დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
ციცქნა
ციტატა(DAKOTA @ Sep 7 2008, 21:10) *
kedi ციცქნა

ძალიან ნიჭიერები ხართ
ყოჩაღ, ორივეს
good.gif

გმადლობ smile.gif
Miss Green
ჩემი მცდელობა შემოქმედებაზე biggrin.gif
ადრე დავწერე ეს და დღეს გადავაწყდი შემთხვევით... დაუსრულებელია... smile.gif


ერთ დროს ყვავილები მზეზე ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ვინ იცის რატომ, მობეზრდათ მუდმივად მზეზე ყოფნა და გადაწყვიტეს, სხვა პლანეტაზე ან ვარსკვლავზე გადავიდეთო. დადგა საკითხი, რა უნდა აერჩიათ ახალ საცხოვრებლად. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, დაასკვნეს, სხვა ვარსკვლავები მეტისმეტად შორს არიან, ისევ ის სჯობს, მზის სისტემის რომელიმე პლანეტაზე გადავსახლდეთო. "მაინც რომელი სჯობს" - მსჯელობდნენ ყვავილები - "მერკური? არა, ის ხომ ძალიან ახლოსაა მზესთან, მაშინ ბარემ მზეზე დავრჩეთ. ვენერა? არა, ესეც არ გამოდგება, კაშკაშა და მანათობელი პლანეტაა, სისტემაში "მეორე მზედ" აღიარებული. რაღა აზრი აქვს მზისგან წასვლას, თუ მის "მოადგილესთან" ამოვყოფთ თავს? იუპიტერი? არ ივარგებს, ეგ ხომ მზის შემდეგ სიდიდით მეორეა სისტემაში (აქ მზემ გაიფიქრა, ნეტა, ამ ყვავილებს ასე რითი შევაძულე თავიო)..." პლუტონი, ნეპტუნი და ურანიც ახსენეს, მაგრამ ეს პლანეტები მზისგან მეტისმეტად შორს იყვნენ და ყვავილებმა მაშინვე უკუაგდეს იდეა, აბა, მაგ სიცივეში როგორ გავძლებთო. "აჰა! მაინც ხომ გჭირდებათ ჩემთან ახლოს ყოფნა" - ნიშნისმოგებით გაიფიქრა მზემ. მაგრამ ყვავილებს მზის ფიქრებისთვის არ სცხელოდათ, გამწარებულები ქაქანებდნენ, რომელი პლანეტა ავირჩიოთო. ბოლოს ორი ძირითადი კანდიდატი გამოიკვეთა - დედამიწა და სატურნი.
სატურნის მომხრეებს მისი სარტყელი მოსწონდათ და ამტკიცებდნენ, ის ერთადერთი გამორჩეული პლანეტაა მზის სისტემაში და სწორედ მას უნდა დავდოთ პატივი ჩვენი მიბრძანებითო; დედამიწის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, ს უნიკალური პლანეტაა და არა მარტო მზის სისტემაში, რადგან სიცოცხლე მხოლოდ იქ არსებობს და ჩვენი ადგილიც იქ არის და არა სადმე სხვაგანო. აქ ყვავილებს შორის ხანგრძლივი და ხმაურიანი დავა ატყდა. სატურნის მომხრეები გაიძახოდნენ, თქვენ რა იცით, რომ მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე და სხვა ვარსკვლავთა სხვა სისტემების სხვა პლანეტებზეც არ არის სხვა სიცოცხლეებიო (მზემ გაიფიქრა, რა "სხვა, სხვა, სხვა" აუტყდათ, ბოლოსდაბოლოს, ამ მოთხრობის ავტორზეც ხომ უნდა იფიქრონ, ტავტოლოგიის პრობლემა შეექმნებაო). ყვავილებს არც მზე ახსოვდათ, არც მოთხრობის ავტორი, გაცხარებულები გაჰყვიროდნენ. სატურნის მომხრეები არ ცხრებოდნენ, ჯერ მაგ თქვენი დედამიწის უნიკალურობა დაამტკიცეთ და მერე ილაპარაკეთო; დედამიწის მომხრეები იხტიბარს არ იტეხდნენ, აბა, ერთი, ის გვითხარით, სატურნს სარტყელის გარდა საინტერესო რა შეამჩნიეთო. ამ დროს მზეც ჩაერთო საუბარში, მაინც წასვლას აპირებთ და ბარემ დროებით რომელიმე პლანეტაზე გადადით და იქ გადაწყვიტეთ, ამ ალიაქოთის მოსმენა აღარ შემიძლია, მუშაობაში ხელი მეშლებაო. ყვავილები ახლა მას ეცნენ პირში, შენ რა გალაპარაკებს და საერთოდ, რაღაც ცხრა პლანეტის გათბობას, ისიც არასრულყოფილად მუშაობას როგორ ეძახიო. მზემ მხრები აიჩეჩა, აბა, რა უნდა დავუძახოო. ამასობაში, ყვავილებმა კამათი განაახლეს, ერთხანს იქაქანეს და ბოლოს თქვეს, კენჭი ვყაროთ და ისე გადავწყვიტოთ, დედამიწაზე გადავსახლდეთ თუ სატურნზეო. ეს აზრი ყველას მოეწონა, განსაკუთრებით მზეს, რომელმაც გაიფიქრა, მეშველაო და ისეთი შვებით ამოისუნთქა, რომ ყვავილები შეკრთნენ.


biggrin.gif
un-known-girl
Miss Green
ვაა, რა მაგარი იყო biggrin.gif
Miss Green
un-known-girl
გმადლობ biggrin.gif
ციცქნა
კოდური სახელწოდება RB


უსწორმასწორო სამყაროში რომ დაიბადები, თავიდანვე არ გიკვირს უხეში რელიეფი, უხეში ნაკვთები, წვეტიანი და ხორკლიანი საგნები. ყველაფერი ხდება ისე, როგორც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა, ეს უსწორმასწორო სამყაროს მკვიდრებმა არ იციან იმიტომ, რომ მათთვის ყოველი უცნაური მოვლენა ჩვეულებრივია, ყოველი უსამართლობა მისაღები და ორიგინალობა უფერული. აქ ხუჭუჭთმიანები ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ძნელია იმის განსაზღვრა, ცუდად ცხოვრობენ თუ კარგად, მაინც მგონია, რომ კარგად, ალბათ იმიტომ, რომ არ იმჩნევენ, არ უკვირთ, ემოციებს იშვიათად გამოხატავენ ან თუ გამოხატავენ იმდენად არაბუნებრივად გამოსდით, რომ ბუნებრივი ქცევა ჰგონიათ და ყურადღებას არ ამახვილებენ.

დილაობით სულ წვიმს და გარეთ არავინ გამოდის, ალბათ ამიტომაც არავინ იცის წვიმის თვისება, მოამრგვალოს და დააბლაგვოს ყველაფერი უხეში და უსწორმასწორო, წვიმამაც კი არ იცის საკუთარი უნარის შესახებ არაფერი და ასეა მანამ, სანამ ის, ხუჭუჭა, წვიმაში არარსებულის ძებნას დაიწყებს. არარსებულის არსებობის შესახებ ხუჭუჭამ მაშინ შეიტყო, როცა დედამ უთხრა, რომ მისი საკუთარი ნახატის ავტორი არ არსებობდა და რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში გარდაიცვალა. ხუჭუჭამ სარკეში ჩაიხედა და რომ დარწმუნდა, რომ არსებობდა, ეს ზოგად კანონზომიერებად ჩათვალა და \\\"ნათესავების\\\" ანუ არარსებულთა ძებნა დაიწყო.

წვიმა ყოველთვის უყვარდა, წვიმის ხმა გარეთ, სახლში საწოლზე ფეხმორთხმით ჯდომა და კითხვა. ხანდახან იმასაც ცდილობდა წიგნის გარეშე ეკითხა. ერთი-ორჯერ გამოუვიდა და რადგან გამოუვიდა თავი მიანება. სწორედ წვიმის სიყვარულის გამო დაიწყო არარსებულების ძებნა იქ, სადაც მათი აღმოჩენა ყველაზე ძალიან გაუხარდებოდა.

წვიმამ თმა დაუსველა და... თმა გასწორდა. თვალებს არ დაუჯერა წვიმამ. მიხვდა, რომ ჰქონდა უნარი ცვლილებები შეეტანა ყველგან სადაც გამოჩნდებოდა და ქალაქს მტევრი ჩამორეცხა, ძველი ფერი დაუბრუნა, ისე გაერთო, საღამომდე არ გადაუღია.

