დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პატრიოტი
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2, 3
lizikooo
მართლა მაინტერესებს. . .თქვენი აზრით რას ნიშნავს იყო პატრიოტი? მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ სჰენი ქვეყანა გიყვარდეს? ???????????????????
IRAKLi_BERDZENADZE
გადამეტებული პატრიოტიზმი გადადის ფუნდამენტალიზმში, აი სწორედ ეს არის ცუდი. გადამეტებული პატრიოტიზმი იყო 90 იანი წლების დასაწყისში, გამსახურდიას პოლიტიკის შედეგად. ამიტომ რა შედეგი გამოიწვია?
lizikooo
ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Jan 8 2008, 15:14) *
გადამეტებული პატრიოტიზმი გადადის ფუნდამენტალიზმში, აი სწორედ ეს არის ცუდი. გადამეტებული პატრიოტიზმი იყო 90 იანი წლების დასაწყისში, გამსახურდიას პოლიტიკის შედეგად. ამიტომ რა შედეგი გამოიწვია?

იმას არ ვკითხულობ რა შედეგი მოიტანა.......... რას ნისშნავს იყო შენი ქვეყნის პატრიოტი თქვენი აზრი მაინტერესებს smile.gif
shuba
პატრიოტობა მხოლოდ სიყვარულში არ გამოიხატება, საქმით უნდა გამოხატო
tamuna90
მიყვარს ეგ კინო
seven
ვინც პატრიოტთა ბანაკში იყო, smile.gif ეგრეა რა მიშა რომ იძახის ჩემი პატრიოტებიო biggrin.gif
marita
პატრიოტობა მარტი სიყვარულში არ გამოიხატება ჩემი აზრით. შენი ხალხისა და ქვეყნისთვის საქმეც უნდა აკეთო, დადებითი და სასიკეთო. ეჰ, რამდენია გასაკეთებელი.....
infern_O
tamuna90
კიდევ ერთი ეგეთი შეუსაბამო პოსტი და გაფრთხილებას მიიღებdefault.gif
A N R I
პატრიოტობა ნიშნავს გიყვარდეს შენი ქვეყანა.
ემსახურო მას და საჭიროებისამებრ თავიც კი გაწირო მისი გულისთვის.
hey you
ჩემი აზრით პატრიოტს უყვარს თავისი ქვეყნის კარგი და ცუდი მხარეც.. გული შესტკივა ქვეყნის ტკივილზე და.. არასდროს დატოვებს მას დიდი ხნით.. საქმით, შეიძლება ძალა არ შეწევდეს ადამიანს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პატრიოტი არაა
დონ
ჩემი აზრით, დღეს პატრიოტიზმის მეტი გამოხატულება არ არსებობს თუ არა ქვეყნის სიყვარული... ნამდვილი პატრიოტს ფეხებზე არ უნდა ეკიდოს ის რომ მის ქვეყანაში ხალხი ცალი კალოშით დადის და მარტო საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს
A N R I
პატრიოტობაზე ბევრი ითქვა, მზად ხართ თავი გაწიროთ ქვეყნისთვის?
სიტყვით არა საქმით?
seven
რა თავი გავწირო, ანუ რომ მეუბნებოდნენ ან შენ ან საქართველოო ? ?
hellrider
ციტატა(liziiii @ 8th January 2008 - 18:57) *
მართლა მაინტერესებს. . .თქვენი აზრით რას ნიშნავს იყო პატრიოტი? მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ სჰენი ქვეყანა გიყვარდეს? ???????????????????

ჩემი აზრით ქვეყნის სიყვარული პატრიოტობას არ ნიშნავს default.gif
ar vici
ციტატა(hellrider @ Jan 21 2008, 19:58) *
ჩემი აზრით ქვეყნის სიყვარული პატრიოტობას არ ნიშნავს default.gif

მართალი ხარ.მე მარტო დამტოვეს აქ ეს არის პატრიოტობა sad.gif
დონ
ციტატა(hellrider @ Jan 21 2008, 19:58) *
ჩემი აზრით ქვეყნის სიყვარული პატრიოტობას არ ნიშნავს default.gif

აბა მაინც რას? დაგვიკონკრეტე...
hellrider
ციტატა(ლაშა @ 23rd January 2008 - 11:47) *
აბა მაინც რას? დაგვიკონკრეტე...

