დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შევეცდები დაგეხმაროთ! :-))
თსუ ფორუმი > თსუს ფაკულტეტები > ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
qalbatoni manana :-))
ძვირფასო სტუდენტებო!
ვიცი, რომ ბევრი შეკითხვა გაწუხებთ და არ იცით ვის მიმართოთ. შევეცდები გიპასუხოთ ან მოგიძებნოთ შეკითხვის ადრესატი.

დიდი სიყვარულით

მანანა

tender.gif
NUMB
ძალიან კარგი smile.gif ამ თემას მივპინავ default.gif
undomiel
აუ კაი თემაა ძააან biggrin.gif მართლა გვინდა ხოლმე დახმარება
likvidaators
qalbatoni manana :-))
ეს მთლიანად "ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტ"-ზე ვრცელდება თუ მარტო "კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტ"-ზე????
skype
ქალბატონო მანანა რა გვეშველება კომპიუტერული ტექნოლოგიების 1 კურსელებს რომლებმაც ვერ ავიღეთ კალკულუსში სავალდებულო 20 ზე მეტი ქულა გამოცდაზე. როგორც მე ვიცი ასეთი დაახლოებით სტუდენტების 80% ია. sad.gif
Lekso
30 ზე მეტი კრეტის არჩევა მინდა და როგორ მოვახერხო ეგ?
ნებისმიერი საგნის არჩევა შემიძლია რის წინაპირობასაც ვაკმაყოფილებ ხომ?
di_onise
მეც მაქვს ერთი შეკითხვა, კომპ. მეცნიერებებზე ვარ პირველ კურსზე და მაგალითად ალგებრა-გეომეტრიაში რომ ვერ ავიღო კრედიტი, მაგრამ ჩაბარებული მქონდეს კალკულუსიც და პროგრამირებაც, მაქვს თუ არა შანსი რომ ამ სპეციალობაზე გავაგრძელო სწავლა? smile.gif



skype

შევეცდები გიპასუხო smile.gif

თუ გამოცდაზე 20 ქულა ვერ აიღე, მაგრამ ჯამში 41 ქულაზე ემტი გაქვს, 15-ში არის განმეორებითი გამოცდა და იქ შეგიძლია გახვიდე smile.gif

Motso
ვააა მანანა მასწ გაუმარჯოს ყველაზე მაგარ და ჯიგარ დეკანს !!! !!! vishenka_33.gif victory.gif
qalbatoni manana :-))
ციტატა(likvidaators @ Feb 2 2008, 9:23) *
qalbatoni manana :-)) ეს მთლიანად "ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტ"-ზე ვრცელდება თუ მარტო "კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტ"-ზე????
რასაც შევძლებ ყველას დაგეხმარებით smile.gif
ციტატა(skype @ Feb 2 2008, 12:22) *
ქალბატონო მანანა რა გვეშველება კომპიუტერული ტექნოლოგიების 1 კურსელებს რომლებმაც ვერ ავიღეთ კალკულუსში სავალდებულო 20 ზე მეტი ქულა გამოცდაზე. როგორც მე ვიცი ასეთი დაახლოებით სტუდენტების 80% ია. sad.gif
გამოცდაზე 20 ქულა სავალდებულო საუნევირსეტიტეტო მოთხოვნაა. უნდა შეეცადო დამატებით გამოცდაზე მიიღო 20 ქულდა და ამასთან ჯამში უნდა გქონდეს > 51 ქულაზე. უფრო დაწვრილებით შეგიძლია წაიკითხო რექტორის ბრძანება ბრძანება – № 44/01–01 15.05.07 წ. – მისამართზე: http://www.tsu.ge/news/orders/440101.asp
ციტატა(di_onise @ Feb 2 2008, 14:42) *
მეც მაქვს ერთი შეკითხვა, კომპ. მეცნიერებებზე ვარ პირველ კურსზე და მაგალითად ალგებრა-გეომეტრიაში რომ ვერ ავიღო კრედიტი, მაგრამ ჩაბარებული მქონდეს კალკულუსიც და პროგრამირებაც, მაქვს თუ არა შანსი რომ ამ სპეციალობაზე გავაგრძელო სწავლა? smile.gif
skype შენს მომავალ არჩევანს (თუ რა საგანი გსურს ისწავლო) მომდევნო სემესრტში განსაზღვრავს საგნის შესწავლი წინა პირობა. კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით მომდევნო სემესტრის საგნებია: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1, რიცხვითი ანალიზი, დისკრეტული სტრუქტურები 1, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (უცხო ენა 1 - სავალდებულოა ყველასათვის). ბაზაში უნდა დაარეგისტრირო ეს საგნები (იმედია იცი როგორ), თუ აკმაყოფილებ ამ საგნების შესწავლის წინა პირობას არავითარი პრობლემაა არაა... რეგისტრაცია, თუ არ ვცდები, დაიწყება 11 თებერვალს...
ციტატა(Lekso @ Feb 2 2008, 13:26) *
30ზე მეტი კრეტის არჩევა მინდა და როგორ მოვახერხო ეგ? ნებისმიერი საგნის არჩევა შემიძლია რის წინაპირობასაც ვაკმაყოფილებ ხომ?
რა თქმა უნადა მხოლოდ წინაპირობა გზღუდავს.. რაც შეეხება 30-ზე მეტ კრედიტს ნახე ბრძანება მისამართზე: http://www.tsu.ge/news/orders/880101.asp
Lekso
რეგისტრაცია თუ 11 თებერვალს დაიწყება განმეორებითის ნიშანი რომ შეყვანილი არ იქნება ესე იგი იმ საგანს ვერ ავირჩევთ რომლის განმეორებითზეც გავდივართ ?