ხუჭუჭამ ვერაფერი იპოვა, ვერც ცვლილებები შეამჩნია, რაღაც უფრო კონკრეტულს ეძებდა, არა ცვლილებას, არამედ დაბადებას, ახლის, უნახავის. რაღაც არაბუნებრივისგან განსხვავებულს და... ბუნებრივს. იმ ღამით იმედგაცრუებულმა დაიძინა, და ესიზმრა რომ არ არსებობდა.

შუადღემდე ვერ აიღო თავი ლოგინიდან, აღარ წვიმდა, ქალაქი ისეთივე იყო, როგორიც წუხელ, წვიმის შემდეგ, მხოლოდ, უფრო ნათელი, არცაა გასაკვირი, დღე იყო. ხუჭუჭა ქალაქში გამოვიდა და ზედ სახლის ზღურბლთან ლითონის პატარა ბურთულა იპოვა. როცა უკვე აღარ ეძებ და ამ დროს პოულობ, უცნაური გრძნობაა, დაახლოებით ისეთი, როცა ფიქრობ, რომ არც კი იცი რა უნდა იგრძნო. ხუჭუჭას გრძნობების კარტრიჯს არ შეეძლო ასეთი რთული შეგრძნების შექმნა და ამიტომ სიხარულის გემო გამოჰყო.

ბურთულა სრულყოფილი იყო და კარგად თუ გაწმენდდა ხუჭუჭასაც ირეკლავდა.
სულაც არ ეძებდა ხუჭუჭა ბურთულას, ის ეძებდა ყველაფერს არარსებულს, სამყაროს, რომელიც, მისი აზრით, უსწორმასწორო სამყაროს პარალელურად არსებობდა. ამიტომაც უცნაური შეგრძნება დარჩა, როგორც მაშინ, ბავშვობაში, კარადის თავზე შემოდებულ მწვანე საგანს რომ ითხოვდა და რომ მიაწოდეს. საგანი არ იყო სათამაშო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო რამ იყო, ერთ კვირას არ მობეზრებია.

მეორე დღეს უკვე ბევრგან გაჩნდა ბურთულები. ხუჭუჭას თავისი ბურთულა ერთ კვირაზე ადრე მობეზრდა. იმ დღეებიდან კი სიზმრისეული შიში გამოჰყვა, ხშირად ეგონა, რომ არ არსებობდა და გამუდმებით საკუთარ არსებობას ამტკიცებდა.

მერე ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა, რელიეფი გასწორდა, გალამაზდაო ასე ამბობენ. წვიმამ თავისი ქნა. გარეგნული ცვლილების გამო ყველამ იგულისხმა, რომ კანონზომიერებები შეიცვალა და რომ სამართლიანობა ბუნებას ახასიათებს, ორიგინალობა საინტერესოა და ცუდი რაც ხდება, არ უნდა ხდებოდეს.


Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 10th September 2008 - 22:26) *
კოდური სახელწოდება RB

სათაურის მნიშვნელობას ვერ მივხვდი...
ხომ არ განმარტავდი? smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Sep 10 2008, 22:52) *
სათაურის მნიშვნელობას ვერ მივხვდი...
ხომ არ განმარტავდი? smile.gif


ეგ ზღაპარი ჩემი თავანია, გუშინწინ ნიძლავი წავაგე და გუშინ ჩავაბარე.

სათაურში რო აბრევიატურაა ეგ ვისთანაც ნიძლავი წავაგე იმის ინიციალებია და ამავე დროს სიტყვა ReBirth-ის შემოკლებული ფორმა.

ანუ, ამ ზღაპარმა ისევ გააჩინა ჩემში სურვილი ვწერო.
და ეს ჩემთვის ახლიდან დაბადების ტოლფასია.

აი ეს მიხაროდა წუხელ. ზუსტად.
თან RB-საც მოეწონა.
Miss Green
ციცქნა
გასაგებია smile.gif
ზღაპარიც კარგია smile.gif

წერაზე უარს რატომ ამბობდი?
კარგად გამოგდის და smile.gif
ციცქნა
Miss Green

უარს არა.

უბრალოდ ვერა და ვერ მივედი კმაყოფილებამდე და დამღლელია.
ჩემთვის ტანჯვაა, მით უმეტეს, იმედგაცრუებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ.

ამიტომ, როცა რაღაცას ვწერ, მაქსიმუმ იმ დღეს მომეწონოს, მეორე დღეს არ მომწონს, მესამე დღეს საშინელება მგონია და ა.შ.

ამის გაძლება უნდა შეგეძლოს, თუ მართლა წერა გინდა.
მე მინდა.
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 10th September 2008 - 23:10) *
ჩემთვის ტანჯვაა, მით უმეტეს, იმედგაცრუებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ.

ამიტომ, როცა რაღაცას ვწერ, მაქსიმუმ იმ დღეს მომეწონოს, მეორე დღეს არ მომწონს, მესამე დღეს საშინელება მგონია და ა.შ.

იდეალისტი და მაქსიმალისტი ყოფილხარ ჩემსავით smile.gif

kuss
> Fondness! <

ისევ მემალები. . .
ჭირვეული ბავშვივით დარბიხარ და დამალობანას მეთამაშები. . .
არ მენახვები, არასდროს. . .
მე კი უბრალოდ დაგეძებ. . .
ყველგან, სადაც კი შენი ნახვა შეიძლება. . .
ვარდის ფურცლებსჰი დაგეძებ, რომლებმაც ოდესღაც შენით დაიწყეს გაფურჩქვნა, გამოცოცხლება. . .
იმ აყვავებული ნუშის უკან დაგეძებ, შენთან ერთად რომ ხარობს გაზაფხულს. . .
ამაყ და თავაწეულ ოაზისებს შორის დაგეძებ, ერთ დროს, სიცხით დაღალულნი, შენს გამოჩენას რომ ელოდნენ. . .
გაყვითლებულ და გამხმარ ფოთლებში დაგეძებ, შენი შეხებისას, მხიარულად რომ იწყებენ შრიალს. . .
გეძებ. . .
დაგეძებ იმ ვარსკვლავებში შენგან ნაჩუქარი, დიდი გრძნობებით დამძიმებულნი, უმალ რომ მოსწყდებიან-ხოლმე ცას. . .
უკიდეგანო სივრცეში დაგეძებ, სადაც მხოლოდ შენით გაჟღენთილ მოლეკულებს ვგრძნობ, შენ კი-ვერ. . .
ისევ მემალები. . .
მე კი, ძებნით გათანგული მაინც დავდივარ და დაღლილ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. . .
იმედით, რომ გიპოვი. . .
ჰოო, ისევ დაგეძებ. .
ადამიანებშიც კი!
შენით გახარებულ და გაბედნიერებულო ადამიანებში. . .
მეც მინდა ვიყო ბედნიერი!
მორჩი ამ თამაშს და თუ მართლა შეგიძლია სხვებისთვის სიხარულის მინიჭება, გამოჩნდი!
გამოჩნდი და სანამ გვიანი არ არის მეც დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი. . .
დამენახე. . .
მხოლოდ ერთხელ შეგახებ ხელს. . .
ერთი წამით გამხადე ბედნიერი და საკმარისი იქნება, რომ დავრწმუნდე შენს არსებობაში. . .
მერე კი წადი. . .
სულ წადი თუ გინდა. . .
იქნებ ვინმეს ჩემზე მეტად სჭირდები. . .



მე კი უბრალოდ მეცოდინება, რომ არ ხარ გამოგონილი!