ქვეყანა ბევრს უყვარს მაგრამ პატრიოტი არ არის პატრიოტი არის ადამიანი რომელიც იღწვის თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს ჯარისკაცი იქნება რომელიმე სახელმწიფო მოხელე თუ უბრალო ადამიანი როცა ქვეყნისთვის სიკეთეს გააკეთებს იბრძოლლებს და ამ ყველაფერს დაფარულად გააკეთებს და არა ისე რომ რაღაც უმნისვნელო გააკეთოს და მთელ ქვეყანას მოსდოს აი ესააა ჩემი აზრით პატრიოტობა default.gif
იქნებ შენც გაგვანდო შენი აზრი??
Abraxas
პატრიოტი არის ქვეყნის სიყვარული. მაგრამ რეალურად ამ გრძნობას ელიტები იყნებენ და ხალხის ამ გრძნობას საკუთარ ინტერესებით მართავენ..
ხალხს აბოლებენ რომ ეს ჭირდება ქვეყანას, არა და ეს მხოლოს მათ ინტერესბში შედის და აომებენ. ესე არის დღეს ერაყში. ამერიკელი ჯარისკაცები რომლებიც ამ გრძნობით წავიდნენ და იბრძვიან და იღუპებიან პატრიტიზმის სახელით და ამ დროს ამერიკელი ბიზნეს ელიტა მდიდრდება ერაყის ნავთობით... ასე რომ პატრიტორიზმი არის ის გრძნობა რომელი იმართება ელიტის მიერ..
sin165
პატრიოტიზმი მანკიერი სათნოებაა.
ოსკარ უაილდი

smile.gif
Abraxas
ხო და რეალურად ვინ იყენებს პატრიოტიზმს???
gochi_gochi
ციტატა(Abraxas @ Feb 5 2008, 22:37) *
ხო და რეალურად ვინ იყენებს პატრიოტიზმს???

ფატრიოტიზმი როგორ უნდა გამოიყენო ეგ უნდა დაამტკიცო საქმით არა?
Abraxas
ციტატა(gochi_gochi @ 6th February 2008 - 4:10) *
ფატრიოტიზმი როგორ უნდა გამოიყენო ეგ უნდა დაამტკიცო საქმით არა?

შენ ვერ გამიგე. ვიღაც ადამიანი პატრიოტია. ანუ ემსახურება ერთგულად სახელმწიფოს. ხოლო მეორე ადამიანი კი პირად ინტერესებს ემსახურება. ანუ დავყოთ ელიტა საკუთარ პირად ინტერესებს ემსახურება. ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი კი საერთო სახალხო საქმეს ემსახურება.
ეხლა თუ კი ელიტა რომელიც ქვეყნის მმართველია, შექმნის მძლავრ იდეოლოგიას და დაიწყებს ომს რომლის უკანაც მისი პირადი ინტერესებია, მაგალითად იარაღის ბიზნესი და ა.შ ხოლო ხალხს პატრიოტულ გრძნობებზე აომებს. რეალურად რა ხდება ხალხი იბრძვის ხოლო ელიტა ფულს აკეთებს. ხო და მე მაგას ვამბობ რომ ამ გრძნობას ელიტა ძალიან მოხერხებულად აკონტროლებს.
გამიგე რისი თქმაც მინდა?
gochi_gochi
ციტატა(Abraxas @ Feb 6 2008, 10:56) *

ხო ეგრე იყო აფხაზეთის ომი მაგის გაგებას რა უნდა sad.gif
Abraxas
gochi_gochi
მამაცი გული ფილმი ნანახი გექნება. აი ვილიამ ვოლასი რომელიც ხალხს წარმოადგენდა და იყო იქ ფეოდალები და კაროჩე ელიტა, რობერტ ბრუსის თამადობით, რომლებიც თავის ხალხსი წინააღმდეგ წავიდნენ როდესაც დაინახეს მათი პირად ინტერესებისთვის გარკვეული საფრთხე.
აი მე მაგას ვამბო რომ თუ ომში წავალ იმ შემთხვევაში თუ კი მეცოდინება რომ ელიტა არ გამოიმყენებს. ამიტომაც საერთოდ არ მაქვს სურვილი მიშას მართველობის პერიოდში რომელიმე ომში წავიდე. ზუსტად ვიცი რომ ის ომი იქნება 1992-93 წლების გამეორება...

