დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
nino _13
ნი. . .
ხოო, აი კურსელები ვართ და ერთნაირი გემოვნებაც გვქონია smile.gif


მართლა მაგარ ლექსებს წერს, ძაან ძაან მაგარს.

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:35) *
მე რამეს რომ დავწერ შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე...

მაგარი შეგრძნება არა???..ეხ, ნეტა მეც განმაცდეინა biggrin.gif

ყველაზე მეტად ის მებრძოლი სული მომწონს, მაგ ლექსებში რომ გამოსჭვივის.
მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!
ნი. . .
nino _13

უძაანმაგრესსს.... ნუ ახლა იურიტები ვართ და ერთნაირად ვაზროვნებთ რაა biggrin.gif:D
nino _13
ციტატა(ნი. . . @ 22nd October 2008 - 22:03) *
ნუ ახლა იურიტები ვართ და ერთნაირად ვაზროვნებთ რაა

აბააა........, მომავალი იურისტები biggrin.gif

ციტატა(ნი. . . @ 22nd October 2008 - 22:03) *
უძაანმაგრესსს....

აი, "მტერს" მომეწონა ძაან, ბოროტი სულიც, რად დუღღარ სისხლო...

აი, ეგეტი სულისკვეთების ვაჟკაცები გვჭირდება........smile.gif
ნი. . .
nino _13

ანუ ყველაფერი მოგეწონა ძალიან smile.gifsmile.gif და არამარტო შენ smile.gif
leo-dzia
ციტატა(nino _13 @ Oct 22 2008, 18:49) *
მზე თუ ღმერთთან გაიქცა და უკვალოდ გაქრა, ესე იგი, ღმერთიც უკვალოდაა გამქრალი???...სადაა შენი აზრით ღმერთი????...აბსოლუტი???...პატარები არა ვართ, გვჯეროდეს ღმერთი ცაშია, არ ვიცი შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობ მარა ჩემთვის ღმერთის არსებობის ასეთი მარტივი ახსნა მიუღებელია.....
სადაა ღმერთი?? ამ რელობიდან, სისხლისფრად შეღებილი სკნელიდან(რასაც შენ წერ ლექსებში , ჩვენი რელობა მართლა მასეთია, ცხოვრება მართლა მასეთი მძიმეა) ) შორს თუ პირიQით აქ, თითოეულ ადამიანში????



ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში,უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ...და სურვილიც არ გვაქვს მისი შეგრძნებისა.. ადამიანებმა და ღმერთმა ერთმმანეთი დაკარგეს....შეიძლება ყველაფერს ძალიან ვამუქებ,არ ვიცი...

ნი. . .
nino _13
გაიხარეთ... მეტისმეტი ქება-დიდებაც არ მეკუთვნის ალბათ....
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 23rd October 2008 - 17:40) *
შეიძლება ყველაფერს ძალიან ვამუქებ,

არაფერსაც არ ამუქებ, მეც ზუსტად მასე ვფიქრობ, საერთოდ რაც რეალობაა უნდა ითქვას არ მიყვარს ილუზიურ სამყაროში ცხოვრება, ეს ცხოვრებაა თვითონ მუქ ფერებში და სად გაექცევი სიმართლეს.......................

ციტატა(leo-dzia @ 23rd October 2008 - 17:40) *
გაიხარეთ... მეტისმეტი ქება-დიდებაც არ მეკუთვნის ალბათ....

აუ, ეგეთები არ გინდა რა biggrin.gif
ვინც არ იმსახურებს არ ვაქებ ხოლმე, ჩემს ობიექტურობასი ეჭვი ნუ შეგაქ biggrin.gif
მართლა მაგარი ხარ...........................
ნი. . .
leo-dzia

ჰეჰ შენ წარმოიდგინე მეტიც გეკუთვნის...მართლა ძალიან მომეწონააა smile.gif
matta
რა გინდა ჩემგან? მე არ მაქვს ძალა!
ქვა გამომფხიკე ცივ ქანდაკებად,
ჩემი სიმწარე, დაცინვა კმარა,
მე განდიდება მსურდეს? ნაკლებად!

და გაყინული მზერით ეგება...
სემომეცალოს შენი ხელები,
უდარდელ ქალად, ქვის ძველ კედლებად,
საფლავის ქვაზე შემოგევლები...

რა გინდა ჩემგან... მე არ მაქვს ძალა...
nino _13
matta_harry
ლამაზი ლექსია smile.gif
Shabdub
"დარეკა ზარმა. მთელი ზაფხული
გემშვიდობები ზვირფასო სკოლავ.
მომენატრება მასწავლებლები
მომენატრება ამხანაგები
უკვე გადავდგი ერთი ნაბიჯი
დაა
მეორისთვსი მოვემზადები..".

biggrin.gif biggrin.gif blush2.gif
დააცინვებს არ ვართ ..
6-ს ვიყავი მააშინ მე ცოდვილი biggrin.gif
samuraisxmali
ბედის რტო სიომ დიდხანს არხია
ნორჩი ფოთლების ჩამოცვენამდის,
გულში თალხია, თვალშიც თალხია,
ვეღარ შევიძლებ მოსვლას შენამდის.
მაგრამ ფარული მტანჯავს იმედი,
და მიცხოველებს იდუმალ წადილს,
რაღაც ბუნდოვან ზღვართან მივედი,
მეტს ვეღარ ვივლი შენ მარტო წადი.
დასასვენებლად შევჩერდე უნდა,
იქნება ჩემთვის ლოდინი არც ღირს.
დამტოვე მაგრამ გახსოვდეს მუდამ,
რომ გრძნობას მტაცებ უმიზნოდ დაღლილს.
ესეც გახსოვდეს, შემთხოვდნენ თუკი,
დღეს ჩემებრ შველას შენი თვალები,
თუმც ჩემი დაღლა არავის უკვირს -
მე უსათუოდ შეგიბრალებდი!
leo-dzia
ჰა,ცინცხალი ლექსი..

ჩემს გარადა ჯერ არავის წაუკითხავს..

თქვენ რას მეტყვით ნეტა?


მთვარე

იმ შემოდგომის უქარო ღამეს
როცა სიჩუმემ გაშალა ფრთები,
მე ვესაუბრე ჩემს ძმაკაც მთვარეს,
მდუმარედ სწუხდნენ ბებერი მთები.

ფერმიხდილ მთვარეს სტანჯავდა სევდა,
თუმც დაჰღიმოდა დარდიან ვარდებს,
მის შუქს თან მუდამ სიბნელე სდევდა,
და საფლავებთან დასდევდა ლანდებს.