თუ ნებისმიერის არჩევა შეგვიძლია ის რაღაც სია რომ იყო 9 სართულზე ჩამოწერილი ამ სემესტრში ეს და ეს უნდა აირჩიოთო ეგ რაა ? smile.gif
ეს უბრალოდ ქაღალდზე წერია თორემ სინამდვილეში შეუძლებელია რადგან ერთმანეთს ემთხვევა ლექციების დროები. smile.gif
თქვენ ბაზებს ასწავლით ხომ? მს სქლ-ს ისწავლება ხომ?
ისე მაგარი უკუღმართულადაა smile.gif სასწავლო პროგრამა ბაზები უკვე უნდა გვცოდნოდა ჯავაში რომ რამე ნორმალური პროგრამა დაგვეწერა და ....
GeoGamer
mokled 1 kursze var da daprogrameba,kalkulusi da mgoni algebra/geometria-s ver chavabareb any 3 sagans ver vabareb da mag 3 saganshi jamshi 40-ze naklebimak mgoni sad.gif xoda ra meshveleba mainteresebs ra unda vqna? sad.gif Gamagdeben inst-dan tu damtoveben? sad.gif any davrchebi saertod studenti? :(any kalkulushi 40-ze naklebi maq daprogramebashic da algebra/geometriashic sad.gif
qalbatoni manana :-))
ციტატა(Lekso @ Feb 2 2008, 16:34) *
რეგისტრაცია თუ 11 თებერვალს დაიწყება განმეორებითის ნიშანი რომ შეყვანილი არ იქნება ესე იგი იმ საგანს ვერ ავირჩევთ რომლის განმეორებითზეც გავდივართ ?თუ ნებისმიერის არჩევა შეგვიძლია ის რაღაც სია რომ იყო 9 სართულზე ჩამოწერილი ამ სემესტრში ეს და ეს უნდა აირჩიოთო ეგ რაა ? smile.gifეს უბრალოდ ქაღალდზე წერია თორემ სინამდვილეში შეუძლებელია რადგან ერთმანეთს ემთხვევა ლექციების დროები. smile.gifთქვენ ბაზებს ასწავლით ხომ? მს სქლ-ს ისწავლება ხომ?ისე მაგარი უკუღმართულადაა smile.gif სასწავლო პროგრამა ბაზები უკვე უნდა გვცოდნოდა ჯავაში რომ რამე ნორმალური პროგრამა დაგვეწერა და ....
რეგისტრაცია გაგრძელდება სემესტრის დაწყებამდე (3 მარტამდე), ან სავარაუდოდ უფრო დიდხანს... ასე, რომ მოესწრება. რაც შეეხება რაღაც სიას ეს სია განკუთვნილია ძირითადად მეოთხე კურსელებისათვის, ვინც ძველი პროგრამით სწავლობს... ჯავას ამბავი მეც ვიცი მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი შევცვალე...
ციტატა(GeoGamer @ Feb 2 2008, 22:05) *
mokled 1 kursze var da daprogrameba,kalkulusi da mgoni algebra/geometria-s ver chavabareb any 3 sagans ver vabareb da mag 3 saganshi jamshi 40-ze naklebimak mgoni sad.gif xoda ra meshveleba mainteresebs ra unda vqna? sad.gif Gamagdeben inst-dan tu damtoveben? sad.gif any davrchebi saertod studenti? :(any kalkulushi 40-ze naklebi maq daprogramebashic da algebra/geometriashic sad.gif
სამწუხაროდ ძალზე ცუდადაა შენი საქმე... სავარაუდოდ ვერაფერი გიშველის sad.gif ... სამწყხაროდ არ მახსოვს ბრძანების ნომერი სადაც წერია ყველაფერი... "პირველკურსელთა გზამკვლევში" შეგიძლია წაიკითხო. გზამკვლევი შეგიძლია გამოართვა თუნდაც კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების კურატორს ბატონ ზაურ მაჩაიძეს, მე-9 სართულზე.
NUMB
ისა და არდადეგები სადამდეა?
Lekso
numb biggrin.gif
ციტატა
რეგისტრაცია გაგრძელდება სემესტრის დაწყებამდე (3 მარტამდე), ან სავარაუდოდ უფრო დიდხანს...
NUMB
Lekso
უიჰ huh.gif

