დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჯინსების თაობა
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
salomeaa
საბჭოთა კავშირში ჯინსები ვერ შეკერეს და ამიტომ ყველაზე ბოროტი გამოსავალი მოძებნეს - ჯინსები უბრალოდ აკრძალეს. აკრძალული ჯინსები კი უფრო ტკბილი აღმოჩნდა და თავისუფლებასავით ნანატრი ჯინსების მოპოვება საბჭოთა კავშირში კონტრაბანდული გზებით სცადეს ამერიკიდან . . .

გეგა კობახიძე, თინათინ ფეტვიაშვილი, კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, დავით მიქაბერიძე და მამა თეოდორე-იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე - ჯინსების თაობად იქცა . . .

1983 წლის 18 ნოემბერს მათ გაიტაცეს თვითმფრინავი "ტუ 134", რათა გაქცეულიყვნენ ამერიკაში... გატაცება დაარქვეს, თორემ სინამდვილეში სასოწარკვეთილი ადამიანების თვითმკველობას უფრო ჰგავდა. შეშინებულმა პილოტმა, რომელიც ერთ დღეში გაჭაღარავდა შეუმჩნევლად მოატრიალა თვითმფრინავი თბილისისკენ.. ის მიწაზე არც კი იყო დაშვებული როცა "კაგებემ"ცეცხლი გაუხსნა მათ .სროლის დროს მოკვდა 3 მგზავრი,ერთ-ერთი "გაქცევის ორგანიზატორი"იქვე მოკვდა ხოლო მეორემ თავი მოიკლა.. გეგა კობახიძე თინა ფეტვიაშვილი, მამა თევდორე, კახა და პაატა ივერიელი დააკავეს და გაასამართლეს..სასამართლომ მსჯავრდებულებს უსასტიკესი განაჩენი გამოუტანა ეს ადამიანები საბჭოთა ეპოქის მკაცრი კრიტერიუმებით ასე შეაფასეს "преступная группа имея намерения изменить родину в форме бегство за границу".ისინი მალევე დახვრიტეს,მხოლოდ ფეხმძიმე თინა "შეიწყალეს".მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხის საკანშივე აბორტი გაუკეთეს.. სიკვდილით დასაჯეს ადამიანი რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არც ყოფილა- მამა თეოდორე . იგი ახალგაზრდების გადარჩენის მიზნით მომხდარს საკუთარ თავს იბრალებდა და ყველაფერს თავის თავზე იღებდა, თუმცა ამაოდ.... მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

ვინ იყვნენ სინამდვილეში ეს ახალგაზრდები? ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ?

დათო ტურაშვილმა ამ ამბავს მიუძღვნა წიგნი ,,ჯინსების თაობა", რომლის მიხედვითაც ამავე სათაურით თავისუფლების თეატრში სპექტაკლიც დაიდგა . . .

გეგა კობახიძე

გეგა და თინა

სასამართლო პროცესი

wwww
დასახვრეტები იყვნენაბა რა
Shirley
ეს იყო სისასტიკე...დოკუმენტურ კადრებში რომ ვნახე როგორ ისხდნენ ერთად მსჯავრდებულთა სკამზე გავგიჟდი, რა სახეები ჰქონდათ ...

სპექტაკლი ნანახი მაქვს თავისუფალში დიდი ხნის წინათ და ძალიან მომეწონა მახსოვს.

ეს ნახეთ თუ გინდათ, რავი

http://hey.ge/3616-43354312431643214308430543124321.html
wwww
ამ რასპუტისნის სახის მქონე მღვდელს მონაცილეობა რომ ც არ მიეღო მაინც უდა დაეხვრიტათ
Shirley
QUOTE (wwww @ May 7 2009, 21:44) *
ამ რასპუტისნის სახის მქონე მღვდელს მონაცილეობა რომ ც არ მიეღო მაინც უდა დაეხვრიტათ

არადა ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა..თვალებიი უმაგრესი p.gif
თინი
QUOTE
არადა ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა..თვალებიი უმაგრესი

