დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
mariami24
ლამაზად წერთ wub.gif bis.gif 10.gif





***

ერთხელ მოთოვა დედამიწაზე.
თვლი კი მიყვარს, მაგრამ მცივა მე...
აქ, სიყვარულის ცეცხლი ტრიალებს,
აქ, ჩემში შიგნით წითლად ბრიალებს.
ვიფიქრე, ჩავალ გავათბობ ხალხსა
შესცივდებოდათ სუსხიან ზამთარს.
აგერ ის ბავშვიც თოვლში ეფლობა,
(საცოდავს არ ჰყავ სმშობლები ალბათ).
აი, მოხუციც გზას რომ იკვალავს
წელში მოხრილი, სახეს იფარავს.
ვის ემალება? ალბათ შვილების,
თავის შვილების სრცხვენია ალბათ...
სადღაც მეტკინა, შევწუხდი ძლიერ,
სჯობს რომ ვიჩქარო, მივუსწრო იქნებ.
მერე?... მე ვთხოვ და მზე მოჰფენს სხივებს,
რადგან ციურნი ვიცნობთ ერთმანეთს.
ჩამოვედი და... მიხვდი? ვინანე,
თოვლი? რა თოვლი ცოდვილ მიწაზე,
არა, სად ძალუძს დაიტიოს მან
თოვლის სინაზე და სისპეტაკე.
თეთრად რომ ჩანდა, ცრემლები იყო,
დედის ცრემლები გაყინულიყო
ირგვლივ ცივ გრძნობებს მოეშთოთ სითბო,
მათი სუფევის ზამთარი იყო...
დავადგი ფეხი და ჩავიფალი,
თეთრად მომეცხო შავი ლაქები,
მას შემდეგ ჩუმად დნება სანთელი
და ვთხოვ ამიხდეს ნატვრა აფრენის.

:|
tako_kakabadze
ციტატა
ერთ დროს ყველა ვიღაც იყო,მერე ყველა მიწად იქცა...


ამაზე ასე მართლა ფიქრობთ? sad.gif

შორს ჩემგან ბნელი ფიქრები smile.gif



მავნე
ჩემს ნიჟარაში smile.gif

ნიჟარა..
ღმერთო ჩემო, რა ლამაზია..
საოცარია, რა ჯადო ქმნიდა, რა თიხა..
მაგიური ძალა აქვს..
მისი არსი ისევე ამოუხსნელი და ამოუცნობია, როგორც მთვარის იეროგლიფი..
წარმოშობით ელინურია, "ნიჟაროს" ღვთაების ნიშნით აღნიშნულ ჭურჭელს ნიშნავს, ამიტომაც გააჩნია ღვთაებრივი ხიბლი, ძალმოსილება, სულიერება.. დიახ, სულიერება, მთავარი მაინც ეს არის ალბად.
საიდან დავიწყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ამჟამად ნამდვილი ქაოსია ჩემს ნიჟარაში, თავდაყირა დგას ყველაფერი..
რატომ? რისთვის? რის გამო? როდემდე? _ აი ჩემს ნიჟარასი დანავლული კითხვები, რომელიც პასუხის გაცემას ელის..
ახლაც რომ არა? _ ფიქრობს იგი, _ ახლაც რომ არა? შეიძლება ხელი კარგა ხნით ჩაიქნიოს, მდინარებას თავდაღმა დაჰყვეს,
დაიღალა,
დაიღალა და იმიტომ !
"ბოლოს როგორც იქნა რუსეთმა იშვილა,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოდგა, გაეპარებოდა ხოლმე მამობილს და
დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.."
დიახ, ტიროდა.. ჭირსა შიგან გამაგრებულს, ცრემლიც ბევრი უღვრია და სისხლიც..
ტირის,
გაყიდულ-გაზიდული, წართმეულ-წაგლეჯილი, მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, უფულო, უსულო, უგულო, უწყლო, უსინათლო, უსამართლო, უღვთო..
იტირებს???
მთავარია რომ ახლა მაინც გაუმართლდეს,
განერიდა სატანას, სულისთვის ნიჟარას თმობს, ცამდე მაღალ, ცხოველ სვეტს აღუნთებს ნათელს..
smile.gif
FemME
უძეგლო ქანდაკება

ჩქარჩქარა ვიცვამ ტანსაცმელს. თავში უფრო ჩქარჩქარა გამიელვებს ხოლმე “გოგოები ხომ ბევრს ფიქრობენ რა ჩაიცვან, თმას რა მოუხერხონ…მე რააა მჭირს !”… რა დროს ეგაა. “დე, ანა უნდა ვნახო, ცოტა გვიან მოვალ”… “კიი, გიწერია იქ ანას ნომერიც”… მივჭრიალდი აღმაშენებლამდე. იქ დგას. თებერვლის ბოლო მატყუარობს. დღისით გაზაფხულობს, საღამოს ნამდვილსახეობს. მცივა. მარტო მარცხენა ხელი მაქვს გამთბარი მისი ქურთუკის ჯიბეში. უხვდუმილიანად ვლაპარაკობთ. სანამ მივვალთ. თეატრთან სულ ვჩერდები ხოლმე. თითქოს ზეპირად არ ვიცოდე აფიშა. ქალი ძაღლით…პიგმალიონი…ქალი ძაღლით…ქაქუცა… უბრალოდ მომწონს აქ გაჩერება. ჩვენი გზის შუაშია თეატრი… ხიდზე უფრო გაბედულად “უბერავს” ქარი... “ვიღაც ზის ჩვენს სკამზე”… სულ ასეა.. აქ რომ მოვდივართ, ეს ყოველთვის ჩვენს სკამს უყურებს შორიდანვე, მე სულ ამ “უთავო ქანდაკებას”....შორიდანვე. “მალე წავა ეს კაცი,ღამით ვინ ასეირნებს ძაღლებს”… “ნეტა რას ვათვალიერებ ხოლმე ამ ძეგლს..თითქოს ვინმე “მოაბამდეს თავს” ჩვენი მოსვლიდან მოსვლამდე..” …. “ჰა?” “არაფერი.. ამაზე ვთქვი..” თავით ვაჩვენებ. “კაცი ძაღლით” გვტოვებს. ცოტა ხნით მავიწყდება უძეგლო ქანდაკება თუ უქანდაკებო ძეგლი. ვთბები… ზურგით მივეხუტე მას და ეს ისევ წინ ამესვეტა.. არა. სვეტიც რომ არაა? “ანამ რომ თქვა გახსოვს? გოგოს გადავუღეთ ფოტო ამ ძეგლზეო. სულ უთავობას ადამიანის თავი ჯობია ძეგლად?” “შენ კიდე მაგაზე ფიქრობ?” რა აცინებს. “კაი რა. ეგ რა საფიქრალია. საოცრება ხარ. თან ჩემი”… ისევ გამიფანტა აზრები. მართლა რა საგონებელია. მაინც მეფიქრება. რისთვის უნდა დადგა ძეგლი უძეგლოდ. “უკვე ვეჭვიანობ”… “რაზე?” “ამ უთავოზე…პხხ” აგდებულად ამბობს. რამდენი ამისნაირის შერქმეული ამისნაირი სახელი ქვია ალბათ “უთავოს”. “თან ქარი როა…ასეთ ამინდში მელანქოლიკი ვხდები. ასეთ რამეებზე მეფიქრება ხოლმე” ვეუბნები და პასუხს არ ვაცლი. ძეგლს ვავიწყებ biggrin.gif

***

დილის მესიჯი. როგორც ყოველთვის. მაგრამ მე ისე აღარ ვიქცევი, როგორც ყოველთვის. უკვე რამდენი დღეა აღარ ვპასუხობ. მარტო ძალიან იშვიათად. ჟიუტად მთხოვს ყველაფრის ახსნას... ვხვდები ვალდებული ვარ, ასეც მოვიქცე. “ხვალ მოდი ჩვენს უძეგლოსთან. გავარკვიოთ..” პირდაპირ იქ მივედი. თავი ავარიდე ხელის გათბობას. მარტოს მინდოდა იქ ჯდომა. ამაკანკალა. ვერც ძეგლზე ვიფიქრე, ვერც მის უთავობაზე. “სად ხარ პატარა. უკვე 15 წუთია გელოდები ;( “ “პირდაპირ იქ მივედი” “კაი, 2 წუთში მანდ ვარ”. გვერდით უხმოდ ჯდება. დეტონატორიანი სიჩუმე. (რამდენი გვიცინია ამ სიტყვაზე. ერთ ღამეს შუა ლაპარაკში ყურმილზე ჩამოეძინა და ბოდავდა. დეტონატორი საიდან მოიტანა არ ვიცი. სულ დავცინოდი მერე მაგაზე). “რამე მითხარი რა, გთხოვ” . ხმას ვერ ვიღებ. აქამდე სიზმარში თუ მომსვლია ასეთი რამ. თევზივით ვარ. ჰაერი მახრჩობს და ხმა არ ამომდის. თავისით მიხვდა ყველაფერს. ვერ ვუყურებ. უძეგლოს მივჩერებივარ.. ცრემლები მახრჩობს, მაგრამ გარეთ არ ვუშვებ. ეტყობა შემამჩნია ცუდად რომ ვარ. “ნერვიულობ, გგონია შენ მიმატოვე და იმიტომ ხო? გგონია ცუდად გავხდები? შემომხედე, რა მიგავს ცუდად მყოფს. კარგად გავერთე. ეხლა თავისუფალი ვარ…” მეხუტება. “ჩემი ჭკვიანი გოგო…კარგია შენით რომ მიხვდი, რომ არ მიყვარდი..მე რომ მიგატოვებდი, უფრო გაგიჭირდებოდა”… მთელი ტანით ცახცახებს. სახეს ჩემ თმებში მალავს. ვითომ ვერ ვხედავდე. “გგონია, ან ეს უძეგლო მიყვარს, ან ეს გაყინული სკამი? ან აქ სიცივისგან გაკრუნჩხვა შენნაირ არანორმალურთან? კაი რა თე… მასეთი გულუბრყვილო როგორ ხარ…” უფრო და უფრო ვეხუტები პატარა ბავშვივით. გული გამისკდება ამ კარგ ადამიანს რომ არ მოვეხვიო. ……………… ჩვენ წავალთ და ეს თავნება ქარი ძეგლის ადგილი რომ დაუპყრია და თამამად დაქრის მის ადგილას… ჩვენ რომ დავტოვებთ იმ სიცარიელესაც შეავსებს…