qalbatoni manana :-))
მეორე სემესტრის აკადემიური რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტებისათვის 12 თებერვალს, II კურპუსში, 12:00სთ-ზე ფიზიკის დიდ აუდიტორიაში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრა. აკადემიური რეგისტრაციის პროცედურებთან და სპეციალობების არჩევასთან დაკავშირებით სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე პასუხს გასცემენ ფაკულტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, აგრეთვე მაღალი კურსის სტუდენტები.
fisherman
კარგია რომ ჩვენს ფაკულტეტზე კითხვებს უპასუხებს ვინმე,
რა მაინტერესებს სტიპენდიებზე დამატებითის ქულას ენიჭება მნიშვნელობა?
qalbatoni manana :-))
ციტატა(zviaditsu @ Feb 5 2008, 13:33) *
კარგია რომ ჩვენს ფაკულტეტზე კითხვებს უპასუხებს ვინმე,
რა მაინტერესებს სტიპენდიებზე დამატებითის ქულას ენიჭება მნიშვნელობა?



არსად არ არის მითითებული, საბოლოო შედეგი ძირითადი თუ დამატებითი გამოცდის მიხედვით უნდა დაითვალოს...
Lekso
კითხვა მაქვს ქალბატონ მანანასთან smile.gif

განმეორებითი გამოცდა იქითა სემესტრშია?
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ისეთ საგანს რომელიც სახვა საგნის წინაპირობაა ვერ ჩავაბარებ? და ეგ საგანი შემდეგ სემეტრში ისწავლება.
ჯამში 51 თუ გადავცდი დამტებით გამოცდაზე კრედიტი მაინც არ დაიწერება (გამოცდის ქულა<20) ?
wade
ალგებრა-გეომეტრიის ქულები როდის იქნება?
GioEva
მინდა ვინმემ დამინიშნოს შეხვედრა და დაწვრილებით ამიხსნას საგნების არჩევის, კრედიტების დაგროვების, სტიპენდიის, ლექტორების არჩევის სისტემა, შესაძლებელია ვინმესთან ასეთი შეხვედრა?

100% იანი დაფინანსებით ჩავაბარე, ერთი წელი აკადემირი ავიღე,

ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ბოლო წელს გადასახდელი მექნება?

თუ კიდევ დამჭირდა ზედმეტი კურსის გავლა უნდა გადავიხადო?

