დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: უცნაური ამბები საქართველოს რეგიონებიდან
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
fisherman
სოფელ ჭალადიდში ბოლო დღეებია, უცნაური ამბები ხდება

ფოთთან ახლოს, სოფელ ჭალადიდში ბოლო დღეებია, უცნაური ამბები ხდება.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ზოგჯერ უხილავი, ზოგჯერ კი, ხილული არსებები მათი მიმართულებით ქვებს ისვრიან. თითქმის დაუჯერებელი ამბის მთავარი გმირი ნორა სახოკია კვირაზე მეტია, ღამეებს მეზობლებთან ათევს.
“უკვე ერთი კვირაა, ეს ამბები მუდმივად მეორდება. სახლს ვიღაც, თუ რაღაც ქვებს უშენს, ფანჯრები ჩამილეწა. არ ვიცი, რა ვიფიქრო და რას მივაწერო ეს ყველაფერი. ამქვეყნიური რომ არ არის ის რაღაც, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგმა მისი ლანდი დაინახა, ღამე ფანარივით ანათებს. რამდენჯერმე, პარალელურად, წინა და უკანა კარი შემომიგლიჯა,~-განაცხადა სახოკიამ.
სახოკიას მსგავსად, უცნაური ხმები და ნასროლი კენჭები სოფლის სხვა მცხოვრებლებსაც აშფოთებთ. ჩამსხვრეული მინები, გაგლეჯილი კარები და აუხსნელი მოვლენები სოფელში პანიკის საფუძველი გახდა.
“გუშინ წყალზე მივდიოდი მეზობელთან ერთად, თან ამ უცნაურ ამბებზე ვსაუბრობდით, არ მჯეროდა არაფერი, სანამ თვითონ არ დავრწმუნდი. ინტერესის გამო ქვა იმ მიმართულებით გავისროლე, საიდანაც ის რაღაც ჩნდება, რამდენიმე წამი არ გასულა, რომ ქვა უკან დამიბრუნა, მესროლა, მაგრამ ყოველთვის ისე ისვრის, რომ ვინმეს არ მოხვდეს,~-აცხადებს ჭალადიდის მცხოვრები იზო ლაბაძე.
როგორც სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, საქმეში მოგვიანებით სამართალდამცავებიც ჩაერთნენ. ყოველ ღამე იქ, სადაც ეს უცნაური ამბები ხდება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ. მოსახლეობის განცხადებით, ქვების გაურკვეველი მიმართულებიდან სროლის მომსწრეები პოლიციელებიც გახდნენ.
ამ უცნაურ ამბავს, ახსნას ვერც სოფლის გამგეობის რწმუნებული უძებნის.
“ფაქტის არა, მაგრამ შედეგის მომსწრე მეც გავხდი. ამ სიტუაციაში ჩართულია პოლიცია, მაგრამ ვერავის დაკავება და დაფიქსირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ჭალადიდის გამგეობის რწმუნებულმა, ჯოტო გიგაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
სოფელი დახმარებას ითხოვს, თუმცა არ იციან, ამ დახმარებისთვის ვის მიმართონ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
MJA
ააუ რა სისულელეა... რაღაცეები ეჩვენებათ ან რაღაც მაგდაგვარი
chubi
რა ღადაობაა
MJA
ახლა კიდევ წავიკითხე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და რა იმ პატრულმა რომ თქვა ფაქტის არა მაგრამ შედეგის მომსწრე გავხდიო, ვინ გამოიწვია ძალიან იცი, ბუჩქებში ჩასაფრებულმა ბავშვებმა თუ რავიცი biggrin.gif მაიმუნობს ვიღაცა.
chubi
ცვეტში ვიღაცა ლაწირაკი მაიმუნები ეკაიფებიან მთელ სოფელს biggrin.gif
dismember
ვიღაც მეშუშესთან არის შეკრული... 7.gif
Summoner
zulebi unda amoghadon magad.. me var eg raghadza da mag nazirlebs zulebz amovghdi...
PseudoGodKiller
ციტატა
ზოგჯერ კი, ხილული არსებები მათი მიმართულებით ქვებს ისვრიან.

ხილული თუა რატო ვერ ხედავენ და არ იციან ვინ არი?!...