“შენ მოკვდავი ხარ… ალბათ ეს არის
სხვა ლაქებს შორის ლაქა ყველაზე,
ჩვენ რომ არა გვყავს, იმ ბავშვის ნაცვლად
ქანაობს ქარი საქანელაზე… “
mariami24
-რატომ? რატომ იქცევი ასე? აგრესია, ბოროტება არ გინდა, დამიჯერე, მოგშხამავს, გაგანადგურებს შენც და შენი ხელით დანარჩენებსაც. ილაღე, იყავი სუფთა და წმინდა, იყავი ბავშვი...
დაუთმე... აჩუქე... მერე რა მოხდა? შენი ძმაა, გაუღიმე, ჩაეხუტე...
გაუფრთხილდი ღირსებას, იზრუნე , რომ უხეში ხელი არ მოხვდეს... ყველას შესაფერი პატივი ეცი... საკუთარ თავს არ აკადრო... ნუ დამძიმდები... გიყვარდეს... თვით ღმერთია სიყვარული... ნუ მოიძულებ ადამიანს, მოიძულე მისი ცუდი ქცევები... მოთმინება, მოთმინება ისწავლე... ამპარტავნობით არავის გადმოხედო ზევიდან... არც დაეცე, არ გაისვარო მტვერში, თორემ ვეღარ ადგები, ცხოვრება სასტიკია... შენი პატიოსნებით მოიპოვე და შეინარჩუნე "სიმაღლე"... დაუკვირდი... იფიქრე, გაანალიზე, შეაფასე... იცოდე ადრე თუ გვიან ყველა თავისას მიიღებს...
ნუ... ნუ აჰყვები სხვას. იქ ბნელა, ვხედავ. არ წახვიდე... შენ გგონია, რომ რადგან თავისუფალი ხარ მაგის უფლება გაქვს? ცდები, ეგრე შენი ხელით შებოჭავ საკუთარ თავისუფლებას. ილაღე მეთქი... იცი ეს რას ნიშნავს?
იცოდე ყველგან ეშმაკი დაძრწის. შენიღბული მოვა, მოგაკითხავს. ფრთხილად იყავი ხელი არ დაგადოს... მე მომენდე და დაგიცავ. დამიჯერე, ოღონდ დამიჯერე... რომ მიყვარხარ, იმიტომ გეუბნები...
არ ქნა, გაუშვი, ცოდოა. გული არ გაქვს?.. სად წაიღე? უსინდისო ხარ... ორგანულად მეზიზღები...(?) წადი ითხოვე პატიება...გულიდან, მას ცრემლებიც მოჰყვება ხოლმე და გაგწმინდავს (მმმ, გული აღარ გაქვს).
დღე...
კვირა...
თვე...
წელი...
მოვედი, თან წამომყვნენ ძველი მოგონებები... რატომ გააკეთე? ხომ გ... არადა მაინც ხომ გითხარი არა?... რატომ გამიშვი ხელი?
თავი დაიღუპე... შენ მკვლელი ხარ, საკუთარი თავის მკვლელი. გესმის? თვალებში მიყურე, გესმის?... არა, მატყუებ.
შენს მზერას და ჩემს ხამას ფიცარი, მიწა და ქვა აშორებს ერთმანეთისგან...
თუ იცი აქ რატომ ვარ? რატომ დავრჩი ამ ორმოში, დედამიწა რომ ჰქვია?
შენგამო... აქედან ცისკენ ბეწვის ხიდია, იქ მარტო ვერ გაივლი... ცოდვები დაგხვდება, გზას გადაგიღობავს, ჩაგიტყდება ხიდი...
და ეს მე არ მინდა...
აქ ვარ რომ დაგეხმარო... აქედან ლოცვებით გაგიწმინდო შენი ცოდვიანი გზა.

იცი რა ძნელია მარტოობა "ადამიანებით" სავსე ქვეყანაში? სხვებისგან სიცივეს არ ვარ მიჩვეული... ძალა აღარ მყოფნის... მაგრამ შენთვის უნდა გავძლიერდე, წელში გავიმართო... ბოლოსდაბოლოს ჩემი ცხოვრებსი პრინციპებია...

მწუხრის ჟამს ხშირად ჩნდება ხოლმე მიმქრალი ლანდი სასაფლაოზე...
abashidze08
"ფენტეზი"
ეჰ, ეს ცხოვრება ისე იაფია
ხურდას თუ არ მისცემ თავს არ განაცვალებს...
ნაცნობ სახეებში სევდა მელანდება,
ეჰ, სად ეჩქარებათ სულის ფიანდაზებს?

ნათხოვნ ღიმილებში მუქი ფერებია
სევდამ ემოცია ერთობ ამოსწია....
თუკი დაიკიდებ გულზე "წითელ" ბაფთებს
ღმერთი არ შეგინდობს, თავს არ განაცვალებს!...

ეჰ, ეს ღრუბელია, შავად ფერმიხდილი,
ფიქრი შემოვიდა დარდად შებინდილი...
წითელ ფიანდაზებს ზარი დაურეკვათ
ორი ოცნებიდან ოთხი გაურეკავთ...

ფიქრზე დაფიფქილი ფიფქი მენატრება
ყინულს ლოდად აწევს შავი მარმარილო…
მიდი, აიტანე ცამდე ემოცია
თვალი გააყოლე ცისფერ ჰერაკლიონს!!!!…

მუქად შეფიფქულა თოვლის თეთრი გუნდა
აღარ მეჩქარება, გულს სულ სხვა რამ უნდა!!!


"სითეთრე ანუ თეთრი..."

თეთრი თრთოლვა, თეთრი კრთომა,
დღეს თეთრია ყველაფერი,
თეთრი ფიფქი თეთრად იწვის
ცისგვამია თეთრისფერი.

ნაცნობია თეთრი ფერი,
ნაცნობია ვით ეს ფიფქი
ხელის გულზე იწვის თეთრად
მარტოობას ებრძვის თითქმის.

დაიტოვა თეთრი ფიფქი,
ცის ფერშია როგორც სიო
დაემგვანა თეთრ ღამურას
აღარ უნდა ალბათ ღვინო.

თეთრ ბაღშია ალბათ წვეთი
იბრძვის თეთრი ვითა ღმერთი,
ხან მოთეთრო ხანაც თეთრი
ფერთა კრთომას ებრძვის მტრედი.




დღეს ისევ გაშავდა სამი მარმარილო

დღეს ისევ გაშავდა სამი მარმარილო,
თეთრი მარმარილო სადღაც მიიმალა,
შავმა სიკაშკაშემ ისევ თვალი მომჭრა,
ისევ მარტო დავრჩით სული, ქვა და ტილო.

სული საშავეთში მუქად გადაბარგდა,
მხოლოდ იქ იპოვა სახლი სათავისო,
ქვა, რომ აიჩემა, მუქად დახატული
ფორმით დაემსგავსა სულის შავბნელ ტილოს.

