დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
silibistro
და უშენობით ბებერ გულმა ვეღარ იარა,
ვეღარ იფეთქა ძველებურად, ახალგაზრდულად.
ან რას იზავდა თურმე მწველი აჩნდა იარა,
თურმე ის ძველი, წრფელი გული იქცა წარსულად.

მტანჯველმა ცეცხლმა ჩასწვა გული, მიქცია ნაცრად.
და თითქოს უკვე აღარც ფეთქავს დარდად ქცეული
და თუმცა ჩვენი მეგობრობა გულში კვლავ ჩარჩა,
დავდივარ მაინც მარტოსული მაინც ეული.
mariami24
ერთი ადამიანის ლექსების წაკითხვის მერე მას მივუძღვენი ეს



მხოლოდ სიმართლე, პირდაპირობა
და მხოლოდ შიშველი ემოცია,
შეუნიღბავი; უპირფერობა.
მასთან სევდიანი მელოდიაც
აჟღერებული სადღაც შიგნიდან,
ტკივილი, ტანჯვა, კვნესა სიმწრისგან
ოღონდ ფარული, გულში მალული
მოშორებული უცხო სივრცისგან.
გულის დარდების მწარე ძახილი,
სიტყვად ქცეული მისი განცდები,
მერე ლაექსებად გამოძახილი
მიმნიშნებელი რაღაც ნათელის,
რომ ისევ შერჩა სულის სიღრმეში
შეუბღალავი გული ბავშვობის,
რომელსაც იცავს თურმე რკინებით
შემოსაზღვრული დიდი გალავნით.
ეს გალავანი - თითქოს ნიღაბი
ამ ცხოვრებისგან თავდაცვისათვის
გამოუჭედავს უკვე განვლილ წლებს,
რათა გაუძლოს ბედის მძიმე ხვედრს...

2kija
QUOTE
ყველას უნდა დაიჭიროს საკუთარი ოქროს თევზი, მაგრამ ეგოისტობით სხვა რაღაც მოდის....


cool :up:
tako_kakabadze
QUOTE
ყველას უნდა დაიჭიროს საკუთარი ოქროს თევზი, მაგრამ ეგოისტობით სხვა რაღაც მოდის....


იმდენად, რამდენადაც ყველა ადამიანი ეგოისტია(მეტ-ნაკლებად), ვერავინ დაიჭერს ოქროს თევზს. :უნარები:

იმდენად, რამდენადაც ვერავინ დაიჭერს ოქროს თევზს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი არსებობა. 7.gif
2kija
QUOTE
ყველა ადამიანი ეგოისტია(მეტ-ნაკლებად)


ბულჟედ
abashidze08
და მაშინ როცა მოწყვიტე წამი
და მაშინ როცა შეც იცოდი შენი ფიასკო
და მაშინ მიხვდი, შავბნელ ფიქრებში
რაგვარ ტკბილია ერთი ოცნების ერთი საღამო.

გაამთლიანე შენი დადრები და დაუკარი ერთ მელოდიად,
თავს ნუ დაუხრი დაემორჩილე მხოლოდ, უბრალოდ
ქარს გაატანე ეგ ემოცია და იქორწინე გაუნაპიროდ,
მაშინ დატოვე ერთი წამით ეს ემოცია და მოიპოვე სამუდამოდ "რიფი უპიროდ"...

ცამდე ასვლაა რთული თორემ დაცემა არა -
იქამდე ასულს გეკარდება მხოლოდ იფიქრო -
შავს ჩაუფიქრდე, დააფიქსირო, თუ
რაგვარ ტკბილია შენი "ღიღილო".
tiko-tikuna
სიყვარული (მინიატურა)

ღმერთა შექმნა სამყარო!
და იქმნა ნათელი!
და იქმნა ბნელი!
მზე და მთვარე.
გაჩნდა დრო.

* * *

ზაფხული, მცხუნვარე მზე.
დააჭირა ნამეტნავად დღეს...
ხვალ ალბათ მოთოვს...

- უკაცრავად, საათის რომელია? რატომღაც ჩემი საათი გაჩერდა.
- ცხრა საათია.
- ღმერთო ჩემო! ეს რა დამემართა? - გაიფიქრა, გზის პირზე მიმავალმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ტანს პალტო ემოსა, ხოლო თავზე ე.წ. პანამას ქუდი ეხურა. უცნაური ვინმე გეჩვენათ არა? - მეც. იქვე ახლო-მახლო ვიდექი და ვუცქერდი ამ უცნაურ, ერთი შეხედვით საინტერესო, მაგრამ დაბნეულ, მამაკაცს. ჰე?! გამომრჩა... ფეხზე არაფერი ეცვა. კიდევ კაშნე, იმხელა, რომ ყელზე სამჯერ შემოეხვია და მაინც მუხლამდე სწვდებოდა. თქვენც გეუცნაურად არა? იკითხავთ რა პროფესიისა იყოო? მაგრამ მე პასუხი არ მაქვს.