ასე რომ დასკვნა პატრიოტიზმი რაციონალურად აი ეს არის გამოსავალი. რომ ეს გრძნობა არავინ გამოიყენოს. აი ჩვენთან კი საქართველოში ემოციების უამრავი ტალღაა და ჭკუას საერთოდ არ უხმობენ... აი მე გეუბნებით რომ ემოციური პატრიოტიზმი არისდამღუპველი ხალხისთვის, ამას ელიტა ისე კარგად გამოიყენებს როგორც აქამდე გამოუყენია. აი რაციონალური მიდგომა ყველაფერში რომ გვქონდეს დიდ წარმატებებს მივაღწევდით... მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ემოციებია დღეს საქართველოში და ამას ადვილად გამოიყენებენ...
gochi_gochi
ციტატა(Abraxas @ Feb 6 2008, 16:54) *

რავი დზმა მე ამაში ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ მე ომში ჩემი სამშობლის დასაცავად წავალ და თავსაც გავწირავ მაგაში დარწმუნებული ვარ მარა იმას არ დაუწყებ ყურებას რომ წავლენ თუ არა მაგათი შვილები მე მიყვარს ჩემი სამშობლო და იმის გამო რომ ვიგააც მინისტრის შვილი არ მიდის ჩემ სამშობლოს ზურგს არ ვაქცევ მე ეგრე ვპიქრობ მაგათ რომ დაუწყო ყურება მე და ყველამ არავინ არ დარჩება ვინც იომებს და ჯერ ერთ რეზერვისტი რომ გავხდბი მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს იმიტომ რომ გარდა პატრიოტობისა სახელმწიპო ვალიც იქნება რომ წავიდე ომში
და რა უყუ თუ არ მიდიან მინისტრების შვილები მაათ მერე იქ მაღლა მოეკითხებათ სამშობლოს ღალატი
ისე ეგ მაგარი ტეხავს და არც უნდა გააკეთოს არცერთმა პატრიოტმა და შენ მიშას გამო კი არ უნდა იბრძოლო სამშობლოსთვი უნდა იბრძოლო მიშა რა შუაშია საქართველო ხომ ჩვენი სამშობლოა და მე მიყვარ ჩემი სამშობლო და არა მიშა ეგ მეორე ხაარისხოვანია
Abraxas
gochi_gochi
მე იმ მხედარმთავართან არ მინდა ბრძოლა რომელიც ჩემ და ზოგადად ხალხის ინტერესები ფეხებზე ჰკიდია. პატრიოტიზმი ის არ არის არიქა ომი დაიწყო და წავედი ომშიო. პატრიოტიზმი ქვეყნის მოვლაცაა და დაცვაც. ხოლო სანამ სადმე წახვალ საომრად ჯერ შენს საკუთარ ქვეყანაში მოიყვანე ის პოლიტიკური ძალები როგორიც მაგალითად ვილიამ ვოლოასი იყო და მისნაირი პატრიოტები და მერე სიამოვნებით წავალ. ხოლო ის ადამიანები ვიც აი ესე დიდი ემოციებით წავიდნენ 1992-93 წლებში და იქ ედიკამ და საერთოდ ყველამ გაყიდა, რა დარჩათ მათ? დაუფასა ვინმემ?