ფიქრი-ფიქრზე მოდის, ალბათ სათავისოდ,
ღმერთმა შეიწყნარა უფრო მეტს არ ითხოვს,
სული დაიტანჯა ამდენ მდუმარებით,
მხოლოდ იმან უწყის: - შავმა მარმარილომ.....
salomeaa
ვანიუს შენ რა ლექსებსაც წერ? air_kiss.gif სალიუსმა წაიკითხა შენი ლექსები და მოეწონა 7.gif . ბზობას გილოცავ კიდევ ერთხელ. გუშინ ისე გამიხარდა ღამე შენი მესიჯი. შენ პირველი იყავი, ვინც მომილოცა
Bilwi dedakaci
მზეი


მზე ჩადიოდა…
ხელში აყვანილი მიმყავდა იქ სადაც თავად ითხოვა წაყვანა,მივდიოდი და თან მუხლები მეკვეთებოდა,გაჩერება მინდოდა და ვერ ვჩერდებოდი,ტირილი მინდოდა და ცრემლები არ მომდიოდა. მარტო ის ვიცოდი რომ სადაც მთხოვა იქ უნდა მიმეყვანა.
სავარძელზე იჯდა და მზეს უყურებდა, თან ისეთი ინტერესით თითქოს აქამდე არასდროს დაენახოს.
გზა ღორღიანი იყო,სავარძელი წამდაუწუმ ირყეოდა,მეც მთვრალივით დავდიოდი,რამდენჯერმე მაგრად შეინჯღრა,სახე დაემანჭა და ამომხედა,არაფერი არ უთქვამს..
შიგნით რღაც აუტანლად ამტკივდა,ოღონდ რა არ ვიცოდი
ამ დროს ხშირად წარსული ახსენდებათ,ერთად გატარებული დრო,ტკბილი წუთები.
არაფერი არ გამხსენებია,თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებდა,მიმყავდა იმ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალ გზაზე და შიშისგან მაკანკალებდა.
ნახევარი საათის სიარულის შემდეგ მთხოვა გავჩერებულიყავით

ადგილი მეცნო,აქ ადრე ხშირად მოვდიოდით და ჩამავალ მზეს ვუყურებდით,რადგან აქედან ზღვა კარგად ჩანდა და ბალახიც მწვანე და ხასხასა იყო.
სიგარეტი მთხოვა….
მეც მინდოდა მოწევა, მაგრამ კოლოფი ისევ ჯიბეში ჩავიდე,ვიცოდი რომ ვერ მოვწევდი. ის ეწეოდა და ისევ მზეს უყურებდა,ღმერთო როგორ მინდოდა ავღრიალებულიყავი და ხმის ამოღებაც არ შემეძლო
რომ მოწია შემოტრიალდა და მთხოვა მასთან მივსულიყავი
-დაჯექი,ოღონდ ისე რომ თავი კალთაში ჩაგიდო!
დავჯექი როგორც მითხრა და მივაშტერდი,თავი ჩემს მუხლებზე ედო და მიყურებდა,იცით როგორი თვალებით მიყურებდა? Aრ იცით,ვერც ვერასდროს წარმოიდგენთ,იმიტომ რომ არც მე ვიცი როგორი თვალები ჰქონდა,
უბრალოდ მაშინ როგორც იქნა ცრემლებმა გზა იპოვეს და ვეღარაფერს ვხედავდი,სახე ხელებით მეჭირა და ჩემი ცრემლები მის ლოყებზე მიგორავდნენ.
მე უკვე ვღრიალებდი.
ასე არასდროს მიტირია, არასდროს!
შიგნიდან რაღაცას ვულკანივით უნდოდა ამოხეთქვა და ვერ ამოდიოდა.
არ გახსოვს რამდენხანს ვტიროდი ,მერე კანკალმა ამიტანა..
-გეყოფა!
მე არ მყოფნიდა
-გაჩერდი!
მე ვერ ვჩერდებოდი
ბოლოს როგორც იქნა დავწყნარდი
არა, ეს დაწყნარება არ იყო,ვიგრძენი რომ ძალიან შეწუხდა და ამიტომ შევიმაგრე თავი.
-შენს თავს ვფიცავარ მე არაფერს ვნანობ,არც დღევანდელ დღეს და არც გუშინდელს,არც არაფერზე მწყდება გული. იცხოვრე ისე, როგორც შენ მოგესურვება,მარტო ერთი რამე მინდა გთხოვო: არ დამადანაშაულო ..
ხომ იცი მე სხვანაირად არ შემიძლია,მე ასე ვერ ვიცხოვრებ და ეს შენც ძალიან კარგად იცი. ამას მარტო ჩემთვის არ აკეთებ,შენთვისაც ასე აჯობებს.
* *

მერე ვაკოცე,დიდხანს,დიდხანს ვკოცნიდი,ტუჩებზე მლაშე გემო რომ ვიგრძენი, მივხვდი რომ უხმოდ ტიროდა.
ხელები,თვალები, სახე- მთლიანად დავუკოცნე,თან ერთიანად ვკანკალებდი,გულიც მერეოდა და მციოდა
-დროა!
აი მაშინ შემომხედა ისე,რომ ძარღვებში სისხლი გამეყინა..
* *

გავაკეთე ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი-ბრმად დავემორჩილე მის ბრძანებას. შევუსრულე რაც მთხოვა და მიცემული სიტყვა არ გამიტეხავს.
მაგრამ მხოლოდ მაშინ მივხვდი რა მოხდა, როცა სახეზე და ტუჩებზე მისი თბილი სისხლის წვეთები ვიგრძენი..
მზე ჩასულიყო.
abashidze08
salomeaa
:გაწიტლებულისმაილი: დიდი მადლობა სალიუს.....

შენიანად კიდევ, ერთხელ მრავალს დაესწარი უფალი გფარავდეს...

არსოდეს გამომიქვეყნებია ჩემი ლექსები და პირველი ცდა ეს იყო...ვნახოთ ჩემ ემოციას ხალხი როგორ აღიქვმას და მერე სხვებსაც შემოგთავაზებთ :*
tako_kakabadze
FemME


10.gif



mariami24

კარგი გოგო ხარ, თანაც პატარა smile.gif





ოღონდ, თუ არ მიწყენ, ლამაზად წერისთვის არ წერო smile.gif

vishenka_33.gif


abashidze08

შენს მეტს ყველაფერს ველოდი ამ თემაში smile.gif

იყო ასეთი პოეტი-ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა-თემურ ფირცხალაიშვილი. წაგიკითხავს? იმის პოეზიაზე აშკარად იგრძნობოდა ტერენტის და კარმელის გავლნა.

და რატომ -ასეთი ბნელი ფერები? smile.gif



Bilwi dedakaci


10.gif

ოღონდ დასასრული აქვს რაღაც ნიტო-აი,თითქოს ფილმის სცენარისათვის. smile.gif


mariami24
ციტატა
ოღონდ, თუ არ მიწყენ, ლამაზად წერისთვის არ წერო

baby.gif ხო, რა თქმა უნდა smile.gif
silibistro
გზაზე ვვიდოდი ზეცა იყო ნისლით ნაფერი,
ნისლში მოჩანდა... რა მოჩანდა? არც არაფერი.
რაღაც გამოჩნდა... ბუნდოვნად და ნეტა რა იყო?
ამოიზარდა.. მთა და ნისლი ორად გაიყო.

მთის ძირში, ნისლში უცნაური ღრუბელი ვნახე,
ნისლი კი იყო, მაგრამ ნისლის არ ქონდა სახე.
ნაცრისფერ ბინდში რძისფრად თითქოს გამოიკვეთა,
მთას შემოერტყა ყარაულად აქეთ-იქედან.

მეუცხოვა და გამიკვირდა ნეტავ რად არის?
ერთი ნისლი ხომ უნდა იყოს სხვისიც სადარი?
ეს კი წააგავს თავქარიანს თითქოს ოჩანს და...
ღრუბლის ქულებში ერთი ქულა თეთრად მოჩანდა.


სასვენ ნიშნებთან ცოტა მწყრალად ვარ და ვარაუდით დავსვი არ დამცინოთ

FemME
ტკივილი, რომელიც გიხუთავს სულს. ზუსტად ის, რომლის ამოგლეჯაც ამდენი ხანია გიშრობს ყელს. დიახ ეგ, რომლის ძებნაც გიღლის გულს და პერიოდში ერთხელ საფეთქლის ძარღვსაც გამოკრავს მზაკვარ თითს. არფის სიმივით. დაჭიმულს ააცახცახებს. ცუდად ყოფნა, რომელიც გადამცდარი ნერწყვივით გადგას სასულეზე და ცხოვრებას გიშლის. ცუდად ყოფნა, რომელიც გულამოგდებული სირბილით გაბრუნებს იქ, სადაურობასაც სულ გაურბიხარ. რომ მერე ისევ გაიქცე. ავად მყოფობა, რომლისაც მთელი შენი ეგოთი ხარ. მისი ეგოიზმის კმაყოფილებად. და რომელიც არ გაგიშვებს. მარტოს არსად. ავად მყოფობა, რომელმაც იცის, რა უკიდედ გეშინია და რა უგანოდ უფრთხი ამ დაწყევლილ მარტოობას. და ამიტომ არ გტოვებს. დეპრესია, რომელიც გამუდმებით ფიქრობს კოსმოსში მოტივტივე ბოთლებზე შიგ წერილებით "მარტო ვარ დედამიწაზე". აბსურდი, რომელიც გაჩერებს და გეუბნება_მეტი აღარ დამწერო. საკმარისი ვარ...
abashidze08

"რიფი უპირო"
შენ არცკი იცი ეს ცხოვრება რა რიგ რთულია,
მწვანე ბალახიც კი იქცევა ქვევრზე უძიროდ,
ყველაზე ღრმაა მაგ თვალებში ეს ემოცია
და დახატული მარჯნისფერი "რიფი უპირო..."

მაგ თვალებშია დიდი ფერი, თეთრი ქათქათა,
მაგ თვალებშია დიდი სევდა, დიდი, უძირო...
მაშ დაიხატე შიგ მაგ გულში შენი ანდაზა,
მაგ შავ სითეთრეს მოანატრე ფერი უმწიკვლო...