+1 : )

აუ ამ თემამ დამამძიმა u.gif
wwww
QUOTE (CURLY @ May 7 2009, 22:45) *
არადა ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა..თვალებიი უმაგრესი p.gif

მერე რასპუტინსაც ზალიან ლამაზი თვალები ქონდა

ხახახახახააააააააააა

გადაცემს უყურეთ ამათზე

შევარდნაზემ რა კარგად ილაპარაკა

მაგარი მასტია რა
Shirley
QUOTE (wwww @ May 7 2009, 21:46) *
მერე რასპუტინსაც ზალიან ლამაზი თვალები ქონდა

ხახახახახააააააააააა

გადაცემს უყურეთ ამათზე

შევარდნაზემ რა კარგად ილაპარაკა

მაგარი მასტია რა

ოF შენც შეადარე რა :|
wwww
QUOTE (CURLY @ May 7 2009, 22:47) *
ოF შენც შეადარე რა :|

ყოველტვის მეზიზღებოდა ასეთი ტიპები, მერე ხალხის თვალში კრუტოი პარნებად რომ იქცევიან

გაქცევა არაა ზერსკი საქციელი, დარცენა და ბრზოლა უფრო დასტოინია

მაგრამ ამ .......... დასტოინსტვა მარტო სასამართლო პროცესზე გამოაჩინეს (დაჟე მეც მომეწონა , საკაიფოდ მიირეს განაცენი)
salomeaa
QUOTE (wwww @ May 7 2009, 22:41) *
დასახვრეტები იყვნენაბა რა

თემა რომ გავხსენი შენზე ვიფიქრე, რომ შენ აუცილებლად ამას დაწერდი : ((((((

QUOTE (CURLY @ May 7 2009, 22:45) *
არადა ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა..თვალებიი უმაგრესი p.gif

+1

QUOTE (თინი @ May 7 2009, 22:46) *
+1 : )

აუ ამ თემამ დამამძიმა u.gif

მე ეხლა წავიკითხე წიგნი და მომინდა თემის გახსნა u.gif . . .

QUOTE (wwww @ May 7 2009, 22:51) *
ამ პიდარასტებმა

კარგი რა. ზედმეტები მოგდის
Pj.Harvey.
QUOTE (CURLY @ May 7 2009, 21:45) *
არადა ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა..თვალებიი უმაგრესი p.gif

-
ბოროტი და ცივი ქონდა
ნიმფა
QUOTE (wwww @ May 7 2009, 22:41) *
დასახვრეტები იყვნენაბა რა

დასახვრეტი შენთვითონ ხარ..
salomeaa
ციტატა(wwww @ May 7 2009, 22:41) *
დასახვრეტები იყვნენაბა რა

მე არ ვამბობ, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ. რა თქმა უნდა თვითმფრინავის გატაცება იმ დროსაც და ეხლაც დანაშაულია, მითუმეტეს გატაცებას მსხვერპლიც მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ სპეცნაზის ტყვიით დაიღუპნენ თვითმფრინავში მსხდომნი.
მე უბრალოდ მათ, როგორც ტერორისტების დახვრეტას ვაპროტესტებ, თან ასე სასტიკად, საფლავებიც კი არ არის ცნობილი sad.gif

ციტატა(Nimpa @ May 8 2009, 21:40) *
დასახვრეტი შენთვითონ ხარ..

wwww მთლად დასახვრეტი არ არის. სსრკ ხომ არ ვართ ისევ? george.gif
wwww
ციტატა(salomeaa @ May 11 2009, 19:37) *
მე არ ვამბობ, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ. რა თქმა უნდა თვითმფრინავის გატაცება იმ დროსაც და ეხლაც დანაშაულია, მითუმეტეს გატაცებას მსხვერპლიც მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ სპეცნაზის ტყვიით დაიღუპნენ თვითმფრინავში მსხდომნი.
მე უბრალოდ მათ, როგორც ტერორისტების დახვრეტას ვაპროტესტებ, თან ასე სასტიკად, საფლავებიც კი არ არის ცნობილი sad.gif

wwww მთლად დახვრეტა არ არის. სსრკ ხომ არ ვართ ისევ? george.gif

და რა მნისვნელობა აქვს მათი საფლავების ამბავს

რო ვიცოდეთ რა?
salomeaa
ციტატა(wwww @ May 11 2009, 21:40) *
და რა მნისვნელობა აქვს მათი საფლავების ამბავს

რო ვიცოდეთ რა?