თუ რა? მარტო წასვლა და ყვირილი რომ აი მე პატრიოტი ვარ და უნდა ვიომოთი საქმეს არ ეშველება. ხოლო სათავეში რომ გყავს ისეთი ელიტა რომელიც ხალხის ინტერესებს არ პასუხობს, იქ უკაცრავად და ყველა ომი რომლებსაც ისინი დაიწყებენ იქნება ქართველი ერის ინტერესების შემლახველი... პატრიოტობა არის ის როდესაც ჭვიანად აშენებ და ემსახურები ქვეყანას. ხოლო ჭკუას კი იმას მკარნახობს რომ ჯერ სათავეში უნდა მოვიყვანოთ ერის ერთიანი ძალებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ინტერესებს ემსახურება და თავად ხალხის ინტერესების გამომხატველია. თორე ისე გამოგიყენებენ ამ პატრიოტული გრძნობით გულანთებულს რომ რა ვიცი. აი აფხაზეთის ავანტურა, რომელიც ედიკამ წამოიწყო, შევიდნენ გულანთებული ბევრი პატრიოტი. მაგრამ რეალურად მათმა მოქმედებებმა დაანგრია ქვეყანა. იცი რატომ, იმიტომ რომ ჯერ საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე არ ჰქონდათ მოგვარებული პრობლემები და ბრმა რწმენით შევიდნენ რომ ის სქმე პატრიოტული იყო, არა და პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს.
gochi_gochi
არა რა მე და შენ ვერ შევთანხმდებით ვერასდროს რა ვქნა მე წავალ ეგ ბიჩები რომ არ ყოპილიყვნენ დღეს საქართველო მარტო აპხაზეთს კი არა ყველაპერს დაკარგავდა ნუ ეს ცალკე თემაა აპხაზეთი და ამაზე გახსნილია თემა სადსკუსიო ოთახში და იქ დაპოსტე რა ვქნა მიშას დედაც ომი რომ დაიწყოს იმას ნაღდად არ დაუწყებ ყურებას რომ ვინ არის სათავეში მიშა ტუ სხვა ვინმე მე მინდა კარგი თექნიკა და კარგად განსწავლული მეთაური რომ ბრძოლა მასწავლოს რომ მტერი მოვკლა და დავიცვა ჩემი სამშობლო და ვილიამ ვოლასს რაც შეეხება ეგეთი რამ არასდროს აღარ განმეორდება დღევანდელობაში რომ ჩვეულებრივი ადამიანი სინ წაუძღვეს ერს იმიტომ რომ აადრე ომი სხვა პონტი იყო და ეხლა სხვაა ეხლა სთაბში ზის ვინმე და ის გაძლევს მითითბებს და ის კაცი შეიზლება არც კი ჩანდეს ვინაა მარა შენ შენი საქმე უნდა გააკეთო
Jood
ჰმ..
პატრიოტები კიდევ არსებობენ????
რაღაც არა მგონია!!
ნწ ნწ ნწ
Abraxas
gochi_gochi
სანამ პატრიოტიზმზე დავიწყებდით ლაპარაკს, ჯერ უნდა გაგვეგო რას ვფიქრობთ ზოგადად სახელმწიფოს შესახებ... ყველას სხვადასხვა ნაირად წარმოუდგენია სახელმწიფო.. სამშობლოს სამსახური სახემლწიფოს სამსახურია.
აი პირადად შენსგან მაინტერესებს რა არის შენთვის სახელმწიფო??
BEX-100
გოჭი ძმობას გაფიცებ აგენტ კომკავშირლებს რომელსაც პატრიოტის განმარტება პარტიის წესდებამ ასწავლა!! სერიოზულად ნუ ებაზრები რა!!!!!!!!! ვერ ხედავ რეებს ამბობს?: პატრიოტიზმზე, ომზე და სამშობლოზეე?? პანტელეიმონის სკოლააა რა!!!
gochi_gochi
ციტატა(Abraxas @ Feb 6 2008, 23:10) *
gochi_gochi
სანამ პატრიოტიზმზე დავიწყებდით ლაპარაკს, ჯერ უნდა გაგვეგო რას ვფიქრობთ ზოგადად სახელმწიფოს შესახებ... ყველას სხვადასხვა ნაირად წარმოუდგენია სახელმწიფო.. სამშობლოს სამსახური სახემლწიფოს სამსახურია.
აი პირადად შენსგან მაინტერესებს რა არის შენთვის სახელმწიფო??