ძეგლი ხარ, ძეგლი! - მდგარი ჩემს წინ უემოციოდ,
ქარი გიბერავს, წვიმა გაწვიმს და თოვლი გათოვს,
ემოციებში იკარგება ჩემი რითმები,
ოღონდ მე არ მსურს ვიყო შენი შავი ფიქრები...




leo-dzia
ციტატა(tako_kakabadze @ Apr 9 2009, 12:44) *
ამაზე ასე მართლა ფიქრობთ? sad.gif

შორს ჩემგან ბნელი ფიქრები smile.gif


ხო ვფიქრობთ... ეს ბნელი ფიქრები არაა.ეს რეალობაა... ვიფიქროთ,ფიქრის მეტი რა დაგვრჩენია?!
abashidze08
მაგრამ ვინ იცის, იქნებ.... იქნებ სადმე აქვეა, სადღაც ბნელ კუთხეში მიყუჟული, იქნებ აქვეა მზის გულზე მაგრამ ვერ ხედავ, იქნება ბავშვია, აგერ, იმ კუთხეში რომ იმალება და ჩუმად ქვითინებს, იქნებ ის ბალახია გუშინ ჭიანჭველამ რომ გათელა, იქნებ ეს ის მტვრის მარცვალია, გუშინ რომ გაწვალებდა მთელი დღე შენ სულში დაუკითხვად შემოსული...დაიტანჯე მისი ძებნით? არადა თან რა ახლოსაა, მგრამ თან რა შორია...შენ გგონია იპოვე?...ჰა,ჰაჰააა.....დაგცინის ვიღაც....თვალი გაახილე ეს ხომ შენი ხელია შეგახსენა ჩუმმა სიომ, შენს გვერდით რომ დაჰქრის მთელი დღეა, შენ კი არ იმჩნევ, ან იქნებ არ გინდა შეამჩნიო...ვინ იცის...რა ფერია?რა უდევს გულში?რამდენი წლისაა?იქნებ აქეთაც გამოგეხედა, შავია და ასაკს რუდუნებით თავისთვის ინახავს, გუშინ რომ მზესთან ერთად ლოცულობდი, მან შეგამჩნია და შენკენ გამოიხედა, თუმცა შენი უძირო თვალების ცქერას ვერ გაუძლო და ისევ მიიმალა...მზემ კი განაგრძო შენთვის თვალების მოჭრა, იქნებ ასე ჯობდა, რომ მზეს შენთვის ეკოცნა ასე ახლოდან...შენ ხომ ლოცვის მერე ლოყაზე გაწითლებული შრამით გამოხვედი ღრუბლიდან.... შუბლი გადაიხარა და აიღო ძირს დაგდებული ემოცია.
- უმანკოა?იკითხა მან
შენ კი დადუმდი და უპასუხე,
-არ ვიცი, ისიც კი არ ვიცი სადაა.... შემდეგ კი გააყოლე თვალი ცხოვრების ხაზს, თუმცა შენ მის ჯვარს ვერ ხვდები... დროში აირია ოთხი ისტორია, ოთხივემ სევდა მოგგვარა, თუმცა არა, ეს სევდა კი არა მწუხარებაა...მერედა რის გამო?!რა არის შენი მწუხარების მიზეზი... ჰო, ალბათ მართალი ხარ, ეს შენი დაკარგული ემოციაა... ის ერთი ცრემლი, რომელიც მაშინ არ მოგადგა, როცა საჭირო იყო...
leo-dzia
ეს ვარ რაცა ვარ...

მე ვინ ვარ ნეტავ,
ან თუკი ვარ ვარსებობ რისთვის?
რადგანაც ვხედავ,
ამიხედავს ოდესმე ღვთისთვის?


იქნებ არცა ვარ,
ილუზიებს მივყვები ქარში...
თუმცა რაცა ვარ
არ მოგხვდებით არასდროს თვალში.

ცეცხლი ვარ ალბათ
და გიზგიზებს კოცონი გულში,
ამბობდნენ ამბად-
ცეცხლს ანთებდა კაცი ყინულში.

უფრო წყალი ვარ,
უფსკრულებში ჩავჩქეფ ჩანჩქერად.
ბედზე მწყრალი ვარ,
ეს ჩანჩქერი არ ღირს საცქერლად.

სულაც მიწა ვარ,
შავი გულით,სიბნელი სავსე.
მიწას ვფიცავარ,
ხშირად ფიქრებს ფერებით ვავსებ.

ან ჰაერი ვარ
და ქარიშხლად ვატყდები ტატნობს,
ვეღარ ვმღერივარ,
დავიღალე სიმშვიდეს ვნატრობ.

არა,არა ვარ
არც ჰაერი,მიწა თუ წყალი.
მეტიჩარა ვარ,
არც ცეცხლი ვარ-ფიქრებით მთვრალი.

აღარც კაცი ვარ,
აღარც ლანდი ან ტარტაროზი,
არც ეშმაკი ვარ,
მითუმეტეს არც ანგელოზი.

ცოცხალი არ ვარ,
წ..არც მკვდარი ვარ აღარც სული ვარ,
არც დასაწყისი,
არც არაფერის დასასრული ვარ...

იქნებ ვარ კიდეც
და ამასთან იქნებ არცა ვარ,
უფალმა იცის,
შენც შემხედე,ეს ვარ რაცა ვარ...




2009წ... 30 მარტი..

თბილისი ღამე...






ეს ერთ-ერთი ცემი გაუშალაშინებელი ლექსია,მაგრამ მგონი აზრი გასაგებია...


აბა ტქვენ იცით არ დამიზაროთ კრიტიკული კომენტარები...


tiko-tikuna
leo-dzia
მართლა კაი ლექსია, აზრიც გასაგებია მაგრამ ჩემი აზრით გრძნობა აკლია victory.gif
abashidze08
დღეს ისევ ცოდვით დაცემაა მოდაში...გავიხედე გვერდზე და დავინახე....აღქმა ორგანზომილებიანი, უბრალოდ აღქმა და ის ჩემი ემოცია, რასაც ეხლა განვიცდი...ოთხი შუბლი, ხომ საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო სხვა რამ ყოფილა...აბა წარმოიდგინე ჰუმანისტი ხარ...საკრაში გიწერია მეჩვიდმეტე, და შენ ოთხი შუბლი გაქვს....ემოციები გადააგორე და დაინახე რაღაც სხვა...ნუთუ არ მიხვდი რა იყო?თუ ვერ მიხვდი?... მდინარეში დაიხრჩო უპატრონო ძაღლი, ესეც ჩემი ემოცია...ნაპირზე ნახევრადშიშველი მებადური დგას და მის მსგავს თევზს ეძებს, ყველა მებადური ხომ სულის სიღრმეში მეოცნებე და დიდი რომატიკოსია, ყველას უნდა დაიჭიროს საკუთარი ოქროს თევზი, მაგრამ ეგოისტობით სხვა რაღაც მოდის.... ის კი არ იცის, რომ მარტო მისი არაა და მიზეზი რატომაც ვერ პოულობს მას მისი საკუთარი თავია... აი დამხრჩვალი ძაღლი, კი ისევ მოაქვს ამ მდინარეს...რა ვიცი ალბათ რაღაც დააშავა...როგორც მე...ნუთუ ყველამ დავაშავეთ?...განა ასე ცუდი იქნებოდა აგვეგო სახლი სადაც მე შენ და ძაღლი ერთად ვიცხოვრებდით, მერე კი ერთად გვებადურა და გვეპოვნა ჩევნი ოქროს თევზი...ვის?მეკითხები შენ, მე კი გპასუხობ მე შენ და ჩვენ, ჰო კიდევ იმ ძაღლს მდინარეს რომ მოჰქონდა...ესეც ასე, დამთავრდა ის რაც მე ასე მიყვარდა...მაგრამ განა იცის "მემ", რომ ის "მე" მიყვრადა?მაგრამ, არა, ამოვიგლიჯე გულიდან და იმ ძაღლს გავატანე...აღარ მინდა მეთქი ასე ცხოვრება და ერთიანად ამოვისუთქე...მზემ სახე დამბანა, მთვარემ კი სინანულით გადმომხედა... იყო ეს ერთი ცხოვრების დასასრული, ან სულაც ერთი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე....რა ვიცი იქნებ იყო კიდეც...

