დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
tiko-tikuna
ციტატა(leo-dzia @ Feb 10 2009, 10:56) *
სცადეთ წერაც-- გჯეროდეთ რომ გამოგივათ...




სამწუხაროდ ყველას არ გამოსდის 7.gif
leo-dzia
ციტატა(tiko-tikuna @ Feb 11 2009, 12:48) *
სამწუხაროდ ყველას არ გამოსდის 7.gif



ხო მაგრამ,თუ არ სცადე ვერასოდეს გაიგებ გამოგდის თუ არა...
Barfuss
ვწერ ვწერ და ისევ ვწერ biggrin.gif ჩემს ბლოგზე, ოღონდ თუ ვიცი , რომ ვინმე კითხულობს მერე ვეღარ ვაბავ სიტყვებს ერთმანეთს biggrin.gif


ზი კომპლექს...
თინი
Die My Darling..

February 23, 2009 by LadyCrow

წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი ჩქარი ნაბიჯით გამოვიარე. ყურში ისევ ჩამესმოდა ექიმის ხმა და ზრიალით იშლებოდა ტვინში სიტყვები- თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ…მერე ჩემი დაბნეული ღიმილით ნათქვამი - “მადლობა,ნახვამდის” და დერეფანში მოდევნებული მედდების მწუხარე მზერა. საავადყმყოფოს კარებთან ავტობუსის გაჩერებამდე ფეხების კანკალით მივედი და როგორც იქნა ჩამოვჯექი ნახევრად გატეხილ სკამზე. ზაფხულის ცხელი ბუღი იდგა ქალაქში. მანქანების გამონაბოლქვი, შუქნიშანთან გაჩერებული ძველი მანქანის მძღოლისთვის მოღერებული მუშტები და სიგნალები..თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ..რა ლამაზია ყველაფერი, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა ხანში ვეღარ დავინახო როგორ აცლის ვიღაც ნაბიჭვარი მოხუც მათხოვარს რკინის ქილიდან ხურდებს,ვეღარ ვიგრძნო მეზობლების გამჭოლი მზერა და ჩურჩული- ამას საყვარელი ყავს, ვეღარ შემეშინდეს ღამით ქუჩაში მომავალს ყაჩაღის ხელის პირზე აფარების..ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ მე მოვკვდები არც ისე ნელა და ძლიერი ტკივილებით, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში საჭმელს სხვისი ხელით შევჭამ, ან სულაც წვეთოვანით..რომ გავყვითლდები, ჩამოვხვმები და ერთ გაღიმებასაც დიდ ძალას დავატან, რომ ვეღარ ვაკოცებ, ვეღარ მოვეფერები და ვერც ჩახუტებული ვისლუკუნებ ჩხუბის შემდეგ..წამოვიზლაზნე სკამიდან და ჩვენს ადგილას წავედი. ჩამოვჯექი ხის ფესვზე, სადაც აქამდე მარტო შენთან ერთად ჩამომჯდარვარ და პატარა წკირით იმ მიწას დავუწყე ჩიჩქვნა, სადაც ჩემი ფრჩხილების ნაკვალევი რჩებოდა ხოლმე, როცა სიამოვნებისგან მთელი ხმით ვკვნესოდი და არ მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილი იყო..სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.მომინდა დამერეკა და მეთქვა, რომ მე მოვკვდები და სანამ მოვკვდები ჩემთან მინდა იყო..მაგრამ შემეცოდე..არ მინდოდა გენახა როგორ დავიღლებოდი ჩვეულებრივი საუბრისას, როგორ ჩამოვეყრდნობოდი ნიჟარას ჭურჭლის რეცხვისას ორი თეფშის ხელში აღებით ძალგამოცლილი, როგორ ვიწვებოდი საწოლში ოთხად მოკეცილი და როგორ დავკაწრავდი საწოლის თავს..ახლა უკვე სიმწრისგან..არ მინდოდა მთელი ცხოვრება გამუდმებით ჩაგსმოდა ყურში სიკვდილის წინ სიმწრისგან დაკვნეტილი სისხლიანი ტუჩებიდან ამოძახილი ” მიშველე”.. ჩანთიდან ამოვყარე ყველაფერი..როგორ მინდოდა შენც გაგეგო როგორ წავილუღლუღე ” მიყვარხარ” , როცა ხის ფესვზე პატარა ნაკადულად გაიკლაკნა ჩემი სისხლი..
© http://tindatin.wordpress.com/
თინი
tako_kakabadze

:*

უჟას ბილო...ეგ ყველაფერი დამესიზმრა biggrin.gif
ნუ ესე არ დამესიზმრა, გავალამაზე რომ ვწერდი, მაგრამ არსი ეგ იყო და :უსერ: დილიდ 5 საათზე დავწერე, ვინმესთვის რომ არ მეთქვა გავსკდებოდი .. :უსერ:
tako_kakabadze
*T I N I*


გავიზიარე, ასე რომ მოგეშვება. smile.gif
leo-dzia
ციტატა(*T I N I* @ Feb 23 2009, 12:41) *
Die My Darling..

February 23, 2009 by LadyCrow

წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი ჩქარი ნაბიჯით გამოვიარე. ყურში ისევ ჩამესმოდა ექიმის ხმა და ზრიალით იშლებოდა ტვინში სიტყვები- თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ…მერე ჩემი დაბნეული ღიმილით ნათქვამი - “მადლობა,ნახვამდის” და დერეფანში მოდევნებული მედდების მწუხარე მზერა. საავადყმყოფოს კარებთან ავტობუსის გაჩერებამდე ფეხების კანკალით მივედი და როგორც იქნა ჩამოვჯექი ნახევრად გატეხილ სკამზე. ზაფხულის ცხელი ბუღი იდგა ქალაქში. მანქანების გამონაბოლქვი, შუქნიშანთან გაჩერებული ძველი მანქანის მძღოლისთვის მოღერებული მუშტები და სიგნალები..თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ..რა ლამაზია ყველაფერი, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა ხანში ვეღარ დავინახო როგორ აცლის ვიღაც ნაბიჭვარი მოხუც მათხოვარს რკინის ქილიდან ხურდებს,ვეღარ ვიგრძნო მეზობლების გამჭოლი მზერა და ჩურჩული- ამას საყვარელი ყავს, ვეღარ შემეშინდეს ღამით ქუჩაში მომავალს ყაჩაღის ხელის პირზე აფარების..ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ მე მოვკვდები არც ისე ნელა და ძლიერი ტკივილებით, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში საჭმელს სხვისი ხელით შევჭამ, ან სულაც წვეთოვანით..რომ გავყვითლდები, ჩამოვხვმები და ერთ გაღიმებასაც დიდ ძალას დავატან, რომ ვეღარ ვაკოცებ, ვეღარ მოვეფერები და ვერც ჩახუტებული ვისლუკუნებ ჩხუბის შემდეგ..წამოვიზლაზნე სკამიდან და ჩვენს ადგილას წავედი. ჩამოვჯექი ხის ფესვზე, სადაც აქამდე მარტო შენთან ერთად ჩამომჯდარვარ და პატარა წკირით იმ მიწას დავუწყე ჩიჩქვნა, სადაც ჩემი ფრჩხილების ნაკვალევი რჩებოდა ხოლმე, როცა სიამოვნებისგან მთელი ხმით ვკვნესოდი და არ მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილი იყო..სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.მომინდა დამერეკა და მეთქვა, რომ მე მოვკვდები და სანამ მოვკვდები ჩემთან მინდა იყო..მაგრამ შემეცოდე..არ მინდოდა გენახა როგორ დავიღლებოდი ჩვეულებრივი საუბრისას, როგორ ჩამოვეყრდნობოდი ნიჟარას ჭურჭლის რეცხვისას ორი თეფშის ხელში აღებით ძალგამოცლილი, როგორ ვიწვებოდი საწოლში ოთხად მოკეცილი და როგორ დავკაწრავდი საწოლის თავს..ახლა უკვე სიმწრისგან..არ მინდოდა მთელი ცხოვრება გამუდმებით ჩაგსმოდა ყურში სიკვდილის წინ სიმწრისგან დაკვნეტილი სისხლიანი ტუჩებიდან ამოძახილი ” მიშველე”.. ჩანთიდან ამოვყარე ყველაფერი..როგორ მინდოდა შენც გაგეგო როგორ წავილუღლუღე ” მიყვარხარ” , როცა ხის ფესვზე პატარა ნაკადულად გაიკლაკნა ჩემი სისხლი..
© http://tindatin.wordpress.com/



ბრავო.....