რას ქვია რა არის ჩემთვის სახელმწიპო ეს არის ქვეყანა ცემი სამშობლო რომელიც მიყვარს და მისი ფატრიოტი ვარ და შენ თუ გინდა სახელმწიპოს მოწყობის სტრუქტურებსა და სახელმწიპოს მმარტველობაზე გებაზრო ეგ სხვაა სახელმწიპო არი ს სახელმწიპო ტავისი ჯარით პოლიციით მთავრობით და ასე შემდეგ მარა კიდევ გეუბნები სამშობლო სხვაა და სახემწიპო სხვა არა ერთი და იგივე მარა სამშობლოზე იტივი რომ მიყვარსო და სახელმწიპოზ ეუნდა იმსჯელო მის მოწყობაზე განვიტარებაზე და ასე სემდე ამიტომ სხვა დაასხვა თემებია რაა
Abraxas
gochi_gochi
ჩემთვის სახელმწიფო არის ერის ნების გამოხატველი. შესაბამისად სახელმწიფო არის საერთო ქართული საქმის შემსრულებელი.. შესაბამმისად ის ყველა ჩვენთაგანზე, ინდივიდზე ზრუნავს და პასუხისმგებელი, ჩვენ კი სახელმწიფოზე ვართ პასუხიმგებელი. ესეთ სახელმწიფოს პატრიოტი ვიქნები. ხოლო როდესაც სახელმწიფო არის ერის ინტერესების მოწინააღმდეგე, რომელიც პატარა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, ის სახელმწიფო მთელი ერის მტერია, შესაბამისად ისეთ სახემწიფოს პატრიოტი არ ვიქნები.
mela777
Abraxas
შენი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო
Abraxas
mela777
ციტატა(mela777 @ 7th February 2008 - 13:26) *
შენი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო

კარგი კაცო, ეგ რა თქვი biggrin.gif

ხო და რა არის შენთვის პატრიოტიზმი, ესაა მთავარი. ყველას სხვადასხვანაირად ესმის... default.gif
BEX-100
ციტატა(Abraxas @ Feb 7 2008, 20:07) *
ხო და რა არის შენთვის პატრიოტიზმი, ესაა მთავარი. ყველას სხვადასხვანაირად ესმის... default.gif

პატრიტიზმი შენი სამშობლოს სიყვარულია! შენი ქვეყნის სიყვარულია რომელიც არის გრძნობა და ეს გრძნობა შეიძლება ზოგს უფრო განვითარებული ქონდეს და ზოგს ნაკლებად! ხოდა სწორედ ამ გრძნობით იმართება შენი მე, ანუ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუნდაც ომში წასვლაზე! ყველა ქართველი ვალდებულია იყოს საქართველოს, როგორც მისი სამშობლოს პატრიოტი, და არა როგორც კომკავშირლებს ესმოდათ და შეიძლება დღესაც ესე ესმით, მთავრობის პატრიოტი!!!;) ასევე არის ვალდებული იყოს პატრიოტი ნიგერიელი ნიგერიისთვის, შვეიცარიელი შვეიცარიისთვის და ა.შ. angry.gif
IRAKLi_BERDZENADZE
პატრიოტიზმი არ უნდა გადავიდეს პანატიზმში, თუ გადავად ისეთივე ცუდ შედეგს მივიღებთ როგორც დღეს არის, რეალობის შეგრძნებას დაკარგავს ადამიანი.
BEX-100
ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Feb 7 2008, 20:55) *
პატრიოტიზმი არ უნდა გადავიდეს პანატიზმში, თუ გადავად ისეთივე ცუდ შედეგს მივიღებთ როგორც დღეს არის, რეალობის შეგრძნებას დაკარგავს ადამიანი.