klasikosi
"მწერლობა ტვინით მშობიარობაა"
კ.გამსახურდია
biggrin.gif
un-known-girl
თუკი ყოველდილით ადრე ვდგები, დაახლოებით 6 საათზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უძილობა მჭირს და ნერვები წესრიგში არა მაქვს. უბრალოდ სამსახური მაქვს ასეთი. თავიდან ამ სამუშაოზე რომ მივედი, ყველას ძალიან გაუკვირდა, ავტობუსის მძღოლობა გოგოს საქმე არააო თქვეს, თუმცა ისიც აღიარეს, რომ ავტობუსის მძღოლი გოგო რომ შეხვეროდათ, აუცილებლად დარჩებოდნენ სასიამოვნოდ გაოცებულები.
ჰოდა, მეც იმ დღის მერე, როცა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და დაახლოებით ერთი საათი ავტობუსი შეუფერხებლად ვატარე საცდელ მოედანზე, ყოველ დილით ადრე ვდგები და ჩემს ფორმას ვიცვამ. ფორმა მე თვითონ მოვიგონე და შევიკერე, ზოლიანი ბოლოკაბა და მაისური_ დაახლოებით ისეთი, მეზღვაურებს რომ აცვიათ ხოლმე, თავზე კეპკით. მერე ჩვენს გარაჟში მივდივარ. დანარჩენ მძღოლებთან ერთად ვსაუზმობ და დაახლოებით 7 საათისთვის ავტობუსი ქალაქში გამომყავს. ერთ საათში ამოსვლას იწყებენ სტუდენტები, ლექტორები, მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები... მერე ნელ-ნელა თხელდება ხალხი, თუმცა ერთი წრეც არ მაქვს დარტყმული, რომ ისევ იჭედება ჩემი დიდი ლამაზი წითელი ავტობუსი და შუადღემდე მშვიდად ვუსმენ უკმაყოფილო მგზავრების რეპლიკებს: რეზინის კი არაა ეს ავტობუსი, სად უჩერებს, თავზე ხომ არ დამაჯდება და ა.შ. ისე, მეც ხშირად მიფიქრია, ნეტა ამდენ ხალხს როგორ იტევს, ალბათ მართლა იწელება-მეთქი.
ცუდია, რომ მგზავრების უმრავლესობა ვერ ამჩნევს, რა ლამაზია ჩემი ავტობუსი. არადა წითლად ხომ მე თვითონ გადავღებე, ლამაზი და განსხვავებული რომ ყოფილიყო. ერთხელ ერთ ხნიერ ქალს შევეკითხე, ჩასვლისას, აბა თუ გამოიცნობთ ეს ავტობუსი რა ფერია-მეთქი და ყვითელიო, დაუფიქრებლად მიპასუხა და ჩავიდა. არადა ეს ქალი დიდი ხანია რაც ჩემი მგზავრია. დილით შვილიშვილი მიჰყავს ხოლმე სკოლაში და მერე სახლში ბრუნდება, ოღონდ ალბათ სხვა ავტობუსით. ნაშუადღევს კი ბიჭს სკოლაში აკითხავს და უკან მოჰყავს. თანაც ყოველთვის უცნაურად მიღიმის_თან თითქოს თანაგრძნობით, თან თითქოს დანაშაულის გრძნობით, აი მათხოვრებს რომ 10 თეთრს მისცემენ ხოლმე და რომ გაუღიმებენ, ეგრე, თუ არ ვიცი, რა... თან შვილიშვილისთვის ათასნაირი ბუტერბროდის ყიდვაც არ ავიწყდება, გზაში აჭმევს ხოლმე, მე კიდე ნერწყვები მომდის, ისე მადიანად ილუკმება ის ბავშვი...
თუმცა მე რა, მე არაფერი. ბოლოს ხომ, მათი გაჩერებაც მოდის და ჩადიან.
კიდევ რამდენიმე მგზავრი მყავს ასეთი, მუდმივი. ორი გოგოა, ალბათ სტუდენტები და მგონი კონსერვატორიაში სწავლობენ, იმიტომ რომ ვიოლინოები და ნოტები დააქვთ აქეთ-იქით. სულ მე მელოდებიან და რომ ამოვლენ, მიღიმიან ხოლმე. ვოცნებობ, რომ ერთხელ ისეთი დღე იყოს, არავინ არ მყავდეს ავტობუსში მაგათ გარდა, რომ დავაკვრევინო, მაინტერესებს როგორ უკრავენ. მორიდებული გოგოები არიან ისე, ჩუმები და ზრდილობიანები, მხოლოდ თვალებით იღიმებიან და მოხუცებს ადგილს ყოველთვის უთმობენ.
კიდევ ერთი ბიჭი ამოდიოდა ხოლმე. მაღალი, გამხდარი. შავი გრძელი თმა ჰქონდა. თავზე ყოველთვის ცილინდრი ეხურა და მუქი მწვანე პალტო ეცვა. ისიც სულ მიღიმოდა და ხან საიდან ამოდიოდა და ხან_საიდან. ამოვიდოდა და დადგებოდა ჩემს უკან. სარკიდან ვუყურებდი, ის კი კისერში მომაშტერდებოდა მთელი გზა ასე ჩუმად მიყურებდა. ჩემი განრიგი სულ ზეპირად იცოდა მგონი. მერე კი ლაპარაკიც დაიწყეს მგზავრებმა_ ავტობუსის მძღოლები და ეს “კარმანშჩიკები” შეკრულები არიანო, თურმე ჯიბის ქურდი ყოფილა... რაცე ს გავიგე, გავაფრთხილე, ამ ავტობუსში მეორედ ამოსული აღარ დაგინახო მეთქი და მართლაც აღარ ამოსულა, არადა ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა... ისიც წავიდა...
რამდენი ხანია ავტობუსის მძღოლად ვმუშაობ და ერთხელ ჩემს კონდუქტორთან დავიწუწუნე, რა ცუდი სამსახური მაქვს, რამდენიმე ჩემი მგზავრი ისე მიყვარს და ძალიან მინდა მათი გაცნობა, მაგრამ არ მეძლევა ამის საშუალება, რომ დაველაპარაკო, სწრაფად ჩადიან მეთქი, თან მგონი უპატრონო და გაჭირვებული ვგონივარ ყველას, ალბათ ჰგონიათ, რომ ცხელი სადილიც არასოდეს არ მაქვს მეთქი... მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, ან რა უნდა ეთქვა, თვითონაც ეგრე არაა. რა ცუდია, რომ ორად ორი ადამიანი მყავს, ვისთანაც სამუდამოდ ვიქნები, სანამ მე თვითონ არ ჩავალ ამ ავტობუსიდან, ჩემი ქურთი კონდუქტორი კარენა და მოხუცი კოჭლი დისპეტჩერი. ისე კარენა, ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ისე ლაპარაკობს, გეგონება მთელი ცხოვრება ჰქონდეს გამოვლილი. ლამაზი ლურჯი თვალები აქვს და ძალიან სასაცილო, საყვარელი აქცენტით ლაპარაკობს ქართულად. რომ ვეუბნები, კარენ, მიდი ქურთულად მელაპარაკე თქო, ჩააჟღურტულებს რაღაცას და თავიც რომ მოვიკლა, არ გადამითარგმნის. სულ ვემუქრები, ერთხელ ვინმე მეეზოვე ქურთს ვთხოვ გადამითარგმნოს შენი ნათქვამი და შენი საიდუმლოებებიც გამოაშკარავდება მეთქი. მაგრამ სად გვაქვს ამის დრო_ მე და კარენა ისე დილაუთენია მივდივართ სამსახურში, რომ მაგ დროს მეეზოვეებსაც კი სძინავთ. კარენა ძალიან მიყვარს. დისპეტჩერი მეუბნება, კარენასაც უყვარხარო, რაზეც კარენა ყოველთვის ყურებამდე წითლდება. ჩემთან მორცხვია, თუმცა სხვებთან 24 საათი ოცდათორმეტივე კბილი აქვს გადმოყრილი. სულ იკრიჭება_ მოსწავლეებს ართობს, გოგოებს ეპრანჭება, მოხუცებს ეხუმრება, არიან ერთ სიცილ-ხარხარში. ალბათ რა ლამაზია ამ დროს გარედან ჩემი ავტობუსი! დიიდი წითელი ავტობუსი, რომელიც სავსეა მოცინარი და ბედნიერი ხალხით! თუმცა მერე ეს ბედნიერი ხალხი ნელ-ნელა ჩადის, სახეზე სიცილი ჯერ ღიმილად ექცევათ, მერე კი შეუმჩნევლად უქრებათ...
კიდევ იმიტომაა ცუდი ავტობუსის მძღოლობა, რომ ისეთ ადამიანებს ეჩვევი, ვისაც არ უნდა მიეჩვიო. იმიტომ რომ ვისაც მიეჩვევი, ყველა ჩადის. არადა თითქოს ცოტაც და ლაპარაკს გაუბავ, რომ დამშვიდობებას ვერ ასწრებ ხეირიანად, ჩადის, რაც არ უნდა დიდხანს იდგეს შენ გვერდით და გელაპარაკოს, გაგიღიმოს, სხვა გადარეულ მძღოლებზე შენთან ერთად აღშფოთდეს, ბოლოს მაინც ჩავა. მე კი უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ფულს მიწვდის.
ერთი მგზავრი დამყვება ხოლმე ყოველთვის. წერეთლიდან რუსთაველამდე. გრძელთმიანი ქერა ბიჭია, გიტარით დადის სულ, გარეგნობით ქრისტეს ჰგავს, ჩუმად იცინის, ჩემსავით. შეიძლება სასწორიც კია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, ნეტავ ხომ არ შემიყვარდა-მეთქი, მახსენდება, რომ ერთხელაც იქნება ჩავა და აღარასოდეს ამოვა, ან დაამთავრებს სწავლას თუ იქ სწავლობს, ანდა სამუშაოდ სხვაგან გადავა. მე კი მის მაგივრად ჩემი ერთგული კონდუქტორი გამიღიმებს ოცდათორმეტი კბილით.