მოიტანა შეგრძნებები...
Miss Green
*T I N I*
არ მიყვარს სენტიმენტალიზმი :|
ასეთი რაღაცეები თუ გესიზმრება, კარგი არაა :|
თინი
tako_kakabadze


: ) :*

ციტატა(leo-dzia @ 24th February 2009 - 18:07) *
ბრავო.....

მოიტანა შეგრძნებები...


ვაიჰ..მიხარია შენგან ამის მოსმენა blum.gif

Miss Green

ნუ რას ვიზამ :უსერ: დამესიზმრა და biggrin.gif ოღონდ ასე სენტიმენტალურად არა : ) ეგ რომ გამეღვიძა მერე გავაფორმე

სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ კარგია მაინც..
leo-dzia
ციტატა(salomeaa @ Feb 24 2009, 17:40) *
მე შენი ლექსები კი მომწონს,მაგრამ ავატარი აფუჭებს



ყველა მაგას მეუბნევა,მაგრამ მაგრად შევეჩვიე ჩემს ბომჟ ავათარს და ვერ ვუღალატებ...

გმადლობ,რომ ჩემი ლექსები მოწონს და კითხულობ...





ეს კი პენსოს თხოვნით უნდა დავაგდო აქ:



ჩვეულებრივად-საუკუნოდ...


ჩვეულებრივად,როგორც ხდება იფეთქებს კვირტი,
ჩვეულებრივად გამაბრუებს სურნელი მიწის.
კვლევ ძველ ჰანგებზე ამღერდება ბუჩქებში ჩიტი,
ასე მოხდება-გაზაფხულმა სულ ასე იცის.

აბობოქრდება ნაკადული როგორც სჩვევია,
როგორც სისხლი დუღს ადუღებით კოცონზე ვნების.
მერე წალეკავს რაც ცივ ზამთარს გადარჩენია,
ჩვეულებრივად,დაურთავად ბედისგან ნების.

და უჩვეულოდ ჩვენ ვიდგებით მზისფერ ჩანჩქერში,
აგიფრიალებს ნელი სიო აპრილის კაბას,
მე ჩავეფლობი წუთიერად ფიქრის ნამქერში,
შეგვიკერავენ ყვავილისგან ტყემლები საბანს.

ჩვეულებრივად,გაზაფხული უეცრად მოვა,
არ ასცდენია-დავიჯერებთ ისარი მიზანს,
ჭექა-ქუხილად დაგვატყდება გრძნობების გროვა,
ჩვენ ვიდგებით და უხმოდ ვუმზერთ ერთმანეთს დიდხანს.

მარადიულად გაჩერდება უეცრად წამი,
მოგვეჩვენება ჯოჯოხეთიც წამით ედემად,
გვემახსოვრება საუკუნოდ ტიტეს ატამი
და სამუდამოდ გაზაფხული დაგვებედება.


2009წ. 12 იანვარი..

თბილისი,ღამე...




აეუუF.... არადა არ მჩვევია ასეთი ლექსების წერა...
salomeaa
leo-dzia
მმმმმმმმ თბილი იყო რაღაცნაირი, ადუმებულ-ასევდიანებული . . . u.gif
leo-dzia
ციტატა(salomeaa @ Feb 24 2009, 17:54) *
leo-dzia
მმმმმმმმ თბილი იყო რაღაცნაირი, ადუმებულ-ასევდიანებული . . . u.gif



ადუმებულ-ასევდიანებული მომეწონა...
DAKOTA
ციტატა(*T I N I* @ Feb 23 2009, 12:41) *
Die My Darling..

February 23, 2009 by LadyCrow

წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი ჩქარი ნაბიჯით გამოვიარე. ყურში ისევ ჩამესმოდა ექიმის ხმა და ზრიალით იშლებოდა ტვინში სიტყვები- თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ…მერე ჩემი დაბნეული ღიმილით ნათქვამი - “მადლობა,ნახვამდის” და დერეფანში მოდევნებული მედდების მწუხარე მზერა. საავადყმყოფოს კარებთან ავტობუსის გაჩერებამდე ფეხების კანკალით მივედი და როგორც იქნა ჩამოვჯექი ნახევრად გატეხილ სკამზე. ზაფხულის ცხელი ბუღი იდგა ქალაქში. მანქანების გამონაბოლქვი, შუქნიშანთან გაჩერებული ძველი მანქანის მძღოლისთვის მოღერებული მუშტები და სიგნალები..თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ..რა ლამაზია ყველაფერი, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა ხანში ვეღარ დავინახო როგორ აცლის ვიღაც ნაბიჭვარი მოხუც მათხოვარს რკინის ქილიდან ხურდებს,ვეღარ ვიგრძნო მეზობლების გამჭოლი მზერა და ჩურჩული- ამას საყვარელი ყავს, ვეღარ შემეშინდეს ღამით ქუჩაში მომავალს ყაჩაღის ხელის პირზე აფარების..ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ მე მოვკვდები არც ისე ნელა და ძლიერი ტკივილებით, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში საჭმელს სხვისი ხელით შევჭამ, ან სულაც წვეთოვანით..რომ გავყვითლდები, ჩამოვხვმები და ერთ გაღიმებასაც დიდ ძალას დავატან, რომ ვეღარ ვაკოცებ, ვეღარ მოვეფერები და ვერც ჩახუტებული ვისლუკუნებ ჩხუბის შემდეგ..წამოვიზლაზნე სკამიდან და ჩვენს ადგილას წავედი. ჩამოვჯექი ხის ფესვზე, სადაც აქამდე მარტო შენთან ერთად ჩამომჯდარვარ და პატარა წკირით იმ მიწას დავუწყე ჩიჩქვნა, სადაც ჩემი ფრჩხილების ნაკვალევი რჩებოდა ხოლმე, როცა სიამოვნებისგან მთელი ხმით ვკვნესოდი და არ მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილი იყო..სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.მომინდა დამერეკა და მეთქვა, რომ მე მოვკვდები და სანამ მოვკვდები ჩემთან მინდა იყო..მაგრამ შემეცოდე..არ მინდოდა გენახა როგორ დავიღლებოდი ჩვეულებრივი საუბრისას, როგორ ჩამოვეყრდნობოდი ნიჟარას ჭურჭლის რეცხვისას ორი თეფშის ხელში აღებით ძალგამოცლილი, როგორ ვიწვებოდი საწოლში ოთხად მოკეცილი და როგორ დავკაწრავდი საწოლის თავს..ახლა უკვე სიმწრისგან..არ მინდოდა მთელი ცხოვრება გამუდმებით ჩაგსმოდა ყურში სიკვდილის წინ სიმწრისგან დაკვნეტილი სისხლიანი ტუჩებიდან ამოძახილი ” მიშველე”.. ჩანთიდან ამოვყარე ყველაფერი..როგორ მინდოდა შენც გაგეგო როგორ წავილუღლუღე ” მიყვარხარ” , როცა ხის ფესვზე პატარა ნაკადულად გაიკლაკნა ჩემი სისხლი..
© http://tindatin.wordpress.com/

მე შემძრა:|
pensioneri
ციტატა(leo-dzia @ Feb 24 2009, 17:52) *
ეს კი პენსოს თხოვნით უნდა დავაგდო აქ:
ჩვეულებრივად-საუკუნოდ...
ჩვეულებრივად,როგორც ხდება იფეთქებს კვირტი,
ჩვეულებრივად გამაბრუებს სურნელი მიწის.
კვლევ ძველ ჰანგებზე ამღერდება ბუჩქებში ჩიტი,
ასე მოხდება-გაზაფხულმა სულ ასე იცის.

აბობოქრდება ნაკადული როგორც სჩვევია,
როგორც სისხლი დუღს ადუღებით კოცონზე ვნების.
მერე წალეკავს რაც ცივ ზამთარს გადარჩენია,
ჩვეულებრივად,დაურთავად ბედისგან ნების.

და უჩვეულოდ ჩვენ ვიდგებით მზისფერ ჩანჩქერში,
აგიფრიალებს ნელი სიო აპრილის კაბას,
მე ჩავეფლობი წუთიერად ფიქრის ნამქერში,
შეგვიკერავენ ყვავილისგან ტყემლები საბანს.