ციტატა
მაგრამ ყოველთვის ისე ისვრის, რომ ვინმეს არ მოხვდეს

ჰუმანისტი უცხოპლანეტელი... u.gif


ციტატა
საქმეში მოგვიანებით სამართალდამცავებიც ჩაერთნენ

აი სად დაერხათ?!.. biggrin.gif


ციტატა
“ფაქტის არა, მაგრამ შედეგის მომსწრე მეც გავხდი. ამ სიტუაციაში ჩართულია პოლიცია, მაგრამ ვერავის დაკავება და დაფიქსირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა”

ვის დაკავებას აპირებენ?... u.gif


ციტატა
სოფელი დახმარებას ითხოვს, თუმცა არ იციან, ამ დახმარებისთვის ვის მიმართონ.

ახოტნიკი ზა პრივიდენიამი... user.gif
Mary_Jane


პ.ს.
ცოტა კი მჯერა blush2.gif
ნუ სადაც მაქციები და ეგეთები...
ალბათ რაღაც არსებობს... u.gif
LIK-O
სადისკუსიოსჰი მაინც აააარ=]]]
devila
მე მჯერა))))
ნიმფა
მჯერა.
fisherman
სოფელ ვეჯინში ლანდები ქვებს ისვრიან

ეგ კი არა ჩემს მშობლიურ სოფელში გურჯაანის რაიონში, წინა კვირას ჩავედი რთველში და ხალხი რაღაც ზღაპრებს მიყვებოდა, ქვებს გვესვრის ჭინკაო, სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო ჭინკას ჩასაფრება ვერ მოვუწყე და მისი უმსგავსი საქციელის დაფიქსირება ვერ მოვახერხე

არნიშნულ მოვლენას შემდეგნაირად ვხსნი:
ვერსია
ვფიქრობ რომ ჩემი სოფლის მაცხოვრებლები უხვი რაოდენობით მოიხმარენ ღვინოს და სხვა სახის ალკოჰოლურ სასმელებს, ზოგიერთი მათგანი შემჩნეულია ეგრეთწოდებული "სასაცილო ბალახის" მოხმარებაში, დათვრნენ და ერთერთმა მათგანმა გაუჩალიჩათ სხვებს (ქვების სროლა და დამალვა) მითუმეტეს თუ ქვემოთ წაიკითხავთ მოვლენები ვითარდება გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის ქვედა უბანში ეგრეთ წოდებულ ქუვეითში (ისეთი სახელი ქვია უბანს გეგონება ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს სოფლის ბოლოს ), უბანს რომ ასეთი არასერიოზული სახელი ერქმევა შუა კახეთში მათი ნათქვამი რამე დაიჯერება? biggrin.gif
ამავე უბნიდან არის მთელ გურჯაანის რაიონში ცნობილი გიჟი ზაზა , რომლის ნახვაც შეგიძლიათ ქვემოტ დადებულ ვიდეოებში


>>>უფრო მეტი ვიდეოები ნახეთ აქ, მთელი სერიალია<<<
ციტატა
სოფელ ვეჯინში ლანდები ქვებს ისვრიან

2009 წლის 26 08, ოთხშაბათი - 16:11

უკვე მეორე კვირაა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ე.წ. ქუვეითის უბანში ადგილობრივების მიერ სადღეღამისო მორიგეობაა დაწესებული. მოსახლეობა უცნაური ფაქტის ახსნას ცდილობს.

საქმე იმაშია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივების სახლებში ქვებს ისვრიან. ვეჯინის მაცხოვრებელთა განცხადებით, ისინი ადამიანის ლანდს ხედავენ, მაგრამ ახლოს მისვლისას, ადგილზე არაფერია. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მათ რამდენჯერმე საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახეს, თუმცა ქვების მსროლელის დაკავება ვერც პატრულმა შეძლო. მოსახლეობის თქმით, უცნობი ქვებს არა მარტო საცხოვრებელ სახლებს ესვრის, არამედ ადამიანების მიმართულებითაც. რამდენიმე მათგანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.



