დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ქართული ღვინო
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2
fisherman
ქართული ღვინო



ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ისტორია

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.


სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.


საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი.

ღვინის სახეობები:

ქინძმარაული
მუკუზანი
ტვიში
ოჯალეში
მანავი
წინანდალი




ქართული სამარკო ღვინოები


სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),

სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),

მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).


ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).

მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),


სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი),

წერილობითი ცნობები:

საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.

ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.

სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.

პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.

ქართველების ვაზისადმი სიყვარული მტრისთვისაც იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ თემურ-ლენგმა საქართველოში თავისი მეხუთე ლაშქრობის დროს, ვაზის ამოძირკვა მთლიანად ერის განადგურებასთან გააიგივა. ამიტომ აწარმოა ”ეკონომიკური ომი” საქართველოსთან და კახეთში ვაზი თავის ჯარს მთლიანად გააჩეხინა, თუმცა მიზანი განუხორციელებელი დარჩა და უდიდესი ზიანის მიუხედავად, ქართველმა გლეხმა არა თუ აღადგინა ვაზის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ ყველა ვაზის ჯიშის გადარჩენაც შესძლო.

მრავლის მეტყველელია ის ფაქტიც, რომ შაჰ-აბასის დროს კახეთიდან ირანში ღვინო ხარკის სახით გაჰქონდათ, ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა იმ ეპოქისთვის და შაჰის კარზე ქართლ-კახურ ღვინო ”ედემის სითხედ” იწოდებოდა.

ka.wikipedia.org/wiki ინტერნეტ ენციკლოპედია

ეს თემა უნდა ყოფილიყო პირველ რიგში იმიტომ რომ საქართველო ღვინის სამშობლოა,
ეს მოკლე ინფორმაციაც გადავიკითხოთ
და ვილაპარაკოთ ქართული ვაზის და ღვინის შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივებზე და ა. შ
qiromanti
გაიხარებენ ეხლა ლოთები george.gif


ციტატა(ზვიო @ 2nd March 2009 - 16:19) *
ღვინის სახეობები:

ქინძმარაული
მუკუზანი
ტვიში
ოჯალეში
მანავი
წინანდალი


ა ხვანჭკარა?
fisherman
ციტატა(qiromanti @ Mar 2 2009, 16:36) *
გაიხარებენ ეხლა ლოთები george.gif
ა ხვანჭკარა?

ლოთობა სხვაა , ეს ღვინის მოყვარულებისთვისააbiggrin.gif
In vino veritas!__ღვინოშია ჭეშმარიტება default.gif
ცნობილ პიროვნებათა გამონათქვამებიც დავდოთ ღვინის შესახებ
qiromanti
ციტატა(ზვიო @ 2nd March 2009 - 16:40) *
In vino veritas!__ღვინოშია ჭეშმარიტება

მე არ მჯერა! default.gif
fisherman
qiromanti
მე მჯერაbiggrin.gif

ნუ გძულს ღვინო, არამედ მოიძულე სიმთვრალე.
ღვინო კი არ არის ცუდი, არამედ მისი ცუდად გამოყენება.
წმ. იოანე ოქროპირი

ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა.
წმ. იოანე ოქროპირი

"ყველაზე რთული, ძველი ღვინისა და ახალგაზრდა ქალის შეცნობაა" spiteful.gif

კ.გამსახურდია
salomeaa
ციტატა(ზვიო @ Mar 2 2009, 17:59) *
ნუ გძულს ღვინო, არამედ მოიძულე სიმთვრალე.
ღვინო კი არ არის ცუდი, არამედ მისი ცუდად გამოყენება.
წმ. იოანე ოქროპირი

ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა.
წმ. იოანე ოქროპირი


ეხლა იცი რა გამხსენდა? რომელიღაც ქართულ ნაწარმოებშია მღვდელზე ფსალმუნის ამ სიტყვებს რომ მიადგებოდა განსაკუთრებით გამოთქვამდაო - ,,ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა", აუ ვერ გავიხსენენ ვერაფრით sad.gif

