დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ეროვნული იდენტობა
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
jonny
რატომ მივაკუთვნებთ თავს ამა თუ იმ ეროვნებას?
რით ვაიგივებთ ჩვენ თავს ქართველობასთან?


იდენტობის განმსაზღვრელად ხშირად იყენებენ რელიგიას, გეოგრაფიულ საზღვრებს, ენას, კულტურას..
თუმცა ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, არც კულტურა და არც სალაპარაკო ენა ქართული არ აქვთ, თავს ქართველებს უწოდებენ. ასევე თურქი მესხები, რომელთაც განსხვავებული აღმსარებლობა აქვთ ქართველებთან აიგივებენ თავს..


არის თუ არა ქართული (ან ზოგადად ეროვნული) იდენტობა ტრადიციის მსგავსი (მაგალითად ჩემი წინაპრები ქართველები იყვნენ, შესაბამისად მეც ქართველი ვარ) თუ ის სოციალური ურთIერთობის დროს ყალიბდება?

mariami24
ციტატა
არის თუ არა ქართული (ან ზოგადად ეროვნული) იდენტობა ტრადიციის მსგავსი

ოჰო, არა
ეროვნულობა და ტრადიციები?
ტრადიციები ვერ წარმოშობს ეროვნულობას

ციტატა
თუმცა ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, არც კულტურა და არც სალაპარაკო ენა ქართული არ აქვთ, თავს ქართველებს უწოდებენ.

წინაპრები ჰყავდა ქართველები, ანუ ქართული სისხლი აქვთ
აი რა არის მთავარი
ნიმფა
და ჯონ,შენ რით აიგივებ შენს თAვს ქართველობასთან,ან იქნებ საერთოდ არ ცნობ ეროვნულობას და ა.შ.?
jonny

ციტატა(mariami24 @ 27th October 2009 - 21:39) *
ოჰო, არა
ეროვნულობა და ტრადიციები?
ტრადიციები ვერ წარმოშობს ეროვნულობას

-____________________
ციტატა(mariami24 @ 27th October 2009 - 21:39) *
წინაპრები ჰყავდა ქართველები, ანუ ქართული სისხლი აქვთ
აი რა არის მთავარი

ეხა შენ თავს ხო არ ეწინააღმდეგები?

ტრადიცია კი არ წარმოშობს ეროვნულობას, არამედ ეროვნებისადმი მიკუთვნებულობა ტრადიციულად ხო არ ვრცელდება მეთქი??.. თუ მაგალითად სოციალური გარემო სადაც პიროვნება იზრდება დომინანტია და მოქმედებს მისი იმ კონკრეტული ერის მიკუთვნებულობაზე სადაც ის გაიზარდა?
K.N
რა გარემოშიც იზრდება, იმ გარემოს ტრადიციებს ითვისებს ყველა, სისხლი და წინაპრები არაფერ შუაშია.
jonny
ციტატა(Nimpa @ 27th October 2009 - 22:39) *
და ჯონ,შენ რით აიგივებ შენს თAვს ქართველობასთან,ან იქნებ საერთოდ არ ცნობ ეროვნულობას და ა.შ.?

ვთვლი რო ქართველი ვარ..მარა რა განაპირობებს ამ გრძნობას ცოტა მიჭირს სიტყვებით ახსნა..ამიტო გავხსენი ეს თემა : )
მაგალითად ჩემი მშობლები რო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყოფილიყვნენ და მე აქ გავზრდილიყავი არ ვიცი თავს რომელი ერის მოქალაქედ მივიჩნევდი, ან სამშობლოს რომელს დავუძახებდი..
ნიმფა
ერთხელ, ვიღაცამ თქვა თუ სადღაც ამოვიკითხე არ მახსოვს, მაგრამ ასეთი რამ თქვეს, რომ როცა ქართული მუსიკა გესმის, თუ ჟრუანტელი გივლის სხეულში და გიპყრობს გრძნობა ცეკვის სურვილით, ე.ი. ნამდვილი ქართველი ხარ, თუ არა და ე.ი. სხვადასხვა შემოსევების დროს "გაესაუბრნენ" შენს დიდ ბებოსო. biggrin.gif :რაებს ვწერ:
qiromanti
ციტატა(Nimpa @ 27th October 2009 - 23:54) *
:რაებს ვწერ:

დღეს რაღაც გჭირს biggrin.gif


ის როგორაა? მე ვარ მართლმადიდებელი და მაშასადამე ქართველი

: აუ მეც რაღაც მჭირს :
ნიმფა
7.gif რაც დღეს სეუზე ვქენი,მიკვირს რომ ვაზროვნებ,საერთოდ biggrin.gif მაგრამ შენ რაღა დაგემართა,ნინ?
qiromanti
ციტატა(Nimpa @ Oct 28 2009, 0:09) *
7.gif რაც დღეს სეუზე ვქენი,მიკვირს რომ ვაზროვნებ,საერთოდ biggrin.gif მაგრამ შენ რაღა დაგემართა,ნინ?

რაღაც არეული დავდივარ ეს დღეები

"ღამენათევი და ნამთვრალევი"


: სიბრძნის კბილი: rofl.gif
ნიმფა
george.gif
jonny
Nimpa
qiromanti
კავშირს ვერ ვხედავ ეროვნულ იდენტობასთან თქვენი დიალოგისა
8.gif
qiromanti
jonny
უკაცრავად rolleyes.gif დავაფიქსირე ჩემი აზრი მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით
ნიმფა
მე მაპტიეთ, ჯონი, როგორც მოგახსენეთ, დღეს რაღაც ვერ ვარ dntknw.gif
mariami24
ციტატა(jonny @ Oct 27 2009, 23:40) *
-____________________

ეხა შენ თავს ხო არ ეწინააღმდეგები?

ტრადიცია კი არ წარმოშობს ეროვნულობას, არამედ ეროვნებისადმი მიკუთვნებულობა ტრადიციულად ხო არ ვრცელდება მეთქი??.. თუ მაგალითად სოციალური გარემო სადაც პიროვნება იზრდება დომინანტია და მოქმედებს მისი იმ კონკრეტული ერის მიკუთვნებულობაზე სადაც ის გაიზარდა?


მაგის ტრადიცია არსებობს? biggrin.gif

ქართველი ადამიანი შეიძლება სად გაიზარდოს, სრულიად განსხვავებულ გარემოში, შეეთვისოს და მიიღოს იქაურობა, "საკუთრად" გაიხადოს, მაგრამ ის მაინც არ იქნება მისი ნამდვილად საკუთარი სამშობლო. ის შეიძლება მენტელიტეტით და აზროვნებით იყოს აქაური და იმ ეროვნების, სადაც გაიზარდა, მაგრამ ნათესაურად და გენეტიკურად (რაც მთავარია) მაინც ქართველი იქნება
DAKOTA
რა ეროვნება, რის ეროვნება
ადამიანებს მარტო პიროვნული ნიშნების მიხედვით ვყოფ
precious
გვინდა თუ არა ეროვნული იდენტობა აქტუალობას კარგავს, გამომდინარე გლობალიზაციიდან
mariami24
ციტატა(DAKOTA @ Oct 28 2009, 20:50) *
რა ეროვნება, რის ეროვნება
ადამიანებს მარტო პიროვნული ნიშნების მიხედვით ვყოფ

შენ გგონია, რომ ეროვნულობა პიროვნულ ნიშნებს ეწინააღმდეგება ? :|
fau.st
გლობალიზაციის გამო ეროვნულობა არ იკარგება.

მინდა გავიხსენო მარქსის ერთი გამონათქვაიმი, მაგრამ არ განმსაჯოთ რა დროს მაქსი და კომუნისტებიაო, მარქსმა თქვა: ყოფა განსაზღვრავს ცნობიერებას. ჩემი აზრით კი ცნობიერება განსაზღვრავს ეროვნულ იდენტობას, ამ შემთხვევაში წარმომავლობას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სტალინი ქართველი იყო მაგრამ ცნობიერად თავს რუსი ხალხის ნაწილად თვლიდა, წინაამდეგ შემთხვევაში არ მოიხსენიებდა მშობლიურ ენად რუსულს. მაშ ასე ცნობიერება განსაზღვრავს იდენტობას, ეს მოდის იქიდან, რომ ადამიანის ცნობიერება, რომელიც ჩამოაყალიბა ყოფამ, იმდენადად შეეჩვია ამ მას რომ, ვინც კი მასთან ერთად გაიზიარა ეს ყოფა თავის ახლობლად მიიჩნევს
mariami24

fau.st
ცნობიერებით განსაზღვრუილი იდენტობა ცნობიერშივე რჩება
გარეთა რეალობა კი უცვლელია
DAKOTA
ციტატა(mariami24 @ Oct 29 2009, 16:07) *
შენ გგონია, რომ ეროვნულობა პიროვნულ ნიშნებს ეწინააღმდეგება ?