ვმუსაიფობდით უხმოდ დილამდე,
ჩვენს შორის ღრუბლის გავშალეთ ტაბლა,
დათრობა გვსურდა ჩვენ სიკვდილამდე,
ჩემთან უნდოდა ჩამოსვლა დაბალა.

დილით ორივე სადღაც გავრბოდით,
ვერ მოვაშორეთ ერთმანეთს თვალი,
ჩვენ უსიტყვოდაც ვლაპარაკობდით
და უღვინოდაც ვიყავით მთვრალი...


2008წ. 23 ოქტომბერი.

თბილისი,ღამე...




რავი რა...
nino _13
leo-dzia
კაია, კაია, კაია, როგორც ყველა შენი ლექსი.......smile.gif
მაგრამ ეს დანარჩენებისგან რაღაცით განსხვავდება უფრო სხვა განცდას ბადებს, რა ვიცი მე ასე მომეჩვენა....ძალიან კარგი ლექსია...
leo-dzia
nino _13
გაიხარე.

მართალია,სხვანაირია... ისე მე ბევრი ერთმანეთის საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი ლექსი მაქვს,ეს იმიტომ,რომ ჩემშიც ორი ლევანი ებრძვის ერთმანეთს...



მოვა სატანა,მომეფერება

ვარ აჩრდილების წყეული მონა,
მეძმაკაცება ავყია ქარი,
გადავიქცევი როცა დემონად,
მთვარის სხივებით როცა ვარ მთვრალი.

საბნად ვიხურავ დღეების კვდომას,
ქვეშაგებად კი ვარსკვლავებს გავშლი,
პროტესტს ვუცხადებ ღმერთების სხდომას,
ხელის აქნევით ლაჟვარდებს წავშლი.

გადავცვლი ედემს ნისლების ზღვაში,
სამყაროსა ვყოფ შავ-თეთრ ფერებად,
ვარ შერისხული,ობოლი ბავშვი,
მოვა სატანა-მომეფერება...


2008წ. 30 ოქტომბერი..

თბილისი,ღამე...





ეს ლექსი წუხელ ნახევრად მძინარემ დავწერე.. ნახეთ აბა..
shelo1
ციტატა(leo-dzia @ 30th October 2008 - 15:26) *
ეს ლექსი წუხელ ნახევრად მძინარემ დავწერე.. ნახეთ აბა..


ძაან მაგარი ლექცია .... clapping.gif
nino _13
leo-dzia
აუ რაღა დავწერო, სულ მაგარია მაგარია არ ყოფნის შენს ლექსებსbiggrin.gif
შენი პოეზიის ფანი ვარ ოღონდ მართლა გეუბნები, ხსირად ვკითხულობ ხოლმე გადმოწერილი მაქვს ჩემს კომპ-ში....

ციტატა(leo-dzia @ 30th October 2008 - 15:26) *
პროტესტს ვუცხადებ ღმერთების სხდომას,

აი ამან განსაკუთრებით მომხიბლა...
დაუმორჩილებელი სული მიყვარს smile.gifsmile.gif
matta
გულში ნაწვიმარზე იები ამოვიდა
დანახვა ვერ შევძელი ისე გაიფანტა,
შენი სიყვარული უცებ რომ მოვიდა
ჩუმად გაილია, სწრაფად ჩაიფერფლა.
ეკლებზე დგომა რა ძნელი ყოფილა
ვნების გამხელა არც ისე იოლი,
შევცდი, მოგენდე, ბედი ყოფილა
მტკვარზე ამოსული ჭაობი, იორი.
ბავშვის ძახილი, ქურთულად ნათქვამი,
გესმოდა, გიკვირდა, შენ გიჟი გეგონე...
ისევ გაწვიმდა, მერევა წამთვლავი
მე შენ ყველაზე სანდო მეგონე...
გაქრა სიგიჟე, ერთი დღით მოცული,
შენ აღარ მოხვალ, შპიონი, ქურთი...
ისევ ამოდის იები გულში,
ნაწვიმარ გულში ფანტავს ცივ ვნებას..
mari_shka
აუცილებელია ლექსი იყოს? მე პატარა იუმორისტულ ნოველას დავდებ ჩემი შემოქმედებიდან


"ყველა მამაკაცი ერთუჯრედიანია და რა ჩემი ბრალია?"