ზამთრის სუსხიანი ამინდი...
უცხო მამაკაცი ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა ტროტუარს, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.
- გამარჯობა!
- ფეხშიშველი რატომ ხარ? - იკითხა გოგონამ. სხვა საკვირველი ვერაფერი შეატყო ახალგაზრდა მამაკაცს. ვითომ?! ან როგორ შეატყობდა, როცა თვით გოგონას დროის შეუფერებლად ემოსა ტანს. მშვენიერი მანდილოსანი, რომელიც კეკლუცობდა ახალგაზრდა მამაკაცის წინაშე და თავს იწონებდა, არაფრით განსხვავდებოდა მისგან. თუმცა ერთი სხვაობა კი იყო ნამდვილად: ფეხზე საზაფხულო ქოშები ეცვა. ამიტომაც გაუკვირდა მისი შეყვარებულის.
მდუმარე საუზმე მოაწყვეს.
მდუმარე მზერა თან სდევდა საუზმეს.
ასევე უსიტყვო ამბორი სხივების...

* * *
ხის ტოტებმა გაშიშვლება იწყეს...
გაზაფხულმა ისევ შემოსა ისინი...

- უკაცრავად, საათის რომელია? რატომღაც ჩემი საათი გაჩერდა. - ჰკითხა შემთხვევით გამვლელს, გოგონამ.
- ცხრა საათია.
- ღმერთო ჩემო! ეს რა დამემართა? დამაგვიანდა შეხვედრაზე. - გაიფიქრა და ნაბიჯების სიხშერეს მოუმატა. გზის პირს ამჯერად ეს ულამაზესი გოგონა ამშვენებდა, რომელიც თვალის მომჭრელი სილამაზით ატყვევებდა გამვლელებს. რატომ? ტანს არაფერი ემოსა, უბრალოდ შემოდგომის ფოთოლცვენაში მოხვდა და არც კი ფიქრობდა ამ დროის ხიბლით შემოსილი, ვინმეს თუ გააკვირვებდა. მართლაც ულამაზესი იყო.
მაგრამ ახლა ხომ გაზაფხულია?

- გამარჯობა.
- საოცრება ხარ ძვირფასო! საოცრება! მოდი ჩამოგფერთხო თმიდან ფოთლები, მომღიმარ სახეს გიფარავს. - თითქოს უცნაური არაფერი შეუმჩნევია. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მზრუნველობას იჩენდა მანდილოსნის წინაშე და თავს იწონებდა, არაფრით განსხვავდებოდა მისგან. თუმცა ერთი სხვაობა კი იყო ნამდვილად: ფეხზე ისევ არაფერი ეცვა და თავიდან ფეხებამდე სველი იყო.

* * *
ერთმანეთის სიყვარულს ეტრფოდნენ დროის პერიოდებში.
მთვარე მეფე - მზე დედოფალი.
ორივეს, ოჯახური კამათი აპრილის თვეში მოსდიოდათ ხოლმე. ვერ იყოფდნენ ნასესხებ დღეებს.
ერთი კი ნათელი იყო: აპრილის ამ დღეებში ორივეს შესაფერისად ემოსათ და შესაფერისად ლამაზები იყვნენ. არც ქუჩაში დადიოდნენ გაოცებულები.

ასეთია სამარადისო სიყვარული წელიწადის ოთხ დროში!
და უყვართ თავიანთი პირმშო - დედამიწა!
შემოქმედი მათი კი ღმერთი არს!