ციტატა

სოფელ ვეჯინში მოსახლეობა უცნაური მოვლენის ახსნას ცდილობს


26.08.2009
თბილისი.26.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". უკვე მეორე კვირაა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ე.წ. ქუვეითის უბანში ადგილობრივების მიერ სადღეღამისო მორიგეობაა დაწესებული. მოსახლეობა უცნაური ფაქტის ახსნას ცდილობს. ამის სესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.

საქმე იმაშია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივების სახლებში ქვებს ისვრიან. ვეჯინის მაცხოვრებელთა განცხადებით, ისინი ადამიანის ლანდს ხედავენ, მაგრამ ახლოს მისვლისას, ადგილზე არაფერია.

როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მათ რამდენჯერმე საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახეს, თუმცა ქვების მსროლელის დაკავება ვერც პატრულმა შეძლო. მოსახლეობის თქმით, უცნობი ქვებს არა მარტო საცხოვრებელ სახლებს ესვრის, არამედ ადამიანების მიმართულებითაც. რამდენიმე მათგანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
http://ghn.ge/index.php/images/images/inde...mp;newsid=13343
EsTuDieNte
ზღაპრების დედა ვატირე რა rofl.gif
NUMB
ციტატა(fisherman @ 26th September 2009 - 0:38) *
გიჟი ზაზა

rofl.gif ის დათო ვინღაა?
fisherman
სატელევიზო და ინტერნეტ გამოცემები იტყობინებიან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გორში უცნაური წარმოშობის და აგბულების მწერები გამოჩნდნენ (მწერი პირობითად ქვია თორემ რაღაც მუტაციის შედეგად შექმნილ მრავლფეხა არსებასთან გვაქვს საქმე)
ისინი გამოდიან ღამღამობით აქვთ აუტანელი სპეციფიკური სუნი, ვიზუალურად არიან ცუდი შესახედავობის, მოსახლეობის ნაწილში გაჩნდა ეჭვი რომ ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი ახალი სახეობა, ეჭვია რომ ისინი ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მოსახლეობის სკარმიდამო ნაკვეთებს და ბაღებს,
]თუმცა ჯერჯერობით უცნობია რას მოიმოქმედებს აღნიშნული სახეობა, მათთან ბრძოლის ხერხები და მეთოდები საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ შეუმუშავია
საქართველოს დედაქალაქამდე ჯერჯერობით ამ არსებებს არ მოუღწევიათ
ციტატა
გორის რაიონს ახალი ჯიშის ჭიაყელები შეესივნენ

2009 წლის 25 09, პარასკევი - 19:52


გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, ახალი სახეობის ჭიაყელის მომრავლებით არის შეწყუხებული, “რუსთავი 2” – ის ცნობით, ადგილზე გაგზავნილია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან და დაადგენენ თუ კონკრეტული რომელი კატეგორიის მწერა და შეუძლია თუ არა მას ნათესებისთვის ზაინის მოტანა, გორის რიონის მოსახლეობის ცნობით, ახალი “ჯიშის არსებები”, ერთდროულად ჭიაყელასა და მრავალფეხას ჰგვანან, თუმცა რაც ყველაზე საგანგაშოა, ფეხებიანი ჭიაყელები ძალიან ბევრნი არიან, მზის ჩასვლისთანავე, მიწიდან ამოდიან და საცხოვრებელ სახლებშიც შედიან. ამ ახალი ჭიაყელების უცნაური სიმრავლით შეწუხებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
http://www.fact.ge/news.aspx
giorgitab
კურიერის და ჩემი მეზობლების ინფორმაციით ბოლო დღეებია რას ჩემს უბანში, ყოველ საღამოს მოდის მთვრალი კაცი რომელიც ძალიან ჰგავს ჩემს მეზობელს. თვითმხილველთა განცხადებით ადგილი აქვს უცენზურო გამმონათქვამებს და ყვირილს: ბავშვი გააღვიძეთ, მეზობლებო გამოდით უნდა დაგთვალოთ თქვენი....... და ასე შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები თუმცა ფაქტები მაინც მეორდება, რის გამოც უახლოეს ხანში საქართველოში ჩამოვლენ პარანორმალური მოვლენების მკვლევარები სომალიდან და უგანდიდან, ამიტომ კომენტარებიც შემდგომ გაკეთდება............
chkadua
უცნაურია დღეს ერთი კოლოფი მეყო
fau.st
ჭალადიდში ეგეთი რამეები ხდება, თავად ვარ ნამყოფი იქ, საღამოს ხალხი გარეთ ვერ გადის რაღაც პატარა არსებებია თურმე ჩუპაკაბრას პონტში, ეგ ხომ არსებობს არა? მართალია ამერიკაში მაგრამ ძაღლებსა და სხვა მოზრდილ ცხოველს ხოცავს, ყოველ მოკლულ პირუტყვს ორი ნაკბილარი ატყვია და სისხლისაგან თითქმის მთლიანად დაცლილია, ხომ შეიძლება აგეთი რამე აქაც იყოს
fisherman
fau.st
ჭალადიდში რახდება აზრზე არ ვარ, შენ გინახავს ეგ უცნაური არსებები? biggrin.gif