ეჭვი? რა არის ეჭვი? ეჭვი ხომ აზრის აღგზნებაა, რწმენა კი მისი დამშვიდება... ე.ი. მე უნდა ვირწმუნო(დავიჯერო), რომ აღარ ვაჭვობდე... ჰოდა, მჯერა კიდეც რომ ის მღალატობდა....
-არ უღალატია, მას ხომ შენ უთხარი უარი ცოტა ხნისწინ ამიტომ თავისი გზა მოძებნა...
-ნუ მაცინებ smile.gif და საერთოდ ჩაიწყვიტე ენა შენ არც კი არსებობ ჩემში ზიხარ დროებით და ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი!..
-შეიძლება შენში ვარ მაგრამ შენნაირად არ ვფიქრობ...
-როგორ ჩემნაირად?
-იდიოტურ-ეგოისტურად...
-გმადლობთ, როგორ მოახერხე?
-სულ ადვილად...
-მორჩა აღარ გისმენ...
...არა უარი კი ვუთხარი, მაგრამ რატომ იმასაც ვერ მიხვდა... იდიოტია და იმიტომ... მე მხოლოდ ის ვუთხარი რომ განუსაზღვრელი ვადით "შეყვარებულობანა" უფრო რომანტიკოსი ადამიანისთვისაა სასიამოვნო პროცესი და არა ჩემნაირი პრაგმატისტისათვის... ჰოდა სანამ მე ველოდებოდი რომ ჩემი ნათქვამი გაეაზრებინ და რამე ეთქვა, მან სულ სამი სიტყვა მითხრა: "როგორც შენ გინდა..." მე კი ველოდი რომ რამე ისეთს იტყოდა, რაც ჩემს სიტყვებს გააბათილებდა მაგალითად ორიოდე სიტყვა შორეულ მომავალში თანაცხოვრების შესახებ ყველაფერს შეცვლიდა, დაამტკიცებდა რომ მართლა ერთადერთი ვარ (ყოველ შემთხვევაში მისთვის მაინც) და აღარც დავშორდებოდი, მაგრამ ამის თქმა არც უფიქრია... არა გათხოვება არაა ის რაზევ ვოცნებობ. ეს ჩემს გეგმებში უახლოესი 2-4 წლის განმავლობაში სულაც არ შედის მაგრამ მინდოდა მას ეთქვა. ტყუილად მაინც შემოეთავაზებინა?... მაგრამ იდიოტია და იფიქრა, რომ ეს ჩემი მასთან დაკავშირებული ერთადერთი მიზანი იყო...
-ჰა, ჰა, ჰა...
-რა გაცინებს?
-შენი იდიოტიზმი...
-ნუ მლანძღავ და ამიხსენი, რატომ ვარ იდიოტი?
-აკი გათხოვება სასაცილოდაც არ გყოფნიდა?..
-ახლაც ასეა უბრალოდ მინდოდა მას შემოეთავაზებინა ზოგადად, შორეული მომავლის გეგმებში ეხსენებინა და ამ მომავალს ერთად დავლოდებოდით მეტი არაფერი...
-...
-მგონი მართლა იდიოტი ვარ...
-არა იდიოტი ისაა დამიჯერე...
-არა მე ვარ, რომ მაინც მასთან ვარ...
-უბრალოდ გიყვარს და იმიტომ
-მიყვარს? დედაჩემს რომ ჰკითხო საკუთარი თავის გარდა არავინ მიყვარს...
-ასეცაა... შენ შენი თავი გიყვარს და გინდა კარგად იყო, ჰოდა ამისთვის "ის" გჭირდება გვერდით ამიტომაც ხარ მასთან...
-ვაააა, არ მეგონა "მეორე მე" "პირველზე" მაგრად თუ აზროვნებდა... smile.gif
-"მაგრად" რა სიტყვაა ფილოლოგს არ გეკადრება...
-ისევ არ დაიწყო რა, მეც ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ და ყველა ჩემი თაობის ადამიანი ასე ლაპარაკობს პროფესიის მიუხედავად... შენ ის თქვი ბოლო-ბოლო მეთანხმები, რომ ყველა მამაკაცი შეუგნებელი ერთუჯრედიანია და ვერასდროს ხვდება რა გვინდა ქალებს?..
-... არ ვიცი გეთანხმები იმიტომ რომ შენი "მეორე მე" ვარ და არ გეთანხმები იმიტომ რომ... მე რაღას მერჩი ვააააა...




ვნახოთ როგორ შეაფასებთ smile.gif

pensioneri
ციტატა(leo-dzia @ Oct 27 2008, 16:37) *
ჩვენ უსიტყვოდაც ვლაპარაკობდით



ეს მომეწონა.....................................

...........................................
leo-dzia
აი კიდევ ართი რაღაც,...


ზამთრის ზარები


საზარელია ზამთრის ზარები,
უზარმაზარი მუზის მჭამს ჯარი,
ზორბა ფიფქები-ფიქრით მთვრალები
და ჯოჯოხეთის შავბნელი კარი...

უმზეო ზეცა,უმიზნო გზები...
უზნეო ზრახვა ზამბახებს ცელავს.
გაღმა ზარნაშო ლექსაობს გზნებით,
ზვავების რისხვა ოცნებებს თელავს...

აზვირთებული კვდებიან ზღვებიც,
უზიარებელს მიზიდავს მთვარე.
ზურმუხტის ტყეში ზეობენ სხვები,
ჩემთან ჩრდილია,გაღმა კი მზვარე...

საზიზღარია საზრდო სულისა
და როგორც ზვარაკს სატანა მზვერვს,
რეკენ ზარები დასასრულისა,
ღმერთიც ამრეზით მარიდებს მზერას...

უაზრობაა აზრების ჯახი,
აზრიალებენ სულსაც ბზარები,
ალესილია ზეცას ნაჯახი...
..........
საზარლად რეკენ ზამთრის ზარები...



2008წ. 14 აპრილი.

თბილისი,ღამე...








ეჰ......
pensioneri
ციტატა(leo-dzia @ Nov 5 2008, 17:42) *
უმზეო ზეცა,უმიზნო გზები...

აი მაგის მეშინია ზუსტად...















კარგი ლექსია.
leo-dzia
pensioneri


ნუ გეშინია...

არ გვაქვს უფლება გვეშინოდეს...


ყველაფერი კარგად იქნება....












ნეტა მართლა?
pensioneri
ციტატა(leo-dzia @ Nov 5 2008, 18:02) *
pensioneri
ნეტა მართლა?

გაჩნია რას გულისხმობ.
leo-dzia
pensioneri

ჩემს თავს ვეკითხები... ნეტა მართლა იქნება ყველაფერი კარგად?



ანუ ორი ლევანის დილემა....
pensioneri
leo-dzia

მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ ეგ მეორე ლევანი ძალიან გიშლის ხელს ცხოვრებაში...
რავი,შეიძლება ვცდები,მაგრამ მგონი დროა ეგ მეორე გააჩუმო...
თუმცა,კიდევ ერთხელ ვიმეორებ-შეიძლება ვცდები...
matta
მე და შენ ვრჩებით ვარდისფერ გულში,
ნუთუ დარჩები ამ ლამაზ სულში?
მომრავლდნენ იები, მიყვარდა გვირილები
ქუჩაში ნაცემი ბავშვივით ავტირდები...
არ მოხვალ? დაგიცდი..
მოხვალ? კვლავ გიცდი!
დაველოდები ოცნების სიღრმეში
შენს აჩრდილს ვარდისფერ გულში ...
Lekso
matta_harry
ვა ეგ შენ დაწერე ?smile.gif wub.gif ბარემ დაგეწერა ვის ეძღვნება biggrin.gif
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 5th November 2008 - 17:42) *
უაზრობაა აზრების ჯახი,
აზრიალებენ სულსაც ბზარები,

გენიალურია smile.gif
leo-dzia
ნაცრისფერ ქალაქს...

ნაცრისფერ ქალაქს ძაძა და თალხი
გარს შემოურტყავს ავგაროზებად,
მტრობის კოცონზე დამწვარი სახლი,
ხალხი-ქცეული ბარბაროსებად.

მკვდრისფერ სივრცეთა უსაზღვრო ზღვარი
და ზღვა-მესაზღვრე მდუღარე მიწის...
ღმერთების წყევლა... მზე ფიქრით მკვდარი...
ზეცა-რომელიც უცეცხლოდ იწვის...


2008წ. 12 ნოემბერი...

თბილისი,ღამე...
salomeaa
ციტატა(leo-dzia @ Nov 12 2008, 17:39) *
ნაცრისფერ ქალაქს...