რაშემთხვევაში შეიძლება მომიწიოს გადახდა?
fisherman
ქალბატონო მანანა მინორ სპეციალობის კრედიტების შეგროვებას ვერ ვახერხებ 8 სემესტრში, 10 კრედიტი მაკლდება და დამატებიტი სემესტრი უნდა გავიარო ერთ საგნის გულისთვის? და მაგისთვის ფული უნდა გადავიხადო?
tami
ქალბატონო მანანა თუ 3 საგანი დარჩება ერთ სემესტრში უეჭველი გარიცხავენ? თუ არის რამე შანსები რო დარჩეს? თუნდაც ფული გადაიხადოს კრედიტების?
Nika
tami

აქ ნახავ პასუხს

http://forum.tsu.ge/ge/index.php?showtopic=1616
tami
აუ ნიკა ვერ წარმოიდგენ ახლა ერთი ადამიანი როგორ გაახარე :*
qalbatoni manana :-))
ციტატა(Lekso @ Feb 5 2008, 23:29) *
კითხვა მაქვს ქალბატონ მანანასთან smile.gif

განმეორებითი გამოცდა იქითა სემესტრშია?
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ისეთ საგანს რომელიც სახვა საგნის წინაპირობაა ვერ ჩავაბარებ? და ეგ საგანი შემდეგ სემეტრში ისწავლება.
ჯამში 51 თუ გადავცდი დამტებით გამოცდაზე კრედიტი მაინც არ დაიწერება (გამოცდის ქულა<20) ?


ყველა დამატებითი გამოცდა ჩატარდება 8-15 თებერვალს...
გამოცდის კომპონენტი აუცილებელია. თუ გამოცდაში 20-ზე ნაკლები მიიღე ჯამურ მნიშვნელობას აზრი არ აქვს sad.gif(
Lekso
გარიცხვა რამდენი გამოცდის შეტენვის შემდეგაა?
qalbatoni manana :-))
ციტატა(Lekso @ Feb 7 2008, 15:16) *
გარიცხვა რამდენი გამოცდის შეტენვის შემდეგაა?


ეს შეკითხვა უკვე იყო. . .
სამი და მეტი გამოცდა თუ დაგრჩა ვერაფერი გიშველის... გარდა ამისა არის კიდევ რეიტინგული შეფასება, ზურტად არ მახსოვს როგორ ითვლება. ხვალ მოვძებნი შესაბამის დოკუმენტს და შეგატყობინებ rolleyes.gif
Lekso
უი ხო. ყოფილა smile.gif
რეიტინგული შეფასება angry.gif კიდე რას მოიგონებენ ? "გამოცდის>=20" smile.gif არ ეყოთ ახლა სხვა მაქინაციაც მოიგონეს ? მაგათ ერთი კარგი საპროტსეტო აქცია არ აცდებათ biggrin.gif
ეგ მეორადი სპეცილობაც მაგარი მაზდეანობა smile.gif მოგონეს და ხვალ გამოცდაა და რამდენი ქულა მაქ ეკონომიკაში არ ვიცი , ვერ მოვახერხე გაგება , მაგარს გვიგდებენ სხვა სპეციალობის ხალხს
და ამ მეორადის მაგივრად ისევ ძირითადი სპეციალობის არჩევითი საგნების არჩევა მინდა და ... ვიკითხე 9 სართულზე და არჩევითი ისედაც გექნებათო 3-4 კურსზე და არ შეიძლებაო(თუ არადა ძან ცოტა კრედითებიღა რჩება მაგისთვის საგნების რაოდენობა კი გაცილებით მეტია )
saaaal
1 კურსელი ვარ და ჩავიჭერი კალკულუსუს გამოცდაში მარტო დანარჩენები ჩავაბარე და მაინტერესებს დაპროგრამებაზე ვერ დავრჩები? თან კალკულუსში გამოცდიანად მაქ 35 ქულა და ვერ გავალ ხო მეორე გამოცდაზე?
likvidaators
რატომ არ ხდება http://moodle.science.tsu.ge ამ საიტის განახლება
fisherman
ციტატა
ქალბატონო მანანა მინორ სპეციალობის კრედიტების შეგროვებას ვერ ვახერხებ 8 სემესტრში, 10 კრედიტი მაკლდება და დამატებიტი სემესტრი უნდა გავიარო ერთ საგნის გულისთვის? და მაგისთვის ფული უნდა გადავიხადო?