ზომიერება ყველაფერში კარგია. მერე თავის მართლებას აზრი არ აქვს იქ ასე წერია, აქ ასეო biggrin.gif
wwww
ოჯალეში კაი ღვინოა,

ეხლა ქართული ღვინო, პრანგულლ ღვინოსთან ვერ მივა მაგრამ ვედროთი ჩასასხმელად კია რა
B A R O N
ციტატა(ზვიო @ 2nd March 2009 - 16:40) *
In vino veritas!__ღვინოშია ჭეშმარიტება

ხშირად მართლა ეგრეა............
chubi
არ დალიოთ თეთრი ღვინო,
სულ დალიეთ ქაშერი ...

მაგარი საქეიფო სიმღერაა

ღღღაეეეეე buddies.gif
EsTuDieNte
ხვანჭკარა ხო გლიჯავოია საერთოდ...(იგივე ფრანგული ალექსანდროული default.gif )
chubi
ხვანჭკარათი დათრობა არც შეიძლება

მაგაზე მაგარი ღვინო არ გვაქვს საქართველოში
B A R O N
მე ოჯალეში მიყვარს smile.gif მაგარ გემოს ვატანsmile.gif კანფეტივით ისმევაsmile.gif
bekas
ციტატა(wwww @ Mar 2 2009, 21:27) *
ოჯალეში კაი ღვინოა,

ეხლა ქართული ღვინო, პრანგულლ ღვინოსთან ვერ მივა მაგრამ ვედროთი ჩასასხმელად კია რა

გააჩნია ქართულ ღვინოს რას ეძახი. ტანინიანს თუ გულისხმობ ეგ ქართული არაა.
B A R O N
ციტატა(bekas @ 19th March 2009 - 1:25) *
ტანინიანს თუ გულისხმობ

აუ მაგას ვერ ვიტან ერტი რა,არ მიყვარს ტანინიანი,პაპაჩემის ღვინოს სუ აქ
bekas
ტანინიანი არაა ქართული. მამაპაპურად თუ დაწურავ საწნახელში ტანინი არ ექნება. ტანინი იმის მერე გაჩნდა რაც ხელის პრესები შემოიღეს კახეთში.
fisherman
ციტატა(bekas @ Mar 19 2009, 19:27) *
ტანინი იმის მერე გაჩნდა რაც ხელის პრესები შემოიღეს კახეთში.

რატო მე ტანინიანიც მიყვარს, ბევრი ვერ სვამს ეხამუშება, მაგრამ მაგარია რა პირდაპირ თავში ურტყავს, სწრაფმოქმედია რაა
ქართული რატომ არაა რადგან ჭაჭაზე აჩერებენ?
bekas
ტრადიციული საწნახელის ღვინო ტანინიანი არაა. ხელის პრესია კურკას და ლერწს რო ამტვრევს და ტანინიც იქიდანაა. მა კახელები გიჟები კი არ არიან ტანინიან ღვინოს კახურად რო ასხავენ და კახურად სვავენ. biggrin.gif
fisherman
ციტატა(bekas @ Mar 20 2009, 18:27) *
ტრადიციული საწნახელის ღვინო ტანინიანი არაა. ხელის პრესია კურკას და ლერწს რო ამტვრევს და ტანინიც იქიდანაა. მა კახელები გიჟები კი არ არიან ტანინიან ღვინოს კახურად რო ასხავენ და კახურად სვავენ. biggrin.gif