შენთვის არ აქვს, მაგრამ აბა გეგა კობახიძის დედას ჰკითხე, ერთადერთი შვილი 23 წლის ასაკში დაუხვრიტეს და ესეც არ აკმარეს იმ ტყვიის ფული გადაახდევინეს (6 მანეთი), რომელმაც მაგის შვილი მოკლა , რადგან პირველად ააცდინეს და საბჭოთა კავშირში ასეთი წესი იყო, მოღალატეებზე სახელმწიფო ფულს არ ხარჯავდა sad.gif
ან ძმები ივერიელების მშობლებს ჰკითხე - ორივე შვილი რომ ერთ დღეს დახვრიტეს, ან ბერი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა თვითმფრინავში?
wwww
ციტატა(salomeaa @ May 11 2009, 21:39) *

ხო და ამ სამი თუ ოთხი ადამიანსი გამო ამოდენა ხალხი ხო არ უნდა შეცუხდეს როგორ შეიძლება

არ ვიცი არცერტს არ ვიცნობდი , ცარმოდგენაც არ მაქვს ა მასტები იყვნენ ,ასე რომ ამ საქმეში პილატესავით ხელებს განვიბან ხალხმა განსაჯოს

ხახახახახააააააააააააააააა
salomeaa
ციტატა(wwww @ May 11 2009, 22:44) *
ხო და ამ სამი თუ ოთხი ადამიანსი გამო ამოდენა ხალხი ხო არ უნდა შეცუხდეს როგორ შეიძლება

არ ვიცი არცერტს არ ვიცნობდი , ცარმოდგენაც არ მაქვს ა მასტები იყვნენ ,ასე რომ ამ საქმეში პილატესავით ხელებს განვიბან ხალხმა განსაჯოს

ხახახახახააააააააააააააააა

რაღა შორს მიდიხარ პილატე რად გინდა შევარძნაძესავით ხელს დავიბანო მაინც თქვი, მაგის უშუალო ჩარევით მოხდა ყველაფერი : (
wwww
ციტატა(salomeaa @ May 11 2009, 21:47) *
რაღა შორს მიდიხარ პილატე რად გინდა შევარძნაძესავით ხელს დავიბანო მაინც თქვი, მაგის უშუალო ჩარევით მოხდა ყველაფერი : (

შევარდნაძეს არ შეშლია სწორი ქნა
ნიმფა
მეც გავიტაცებდი თვითმფრინავს თუ სიტყვის თAვისუფლებას წამართმევდნენ და თანამოაზრეებსაც გავჩითავდი... თავისუფლება ან სიკვდილი..
Nesi:X
ვინმემ გამაგებინეთ თინა ფეტვიაშვის რა მოუვიდა შემდეგ? ცოცხალია თუ გარდაცვლილი? თუ რამე იცით ძალიან გთხოვთ მეც მითხარით...
Nesi:X
ვინმემ გამაგებინეთ რაა.... ან სად ვნახო ინფორმაცია ეგ მაინც მითხარით...

შევარდნაძეს სწორი უქნიაო კაი რა... ტირანი ხარ?? ეგ კაცი არის სატანა!! მთელი ამ ბავშვების სისხლი და სიკვდილი მაგის ბრალია რო დაუშვა.... კარგიი რაა.... თან 2შვილის მამას რო ეუბნება რომელი გინდა ამოირჩიე და გადაგირჩენო default.gif უსინდისო და კიდევ რომ რამეს ამბოობს!!! ფუუ რა...
salomeaa
ციტატა(Nesi:X @ May 24 2009, 12:16) *
ვინმემ გამაგებინეთ რაა.... ან სად ვნახო ინფორმაცია ეგ მაინც მითხარით...