qalbatono manana ეს კითხვა გამოგრჩათ?
tami
აუ სასწრაფოდ მჭირდება გრიგოლიას ნომერი და ძალიან გთხოვთ მომწეროთ რაპ.ს: ან ოდიშელიძესი მაინც...
qalbatoni manana :-))
ციტატა(tami @ Feb 8 2008, 21:29) *
აუ სასწრაფოდ მჭირდება გრიგოლიას ნომერი და ძალიან გთხოვთ მომწეროთ რაპ.ს: ან ოდიშელიძესი მაინც...
327824 ნანა ოდიშელიძე998853 რევაზ გრიგოლია
ციტატა(zviaditsu @ Feb 8 2008, 15:47) *
qalbatono manana ეს კითხვა გამოგრჩათ?
მთავარია 240 კრედიტი დააგროვო სულ 8 სემესტრის განმავლობაში, ერთი რომელიმე სპეციალობის ძირითადი პროგრამა შეასრულო ( თუ ეს კომპიუტერული მეცნიერებაა 160 კრედიტი ამ პროგრამის). თუ გინდა რომ დიპლომში მაინც და მაინც მეორე სპეციალობაც შეწეროს (მინორი) მაშინ აბათ მოგიწევს დამატებითი კრედიტების აღება (შესაძლოა ეს მოხერხდეს მე-8 სემესტრის დამტავრებამდე).
tami
დიიიდი მადლობა smile.gif
qalbatoni manana :-))
ციტატა(saaaal @ Feb 8 2008, 15:17) *
1 კურსელი ვარ და ჩავიჭერი კალკულუსუს გამოცდაში მარტო დანარჩენები ჩავაბარე და მაინტერესებს დაპროგრამებაზე ვერ დავრჩები? თან კალკულუსში გამოცდიანად მაქ 35 ქულა და ვერ გავალ ხო მეორე გამოცდაზე?


12 თებერვალს 12 საათზე თსუ II კორპუსში, ფიზიკის დიდი აუდიტორიაში იქნება შეხვედრა პირველ კურსელებთან - დაწვრილებით იქ გაიგებ ყველაფერს... ისე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ (ადრეც იყო მსგავსი შეკითხვა), იმას თუ რა მიმართულებით აგრძელებ სწავლას ფაკულტეტის შიგნით განსაზღვრავს შენს მიერ ნასწავლი (უფრო სწორედ დადებითი შეფასების მქონე) საგნები. კომპიუტერულ მეცნიერებათა სასწავლო პროგრამით მეორე სემესტრში გათვალისწინებულია საგნები:
1. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1;
2. ალგორითმები და მონაცემტა სტრუქტურები;
3. დისკრეტული სტრუქტურები 1;
4. რიცხვითი ანალიზი;
5. უცხო ენა 1.
ბაზაში რეგისტრაციისას შენ შესძლებ ამ საგნების არჩევას თუ მათი შესწავლის წინაპირობებს აკმაყოფილებ.

მეორედ გამოცდაზე ვერ გახვალ, მაგრამ საგანი ხელახლა აუცილებლად უმდა გაიარო (როდის ეს შენზე იქნება დამოკიდებული, უნდა განსაზღვრო არის თუ არა კალკულუსი წინა პირობა, იმ საგნის რომლის შესწავლაც შენ გინდა).
fisherman
ეს მიპასუხა ჰუმანიტარული ფაკულტეტის კითხვებს რომ სცემს პასუხებს humanitaruli
ციტატა
შენს გასაგონად კიდევ გავიმეორებ. 240 კრედიტის მოგოვება არ ნიშნავს საბაკალავრო პროგრამის შესრულებას


თქვენ კი მეუბნებით ქალბატონო მანანა რომ
ციტატა
მთავარია 240 კრედიტი დააგროვო სულ 8 სემესტრის განმავლობაში, ერთი რომელიმე სპეციალობის ძირითადი პროგრამა შეასრულო ( თუ ეს კომპიუტერული მეცნიერებაა 160 კრედიტი ამ პროგრამის). თუ გინდა რომ დიპლომში მაინც და მაინც მეორე სპეციალობაც შეწეროს (მინორი) მაშინ აბათ მოგიწევს დამატებითი კრედიტების აღება (შესაძლოა ეს მოხერხდეს მე-8 სემესტრის დამტავრებამდე).