სამაგიეროდ ახალი ამბებია გურჯაანის რაიონიდან, სადაც უცნაური არსება უკვე გურჯაანის რაიონ სოფელ ველისციხეში გამოჩნდა biggrin.gif

ციტატა
კახეთში მანიაკზე აქვთ ეჭვი

15:16 25.11.2009

დაამატე რჩეულებში •
[კახეთის საინფორმაციო ცენტრი]
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობა საქმის გარკვევას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, უცნობი ადამიანი გზაზე მიმავალ ქალბატონებს პირზე ხელს აფარებს და ფიზიკურად ძალადობს.

ადგილობრივების ვარაუდით, უცნობი, შესაძლოა, მანიაკი იყოს. მოსახლეობის ნაწილი პანიკაშია და ვითარების გარკვევას სამართალდამცავებისგან ითხოვს. მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული.

უნდა აღინიშნოს, რომ უცნაური ფაქტები გურჯაანის კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა, ვეჯინსა და ჩუმლაყში. სოფელ ვეჯინის ერთ-ერთ უბანში მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში ქვებს ესვრიან, თუმცა ხალხი ვერ ხედავს, ქვებს ვინ ისვრის. ჩუმლაყის მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ფეხის ხმა ესმით, მაგრამ ვერავის ვერ აფიქსირებენ.

http://www.ghn.ge/news-3178.html
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11041
fisherman
გველეშაპი (სავარაუდოდ ანაკონდა) ზესტაფონის რაიონის სოფ. საქარაში

სოფელ ქვემო საქარას მოსახლეობა ადგილობრივი ტბის შესწავლას ითხოვს, სოფელში ირწმუნებიან რომ უცნობი ბინადარი ცხოველებს იტაცებს, მოსახლეობა ვარაუდობს რომ ჭაობში დიდი ზომის ქვეწარმავალი ბინადრობს, სოფელი აღწერს რომ დაახლოვებით 8 მეტრის სიგრძის მქონე გველი ბინადრობს ჭაობში, მათ ეს მაშინ დაინახეს როცა ქვეწარმავალს თავი ქონდა ამოყოფილი... არა მგონია რამე გველეშაპი იყოს მაგრამ შეიძლება რაღაც დიდი მოცულობის ქვეწარმავალი ნამდვილად ბინადრობდეს, ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა ამ ამბის შესახებ და დამაინტერესა საინტერესოა რუსთავი სწორედ იმ მომენტში გაითიშა როცა ვაპირებდი ამ ამბის მოსმენას...

