დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: როგორი საქართველო შეგვხვდა ???
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2
demeee
როგორი საქართველო შეგვხვდა ? რა მდგომარეობაა ? რას ვისურვებდით ქვეყნისთვის და ხალხისთვის ? ვთქვათ ყველაფერი რასაც ვფიქრობთ დღევანდელობაზე ...

დავამატებ , ის გამოხმაურებები, რომლებიც მართლა გულით იქნება დაწერილი და თანაც ლამაზად გამოქვეყნდება ჟურნალში (ავტორის სახელი და გვარი არ გამოჩნდება) bye1.gif
aivi
ციტატა(demeee @ 22nd March 2009 - 13:24) *
დავამატებ , ის გამოხმაურებები, რომლებიც მართლა გულით იქნება დაწერილი და თანაც ლამაზად გამოქვეყნდება ჟურნალში (ავტორის სახელი და გვარი არ გამოჩნდება)


იეეე, მაგისთვის ჩვენ დავდივართ, დავწანწალებთ, გამოკითხვებს ვატარებთ, აი იპოვა კაცმა იოლი გზა ხალხის აზრის გამოსაკითხად girl_crazy.gif

დაჭიანებული ვაშლივით საქართველო შეგვხვდა, ოღონდ მარტო დაჭიანებული კი არა, აი კარგა გვარიანად შემოჭმულიც, კურკებია მარტო დატოვებული... girl_crazy.gif
მაგრამ თქვენ არ იჯავროთ, ეს კურკები მთავარია შავ, სველ, მიმზიდველ და ნაყოფიერ მიწაში მოხვდეს და აღმოცენდება მშვენიერი ვაშლის ხე, რომელიც მერე უთვალავ ვაშლს გამოისხავს, და ის ვაშლები ყველას ეყოფა შესაჭმელად მერე... მერე შეგვეძლება ყველა მხრიდან მივაცხრეთ ლაზათიანად და მერე ისევ კურკები დარჩება girl_crazy.gif
spiritcrusher_drumer
რა ვიცი აბა?
ერთის მხრივ მაგარი
ქუჩაში დავდივარ და თმას არავინ მაჭრის
უნივში დავდივარ თმას არავინ მაჭრის
ანუ (კომუნიზმი რომ არ არის მაგარიათქო რა)










თორე დანარჩენი რავი
როგორიც თქვენია ეს საქართველო მასევეა ჩემი
როგორიც შენია მასეთივეა ჩემი რავი




ჩვენია!!!!
zmaneba
ისტერიულად მაგარი
mariami24
ციტატა
როგორი საქართველო შეგვხვდა ???

ჩაძირული
iko
ერთი სიტყვით რო ვთქვათ საქართველო გაუპატიურებულ მდგომარეობაში შეგვხვდა
B A R O N
საქართველო დამხვდა კორუმპირებული, დამპალი, გაღატაკებული, ნახევრად შეჭმული და რავიცი კიდე რა აღარ
demeee
რატომ ასე მოკლედ unsure.gif ნუთუ ისეთ კარგ მდომარეობაშია, რომ ვერ აღვწერთ ბედნიერებას ? უფრო ვრცლად დავწეროთ თუ შეიძლებ. მადლობა წინასწარ good.gif
ნიმფა
საქართველო დამხვდა დაობლებული და ქართველებისგან გადაყვარებული.
EsTuDieNte
საქართველო "ქართველების" გარეშე დამხვდა!!! u.gif
temo_333
...საქართველო გავს ირემს,რომელსაც ამშვენებდა დიდრონი რქები და მთელს ტყეში მისი მშვენება განთქმული იყო.ერთხელაც,როდესაც მას რქების მშვენიერებით დამტკბარი მონადირე გამოედევნა,ირემმა მშობლიურ ტყეს შეაფარა თავი,თუმცა ამავე ტყის გადახლართულ ტოტებში გაება... აი ასეთი საქართველო დამხვდა მე...