15 აპრილი 2009 წელი
abashidze08
ორია, ორი და კიდევ ორი, არჩევანი მხოლოდ ერთი.ნეტავ რა არის ის მეორე...ჩამესმის ყოველდღე, ჩემს თავს ვეკითხები... იქნებ ის რაღაც ისაა რასაც ამდენ ხანს უარვყოფ... იქნებ ჩამესმის კიდეც... იქნებ ვხედავ კიდეც...იქნებ ვსუნთქავ კიდეც... იქნებ ვგრძნობ, აქ ჩემთან ძალიან ახლოს მყოფს... იქნებ ის სულაც ისაა... აი ეხლაც როცა ამ სიტყვას ვწერ ეხლაც არ მინდა დაგასახელო... არ მინდა, რატომ?ამაზე პასუხი მხოლოდ ჩემი სულის იმ მხარემ იცის, რომელიც ასე ჯიუტად გელოდება... ისე აღიქვმას შავბნელ სამყაროს როგორც ეს მას უნდა... სულს კი სხვა რამ უნდა...უნდა იყოს ლაღი... უნდა იყოს სულელი...ხანაც გიჟი...მაგრამ ამდენ გრძნობას ვეღარ იტევს, გრძნობებმა კი გადაიარეს მასზე...გადაიარეს და გაუყვნენ ცხოვრების გზას! იქნებ უნდა დავწეოდი ად მომებრუნებინა, ანდა სჯობდა გავყოლოდი... იქნებ იქ გრძნობათა ფერების სწორი აღქმა მესწავლა, მაგრამ, არა, მე, ანუ შენ ანუ მას ეს არ სურს...არ სურს რადგან ჯიუტია...რადგან არ იცის რა სურს... ორია მასში კითხვაზე პასუხი მაგრამ არცერთის დანახვა არ სურს... გადმოინთხა ფურცელბზე ეს ემოცია...ცხოვრებამ ისევ მწარედ დამცინა... მინდა გავიდე ვიხეტიალო და ჩემი ცხოვრების ემოციებისგან დაკარგული ბეჭედი ვიპოვო...მეკითხები შენ, სად იპოვი?მე კი გპასუხობ აქ, აქ ვიპოვი...აქ ვიპოვი მეთქი, ამ ღამეში...მერე მინდა დავწერო ერთი წერილი და გავატანო ქარს იქნებ მიიტანოს ადამიანამდე...იქნებ უთხრას მას ჩემი სათქმელი... მზე მზეა მაგრამ, მასზე თბილი მთვარეა...ისაა სულის მეგობარი...მხოლოდ მას ესმის განსაცდელი...მხოლოდ ის გამანაპირებს და გრძნობებით დაღლილს ემოციებისგან გადარეულს აღმიქვმას გიჟად...მზე საფარია...მზე ფარავს ჩვენს სულს...მზე ჩვენი "მეგობარია"...მაგრამ აბა ერთხელ მაინც დაუცადე მთავრეს და გაჰყევი ცის ტატნობზე მოელვარე ვარსკვლავს... ეხ ცხოვრება ღირს რათა იჩუქო ერთი ღამე...ერთი ჭეშმარიტი ღამე!!!
tiko-tikuna
რა აზრი აქვს აქ წერას მაინც არავინ მაფასებს და.. 7.gif
salomeaa
ციტატა(tiko-tikuna @ May 16 2009, 13:04) *
რა აზრი აქვს აქ წერას მაინც არავინ მაფასებს და.. 7.gif

მე ვკითხულობ, მაგრამ შეფასებებეს არ ვაკეთებ, რადგან გინდა დაგიწერ : )))))))))))))
ლამაზი ჩანახატია, ოღონდ შენს თავზე რომ წერო უფრო კარგია, ანუ შენი განცდები რომ აღწერო, რას გრძნობ, დარწმუნებული ვარ გამოგივა : ))))))))))
sting
ციტატა(salomeaa @ May 16 2009, 22:38) *
მე ვკითხულობ, მაგრამ შეფასებებეს არ ვაკეთებ, რადგან გინდა დაგიწერ : )))))))))))))
ლამაზი ჩანახატია, ოღონდ შენს თავზე რომ წერო უფრო კარგია, ანუ შენი განცდები რომ აღწერო, რას გრძნობ, დარწმუნებული ვარ გამოგივა : ))))))))))



უი ყველაფერს კითხულობ რაც ამ თემაში იპოსტება? biggrin.gif სად გაქვს მაგის ნერვები? biggrin.gif
salomeaa
ციტატა(sting @ May 17 2009, 0:50) *
უი ყველაფერს კითხულობ რაც ამ თემაში იპოსტება? biggrin.gif სად გაქვს მაგის ნერვები? biggrin.gif

მოდერატორობა მძიმე ხვდერია george.gif
ეს განყოფილება ყველაზე მეტად მიყვარს მთელს ფორუმზე და არ მეზარება wub.gif
ლიტ. ვიქტორინაში მიიღე რა მონაწილეობა ცოტა გამოცოცხლდება
girl_sigh.gif
tiko-tikuna
ციტატა(salomeaa @ May 16 2009, 21:38) *
მე ვკითხულობ, მაგრამ შეფასებებეს არ ვაკეთებ, რადგან გინდა დაგიწერ : )))))))))))))
ლამაზი ჩანახატია, ოღონდ შენს თავზე რომ წერო უფრო კარგია, ანუ შენი განცდები რომ აღწერო, რას გრძნობ, დარწმუნებული ვარ გამოგივა : ))))))))))



დიდი მადლობა რჩევისთვის, გავითვალისწინებ 7.gif The girl წაიკითხე?
salomeaa
ციტატა(tiko-tikuna @ May 6 2009, 12:44) *
the G I R L
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე "პარნასში" წიგნების გამოსატანად შედის...


მეც ყველას Hello goodbye ვესალმები/ ვემშვიდობები

ციტატა(tiko-tikuna @ May 6 2009, 12:44) *
the G I R L
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)...

ესეც მე ვარ blush2.gif

ციტატა(tiko-tikuna @ May 6 2009, 12:44) *
the G I R L
და გოგო, რომელიც, ახლაც, როგორც ყოველ დილით, შენ ფანჯრებთან დგას, ქუჩის კუთხეში ნაყიდი გვირილებით, თეთრ ბატინკზე შეხსნილი თასმით, და უბოროტო, ლაღი ღიმილით -

ჩამოხრჩობილის ღიმილით george.gif

მომეწონა, კარგი გოგო ხარ wub.gif
tiko-tikuna
Salomeaa

დიდი მადლობა ჩემო კარგო, შენც საყვარელი პიროვნება ჩანხაარ angel.gif
leo-dzia
აუუუუ....