© http://blogroll.ge/p/44946/

>>>რუსთავი 2 ის ეთერში გასული რეპორტაჟი<<<
Leïto
გველეშაპი? ზღაპრებია ალბათ
chubi
ისა, ეგ ლოხნესის ურჩხულის გაქართულებული პონტია default.gif ვიღაცამ რაღაც სტატია წაიკითხა ალბათ ლოხნესელ ურჩხულზე მეორემ ამ დროს ანაკონდას უყურა და ეგაა რა ასე იბადება მითები biggrin.gif
ilo_elo
რა კაი თემაა და ასათვისებელია...
Leïto
ათვისებაში რა იგულისხმება?
Allison
ღმერთმანი biggrin.gif
B A R O N
კაცო კატამ ძაღლი შვა მეტი უცნაური რა გინდათ?
ilo_elo
ნისიად არცერთი მააზია არ მაძლევს...
Im an Animal
მეც ვიცი ერთი უცნაურობა...
სვანეთში შუქის ფულს საერთოდ არ იხდიან...
რომ ვკითხე რატომთქო "2 გესი" გვაქვს და იმიტომო... თუ მოვინდომეთ წავლეკავთ ნახევას საქართველოსო... ზუსტად ასე მითხრეს smile.gif
Man.UniTeD
აუ მაგ სოფელში რას ეწევიან ამისთანას biggrin.gif:D ეგ რისი მომასწავებელია იცით? მეორედ მოსვლა იწყება ხალხოოოო ! წავედით მთაში biggrin.gif:D:D
fisherman
თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ტურა შევარდა
09.11.10 12:00
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტურა დაიჭირეს. ცხოველს ერთ-ერთი მაღაზიაში მაღაზიის მეპატრონემ მიაგნო. ტურა პირდაპირ ხორცის განყოფილებაში შევარდა.
"კურიერის" კორესპონდენტმა ადგილზე ზოოპარკის დირექტორი მიიყვანა, რომელმაც დაადასტურა, რომ ცხოველი ნამდვილად ტურაა და მსგავსი შემთხვევა აქამდე თბილისში არ გამოვლენილა.
http://rustavi2.com/news/video.php?fr=vide...p2=0&ftp3=0
სარა
fisherman


ზოოპარკიდან გაიქცა?

:?
David_Maisa
ციტატა(სარა @ 10th November 2010 - 15:24) *
ზოოპარკიდან გაიქცა?

არა. მგონი ტყიდან მოვიდა george.gif
სარა
ციტატა(David_Maisa @ Nov 10 2010, 16:10) *
არა. მგონი ტყიდან მოვიდა george.gif


თბილისის ტყეებში ტურები არიან? shok.gif

იქნებ ვინმემ განზრახ მოგვიყვანა
giorgitab
ციტატა(სარა @ 10th November 2010 - 16:17) *
თბილისის ტყეებში ტურები არიან? shok.gif



biggrin.gif

რატო გაიოცეთ თბილისის ტყე ტყე არაააა? biggrin.gif
სარა
ციტატა(giorgitab @ Nov 10 2010, 16:39) *
biggrin.gif

რატო გაიოცეთ თბილისის ტყე ტყე არაააა? biggrin.gif


ქალაქში შემოსვლას ეხება ეგ გაოცება თორემ ტყე ტყეა
მაგრამ მაინც დიდი ქალაქთან ასე ახლოს თუ იყვნენ ვერ წარმოვიდგენდი u.gif
David_Maisa
მერე წაიყვანეს და ისევ ტყეში გაუშვეს ტურიკო biggrin.gif
Ninabelle
ციტატა(fisherman @ Nov 10 2010, 13:19) *
თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ტურა შევარდა
09.11.10 12:00
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტურა დაიჭირეს. ცხოველს ერთ-ერთი მაღაზიაში მაღაზიის მეპატრონემ მიაგნო. ტურა პირდაპირ ხორცის განყოფილებაში შევარდა.
"კურიერის" კორესპონდენტმა ადგილზე ზოოპარკის დირექტორი მიიყვანა, რომელმაც დაადასტურა, რომ ცხოველი ნამდვილად ტურაა და მსგავსი შემთხვევა აქამდე თბილისში არ გამოვლენილა.
http://rustavi2.com/news/video.php?fr=vide...p2=0&ftp3=0



საცოდავი შიოდა ალბათ biggrin.gif biggrin.gif
gnika
შედი და გაერთე

http://pirvel.ucoz.com/ შედით და გაიარეთ რეგისტრაცია და ნახეთ მეტი
ნათ
gnika

მაქვს პატივი დაგადო სამუდამო ბანი wub.gif
Pulp_
ციტატა(Ninabelle @ 10th November 2010 - 18:36) *
რომ ცხოველი ნამდვილად ტურაა და მსგავსი შემთხვევა აქამდე თბილისში არ გამოვლენილა.

ძალიან ბევრჯერ გაჩითულა მელია მაღლივთან, კურდღელი პლატოზე მინახავს...
კაროჩე ბევრი ცხოველია თბილისთან ახლოს და მოდიან რა ზოგჯერ rolleyes.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.