გიორგი ხშირად ამბობს, რომ ავტობუსით მგზავრობა ბევრად ჯობს საკუთარი მანქანით სიარულს. მე არასოდეს ვეთანხმები და ამის გამო, თითქმის ყოველთვის ვჩხუბობთ. თუმცა მერე რომელი ვთმობთ არც კი ვიცი, ალბათ_მე, იმიტომ რომ, ჩვეულებრივ, მე სამსახურში ჩვენი მანქანით დავდივარ, გიორგი კი ავტობუსით მიდის. იმდღეს სამსახურიდან ერთად რომ გამოვედით, აიჩემა ავტობუსით წავიდეთო, მე უარი ვუთხარი, ერთი საათი ვიჭიდავეთ სამსახურის წინ და ბოლოს ისევ მე დავუთმე და ავტობუსით წამოვედით. მთელი გზა უხასიათოდ იჯდა და ხმა არ ამოუღია. მე ნიშნისმოგებით მივახალე, შენს ნაქებ ავტობუსში ასე ცხვირჩამოშვებული რატომ ზიხარ-მეთქი, შემომიღრინა, სულ შენი ბრალია ყველაფერიო. რა დავუშავე არ ვიცი. მე ხომ მაინც დავთანხმდი ბოლოს. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. არც სახლში შევრიგებულვართ. დილითაც ის ავტობუსით წამოვიდა, მე_მანქანით. საღამოს კი, შესარიგებლად რომ მივედი, შევთავაზე, სახლში ავტობუსით წავიდეთ-მეთქი, მაშინვე მოვიდა ხასიათზე. გავედით გაჩერებაზე. ისე, წითელი ავტობუსებიც თუ იყო ამ ქალაქში, არც ვიცოდი, პირველად შევამჩნიე. წინ დავსხედით. საოცარია, ნეტავ ამ ავტობუსის გადაკეტების უფლება თუ ჰქონდა ამ მძღოლს, ძირს ნაფეხურები დაუხატავს, ფანჯრის მინებზე კი ვარდისფერი პლიონკები აუწებებია, ხოდა ამის გამო ყველაფერს მოწითალოდ ვხედავდი, თავი მეტკინა. გიო კი ენას არ აჩერებდა, ლაქლაქებდა და ლაქლაქებდა. კარგ ხასიათზე იყო, მე კი ისეთი შიში ვჭამე, მძღოლი გიჟივით დაქროდა ქუჩებში და სახლშიც 15 წუთით ადრე მივედი. გიო რომ ჩადიოდა, წუთით მძღოლის ხელებს დააკვირდა, მერე გამიღიმა, დამემშვიდობა და ჩავიდა. გიო ყოველთვის იმას აღნიშნავს, რომ მე მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თითები მაქვს. მეც რომ ჩავდიოდი, თვალი მძღოლის თითებისკენ გამექცა. გოგოსავით თეთრი, გლუვი კანი ჰქონდა, სუსტი თითები და სუფთა ფრჩხილებით. თUმცა რატომღაც ერთ ფრჩხილზე ესვა ლაქი. ალბათ “საჩუქარი” შეუსრულდა. მერე მძღოლი რატომღაც ჩემს თითებს დააკვირდა. მერე ჩავედი. ისე ძალიან დაბნეული გოგო კი იყო, ასეთებს საერთოდ რატომ აჩერებენ სამსახურში არ ვიცი_ კარები ისე უცებ დაკეტა, ლამის ფეხი მომაყოლა. თუმცა საწყალი გოგო, ალბათ როგორ უჭირს, მძღოლობას რომ კადრულობს.

მის გამო თმებიც კი შევიჭერი, ისეთი ლამაზი ვიყავი იმდღეს, სანამ მის გაჩერებამდე მივიდოდი, ასჯერ მაინც გამოვტოვე სხვა გაჩერებები, დვორნიკებიც იქამდე მქონდა ჩართული, სანამ მზემ პირდაპირ თვალებში არ მომანათა, მის გაჩერებამდეც მივედი, მაგრამ არ ამოსულა, მთელი დღე ველოდი, რუსთაველზე რომ გავედი, თმა ხელახლა გადავივარცხნე, სუნამოც დავისხი, მაგრამ არც იქ ამოსულა. საღამოს კი, როცა თმის სამაგრიც მოვიხსენი და თმებიც ჩემებურად ავიჩეჩე, კარენამ მითხრა, რომ მთელი დღე ძალიან ლამაზი ვიყავი, რომ მთელმა ავტობუსმა შემამჩნია...
ჩემი ქრისტე კი მეორე დღეს გამომეცხადა, მაშინ, როცა თმა უკვე აჩეჩილი მქონდა და რუსთაველიდან წერეთელზე ვბრუნდებოდით, ვიღაც სულელ გოგოს გადაუხადა და გაუღიმა კიდეც, მე კი თითებზე დამაკვირდა. ის გოგო რომ ჩავიდა, დავინახე, რომ მე იმაზე უფრო ლამაზი თითები მაქვს.
იმ საღამოს კარენას შევჩივლე, ჩემი ბოლო ბედი შენ იქნები-მეთქი, ჰოდა მეორე დღეს დიდი შოკოლადის ფილით ხელდამშვენებული გამომეცხადა. ისე გავოცდი, ლამის ჩემი მეზღვაურის კეპკა ფანჯრიდან გადამივარდა! მერე იმედგაცრუებულმა იმ ფრჩხილზე, სადაც საჩუქარი მქონდა თეთრად დახატული, ლაკი გადავისვი. ეს მეორე საჩუქარი კარენასგან. იმ დილას საზეიმოდ გადავწყვიტე, დარჩენილ ორ საჩუქარს თვალის ჩინივით გავუფრთხილდები და იქამდე არ მოვიჭრი, სანამ არ მაჩუქებენ-მეთქი. კარენაც გავაფრთხილე, ამის მერე აღარაფერი მაჩუქო-თქო, ჰოდა ახლა გულდამშვიდებით ველოდები ჩემს ნამდვილ საჩუქრებს.

რა ვუყოთ, Kარენ, ჩემზე ლამაზი თითები მაინც არ ჰქონდა-მეთქი, ვუთხარი. კარენაც მაშინვე დამეთანხმა, შენ გრძელი, პიანისტის თითები გაქვსო. რა უცნაურია ეს კარენა, ნეტავ პიანისტის თითები სადღა უნახავს, თუმცა როცა კონდუქტორი ხარ, ალბათ ძალაუნებურად, პირველ რიგში, ხელებში უყურებ მგზავრს...
ჰო მართლა, იმ დღეს ცუდი დღე მქონდა, ის ფრჩხილი, რომელზეც ჩემი ქრისტეს საჩუქარი მეხატა, საჭეზე მომტყდა. ჰოდა გაბრაზებულმა ავდექი და ფრჩხილები ძირში დავიჭერი. სულ ტყუილად გამიფუჭდა საჩუქრები. არადა როგორ ველოდი.



რამდენიმე დღეში კი სულ გამოიცვალა. რაც საჭეზე ერთი ფრჩხილი მიიმტვრია, დანარჩენებიც ძირში დაიჭრა, ფანჯრებიდან ვარდისფერი პლიონკები ააძრო, მე კი გამომიცხადა, რომ რაც მინდოდა ის მეჩუქებინა ამის მერე. ჰოდა მეორე დღეს გვირილები მივუტანე. აიღო და მთელი თაიგული თავში გაირჭო. მთელი დღე გვერდზე გადახრილი თავით იჯდა წარბშეუხრელად, ბოლოს გვირილების ფურცლებმა ცვენა დაიწყეს. თან ავტობუსი მიჰყავდა, თან ჩუმად ბურტყუნებდა კოპებშეკრული და ერთ ადგილას მიშტერებული: “ამოვა, არ ამოვა, ამოვა, არ ამოვა...” ამის გამო, მგზავრები კარებზე აკაკუნებდნენ, ყვიროდნენ, ხან მე მლანძღავდნენ, ხან გაშტერებულ მძღოლს... მერე ერთ-ერთმა მოხუცმა ქალმა, შეანჯღრია, მე გადავეფარე, ძლივს მოახედა. დაბნეულმა ცისფერი თვალები აახამხამა_ ჰო, ცისფერი თვალები, თურმე ცისფერი თვალები ჰქონია, თუმცა რა გასაკვირია, აბა მძღოლს და კონდუქტორს თვალებში საერთოდ არ უყურებენ...