ნაცრისფერ ქალაქს ძაძა და თალხი
გარს შემოურტყავს ავგაროზებად,
მტრობის კოცონზე დამწვარი სახლი,
ხალხი-ქცეული ბარბაროსებად.

მკვდრისფერ სივრცეთა უსაზღვრო ზღვარი
და ზღვა-მესაზღვრე მდუღარე მიწის...
ღმერთების წყევლა... მზე ფიქრით მკვდარი...
ზეცა-რომელიც უცეცხლოდ იწვის...
2008წ. 12 ნოემბერი...

თბილისი,ღამე...

მომწონს შენი ლექსები
მზე ფიქრით მკვდარი . . .
ლამაზია smile.gif
(შენი ავატარი არ უხდება ოღონდ)
leo-dzia
salomeaa


გმადლობ,გაიხარე...



(რა ვუყოთ ჩემს ავატარს--- ცხოვრებაში სრულყოფილი არაფერია)
salomeaa
ციტატა(leo-dzia @ Nov 12 2008, 17:52) *
salomeaa
გმადლობ,გაიხარე...
(რა ვუყოთ ჩემს ავატარს--- ცხოვრებაში სრულყოფილი არაფერია)

სრულყოფილი შეგიძლია გახადო
just change smile.gifsmile.gifsmile.gif
leo-dzia
***

იქ არც მზე ათბობს და არც თოვლია,
არც ქარიშხლები ან ცისარტყელა,
იქ არ შეჰხარის ტალღებს თოლია,
არც სიტყვებია რამის სათქმელად.

იქ მარტოობა არ ითვლის წამებს,
არც ეპოქაა და არც დროება,
მდუმარედ სძინავთ მეზობელ გვამებს-
იქ სიბნელეა და მყუდროება...


2008წ. 3 ნოემბერი...

თბილისი, ღამე...




იმედია მიხვდით რაზეა საუბარი...
pensioneri
ციტატა(leo-dzia @ Nov 15 2008, 13:20) *
***

იქ არც მზე ათბობს და არც თოვლია,
არც ქარიშხლები ან ცისარტყელა,
იქ არ შეჰხარის ტალღებს თოლია,
არც სიტყვებია რამის სათქმელად.

იქ მარტოობა არ ითვლის წამებს,
არც ეპოქაა და არც დროება,
მდუმარედ სძინავთ მეზობელ გვამებს-
იქ სიბნელეა და მყუდროება...
2008წ. 3 ნოემბერი...

თბილისი, ღამე...
იმედია მიხვდით რაზეა საუბარი...


მიუხედავდ იმისა რომ იქ ასეთი კარგია,მაინც ნუ ვიჩქარებთ წასვლას კაი?
nino _13
pensioneri
რატომაა იქ კარგი???
მე არც აქ მინდა და არც იქ smile.gif

ნახე ხელმოწერაში რა მიწერია default.gif

არც იქაური მდუმარება მომწონს არც აქაური ხმაური

არც იქური სიბნელე და არც აქაური სინათლე...


მე არ მინდოდა სიცოცხლე, არც სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა (ტერენტი გრანელი)
leo-dzia
pensioneri
nino _13

მე არ ვამბობ,რომ იქ კარგია...

ან შეიძლება ვინმესთვის კარგი იყოს,სხვისთვის არა...

მე სულაც არ მინდა ჯერჯერობით სიბნელე და მყუდროება,ალბათ ამის დროც მოვა...

კარგია თქვენც რომ არ გინდათ...
sting
დროებითი დეპრესია თუნდაც აპატია

ღმერთმა დამანათლა მკვდარი განთიადი
დილით მზის სინათლეს უკვე აღარ ველი
რას კი წყევლა არის ვინც კი მოიგონა
ჩემთვის უშრომიათ ყველა მე მეკუთვნის

იცი მენატრება შენთან საუბარი
შენ კი გიზიდავებ მთვარე ვარსკვლავები
ვიცი მიღალატებ ვიღაც ედგარ პოსთან
სიზმარში ხო მაინც იმას ეფერები

მთვრალი მივუყვები მიმქრალ ღამის ქუჩებს
უფსკრულებისაკენ მიქრის ჩემი რაში
მე არც სითავხედე და არც ვაჟკაცობა
ალბათ არ მეყოფა იმის სიყვარულში

ვისაც პოეტები ასე აღმერთებდნენ
ვინც კი ღმერთმა შექმნა ალბათ სიმთვრალეში
ვისი წყევლაც სდევდა ტატო ბარათაშვილს
ალბათ სხვის ქორწილში როცა გაიფიქრა:

ქალი სიკვდილია ნელი სიკვდილია
იგიც მკვდარი არის ვისაც რომანსები
ღამის ბნელ წყვდიადში ცრემლით უწერია

მე კი არ შევმცდარვარ
ვცდები იშვიათად
ჩემო მეგობრებო ცოტაც ამიტანეთ
მალე შეგეშვებით

მაინც დავიკარგე დროის ლაბირინთში
მე ღმერთს გეფიცებით
ბოლო სადღეგრძელო
მაინც მაქმევინეთ:

ტკბილი სიკვდილია სიკვდილს გაუმარჯოს!
nino _13
leo-dzia
აბა, რა, სიკვდილის დრო ადრე თუ გვიან მაინც მოვა და რატომ უნდა ვიჩქაროთ????
ხო, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ იქ კარგია, მაგრამ არა მგონია სიკვდილის ზღურბლზე ვინმეს ეჭაშნიკებოდეს გადასვლა.....

ჩვენ ჩვენს სიცოცხლეს მიზანი და აზრი უნდა შევძინოთ და ამისთვის უნდა ვიცხოვროთ...

არა-სიკვდილი........

ციტატა(leo-dzia @ 15th November 2008 - 13:20) *
იქ მარტოობა არ ითვლის წამებს,



მე აქაური მარტოობა მირჩევნია, საერთოდაც, ჩემთვის მარტობა სულაც არაა ტრაგიკული განცდა.....