ვეღარ ვწერ ლექსებს...
mako@mako@mako
tiko-tikuna
მგონი მარტალი ხარ ხო იციიი?? cray.gif wub.gif
DAKOTA


კედის და ციცქნას ლექსები ყველაზე მეტად მიყვარს wub.gif
leo-dzia
იარე!


იარე!
შენ ისევ გტკივა ის იარები,
იარე!
თუ ის კოცონი გულში ისევ მძლავრად ბრიალებს,
იარე!
დასერე ზეცა,ლეწე კარები,
იარე!
ეს დაწყევლილი დედამიწა სანამ ტრიალებს,
იარე!
ფოთლებად შენი წინაპრების სუნთქვა შრიალებს,
იარე!
ხანი მინდვრები,ტკეპნე ბანები,
იარე!
ათასწლოვანი შენს მძორში ხომ სული წრიალებს,
იარე!
ჭედე ხმლები და ლესე დანები,
იარე!
ხოცე ცხენები ცვითე ნალები,
იარე!
თუ სამრეკლოზე კვლავ წარსულის ზარი ზრიალებს,
იარე!
მომავლიდანაც გეძახიან ქრისტეს თვალები,
იარე!
საფლავის კარი ყოველ წუთში შენთვის ჭრიალებს,
იარე!
ცხრა კელაპტარი,ცხრა ძმის ხმალი ისევ კრიალებს,
იარე!
წყვიტე ბორკილი,ჟლიტე ჯარები,
იარე!
ცის კაბადონზე მეწამულად სისხლი თქრიალებს,
იარე!
ყოველ მაღლობზე დიდებული მართე ჯვარები,
იარე!
თალე ისრები,ჭიმე ლარები,
იარე!
ნუ შეშინდები,ხსნის ვარსკვლავი შენთვის იალებს,
იარე!
ნუ გაჩუმდები,არავის არ შეებრალები,
იარე!
თუ გაჩერდები,ვერ მოირჩენ წყეულ იარებს,
ჰოდა იარე!!!


2009წ. 23 მაისი,თბილისი. ღამე...

ეს ერთგვარი ექსპერიმენტია და ველოდები თქვენს შენიშვნებს....
pensioneri
იგივედ დაგიწერდი აქ,რაც ადნებში მოგწერე...

ციცქნა
ციტატა(DAKOTA @ May 25 2009, 10:32) *


კედის და ციცქნას ლექსები ყველაზე მეტად მიყვარს wub.gif

გმადლობ smile.gif

ბლოგზე შემოიარე, ლექსებს არა, მარა ზღაპრებს ნახავ ბევრს, ზოგს ახალსაც smile.gif
mariami24
დღეს მთლიანად კაცობრიობამ სახე დაკარგა :|, მაგრამ, როგორც ქართველს, ყველაზე მეტად მაინც ქართველის სიმახინჯე მტკივა... ქუჩებში და მოსახვევებში ხშირად შეხვდები ჩამოხრჩობილ პატიოსნებას, განგმირულ ღირსებას, დაჩაგრულ ვაჟკაცობას, გამატერიალურებულ რწმენას, დაინახავ თუ როგორ დევნიან ფასეულობებს. დღეს სათნოებას სიკვდილი მიუსაჯეს. სადღაც შორიდან ყრუდ მესმის ქართული სულთმობრძავი სულის მწარე ამოძახილი. ყურის დაგდება მინდა, მაგრამ გარემოება ახშობს და ყლაპავს ამ ხმას... ამ ყველაფრის ფონზე ჭავჭავაძის "განდეგილივით" გამეფიქრება ხოლმე, მაგრამ არა პესიმიზმის ნიადაგზე, არამედ რეალობიდან გამომდინარე...
თუმცა ყოველთვის ვიმეორებ - "აბა ქრისტიანი კაცისთვის პესიმიზმი რა საკადრისია ))) " ეს რწმენა და შეგნებაა, რომ საკუთარ თავში მაძლიერებს და ოპტიმისტუ ხედვას მინერგავს ყველაფრის მიუხედავად...
leoni
მინდა შევიგრძნო შენი ლამაზი ტუჩების სიტკბო..
მე შენს თვალებში ყოველთვის ვხედავ უსაზღვრო სითბოს...
თუმც არ კარგავდი შენ ჩემთვის დიდ დროს,,
..უხილავადაც მათბობდი თითქოს
thank_you.gif thank_you.gif
2kija