აყალმაყალმა გამომაფხიზლა. იმ ქალს დაბნეულმა გავუღიმე და შევთავაზე, ჩემი ვარდისფერი “პარპრიზიდან” გაეხედა, მაგრამ ერთი “ოჰ” წამოიძახა და მაშინვე ჩავიდა. მე კი, საერთოდ დავიბენი და ის კარი, გაღების მაგივრად, დავხურე, რა ჩემი ბრალია რომ მაინცდამაინც იმ ბრაზიან ქალს მოჰყვა შიგ ფეხი, ოოჰ, რა წივილ-კივილი ატეხა... ბავშვებმა გადაიხარხარეს, ის ქალი კი ერთი ლანძღვა-გინებით ჩავიდა. არადა, ისეთი ლამაზი ქალი იყო, დახვეწილი, ლამაზად ჩაცმული...
მერე, ცოტა აზრზე რომ მოვედი, სარკეში ჩავიხედე. გვირილებს ალაგ-ალაგღა ჰქონდა ფურცლები შემორჩენილი. სასწრაფოდ გადავითვალე, კიო, ამომივიდა.

კარგია რომ ის ვარდისფერი პლიონკები არ გადაუყრია რაც ააძრო.
ცოტა საღებავიც კიდევ გვაქვს და ნაფეხურებს ხელახლა დავახატავთ. დღეს ღამე დავრჩები გარაჟში და მე თვითონ დავუხატავ, პლიონკებსაც ხელახლა ავაკრავ. დილით რომ მოვა, გაუხარდება.
კიდევ დავახვედრებ გვირილებს. ოღონდ პირობას ჩამოვართმევ, რომ ასე გაშტერებული აღარ ივლის მთელი დღე. თორემ, დღეს მეც კი შემეშინდა, რამეს არ მიეჯახოს-მეთქი, ვიფიქრე.


დიდია და ვისაც ეზარება ნუ წაიკითხავთ blum.gif
klasikosi
UN-KNOWN-GIRL

აუუ, გაგრძელება არ იქნებაა?? biggrin.gif ძალიან მაინტერესებს იმ ბიჭს აღარ ნახავს?? სომეხი კონდუქტორისთვის არ მემეტებაა biggrin.gif biggrin.gif
un-known-girl
მეზობლები

მესამესართულელი კაცი დიდ, წყნარ ეზოში ცხოვრობს. ყოველ საღამოს, შებინდებისას, ჩუმად გადმოიღებს ხოლმე გრძელ ჭოგრიტს, გამართავს, მერე მოხერხებულად მოეწყობა სავარძელში და წინა კორპუსის ბინადრებს უთვალთვალებს. მესამესართულელი კაცი ასტრონომია და კარგა ხანია რაც უკანასკნელი ობსერვატორიიდანაც წამოვიდა, გრძელი, ძველისძველი ჭოგრიტიც წამოიღო და სახლში ჩაიკეტა. საკუთარი თავის ყურებას ვარსკვლავების თვალიერება ურჩევნია. ალბათ ამიტომაც, დიდი ხანია რაც ბოლო სარკეც ჩაემსხვრა შეუმჩნევლად.
წინა კორპუსში მეორესართულელი წითელთმიანი ქალი ცხოვრობს. ქალი დღისით თავის ლამაზ თმებს თავსაფრით მალავს, ხოლო საღამოს, როცა მის სარკეში ჯადოქარი აირეკლება, თავსაფარს იხსნის და წითელ თმებს გადმოშლის, წითელ პომადასაც ისმევს. ისმევს იქამდე, სანამ პომადას კიდევ რამდენიმე მილიმეტრს არ მოაკლებს. შემდეგ დაიწყებს გრძელი მონოლოგების წარმოთქმას და ხელების შლას. წითელთმიანი ქალი ყოფილი მსახიობია, მაგრამ სცენაზე კარგა ხანია აღარავის მიურთმევია მისთვის წითელი ყვავილები, აღარც წითელ თავს უკრავს სცენიდან მაყურებელს. წინაკორპუსელი ქალი, როცა მონოლოგების წარმოთქმას მორჩება, მაგიდას მივარდება და რაღაცის წერას იწყებს. თან თვალს წინა კორპუსისკენ აპარებს. კაცი ვერ ხედავს რას წერს ქალი, გაფაციცებით კი უყურებს, მაგრამ ბოლოს დაიღლება და ჭოგრიტს დაკეცავს. ქალიც შეამჩნევს, რომ ჯადოქარი შეუმჩნევლად გაპარულა სარკიდან და ფურცელს, რომელზეც უაზრო ფიგურებია დაჯღაბნილი, სანაგვე ყუთში გადაუძახებს.
მეორე დღეს, როცა გათენდება, ქალი ფანჯრებს ფართოდ გამოაღებს, თავის ხაკისფერ კატას ოთახში შემოუშვებს, თმებს თავსაფრით შეიხვევს, სახლს ალაგებს. კაცი გაფაციცებით მისჩერებია მეორესართულს, მაგრამ იქ ქალის სილუეტის გარდა ვერაფერს ამჩნევს. მესამესართულელ კაცს ფერების გარჩევა უჭირს და მხოლოდ წითელს ხედავს. როცა დაზამთრდება, შემელოტებულ თავზე მწვანე ბერეტს იფარებს რომ არ შესცივდეს, ღაბაბს კი წითელი კაშნეთი დაიმალავს.
ამასობაში კიდეც მოსაღამოვდება, კაცი გადმოშლის ჭოგრიტს და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდება, ქალი ნერვიულობს, ბოლთას სცემს, ფანჯრიდან იყურება მალიმალ, მერე კი ჯადოქარი მოდის მასთან. აირეკლება მხიარული გრძნეული განუყრელი ჭოგრიტით ხელში (ჯადოქრებს ხომ ჭოგრიტები ყველგან თან დააქვთ!) მოხერხებულად ჩაჯდება სავარძელში და ქალს შეჰყურებს. ქალი ხაკისფერ კატას გააგდებს ოთახიდან, კატა კარს უკან მოკალათდება და ღრიჭოდან უთვალთვალებს გულმოსული თავის პატრონს და ჯადოქარს. წითელთმიანი ყოფილი მსახიობი გადმოშლის ლამაზ თმას, წაისმევს ტუჩებზე წითელ პომადას და იწყებს მონოლოგებს. ის ან კაბარეს მოცეკვავე ქალია, ან_შეშლილი მათხოვარი, ან_ეშხიანი ბოშა ქალი, ან_მეოცნებე შეყვარებული, ან კიდევ_დაძონძილ პალტოში გამოხვეული უბედური მაწანწალა. კაციც ხან ჯადოქარს შეჰყურებს (რომელიც ალბათ აღტაცების შეძახილებს არ იშურებს მსახიობისთვის), ხან კი_ექსტაზში შესულ ქალს, რომელსაც ჯერ საკუთარი თავი ავიწყდება, მერე_ჯადოქარი. მერე მალე გაივლის ეიფორია, ქალი მიიხედ-მოიხედავს, მალულად გააპარებს თვალს წინა კორპუსისკენ, კაცს კი მობეზრდება ერთ ადგილას გაქვავებული ქალის ყურება და მეორე დღისთვის შეინახავს ჭოგრიტს. ქალიც გონს მოეგება, ნაწყენი დამალავს ლამაზ წითელ თმებს თავსაფარში, წითელ პომადას მოიშორებს, კარს გამოაღებს და წვება. ხაკისფერი კატა ჩუმად შემოიპარება ოთახში, სარკის ქვეშ მოიკალათებს მორიდებულად და იძინებს. Mმეორე დღის გათენებას ორივე მეზობელი მოუთმენლად ელის. Oორივე წრიალებს ლოგინში, წამოხტებიან, მივარდებიან ფანჯარას, ერთმანეთს უეცრად მოკრავენ თვალს და დარცხვენილები ისევ ლოგინებს მიაშურებენ. ალბათ არ სურთ დაანახონ უცხო მეზობლებს თავიანთი უცნაური მოუსვენრობა.
მეორე დღესაც იგივე გამეორდება. მეორე სართულელი მეზობლის ნერვიულობა მესამე სართულელ ასტრონომსაც გადაედება და როგორც კი დაბინდდება, ისე რომ აღარ უცდის ჯადოქრის მოსვლას, გამართავს ჭოგრიტს, აჩქარებით მოიდგამს სავარძელს, ქალიც ელვის სისწრაფით გააბრძანებს ხაკისფერ კატას ოთახიდან, ცხვირწინ მიუჯახუნებს კარს, ააფრიალებს წითელ თმებს, წაისვამს წითელ პომადას ტუჩებზე და ჯადოქარიც აირეკლება მაშინვე სარკეში. კაცი უფრო დაიძაბება, მიაშტერდება ისიც სარკეს, სადაც ქალისა და ჯადოქრის ანარეკლებს ხედავს მხოლოდ, ცალფეხს მოიკეცავს თათრულად, მეორეს ნერვულად აათამაშებს იატაკზე, ქალი კი მონოლოგების წარმოთქმას დაიწყებს. კაცი ჯერ გუნებაში აყვება მეორესართულელ ბინადარს, შემდეგ ისიც წამოხტება, თვითონაც ოთახში სიარულს იწყებს, ელაპარაკება თავისი სახლიდან ქალს, ხელებს შლის, ჯადოქარს კი ამ დროს ჭოგრიტი უვარდება ხელიდან და აღტაცებული გაჰყვირის “ბრავოს”, აცახცახებული ხელით მერე მონახავს ჭოგრიტს, გვერდით მოიდგამს, კაციც უბრუნდება თავის განუყრელ ინსტრუმენტს და წითელთმიან მსახიობს აშტერდება. ქალი სიამოვნების მწვერვალს აღწევს. ის თავმდაბლად უკრავს თავს აღტაცებულ ჯადოქარს, შემდეგ ჩვეულებრივ მივარდება მაგიდას და უაზრო ფიგურების ჯღაბნას იწყებს ისევ, კაციც აიღებს ჭოგრიტს და დასაძინებლად დაწვება. წითელთმიანი მეორესართულელი მეზობელი კი მალე შეამჩნევს, რომ ჯადოქარიც გაპარულა სარკიდან და დაწვება. ღამით კატა შემოიპარება მორიდებით ოთახში და სარკის ქვეშ წვება. დილით კი ქალს მსხვრევის ხმა გამოაღვიძებს. შემკრთალი წამოხტება, გამოვარდება ოთახში სადაც თავის კუდაპრეხილ ხაკისფერ კატას დაინახავს, რომელიც ფრთხილად დააბიჯებს სარკის ნამსხვრევებზე. წითელთმიანი მეორესართულელი ქალის ფანჯრიდან აჩხავლებული კატა გადმოვარდება, რომელიც სხვა სადარბაზოს შეაფარებს თავს. ქალი კი დარაბებს ჩაკეტავს და სარკის ჩარჩოს წინ მჯდომარე მდუმარედ გაუშტერებს თვალს ოქროსფერ სილუეტს.
მესამე სართულიდან ჩვეულებრივად, დაბინდებისას გამოძვრება ჭოგრიტი, მაგრამ იმდღეს წინა კორპუსიდან მეორე სართულზე მხოლოდ დაკეტილ დარაბებს დაინახავენ. ჯადოქარი, რომელიც მთელ დღეს ემზადებოდა სარკეში ვიზიტისთვის, ვეღარ იქნება მსახიობის სასურველი სტუმარი. მესამესართულიანი კაცი გაშლილს დატოვებს ჭოგრიტს და მის წინ მჯდარი უაზროდ გაუშტერებს თვალს შავ წერტილს.
გაივლის კიდევ რამდენიმე დღე, მეორესართულის კარები გაიღება და წითელთმიანი თმაგაშლილი ქალი ქუჩაში გამოვა ხაკისფერი კატის საძებნელად.
კაცი კი სარკის საყიდლად წავა.