თუმცა შემდგომ ღვთის დიდი წყალობით და თავისი დიდი ღვაწლითაც ამ ირემმა თავი დააღწია ტყის გალიას,მაგრამ მას ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდა-იგი ცოცხალი კი გადარჩა,მაგრამ მისი მშვენება და ღირსება,ულამაზესი რქები სულ დამტვრეოდა და ჩამოსცილებოდა...
ერთ დროს სახელგანთქმული ირემი ახლა გაზაფხულს ელოდა,როდესაც მოიცვლიდა რქებს და ახალი რქებით ისევ დაიწყებდა თავმომწონედ სიარულს...
PseudoGodKiller
გაუპატიურებული... ოღონდ თავი დღესაც ქალიშვილი გონია..
Miss Green
ციტატა(demeee @ 22nd March 2009 - 13:24) *
როგორი საქართველო შეგვხვდა ?

თანაგრძნობის ღირსი u.gif wub.gif
dismember
კაი დაწერეთ ვინმემ რამე რა იყოთ u.gif
chubi
ანუ დავიბადე 89 ში, აპრილში. მერე მოხდა 9 აპრილის ტრაგედია, (ჯერ სამშობიაროში ვჭყაოდი) მერე აფხაზეთი დავკარგეთ, მერე სამაჩაბლო დავკარგეთ და ახლა რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, ანუ ამ 20 წლის მანძილზე 4 სერიოზული დარტყმა მიიღო ჩემმა ქვეყანამ
salomeaa
ციტატა(dismember @ Sep 4 2009, 1:24) *
კაი დაწერეთ ვინმემ რამე რა იყოთ u.gif

ჰო რა , წაკითხვა აღარ მინდა ხოლმე ისეთ რაღაცეებს წერთ u.gif
Calcifer
საკმაოდ კარგი თუ ბოლო წლებს გავითვალისწინებთ
ტირილი იმის შესახებ რო თურმე რა დიადი ყოფილა საქართველო მე მგონი უაზროა user.gif


მე ვთვლი რო საკმაოდ კარგი საქართველო შემხვდა შესაძლებელი ვარიანტებიდან
jonny
ციტატა
როგორი საქართველო შეგვხვდა ???

როგორც უვლიდნენ ჩვენი მშობლების თაობა ისეთი..ჩვენც როგორც მოვიქცეევით ისეთი საქართველო გვექნება ჯერ ჩვენ და მერე ჩვენ შვილებს
იმედი მაქვს რო ჩვენ სხვაზე თითის გაშვერას აღარ დავიწყებთ და საკუთარ საქმეს პატიოსნად გავაკეთებთ..

პირველ რიგში, მისახედია საქართველო, "მისალაგებელია" რა


mariami24
ციტატა
როგორი საქართველო შეგვხვდა ???

გააჩნია როგორ მიუდგები, ან რასთან შედარებით როგორი
ისე რეალურად კი ...
არ მინდა დავწერო, ისედაც ხომ გასაგებია :|
MJA
mariami24
ეჰ საშნელ სიტუაციაში გვიხდება ცხოვრება... გასაკეთებელიც ბევრი გვაქვს, ანუ მთლად სახარბიელო სიტუაციაში არ ვართ.. ბევრი რამეა ისეთი, უმრავი რაც არ მომწონს
mariami24
ამიტომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეცვალოს ის, რაც არ მოსწონს =))
MJA
mariami24
ხო, თორემ კატასტროფამდე მივალთ...მოვა დრო როცა ჩვენ მოგვიწევს ამ ქვეყანაზე ზრუნვა.
mariami24
მივალთ რა, მისული ვართ =((
უბრალოდ უნდა გამოვბრუნდეთ
barbi ***
მისალაგებელი კი არა კარგად არის დასალაგებელი ! მილაგებაზე რო იყო ყველა მიტო ვართ ასეთ დღეში მარა მე მაინც მიყვარს საქართველო და რა ვქნა ! ჩვენია და ჩვენ უნდა მივხედოთ
MJA
barbi ***
სიყვარულით კი მიყვარს და რომ მიყვარს იმიტომ მაწუხებს ასე რომ ვართ smile.gif ხოდა სულ ცალ ფეხზე უნდა გეკიდოს ვინ რა იდეეისაა და ასეთებს არ უნდა ჩაუგდოთ ხელში... ჩვენ იმდენი უნდა ვქნათ რომ ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ და ისეთები დავდგეთ რომ შევძლოთ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა smile.gif
barbi ***
MJA აბსოლიტურად გეთანხმები
MJA
MJA
ხო თუ გულზე ხელდაკრეფილები ვიყავით არაფერი გამოვა... ილუზია არ მაქვს რომ რაიმეს ერთი ხელის მოსმით შევცვლით მაგრამ უნდა დავიწყოთ... აი მაგალითად გუშინ უნივერსიტეტში ისე მომიშალეს ნერვები, რომ აღარ მინდოდა არაფერი... მაგრამ მივხვდი შემდეგ, რომ თუ მივეცი უფლება ასე მომექცნენ ყველას ასე მოექცევიან და ამიტომ ჩემს უფლებებს მაქსიმალურად გამოვიყენებ და არ მივცემ საშუალებას თავიდან მომიშორონ უაზროდ...ამით მეც არ დამაკლდება და მიეჩვევიან რომ თავისი საქმე უნდა აკეთონ.. ეს ერთ მარტივ რამეზე და არადა უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი კიდევ მილიონია... ჯერ ასეთებით დავიწყებ და მერე ვნახოთ smile.gif
barbi ***
ნამდვილად ! არავის არ უნდა საქმის კეთება და ხელფასები კი უნდათ ასე რომ საქართველოში სანამ ასეთი წვრილმანი პრობლემები იქნება ვერ გამოსწორდება !ჯერ ასეთებს უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა

smile.gif
MJA
barbi ***
აჰა smile.gif დღეს სხვათაშორის საკმაოდ წარმატებით ჩაირა და კმაყოფილი ვარ smile.gif
salomeaa
DAGIჭEREN
მეც ერთი სიტყვით გეტყვი - სიტყვიერი გაფრთხილება. შენი პოსტი წაიშლება
DAKOTA
ეჰ lht.gif
DAGIჭEREN
salomeaa
არადა მოდერო არანაირი წესების დარღვევა პოსტში არ იყო smile.gif
salomeaa
ციტატა(DAGIჭEREN @ Sep 10 2009, 21:49) *
salomeaa
არადა მოდერო არანაირი წესების დარღვევა პოსტში არ იყო smile.gif

კარგი რა ვახო. არ მინდა შენთან ეს წარნები და სიტყვიერი გაფრთხილებები, მაგრამ შენი პოსტი შეიცავდა გინებას, ჰოდა წაიშალაsmile.gif
DAGIჭEREN
salomeaa
მართალი ბრძანდებით მოდერო smile.gif biggrin.gif შემდეგში გავითვალისწინებ და თქვენს განყოფილებაში არ ვიბილწებ biggrin.gif
ნიმფა
დასახიჩრებული
Evil
ქართველობა დავკარგეთ !! მალე საქართველოსაც დავკარგავთ თუ ესე გაგრძელდა ! :@
Bob Swagger
უკეთესიც შეიძლებოდა
precious
არცი ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი
circle
ციტატა(aivi @ Mar 22 2009, 16:34) *
დაჭიანებული ვაშლივით საქართველო შეგვხვდა, ოღონდ მარტო დაჭიანებული კი არა, აი კარგა გვარიანად შემოჭმულიც, კურკებია მარტო დატოვებული...

მე კურკებიც მიყვარს "/

ციტატა(iko @ Mar 23 2009, 0:14) *
ერთი სიტყვით რო ვთქვათ საქართველო გაუპატიურებულ მდგომარეობაში შეგვხვდა

ფეხმძიმედაა ახალ თაობაზე.
Indian Summer
ციტატა(demeee @ Mar 22 2009, 14:20) *
როგორი საქართველო შეგვხვდა ?

გაბრწყინებული

mariami24
ვწევარ და მძინავს. დაე მძინავდეს.
ხედავთ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს?-
როდესაც ნანა მესმის ძიძების,
ბევრს ეშინოდეს ჩემი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების

u.gif
PseudoGodKiller
ციტატა
როგორი საქართველო შეგვხვდა ???