მაგრამ ქვეყნის სიყვარული რაც უფრო ძლიერია მით უფრო კარგია თავად ქვეყნისთვის!!! ხო ასეა??
IRAKLi_BERDZENADZE
ჰოლანდიაში როგორი არის ქვეყნის სიყვარული ან კიდევ სხვა ევროპულ ქვეყნებში? ეს არ უნდა იყოს იცი როგორი? ფანატიზმი. ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში.
BEX-100
ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Feb 7 2008, 21:17) *
ჰოლანდიაში როგორი არის ქვეყნის სიყვარული ან კიდევ სხვა ევროპულ ქვეყნებში? ეს არ უნდა იყოს იცი როგორი? ფანატიზმი. ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში.

ჰოლანდიაში არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ გეტყვი შვეიცარიაში წელიწადში ორჯერ ყველა მამაკაცი ვალდებულია გაიაროს 3 კვირიანი სამხედრო მომზადება, თან გაითვალისწინე შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, ასევეა დიდ ბრიტანეთში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში!! ანუ ანუ სამშობლოს ძლიერი სიყვარული კაია!!!
P.S. შენ ალბათ ფანატიზმს ისეთს გულისხმობ ვიგაცა ქართველი რომ გამოვიდეს ხვალ და თავისუფლებაზე თავი აიფეთქოს და თქვას საქართველოს სიყვარულისთვისო!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს მართლა უაზრობაა გეთანხმები!!
gochi_gochi
ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Feb 7 2008, 21:55) *
პატრიოტიზმი არ უნდა გადავიდეს პანატიზმში, თუ გადავად ისეთივე ცუდ შედეგს მივიღებთ როგორც დღეს არის, რეალობის შეგრძნებას დაკარგავს ადამიანი.

ხო რეალობის დაკარგავ ცუდი ა მარა კოლანდიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებსი ორი ტერიტორია არ აქვთ დასაბურნებელი და ჩვენნაირი პრობლემები მაგათმ 2 ან მეტი საუკუნით ადრე გადაჭრეს და ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს მაქამდე მისაღწევი და როცა შენი ქვეყანა ყოველდღიუ ომის სწრესში იმყოპება მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა იპიქრო ცოვი გონებით
BEX-100
ციტატა(gochi_gochi @ Feb 7 2008, 21:35) *
ხო რეალობის დაკარგავ ცუდი ა მარა კოლანდიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებსი ორი ტერიტორია არ აქვთ დასაბურნებელი და ჩვენნაირი პრობლემები მაგათმ 2 ან მეტი საუკუნით ადრე გადაჭრეს და ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს მაქამდე მისაღწევი და როცა შენი ქვეყანა ყოველდღიუ ომის სწრესში იმყოპება მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა იპიქრო ცოვი გონებით

და კიდევ ჩრდილოელი მეზობელი!!! angry.gif
Abraxas
როგორ ფიქრობთ შოვინიზმი არის თუ არა პატრიოტიზმი?

შოვინიზმი (ფრანგ.. chauvinisme) ნიშნავს სხვა ერების სიძულვილს, გადამეტებულ ნაციონალიზმს, პატრიოტიზმს. უფრო ზოგადად, შოვინიზმი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერ გრძნობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს გულისხმობს სხვა ჯგუფების სიძულვილს (ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით განსხვავებული ჯგუფების სიძულვილს).

სიტყვის წარმოშობა უკავშირდება ნიკოლა შოვენს. გადმოცმით იგი იყო ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი, რომელიც შეუპოვარი ფრანგული პატრიოტიზმით გამოირჩეოდა. შოვენის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. იგი გახდა ფრანგული კომედიის La Cocarde Tricolore (1831) გმირი, რომლის შემდეგ გაჩნდა ტერმინი შოვინიზმი.