შევარდნაძეს სწორი უქნიაო კაი რა... ტირანი ხარ?? ეგ კაცი არის სატანა!! მთელი ამ ბავშვების სისხლი და სიკვდილი მაგის ბრალია რო დაუშვა.... კარგიი რაა.... თან 2შვილის მამას რო ეუბნება რომელი გინდა ამოირჩიე და გადაგირჩენო default.gif უსინდისო და კიდევ რომ რამეს ამბოობს!!! ფუუ რა...

თინა ფეტვიაშვილი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დღემდე ცოცხალია, უბრალოდ ტელევიზიით არ ჩნდება და არც კომენტარს აკეთებს. რაც შეეხება ,,ჯინსების თაობას", დატო ტურაშვილს აქვს წიგნი დაწერილი ამავე სათაურით, წაიკითხე დოკუმენტური მასალებია, სურათებიც აქვს დართული. თავისუფლების თეატრში გადის სპექტაკლი და თუ დაგაინტერესებს ეგეც ნახე smile.gif
DAKOTA
დახვრეტა , რა თქმა უნდა, ზედმეტი იყო
იმის მიუხედავად, რომ ძალიან ლამაზები, ჭკვიანები და სასიამოვნო ადამიანები იყვნენ
ერთი შეხედვით ასე ჩანს ყოველი შემთხვევისთვის book.gif
ვფიქრობ რომ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, იმიტომ რომ სხვისი სიცოცხლე ჩააგდეს საფრთხის ქვეშ
თან არამგონია ყველა მოწმე მართლა ტყუოდა wacko.gif
ცოტა ხნის წინ ვუყურე იმედზე დოკუმენტურ ფილმს მათზე და ერთი მოწმე ამბობდა ზუსტად:
"ეს გოგო აქ რომ ანგელოზის სახით ზის და ხმა არ იღებს, ერთი იქ გენახათ რა იარაღის ქნევით გვიყვიროდა"
ნუ, დაახლოებით ეს თქვა pipia.gif
კიდევ ის მოქმედებს ბევრზე ძალიან, რომ ახალგაზრდები, განათლებულები და ლამაზები იყვნენ
რაღაც თითქოს "თავისუფლების მოყვარე" ახაგაზრდების ისტორია შეთხზეს
და იმ თვითმფრინავში რომ უდანასაულო ხალხი იყო ეგ არაფერი?...
parting.gif
pensioneri
ხალხო,რამ გაგასასტიკათ? რომელ დახვრეტაზე მელაპარაკებით, 22-23 წლის ახალგაზრდებზე როგორ ამბობთ დასახვრეტები იყვნენო?მე მათ საქციელს ტერორისტულ აქტად ვეტ ღვიქვამ.მაგ ამბით საკმაოდ ვარ დაინტერესებული,რაც ხელში ჩამივარდა,ყველაფერი წავიკითხე(მათ შორის "ჯინსების თაობაც"),ვინც მათ იცნობდა იმ ხალხთანაც მაქვს ნალაპარაკები და ერთი დასკვნა გამოვიტანე-ისინი ტყუილად გაწირეს ასე! სასჯელი შეიძლება ეკუთვნოდათ,მაგრამ არა ასეთი!
chubi
ყოველგვარი დახვრეტის წინააღმდეგი ვარ

pensioneri
chubi
სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!
პატივი ეცი გარდაცვლილების სულებს!
Kasper
დეიდებო ბიძიებო ესეც სპექტაკლი ნახეთ ვისაც გინდათ