მომსპარი
Charlie
დაქუცმაცებული u.gif
vampiri
როგორი და რა თქმა უნდა განადგურებული.
ჯერ მტრების მიერ დაქუცმაცებული ათასგვარი შემოსევებითა და დარბევით.და განა მარტო ეს იყო მიზეზი საქართველოს განადგურების არა.მათ მტრის სახელი მაინც ჰქონდათ და სიძულვილსაც იწვევდნენ ხალხში.მაგრამ რა გამართლება აქვს თვითონ ქართველი ხალხის ქმედებას არანაირი.მათ რაც მტერმა ვერ დაუშავათ თვითონ დაუშავეს ერთმანეთს;შურით,ქიშპობით,სხვაზე მეტის ქონების სურვილით(რომელიც იმდენად დიდია რომ მზად არიან ამისთვის გასწირონ მასზე უფრო შეძლებული).
თუმცა ერთ რამეს ვერ დავიჩივლებთ ისტორია გვაქვს დიდებული, თუ გადავავლებთ თვალს და გავიხსენებთ რომ ერთ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული საქართველო სიამაყის გრძნობით ვივსებით.ისიც კარგად ვიცით რომ ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით ჩვენს წინაპრებს და ვხვდებით რომ ჩვენც ამ პატარა მაგრამ ძალიან ლამაზი ,ერთ დროს კი ძალიან ძლიერი, სახელმწიფოს შვილები ვართ.
მაგრამ მთლად განადგურებულიც არ არის.რატომ???
ამის მიზეზია ის რომ საქართველოში გამორჩეული ბუნებაა,მდიდარია ფლორათი და ფაუნათი.გამოირჩევა შავიზღვისპირა და მთის კურორტებით,სამკურნალო წ***ბით,სასარგებლო წიაღისეულით,ზღვითა და მდინარეებით.
საქართველოში შემორჩენილია სტუმართმოყვარეობის ტრადიცია.
და ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობ როგორი საქართველო შეგვხვდა განადგურებული თუ პირიქით,ლამაზი ჯერ კიდევ ცოცხალი და ტრადიციული .????
madiumi
ე,ძალაგამოცლილი,წელში მოხრილი,ჯოხზე დაყრდნობილი,თვალებში უძირო სევდაჩამდგარი მოხუცი შემხვდა და სახელი რო ვკითხე,ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მქვიაო,მითხრა.
Queen Gvanc
უკეთესი ვიდრე სხვებს
demo_49
დაქუცმაცებული,განადგურებული,დასუსტებული,თუმცა დამოუკიდებელი სხვებთან შედარებით
სარა
ციტატა(vampiri @ 17th March 2010 - 17:00) *
საქართველოში შემორჩენილია სტუმართმოყვარეობის ტრადიცია.


არ მიყვარს რა ეს სტუმრის გაღმერთების ტრადიცია :|
Queen Gvanc
ციტატა(სარა @ Oct 14 2010, 23:05) *
არ მიყვარს რა ეს სტუმრის გაღმერთების ტრადიცია :|

რაღაცნაირად გეთანხმები
ninex
რაღაც მინდა ვთქვა, ოღონდ არ დამესიოთ ეხა ყველა და არ გადამირბინოთ, ჩვენ ვართ ძან ბებერი ერი ხო, რამდენი ხანია რაც ვარსებობთ, 20საუკუნეზე მეტია კიდე დაახლოებით 5-6 საუკუნით (ნუ საქართველო თუ არა ქართველური ტომებში ხო მოვიაზრებით), ხოდა ჩვენ ანუ საქართველო როცა ახალგაზრდები ვიყავით ჩვენთან ერთად ხო არსებობდა ისეთი ერები და ქვეყნები, რომლებსაც დიდი ცივილიზაცია ჰქონდათ (ურარტუ, ბაბილონი, შუმერი), ხოდა ისინი, ამხელა "გრანდიოზული"
ერები გადაშენდნენ და აღარ არსებობენ და ისა... ის დრო ხო არარი რო ჩვენც მაგათ გზას გავუყვეთ (ანუ მივუყვებით უკვე), იმიტო რო არ შეიძლება ერმა 20საუკუნეზე მეტი იცხოვროს და სუ ,,წარსულ დიდებაზე" და ,,ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო შედევრია" ლაპარაკობდეს, რავიცი, რავიცი, მე სნობიზმით ძან დაავადებული საქართველო შემხვდა და... ანუ ყველაზე მეტად მე ეს მხვდება თვალში ტვინში... თორე სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობაზე და მის პოლიტიკურ თუ რავიცი კიდე როგორ დალაგებაზე ფიქრი და მოქმედება უმარტივესია, პროსტ მოინდომო უნდა შენ ვიღაც რო გდიხარ რა მანდ ,,ზემოთ", თორე დაღეჭილ ჭეშმარიტებას ვიტყვი ეხა: ამერიკა 7 საუკუნის ერია და .... გაგრძელება ყველამ ვიცით
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.