სანთლის ნათება თვალს ჯერ არ სჭრიდა, ფორთოხლის წვენი სანთლის ფონზე მოყავისფრო და საზარელ სითხედ გამოიყურებოდა. პირველად იყო მარტო ასეთ დროს, გეგმა ჰქონდა ასეთი. რამე უფრო ღრმა და მძიმე, როგორც იტყვიან, წვენიანი სჭირდებოდა. სანთლის გვერდებს თავიდან ნელ–ნელა და შორიდან, მერე უფრო აგრესიულად აძრობდა და ისევ სანთელზე დებდა. ახლად გამკვრივებული სანთელი ისევ დნობას იწყებდა, ოღონდ უფრო შავად, რაც უფრო მეტჯერ გადაადნობდა ერთიდაიგივე ნაწილს, მით უფრო მეტი შავი ნაწილაკის შემცველი ხდებოდა. ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, სანთელს მოსცილებოდა და ცისთვის აეხედა, მაგრამ იმ მომენტში იქ ჯდომა მისტიკურ განწყობას უქმნიდა, რაც თავისთავად ისეთივე ილუზიური იყო როგორც სანთელი სპეციალურად განათებული მეგაპოლისის სპეციალურად ჩაბნელებულ ერთ–ერთ ბინაში.

ყველაფერი სიზმარს გავდა, ფანჯრები სპეციალურად იყო ჩასმული ისეთი, გარეთ მყოფი მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ხმა რომ არ გაგეგო. ოთახის ბოლოში იდგა უახლესი წარმოების ხელოვნური პალმა რომელიც ისე ჰგავდა ნამდვილს, იფიქრებდი რტოები რომ მოვაწყვიტო წვენი გაუვაო. ნათურები ჭერში დისტანციური სამართავით იყვნენ დამალულები. ტელევიზორი მეორე ოთახში იდგა და მორჩილად ელოდა როდის ჩართავდნენ, რათა მოახლოებული და უკვე დამდგარი საშიშროებების: ღორის გრიპის, ეკონომიკური კრიზისის, 2012 წლის, მაიას კალენდარის, ვანგას წინასწრმეტყველებების და კიდევ ათასი უაზრობის გარშემო ელაპარაკა.

სანთლის ქვედა ნაწილმა ლურჯსა და მწვანეს შორის გარდამავალი ფერი მიიღო. თვითჰიპნოზის ლამაზყდიანი წიგნი და რელიგიური ბროშურებიც მეორე ოთახში ეყარა. არ იცოდა რა უნდოდა, ალბათ უნდოდა ეგრძნო ის რაც იმწუთას უკვე გრძნობდა. ძველ ხალიჩაზე დაწვა, რომელიც მეგობარმა ჩამოუტანა ირანიდან. ხალიჩა იატაკზე დაგებულ ლამინატის პარკეტს წარმატებით ფარავდა. ტვინის სიღრმეებში წვდომა არ გამოუვიდა თავიდან, თითქოს იმედი გაუცრუვდა, მაგრამ კვლავ განაგრძო “ყველაფრისკენ ლტოლვა”.

2 საათში რეალობის აღქმის დაკარგვა მოხდა, ახალდასხმული ლუდივით აღელვებული ფიქრები ტვინის გვერდითა ნაწილებს ეჯახებოდა და საოცარი ქაოსის შემდეგ, ახალ და განსხვავებულ ადგილას დგებოდნენ, განსხვავებული შემართებით. ღრმად სჯეროდა: რაღაც ახალი და ჭეშმარიტი აღმოვაცინეო მაგრამ ასეთი მდგომარეობა პროგრესის ნაცვლად რეგრესს იწყებდა. ძალიან ნელი მოძრაობით გაახილა თვალები და საოცრად დასვენებულად იგრძნო თავი, თუმცა მეტი არაფერი. მისი თეორია – ჩაწვდომოდა თავის თავს ისე, რომ მანამდე იგი დაეკარგა – პრაქტიკაში კვლავ განუხორციელებელი ხდებოდა. “პიროვნების გარეშე აზროვნება არის ობიექტური გონი” ცხარედ ამტკიცებდა ორი დღის წინ მეგობრებთან, მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო ვიდრე ნებისმიერის მაგრამ ვერასდროს ვერ იხვეჭდა მოწონებას მისი დღევანდელ კულტურასთან აბსოლუტური შეუსაბამობის და შეიძლება ითქვას, კონფლიქტის გამო…

სინათლე ერთი ხელის მოძრაობით აანთო, სანთელი იმდენად უმნიშვნელო გახდა მისთვის – ჩაქრობაც კი დაავიწყდა. ხალიჩა მრგვალად აიღო და უახლოეს კუთხეში დადო, მეორე ოთახში გატანილი ტელევიზორი თავის ადგილას დააბრუნა. ფანჯრის მდგომარეობა არ შეუცვლია, არ სურდა ათასობით საცობში გაჭედილი მანქანა ენახა. მაცივრის თავზე გუშინდელი ვისკი იყო დარჩენილი, ბოლომდე დალია ორ მოყუდებაში,მოყუდებებს შორის აგრესიისა და სიამოვნების შემცველი გრძნობები ერთდროულად წარმოთქვა და ლოგინისმაგვარ ლოგინზე დაწვა. გრძნობდა რომ ყველაფერი უფრო კარგად იყო ვიდრე ორი წუთით ადრე.