ცინიზმი, სიკეთე, ორიგინალურობა, ხელოვნების სიყვარული, სითბო, ინტელექტი და ა.შ.
შეგიძლია ამ თვისებების მიხედვით მითხრა ეროვნებები?
chubi
გლობალისტი ხარ ჯონ?
mariami24
ციტატა(DAKOTA @ Oct 30 2009, 18:34) *
ცინიზმი, სიკეთე, ორიგინალურობა, ხელოვნების სიყვარული, სითბო, ინტელექტი და ა.შ.
შეგიძლია ამ თვისებების მიხედვით მითხრა ეროვნებები?

დაკოტა რა შუაშია ეს ჩემს შეკითხვასთან?
კონკრეტული კითხვა იყო კონკრეტული პასუხის მოლოდინში
და შენ რა გგონია, რომ ვინც ეროვნულობას აღიარებს ის ადამინს პიროვნულად არ აფასებს, არამდედ ეროვნების და სადაურობის მიხედვით?
არასწორია
DAKOTA
აბა ეროვნებაში რა იგულისხმება? მრწამსი და დაბადების ადგილი?
mariami24
ციტატა(DAKOTA @ Oct 30 2009, 20:33) *
აბა ეროვნებაში რა იგულისხმება? მრწამსი და დაბადების ადგილი?

კითხვაზე მაინც არ მიპასუხე =((

ეროვნულობაში ბერვი რამე იგულისხმება და არსებობს მისი სხვადასხვა კუთხით განხილვები
ძირითადად კი ერი ყალიბდება მონათესავე ხახლთა საუკუნოვანი თანაცხოვრების შედეგად, რომელთაც აქვთ საერთო კულტურა, ენა, ჩვეულებები (ძირითადში და ზოგადად იგულისხმება, მერე რომ არ დაიწყოთ რაღაცები) ისტორია. მათი "ეროვნული მსგავსება" სულაც არ ნიშნავს მათი ინდივიდუალიზმის არარსებობას და პიროვნებებს შორის არგანსხვავებას
DAKOTA
რა კითხვაზე?
მემგონი ჩემი პირველი პოსტიდანაც ნათლად ჩანს, რომ არ ვყოF ადამიანებს ეროვნების, რასის და მრწამსის მიხედვით
mariami24
არც მე ვყოფ და მე ეგ არ მიკითხავს =))

ციტატა
შენ გგონია, რომ ეროვნულობა პიროვნულ ნიშნებს ეწინააღმდეგება ? :|


მგონი სხვადასხვაა არა? =))
DAKOTA
არ მგონია
მაგრამ რა საჭიროებას ვერ ვხედავ ადამიანების ასე დაყოFის
mariami24
ისევე როგორც ოჯახებია ერთმანეთისაგან "გამოყოფილი", ასევე ქვეყნებიც და ეროვნებებიც

ისევე როგორც ერთ ოჯახის წევრს ხელს არ უშლის თავისი "ფესვები" რომ იყოს ინდივიდუალი და იურთიერთოს ნებასურვილის მიხედვით "სხვა" ოჯახებთან, ასევეა ეროვნებებშიც

თუმცა ოჯახებისს ამგვარი "დაყოფა" აუცილებელია ხომ? (თუ არცე ეგ არის საჭირო)
ასევეა ეროვნებაც
DAKOTA
ციტატა(mariami24 @ Oct 30 2009, 21:57) *
ისევე როგორც ოჯახებია ერთმანეთისაგან "გამოყოფილი", ასევე ქვეყნებიც და ეროვნებებიც