ჩვეულებრივად,გაზაფხული უეცრად მოვა,
არ ასცდენია-დავიჯერებთ ისარი მიზანს,
ჭექა-ქუხილად დაგვატყდება გრძნობების გროვა,
ჩვენ ვიდგებით და უხმოდ ვუმზერთ ერთმანეთს დიდხანს.

მარადიულად გაჩერდება უეცრად წამი,
მოგვეჩვენება ჯოჯოხეთიც წამით ედემად,
გვემახსოვრება საუკუნოდ ტიტეს ატამი
და სამუდამოდ გაზაფხული დაგვებედება.
2009წ. 12 იანვარი..

თბილისი,ღამე...
აეუუF.... არადა არ მჩვევია ასეთი ლექსების წერა...


აი ეს მესმიიიიის!!!
აი ზუსტად ასეთი ლექსები მინდოდა რომ დაგეწერა და ტყუილად იძახი არ მჩვევიაო...
მართლა მაგარია...
რაღაცნაირი,ჩემეული...
ცოტა იდუმალიც...
რაც მთავარია ჩემ საყვარელ დროზეა ლაპარაკი-გაზაფხულზე...აპრილზე...
მუზა რომ დაგიბრუნდება,ასეთი ლექსების წერა გააგრძელე რა....smile.gif
leo-dzia
ციტატა(pensioneri @ Feb 25 2009, 13:37) *
აი ეს მესმიიიიის!!!
აი ზუსტად ასეთი ლექსები მინდოდა რომ დაგეწერა და ტყუილად იძახი არ მჩვევიაო...
მართლა მაგარია...
რაღაცნაირი,ჩემეული...
ცოტა იდუმალიც...
რაც მთავარია ჩემ საყვარელ დროზეა ლაპარაკი-გაზაფხულზე...აპრილზე...
მუზა რომ დაგიბრუნდება,ასეთი ლექსების წერა გააგრძელე რა....smile.gif



ვიცი,რომ ასეთი ლექსები მოგწონს და გაზაფხული შენი საყვარელი დროა...


მაგიტომაც დავწერე ასეთი ლექსი...
pensioneri
leo-dzia
მასე გააგრძელეsmile.gif
Jood
ჩემებური თარგმანი მაქსიმალურად მიახლოებული ტექსტთან
იმედია მიხვდებით კიდეც რომელი სიმღერაა:



დასასრული (თარგმანი)

ეს დასასრულია... შენი მშვენიერი მეგობარი..
ეს დასასრული ჩემი ერთადერთი მეგობარია..
დასასრული ჩვენი ოსტატურად დაგეგმილი მომავლის..
მხოლოდ დასასრული..
მე შენს თვალებში ვეღარასოდეს ჩავიხედავ...

შეგიძლია, აღწერო უსაზღვრო თავისუფლება?
სასოწარკვეთილებას ვიღაც უცნობის ხელი სჭირდება
სასოწარკვეთილ
მიწაზე (არეულ სამყაროში)...

ნათელ უდაბნოში დაკარგული ტკივილიანი
და სულით ავადმყოფი ბავშვები ელოდებიან ზაფხულის წვიმას

დიახ...
და ეს ქვეყნის აღსასრულის საშიშროებაა...
მართე სამეფო გზა
სცენის შიგნით მდგარი ოქროს ტახტიდან...
მართე სწორი გზა - იარე დასავლეთით, პატარავ...

მართე გველი, გამოიყენე ძველ ტბაში მყოფი
გრძელი და სველი გველი, პატარავ...
გველი გრძელია, 7 დღის სავალზე...
ის ბებერია, ხოლო მისი კანი ძალიან ცივი...

წადი, დასავლეთში პატარავ, იქ ყველაფერი კარგია,
იქ დაისვენებ...

მამის ლურჯი ავტობუსი გვეძახის გზისკენ
მუნჯო მძღოლო, რას გველაპარაკები?

მკვლელმა განთიადისას გაიღვიძა... ჩაიცვა უნიფორმა,
მოირგო სახე უძველესი გალერეიდან...
დაეშვა კიბეზე...
გავიდა ჰოლში....
შევიდა თავისი დის ოთახში...
შევიდა მამასთან...
-მამა!
-დიახ, შვილო...
-მე შენ უნდა მოგკლა!! დედა, მე შენთან სექსი მინდა!
მოდი ჩემთან მთელი ღამე, დიახ, მოდი... მე შენ გელოდები...

მოდი, პატარავ, შენ ახლა გაქვს შანსი ჩემთან,
მოდი დავკავდეთ სიყვარულის თამაშით,
დიახ..
ახლა...

მოკალი...
მოკალი...
მოკალი...

ეს ყველაფერი დასასრულია...
ეს დასასრული მხოლოდ ჩემი მეგობარია..
ის ანადგურებს ყველაფერს, რაც კი არსებობს...
ეს მოხარხარის დასასრულია, რომელიც შენ ვერასდროს გამყოფებს თავისუფალს..

სიმშვიდეს იტყუება..
სამყარო ტყუის...
ახლა არის იმ ღამის დასასრული, როცა ჩვენ სიკვდილს ცვდილობთ..

ეს ყველაფრის დასასრულია....
kedi
tb_parazitka
ოოჰ,
მორისონის თარგმნა რთულია.
მე შენი თარგმანი არ მომეწონა.. იმიტომ რომ დაკარგა ყველა ემოცია, რაც ზოგადად, მაგ სიმღერას აქვს..
tako_kakabadze
leo-dzia


ასე ჯობია smile.gif




tb_parazitka


გვანცა, წერე, კარგად გამოგდის. თარგმანს თავი დაანებე. დათო წერედიანის თარგმანიც არ არის ის, რაც უნდა იყოს. smile.gif
Jood
ვუიჰ ეხა ვნახე პოსტები biggrin.gif


არა კაცო შორს ჩემგან თარგმანები სად შემიძLია ნერვიც არ მაქ მაგისი

ეს ძმაკაცმა მთხოვა გადამითარგმნეო და იმისთვის გადავთარგმნე

და რევიც თვალში მომხვდა გუშინ კომპს რო ვალაგებდი და ეგრე დვდე

თორე ააარა ნაღდად არ ვაპირებ მაგ საქმეს შევეჭიდო biggrin.gif

ჯერ მარტო მუსიკაში ვერ ვიტან ცოვერების დაკვრას და ეხა

ჩემი "მწერლობის დროც" (LOL) ამას დავუთმო ტოჟე მნე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tiko-tikuna

გმადლობ,რომ ჩემი ლექსები მოწონს და კითხულობ...
ეს კი პენსოს თხოვნით უნდა დავაგდო აქ:
ჩვეულებრივად-საუკუნოდ...
ჩვეულებრივად,როგორც ხდება იფეთქებს კვირტი,
ჩვეულებრივად გამაბრუებს სურნელი მიწის.
კვლევ ძველ ჰანგებზე ამღერდება ბუჩქებში ჩიტი,
ასე მოხდება-გაზაფხულმა სულ ასე იცის.

აბობოქრდება ნაკადული როგორც სჩვევია,
როგორც სისხლი დუღს ადუღებით კოცონზე ვნების.
მერე წალეკავს რაც ცივ ზამთარს გადარჩენია,
ჩვეულებრივად,დაურთავად ბედისგან ნების.

და უჩვეულოდ ჩვენ ვიდგებით მზისფერ ჩანჩქერში,
აგიფრიალებს ნელი სიო აპრილის კაბას,
მე ჩავეფლობი წუთიერად ფიქრის ნამქერში,
შეგვიკერავენ ყვავილისგან ტყემლები საბანს.

ჩვეულებრივად,გაზაფხული უეცრად მოვა,
არ ასცდენია-დავიჯერებთ ისარი მიზანს,
ჭექა-ქუხილად დაგვატყდება გრძნობების გროვა,
ჩვენ ვიდგებით და უხმოდ ვუმზერთ ერთმანეთს დიდხანს.

მარადიულად გაჩერდება უეცრად წამი,
მოგვეჩვენება ჯოჯოხეთიც წამით ედემად,
გვემახსოვრება საუკუნოდ ტიტეს ატამი
და სამუდამოდ გაზაფხული დაგვებედება.
2009წ. 12 იანვარი..