ბავშვობა გაახსენდა, პირველი კოცნა, პირველი მოწევა, პირველი დალევა…და რატომღაც ფიზიკის წიგნში მოცემული აქსიომა: “ენერგია არსად არ იკარგება, უბრალოდ იცვლის ფორმას”.


http://artidea.wordpress.com/2009/06/04/re...on-by-eucalipt/
sting
2kija


ეს შენ დაწერე რა ხდება მაგ ბლოგზე რა რეიკარნაცია აუტყდა ყველას? spy.gif
თინი
sting

წაიკითხე თუ შეიძლება პროექტის არსი spy.gif

http://artidea.wordpress.com/about/
sting
თინი


წავიკითხე spy.gif
გასაგებია
მადლობ spy.gif
DAKOTA
საინტერესოა spy.gif
salomeaa
ციტატა(2kija @ Jun 4 2009, 9:47) *
ბავშვობა გაახსენდა, პირველი კოცნა, პირველი მოწევა, პირველი დალევა…და რატომღაც ფიზიკის წიგნში მოცემული აქსიომა: “ენერგია არსად არ იკარგება, უბრალოდ იცვლის ფორმას”.

კარგი ხარ კარგიიიიიი, ემოცია მოიტანე ბოლომდე პირველი კოცნა, პირველი მოწევა, პირველი დალევა :*:*:*:*:*
FemME
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?
ციცქნა
ციტატა(FemME @ Jun 7 2009, 20:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?

blush2.gif clapping.gif
davi T nidze
ციტატა(FemME @ 7th June 2009 - 20:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?


acute.gif acute.gif good.gif good.gif good.gif
BigCrow
ვაწვალოთ ერთად biggrin.gif
რეინკარნაციის ჩემი ვერსია:

მე ვიყავი წერტილი, ყოველგვარი ზომის გარეშე, ჩემში იყო კონცენტრირებული მთელი სამყარო, ამიტომ მე ძალიან ამაყი წერტილი ვიყავი. ჩემი სიამაყის საფუძველი ისიც იყო, რომ მთელს ჩემს გარემომცველ სამყაროში ერთადერთი წერტილი ვიყავი და შესაბამისად-ყველაზე კარგიც. არ არსებობდა ჩემს გარშემო არც დრო და არც მანძილი, ამიტომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი უსასრულობა. შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, თანდათან ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ძალა იღვიძებდა და ფართხალებდა, თანდათან უფრო და უფრო ძლიერად ისე, რომ ბოლოს უკვე ძლიერი რყევა დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით არ ვნებდებოდი ამ ძალას და წერტილად ვრჩებოდი. მალე ვიგრძენი, რომ რაღაც ნაკადები გაჩნდა ჩემს გარშემო სამყაროში, რომელიც წესით ცარიელი უნდა ყოფილიყო. კარგად დავაკვირდი – ეს ნაკადები ჩემგან გადიოდა, ოღონდ ვერ მივხვდი რა იყო, სითხე თუ სინათლე. ამაზე ვეღარ ვფიქრობდი, ის ძალა უფრო და უფრო ძლიერად მაწვებოდა შიგნიდან და მხეთქავდა, მე ვუძალიანდებოდი, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო სუსტად, ჩემში რაღაც უცნაური და ახალი გრძნობები ათამაშდა, თითქოსდა მინდოდა კიდეც, რომ ამ ძალას გავეხეთქე, აღარ ვყოფილიყავი წერტილი, შექმნილიყო ჩემს გარშემო დრო, სივრცე და საერთოდ, სამყარო.

და მეც გავსკდი…



… ყველაფერი წყლების დაღვრით დაიწყო, შემდეგ კი მოვლენები ისე მიეწყო ერთმანეთს, როგორც მძივის თვლები, ჯერ დრო შეიქმნა, მერე სივრცე შეივსო ჩემს გარშემო და ბოლოს ამ სივრცეში მეც გამოვყავი თავი, ფრთხილად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი – არ მომეწონა და ავტირდი. დიდხანს ვტიროდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ცოტა ხანს, რადგან ჯერ კიდევ დაბინდული თვალებიდან პირველი რაც დავინახე, ჯერ კიდევ ახლახანს მიტოვებული ადგილი იყო. და ჯერ კიდევ პატარა ყურებში ჩამესმა გარშემომყოფების გამოცემული ხმები, რომლებიც მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ახლა კი ვიცი რაც არის:

-…მასში ვარსკვლავი ჩასახლდა, ახდა წინასწარმეტყველება… ღმერთის შვილი დაიბადა…


http://artidea.wordpress.com/2009/06/08/re...ion-by-bigcrow/
Miss Green
ციტატა(FemME @ 7th June 2009 - 20:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?

smile.gif good.gif
sting
ციტატა(FemME @ Jun 7 2009, 20:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?