ისევე როგორც ერთ ოჯახის წევრს ხელს არ უშლის თავისი "ფესვები" რომ იყოს ინდივიდუალი და იურთიერთოს ნებასურვილის მიხედვით "სხვა" ოჯახებთან, ასევეა ეროვნებებშიც

თუმცა ოჯახებისს ამგვარი "დაყოფა" აუცილებელია ხომ? (თუ არცე ეგ არის საჭირო)
ასევეა ეროვნებაც

Imagine there's no countries
It isn't hard to do
Nothing to kill or die for
And no religion too
Imagine all the people
Living life in peace
mariami24
Imagine კარგი სიმღერაა, ოღონდ მუსიკა

ციტატა
Living life in peace

რატომ გგონია რომ გლობალიზზაცია მოაიტანს მშვიდაბას?
DAKOTA
ციტატა(mariami24 @ Oct 30 2009, 22:03) *
რატომ გგონია რომ გლობალიზზაცია მოაიტანს მშვიდაბას?


ნუ, ეგ არსად დამიწერია
მაგრამ...
გლობალიზაცია თავის თავში ხომ გულისხმობს,
სხბვადასხვა კულტურების და ქვეყნების დაახლოებას
თავისუფალ ვაჭრობას, ანუ მთელი მსოფლიო, რაღაც მხრივ ერთმანეთზე "დამოკიდებული" ხდება
და მოქმედებს როგორც მთლიანი მექანიზმი
თუ რომელიმე ნაწილი შეირყა მას ხომ მოყვება თანდათან მთელი მექანიზმის რღვევა
აი, მაგალითად ევროკავშირი, ხომ ნაკლებია ალბათობა რომ მასში შემავალ ქვეყნებს შორის იქნება ომი და ა.შ.
ხოდა, თუ ყველა ქვეყანა ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება
კაცობრიობა აუცილებლად მივა საყოველთაო და მარადიულ მშვიდობამდე
blush2.gif blush2.gif blush2.gif
EsTuDieNte
DAKOTA

მანდ 50/50ზეა...

Will democracy work on the level as it follows and it really should do???? that is the question smile.gif

P.S მე მიყვარს ცემი პლანეტა დედამიწა wub.gif
DAKOTA
ციტატა(EsTuDieNte @ Oct 30 2009, 21:35) *
DAKOTA

მანდ 50/50ზეა...

Will democracy work on the level as it follows and it really should do???? that is the question


მე მგონი უკვე მალე vishenka_34.gif
EsTuDieNte
DAKOTA

I'm not so sure of it sad.gif
mariami24
ციტატა(DAKOTA @ Oct 30 2009, 21:23) *
ნუ, ეგ არსად დამიწერია
მაგრამ...

გლობალიზაცია თავის თავში ხომ გულისხმობს,
სხბვადასხვა კულტურების და ქვეყნების დაახლოებას
თავისუფალ ვაჭრობას, ანუ მთელი მსოფლიო, რაღაც მხრივ ერთმანეთზე "დამოკიდებული" ხდება
და მოქმედებს როგორც მთლიანი მექანიზმი
თუ რომელიმე ნაწილი შეირყა მას ხომ მოყვება თანდათან მთელი მექანიზმის რღვევა
აი, მაგალითად ევროკავშირი, ხომ ნაკლებია ალბათობა რომ მასში შემავალ ქვეყნებს შორის იქნება ომი და ა.შ.
ხოდა, თუ ყველა ქვეყანა ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება
კაცობრიობა აუცილებლად მივა საყოველთაო და მარადიულ მშვიდობამდე
blush2.gif blush2.gif blush2.gif

მეგონა გულისხმობდი და ეგრე ფიქრობდი =))

დანარჩნენი კი ისეთივე ზღაპარია, როგორიც სხვა, ქაღალდზე აშენებული ქვეყნიერებების იდეოლოგიები
DAKOTA
არ დამიწერია არსად, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ასე იქნება cheer.gif
leo-dzia
ჩემი ოცნებაა იდენტობა იგივდებიდეს ამ ქვეყნის მოქალაქეობასთან... ანუ ყველა საქართველოს მოქალაქე თავს ამ ერის და ამ სახელმწიფოს შვილად მიიჩნევდეს...

ეთნიკურ უმცირესობებს ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამაში თუ ძლიერი საქართველოს აშენება გვინდა..

.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.