დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სერგეი რახმანინოვი
თსუ ფორუმი > ხელოვნება > მუსიკა
wwww


სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის. ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო“ (პუშკინის პოემის „ბოშების“ მიხედვით). ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომასები. 90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიური ტრიო“, რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი. 1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით. ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“, II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული“, III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა. 1911—1915 წლები რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები“, რომანსების ციკლში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ა. შ. შ.-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა“ გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“. ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში.




ახალგაზრდა რახმანინოვი



ეხლა ვუსმენდი და გამახსენდა






არამგონია კლასიკას უსმენდეს ვინმე მაგრამ მაინც
wwww
.

მაგიჟებს რახმანინოვი, გადავლილი გრიგალია , გრიგალი
wwww
http://www.youtube.com/watch?v=VXU7I_Yyi2Y

მოუსმინეთ

აუცილებლად




http://www.youtube.com/watch?v=z9Z-HCq5EeU
rhcp_ako
მაგარი კომპოზიტორი იყო ნამდვილად biggrin.gif
TEARS OF DEATH
მართლა უძლიერესი კომპოზიტორია, უკვდავი და სხვათაშორის მისი კომპოზიციების დაკვრა საკმაოდ რთულია, იშვიათად თუ ბედავს ვინმე, გენიალური პიანისტი!!!!!!!!!!


დაქაჩეთ აქ ორი ცალია
barcafan
aTaRaXia
ელეგია და პრელუდიები good.gif ........

უძლიერესი კომპოზიტორია ..... huh.gif
სარა
Бездельник
smile.gif
wub.gif
10GOoO
ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში,როცა რახმანინოვის მეორე კონცერტი დავუკარი ორკესტრთან..!!

მართლაც,რომ საოცარი და გენიალური კომპოზიტორი იყო.
სარა
ფილმს ვეძებ რახმანინოვზე და დამეხმარეთ
lady bird


უმაგრესია...მიყვარს...ვგიჟდები
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.