თბილისი,ღამე...
აეუუF.... არადა არ მჩვევია ასეთი ლექსების წერა
[/quote]


dz tbili da sayvareli leqsiaaa, me momwons
seven
გამრყვენი ცაო.. ეს ლექსი მომწონს მე biggrin.gif
salomeaa
ციტატა(seven @ Mar 8 2009, 22:06) *
გამრყვენი ცაო.. ეს ლექსი მომწონს მე biggrin.gif

იმ ლექსაც მოსწონხარ

სიტყვიერი გაფრთხილება, თემას კარგად შეხედე smile.gif
leo-dzia
აუ,საუკუნეა აღარაფერი დამიწერია... არადა როცა ვწერდი ძალიან კარგად ვიყავი...


რაშია ნეტა საქმე?
tiko-tikuna
"არავის უამბო თუ როგორ გვიყვარდა
ვგიჟობდით... ვბავშვობდით
არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე...
არავის უამბო თუ როგორ დავშორდით...
არავის უამბო!..."
tiko-tikuna
"დაკემსილ საბანში მატყლივით გაგროვებ,
ღრიჭოსაც დავქოლავ თუ ღამე გავიდა,
მერე კი წყალივით მოშვებულს დაგტოვებ
და შენით სისხლიან იარებს დავიბან!..." 7.gif
silibistro
ციტატა(TRINITI @ Nov 14 2007, 11:19) *
ჰა, დაწერეთ ახლა!!!!
ვაჰ!!!
თემის ავტორმა პირველ რიგში blum.gif

კარგი თემაა და არ მინდა წასაშლელი გახდეს უფუნქოობის გამო.... ასე რომ, მოიკრიბეთ გამბედობა ... default.gif

კაი ბატონო აგერ ვარ და და ჩემი ნაჯღაბნით შეგაწყენთ თავს


არ მინდა ვიყო გალაკტიონი,
მე გრანელობა უფრო მიზიდავს,
არ მინდა მეცხოს ზეცით მირონი,
ამოვიზარდო მინდა მიწიდან.

ან გრანელობა იქნებ არც ღირდეს,
იქნება ჯობდეს ბედი ქარისა.
იქნება სჯობდეს ერთგვარად მღრღნიდეს,
სიტყვა მტრისაც და მეგობარისაც.

არ მინდა ვიყო ცივი მწვერვალი,
და დავყურებდე ყველას ზვიადად,
როგორც ილია იყო მწერალი,
წერდა და ტოლად არვინ მიაჩნდა.

შორს ქედმაღლური ჩემგან ფიქრები,
ეგ არ ყოფილა ჩემი ხელობა,
ვაჟასეული ცხვარი ვიქნები,
ოღონდ მაშოროს ღმერთმა მგელობა.
salomeaa
ჩემიდან შენამდე რა დღეა დღეს? მგონი შაბათი. რა აზრი აქვს დღეების თვლას, როცა ყველა დღემ ურცხვად გაიხადა სიზუსტის სამოსელი. რომელი დღეა? მგონი შაბათი. შაბათი დღე არ მიყვარს. ყველა შაბათი ერთნაირია, მოწყენილი და საშინლად სევდიანი. მკვდარი ჩიტივით არის.
,,ნუ გეშინიათ, აღარ მტკივა ხელისგულები” . . . არადა მტკივა, მაინც მტკივა
თვალები, ხელისგულები, თითები და სული . . .
შიშველი დღეები შემომცქერიან ცარიელი თვალებით და სამოსელს ვეძებ მათთვის – ყოველდღიურობა/ დაღლილობა/ მოწყენილობა/ არანორმალურობა . . .
ისევ შემომცქერიან შიშველი დღეები და მე ისევ ვფიქრობ . . . ვერ გადავწყვიტე.
რომელი დღეა ჩემიდან შენამდე? მგონი შაბათი . . .
. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი კვირაა ვეხვეწები ,,ვარდისფერი ავტობუსის” წიგნი მომიტანოს. მაგრამ ის დუმს – არც ჰოს ამბობს არც არას. ჩემი მობილურიდან ვუგზავნი მესიჯს ,,ვარდისფერი ავტობუსი” .ის დუმს. მერე ვბრაზდები და ნომრის, სახელის მიუთითებლად sms.ge -დან ვგზავნი მესიჯებს ,,ვარდისფერი ავტობუსი” და თან წარმოვიდგენ - მობილურს დახედავს სადაც წერია 7 unread messages, გახსნის და 7 ,,ვარდისფერი ავტობუსია” : ))))))
გუშინ შემოტევა მქონდა, ძველებურად მძაფრი. ღამის 2 საათი იყო და მესიჯი მივწერე, რომ მტკივა სხეული არა სული და მეშინია. მეგონა ეძინა, მაგრამ მესიჯი მოვიდა, სადაც ის სიტყვები ეწერა, რასაც მე ვწერდი როცა მას სტკიოდა და ეშინოდა. . . პასუხი აღარ მიმიწერია. არ მინდოდა. არადა იმ დროს ყველა შემთვევაში უნდა ძინებოდა, მაგრამ . . . ყოვლთვის გრძობს, რომ ცუდად ვარ, ფიზიკურად გრძნობს სხეულითაც კი.
დღეს სახლში დაბრუნებულს მხვდება ,,ვარდისფერი ავტობუსის" წიგნი შიგნით ბარათით: ,,მაპატიე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქამდე ვერ მოგიტანე. არ გამიბრაზდე (მერე ხატია სმაილი და გვირილა)
პ.ს. მე შენ მჭირდები, რომ ჰორიზონტს გავცდე, ნუ შემატოვებ ამ საზღვრებს მარტო. ამ რეალობას. კაი? ძლიერი უნდა იყო! ზოგჯერ ჩემს მაგივრადაც”
ზუსტად ვიცი საღამოს რატომ არ მოიტანა, როცა სახლში ვიქნებოდი. ჩემი ნახვა არ უნდოდა. იმიტომ რომ ასეთი შემოტევის მერე ჩემი თვალები გამხმარი გვირილების მდელოებია და ჩამოხრჩობილის ღიმილით ვიღიმები.. . გულში მიხარია, რომ ვერც მე ვერ ვნახე.
,,ძლიერი უნდა იყო. ძლიერი უნდა იყო. ძალიერი უნდა იყო" – მკვდარი ფოთლებივით ტივიტვებენ ეს სიტყვები ჩემში. როგორ? ვსვამ კითხვას და მე თვითონ ვცემ პასუხს – არ ვიცი.

. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გამოცარიელებული გული.
გული არა. გული ვის სჭირდება? არავის. ყველა ცარიელი საგულეთით დადის და არც ანაღვლებთ ეს ამბავი.
სიცივე
ნიღბები, ნიღბები, ნიღბები
ღიმილი , ამბორი ცრუ
,,გიხაროდენ რაბი” და გაყიდა 30 ვერცხლად.
გიხაროდენ!
ტანჯვა
წყლულები, წყლულები, წყლულები
ჯვრები მიყუდებულები, წამოსაკიდები, წამოკიდულები
,,ჯვარი ის არ არის, რომელსაც მიაყუდებ, ჯვარი ის, არის რომელიც სულ უნდა ატარო”
ქაოსი ქაოსი ქაოსი
დაცემა ადგომა დაცემა ადგომა დაცემა
ვიხრჩობიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივდივართ სამებაში ორნი – მე და ქეთი. ქეთი და მე. მანამდე შევდივართ კაფეში და ვსაუბრობთ არაფერზე და ვსაუბრობთ ყველაფერზე. როგორც ყოველთვის მე ვლაპარაკბ, ქეთი მისმენს და როგორც ყოველთვის მეთანმხება. ბოლოს ვიღლები საკუთარი ლაპარაკით და ვნანობ, რომ ამდენი უაზროდ ვილაპარაკე. დუმილი მინდა, საკუთარ თავში ჩაბრუნება
აღმართს მივუყვებით ნელა, ძალიან ნეეეელა. ქვაფენილია და სიარული მიჭირს, ჩემი ქუსლები იჭედება და შემაწუხებლად კაკუნებს. ქეთი შოპენის მუსიკას მიწერს მობილურში. მე ვრთავ შოპენს და ეხლა აღმართს ხალხთან ერთად სამნი მივუყვეით – მე, ქეთი და შოპენი თავისი სევდიანი მელოდიით.
-როგორ დაწერა ასეთი მაგარი მუსიკა? უკვირს ქეთის.
-ალბათ ვინმე უყვარდა და იმან მიატოვა, ჰოდა დაჯდა და დაწერა – ვასკვნი ბრძუნლად : ))))) ქეთის ჩემი აზრი მოსწონს და როგორც ყოველთვის ეხლაც მეთანხმება.
მივდივართ სამნი – მე, ქეთი და შოპენი და სულ ერთი წამით ცხადად შევიგრძენი, რომ ეს მუსიკა მუსიკაზე მეტი იყო, ამთამსვლელებაში ჩემი ოცნებები მიმქონდა ოღონდ უკვე დამჭკნარი, დაფერფლილი, გარდაცვლილი . . . და რაღაცნაირად დავცარიელდი შინაგანად, წამიერად დავიწყებული ცუდად ყოფნა ჩიტის ნაბიჯებით შემოიპარა ჩემს სულში და დატოვა პატარა, მაგრამ ღრმა კვალი.
-სალომე ყველა ჩვენ გვიყურებს – ქეთიმ გამომაფხიზლა. მეც სასწარფოდ დავადუმე შოპენი. ეხლა ისევ ორნი მივდივართ - მე და ქეთი, ქეთი და მე. და შოპენიც ოღონდ ჩუმად, დადუმებული, ჩემში უკრავს პიანინოს თეთრ კლავიშებზე.
სამებაში მამა დანიელი მხვდება შემთხვევით (თუმცა მე შემთხვევითობის არ მჯერა). ძალიან გამიხარდა მონასტრის მამაოს დანახვა. თბილად მიყურებს და მეკითხება როგორ ვარ – კარგად ვპასუხობ მე და ვიღიმი , მერე დალოცა და წამოვედი.
ვბრუნდებით ორნი - მე და ქეთი, ქეთი და მე. შოპენს აღარ ვუსმენ. მამა დანიელზე ვფიქრობ , მონასტერზე. მშვიდად ვარ და მყუდროდ.

ჩემი ოთახი დაულაგებელია. გამხამარი ყვაგილები (ერთდროულად სამ ლარნაკში), მიმობნეული წიგნები, ტანსაცმელზე ხომ ცალკე წიგნი დაიწერებოდა : )))))))))) დილით მაგვიანდებოდა ლექციაზე და ვერ დავალაგე. მერე ძალიან დაღლილი ვიყავი და ვიფიქრე ხვალ დავალაგებ მეთქი. დედამ შემოიხედა და მეუბნება – სალომე პირობა მომეცი რომ შენს ოთახს ესე დაულაგებელს არ დატოვებ. მე ვდუმ. რაც არ უნდა გეჩქარებიოდეს მაინც დაალაგებ. მე ვდუმ. ჩემგან პასუხს ელოდება, მაგრამ მიხვდა რომ ვდუმ და მიდის. მე ჩემი დაულაგებელი ოთახის იატაკზე ვზივარ და ვწერ ჩემთვის, ჩემზე.
გვერდით ოთახიდან ისევ დედის ხმა მესმის – მომეხმარე ჭურჭლს გამოტანაში. მე ვდუმ და არც ვეხმარები. როგორ გინდა აუხსნა რომ ჩემს ტკივილზე ვწერ და ჭურჭლის შემოტანა, ოჯახურ საქმეებში ჩაბმა სულაც არ მსიამოვნებს, მსიამოვნებს კი არადა არ შემიძლია.
ჰოდა ისევ ჩემი დაულგებელი ოთახის იატაკზე ვზივარ (პროტესტის ნიშნად) და წერას ვაგრძელებ . . .
sting
salomeaa

ნუ ხარ ასეთი სევდიანი u.gif
salomeaa
ციტატა(sting @ Apr 4 2009, 22:46) *
salomeaa

ნუ ხარ ასეთი სევდიანი u.gif

air_kiss.gif air_kiss.gif air_kiss.gif
ჩემმა მეგობარმა მითხრა შიგნიდან ასეთ ტკივილს დაატარებ და გარეგნულად მაგრად ინიღბები საერთოდ არ გეტყობაო ( სულ ვიღიმები) sorry.gif

საშინლად სევდიანი გამომდის ნაწერები, ამაზე უარესებიც მაქვს u.gif
tako_kakabadze
silibistro

ციტატა
ვაჟასეული ცხვარი ვიქნები,
ოღონდ მაშოროს ღმერთმა მგელობა.


ვაჟა smile.gif

salomeaa

ციტატა
ყველა ცარიელი საგულეთით დადის და არც ანაღვლებთ ეს ამბავი


ცოტა დაგვინდეთ. smile.gif



როგორ ახერხებ ამხელა სევდის დამალვას?
silibistro
[quote name='tako_kakabadze' date='Apr 5 2009, 6:48' post='666378']
silibistro
ვაჟა smile.gif

კი ნამდვილად ვაჟა ok.gif

აზრი ვაჟასია, წავიკითხე და თავში ჩამრჩა.


ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა
უფალო ცხვარად მამყოფე
ოღონდ ამცილდეს მგელობა.


ოღონდ თავს ვერ დავდებ რო ზუსტად დავწერე, ეს მაქვს წაკითხული ღრმა ბავშვობაში და არ მახსოვს კარგათ
2kija
ციტატა(salomeaa @ Apr 4 2009, 22:10) *
ჩემიდან შენამდე რა დღეა დღეს? მგონი შაბათი. რა აზრი აქვს დღეების თვლას, როცა ყველა დღემ ურცხვად გაიხადა სიზუსტის სამოსელი. რომელი დღეა? მგონი შაბათი. შაბათი დღე არ მიყვარს. ყველა შაბათი ერთნაირია, მოწყენილი და საშინლად სევდიანი. მკვდარი ჩიტივით არის.
,,ნუ გეშინიათ, აღარ მტკივა ხელისგულები” . . . არადა მტკივა, მაინც მტკივა
თვალები, ხელისგულები, თითები და სული . . .
შიშველი დღეები შემომცქერიან ცარიელი თვალებით და სამოსელს ვეძებ მათთვის – ყოველდღიურობა/ დაღლილობა/ მოწყენილობა/ არანორმალურობა . . .
ისევ შემომცქერიან შიშველი დღეები და მე ისევ ვფიქრობ . . . ვერ გადავწყვიტე.
რომელი დღეა ჩემიდან შენამდე? მგონი შაბათი . . .
. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი კვირაა ვეხვეწები ,,ვარდისფერი ავტობუსის” წიგნი მომიტანოს. მაგრამ ის დუმს – არც ჰოს ამბობს არც არას. ჩემი მობილურიდან ვუგზავნი მესიჯს ,,ვარდისფერი ავტობუსი” .ის დუმს. მერე ვბრაზდები და ნომრის, სახელის მიუთითებლად sms.ge -დან ვგზავნი მესიჯებს ,,ვარდისფერი ავტობუსი” და თან წარმოვიდგენ - მობილურს დახედავს სადაც წერია 7 unread messages, გახსნის და 7 ,,ვარდისფერი ავტობუსია” : ))))))
გუშინ შემოტევა მქონდა, ძველებურად მძაფრი. ღამის 2 საათი იყო და მესიჯი მივწერე, რომ მტკივა სხეული არა სული და მეშინია. მეგონა ეძინა, მაგრამ მესიჯი მოვიდა, სადაც ის სიტყვები ეწერა, რასაც მე ვწერდი როცა მას სტკიოდა და ეშინოდა. . . პასუხი აღარ მიმიწერია. არ მინდოდა. არადა იმ დროს ყველა შემთვევაში უნდა ძინებოდა, მაგრამ . . . ყოვლთვის გრძობს, რომ ცუდად ვარ, ფიზიკურად გრძნობს სხეულითაც კი.
დღეს სახლში დაბრუნებულს მხვდება ,,ვარდისფერი ავტობუსის" წიგნი შიგნით ბარათით: ,,მაპატიე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქამდე ვერ მოგიტანე. არ გამიბრაზდე (მერე ხატია სმაილი და გვირილა)
პ.ს. მე შენ მჭირდები, რომ ჰორიზონტს გავცდე, ნუ შემატოვებ ამ საზღვრებს მარტო. ამ რეალობას. კაი? ძლიერი უნდა იყო! ზოგჯერ ჩემს მაგივრადაც”
ზუსტად ვიცი საღამოს რატომ არ მოიტანა, როცა სახლში ვიქნებოდი. ჩემი ნახვა არ უნდოდა. იმიტომ რომ ასეთი შემოტევის მერე ჩემი თვალები გამხმარი გვირილების მდელოებია და ჩამოხრჩობილის ღიმილით ვიღიმები.. . გულში მიხარია, რომ ვერც მე ვერ ვნახე.
,,ძლიერი უნდა იყო. ძლიერი უნდა იყო. ძალიერი უნდა იყო" – მკვდარი ფოთლებივით ტივიტვებენ ეს სიტყვები ჩემში. როგორ? ვსვამ კითხვას და მე თვითონ ვცემ პასუხს – არ ვიცი.

. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გამოცარიელებული გული.
გული არა. გული ვის სჭირდება? არავის. ყველა ცარიელი საგულეთით დადის და არც ანაღვლებთ ეს ამბავი.
სიცივე
ნიღბები, ნიღბები, ნიღბები
ღიმილი , ამბორი ცრუ
,,გიხაროდენ რაბი” და გაყიდა 30 ვერცხლად.
გიხაროდენ!
ტანჯვა
წყლულები, წყლულები, წყლულები
ჯვრები მიყუდებულები, წამოსაკიდები, წამოკიდულები
,,ჯვარი ის არ არის, რომელსაც მიაყუდებ, ჯვარი ის, არის რომელიც სულ უნდა ატარო”
ქაოსი ქაოსი ქაოსი
დაცემა ადგომა დაცემა ადგომა დაცემა
ვიხრჩობიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივდივართ სამებაში ორნი – მე და ქეთი. ქეთი და მე. მანამდე შევდივართ კაფეში და ვსაუბრობთ არაფერზე და ვსაუბრობთ ყველაფერზე. როგორც ყოველთვის მე ვლაპარაკბ, ქეთი მისმენს და როგორც ყოველთვის მეთანმხება. ბოლოს ვიღლები საკუთარი ლაპარაკით და ვნანობ, რომ ამდენი უაზროდ ვილაპარაკე. დუმილი მინდა, საკუთარ თავში ჩაბრუნება
აღმართს მივუყვებით ნელა, ძალიან ნეეეელა. ქვაფენილია და სიარული მიჭირს, ჩემი ქუსლები იჭედება და შემაწუხებლად კაკუნებს. ქეთი შოპენის მუსიკას მიწერს მობილურში. მე ვრთავ შოპენს და ეხლა აღმართს ხალხთან ერთად სამნი მივუყვეით – მე, ქეთი და შოპენი თავისი სევდიანი მელოდიით.
-როგორ დაწერა ასეთი მაგარი მუსიკა? უკვირს ქეთის.
-ალბათ ვინმე უყვარდა და იმან მიატოვა, ჰოდა დაჯდა და დაწერა – ვასკვნი ბრძუნლად : ))))) ქეთის ჩემი აზრი მოსწონს და როგორც ყოველთვის ეხლაც მეთანხმება.
მივდივართ სამნი – მე, ქეთი და შოპენი და სულ ერთი წამით ცხადად შევიგრძენი, რომ ეს მუსიკა მუსიკაზე მეტი იყო, ამთამსვლელებაში ჩემი ოცნებები მიმქონდა ოღონდ უკვე დამჭკნარი, დაფერფლილი, გარდაცვლილი . . . და რაღაცნაირად დავცარიელდი შინაგანად, წამიერად დავიწყებული ცუდად ყოფნა ჩიტის ნაბიჯებით შემოიპარა ჩემს სულში და დატოვა პატარა, მაგრამ ღრმა კვალი.
-სალომე ყველა ჩვენ გვიყურებს – ქეთიმ გამომაფხიზლა. მეც სასწარფოდ დავადუმე შოპენი. ეხლა ისევ ორნი მივდივართ - მე და ქეთი, ქეთი და მე. და შოპენიც ოღონდ ჩუმად, დადუმებული, ჩემში უკრავს პიანინოს თეთრ კლავიშებზე.
სამებაში მამა დანიელი მხვდება შემთხვევით (თუმცა მე შემთხვევითობის არ მჯერა). ძალიან გამიხარდა მონასტრის მამაოს დანახვა. თბილად მიყურებს და მეკითხება როგორ ვარ – კარგად ვპასუხობ მე და ვიღიმი , მერე დალოცა და წამოვედი.
ვბრუნდებით ორნი - მე და ქეთი, ქეთი და მე. შოპენს აღარ ვუსმენ. მამა დანიელზე ვფიქრობ , მონასტერზე. მშვიდად ვარ და მყუდროდ.

ჩემი ოთახი დაულაგებელია. გამხამარი ყვაგილები (ერთდროულად სამ ლარნაკში), მიმობნეული წიგნები, ტანსაცმელზე ხომ ცალკე წიგნი დაიწერებოდა : )))))))))) დილით მაგვიანდებოდა ლექციაზე და ვერ დავალაგე. მერე ძალიან დაღლილი ვიყავი და ვიფიქრე ხვალ დავალაგებ მეთქი. დედამ შემოიხედა და მეუბნება – სალომე პირობა მომეცი რომ შენს ოთახს ესე დაულაგებელს არ დატოვებ. მე ვდუმ. რაც არ უნდა გეჩქარებიოდეს მაინც დაალაგებ. მე ვდუმ. ჩემგან პასუხს ელოდება, მაგრამ მიხვდა რომ ვდუმ და მიდის. მე ჩემი დაულაგებელი ოთახის იატაკზე ვზივარ და ვწერ ჩემთვის, ჩემზე.
გვერდით ოთახიდან ისევ დედის ხმა მესმის – მომეხმარე ჭურჭლს გამოტანაში. მე ვდუმ და არც ვეხმარები. როგორ გინდა აუხსნა რომ ჩემს ტკივილზე ვწერ და ჭურჭლის შემოტანა, ოჯახურ საქმეებში ჩაბმა სულაც არ მსიამოვნებს, მსიამოვნებს კი არადა არ შემიძლია.
ჰოდა ისევ ჩემი დაულგებელი ოთახის იატაკზე ვზივარ (პროტესტის ნიშნად) და წერას ვაგრძელებ . . .


ხედვათა ტრანსფორმაცია : C20H25N3O

Lysergic acid diethylamide
salomeaa
ციტატა(tako_kakabadze @ Apr 5 2009, 7:48) *
silibistro
ვაჟა smile.gif

salomeaa
ცოტა დაგვინდეთ. smile.gif

,,ყველაში" გამონაკლისები იგულისხმება : )))))))))))))))

ციტატა(tako_kakabadze @ Apr 5 2009, 7:48) *
როგორ ახერხებ ამხელა სევდის დამალვას?

რეავი აბა : )))))))))))

ციტატა(2kija @ Apr 5 2009, 16:03) *
ხედვათა ტრანსფორმაცია : C20H25N3O

Lysergic acid diethylamide

ვერ მივხვდი. ადამიანურად მითხარი : )))))))))))) friends.gif
2kija
salomeaa
ადამიანურად ვერ გეტყვი ))))

მომეწონა შენი თხრობის მანერა, ლამაზია ტექსტი და სიტყვათაშეხამებაც ალტერნატიულად სენტიმენტალური (კარგი)

მარა არ მომეწონა შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი vishenka_34.gif
salomeaa
ციტატა(2kija @ Apr 5 2009, 19:20) *
salomeaa
ადამიანურად ვერ გეტყვი ))))

მომეწონა შენი თხრობის მანერა, ლამაზია ტექსტი და სიტყვათაშეხამებაც ალტერნატიულად სენტიმენტალური (კარგი)

მარა არ მომეწონა შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი vishenka_34.gif

გაიხარე : )))))))
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსადმი არც მე მომწონს, მაგრამ george.gif
2kija
ციტატა
ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსადმი არც მე მომწონს


ამიტომ: C20H25N3O )))
salomeaa
ციტატა(2kija @ Apr 5 2009, 19:24) *
ამიტომ: C20H25N3O )))