.
mako@mako@mako
ფოთოლივით სევდიანი დავიბადე,
ობლად დავრჩი,აღარავინ აღარ დამრჩა
თითქოს ძლიერ ამოვარდა ქარიშხალი,
მომისროლა და მიწაზედ დამაქნა.
ვიცი მალე მოვა ჩემთან მეეზოვე,
გულუბრყვილო ფოთოლს არცკი შემიცოდებს,
გადამაგდებს, ისე როგორც ეს ქნა ქარმა
მეხომ ქვეყნად უბედური დავიბადე,
ვის რად უნდა მოწყენილი,გულუბრყვილო
თავისთავში ჩაკეტილი,უიმედო??
აი ასე ობლადა ვარ დარჩენილი
ქარისაგან განწირული უიმედოდ
მაკო

დედას
გულში სევდა შემეპარა ფარული,
ცრემლი წამსკდა ნაკადულის ღვარად,
ისე უხმოდ ძლიერ მენატრები
მიყვარხარ და თქმაც ვერ გამიბედავს,
ნეტა ახლა შენ რას ფიქრობ ჩემზე,
ან რას ნატრობ ჩემო ტკბილო დედა,
როგორ მინდა შენს კალთაში ვიჯდე,
ისევ სე როგორც ძველად დედა,
მომეფერო შენი სითბო ვიგრძნო,
შენს კალთაშიც ჩამეძინოს მინდა,
ნეტა ისევ მოვესწრები ვნახო??
შენი თბილი გამოხედვა დედა
fisherman
mako@mako@mako
კარგი ლექსებია smile.gif
mako@mako@mako
ხავსები,თაობებში გადასვლა,შიშველთესლიანები და გვიმნაირები თემა არის ეს
dance3.gif ბოტანიკის კოლოქვიუმზე
ამ ხავსებში როგორ უცებ გავიხლართე,
თაობებში გადასვლაც რომ არ მეღირსა,
შიშველ თესლებს ვიღა ჩივის ჩემო შამილ,
გული გასკდა თქვენი შიშით აღარა ვარ.
მაგ თეთრ ქოჩორს და ჭრელ თვალებს ვენაცვალე,
დამიწერეთ ერთი კაი ათი ქულა,
შენც მოიგე მადლი, წახვალ სამოთხეში,
მეც გადავალ კურსზე ისე როგორც ძველად
მაპატიე თუ რამე მაქვს მიქარული,
გვიმნაირებს რად ვერ ვსწავლობ?გულიც ღელავს
თვალზე ისევ მარგალიტად დამდის ცრემლი
ისე როგორც მწვანე პალმას გაშლილს ველად,
დამიწერეთ ნუხართ კარგო ასე მკაცრი,
დამიწერეთ ასე გულიც გაგითბებათ,
გაიღიმეთ ნუხართ ასე მოღუშული,
გაიღიმეთ თქვენ ღიმილი მოგიხდებათ
10 მშვლიპა cheer.gif


Dj. Parikmaxer გაიხარეთ მადლობთ thank_you.gif
fisherman
ციტატა(mako@mako@mako @ Apr 26 2009, 15:18) *
ხავსები,თაობებში გადასვლა,შიშველთესლიანები და გვიმნაირები თემა არის ეს
dance3.gif ბოტანიკის კოლოქვიუმზე
ამ ხავსებში როგორ უცებ გავიხლართე,
თაობებში გადასვლაც რომ არ მეღირსა,
შიშველ თესლებს ვიღა ჩივის ჩემო შამილ,
გული გასკდა თქვენი შიშით აღარა ვარ.
მაგ თეთრ ქოჩორს და ჭრელ თვალებს ვენაცვალე,
დამიწერეთ ერთი კაი ათი ქულა,
შენც მოიგე მადლი, წახვალ სამოთხეში,
მეც გადავალ კურსზე ისე როგორც ძველად
მაპატიე თუ რამე მაქვს მიქარული,
გვიმნაირებს რად ვერ ვსწავლობ?გულიც ღელავს
თვალზე ისევ მარგალიტად დამდის ცრემლი
ისე როგორც მწვანე პალმას გაშლილს ველად,
დამიწერეთ ნუხართ კარგო ასე მკაცრი,
დამიწერეთ ასე გულიც გაგითბებათ,
გაიღიმეთ ნუხართ ასე მოღუშული,
გაიღიმეთ თქვენ ღიმილი მოგიხდებათ
10 მშვლიპა cheer.gif
Dj. Parikmaxer გაიხარეთ მადლობთ thank_you.gif

ბიოლოგი ხარ? biggrin.gif
ვირთხა დაკლეს შარშან ჩემი ჯგუფელები იყვნენ მანდ მაინორზე და.... biggrin.gif
mako@mako@mako
მინდა დავწერო შენზე,
მინდა რომ რამე ვთქვა,
რავქნა რომ ვეღარ ვივიწყებ
მაგ ულამაზეს ხმას?
შენი სიცილი მაგიჯებს
და მონატრება მკლავს,
ნუ დამივიწყებ ძვირფასო,
სიკვდილი მადგას კარს
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე,
ან რაღად მინდა სხვა?
ცხოვრების ნაწილი დავკარგე,
უცებ რომ მომადგა კარს,
ქარმა მოგიყვანა და მგონი
ისევ ქარს მიყავხარ საად??
მასწავლე ადგილი სადაც იბუდებ
მეც წამიყვანე თააან
girl_in_love.gif

Dj. Parikmaxer
კი ბიოლოგი ვარ,ოღონდ მე ბაყაყების კვეთა და ჰერბარიუმების კეთება მიყვარს mosking.gif

ქუქადალეს,ბენეთალეს,
რუბიალეს,რებუალეს,
ოხ მე ამათ რა ვუთხარი
მგონი გამოცდაშიც ჩამჭრეს
girl_smile.gif
mariami24
ციტატა
ამ ხავსებში როგორ უცებ გავიხლართე,
თაობებში გადასვლაც რომ არ მეღირსა,
შიშველ თესლებს ვიღა ჩივის ჩემო შამილ,
გული გასკდა თქვენი შიშით აღარა ვარ.
მაგ თეთრ ქოჩორს და ჭრელ თვალებს ვენაცვალე,
დამიწერეთ ერთი კაი ათი ქულა,
შენც მოიგე მადლი, წახვალ სამოთხეში,
მეც გადავალ კურსზე ისე როგორც ძველად
მაპატიე თუ რამე მაქვს მიქარული,
გვიმნაირებს რად ვერ ვსწავლობ?გულიც ღელავს
თვალზე ისევ მარგალიტად დამდის ცრემლი
ისე როგორც მწვანე პალმას გაშლილს ველად,
დამიწერეთ ნუხართ კარგო ასე მკაცრი,
დამიწერეთ ასე გულიც გაგითბებათ,
გაიღიმეთ ნუხართ ასე მოღუშული,
გაიღიმეთ თქვენ ღიმილი მოგიხდებათ
10 მშვლიპა cheer.gif

biggrin.gif 7.gif







mako@mako@mako
გალიაში ვარ დამწყვდეული
პატარა ჩიტი
არვინ მაღირსა თავისუფლად
რომ მენავარდა.
ჩამკეტეს სადღაც მარტოდმარტო
მებნელ საკანში
ოქროს გალია,ციხის კარად
რად მეჩვენება??
ალბათ იმიტომ რომ არ ვფრინავ
ცაში სხვასავით,
რითი მჯობია თეთრი მტრედი
ნაზი ბულბული??
და მეკი ერთი გულყვითელა
პაწია ჩიტი,
ოქროს გალიას მიჯაჭული
სულ მარტოდ დავრჩი girl_aaa.gif
mariami24
***
ჩუმად ბინდი გადაეკრა მძინარს,
სევდის თრთვილი დაეთრთვილა მიწას.
არავინ ჩანს, რომ ჩავთვალო ღირსად
და მივანდო ბედი ქვეYნის, ხსნისა.
მე აქ, გულში საქართველო მტკივა,
ჩემი ცრემლი წამოსულა წვიმად,
დავეხმარო და ვუშველო მინდა
შევავედრებ მის თავს ნინო წმინდას!

***
მე ვეძებ რაღაც წმინდას და ლამაზს,
კეთილშობილს და სინაზის მფრქვეველს,
სათნოს, ფაქიზს და ოდნავ ამაყს,
რომ მის ღირსებას ფეხქვეშ არ თელდნენ.
მინდა ვიხილო გაბრწყინებული
უწმინდეს სხივით უმანკო სახე
და ანგელოზად გადაქცეული
გზას მიკვალავდეს მიწიდან ცამდე.

***
სიტყვების ანარქია თავში,
გაურკვეველი წყობა,
პირთან მომდგარი სიტყვა
მისი გამოთქმის ნდომა.

ლამაზი სურვილი გულში,
ბავშვური თვალით ხედვა,
წმინდა ხაზები სულში
და ზეცისაკენ ლტოლვა.

მწარე სინამდვილე ქვეყნად
ყველგან შური და ბოღმა.
მათგან გასვრილი ხალხი,
აღზევებული ცოდვა.

ეს შემბოჭავი ზოლი,
მისი ეკლები ბასრი,
გაწითლებული მოლი
კვნესად აჭრილი ცაში...
mako@mako@mako
რატომ არ მომდის აზრი,
რატომ ვეღარ ვწერ ლექსს??
რითი მჯობია ბარათაშვილი?
მეც დავწერ ლამაზ ლექსს,
მაგრამ არ მომდის აზრი
და ჩემთვის ვჩმახავ ბევრს,
თუ არ დავწერე ლექსი,
ალბათ გავაფრენ დღეს
და აილექსიც გამომდის,
აზრებიც მომდის თან,
ჩემო მუზავ და კალამო
ეგებ სათქმელიც თქვა
fisherman
mariami24
რამოდენიმე კვირის წინ ავტობუსში ავედი და დავჯექი, გვერდით ერთი იჯდა გოგო, სკოლის მოსწავლე, რვეულს კითხულობდა და სულ ასეთი ლექსები ეწერა
ციტატა
"მწარე სინამდვილე ქვეყნად
ყველგან შური და ბოღმა."