"მარტოობა ძნელია, მაგრამ მარტოობა კარგია, რამეთუ მარტოობაში იშვება ადამიანი"....
sting
კიდე დეპრესია

მაინც აქ მოვრჩეთ
წერტილი ტყვიის
გადასახლება
ჩვენ ვინ რას გვკითხავს
გაგაყოლებენ მახინჯ ელმავალ
ჩვენც გველოდება გენიის ცეცხლი
ეშმას ხარხარი
მოხუცი ღმერთი დროის დინებით ცოტა დაღლილი,
ცოტა ნასვამი
ამდენ იდიოტს მაინც ხო უძლებს
დიდი ცისფერი თვალების ეშხით ღვთისმშობლის დედა
დედა ქალწული
იმ შვილის დედა ვისი ჯვრის ძალის
თურმე ქართველებს იმდენად წამდათ
მიწა ჯანდაბას ენა ჯანდაბას
სარწმუნოებას ვერვინ წაგვართმევს
თითქოს ვიღაცა თათრების ჯოგი
პურის ერთ ნაჭერს გვედავებოდა

მაინც რა მრჩება ამქვეყნად ხალხო?
ქალი?
უქალოდ
როგორმე გავძლებ
ერთ ღეს სიგარეტს ორას გრამ ვოტკას
არ დამამადლებს ვიცი იესო
როცა ჩამხედავს მკვდრისფერ თვალებში
იქნებ შემინდოს ეს სითავხედე და მომათავსოს სადმე გიჟების
თვალისმომჭრელ და ციფერ მხარეში
leo-dzia
წელიწადებო

უკანასკნელო აფეთქებავ გაზაფხულისა,
დუღილო მიწის,
მაჩუქე შენი სიგიჟმაჟე-
ეს გული იწვის.
მოყვასო ჩემო,
დაიჯერე გულწრფელი ფიცის...

ცხელო ზაფხულო,
სიმხურვალე მაჩუქე შენი,
ამწვანებულნი
სიჭაბუკეს უმღერენ ხენი,
უფალო ღმერთო,
სად გარბიან საწუთროს დღენი?

სიმწიფე მომეც შემოდგომავ,
მომმადლე ხვავი,
არ გაატანო ფოთოლივით
ქარს ჩემი თავი,
ძალუმო წვიმავ,
გამითეთრე ფიქრები შავი...

თეთრო ზამთარო,
სისპეტაკე მომეცი თოვლის.
შემაძლებინე სიყვარული
ამქვეყნად ყოვლის,
არ დამინამქრო იმედები
ედემის პოვნის...

წელიწადებო,არ წამართვათ
ოცნება ჩემი,
ცხოვრების ზღვაში რომ ვაცურო
სიცოცხლის გემი,
ნუ დამამძიმებ მეუფეო
შავ-თეთრი წლებით...


2008წ. 8 აპრილი...

თბილისი,ღამე...
nino _13
ციტატა(leo-dzia @ 21st November 2008 - 16:46) *
წელიწადებო

უკანასკნელო აფეთქებავ გაზაფხულისა,
დუღილო მიწის,
მაჩუქე შენი სიგიჟმაჟე-
ეს გული იწვის.
მოყვასო ჩემო,
დაიჯერე გულწრფელი ფიცის...

ცხელო ზაფხულო,
სიმხურვალე მაჩუქე შენი,
ამწვანებულნი
სიჭაბუკეს უმღერენ ხენი,
უფალო ღმერთო,
სად გარბიან საწუთროს დღენი?

სიმწიფე მომეც შემოდგომავ,
მომმადლე ხვავი,
არ გაატანო ფოთოლივით
ქარს ჩემი თავი,
ძალუმო წვიმავ,
გამითეთრე ფიქრები შავი...

თეთრო ზამთარო,
სისპეტაკე მომეცი თოვლის.
შემაძლებინე სიყვარული
ამქვეყნად ყოვლის,
არ დამინამქრო იმედები
ედემის პოვნის...

წელიწადებო,არ წამართვათ
ოცნება ჩემი,
ცხოვრების ზღვაში რომ ვაცურო
სიცოცხლის გემი,
ნუ დამამძიმებ მეუფეო
შავ-თეთრი წლებით...



ეს ლექსი განსაკუთრებულად მომეწონა smile.gif
nino _13
აი ესეც ჩემი შემოქმედებააა..biggrin.gif

რა ვქნა მეტი ვერ მოვახერხე biggrin.gif


"რა კაცსა რწმენა დაეკარგოს, ძრწის, ეშინია.
რას დაღრეჯილხარ??? რად ბღავიხარ??? ნუ გეშინია,
უნდ განიძარცვო, ვაჟკაცობა ჭირში ვლინდება,
მაშინ ამქვეყნად არაფრისა შეგეშინდება".....



პ.ს. მოგეწონათ ვინმეს?? 7.gif
incredible
[url=http://www.radikal.

nino _13
მაგარიააააააა ნინ
nino _13
incredible
მადლობა :* :* :* :*
ორონდ ბევრი ვიცოდვილე არ გამომდის ხოლმე და რა ვქნა sad.gif
sting
ციტატა(leo-dzia @ Nov 21 2008, 16:46) *
წელიწადებო

უკანასკნელო აფეთქებავ გაზაფხულისა,
დუღილო მიწის,
მაჩუქე შენი სიგიჟმაჟე-
ეს გული იწვის.
მოყვასო ჩემო,
დაიჯერე გულწრფელი ფიცის...

ცხელო ზაფხულო,
სიმხურვალე მაჩუქე შენი,
ამწვანებულნი
სიჭაბუკეს უმღერენ ხენი,
უფალო ღმერთო,
სად გარბიან საწუთროს დღენი?

სიმწიფე მომეც შემოდგომავ,
მომმადლე ხვავი,
არ გაატანო ფოთოლივით
ქარს ჩემი თავი,
ძალუმო წვიმავ,
გამითეთრე ფიქრები შავი...

თეთრო ზამთარო,
სისპეტაკე მომეცი თოვლის.
შემაძლებინე სიყვარული
ამქვეყნად ყოვლის,
არ დამინამქრო იმედები
ედემის პოვნის...

წელიწადებო,არ წამართვათ
ოცნება ჩემი,
ცხოვრების ზღვაში რომ ვაცურო
სიცოცხლის გემი,
ნუ დამამძიმებ მეუფეო
შავ-თეთრი წლებით...
2008წ. 8 აპრილი...

თბილისი,ღამე...



კარგია მაგ ყველაფრის ახდენას გისურვებ default.gif
leo-dzia
nino _13
sting


გაიხარეთ...






მეც მომეწონა თქვენი ნაწერები...
sting
დიდი მადლობა ზრდილობისათვის biggrin.gif ეგ ლექსები მთვრალმა დავწერ და მთვრალმაა დავყარე დიდი არაფერია. თანაც დიდი ხანი იყო არაფერი დამეწერა ბავშვობის შემდეგ...