ეგ რა არის? : ))))))
DAKOTA
ციტატა(salomeaa @ Apr 4 2009, 22:10) *
ჩემიდან შენამდე რა დღეა დღეს? მგონი შაბათი. რა აზრი აქვს დღეების თვლას, როცა ყველა დღემ ურცხვად გაიხადა სიზუსტის სამოსელი. რომელი დღეა? მგონი შაბათი. შაბათი დღე არ მიყვარს. ყველა შაბათი ერთნაირია, მოწყენილი და საშინლად სევდიანი. მკვდარი ჩიტივით არის.
,,ნუ გეშინიათ, აღარ მტკივა ხელისგულები” . . . არადა მტკივა, მაინც მტკივა
თვალები, ხელისგულები, თითები და სული . . .
შიშველი დღეები შემომცქერიან ცარიელი თვალებით და სამოსელს ვეძებ მათთვის – ყოველდღიურობა/ დაღლილობა/ მოწყენილობა/ არანორმალურობა . . .
ისევ შემომცქერიან შიშველი დღეები და მე ისევ ვფიქრობ . . . ვერ გადავწყვიტე.
რომელი დღეა ჩემიდან შენამდე? მგონი შაბათი . . .
. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი კვირაა ვეხვეწები ,,ვარდისფერი ავტობუსის” წიგნი მომიტანოს. მაგრამ ის დუმს – არც ჰოს ამბობს არც არას. ჩემი მობილურიდან ვუგზავნი მესიჯს ,,ვარდისფერი ავტობუსი” .ის დუმს. მერე ვბრაზდები და ნომრის, სახელის მიუთითებლად sms.ge -დან ვგზავნი მესიჯებს ,,ვარდისფერი ავტობუსი” და თან წარმოვიდგენ - მობილურს დახედავს სადაც წერია 7 unread messages, გახსნის და 7 ,,ვარდისფერი ავტობუსია” : ))))))
გუშინ შემოტევა მქონდა, ძველებურად მძაფრი. ღამის 2 საათი იყო და მესიჯი მივწერე, რომ მტკივა სხეული არა სული და მეშინია. მეგონა ეძინა, მაგრამ მესიჯი მოვიდა, სადაც ის სიტყვები ეწერა, რასაც მე ვწერდი როცა მას სტკიოდა და ეშინოდა. . . პასუხი აღარ მიმიწერია. არ მინდოდა. არადა იმ დროს ყველა შემთვევაში უნდა ძინებოდა, მაგრამ . . . ყოვლთვის გრძობს, რომ ცუდად ვარ, ფიზიკურად გრძნობს სხეულითაც კი.
დღეს სახლში დაბრუნებულს მხვდება ,,ვარდისფერი ავტობუსის" წიგნი შიგნით ბარათით: ,,მაპატიე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქამდე ვერ მოგიტანე. არ გამიბრაზდე (მერე ხატია სმაილი და გვირილა)
პ.ს. მე შენ მჭირდები, რომ ჰორიზონტს გავცდე, ნუ შემატოვებ ამ საზღვრებს მარტო. ამ რეალობას. კაი? ძლიერი უნდა იყო! ზოგჯერ ჩემს მაგივრადაც”
ზუსტად ვიცი საღამოს რატომ არ მოიტანა, როცა სახლში ვიქნებოდი. ჩემი ნახვა არ უნდოდა. იმიტომ რომ ასეთი შემოტევის მერე ჩემი თვალები გამხმარი გვირილების მდელოებია და ჩამოხრჩობილის ღიმილით ვიღიმები.. . გულში მიხარია, რომ ვერც მე ვერ ვნახე.
,,ძლიერი უნდა იყო. ძლიერი უნდა იყო. ძალიერი უნდა იყო" – მკვდარი ფოთლებივით ტივიტვებენ ეს სიტყვები ჩემში. როგორ? ვსვამ კითხვას და მე თვითონ ვცემ პასუხს – არ ვიცი.

. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გამოცარიელებული გული.
გული არა. გული ვის სჭირდება? არავის. ყველა ცარიელი საგულეთით დადის და არც ანაღვლებთ ეს ამბავი.
სიცივე
ნიღბები, ნიღბები, ნიღბები
ღიმილი , ამბორი ცრუ
,,გიხაროდენ რაბი” და გაყიდა 30 ვერცხლად.
გიხაროდენ!
ტანჯვა
წყლულები, წყლულები, წყლულები
ჯვრები მიყუდებულები, წამოსაკიდები, წამოკიდულები
,,ჯვარი ის არ არის, რომელსაც მიაყუდებ, ჯვარი ის, არის რომელიც სულ უნდა ატარო”
ქაოსი ქაოსი ქაოსი
დაცემა ადგომა დაცემა ადგომა დაცემა
ვიხრჩობიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

. . . .. . .. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივდივართ სამებაში ორნი – მე და ქეთი. ქეთი და მე. მანამდე შევდივართ კაფეში და ვსაუბრობთ არაფერზე და ვსაუბრობთ ყველაფერზე. როგორც ყოველთვის მე ვლაპარაკბ, ქეთი მისმენს და როგორც ყოველთვის მეთანმხება. ბოლოს ვიღლები საკუთარი ლაპარაკით და ვნანობ, რომ ამდენი უაზროდ ვილაპარაკე. დუმილი მინდა, საკუთარ თავში ჩაბრუნება
აღმართს მივუყვებით ნელა, ძალიან ნეეეელა. ქვაფენილია და სიარული მიჭირს, ჩემი ქუსლები იჭედება და შემაწუხებლად კაკუნებს. ქეთი შოპენის მუსიკას მიწერს მობილურში. მე ვრთავ შოპენს და ეხლა აღმართს ხალხთან ერთად სამნი მივუყვეით – მე, ქეთი და შოპენი თავისი სევდიანი მელოდიით.
-როგორ დაწერა ასეთი მაგარი მუსიკა? უკვირს ქეთის.
-ალბათ ვინმე უყვარდა და იმან მიატოვა, ჰოდა დაჯდა და დაწერა – ვასკვნი ბრძუნლად : ))))) ქეთის ჩემი აზრი მოსწონს და როგორც ყოველთვის ეხლაც მეთანხმება.
მივდივართ სამნი – მე, ქეთი და შოპენი და სულ ერთი წამით ცხადად შევიგრძენი, რომ ეს მუსიკა მუსიკაზე მეტი იყო, ამთამსვლელებაში ჩემი ოცნებები მიმქონდა ოღონდ უკვე დამჭკნარი, დაფერფლილი, გარდაცვლილი . . . და რაღაცნაირად დავცარიელდი შინაგანად, წამიერად დავიწყებული ცუდად ყოფნა ჩიტის ნაბიჯებით შემოიპარა ჩემს სულში და დატოვა პატარა, მაგრამ ღრმა კვალი.
-სალომე ყველა ჩვენ გვიყურებს – ქეთიმ გამომაფხიზლა. მეც სასწარფოდ დავადუმე შოპენი. ეხლა ისევ ორნი მივდივართ - მე და ქეთი, ქეთი და მე. და შოპენიც ოღონდ ჩუმად, დადუმებული, ჩემში უკრავს პიანინოს თეთრ კლავიშებზე.
სამებაში მამა დანიელი მხვდება შემთხვევით (თუმცა მე შემთხვევითობის არ მჯერა). ძალიან გამიხარდა მონასტრის მამაოს დანახვა. თბილად მიყურებს და მეკითხება როგორ ვარ – კარგად ვპასუხობ მე და ვიღიმი , მერე დალოცა და წამოვედი.
ვბრუნდებით ორნი - მე და ქეთი, ქეთი და მე. შოპენს აღარ ვუსმენ. მამა დანიელზე ვფიქრობ , მონასტერზე. მშვიდად ვარ და მყუდროდ.