მართალი ხარ კახურად ასხავენ და კახურად სვავენ, თუმცა რა მესამე პირში ვლაპარაკობ george.gif
ანუ საწნახელის ღვინო ფაქტიურად უდედოა, უდედოც კარგი კანფეტი რამეა :, მაგრამ მე ტანინიანიც მიყვარს, ქართული არააო ეგ არ თქვა biggrin.gif
bekas
მე ტრადიციას ვგულისხმობ. მაგალითად ბაბუაჩემს არ ქონდა ეგ პრესი, სულ საწნახელში წურავდა. რაც შეეხება დალევას, თუ გვერდზე კაი კაცი გიზის ჭანგიანი ღვინოც დამილევია biggrin.gif
B A R O N
ციტატა(ზვიო @ 20th March 2009 - 18:46) *
თუმცა რა მესამე პირში ვლაპარაკობ

სვამენ კიარა ვსვამტ biggrin.gif
patara kaxi
ტიკო,ტიკო,ტიკო,ტიკო,ღვინისა...
მადლიანო მერიქიფე ღვინისა,
ტიკო,ტიკო,თავს ცოცხალი ვერ გაგიშვებ ხელიდან,
ზიარებას შევსვამ შემი მოლიკლიკე ყელიდააან...



შავი ღვინო მირჩევია ყველას,მამაჩემის.smile.gif უდედოო...

როგორ მინდა,მეც დავწურო,მაგრამ ვინ მიმიშვებს...sad.gif
fisherman
ციტატა(bekas @ Mar 21 2009, 2:11) *
მე ტრადიციას ვგულისხმობ. მაგალითად ბაბუაჩემს არ ქონდა ეგ პრესი, სულ საწნახელში წურავდა. რაც შეეხება დალევას, თუ გვერდზე კაი კაცი გიზის ჭანგიანი ღვინოც დამილევია biggrin.gif

ეგ პრესი რომ არ იყოს იმოდონა ყურძენს რა საწნეხელი დაწურავდა biggrin.gif
ეხლა კახელები ხო იცით იდეინი ხალხია რარაცეების გამოგონება უყვართ და ძრავას შეუერთებს ბევრი პრესს და იმას დააწურინებენ, ზოგს უკვე მასე აქვს მოწყობილი

ჭანგიანი რანაირია ეგ რაღაც არ გამიგონია ეგ სიტყვა biggrin.gif
bekas
ზოგი იმხელა საწნახელი იყო, რამდენიმე 2-3 ურემი ყურძენი ძადიოდა. ჭანგიანი თუ არ მოგწონს ლექიანი დაუძახე. აი ცოტა პკეს რო გაიკეთებს ხოლმე და ძმრისკენ რო მიდის biggrin.gif
fisherman
ციტატა(bekas @ Mar 23 2009, 21:56) *
ზოგი იმხელა საწნახელი იყო, რამდენიმე 2-3 ურემი ყურძენი ძადიოდა. ჭანგიანი თუ არ მოგწონს ლექიანი დაუძახე. აი ცოტა პკეს რო გაიკეთებს ხოლმე და ძმრისკენ რო მიდის biggrin.gif

ჭანგიანი მაგას ნიშნავს, ამის შემდეგ მეცოდინება smile.gif

ეს არის ვაზის გავრცელების რუკა
შეფერადებულია ვაზის გავრცელების არეალი
სპეციალური ნიშნით ღვინის ჭურჭლის აღმოჩენის შემთხვევები,
იასამნისფერი ყურძნის მტევნით აღნიშნულია ნეოლითური და გვიანი ურუქის პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლები, სადაც აღმოჩენილია ყურძნის ნაშთები, წიპწების სახით



თვალსაჩინოებისათვის რომ კავკასია და საქართველო უძველესი მევენახეობის რეგიონია
Shabdub
ოჯალეშს ვწრუპავდი ხოლმე ბავშვობაში და მერე
ფეხები რომ ამერია თვალებიც გამომიჭირეს :> biggrin.gif
B A R O N
ციტატა(Dj. Parikmaxer @ 9th April 2009 - 21:35) *
თვალსაჩინოებისათვის რომ კავკასია და საქართველო უძველესი მევენახეობის რეგიონია