აი ეს, გაგრძელებასავით, klasikosi blum.gif smile.gif
leo-dzia
აუ ისეთ... მქუხარე ლექსებს არავინ წერთ?


ქუხილის დროა...
DAKOTA
un-known-girl
აი შენ წითელი ვარდი give_rose.gif
მეორეც კარგია,მაგრამ პირველი უფრო მომეწონა
smile.gif
un-known-girl
DAKOTA
:* thanks blush2.gif
kedi
დიდი პაუზის მერე. მე smile.gif


###
მას მერე , რაც ცა ჩამოიქცა,
და მშობიარე დედებმა შეაკავეს ყვირილით
და დაუძლევევლი ტკივილისათვის
ისევ მიჰგვარეს ზე-ცას..

ახალშობილები,
სადღაც ვიწროებში შეყენებული ცხვარივით
ცდილობდნენ დაბრუნებოდნენ ვენახის მტევნებს ,
რომ ისევ ეცხოვრათ თბილ საშოებში,
სადაც უფროსმა დებმა ,
რომლებიც ანკესს ამოყოლილი თევზებივით გაქრნენ, დაუტოვეს
თბილი წყალი და გრძელი მილი,
რომ კი არ ესუნთქათ,
ძვალ-რბილში გასჯდომოდათ ტკივილი და
სირცხვილიც..
ახლა ის შვილები მაყვლის ბარდებზე ხტუნაობენ და
თუ ნაყოფს რამე შეემთხვა,
ერთმანეთს თხრიან თვალებს და
ყურის ნიჟარებში ღრმად
უგორებენ სიყრუის ბეჭდებს..
მას მერე , რაც დედების ტკივილმა
ცას ადგილი მიუჩინა,
ისინი დადიან მუხლამდე ამომშრალი ფეხებით და
უკვე ტკივილგადავლილი სახით მთის ძირებში……
და ვერც ერთი სწევს მდინარის წყლით
გავსებულ მუცელს შვილებამდე..
leo-dzia
***

შენ მეტყვი:
ძმაო,
არ გინდა სმაო-
ცხოვრება ხსელიდან გისხლტება...

მე გეტყვი:
დაო,
რად გინდა თქმაო,
რომ
ღვინოა ჭეშმარიტება...







მეტი ვერეფერი გავიხსენე უცებ...
marcyvi
dabadebidan sitbos gavcem,tqvenc giwiladebt damicadet,amqveynad aravis minda vdzulde,me siyvarulistvis davibade

dabadebidan sitbos gavcem,tqvenc giwiladebt damicadet,amqveynad aravis minda vdzulde,me siyvarulistvis davibade
TRINITI
ციტატა(marcyvi @ Oct 6 2008, 11:15) *
dabadebidan sitbos gavcem,tqvenc giwiladebt damicadet,amqveynad aravis minda vdzulde,me siyvarulistvis davibade



ქართული შრიფტი გამოიყენე...
leo-dzia
***

ჩემი აზრები მუდამ იქ ქრიან,
სადაც მუზები ზეცას მიჰქრიან...
ბევრჯერ დავმჯდარვარ და მიფიქრია-
ყველაზე დიდი საქმე-ფიქრია...
nino _13
ციტატა(leo-dzia @ Jul 9 2008, 17:05) *
აჰა
ჩემი ბოროტი სული

მწყურია ცრემლი,მწყურია სისხლი,
დენთის სუნი და ომი მწყურია.
მსურს ვაგიჟმაჟო ბოროტი სულ-
ისედაც ქვეყნის დასასრულია...

მინდა გავხვიო სამყარო კვამლში,
ზეცას ყორნებმა შეკრან ირაო,
მსურს რომ დავასწრო მამა ღმერთს ცაში
და დედამიწა ავაყირაო...

მიხმობს მახვილი,აღმაგზნებს ცეცხლი;
მინდა გავლეწო გვამების კალო,
ეშმაკს ვიყიდი ოცდაცხრა ვერცხლით
და ბოლოს ტყვის მსურს დავიხალო..
ლექსი არ ვიცი როგორია,მაგრამ სიმართლეა...

ლექსიც მაგარია smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
leo-dzia
nino _13


სხვანაირი ლექსიც მაქვს ომზე და თან ომამდე დაწერილი...


"მტერს"

მე მკვლელი არ ვარ,თუმც ომისკენ მიმიწევს გული,
ალბათ შენ მოგკლავ,თუ დაგასწრებ ფინთიხის სროლას.
წითელი სისხლით დამძიმდება ცოდვილი სული,
ვეღარ ავყვები სიჭაბუკურ ქარების ქროლას.

მე უნდა მოგკლა,ჩემი ქვეყნის მტერი გიწოდე,
თუმცაღა უფლის შვილები ვართ მოკვდავნი ყველა,
მე მუდამ შენი ცოდვის ცეცხლით უნდა ვიწვოდე,
ყველგან გამყვება დედაშენის სასტიკი წყევლა.

ალბათ ჩემსავით მეოცნებე იყავ ჭაბუკი,
სიცოცხლის რწმენით და მომავლის დიდი იმედით.
შენც გაშფოთებდა სენი ქვეყნის დაფი და ბუკი
და ვერც გავიგეთ ბრძოლის ველზე როგორ მივედით.