ვეღარ გავიგე რომელია სიმართლე
qalbatoni manana :-))
ციტატა(zviaditsu @ Feb 11 2008, 14:15) *
ეს მიპასუხა ჰუმანიტარული ფაკულტეტის კითხვებს რომ სცემს პასუხებს humanitaruli
თქვენ კი მეუბნებით ქალბატონო მანანა რომ
ვეღარ გავიგე რომელია სიმართლე

240 კრედიტიდან 160 კრედიტი უნდა იყოს ერთი რომელიმე კონკრეტული პროგრამის. ამის მიხედვით განისაზღვრება შენი სპეციალობა (კარგად წაიკითხე ჩემი წინა პასუხი).
qalbatoni manana :-))
2007-2008 სასწავლო წლის სტუდენტთა ადმინისტრაციული (ფინანსური) და აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია
ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2008 წ. 11 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით.
აკადემიური რეგისტრაცია 2008 წ. 18 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით.
არჩეულ საგნებში ცვლილების შეტანა 2008 წ. 3 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით.
სტუდენტს, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის რეგისტრაციას, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი
სტუდენტს, რომელიც ზედიზედ 3 სემესტრში არასაპატიო მიზეზით არ გაივლის რეგისტრაცია,შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.
გადახდა შესაძლებელია "თი ბი სი" ბანკსა და ბანკი "რესპუბლიკის" ნებისმიერ ფილიალში
Marika Sherozia
მესამე კურსელებმა რა უნდა ავირჩიოთ ეხლა? სპეციალობა გვეწერება იმის მიხედვით თუ რა საგანს ავირჩევთ საფაკულტეტო არჩევითიდან? სად შეიძლება პროგრამების ნახვა რას გვასწავლიან მოცემული საგნის არჩევის შემთხვევაში რო ვიცოდეთ?
qalbatoni manana :-))
ციტატა(Marika Sherozia @ Feb 11 2008, 20:50) *
მესამე კურსელებმა რა უნდა ავირჩიოთ ეხლა? სპეციალობა გვეწერება იმის მიხედვით თუ რა საგანს ავირჩევთ საფაკულტეტო არჩევითიდან? სად შეიძლება პროგრამების ნახვა რას გვასწავლიან მოცემული საგნის არჩევის შემთხვევაში რო ვიცოდეთ?

მესამე კურსელი უკვე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტი უნდა იყოს (თუ ბევრი კუდები არ აქვა)... კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით მომდევნო სემესტრში გათვალისწინებულია სამი ძირითადი და ერთი სავალდებულო არჩევითი საგანი:
1. მონაცემთა ბაზები 2
2. ოპერაციული სისტემები
3. ინფორმაციის და კოდირების თეორია
4. სავალდებულო არჩევითი (4 კრედიტიანი)
სავალდებულო არჩევითი საგნების სია არ მახსოვს ზუსტად. სამწუხაროდ ახლა თან არ მაქვს ეს ინფორმაცია (ხვალ დავაზუსტებ).
განმარტება
სავალდებულო არჩევითი ნიშნავს რომ მოცემული სიიდან სტუდენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ერთი მაინ. კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართლების პროფესორთა გადაწყვეტილებით სავალდებულო არჩევითი საგნები წარმოდგება თითო სამ საგნინაი ბლოკის სახით (სამი სემესტრის განმავლობაში), რომელიც ერთ რომელიმე ქვედარგს განეკუთვნება. ასე მაგალითად "ინტელექტუალური სისტემები" მოიცავს: ინტელექტუალური სისტემები 1, ცოდნის ინჟინერია, შესავალი ექსპერტულ სისტემებში;
giorgi__
გამარჯობათ ქალბატონო მანანა, მე თქვენი ერთ ერთი სტუდენტი გაწუხებთ. ბაზაში ჩემი ნიშანი არასწორადაა შეტანილი (წრფივი ალგებრა/ანალიზური გეომეტრია 2) ზოგი საგანი კი საერთოდ არ არის სჰეთანილი. წინასწარ გიხდითმადლობას
di_onise
giorgi__

არც ჩემია შეტანილი.
ალგებრა-გეომეტრია და ფიზიკა.
რავიცი, ველოდები და იმედია წლის ბოლომდე იქნება biggrin.gif
tako_LL
მანანა ლექტ smile.gif მესამე კურსელების დამატებითი სპეციალობის საგნების ქულები წინა სემესტრის არაა შეტანილი ბაზაში, დაგვეხმარეთ რა smile.gif

