლებოდა მომხდარიყო ან გოგოს ან ბიჭის
ინიციატივით. ურთიერთდასაჩუქრება წაწალთა წესი იყო: ვაჟი წაწალს
აჩუქებდა ტარებს, საქსოვ ყდებს, კალათებს და ა. შ.; ქალი ვაჟს უქსოვდა
წინდებს, ჩოხებს, და ა. შ. [ვაჟა-ფშაველა, გვ. 18; ბალაიური 1991].
თავის მონოგრაფიაში შარაშიძე ამ ფშავ-ხევსურულ "ანტი-ქორწინებას"
ადარებს ერთ სვანურ ჩვეულებას, რომელიც სვანები ლინთურალ-ს ["ნაცნობობას"]
უწოდებენ [Charachidzé 1968: 105-109]. ბ. ნიჟარაძის დეტალური
აღწერის მიხედვით, "ლინთურალი მოხდება როგორც კაცსა და კაცს შორის,
ისე დედაკაცებში, მაგრამ უფრო ხშირად ახალგაზრდა ქალსა და ვაჟს
შორის," განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც "ახალგაზრდა კაცს
უნდა დაუახლოვდეს ახალგაზრდასავე ქალიშვილს, ან გათხოვილ ქალს, რომელთანაც
არაფერი ნათესაური კავშირი არა აქვს". ქალის სახლში ვაჟს
დაპატიჟებდნენ, და იქ შესრულდებოდა შემდეგი რიტუალი: ვაჟი "იჩოქებს
მის [ქალის] წინ ერთს მუხლზე და ეუბნება: მე დაგადგა ძუძუზე, თუ შენა,
ე. ი. შენ დამიდგები დედათ თუ მე მამადაო. ვსთქვათ, ქალს სურს დედობა.
იხსნის პერანგის საკინძეს და გამოაჩენს მარჯვენა ძუძუს. ვაჟი… დაადგამს
კბილს ძუძუს წვერზე სამჯერ და სამჯერვე იტყვის "სი დი, მი გეზალ (შენ
დედა, მე შვილი)"… ამ დღის შემდეგ, ქალ-ვაჟი ისე არიან, როგორც მკვიდრი
ნათესავები. იგინი არა თუ ერთად ატარებენ დროს, ხშირად ერთადაც წვებიან
[ნიჟარაძე 1962: 210-212]. იმის მიუხედევად, რომ წაწლობასა და ლინთურალს შორის არსებობდა რამდენიმე ზედაპირული მსგავსება, შარაშიძის
მოსაზრება, ვითომ ეს ორი ჩვეულება წარმოადგენდა საერთო-ქართველური
ინსტიტუტის გადმონაშთებს (des survivances d'une institution archaïque,
en honneur chez les Géorgiens antérieurement à leur séparation)
[Charachidzé 1968: 109], არ მიგვაჩნია სწორად. ლინთურალის
ურთიერთობა დამყარდება არანათესავ პირებს შორის, და ისე შეიქმნებოდა
ხელოვნური დედაშვილობა (ან მამაშვილობა). ამ მხრივ, ლინთურალი უნდა დაუკავშირდეს არა წაწლობას, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში
გავრცელებულ ხელოვნური დედაშვილობის დამყარების რიტუალს,
რომელიც სწორედ ძუძუზე კბილების დადგმით სრულდება.
შარაშიძის ჰიპოთეზა თუ მისაღები არ არის, მაინც დიდი მეცნიერის აზრს
ვიზიარებთ, რომ სინამდვილეში წაწლობა-სწორფრობა უძველესი, საერთოქართველური
ხანიდან მომდინარე ჩვეულების გადმონაშთს წარმოადგენს.
სვანებთან ცნობილი იყო მეორე რიტუალი, რომლის სახელწოდებაც ეტიმოლოგიურად
და სემანტიკურადაც ემთხვევა წაწლობას. ამ ჩვეულებას
ეწოდება ჭაჭილარ-ი ან ლიჭაჭი
Ancushka
აუუუუუუუუუ რამდენი უაზრო რამე წავიკითხე ამ ტრადიციაზე :|

ნახევრად მთაში ვარ გაზრდილი და ყველაფერი ზუსთად ვიცი რაა და თქვენ იმენა მეცნიერულ ენაზე განიხილავთ ლამის biggrin.gif არაა მასე რა default.gif
devila
ციტატა(Ancushka @ Aug 26 2009, 17:50) *
აუუუუუუუუუ რამდენი უაზრო რამე წავიკითხე ამ ტრადიციაზე :|

ნახევრად მთაში ვარ გაზრდილი და ყველაფერი ზუსთად ვიცი რაა და თქვენ იმენა მეცნიერულ ენაზე განიხილავთ ლამის biggrin.gif არაა მასე რა default.gif

ჰო რა, უნდა ხალხს და ზასაობს crazy.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif
Ancushka
ციტატა(devila @ Aug 26 2009, 17:59) *
ჰო რა, უნდა ხალხს და ზასაობს crazy.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif


და წაწლობაში ზასაობა არ იგულისხმება მარტო biggrin.gif
devila
ციტატა(Ancushka @ Aug 26 2009, 18:08) *
და წაწლობაში ზასაობა არ იგულისხმება მარტო biggrin.gif

აბა?? spy.gif
რას ნიშნავს კიარ ვიცი ზუსტად girl_crazy.gif
Ancushka
ციტატა(devila @ Aug 26 2009, 22:06) *
აბა?? spy.gif
რას ნიშნავს კიარ ვიცი ზუსტად girl_crazy.gif


ბიჭები რო თომარს ეძახით მაგას ნიშნავს biggrin.gif
აფსოლიტურად ყველაფრის უფლება ჰქონდათ, პროსტა გოგო ქალიშვილი უნდა ყოფილიყო biggrin.gif
devila
ციტატა(Ancushka @ Aug 26 2009, 23:58) *
ბიჭები რო თომარს ეძახით მაგას ნიშნავს biggrin.gif
აფსოლიტურად ყველაფრის უფლება ჰქონდათ, პროსტა გოგო ქალიშვილი უნდა ყოფილიყო biggrin.gif

აუ რა ცუდია crazy.gif crazy.gif crazy.gif
Summoner
იყო ანალობა და ამბავიი? rofl.gif rofl.gif
Ancushka
ციტატა(Chantura @ Aug 27 2009, 0:57) *
იყო ანალობა და ამბავიი? rofl.gif rofl.gif


იქნებოდა აბა არ იქნებოდაააა? biggrin.gif biggrin.gif george.gif
devila
ციტატა(Chantura @ Aug 27 2009, 0:57) *
იყო ანალობა და ამბავიი? rofl.gif rofl.gif

ჰაჰაა
მაშინ იყო ანალი თუ იყო, აბა ეხლა სულ უხარისხო შემოყრილი ანალებიაsmile.gif


biggrin.gif biggrin.gif
Summoner
ციტატა(devila @ Sep 9 2009, 4:54) *
ჰაჰაა
მაშინ იყო ანალი თუ იყო, აბა ეხლა სულ უხარისხო შემოყრილი ანალებიაsmile.gif


biggrin.gif biggrin.gif

პამეხები აქვთ ხო? rofl.gif
devila
ციტატა(Chantura @ Sep 9 2009, 14:25) *
პამეხები აქვთ ხო? rofl.gif

rofl.gif ხოოოო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.