შენ კი მართლა ძალიან ნიჭიერი ხარ ძალიან კარგი ლექსებია smile.gif მშვენიერი რითმებია თანაც მართლა პოეტის დაწერილი ლექსებია უკვე ბევრ ძალით გაპიარებულ "შემოქმედს" ჯობიხარ ალბათ დიდი გზა გაქვს წინ და წარმატებებს გისურვებ
იმას კი ვერ გეტყვი ვინმეს რამეში თუ ჭირდება დღეს ხელოვნება...
მეც დავაგდებ ჩემს კიდევ ორ ლექსს ეს ჩემ მეგობარს ეძღვნება იცის ვისაც smile.gif

ჩვენ... (განწყობის პოეზია)

მთვარემ გამინათა მკრთალი სურვილები
-ხოდა, მიმქრალ შუქზე ეხლა შენზე დავწერ,
შენ არც წმინდანი ხარ და არც ანგელოზი
ალბათ ეშმაკებმა შექმნეს შენი სახე
და თან დაგაწყევლეს მძაფრი შეგრძნებები,
მძაფრი იქით ხედვა... უფრო მირაჟებისაკენ!
რატომ გავიწყდება-
ჯერ არ მინახიხარ,
ჯერ არ შეგხებივარ,
ჯერ არ შემისუნთქავს
შენი გამოხედვა!
ნუ! ნუ შემიყვარებ ეს ხომ ინცესტია?!
ჩვენ ხომ ერთმანეთთან სისხლი გვაკავშირებს!
ჩვენ ხომ ერთნაირი დაგვყვა სულის ფეთქვა!
ჩვენ ხომ ნაცნობები- უცხო სამყაროში
მშვიდად მივუყვებით თავხედ ბედისწერას-
ვქმნით მკრთალ ისტორიას!
მე ჯიმ მორისონი სულაც არ გეგონო,
სიტყვით შევეხეთქო ხალხთა მყუროებას
ხო, ნუ შეიყვარებ ველურ სიყვარულით
ვინაც მკვდარი არის!
ვინაც აღარ ცოცხლობს!
ვინაც აღარ ფეთქავს!

დღეს კი ემოცია კანაფს მივაბარე...
მშვიდად გადავეშვი ცისფერ ნირვანაში...
დროის ათვლის ხელა
რაღაც დიადი და რაღაც მშვენიერი
სულის წყვდიადია
მთელ ამ სიგიჟეში
მთელ ამ სამყაროში- როგორც უწოდებენ
მისი უწყინარი ბინადრები-
ადამიანები...
მალე დავიშლები მარტივ მამრავლებად
ხოდა მოვედები მოდგმას ადამისას-
(რომელიც- უნდა ვაღიარო- მაინც გულითსულითსისხლით შევიყვარე!)
შენ კი ჩემო კარგო ვეღარ შემაგროვებ!





ესე კი უფრო ძველ მეგობარს smile.gif

სონეტი მთვარეს

დღისით გაილეშა მთვარე ვარსკვლავებთან,
ღამე ნაბახუსევს ღრუბლებს შეეფარა...
თითქოს ვერ ვხედავდე,
თითქოს ვერა ვგრძნობდე
შენი ნერვიული , მძაფრი ძარღვის ფეთქვას

არა ნაბიჭვარო მე რას მემალები?
თავი მომაბეზრე ძველმა მეგობარმა!
ხოდა რაღას ელი?! სადმე პარკის ბოლოს
უკვე დაიღალნენ შეყვარებულები
მიდი, ნუ დაურღვევ ამ წყნარ რომანტიკას!

მე?
მე ერთს შემოგყმუვლებ უფრო სიმთვრალეში
ანდაც კანაფის კვამლს როცა შევისუნთქავ!
რუხი ტყის მგელივით მარტო დავწანწალებ
ქალის სიყვარულიც უკვე ვეღარ მხიბლავს...

ღრუბლებს იქით უფრო სხვისი ნახვა მინდა
ვისი უარყოფაც თავს ვერ ვაიძულე
ვეღარც იმათ ვუხრი უკვე დაღლილ მუხლებს...

ჩვენ?
ჩვენ ჩემო კარგო ერთი ბედი შეგვხვდა,
სხვისმა მონაშუქმა უნდა გაგვინათოს
სისხლში შემოჭრილი სწორედ ის წყვდიადი,
რასაც ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად
და თან ერთგულებით გულით დავატარებთ...

sting
ორმაგი თვითმკვლელობა

"გიორგი, ამას წინათ ერთი წიგნი წავიკითხე - ვიღაც ფიზიკოსის, ჰოუკინგია თუ პოუკინგი აღარ მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ჯანდაბას იმისი თავი. სათვალეებიანი ტიპია რა, ინვალიდი ყოფილა და მაინც ჯღაპნის რაღაცებს. მაინც რა სულელები არიან ადამიანები... თუმცა თავი ხო უნდა ირჩინოს?! უბრალოდ ხელში მომხვდა რა, ხო იცი, ფიზიკა სულაც არ მაინტერესებს. ან საიდან უნდა იცოდე, დღეს პირველად გხედავ. ისე, შენ ხო გიორგი გქვია? მე ყველა მღვდელს გიორგის ვეძახი ბავშვობიდან. გიორგი გქვია მეთქი, ხმა ამოიღე, დაყრუვდი?"
მოხუცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მართლა გიორგი რქმევია. მის წინ კი ელეგანტურად ჩაცმული, ასე 17-18 წლის სიმპათიური ბიჭი იჯდა და უკვე ერთი საათია რაღაც სისულელეებს ელაპარაკებოდა. ბაბუის ტოლა კაცისთვის ერთხელაც არ მიუმართავს თქვენობით და არც მამა გიორგი უწოდებია, შემოვიდა მოხუცის სახლში უკითხავად ჩაეშვა მის ტყავის რბილ სავარძელში და მიდი... გიჟია, აბა რა უნდა იფიქრო?! ღმერთო შენ დამიფარე!
მამა გიორგი კი მორჩილად უსმენდა, ალბათ ვალიცაა! ხო, მარტო ის უთხრა, აღსარების სათქმელად ვარ მოსულიო. რა ეტყობოდა ეხლა მაგას მონანიე კაცის?! აშკარა იყო, მოძღვრის ნერვებზე თამაშს ცდილობდა. ჰმ… ნერვები?
სადღა შერჩა 85 წელს მიტანებულ მოხუცს ნერვები. მთელი თავისი ცხოვრება ღმერთს რომ მიუძღვნა - სწორედ იმ ღმერთს, რომელმაც ორი შვილი გამოაცალა ხელიდან! თავს იმშვიდებდა საშობლოს შეეწირნენო. ხო, იმშვიდებდა და თავის ხვედრს ვაჟკაცურად ირგებდა. შეგშურდება, აბა არ შეგშურდება ეგეთი ნებისყოფა?! ერთხელაც არ დაუჩივლია. ხოდა ვიღაც ღლაპი... ჯანდაბას მოუსმენს.
"ხოდა _ განაგრძო კაცმა _ ეგ ჰოუკინგი თუ პოუკინგი ამტკიცებს რომ თურმე ადრე სამყარო უსასრულოდ პატარა და უსასრულოდ მკვრივი ყოფილა. ხოდა ამდგარა ვიღაცა და აუფეთქებია ეს უწყინარი სფერო, ალბათ ის, შენ და შენნაირები სირები ღმერთს რო ეძახით, და ამ დიდი აფეთქების შემდეგ დაწყებულა დროის ათვლა. დრო... დრო ყველაზე საზიზღარი თვისებაა ამ სამყაროსი. მისი შექმნა კი ნამდვილად არ ეპატიება ღმერთს. არა, არა, ამას ნამდვილად ვერ ვაპატიებ ვერასდროს!