მაგაში არავის ეპარება ეჭვი მგონიsmile.gif
pensioneri
წამოდით ჩემთან კახეთში და ნამდვილ ღვინოს დაგალევინებთsmile.gif
matta
კახური ღვინო მართლა მაგარია smile.gif
Bibo
ქართული ღვინო საუკეთეოს არა იმიტომ რომ იტალიურზე უკეტესი გემო აქვს ან ხერესძე უკეთესი შეფერილობა
უბრალოდ ის ჩემია
fisherman

ბლოგები / მალხაზ ხარბედია
“თუ კარგად მოიქცევი, დაგალევინებ ერთ ჭიქას”

31.08.2009
ავტორი მალხაზ ხარბედია
ეს სიტყვები მუხრან მაჭავარიანმა გუშინწინ უთხრა მიხეილ სააკაშვილს. კონტექსტის გარეშე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს უკვდავების ან სიბრძნის წყაროზე იყოს საუბარი, 80 წლის მხცოვანი პოეტი ახალგაზრდა და იმპულსურ მმართველს რომ სთავაზობს, არადა “დაგალევინებ”-ში ერთი ჭიქა ადესა იგულისხმებოდა, ღვინო, რომელიც ყველაზე უინტერესო ჯიშიდან, იზაბელადან იწურება.

იზაბელა წარმოშობით ამერიკულია, საქართველოში მისი ისტორია სულ რაღაც 150 წელს ითვლის და მას არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან. ამ ჯიშმა თავის დროზე მთელს დასავლეთ საქართველოს გადაუარა და აუარება უნიკალური ჯიში წაართვა. ადესის (იზაბელას) დამსახურებაა, რომ დღეს გურიაში თითქმის ვეღარ ნახავთ უნიკალურ გურულ ჯიშებს: ჩხავერს, სხილათუბანს, ხემხუს, საკმიელას, ჯანს. გურიის გარდა, მისი გამანადგურებელი კვალი დღემდე კარგად ჩანს სამეგრელოში და იმერეთში. ჰოდა, პრეზიდენტის სტუმრობის პირველივე კადრებში ამ კვალმა თავი არ დამალა. კლასიკოსმა პრეზიდენტი სწორედ ადესის მაღლარი ვაზის წინ ჩაატარა და ღვინის გასინჯვასაც დაჰპირდა. მართალია სააკაშვილს ერთი კი წამოცდა, კლასიკურ ჯიშად არ ითვლება ადესაო, მაგრამ იქვე ზრდილობიანად დასძინა: “მე ძალიან მიყვარსო”.

შემდეგ უკვე სუფრასთან ვითარდებოდა მოქმედება, სადაც ადესის ქება-დიდება ახალ საფეხურზე ავიდა. პირველი ყლუპისთანავე პრეზიდენტმა თქვა: “ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი გამისინჯავს... თქვენი ლექსივით მსუბუქია და ძაან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს”.

მართალია, პრეზიდენტმა ზეაღმატებული შეფასებები ნამდვილად არ დაიშურა პოეტის მისამართით, მას რამდენიმეჯერ გენიოსიც კი უწოდა, “ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე”, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვერ გათვალა რაღაცეები და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები ადესის ღვინოს შეადარა, ღვინოს, რომელსაც არც დაძველების (დავარგების) პოტენციალი აქვს, არც ჯანმრთელობისთვისაა მაინცდამაინც კარგი და არც სხვა რამ თვისებებით გამოირჩევა.

ვინ იცის, იქნებ ეს პრეზიდენტის მწარე ხუმრობა იყო, რომელიც უსაქმოდ დარჩენილი თანამედროვე ქართველი კრიტიკოსებისთვის გზის მაჩვენებელი უნდა გამხდარიყო? იქნებ ამ უხერხული შედარებით მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა მიზანს ისახავდა?