ციტატა
takoooo
"ჟურნალისტის დღიურში" თინა ფეტვიაშვილმა ძაან კარგად თქვა: არანაირი თავისუფლება არ ღირს იქ, სადაც მსხვერპლია და ადამიანები იღუპებიან.
იმ ბიჭებს ვერც ბანდიტებს დავარმექვდი და ვერც გმირებს. ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ იდეალისტები იყვნენ
shelo1
ვაფშედა ეგ ძაან მაგრად დადგმული სპექტაკლი იყო (ტერორისტული აქტზე ვამბობ), ჩაწყობილი იყო და მიმაჩნია, რომ იქიდან ვისაც სიკვდილით დასჯა გამოუტანეს განაჩენად არავინ არ დაუხვრეტიათ ... უბრალოდ გააქრეს.... ანუ სახე შეუცვალეს და ა.შ. შეიძლება ისინი შემდეგ საკუთარი საიკვდილით მოკვდნენ , მაგრამ ძაან მაგრა მჯერა, რომ ისინი არ დ ა უ ხ ვ რ ე ტ ი ა თ
takoooo
shelo1
სხვათაშორის, დღემდე ვერავინ ნახა გეგა კობახიძის და ძაან ბევრის საფლავი..შეიძლება ეგრეცაა არ ვიცი..ესე როგორ გააუჩინარეს
salomeaa
ციტატა(takoooo @ May 31 2009, 1:09) *
"ჟურნალისტის დღიურში" თინა ფეტვიაშვილმა ძაან კარგად თქვა: არანაირი თავისუფლება არ ღირს იქ, სადაც მსხვერპლია და ადამიანები იღუპებიან.
იმ ბიჭებს ვერც ბანდიტებს დავარმექვდი და ვერც გმირებს. ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ იდეალისტები იყვნენ

მეც მაგას ვამბობ : )))))))
bimo
სერგო შევარდნაძემ იცით რა უთხრა ივერიელების მამას,როცა მან შვილების შეწყალება სთხოვა?"რომელი შევიწყალოო??????????"....მსგავსი სადიზმი .....

სხვათა შორის შეწყალების თხოვნაზე უარი განაცხადა დიდმა მოჭადრაკემ და კომუნისტმა გაფრინდაშვილმა!

მღვდელი ჩიხლაძე თვითმფრინავში არ იყო ,მსგავს ქმედებების განხორციელებას ხელს უშლიდა პირად საუბრებში...მღვდელობისთვის დახვრიტა სერგო შევარდნაძემ...ამ დახვრეტების ,ქართველების მიმართ რეპრესიებისთვის იგი დააჯილდოეს,დააწინაურეს-სსრკ-ს საგარეო მინისტრი გახდა...მსგავს ქმედებაზე რუს დედა-შვილებს,მომღერლებს 6-5 წელი მიუსაჯეს!

wwww! "დედა გყავს?!"
salomeaa
ციტატა(Kasper @ May 29 2009, 21:11) *
დეიდებო ბიძიებო ესეც სპექტაკლი ნახეთ ვისაც გინდათ

თავისუფლების თეატრში ვნახე 2-3 წლის წინ და დიდად არ აღვფრთოვანდი, უკეთაც შეიძლებოდა . . .

ციტატა(bimo @ Jun 4 2009, 12:47) *
wwww! "დედა გყავს?!"

ყველას თავისი აზრი აქვს. ასეთი პოსტებისგან თავი შეიკავე ძალიან გთხოვ : ))))))))
sting
ციტატა(salomeaa @ Jun 5 2009, 18:45) *
ყველას თავისი აზრი აქვს. ასეთი პოსტებისგან თავი შეიკავე ძალიან გთხოვ : ))))))))

ღმერთმა გიშველოს biggrin.gif
naau
ციტატა(bimo @ Jun 4 2009, 11:47) *
სერგო შევარდნაძემ იცით რა უთხრა ივერიელების მამას,როცა მან შვილების შეწყალება სთხოვა?"რომელი შევიწყალოო??????????"....მსგავსი სადიზმი .....

სხვათა შორის შეწყალების თხოვნაზე უარი განაცხადა დიდმა მოჭადრაკემ და კომუნისტმა გაფრინდაშვილმა!