და კიდევ

I კურსის II სემესტრში ვისწავლეთ დამატებითი საგნები(დამატებითი სპეციალობის ფარგლებში), იმის მერე რაც წარმატებულად smile.gif ჩავაბარეთ გამოცდები გვითხრეს რომ თურმე ამ სპეციალობის არჩევის უფლება არ გვქონდა, რადგან ჩვენი მიმართულებიდან იყო და II კურსიდან ავირჩიეთ სხვა დამატებითი სპეციალობა, ის კრედიტები დაგვეკარგა. არც ბაზაში არაა დაფიქსირებული, რა გვეშველება მანანა ლექტ
fisherman
ციტატა
240 კრედიტიდან 160 კრედიტი უნდა იყოს ერთი რომელიმე კონკრეტული პროგრამის. ამის მიხედვით განისაზღვრება შენი სპეციალობა (კარგად წაიკითხე ჩემი წინა პასუხი).

კარგი ეს გასაგებია ასე თუ ისე , მაგრამ ბაკალავრიატს რომ დაამთავრებს ეხლანდელი 3 კურსის სტუდენტი ბაკალავრის დიპლომში რა ეწერება? მაგ; გეოგრაფიას, ბიოლოგიას და ა.შ.
მე როგორც ვიცი ასე_ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი(გეოგრაფი)
(ბიოლოგი) და ა. შ.
არადა რომ ჩავაბარეთ სპეციალობა დაყოფილი იყო კიდევ მაგ: გეოგრაფია იყოფოდა :მეტეოროლოგიად, გეომორფოლოგიად, ჰიდროლოგიად და სხვა. მოკლედ სპეციალიზაცია ეწერება თუ არა და ბაკალავრის დიპლომში დაფიქსირებული იქნება თუ არა minor სპეციალობა, თუ მარტო დამატებიტის ქულები შევა დიპლომში?
qalbatoni manana :-))
ციტატა(giorgi__ @ Feb 11 2008, 21:41) *
გამარჯობათ ქალბატონო მანანა, მე თქვენი ერთ ერთი სტუდენტი გაწუხებთ. ბაზაში ჩემი ნიშანი არასწორადაა შეტანილი (წრფივი ალგებრა/ანალიზური გეომეტრია 2) ზოგი საგანი კი საერთოდ არ არის სჰეთანილი. წინასწარ გიხდითმადლობას
ჩასწორება რომ გავაკეთო ბაზაში მჭირდება გვარი და სახელი (მკითხაობა არ მეხერხება) rolleyes.gif
ციტატა(tako_LL @ Feb 12 2008, 14:02) *
მანანა ლექტ smile.gif მესამე კურსელების დამატებითი სპეციალობის საგნების ქულები წინა სემესტრის არაა შეტანილი ბაზაში, დაგვეხმარეთ რა smile.gifდა კიდევI კურსის II სემესტრში ვისწავლეთ დამატებითი საგნები(დამატებითი სპეციალობის ფარგლებში), იმის მერე რაც წარმატებულად smile.gif ჩავაბარეთ გამოცდები გვითხრეს რომ თურმე ამ სპეციალობის არჩევის უფლება არ გვქონდა, რადგან ჩვენი მიმართულებიდან იყო და II კურსიდან ავირჩიეთ სხვა დამატებითი სპეციალობა, ის კრედიტები დაგვეკარგა. არც ბაზაში არაა დაფიქსირებული, რა გვეშველება მანანა ლექტ
თუ საგნები კომპიუტერული მეეცნიერების მიმართულების იყო უწყისებს მოვძებნი და შევატანინებ... სხვა მიმართულების საგნებზე რა გითხრათ... თუ უწყისი არის მაგასაც მოევლება, თუ არა უწყისი უნდა მოიტანოთ.
ციტატა(zviaditsu @ Feb 12 2008, 14:11) *
კარგი ეს გასაგებია ასე თუ ისე , მაგრამ ბაკალავრიატს რომ დაამთავრებს ეხლანდელი 3 კურსის სტუდენტი ბაკალავრის დიპლომში რა ეწერება? მაგ; გეოგრაფიას, ბიოლოგიას და ა.შ. მე როგორც ვიცი ასე_ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი(გეოგრაფი) (ბიოლოგი) და ა. შ.არადა რომ ჩავაბარეთ სპეციალობა დაყოფილი იყო კიდევ მაგ: გეოგრაფია იყოფოდა :მეტეოროლოგიად, გეომორფოლოგიად, ჰიდროლოგიად და სხვა. მოკლედ სპეციალიზაცია ეწერება თუ არა და ბაკალავრის დიპლომში დაფიქსირებული იქნება თუ არა minor სპეციალობა, თუ მარტო დამატებიტის ქულები შევა დიპლომში?
სპეციალობების მინიჭება ხდება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი კლასიფიკატორით (http://www.mes.gov.ge/index.php?module=legislation&page=detals&id=249&doc_type=orig).