ერთი ცნობილი თანამედროვე ღვინის მწერლის, ჯენსის რობინსონის შემთხვევა გამახსენდა, რომელმაც ყმაწვილქალობაში, - როცა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა ღვინოზე წერა და ჯერ კიდევ იმკვიდრებდა თავს, - ვიღაცის სტატია წაიკითხა, სადაც ავტორი ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს კონკრეტულ ღვინოებს ადრიდა. ჯენსის რობინსონი Beaujolais-სთან იყო შედარებული, მსუბუქ, ხილის ტონებიან, ნაკლებადხარისხიან ღვინოსთან, რომელსაც თითქმის არ გააჩნია დაძველების პოტენციალი. ამ ერთი შედარების ჯინაზე, ჯენსისმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ დავარგების დიდი პოტენციალი ჰქონდა და იმდენი იმეცადინა, რომ Master of Wine-ის ხარისხი სულ ზარ-ზეიმით გადასცეს.

მე რომ მუხრან მაჭავარიანი ვყოფილიყავი, ადესა ღვინოსთან ამ შედარებას ნამდვილად არ მივიღებდი. თუმცა, ბატონ მუხრანს, მემგონი ძალიან მოეწონა შედარება, იგი ხომ თავის ადესას დიდებულ ღვინოდ მოიხსენიებდა?!

ბოლო დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მოუხშირა მწერლების დაბადების დღეებზე სიარულს, თანაც ყოველთვის დაგვიანებით მიდის ხოლმე. გადაივლის იუბილის ქარიშხალი და მეორე დღეს, ანდა სულაც, რამდენიმე თვის შემდეგ, მიაკითხავს პრეზიდენტი კლასიკოსს და მიულოცავს, ანუგეშებს, ეტყვის რომ გენიოსია, ბლომად ციტატებს მოიყვანს, მერე ინტერპრეტაციებზე გადავა, შემოგვთავზებს იუბილარი კლასიკოსის ტექსტის რეცეფციულ ან დეკონსტრუქტივისტულ წაკითხვას, ბოლოს საჩუქრის ჯერიც დგება...

ამ მხრივ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებული იყო ქართული მწერლობა. არც ხნიერი და არც ახალგაზრდა მწერალი არავის აინტერესებდა, მასთან არავინ დადიოდა, ყველას თანაბარ პირობებში უწევდა ცხოვრება, ყველა თავის წილ ტანჯვასა და პირად გამოცდილებას იღებდა მომავალი რომანებისთვის და პოეტური კრებულებისთვის. მწერალთა ზოგიერთ ჯგუფს შენობიდან ერეკებოდნენ, მეორე ჯგუფს ჟურნალი-გაზეთი-სტამბა-ტელევიზია – ყველაფერი ერთდროულად დაუხურეს, ზურა რთველიაშვილს და ირაკლი კაკაბაძეს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი მწერალი კიდე უარეს დღეში ჩავარდა... დღეს ეს ბრძოლა და ბედის წრთობა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ქართველ მწერლებს აღარ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, ისინი ისევ ისე, ძველებურად, უგამოცდოდ გავლენ ცხოვრებაში.

ამის ნიშნები შარშან, საახალწლო დღეებში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა მწერლებს წვეულება გაუმართა რესტორან “წისქვილში”. უკვე წელს, 27 მარტს, აპრილის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტი გურამ დოჩანაშვილს ეწვია და დიდხანს ესაუბრა ქართულ ლიტერატურაზე, კინოსტუდიის მთავარი რედაქტორის ჭაპანზე, ფლორენციაზე და ბოლოს ჩვენი ქვეყნის მარკ ტვენიც კი უწოდა მას...