ქვეყნის სიყვარული ერის სიყვარულია და ერისთვის სამსახური. ცივი გონებაა პატრიოტიზმი და არა ვაიპატრიოტიზმი რომელიც ლაყბობის და ემოციების მეტი არაფერი არ არის. ერის ინტერესები კი ჯერ მშვიდობიანობის დროს უნდა მოაგვარო, და არ უნდა ამაყობდე იმით რომ პოლიტიკურმა ელიტამ შენ ხალხს ხელ-კეტები ურტყა... ხოლო შემდეგ სასიკვდილოდ გაუშვა საომრად.. ქვეყანა ჯერ შიგნიდან ტყდება და მერე გარედან, როცა შიგნიდაან არის გამტყდარი არ უნდა მირბოდე პატრიოტიზმის სახელით საომრად. თუ პატრიოტი ხარ, შენი ერის ნებას აღასრუოებ და გვერდზე დაუდგები. მაგრამ ზოგს პატრიოტიზმი მარტო ომში ესმის. და მნიშვნელობა არ ააქვთ ეს ომი მისთვის და მისი ერისთვი დამანგრეველი იქნება თუ პირიქით. პატრიოტიზმს როცა ელიტა იყენებს ის პატრიოტიზმი აღარ არის, ის უკვე არის სიბრიყვე..
BEX-100
როდის არ არის შენი თქმით პატრიოტოზმი სიბრიყვე???
P.S. მრცხვენია ამას რომ გეკითხები!!
IRAKLi_BERDZENADZE
თუ გრცხვენია მეც მცხვენია რომ გიპასუხო!
BEX-100
ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Feb 7 2008, 22:24) *
თუ გრცხვენია მეც მცხვენია რომ გიპასუხო!

შენთვის არც მიკითხავს!! biggrin.gif პატრიოტიზმს ტიპმა სიბრიყვე უწოდა და მაგას უნდა სრცხვენოდეს!!! default.gif
Abraxas
ციტატა(BEX @ 8th February 2008 - 13:51) *
პატრიოტიზმს ტიპმა სიბრიყვე უწოდა და მაგას უნდა სრცხვენოდეს!!!

ცილიწამების იქით ვეღარ ქაჩავ მგონი... შენ თუ ვაიპატრიოტიზმი კარგი რამე გგონია ეს შენი პრობლემაა.. default.gif
BEX-100
ციტატა(Abraxas @ Feb 8 2008, 20:52) *
ცილიწამების იქით ვეღარ ქაჩავ მგონი... შენ თუ ვაიპატრიოტიზმი კარგი რამე გგონია ეს შენი პრობლემაა.. default.gif

რას ნიშნავ ვაი პატრიოტიზმი??
Abraxas
ციტატა(BEX @ 8th February 2008 - 21:58) *
რას ნიშნავ ვაი პატრიოტიზმი??

ბევრს რომ ლაპარაკობს პატრიოტიზმზე, თავი რომ ყველასთან მოაქვს პატრიოტი, მაგრამ საქმესაქმეზე რომ მიდგება და სულ სხვანაირად რომ იქცევა. აი ესაა ვაიპატრიოტიზმი...

აუჰ ეხლა უხსენი მიშისტებს ტერმინოლოგიის მნიშვნელობები.. biggrin.gif
BEX-100
ციტატა(Abraxas @ Feb 8 2008, 21:00) *
ბევრს რომ ლაპარაკობს პატრიოტიზმზე, თავი რომ ყველასთან მოაქვს პატრიოტი, მაგრამ საქმესაქმეზე რომ მიდგება და სულ სხვანაირად რომ იქცევა. აი ესაა ვაიპატრიოტიზმი...

აუჰ ეხლა უხსენი მიშისტებს ტერმინოლოგიის მნიშვნელობები.. biggrin.gif

წესიერად ილაპარაკე!!!!!!!!!!!!!
და რაც შეეხება პატრიოტიზმს ჯერ გაიგე საერთოდ რას ნიშნავს და ეს სიტYვა და მერე დაპოსტე!~!!!
Abraxas
ციტატა(BEX @ 8th February 2008 - 22:03) *
და რაც შეეხება პატრიოტიზმს ჯერ გაიგე საერთოდ რას ნიშნავს და ეს სიტYვა და მერე დაპოსტე!~!!!

ო მე არ ვიცი და შენ იცი.. ხო და ახსენი.. biggrin.gif
ციტატა(BEX @ 8th February 2008 - 22:03) *
წესიერად ილაპარაკე!!!!!!!!!!!!!

მაინც რა. მიშისტობა გაგიტყდა თუ რა? biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.