შენ ხომ არ იყავი? biggrin.gif

ციტატა(mako@mako@mako @ Apr 26 2009, 15:47) *
რატომ არ მომდის აზრი,
რატომ ვეღარ ვწერ ლექსს??
რითი მჯობია ბარათაშვილი?
მეც დავწერ ლამაზ ლექსს,
მაგრამ არ მომდის აზრი

არც არაფრით biggrin.gif
mako@mako@mako
როცა მეგონა მეც ვიღაც მყავდა,
როცა არ მერქვა ობოლი ბავშვი,
მე მაშინ მწვავე ფიქრები მწვავდა,
ვიძირებოდი ბოოქარ ზგავში.
მაშინ რა მქონდა მე სავალალო?
ან რად ვტიროდი?დღემდე არ მესმის,
იქნებ ის წლები მერომ მიყვარდა
უჩინრად გაქრა სადღაც გრუბლებში girl_aaa.gif
mariami24
Dj. Parikmaxer
ზუსტად ეგ სიტყვები იყო huh.gif უცნაურია
არადა მე აშკარად არ ვყოფილვარ, ავტობუსში არ ვწერ ხოლმე biggrin.gif
fisherman
ციტატა(mariami24 @ Apr 26 2009, 15:53) *
Dj. Parikmaxer
ზუსტად ეგ სიტყვები იყო huh.gif უცნაურია
არადა მე აშკარად არ ვყოფილვარ, ავტობუსში არ ვწერ ხოლმე biggrin.gif

მაგის მსგავსები,
საქართველოზე ეწერა ბევრი ლექსები,
მეც მეტი რა საქმე უნდა მქონდა ავტობუსში ვიდექი და ვკითხულობდი biggrin.gif
ბევრი კარგი ლექსი ქონდა
არც ის წერდა იდგა და ათვალიერებდა თავის შემოქმედებას და რაღაცეებს ინიშნავდა
mariami24
ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 26 2009, 15:57) *
მაგის მსგავსები,
საქართველოზე ეწერა ბევრი ლექსები,
მეც მეტი რა საქმე უნდა მქონდა ავტობუსში ვიდექი და ვკითხულობდი biggrin.gif
ბევრი კარგი ლექსი ქონდა
არც ის წერდა იდგა და ათვალიერებდა თავის შემოქმედებას და რაღაცეებს ინიშნავდა

მე არ ვყოფილვარ spruce_up.gif
mako@mako@mako
გუშინ ქუჩაში მომტირალი გოგონა ვნახე,
სახელი ვკითხე მანკი მორცხვად დახარა თავი,
მე მას შევატყე მარგალიტის ცრემლი სდიოდა
და სიცივისგან კანკალებდა პაწია ქალი.
მას შევეკითხე :-პატარა ქალო რა გქვია მითხარ,
მხოლოდ სახელს გთხოვ,სხვა მე შენგან არამინდარა,
გოგონამ ნაზად ამომხედა და მერე მითხრა
:-განა სახელი რამეს შეცვლის,ან რამეს იზამს?
კარგი მარი ვარ,მარიამი დამარქვეს ვაჯო
შენ რაღა გინდა,რად ჩამეძიე?დამტოვე მარტოდ,
ვის რაში უნდა ჩემნაირი თუნდ მეგობარი
მეხომ ვერ ვხედავ ელამი ვარ,ნუთუ ვერ მატყობ??
:-რას ამბობ მარი ღმერთს უ სცოდავ მატყუებ ალბათ,
შენ სიელამის არაფერი გატყვია კარგო,
არმითხრა ახლა რომ მაგისთვის ხარ მოწყენილი
არ გამაგიჯო,არ იტირო მაგისთვის არ ღირს,
მე ეგრე ვიცი რომ არ კრძალავს ეგ მეგობრობას
და არც და-ძმობას არ დაუშლის ხელს ეგ არასდროს.
მარი დამშვიდდა და ტირილიც უცებ შეწყვიტა,
ერთი ჩუმადაც გამიღიმა ეშმაკმა გოგომ,
მერეკი ხელი ჩამომართვა და ასე მითხრა
"ასე ყოფილა თურმე საჭირო"
და მერე უცებ ისევ ისე დახარა თავი
დამემშვიდობა გზა განაგრძო პაწია გოგომ
და მე იმ დღიდან არ მინახავს წუთითაც მარი
დავდივარ ვეძებ,იმ პაწია მომტირალ გოგოს give_rose.gif
mako@mako@mako
უკანასკნელი საჩუქარი ჩემს უსაყვარლეს მობილს სამსუნგ-640
ისე წახვედი,რომ არც გიკითხავს,სად მიდიოდი ან ვისთან.სიტყვები აღარ მყოფნის,არვიცი რით დავიწყო,როგორ გადმოვცე ჩემი სატკივარი.ეჰ რამდენჯერ დამიგდიხარ დაბლა,ხან სად გაგდებდი შე უბედურ დღეზე მოგონილო და ხან სად.სულ იატაკზე იყავი გათხლეშილი,თითქმის მთელი შენი ბავშობის წლები დაბლა ეგდე,არც ახლა ხარ დიდი შენ ხომ სულ რაღაც 3 წლის ხდები,ახლა გჭირდებოდა ჩემს გვერდით ყოფნა,დედის სითბო და ალერსი,მაგრამ ვინ დაგვაცალა??შენი თავი მოულოდნელად წამართვეს შე ბეჩაო.რამდენჯერ მიწვალებიხარ,შენკი ვაჯკაცურად იტანდი ხმასაცკი არ იღებდი,მარტო ეკრანზე ცისფერს მინათებდი ხოლმე.ახლა რაღა ვქნა??ამიხსენი გთხოვ რაა,ყველაფერს ხო აქვს რაღაც ახსნა? ხოდა ამიხსენი გელოდები.სხვის ჯიბეს მანაცვალე არაა?ჰმ მეტი რაღა მექნა,როცა შემეძლო ხო გყიდულობდი ბარათებს?აწი აღარასდროს მომივა სმს აღარც მმს და ვეღარც ვეღარავინ დამირეკავს.ვაიმე შენ შემოგევლე,ახლა მივხვდი როგორ მყვარებიხარ.ნეტავ ვის ხელში ხარ ჩავარდნილი შე უბედურო?წახვედი და დამიტოვე დამტენი,ერთი ეს მითხარი ახლა ვიღას შევუერთო?ეეეეეეხ როგორ სულმოთმენლად ველოდებოდი ეკრანზე სამი ხაზის გამოჩენას,რას მერჩოდა,რას მპარავდა ის მათხოვარი მე მათხოვარს ჰაა?ეჰ რამდენი პრობლემა გადაგვიჭრია ერთად,რამდენ სიხარულს ვიზიარებდით ერთად.ჩვენი შემხედვარე ყველა იმას ამბობდა"ფერი ფერს და მადლი ღმერთსო"ვის გაუხარებ აწი გულს,ჩემსავით ვინ მოგეფერება?ვის ხელში ჩაგაგდე შვილოო?რატომ არ გავთავდები და არ მოვისვენებ,შვილის ტანჯვას დედის გული ვერ მოითმენს.რომელ ლომბარდში ხარ ახლა,ან ვის გაჭუჭყიანებულ ჯიბეში გდიხარ.ვაიი გული უნდა გასკდეს,მაგრამ შენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია,შენ ჩემთვის ყოველთვის პირველი მობილური იქნები სამსუნგ -640.რაც არუნდა მომემატოს წლები არ დამავიწყდები,მუდამ მემახსოვრება შენი გაჩხაპნილი ეკრანი,შენი ნაიარევი,შენი ჭრილობა.როგორ ნაზად იხსნებოდი ხოლმე.დამრცა 3 ლარიანი ბალი ბარათი ნაყიდი,წახვედი და დამიტოვე 3 კარტა ობლად ჯეო,ბალი & ჯეო.მახსოვს როცა გყიდულობდი გამიღიმე,ცისფრად აენთე,მართალია არც ბლუთუზი გქონდა და არც ინFრარედი მაგრამ გულმა მაინც შენსკენ გამომიწია და გიყიდე.ერთი ეს იცოდე მე,შენი სამი კარტა გჯეო,ბალი & ჯეო და შენი ბრონზისფერი სატენი ყოველთვის დაგელოდებით,ჩვენ ხომ შენი პაწია ოჯახი ვართ.დედა გენაცვალოს ბიჭო მაგ ლამაზ ეკრანში.იმედია ჩემი ღიპუცა მამიკო ახალს მიყიდს მას შენზე ბევრს ვუამბობ,მაგრამ არ მგონია შენსავით გავუგო,შენ ხომ ჩემი ყველა საიდუმლო იცოდი.სადაც არუნდა იყო არ შემარცხვინო,ხომ იცი შენი იმედი მაქ,ყოველთვის გახსოვდეს ვისი გორისაც ხარ.
მობილო მომენატრები,ღმერთი გფარავდეს მუდამ,მე ყოველთვის დაგელოდები,დედას სიამაყე ხარეს გახსოვდეს რომელსაც ძალიან,ძალიან უყვარხარ girl_aaa.gif

სიყვარულის ქალღმერთო
რად მომატყუე ბედნიერი შენც იქნებიო?
რად მომატყუე და რად მომეც სულში იმედი?
რად ჩამისახე სიყვარული ამ დიდ ცივ გულში?
ან თუ მაჩუქე,რად მომპარე?რისთვის არ მესმის.
მაჩუქე ისევ წამართვი,დამტოვე ცისა ამარა,
ოცნება რაღად წამართვი?მეხომ ოცნება მიყვარდა
თუ ქალღმერთი ხარ,სიყვარულის გვერდით მჯდომარე,
მაშ გევედრები,დამიბრუნე ნუღარ მაწამებ. wub.gif

სიყვარულის ნატვრაში
გელოდები ნეტავ როდის გამიხსენებ,
როდის იგრძნობ ჩემი გულის ცემას?
ისე უხმოდ ძლიერ მენატრები
მოგონებებს ვერ გავანდობ სხვას.
მხოლოდ ჩვენზე იცის ბნელმა ღამემ
ვარსკვლავებმა,მთვარემ,ფერიებმა
ცოტა მალე გამიხსენე კარგო,
თორემ მალე გამიხსენებს სხვაა...