საიქიოში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ალბათ,
შენ შემომხედავ საყვედურით სავსე თვალებით,
მე შენი მზერა ჯოჯოხეთში მეყოფა ტანჯვად-
დამძიმებული ქვეყნიერი ცპდვა-ბრალებით.

მე შენი სისხლით პირს დავიბან იქ,ბრძოლის ველზე,
ალბათ ჩემსავით შენი ქვეყნის შენც მზეს ფიცავდი.
მე შენ მარჯვენას დაგიტოვებ შენსავე ხელზე,
შენს ვაჟკაცობას თავს დავუხრი მუდამ მიწამდი...

2008წ. 29 იანვარი.

თბილისი,ღამე...
nino _13
leo-dzia
ძალიან, ძალიან მაგარი ლექსებია, გეტყობა სულით მებრძოლი ხარ smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
matta
ძვირფასო დედა


მიმზერდა თვალები შენი მოფერების
სული გამითბა...
როცა ჩემს გვერდით ხარ, ძვირფასო დედა
გული დამიტკბა...
თვალებში გხედავ სიკეთით სავსე
სული გამითბა...
შენ ხომ ასეთი ნაზი და ნორჩი
გული დამიტკბა...
ვცდილობდი მეხილა შენში ტყუილი
და სული გამითბა...
მე აღმოვაჩინე ფესვები თაფლის
კვლავ გული დამიტკბა...
შენს თბილ სხეულთან შეხება მინდა
მომენატრე და მიჭირს უმზეოდ
ისევ გნახავდი, წახვიდე არ მინდა
ო, რა ძნელია ყოფნა უშემოდ...
ძვირფასო დედა!

23.10.2006
matta
დედას!


შენ მოდიოდი ისე თეთრი, ნათელი ისე
მე სხვა სინათლე არასოდეს შემიმჩნევია
შენ მოდიოდი მკრთალი, ნორჩი ღიმილით პირზე
და ის ღიმილი მე მოგპარე უკვე ჩემია.
შენი ხელები ისევ ისე ჩამონათალი
ჩემი ნატვრა და ოცნება რომ შეუწირია
თეთრი ყელი და ეგ თვალები მუდამ მართალი
და იშვიათი ცრემლი შენი ჩემი მძივია.
კაკლები მუდამ დასაკოცნი ცხოვრება მშრალი,
მაგრამ მე შენზე არასოდეს შემიმჩნევია,
ერთ დროს კისერთან სხვას მოჰპარე პატარა ხალი,
და ის ხალი კი ეხლა უკვე ისევ ჩემია

leo-dzia
matta_harry
დედა....

კარგია მასზე წერა,მაგრამ რატომღაც მე არ შემიძლია...

მე ასეთ რაღაცეებს ვწერ უფრო:


რად დუღხარ სისხლო?


სისხლო რად დუღხარ,რად ბორგავ გულო?
რად ჭენაობენ გრძნობის რაშები?
ცეცხლს უკიდებენ ფიქრები აზრებს,
როგორც შუამთას ყიზილბაშები.

მეძახის მიწა ცრმლით და ოხვრით,
სისხლის ოხშივარს მზე ღმერთს წაუღებს,
შემოიჭრება ყიჟინა სულში,
ოცნება მამულს ციხეს აუგებს.

შეეშინდება შიშს დაფდაფების,
ალქაჯი მორთავს საზარლად კივილს,
მომევლინება მშველელად ტყვია,
წამლად მიიღებს სხეული ტკივილს.

შეეყინება მზერა იარაღს
და ნაცრისფერი ხეების ფერდობს,
ჭირისუფლებიც ვერ გაიგებენ
რატომ ვბორგავდი ჭაბუკი ერთ დროს.

რას ყვირი სისხლო,რად ფეთქავ გულო?
ცივ სამარეში ბედსაც დავცინებ.
ახლა კი ველი,ველი ცხელ ტყვიას,
ჩემს მდუღარე სისხლს რომ გააციებს...

2008წ. 24 მაისი.

თბილისი,ღამე...
pensioneri
leo-dzia
clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 17th October 2008 - 18:45) *
რას ყვირი სისხლო,რად ფეთქავ გულო?
ცივ სამარეში ბედსაც დავცინებ.
ახლა კი ველი,ველი ცხელ ტყვიას,
ჩემს მდუღარე სისხლს რომ გააციებს...

აი, ეს მართლა ძაან მაგარია, მომწონს შენი ლექსები.smile.gifsmile.gifsmile.gif
leo-dzia
nino _13


გაიხარე...


ეს კი კიდევ ერთი განსხვავებული ნაჯღაბნი...


დალიე ღვინო


დალიე ღვინო,
დანარჩენზე ეშმაკი ზრუნავს.
ცხოვრებაც თავქვე მთვრალი კაცის ბარბაცით მიდის.
შენა ხარ ცენტრში,შენს გარშემო სამყარო ბრუნავს,
ციხარტყელას კი შენი თვალით ფერი აქვს ბინდის.

ზარები რეკენ,
ეზარებათ დიაკვნებს ლოცვა,
პოეტიც ლექსებს გრძნობის ალზე წამებით წვავდა.
გეწადა ფრენა,თუმც გველივით მოგიწევს ცოცვა,
არ არსებულა რაც გიყვარდა და რისიც გწამდა.

ყრანტალებს ყვავი,
ყვავს ჰგონია რომ გზნებით გალობს,
გულიც უგულო განცხადებებს აცხადებს მტრებად.
ცხოვრების ბოლოს,როცა უკვე სიცოცხლეს ნანობ
გაგიხდებიან დემონები ძმებად და დებად.

შენ არვინ გკითხავს,
ყველაფერი თავის გზით მიდის
და ბედის ჩარხიც მოვარდისფრო ოცნებებს გიქრობს,
ბევრს ნუ იფიქრებ,დარდიც ნუ გაქვს იმ ბეწვის ხიდის-
დალიე ღვინო,
დანარჩენზე სატანა ფიქრობს!



2008წ. 28 ივნისი

თბილისი,ღამე...


nino _13
ციტატა(leo-dzia @ 20th October 2008 - 18:03) *
ცხოვრებაც თავქვე მთვრალი კაცის ბარბაცით მიდის.

ციტატა(leo-dzia @ 20th October 2008 - 18:03) *
და ბედის ჩარხიც მოვარდისფრო ოცნებებს გიქრობს,

ესენი განსაკუთრებულად მომეწონა smile.gif
pensioneri
leo-dzia
არა რა,მართლა უმაგრესია!!!

და შენ ამბობ,რომ შენი ლექსები არაა გამოსაქვეყნებელი????

ეს ლექსი მერთლა მაგრად მომეწონა...
ესაა ისეთი ლექსი,რომელსაც მე ყოველ საღამო სიამოვნებით წავიკითხავ...
leo-dzia
pensioneri

გაიხარე..

აი ესაა კიდევ ცოტა "ისეთი" ლექსი..

ბოლოს ეს დავწერე..



სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხედან ჯოჯოხეთია


სდიოდათ კუპრი ჯოჯოთა ხეებს,
ნაცრისფერ კვირტებს კვნეტდა სიბნელე,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთია,
უფრო ახლოა ფიქრის სიბერე.

შავბნელ ორღობეს წყევლიდა ჭოტი,
მდინარის ოხვრას უსმენდა მთვარე.
იყო სიწყნარე და თანაც შფოთი,
ტკბილი ოცნება,ცხოვრება-მწარე.

ცეცხლი ეკიდა უკუნში თავთავს,
ილეწებოდა გვამების კალო.
მზე ამ ყველაფრის თავი და თავი
ღმერთთან გაიქცა,გაქრა უკვალოდ.

...........

სახრჩობელიდან იღიმოდა ხუცესის გვამი,
წუხდა სატანა,უგზავნიდა ჭინკებს ბარათებს.
წლების სიბერეს დასტიროდა ჯეელი წამი,
ანგელოზები აგორებდნენ ქაჯთან კამათელს.

საწყალ წყალს წყევლა დაადევნეს სამი ან ოთხი,
ერთად სწყუროდათ სიყვარული ჯოჯოთ და ხეთა,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთთან არის სამოთხე,
სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხიდან ჯოჯოხეთია.


2008წ. 12 ოქტომბერი.

თბილისი,ღამე...



ეს ის ლექსია,რომლის გარშემო შეიძლება ბევრი კითხვა გაჩნდეს... ყველანაირი კუთხით დასმული...

განსაჯეთ....
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 21st October 2008 - 17:50) *
მზე ამ ყველაფრის თავი და თავი
ღმერთთან გაიქცა,გაქრა უკვალოდ.

აი,ამან დამაინტერესა, დამაფიქრებელია და ერთი კითხვაც გამიჩინა.........