კარგი იყოsmile.gif
DAKOTA
ციტატა(FemME @ Jun 7 2009, 21:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?

Fემმ, ძალიან მაგარია, ჟრუანტელმა დამიარა, მართლა wub.gif
salomeaa
ციტატა(FemME @ Jun 7 2009, 21:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?

შემომეწერე . . . მჭირს მე
ერთ ჩემიანს ,,შემომეხატე"


ჰოდა პეპლები გადარჩებიან თუ გადაარჩენთ . . .


BigCrow
არტავიკებო: http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=14089
Shirley
ციტატა(FemME @ 7th June 2009 - 20:21) *
მომინიაღვრდი,
რომ გავგონდოლდეთ, ან,
თუ გინდა,
გავ-ნავ-ვარდეთ.
ჩაჩანჩქერებამდე.
თუ გავმდორეწყალდით,
მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც.
სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . .
როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ?

:უ: vishenka_33.gif
takoooo
leo-dzia
ეს შენ დაწერე? მომეწონა smile.gif
ციცქნა
რადგან უკვე ლიტჯიზეც ხილულია ავტორი.
აქაც იყოს


ცხვრების დათვლა


სამი დღის უძინარნი
ცხვრებს არ თვლიან.

ამბობენ,
მათ ისე ეძინებათ,
როგორც გრძელ გზაზე
მარშს ჩამორჩენილ ლანგუსტებს
და მერე
ქვიშაზე განრთხმულები
ბრტყელი თევზების ლუკმა ხდებიან.

მე ახლა ცხვრებს ვთვლი,
სულ სამია,
მაგრამ მე მყოფნის.
ისე დგანან, რომ
როცა ვითვლი -
მეორე წრეზე
პირველი ცხვარი მეოთხეა,
მერე - მეშვიდე.

უკვე ისე ვარ,
უძილობაგამჯდარი სისხლში,
რომ ცოტა ხანში
სივრცის აღქმა შემინელდება,
უფრო მერე -
დაიშლება
ფიგურა-ფონად.

ბოლო სტადიას თუ მივაღწევ,
არ ვიცი, თუარ
გამაჩერა რამემ ამაზე,
დეტალებად დაიშლება
რასაც ვხედავდი -
ფერების სპექტრი
დაწვრილდება
ასფიქსიამდე
და სსსულ ბოლომდე
რჩება მხოლოდ
პუანტილიზმი.

რამე მითხარი,
თორემ უკვე მესამე დღეა,
უმეტესწილად ჩუმად ვართ
ან მე ვლაპარაკობ.

sting
ციტატა(ციცქნა @ Jun 15 2009, 2:58) *
ცხვრების დათვლა





უკვე ისე ვარ,
უძილობაგამჯდარი სისხლში,
რომ ცოტა ხანში
სივრცის აღქმა შემინელდება,
უფრო მერე -
დაიშლება
ფიგურა-ფონად.

ბოლო სტადიას თუ მივაღწევ,
არ ვიცი, თუარ
გამაჩერა რამემ ამაზე,
დეტალებად დაიშლება
რასაც ვხედავდი -
ფერების სპექტრი
დაწვრილდება
ასფიქსიამდე
და სსსულ ბოლომდე
რჩება მხოლოდ
პუანტილიზმი.



ეს მომეწონა : ) ) )
ციცქნა
ციტატა(sting @ Jun 15 2009, 13:25) *
ეს მომეწონა : ) ) )

სენსორული დეპრივაციის ჩემეული ვარიანტი blush2.gif
sting
ციტატა(ციცქნა @ Jun 15 2009, 18:43) *
სენსორული დეპრივაციის ჩემეული ვარიანტი blush2.gif




ფსიქოლოგი ხარ შენ?
saandr
საღამო ვერანდაზე

მაია ცხვარაძეს

ვერანდა.ზაფხული.საღამო.ვსაუბრობთ.
თბილისი ნელ-ნელა ბურუსში იღვრება.
მშვიდია ამინდი, თუ მაინც აურევს,
ჰაერში გავავლოთ წვიმების ტიხრები.

ფუსფუსა ქალაქი აქედან კარგად ჩანს,
ნახევრად ევროპა, ნახევრად აზია.
ჩვენ ვერ გამოვუტანთ ვერავის განაჩენს
უბრალოდ ვსაუბრობთ.ფონი კვლავ ჯაზია.

(მისწრებას ვუწოდებ პირდაპირ ასეთ დროს
მსუბუქ ჯაზს). ჰაერიც მსუბუქი, ფაფუკი.
ვსაუბრობთ, დაიწყო, თუ როგორც,საერთოდ
გილგამეშიდან და მივედით კაფკამდეც.