ხოდა, გაჩნდნენ პლანეტები, ატმოსფერო, ჰიდროსფერო ,თუ სტატოსფერო... რავი, მოკლედ ეს სამყარო ადამიანების გარეშე. ვერ ვერკვევი -მეთქი ფიზიკაში უკვე გითხარი და მაინც ისე მიყურებ, თითქოს მე ყველაზე უწიგნური ტიპი ვიყო! მერე ?! _ მერე როგორც შენნაირ ღრმად პატივცემულ ხალხსა სწამს, ღმერთმა შექმნა კაცი "თავის ხატად და სახად" და ევა მისი ნეკნისაგან! მერე იმ ბოზმა ევამ ვაშლი მოინდომა და გამოყარა კიდევაც შენმა პატრონმა იქიდან! არა, ევას ეპატიება, ვაპატიე მე პირადად,მეც შევჭამდი იმ ვაშლს, მარა ღმერთს კი ვერ ვაპატიებ იმ წყეული ხის დარგვას და იმ უწყინარი სფეროს აფეთქებას!"
მღვდელი უძრავად იჯდა და ისე მისჩერებოდა ამ უცნაურ არსებას. თითქოს მის წინაშე თავად სატანა მჯდარიყო. არა მაინც რა უნდა ჩემგან?!

"რა რჯიდა მეთქი, მე შენ გეკითხები! ყოფილიყო ყველაფერი ისე, როგორც იყო…"მკვრივი ბირთვი", ყოველგვარი შენაკადების გარეშე! თვითონაც მშვიდად იქნებოდა! მერე,მერე რა გააკეთა?! შექმნა ათასი სულელი მეფე თუ პრეზიდენტი, ერთმანეთის სისხლით და მიწებით რო ვერ ძღებიან… ათასი მკვლელი ,მანიაკი, პიდარასტი,მღვდელი და კიდე ათასი პოეტი თავი ნოვატორები რო გონიათ- დროს უსწრებენ! ჰმ!
ერთია, ერთია ხალხო, რით ვერ გაიგეთ?! ყველანი ერთნი ვართ, ერთი ნაწილაკებისაგან, ერთი ბირთვისგან წარმოქმნილები! ვერც ისეთს ვიტყვით რამეს, ვინმეს რო არ გაეფიქროს და ვერც იმას გავაკეთებთ, ვინმეს რო არ ეთქვას! ხო მაინც იცის ბოლო ბოლო როგორი იქნება! აპოკალიფსი ხო? სამყაროს მშვენიერება გადაარჩენს - მეუბნება ვიღაცა ეპილეპტიკი იდიოტი,თეოდორ თუ ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი, რომელმაც მთელი ცხოვრება კაზინოში დატოვა! ან კიდე "მეფე პოეტი" გალაკტიონი- "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი..."ისიც რომანტიკა ხო არ იყო, ქვაფენილს რო დაენარცხა "შურდულივით". სუიციდი, მშიშარა! ვერ აიტანა ამ ქვეყნიური სიბინძურე! ეგაც იყო რა! ვინ ვის რითი ჯობია ნეტავი?!