სხვა რა გითხრა, როგორც შენი ყველა ლექსი ესეც არაჩვეულებრივია, შენი შემოქმედების თაყვანისმცემლად მიმიღე smile.gif

როგორც ვატყობ ყველა ლექსი ღამე გაქვს დაწერილი, ეტყობა კიდეც ღამეული სიჩუმის, მრუმე წიაღის და იდუმალების განცდა დაკრავს, საერთოდაც ღამე შემოქმედთა მესაიდუმლეა, ."ერთადერტი მესაიდუმლე მყავს , ღამეული სიჩუმე, რატომ? იმიტომ რომ მუნჯია......"
pensioneri
leo-dzia
რატოა შენი ყველა ლექსი ასეთი მძიმე?
რატომაა შენს ყველა ლექსში სისხლი,გვამები,ჯოჯოხეთი და სიბოროტე?
რატომ არ წერ უფრო მსუბუქ თემებზე?
არ ვიცი,შეიძლება მაგრად ვცდები,მაგრამ ჩემი აზრით სული გაქვს დამძიმებული და რაღაცისგან განთავისუფლება გჭირდება.



ციტატა(leo-dzia @ Oct 21 2008, 16:50) *
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთთან არის სამოთხე,
სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხიდან ჯოჯოხეთია.


ეს კი მართლა მაგარი იყო...
და შეიძლება ბევრის მთქმელიც...
ვინ იცის რა იგულისხმე...
Shabdub
ციტატა(Ц-О-Й @ Dec 2 2007, 15:39) *
მეც ვწერ მოტხრობებს ...აბა მოიმარჯვეტ ყველამ ცოპი/პასტე და შეინახეტ ცემი შედევრი
მე მინდა ცხოვრებას ვაჩუქო ფერი
წითელი ყვითელი ნარინჯისფერი
გაზაპხულის საგამოა მშვიდი
ერთი, ორი,სამი, ოთხი, შვიდი.
ნუ იქნები ნაზი
იყავი მკვირცხლი
ჰოი საოცრებავ... :blush2:

mosking.gif mosking.gif :')
leo-dzia
nino _13

გაიხარე.მიხარია ჩემს ლექსებს რომ კითხულობ და შენს მოსაზრებებსაც გამოთქვამ...

საინტერესოა რა კითხვა გაგიჩნდა...

ღამე კი იმიტომ ვწერ ლექსებს,სრულ სიჩუმეში,რომ მხოლოდ ამ დროს შემიძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა... ღამე მაგარია,და საერთოდ ამ დროს იციან სტუმრობა იმათ....


pensioneri


მსუბუქ თემებზე რატომ არ ვწერ არ ვიცი,ლსუბუქ თემებს ალბათ ყურადღებას არ ვაქცევ და მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია... არ ვიცი.. ასეთ რაღაცეებზე შემიძლია წერა,ალბათ იმიტომ რომ ეს მაწუხებს...


შეიძლება სულიც მაქვს დამძიმებული,შეიძლება არც მაქვს,არ ვიცი...

უბრალოდ ფიქრებს ეს თემები მოაქვს..




აი კიდევ ერთი ლექსი თქვენს სამსჯავროზე...


სისხლი დუღს!

სისხლი დუღს,
თოფებსაც ქუხილი სწყურიათ.
გული სწუხს,
ვეფლობით ჭაობში სრულიად.
არ მჯერა დღეს მართლა თუ დასასრულია...

ცრემლი წვიმს,
ბოღმა მჭამს,
მტერი მთხრის,
გრძნობა მკლავს...

ბრძოლა მსურს,
მახელებს ბუკი და ნაღარა.
ვძიობ შურს,
მომგვარეთ მერენი საღარა.
ვიჩქაროთ სანამ თმას დაათოვს ჭაღარა...

გული ძგერს,
ვბედავ თქმას:
ვუმტრობ მტერს,
ვუძმობ ძმას...

ავმხედრდეთ,
ხმლით წავალთ არ გვინდა ფარები.
ავმღერდეთ,
ბრძოლისკენ გვიხმობენ ზარები.
დავლეწოთ სიმართლის დახშული კარები!


2008წ. 2მაისი.

თბილისი, ღამე...
pensioneri
გუშინ თოვდა,ცა ბარდნიდა
ნელი ქარი ნაზად ქროდა.
ფანტელები რკალს ხაზავდნენ,
ზღვა კი დაბლა ბობოქრობდა...
მე და შენ კი ამ დროს ჩუმად
მივყვებიდით თოვლიან გზას,
ფიფიქი ნელა გეხებოდა
და რაღაცის გინდოდა თქმა.
შენ თვალებში ჩამხედე და-
"გიყვარვარო?"-მკითხე ჩუმად,
"მიყვარხარ"-თქო გიპასუხე
და თან შვება იგრძნო გულმა.
მომეხვიე,ჩამეხუტე
და გაათბო გული კოცნამ,
ჩვენ ვიყავით ბედნიერნი
და ბუნებაც ზეიმობდა...
და...უეცრად გამეღვიძა...
სადღაც გაქრა შენი სახე.
ნეტავ როდის ამიხდება
რაც მე წუხელ სიზმრად ვნახე?!




ეს "ლექსი" მერვე კლასში დავწერე და თუ გინდათ ძაან დამცინეთbiggrin.gif

რა რომანტიკაა...rofl.gif
NUMB
pensioneri
მე მომეწონა girl_blum.gif
pensioneri
NUMB
ნუთუ?biggrin.gif
leo-dzia
pensioneri


აუ ძაან მაგარია,საღოოლ...

იგრძნობა ნიჭი და გრძნობაც..


მიიღე ჩემგან აპლოდისმენტები... clapping.gif
NUMB
pensioneri
ხო. მერვე კლასში აბა მე შემძლებოდა მაგდენი :ბლუსჰ:


ნუ ვაოფფებ ეხლა : ( საკუთარი ლექსები არ მომეპოვება



pensioneri
leo-dzia
კაი რა,ვიცი რომ მაგარი სისულელე და გულისამრევი რომანტიზმია,თან გრამატიკული შეცდომები...მაგრამ მაშინ მერვეკლასელი ღლაპი ვიყავი და მეპატიებაsmile.gif
leo-dzia
pensioneri


არა,რომანტიზმი გულის ამრევი არ არის... და არც სისულელეა,მითუმეტეს მერვეკლასელის თაობაზე..

ახლაც წერე,ვფიქრობ შენ ეს წარმატებით შეგიძლია გააკეთო...
pensioneri
leo-dzia
შენ წარმოიდგინე ერთი "პოემაც" კი მაქვს დაწერილი რაღა თქმა უნდა სიყვარულზეbiggrin.gif

ისე,კიდევ კარგი ჩემი დაწერილი ლექსების რვეული დავკარგეbiggrin.gif
თუმცა ჩემს კლასელებში ჩემი ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდაbiggrin.gif
leo-dzia
pensioneri


რატომ დაკარგე... მართლა გეუბნევი სცადე ახლაც წერა... ძაან მაგარია...


მე რამეს რომ დავწერ შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე...
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:05) *
მიხარია ჩემს ლექსებს რომ კითხულობ

მინდა იცოდე რომ არა მარტო ვკითხულობ.... default.gif

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:05) *
ღამე კი იმიტომ ვწერ ლექსებს,სრულ სიჩუმეში,რომ მხოლოდ ამ დროს შემიძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

ხო, მასეა, ადამიანი კი მარტოობაში იშვება, საკუთარ თავთან განმარტოებული არიან შემცნობელნი საკუთარი "მე" -სი და საერთოდ ცხოვრების საზრისისა.....

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:05) *
საინტერესოა რა კითხვა გაგიჩნდა...

მზე თუ ღმერთთან გაიქცა და უკვალოდ გაქრა, ესე იგი, ღმერთიც უკვალოდაა გამქრალი???...სადაა შენი აზრით ღმერთი????...აბსოლუტი???...პატარები არა ვართ, გვჯეროდეს ღმერთი ცაშია, არ ვიცი შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობ მარა ჩემთვის ღმერთის არსებობის ასეთი მარტივი ახსნა მიუღებელია.....
სადაა ღმერთი?? ამ რელობიდან, სისხლისფრად შეღებილი სკნელიდან(რასაც შენ წერ ლექსებში , ჩვენი რელობა მართლა მასეთია, ცხოვრება მართლა მასეთი მძიმეა) ) შორს თუ პირიQით აქ, თითოეულ ადამიანში????
ნი. . .
leo-dzia

ძალიან მომეწონა შენი შემოქმედება... smile.gifsmile.gif ყოჩაღ !!!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.