კაცი კაცი ქვეყნად რაა?
უდარდელად აგდია,
დღე და ღამე ბოთლით ხელში
ხან ლუდს წრუპავს,ხან პივას.
გვერდზე ისე ჩაგიქროლებს
ვითომც არაფერია,მოგაბოლებს
ერთ სიგარას მეტი არაფერია,
უდარდელად,უშრომელად
და უმანკოდ აგდია.
ქალებს ისე დაიმონებს
ისე ატკენს გულს
არცკი ფიქრობს ქალია და
მოფერება სურს.
აი!!!ქალი კი სულ სხვაა
ნაზი უფრთო ფერია
მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი
სულ მუდამ რომ ანთია.
ის ისეთი დაუცველი,
ის ისეთი კარგია,
მოფერება უნდათ მხოლოდ
სხვაკი არაფერია.
დაიხსომეთ უდარდელო,
უხეშებო კაცებო,
ქალებს მხოლოდ მოფერება,
მოფერება სურთ.
ნუ იქნებით უხეშები
ნუღარ ატკენეთ გულს,
თორემ ისე გაგექცევათ,
გაფრინდება შორს,
მერე ვეგარ დააბრუნებთ
ამ გაცრეცილ დროს.
ქალი არის მიმტევვები,
ქალი მაინც ქალია,
ქალზე ნაზი არსება,
ქვეყნად არ მინახია...
mako@mako@mako
**************
wmindao mariam, dedav gvtisao,
gtxov sheismine chemi vedreba,
ase nu gamriyav martod nu damtoveb,
am bneli gamis da wyvdiadis amara.
ox ra dznelia turme ganshoreba,
ufro dznelia masze ar icode,
tvalcremliani vdgavar shens winashe,
muxlmodrekili agvapyrob xelebs.
vdgavar da santelic nel-nela lgveba,
lgveba iseve vit chemi guli,
gmerto micocxle,gmerto daifare,
gmerto damibune, amas gevedrebi

შუა ღამისას ვარსკვლავთა ცის ქვეშ გამღვიძებია,
მუზა მომსვლია,თურმე შეთვის შესაფერისი,
კვლავ კალმის ტარი,ფურცლის ნაგლეჯი მომიძებნია
და თვალცრემლიანს დამიწერია შენი სახელი.
ლექსი დავწერე ვინ მოსთვლის უკვე მერამდენეა
უიმედობით,ტანჯვით,სევდით გამომსჭვალვული.
კვლავ შენზე ლოცვა,შენზე ფიქრი თუ არ მასვენებს,
გულით დარდმოკლულს გრძნობა მაინც შემრჩა მეფური
mako@mako@mako
ინტეგრალის გამოთვლა,პროგრესიები,ლიმიტური ზღვრები და ფუნქციების აგება
კალკულუსის გამოცდაზე

რა იქნება დამეხმაროთ,
მედება ცეცხლის ალია
ინტეგრალის გამოთვლაში,
საათებიც გაილია.
არც პროგრესიის ვიცი რამ
და არც ლიმიტური ზღვრების
ფუნქციებსაც ვერ ავაგებ
რაგინდ შემრჩეს მე საგნები.
მარტო ერთი შანსი არის,
უღრან ტყეში გავიჩითო.
უზარმაზარ ნაძვის ხეზე
ბაწარი რომ ჩამოვკიდო.
მერე ასე მიტირებენ
ჯაიანი და ნატიკო
ნეტა ისევ ჩვენთან იყო,
ნეტა ისევ ჩვენთან იყო.
აი მეკი უკვე მდზიმედ,
მომაქცევენ ღრმა ფესვშია
და სუდარას წააწერენ,
კალკულუსზე მიმყოლია clapping.gif (საბოლოო ჯამში თურმე მცოდნია აბა 10 -ს ისე ვინ მშვლიპავდა cheer.gif
mako@mako@mako
თუ სადმე ნახო პატარა გოგო,
გიშრის თმებით და მაყვლის თვალებით,
თუ მის თვალებშიც სევდას წააწყდი,
არ გაიკვირვო,მარტო გაჩერდი.
მეორე წუთში მომღიმარს ნახავ,
მისი თვალები,რაღაცას გეტყვის
მისი ცრემლები,ნუ შეგაშინებს,
სხვას მე ამისმეტს ვერაფერს გეტყვი,
და იცი რატომ?უკვე შეგინდე,
თითქოს ვივიწყებ რაც იყო იყო,
მეც დავაშავე და მაპატიე,
პატარა გოგო შენდობას ითხოვს... cray.gif
leo-dzia
***

რამ გამაგიჟა? გამაგიჟა უჟმურმა სივრცემ,
ნაცრისფერ ფერთა უსახურმა ნაირფერობამ,
ჩვენს შორის მდგარმა მოღუშულმა კედელმა მტკიცემ,
ყალბმა ღიმილმა,ყრუ ქირქილმა და პირფერობამ...

მე გამაგიჟა შებორკილმა ოცნებამ სულში
და დრომ რომელმაც ლაღი გული წამში დაგლიჯა,
კისრამდე ვდგავარ სიძულვილში,ბოღმაში,შურში...
შენ კი უტიფრად მეკითხები რამ გამაგიჟა...


2009წ. 14 აპრილი.

თბილისი,ღამე...



აჰა,იხილე ნაჯღაბნი იგი.....
salomeaa
leo-dzia
ლევან მე ესენი მომეწონა და ესენი ამოვარჩიე. სამშაბათს მექნება უკვე და მოგაწვდი რამენაირად : )))))))

ჩვეულებრივად, საუკუნოდ

ჩვეულებრივად, როგორც ხდება, იფეთქებს კვირტი,
ჩვეულებრივად გამაბრუებს სურნელი მიწის,
კვლავ ძველ ჰანგებზე ამღერდება ბუჩქებში ჩიტი,
ასე მოხდება, გაზაფხულმა სულ ასე იცის.

აბობოქრდება ნაკადული როგორც სჩვევია,
როგორც სისხლი დუღს ადუღებით კოცონზე ვნების,
მერე წალეკავს რაც ცივ ზამთარს შემორჩენია,
ჩვეულებრივად, დაურთავად ბედისგან ნების.
და უჩვეულოდ ჩვენ ვიდგებით მზისფერ ჩანჩქერში,
აგიფრიალებს ნელი სიო აპროლის კაბას,
მე ჩავეფლობი წუთიერად ფიქრის ნამქერში
შეგვიკერავენ ყვავილისგან ტყემლები საბანს.

ჩვეულებრივად, გაზაფხული უცრად მოვა,
არ ასცდენია - დავიჯერებთ ისარი მიზანს,
ჭექა-ქუხილად დაგვატყდება გრძნობების გროვა,
ჩვენ ვიდგებით და უხმოდ ვუმზერთ ერთმანეთს დიდხანს.

მარადიულად გაჩერდება უეცრად წამი,
მოგვეჩვენება ჯოჯოხეთიც წამით ედემად,
გვემახსოვრება საუკუნოდ ტიტეს ატამი
და სამუდამოდ გაზაფხული დაგვებედება.



სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხედან ჯოჯოხეთია

სდიოდათ კუპრი ჯოჯოთა ხეებს,
ნაცრისფერ კვირტებს კვნეტდა სიბნელე,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთია,
უფრო ახლოა ფიქრის სიბერე.

შავბნელ ორღობეს წყევლიდა ჭოტი,
მდინარის ოხვრას უსმენდა მთვარე,
იყო სიწყნარე და თანაც შფოთი,
ტკბილი ოცნება - ცხოვრება მწარე.
ცეცხლი ეკიდა უკუნში თავთავს,
ილეწებოდა გვამების კალო.
მზე ამ ყველაფრის თავი და თავი
ღმერთთან გაიქცა, გაქრა უკვალოდ.
..................................................
სახრჩობელიდან იღიმოდა ხუცესის გვამი,
წუხდა სატანა, უგზავნიდა ჭინკებს ბარათებს,
წლების სიბერეს დასტიროდა ჯეელი წამი,
ანგელოზები აგორებდნენ ქაჯთან კამათლებს.