ყვიროდა და თან აკვირდებოდა მოხუცს, რომელსაც ერთი ნერვიც კი არ შეტოკებია. ყველაზე ძალიან კიდე ის უკვირდა, რომ მისი მონოლოგი ერთხელაც არ შეუწყვეტინებია, სიტყვაც არ უთქვამს. აი ეს კი სითავხედეა! ეგაც მყავდეს რაღა მამა აბრამის ბატკანი! ვითომ მაგას არ გაუთავებია მეზობლის ლამაზ გოგოზე, გონია არ ვიცი. ან არ შეზიზღებია მეზობლის ბიჭი, რომელიც ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებდა, ან სიგარეტის მოპარვას აიძულებდა! ჰო, შეუნდო, აპატია.. აი დიდსულოვნება, აი ვაჟკაცობა! ეხლა ავდგები და მივახრჩობ და უყუროს მერე მშვიდი თვალებით კუბოს სახურავს...
ბიჭი გაჩუმდა. ნახევარი საათი თითქმის უძრავად იჯდა, თითქოს გამოლენჩდაო.(არა უფრო რაღაცას ელოდა- ღმერთმა უწყის რას)
მოხუცი ისე ადგა და გავიდა ოთახიდან კაცს არც კი შეუნიშნავს.
ცოტა რო გამოფხიზლდა ოთახი მოათვალიერა. თითქოს მამა გიორგისავით იყო მოწყობილი _ ისეთივე მშვიდი, მყუდრო, არაფერი ზედმეტი, და ძალიან სევდიანი, ძველი, ალბათ ანტიკვარული ავეჯით და შავი როილით, კედლები ხატებით იყო აჭრელებული, თითქოს იმ პატარა და ძალიან მკვრივი სფეროდან მოუპარავს მოხუცს ეს ოთახი.
არ შეიძლება ასეთ ოთახში ცხოვრობდე, თან ასეთი თვალები გქოდეს და რომელიმე შენთან მოსული გიჟის სულელურ ბოდვას წყობიდან გამოყავდე! ღმერთო რა თვალები აქვს მისი თვალები უკვე დიდი ხანია აღარ ანათებენ ალბათ გიორგიზე საუკუნით ადრე მომკვდარა, ჩამქრალა, მაგრამ მაინც საშიშია, მიძინებული ვულკანივით საშიშია, მშვიდად რომ უცდის თავის დროს, როდის ამოაფრქვევს ურჩხულივით მისსავე წიაღში ჩაბუდებულ ჯოჯოხეთურ სიმხურვალეს!
მამა გიორგი მალევე დაბრუნდა. ალბათ ყველაფერს მისცემდა იმისთვის, ეს ადამიანი აქ რომ აღარ დახვედროდა. რა ეთქვა? რა ეპასუხა? საერთოდ ღირდა რაიმე შეკითხვის მიცემაც კი, როცა თვითონაც ვერაფერი გაეგო, რა საჭირო იყო ეს აურზაური, რისთვის ატეხა შემოქმედმა. რატომ გვაწამებს ან რატომ გვახარებს. სისულელეა ყველაფერი წამიერი, არსებობს მხოლოდ უსასრულო ბედნიერება! განა ეს არ იცის შემოქმედმა?! განა მოხუცმაც მთელი ცხოვრება მარადიული ბედნიერების მოსაპოვებლად არ იწვალა?! თანაც დიდი ხანია გადაწყვიტა დაენებებინა მღვდელთმსახურებას თავი. რაღა მაინცადანაინც იგი აირჩია მისულიყო სხვასთან უფრო ახალგაზრდასთან აბა 85 წლის მოხუცს რაღა ჭკუა მოეთხოვება! მოდის ვიღაცა და თან გიმტკიცებს მე და შენ ერთნი ვართო და თან შენს გატანჯვას ცდილობს! პარადოქსი არაა?! ხოდა მიდი შენ და უხსენი ეხლა მაგას ეგენი. იქნებ თვითონვე მიხვდეს ყველაფერს? _არა არა, როგორმე ჯობია ზრდილობიანად მოიშოროს თავიდან!
ისხდნენ და მისჩერებოდნენ ერთმანეთს ორივე ხვდებოდა რომ რაც ბიჭს აწუხებდა ის უკვე დიდი ხნის წინ გადაეწყვიტა მოხუცს. მართალია დიდი წვალებით, მაგრამ მორჩილად. მხოლოდ დროებითი ამბოხი, როგორც ზოგადად გვჩვევია ქართველებს. ეხლა უკვე აღარც ერთი იღებდა ხმას, აღარც მეორე. ჰმ... სიტყვები სიტყვები... და კიდე კითხვები რომლებზეც ღმერთმა არ გაგვცა პასუხები... მოხუცმა კიდევ ერხელ ჩახედა ახალგაზრდას თვალებში… ღმერთო ჩემო, სულ გამოლენჩდა! მის წინ ხომ მომავალი მოძღვარი იჯდა, ახალგაზრდა გიორგი, რომელიც იესოს გამოუგზავნია თავისი ცოდვით სავსე წარსულიდან...
" _შენ? შენ ვინ ხარ, გამაგებინე! გამაგებინე-მეთქი ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან! შენ სატანა ხარ, სატანა ჩემს დასატანჯავად გამოგზავნილი!" აი უკვე აფეთქნენ მისი თვალები. დაიძრა ლავა! ისეთი სიმარდით წამოხტა მოხუცი სავარძლიდან, ბიჭი წამით გაოცდა კიდეც. მოხუცი ჯერ გაწითლდა, შემდეგ გაფითრდა.
_აღარ უნდა დამანებო თავი?! ვინ გამოგგზავნა-მეთქი? _უცებ ხატებისკენ შეტრიალდა, ჯერ "მამაო ჩვენო" ჩაამთავრა, შემდეგ კი მთელი ხმით მოყვა ღრიალს:_ განვედ სატანავ! განვედ სატანავ! განვედ სატანავ!
ბიჭი _ იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა... მოხუცი _ ყვიროდა,ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა... ღმერთო, რა საზიზღრობა იყო, ღმერთო! რას არ მოესწრები! როგორც იქნა მორჩნენ ყვირილს და სიცილს. ბიჭმა დრო იხელთა და ისევ დაიწყო:
"შენ! ხო, ხო შენ მომისმინე, მაინც ვერაფერს მიხვდი ხო ? ვერ მიხვდი ხო მე ვინ ვარ. მე კი არა, შენ ვინ ხარ. შენი რწმენა ონანიზმია და მეტი არაფერი... ონანიზმი! ერთხელადაც არ გიგრძვნია იესო, გაიგე?! ხოდა, აბა თუ ხვდები ეხლა რას გავაკეთებ?! აბა, აბა კარგად დაფიქრდი, ხო, დაფიქრდი. ნახევარი საუკუნეა არაფერზე დაფიქრებულხარ და ეხლა დაფიქრდი, რას გავაკეთბ?! _ისევ ყვირილი ,ისევ სიცილი._ ხოდა, იცი რა, მე მე ვხვდები, რო ვერაფერს შევცვლი. შენ, შენ... შენნაირი უნდა გავხდე არა?! ნურას უკაცრავად, ბებერო! ხოდა, მიყურე ეხლა, მიყურე... _ბიჭმა შარვლის ჯიბიდან "მაკაროვი" ამოიღო, მშვიდად გადატენა, ლულა პირში ჩაიდო და ...
კედელზე დაკიდებული ღვთისმშობლის ივერიის ხატი( ასლი რა თქმა უნდა) სისხლის და ტვინის შხეფებით დაიფარა...
მეორე დღეს მოხუცის სახლში შუბლგახვრეტილი ახალგაზრდა იპოვეს, რომლის ვინაობა ვერავინ დაადგინა.
მოხუცი კი სამუდამოდ გაქრა. ვინ აღარ ეძებდა _ ხალხი, მილიცია მაგრამ არსად ჩანდა! ბებერი მელა- მოკლა ახალგაზრდა ბიჭი! ნეტა მაინც რატომ მოკლა და გადაიკარგა სადღაც. ან ნეტა ამ ხნის კაცმა როგორ მოახერხა სადმე გაქცევა. არადა რევოლვერზე მისი თითების ანაბეჭდები იყო შემორჩენილი….
ასე და ამგვარად ხალხს კარგა გვარიანი საჭორაო თემა მიეცა...
leo-dzia
sting



შენი ნაწერები მართლა მომეწონა...


წარმატებებს გისურვებ...
infern_O
CURSED
კიდევ ერთი ეგეთი გამოხტომა და ბანს მიიღებ.. default.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.