და აი, გუშინწინ, მუხრან მაჭავარიანისთვის დაბადების დღის მისალოცად პრეზიდენტი არგვეთში ჩავიდა. მოუჯდა გვერდით თავის საყვარელ პოეტს და ჩამოყარა ციტატები. მუხრან მაჭავარიანი ალბათ გაოგნებული იყო ამ ადამიანის ფენომენალური მახსოვრობით, არადა თითქოს გუშინდელი დღესავით ახსოვდა, ანა კალანდაძის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა რომ გალაკტიონის “ატმის რტოო...” ანა კალანდაძის “თუთად” წაიკითხა (რას იზამ, ორივე ათმარცვლიანია, ინტონაციურადაც ერთნაირი ლექსებია, პრეზიდენტს კი არა, აკაკი გაწერელიასაც კი აერეოდა).

ერთი-ორჯერ პოეტი მამა-შვილურად გაეხუმრა პრეზიდენტს, რამდენჯერმე შეაქო და საქციელი მოუწონა და ერთი დიდი თხოვნაც გაანდო. ეს თხოვნა სოფელ არგვეთში წყლის გაყვანა იყო:

თხოვნა: “ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა და ამ არგვეთს გაუკეთე ეს წყალი".

პერფორმატიული პასუხი თხოვნაზე: “ჩათვალეთ, რომ მუხრან მაჭავარიანის წყალსადენი გაკეთდება წლის ბოლომდე”.

ვულოცავ არგვეთელებს.

ამ თითქმის ათწუთიანი, გრძელი სიუჟეტის შესახებ ბოლო ორი დღის მანძილზე ბლომად კომენტარი მოვისმინე და წავიკითხე. ფორუმებზე და "ფეისბუკზე" ბევრ რამეს წერდნენ, სხვადასხვა პოზიციიდან, სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების, სხვადასხვაგვარი იუმორის ადამიანები. იყვნენ ისეთები, ვინც მოქალაქეობრივ პოზიციასაც უწუნებდა ბატონ მუხრანს. თუმცა არ ვიცი, რამდენად ღირს მუხრან მაჭავარიანის სამოქალაქო პოზიციებში ჩაღრმავება. ღმერთმა უწყის, რას ვიპოვით ამ პოზიციების ფსკერზე. ახლა ეს არაა მთავარი. სტუმარს მასპინძლობა უნდა. ჩემთვის ის უფრო გულდასაწყვეტია, რომ ბევრის თვალში ასეთი შეხვედრები და ვიზიტები, - ხან ატმის ბაღებში და ხანაც ადესის მაღლარის ჩრდილქვეშ, - კუნდერას ე.წ. “უკვდავების კადრებივით” რჩება. მართალია 90-იანი წლებისგან განსხვავებით, “უკვდავების” ეს ტიპი ძალზე შეიცვალა, მაგრამ მისმა სახიფათო ბუნებამ საქართველოში კიდევ უფრო მაცდური სახე მიიღო.

ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების ეთერში ერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობდა: “[სააკაშვილის] რწმენით, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს CNN-ის ეთერით მისი გამოსვლის ან სხვა ქვეყნის ლიდერთან კერძო სატელეფონო საუბრის მეშვეობით.” ეს სიტყვები გუშინწინ გამახსენდა, როცა ამ საუბარს ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა იმედებს შეიძლება ამყარებდეს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვთქვათ, ფარიდ ზაკარიას გადაცემაში პირდაპირ ჩართვაზე, რამდენიმე კამერით გადაღებულ ადესის დეგუსტაციაზე არგვეთში ან პირდაპირ ეთერში ლექსების დეკლამირებაზე...

თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი დაველოდოთ მორიგ სტუმრობას. ჰო, მართლა, 11 ნოემბერს კიდევ ერთი კლასიკოსის იუბილეა.

http://www.tavisupleba.org/content/blog/1811684.html
sting
ამ სტატიაზე ბევრი ვიხალისე biggrin.gif ამიტო მიყვარს ხარბედიას წერილების კითხვა
იქნება მიშას ურჩიოს ვინმე ახლობელმა მოეშვას დეკლამატორობას biggrin.gif უბრალოდ არაა მაგ კაცის მოწოდება ეგ biggrin.gif
Miss Green
ღვინო არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს ყურძენი იზაბელა bis.gif wub.gif
dismember
იფ იფ
Calcifer
არ ვსვამ ღვინოს spy.gif
chubi
ციტატა(pensioneri @ May 1 2009, 11:00) *
წამოდით ჩემთან კახეთში და ნამდვილ ღვინოს დაგალევინებთsmile.gif


შენ წამოდი რაჭაში და მერე კახური ღვინისკენ აღარც გაიხედავ...