ჩემი ოთახი დაულაგებელია. გამხამარი ყვაგილები (ერთდროულად სამ ლარნაკში), მიმობნეული წიგნები, ტანსაცმელზე ხომ ცალკე წიგნი დაიწერებოდა : )))))))))) დილით მაგვიანდებოდა ლექციაზე და ვერ დავალაგე. მერე ძალიან დაღლილი ვიყავი და ვიფიქრე ხვალ დავალაგებ მეთქი. დედამ შემოიხედა და მეუბნება – სალომე პირობა მომეცი რომ შენს ოთახს ესე დაულაგებელს არ დატოვებ. მე ვდუმ. რაც არ უნდა გეჩქარებიოდეს მაინც დაალაგებ. მე ვდუმ. ჩემგან პასუხს ელოდება, მაგრამ მიხვდა რომ ვდუმ და მიდის. მე ჩემი დაულაგებელი ოთახის იატაკზე ვზივარ და ვწერ ჩემთვის, ჩემზე.
გვერდით ოთახიდან ისევ დედის ხმა მესმის – მომეხმარე ჭურჭლს გამოტანაში. მე ვდუმ და არც ვეხმარები. როგორ გინდა აუხსნა რომ ჩემს ტკივილზე ვწერ და ჭურჭლის შემოტანა, ოჯახურ საქმეებში ჩაბმა სულაც არ მსიამოვნებს, მსიამოვნებს კი არადა არ შემიძლია.
ჰოდა ისევ ჩემი დაულგებელი ოთახის იატაკზე ვზივარ (პროტესტის ნიშნად) და წერას ვაგრძელებ . . .


wub.gif wub.gif wub.gif

ფერია, რაც გავამუქე ისინი განსაკუთრებით wub.gif
ყველაფერი ტკივილამდე ნაცნობია...
salomeaa
ციტატა(DAKOTA @ Apr 5 2009, 20:11) *
wub.gif wub.gif wub.gif

ფერია, რაც გავამუქე ისინი განსაკუთრებით wub.gif
ყველაფერი ტკივილამდე ნაცნობია...

ფერიობამდე ბევრი მაკლია u.gif george.gif
ლავ იუ wub.gif
SALIDAY
ციტატა(salomeaa @ 4th April 2009 - 23:08) *
ჩემმა მეგობარმა მითხრა შიგნიდან ასეთ ტკივილს დაატარებ და გარეგნულად მაგრად ინიღბები საერთოდ არ გეტყობაო ( სულ ვიღიმები)


ჩემეული დავინახე u.gif
mariami24
საკუთარი შემოქმედება ნაკლებადაა... ეს ემოციაა... ვჯდები კომპთან და პირდაპირ ვპოსტავ : |


ღიმილიც კი გაიცრიცა, უემოციო გახდა... ან მე რა ვიცი რომ ასეა? მარტო გრაფიკული გამოსახულება არაფერს ნიშნავს, მაგრამ გული გრძნობს...
ნელ–ნელა გაიზარდა დისტნცია. თითქოს უნდა რომ ეს ვიწრო ზოლი ღრმა უფსკრულად აქციოს... ურთიერთობა გაცივდა. ჰაერი დამძიმდა...
დატუსაღებული სილაღე, რომლის თავისუფლებაც შავი ხაზებით შებორკეს... გაშეშებული პოზიცია...
არა და სულ ცოტა ხნის წინ სადღც შორეთში მაინც ვხედავდი ნათელ წერტილს, ახლა ისიც იმ ნაძალადევმა ღიმილმა და ზრდილობიანობამ დაფარა...
რატომ???
მახსოვს ერთი წლის უკან ეს ყველაფერი სითბოს ვერ იტევდა და გარემოს ასხივებდა, რაღაც აზრს წარმოშობდა...
ერთი წლის უკან მეგონა "ის" ვიპოვნე მეთქი... აბსურდია...
ჰმ, უნებურად მეტირება ;( მაგრამ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ


იქნებ ასე იყო საჭირო?
EsTuDieNte
salomeaa

ძალიან ლამაზად წერ...
salomeaa
ციტატა(EsTuDieNte @ Apr 7 2009, 18:34) *
salomeaa

ძალიან ლამაზად წერ...

დიდი მადლობა . . . 10.gif

ციტატა(SALIDAY @ Apr 6 2009, 20:48) *
ჩემეული დავინახე u.gif

რემარკს აქვს ესეთი ფრაზა:
ომია და მთავარ გმირს ეუბნებიან რომ მოკვდება, ის კი დგას და იღიმება
-თქვენ ასე მშვიდად ხართ და იღიმებით, რატომ არ ყვირით?
-მე ვყვირი, მაგრამ თქვენ არ გესმით . . .


ციტატა(mariami24 @ Apr 7 2009, 18:02) *
ერთი წლის უკან მეგონა "ის" ვიპოვნე მეთქი... აბსურდია...


მეც ეგრე მეგონა . . .
leo-dzia
და ცა მტვერობს...

...და ცა მტვერობს,აცამტვერებს,რაც ამქვეყნად არის ფერი,
იცრიცება არემარე,ებრალება ყველაფერი.

ცა რიალებს ცარიელი,იცრემლება კახპა მთვერე,
ვერასოდეს მივეფერე,ვერასოდეს შევიყვარე.

სილას მაწნავს ცისარტყელა,ყველა ფერი ზიზღით მიმზერს,
უძლური ვარ,ვერ გავუძლებ,მზეს რომ უნდა დამწვას-იმდენს.

მეფერება უფერული,მოუღლელი ფრთები ქარის,
წყევლა მტანჯავს უბედურის,ამ ცხოვრების ცეცხლით მკვდარის.

მეფარება ღრუბლის ფარა,ჩემს მაგივრად ცრემლი ღვარეს,
გმინვით მივდევ ღრმა ხევებში უიმედო ნიაღვარებს.

იღრინება დაღარული,დაღალული დედამიწა,
გულში იკრავს თავის შვილებს,დრომაც კი ვერ დაავიწყა.

მეც ჩამიკრავს,ვერ ჩამიკლავს რაც რომ სევდა მქონდა გულში,
არ შემეძლო სიძულვილი,ვერ შევძელი სიყვარული.

ცა კი მტვერობს,აცამტვერებს გადაურჩათ რაც კი ქარებს,
ცარიელი მომკლავს ზეცა,ცრემლით მიწას მიმაბარებს.

მიმაბარებს,დაბრუნდება,დაბერდება მერე ის ცაც,
ერთ დროს ყველა ვიღაც იყო,მერე ყველა მიწად იქცა...

2009წელი,21მარტი.
თბილისი,ღამე...


როგორც იქნა დავჯღაბნე კიდევ რაღაც...

აჰა,იხილეთ... rolleyes.gif
მავნე
თითქოს ზეცაში ავფრინდი კრთომით,
ღრუბლებში ფრენა დავიწყე გრძნობით,
თითქოს ნათელში გელოდი სულით,
ვარსკვლავთ სივრცეში ვხეტიალობდი..
გზააბნეული შენ დაგეძებდი
და მთვარის შუქზე თვალს ვაცეცებდი,
იქნებ, როგორმე, შენ დამენახე
და სამუდამოდ არ დამეკარგე.
იქნებ სიზმარი აუხდენელი
აქ, ვარსკვლავებთან ახდენილიყო,
ანდაც ოცნება მიუღწეველი
გალაქტიკაში დამსხვრეულიყო,
არავინ იცის რა მოხდებოდა
მე კვლავაც გრძნობით რომ მომეძებნე,
ავფრენილიყავ მაღლა სივრცეში
და სამუდამოდ არ დამეკარგე..
u.gif u.gif

ციტატა(mariami24 @ Apr 7 2009, 18:02) *
ერთი წლის უკან მეგონა "ის" ვიპოვნე მეთქი... აბსურდია...
ჰმ, უნებურად მეტირება ;( მაგრამ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ

+1 მაგრამ მე ვაძლევ თავს ტირილის უფლებას.. sad.gif sad.gif
George:)
ყვავილი ამოდის,ყვავილი ჭკნება.....

და ისევ ამოდის u.gif
2kija
ციტატა(George:) @ Apr 8 2009, 22:37) *
ყვავილი ამოდის,ყვავილი ჭკნება.....

და ისევ ამოდის u.gif

პოსტმოდერნისტული
მარტივი
გენიალური
ყველასათვის ადვილად მისაღები
გულწრფელი
და ამავდროულად სრული ჭეშმარიტება )))
ლიტერატურული შავი კვადრატი biggrin.gif
salomeaa
ციტატა(George:) @ Apr 8 2009, 22:37) *
ყვავილი ამოდის,ყვავილი ჭკნება.....

და ისევ ამოდის u.gif

ვაიმე ეხლა თავს მოვიკლავ sorry.gif
იმედი მაქვს ჩემი ნაწერი არ წაგიკითხავს.


2kija
შენ არ იცი ეგ ამბავი და ჩუუუ

ციტატა(2kija @ Apr 5 2009, 19:24) *
ამიტომ: C20H25N3O )))

ეს რა არის რატომ არ მიპასუხე? u.gif
2kija
ეს არის უკვე გაშიფრული (და შესაბამისად ადვილად reგსასშიფრი საიდუმლო კოდი spiteful.gif )

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.