საწყალ წყალს წყევლა დაადევნეს სამი ან ოთხი,
ერთად სწყუროდათ სიყვარული ჯოჯოთ და ხეთა,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთთან არის სამოთხე,
სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხედან ჯოჯხეთია
mako@mako@mako
1 გვ მოახიეს?? clapping.gif
salomeaa
ციტატა(mako@mako@mako @ Apr 29 2009, 22:13) *
1 გვ მოახიეს?? clapping.gif

რას ამბობ? unsure.gif
mako@mako@mako
salomeaa რას და 35 გვ ოყო მე დავამატე ლექსები და არამარტო მე,მერე რო შემოვედი ეგ გვერდი აღარ იყო wub.gif
salomeaa
ციტატა(mako@mako@mako @ May 1 2009, 20:56) *
salomeaa რას და 35 გვ ოყო მე დავამატე ლექსები და არამარტო მე,მერე რო შემოვედი ეგ გვერდი აღარ იყო wub.gif

ლექსები არაფერი არ წამიშლია. OFFები წაიშალა მხოლოდ და ამიტომ გახდა 35 გვ : ))))))))))
sting
mako@mako@mako

ნწუ შენი ლექსები დარჩებოდა ოფები წაიშალაsmile.gif
salomeaa
ციტატა(sting @ May 1 2009, 21:08) *
mako@mako@mako

ნწუ შენი ლექსები დარჩებოდა ოფები წაიშალაsmile.gif

ეგ დავწერე ეხლა ზუსტად მეც. მადლობა ჰაუსს : ))))))))
abashidze08
დღეს მე დავწერე შავი ემოცია... შავია ცხოვრების თეთრი ფურცლები.. მუქია შემი სინანული, მაგრამ მასზე უფრო მუქი ჩემი სულია... მოგენდო შენ ერთს და მხოლოდ შენში ეძებს ჭეშმარიტებას... ცხოვრება სინამდვილეში თეთრია, უფრო სწორად უფერი...ეს ჩვენ მივეცით მას ფერბი..ეს ჩვენ შევღებეტ ის ოცნებისფრად...რათა ჩვენი თავისგან, ჩვენი ჭეშმარიტი ფიქრებისგან გავქცეულიყავით.... კარგად კი გამოგვივიდა... სულის ანგელოზს ვაფრთხობთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე დიდი საფრთხობელა ჩვენ გამოვდივართ... აი მივიდე მდინარის ნაპირზე, მთხოვს სული, მაგრამ ხორც სცივა... იქედან სიმართლე მოდის... ხორცს სცივა... მდინარეს მოაქვს ჩვენი ფიქრები... მოაქვს და მოგორავს, როგორც შავი ფიქრი, მაგრამ მისთვის ფერის შეცვლა არ გვსურს, ისევ ვემალებით დღის სინათლეზე...ისევ ფერად ფერებში ვეძიებთ სიმშივიდეს... არა, სულს სულ სხვა რამ უნდა... სიშავის ძირზე ჩასვლა უნდა.... უნდა გაზომოს რამდენად ღრმაა ჩვენი ადამიანობა... ჩვენი წეშმარიტი მე... მაგრამ იქედანსც სიშავე მოსჩანს... ილუზიის შექმნას კი ვერიდებით...არ ვაძლევთ მას სხვა ფერებს...რატომ?გვეშინია... სული ჩვენზე მაღალია და იმიტომ...ჩვენი ხორცია უმდაბლესი, მაგრამ ამ სიმდბალემ სულის სიმაღლე არ უნდა დამიჩრდილოს... აი ესაა ჩემი ოცნება... მინდა ვოცნებობდე, მაგრამ მხოლოდ კი არ ვოცნებობდე, სულს ვკითხულობდე... აი ესაა ჩემი ემოცია...აი ამას დავეძებ ყველგან... და სწორედ ამით ვნიშნავ ჩემი სულის საზღვრებს....
tiko-tikuna
the G I R L

გოგო, რომელიც, ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, შენ ფანჯრებთან, დაღმართზე ჩარბის...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე, კოკა-კოლის ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და "პარნასში" წიგნების გამოსატანად შედის...
გოგო, რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან, შენ ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენ აივანზე ...
გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია, როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს: Here comes the sun...
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)...
გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან, მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love...
გოგო, რომელიც ესალმება უცხო ადამიანებს, დაუკითხავად ედევნება უცნობებს და მათ მოძრაობას იმეორებს ქუჩის ბოლომდე...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, ცრემლით თვალზე, ხურდას აწვდის მოხუც ქალს, სახელად Eleanor Rigby, რომელიც შენი აივნის პირდაპირ, ბაღის შესასვლელთან დგას...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხრება შენს აივანთან და გახსნილ თასმას იკრავს...
გოგო, რომელიც იცინის საკუთარ თავზე, როცა ამჩნევს, რომ ისე ჩაუქროლა შენ ფანჯრებს, რომ ხელი არ დაგიქნია, შორიდან...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხდის კეპს, იხსნის ყურსასმენს, აპაუზებს mp3-ს სიტყვებზე: Help me if you can I`m feeling down და რიდით იწერს პირჯვარს ეკლესიასთან, შენი სახლის წინ...
გოგო, რომელსაც, ყოველ დილით უყურებ ფარდის სიღრმიდან, ქვაფენილზე მი(ო)მავალს,- კოკა-კოლის ბოთლით ხელში, ქერა თმებში, თეთრ ბატინკებში, წითელ ჟაკეტში, ჯინსებში, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, ახალი წიგნებით მკერდზე, დიდი ყურსასმენით თავზე...
გოგო, რომელსაც, ყოველ დილით, უყურებ და უღიმი ისე, რომ ის ვერ გხედავს.
გოგო, რომელიც არასოდეს გეჯახება ქუჩაში შემთხვევით, არ გედევნება უცნობივით და არც არასდროს გეუბნება, რომ უგიჟესად გამოიყურები...
გოგო, რომელიც, თითქოს, არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ყველაზე სხვანაირია შენთვის, რადგან მაკარტნის Michelle-ს გაგონებს...
და გოგო, რომელიც, ახლაც, როგორც ყოველ დილით, შენ ფანჯრებთან დგას, ქუჩის კუთხეში ნაყიდი გვირილებით, თეთრ ბატინკზე შეხსნილი თასმით, და უბოროტო, ლაღი ღიმილით -
მე ვარ...


ჩამო, კოკა-კოლა დავლიოთ ... (დადუ)
leo-dzia
QUOTE (salomeaa @ Apr 29 2009, 17:42) *
leo-dzia
ლევან მე ესენი მომეწონა და ესენი ამოვარჩიე. სამშაბათს მექნება უკვე და მოგაწვდი რამენაირად : )))))))

ჩვეულებრივად, საუკუნოდ

ჩვეულებრივად, როგორც ხდება, იფეთქებს კვირტი,
ჩვეულებრივად გამაბრუებს სურნელი მიწის,
კვლავ ძველ ჰანგებზე ამღერდება ბუჩქებში ჩიტი,
ასე მოხდება, გაზაფხულმა სულ ასე იცის.

აბობოქრდება ნაკადული როგორც სჩვევია,
როგორც სისხლი დუღს ადუღებით კოცონზე ვნების,
მერე წალეკავს რაც ცივ ზამთარს შემორჩენია,
ჩვეულებრივად, დაურთავად ბედისგან ნების.
და უჩვეულოდ ჩვენ ვიდგებით მზისფერ ჩანჩქერში,
აგიფრიალებს ნელი სიო აპროლის კაბას,
მე ჩავეფლობი წუთიერად ფიქრის ნამქერში
შეგვიკერავენ ყვავილისგან ტყემლები საბანს.

ჩვეულებრივად, გაზაფხული უცრად მოვა,
არ ასცდენია - დავიჯერებთ ისარი მიზანს,
ჭექა-ქუხილად დაგვატყდება გრძნობების გროვა,
ჩვენ ვიდგებით და უხმოდ ვუმზერთ ერთმანეთს დიდხანს.

მარადიულად გაჩერდება უეცრად წამი,
მოგვეჩვენება ჯოჯოხეთიც წამით ედემად,
გვემახსოვრება საუკუნოდ ტიტეს ატამი
და სამუდამოდ გაზაფხული დაგვებედება.



სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხედან ჯოჯოხეთია

სდიოდათ კუპრი ჯოჯოთა ხეებს,
ნაცრისფერ კვირტებს კვნეტდა სიბნელე,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთია,
უფრო ახლოა ფიქრის სიბერე.

შავბნელ ორღობეს წყევლიდა ჭოტი,
მდინარის ოხვრას უსმენდა მთვარე,
იყო სიწყნარე და თანაც შფოთი,
ტკბილი ოცნება - ცხოვრება მწარე.
ცეცხლი ეკიდა უკუნში თავთავს,
ილეწებოდა გვამების კალო.
მზე ამ ყველაფრის თავი და თავი
ღმერთთან გაიქცა, გაქრა უკვალოდ.
..................................................
სახრჩობელიდან იღიმოდა ხუცესის გვამი,
წუხდა სატანა, უგზავნიდა ჭინკებს ბარათებს,
წლების სიბერეს დასტიროდა ჯეელი წამი,
ანგელოზები აგორებდნენ ქაჯთან კამათლებს.

საწყალ წყალს წყევლა დაადევნეს სამი ან ოთხი,
ერთად სწყუროდათ სიყვარული ჯოჯოთ და ხეთა,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთთან არის სამოთხე,
სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხედან ჯოჯხეთია



ძალიან კარგი.... სხვათა შორის ჩემი ლექსებიდან ესენი მეც მომწონს... მაგრამ ახლა გადასარევი არაფერია... თუ შეგიძლია იმეილზე ან ფორუმზე მომწერე სად გნახო,შევთანხმხდეთ და მომაწოდე....





tiko-tikuna
ბავშვებო ვინმე გაწევრიანდით ხელოვან სტუდენტთა კლუბში? ვინმემ ამიღწერეთ რა სიტუაციაა? acute.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.