ისე უნდა ვაღიარო რომ შენ ძალიან კარგი ღვინო გაქვს. blush2.gif
fisherman
ციტატა(Miss Green @ Sep 3 2009, 1:27) *
ღვინო არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს ყურძენი იზაბელა bis.gif wub.gif

კარგით რა დაილია ნაღდი ქართული ჯიშები? ხარისხით გემოთი და დაწურული ღვინითაც ასი თავით რომ ჯობია მაგას

ციტატა(chubi @ Sep 24 2009, 18:48) *
შენ წამოდი რაჭაში და მერე კახური ღვინისკენ აღარც გაიხედავ...

ისე უნდა ვაღიარო რომ შენ ძალიან კარგი ღვინო გაქვს. blush2.gif

წელს რაჭაში გავსინჯე ხვანჭკარა და მართლა ღვთაებრივი სასმელია, მაგრამ კახური ღვინისკენ რატომ აღარ გავიხედავ საფერავი ნაკლებია რამით რქაწითელი თუ რა? biggrin.gif
chubi
fisherman
საფერავი მეორეა ხვანჭკარას მერე. რქაწითელი უფრო გავრცელებული ჯიშია, მაგრამ იმდენად კარგი არაა როგორც ის ორი.
მე შავ ღვინოებს ვანიჭებ უპირატესობას
ilo_elo
მემგონი ხვალ რთველში მივდივარ. რქაწითელი ვიყიდე და დავწურე, ისე რო მთელი წელი ოჯახში გვეყოს ღვინო, ერთი 400 ლიტრა რა. აუცილებელია.
devila
400 ლიტრა მარტო მე მინდა 1 წელი george.gif
ნიმფა
ჩაციებულ კახურ წითელ ღვინოს, რომელი ლუდი შეედრება ზაფხულის ცხელ საღამოს, ვარსკვლავიანი ცის ქვეშ rolleyes.gif
Bob Swagger
რა ჯობია ქართულ ღვინოს rolleyes.gif
usaxelouri
უსახელოური არ გაგიგონიათ?ყველაზე მაგარი ღვინოა.
devila
ამ ქვეყნის ღვინოც აღარ მინდა biggrin.gif არ ჩადის ყელში biggrin.gif
B A R O N


ბაისუბნის [კახეთი] რქაწითელი
madiumi
ციტატა(ნიმფა @ 25th September 2009 - 23:03) *
ჩაციებულ კახურ წითელ ღვინოს, რომელი ლუდი შეედრება ზაფხულის ცხელ საღამოს, ვარსკვლავიანი ცის ქვეშ

აუჰ,მართლა სამოთხეა რა...შენ,წითელი ღვინო და... ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... wub.gif
Ninabelle
შავი ღვინო მართლაც კარგია biggrin.gif
Ninabelle
შავი ღვინო მართლაც კარგია biggrin.gif
Liar
შავი ღვინო, მისი მუქი მუქი წითელი ფერი, ცივი და ოდნავ მჟავე გემო, ერთი შესმა და სამოთხეში ხარ. კაია კაი. biggrin.gif
Ninabelle
ერთი შესმა სამოთხეში ვერ გაგიშვებს biggrin.gif
Liar
ციტატა
ერთი შესმა სამოთხეში ვერ გაგიშვებს


იმქვეყნიურში არა, ამქვეყნიურში კი. თეთრი ღვინო არ მიყვარს. შავი კი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.