თქვენს მიერ ნასწავლი ყველა საგანი აისახება დიპლომის დანართში. თუ საპეციალიზაციისათვის საკმარისი საგნები გაქვთ ნასწავლი, ამან ასახვა უნდა პოვოს დიპლომის დანართში. დიპლომო არავალიდურია დანართის გარეშე.
giorgi__
ქალბატონო მანანა გიორგი ვარ დოღანაძე(თქვენი სტუდენტი) ნიშანზე რომ მოგწერეთ შეცდომით არის შეტანილი(წრფივი ალგებრა/ანალიზური გეომეტრია 2 ნაცვლად 93 ისა წერია 56) და კიდევ ზოგი ჩაბარებული საგანი არ არის შეტანილი(დისკრეტული ალბათობა). დანარჩენ პრობლემებზე მერე მოგცერთ.
tako_LL
ქალბატონო მანანა, საქმე ისაა, რომ უწყისები ამოტანილია და ჩემს ზოგიერთ ჯგუფელს შეტანილი აქვს ბაზაში კრედიტი(მათი რაოდენობა სულ 2-ია). განცხადებაც ბევრჯერ გვაქვს დაწერილი, მაკასაც დავუტოვეთ(თქვენი რჩევით) საგნების ჩამონათვალი, მაგრამ დღემდე არ არის შესწორებული ბაზა. იქნებ თქვენ მაინც დაგვეხმაროთ. თუ საჭირო იქნება შემიძლია საგნების ჩამონათვალი თქვენც გამოგიგზავნოთ, ან მოგიტანოთ.
qalbatoni manana :-))
ციტატა(giorgi__ @ Feb 12 2008, 22:38) *
ქალბატონო მანანა გიორგი ვარ დოღანაძე(თქვენი სტუდენტი) ნიშანზე რომ მოგწერეთ შეცდომით არის შეტანილი(წრფივი ალგებრა/ანალიზური გეომეტრია 2 ნაცვლად 93 ისა წერია 56) და კიდევ ზოგი ჩაბარებული საგანი არ არის შეტანილი(დისკრეტული ალბათობა). დანარჩენ პრობლემებზე მერე მოგცერთ.
დიკრეტული ალბათობა ცალკე საგანი არ არის ის შედის დისკრეტულ სტრუქტურებში, რომლის ნიშანიც არის საშუალო დისკრეტული ალბათობის და დისკრეტული მათემატიკის. .. დანარჩენ საგნებს შევეცდები მივხედო.. rolleyes.gif
ციტატა(tako_LL @ Feb 12 2008, 22:45) *
ქალბატონო მანანა, საქმე ისაა, რომ უწყისები ამოტანილია და ჩემს ზოგიერთ ჯგუფელს შეტანილი აქვს ბაზაში კრედიტი(მათი რაოდენობა სულ 2-ია). განცხადებაც ბევრჯერ გვაქვს დაწერილი, მაკასაც დავუტოვეთ(თქვენი რჩევით) საგნების ჩამონათვალი, მაგრამ დღემდე არ არის შესწორებული ბაზა. იქნებ თქვენ მაინც დაგვეხმაროთ. თუ საჭირო იქნება შემიძლია საგნების ჩამონათვალი თქვენც გამოგიგზავნოთ, ან მოგიტანოთ.
გამომიგზავნეთ ფოსტით mkhachidze@tsu.ge
ისტერიკა
მე-4 კურსელებს დიპლომებს მოგვცემენ?

კრედიტებს გადაგვითვლიან თუ არა?

sms.tsu.ge-ზე რატომ არ ჩანს რამდენი კრედიტი გვაქვს?

რატომ ვართ დაჩაგრულები მე-4 კურსელები?

ხოდა ნიშნების ფურცლებიდან ის საგნები რომ ამოვაღებინო, რაშიც 4 მაქვს მიღებული შეიძლება? ასეთი სულ 4 საგანია.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.