მღვდელი ჩიხლაძე თვითმფრინავში არ იყო ,მსგავს ქმედებების განხორციელებას ხელს უშლიდა პირად საუბრებში...მღვდელობისთვის დახვრიტა სერგო შევარდნაძემ...ამ დახვრეტების ,ქართველების მიმართ რეპრესიებისთვის იგი დააჯილდოეს,დააწინაურეს-სსრკ-ს საგარეო მინისტრი გახდა...მსგავს ქმედებაზე რუს დედა-შვილებს,მომღერლებს 6-5 წელი მიუსაჯეს!

salomeaa
ციტატა(sting @ Jun 5 2009, 21:12) *
ღმერთმა გიშველოს biggrin.gif

ნუ ჰაუსობ ეხლა. george.gif მაგრე ხო ,,ის" წერს და შენ კიდე ნუ დასცინი u.gif

naau
რამის თქმა გინდოდა? : ))))))))
ikaaaaa
დასავრეტები ნაგდად არ იყვნენ, მაგრამ არც გმირები არ იყვნენ, რადგან ეგენი სისტემას კი არ ებრძოდნენ, არამედ პირადი სურვილების დაკმაყოფილება უნდოდათ, სისტემასთან ბრძოლის სხვა უამრავი ხერხია, რომლის მაგალითებიც ძაან ბევრი ჰქონდათ ზუსტად მაგ პერიოდში, თუნდაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მაგალითზე, მაგრამ მაგათ მარტივად უნდოდათ გმირებად ქცევა და შედეგებზე არ ფიქრობდნენ. როცა ეგეთ საქმეზე მიდიხარ, იარაღებით შედიხარ თვითმფრინავში და ერთ-ერთ უდანაშაულო მგზავრს თავში ბოთლის ჩარტყმით კლავ ან საქმის ბოლომდე მიყვანის თავი უნდა გქონდეს ან არადა მერე თავი აღარ უნდა იმართლო და უდანაშაულო, საწყალ ახალგაზრდებად არ უნდა წარმოაჩინო თავი.
Ancushka
ერთი რამ ზუსტად ვიცი..
მეც რომ მსგავს რეჟიმში მეცხოვრა, მეც აუცილებლად მათ მსგავსად მოვიქცეოდი..
შეიძლება ბევრი აკრიტიკებს ამ ახალგაზრდების საქციელს, მაგრამ ასე არაა.. ედიკას რო სახელი უნდოდა და საბჭოთა კავშირის ლაქია იყო სწორედ ამიტომ დაიღუპნენ ეს ახალგაზრდები..
ეს არის ჩემი კომენტარი.. biggrin.gif
temo_333
ისე რა საინტერესოა რომ არ არის ცნობილი მათი საფლავები,ვითომ არ დახვრიტეს? არსებობს მათი დახვრეტის ვიდეომასალა ან ფოტოარქივი?ან არის რაიმე ქაღალდი სადაც წერია რომ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი? როდის დახვრიტეს,სად..ძალიან საინტერესოა..

მე არც დამნაშავეებად ვთვლი და არც გმირებად,იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდა რეალურად და რა უნდოდათ....
salomeaa
ციტატა(temo_333 @ Sep 3 2009, 15:44) *
ისე რა საინტერესოა რომ არ არის ცნობილი მათი საფლავები,ვითომ არ დახვრიტეს? არსებობს მათი დახვრეტის ვიდეომასალა ან ფოტოარქივი?ან არის რაიმე ქაღალდი სადაც წერია რომ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი? როდის დახვრიტეს,სად..ძალიან საინტერესოა..

მე არც დამნაშავეებად ვთვლი და არც გმირებად,იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდა რეალურად და რა უნდოდათ....

საფლავი არ არის ცნობილი, იმიტომ რომ ,,საბჭოთა კავშირის" მოღალატეს საფლავი არ ეკუთვნოდა მათი ავადმყოფური შეხედულების თანახმად huh.gif
devila
დათო ტურაშვილი არის უმაგრესი კაციsmile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.