მერე მე საქციელს ჩავდივარ კადნიერს-
ლექსებად გიყვები სიზმრებსაც მომავლის.
თან ისე, თითქოს ეს ნანახი კადრია
და თითქოს ნიჭივით ზეციდან მომმადლეს.

ხოლო შენ მაგ შენი ნათალი თითებით
(სანამ ეს წუთებიც თვალებში ჩაგვრჩება),
დახატე აბსტრაქტით ბავშვობის ტიტრები,
რომ მერე გადავცდეთ როგორმე ჩარჩოებს.

გავცდებით უთუოდ! ქარების ექსპრესით.
ეს მთვარეც ზეცისგან ავიღოთ არენდით.
მარლბოროს კოლოფი, ფინჯანი ესპრესსო
ვსაუბრობთ.საღამო.ზაფხული.ვერანდა.

იყოს ეს ლექსი აქ, ჯანდაბას ჩემი თავი smile.gif))

Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 15th June 2009 - 17:43) *
სენსორული დეპრივაციის

ეგ რა არის? blush2.gif
leo-dzia
ციტატა(takoooo @ Jun 12 2009, 23:20) *
leo-dzia
ეს შენ დაწერე? მომეწონა smile.gif



რაზე ამბობ?
kedi
საგზაო ნიშნები
-----------




ფიქრის გარეშე, მე შევიცვალე ლექსიკონის
ყველა პუნქტი
და ასფალტზე, თეთრ ზოლებად დავეგე.
საგზაო წესების აბრებში
დაბადებამდე გამოვეკარი.

და მანქანა: უბრალო წითელ ზოლში
ყოველი ახალი დილაა
და წითელი ხაზით-მოლოდინი.

როცა ორმხრივი მოძრაობაა
და მხოლოდ -შუქნიშნები.
სხვის ნახატზე ამოსული ყვავილებივით
გაუგებარია.
ეს ღამეა, როცა თვალდახუჭული
ენდობი ინსტიქტს.

და როცა ყველაფერი, რაც
აქამდე ხდებოდა, არ იცოდი, უბრალოდ
გზაა, სადაც აბრები ჩამოხსნეს...

როცა შენს წინ თეთრ ოთხკუთხედზე
ისეთივე ლოგინია, როგორც ბაგაში
ან მშობლების ოთახში,
სადაც გაზრდამდე შუაში იწექი და გეძინა.

და როცა გზაა ორი,
სადაც მიდიხართ, მანამ სანამ
ან შენ, ან ის უფრო ახლოს მიხვალთ ერთმანეთამდე
და გააჩნია ასაკს,
იქნებ, ორმხრივი მოძრაობაა...
იქნებ, წინ საშიში დაღმართია
და ტრანზიტული მოძრაობა
დედაქალაქში სულ სხვა სიტყვებით აკრძალეს
და
გარდა ამისა,
იმ რეკლამებზე
ბოროტი გზამკვლევივით
რომ გირჩევენ სიგარეტსა და ვისკის
და გარდა ამისა,
ის ამინდია, როცა ფანჯარაც
საგზაო ნიშანია,
საიდანაც გადახტომა აკრძალულია...


რამდენიხანია არ შემოვსულვარ sad.gif
FemME
kedi

blush2.gif :*
female
ციტატა(kedi @ Jun 23 2009, 14:57) *
საგზაო ნიშნები
-----------




ფიქრის გარეშე, მე შევიცვალე ლექსიკონის
ყველა პუნქტი
და ასფალტზე, თეთრ ზოლებად დავეგე.
საგზაო წესების აბრებში
დაბადებამდე გამოვეკარი.

და მანქანა: უბრალო წითელ ზოლში
ყოველი ახალი დილაა
და წითელი ხაზით-მოლოდინი.

როცა ორმხრივი მოძრაობაა
და მხოლოდ -შუქნიშნები.
სხვის ნახატზე ამოსული ყვავილებივით
გაუგებარია.
ეს ღამეა, როცა თვალდახუჭული
ენდობი ინსტიქტს.

და როცა ყველაფერი, რაც
აქამდე ხდებოდა, არ იცოდი, უბრალოდ
გზაა, სადაც აბრები ჩამოხსნეს...

როცა შენს წინ თეთრ ოთხკუთხედზე
ისეთივე ლოგინია, როგორც ბაგაში
ან მშობლების ოთახში,
სადაც გაზრდამდე შუაში იწექი და გეძინა.

და როცა გზაა ორი,
სადაც მიდიხართ, მანამ სანამ
ან შენ, ან ის უფრო ახლოს მიხვალთ ერთმანეთამდე
და გააჩნია ასაკს,
იქნებ, ორმხრივი მოძრაობაა...
იქნებ, წინ საშიში დაღმართია
და ტრანზიტული მოძრაობა
დედაქალაქში სულ სხვა სიტყვებით აკრძალეს
და
გარდა ამისა,
იმ რეკლამებზე
ბოროტი გზამკვლევივით
რომ გირჩევენ სიგარეტსა და ვისკის
და გარდა ამისა,
ის ამინდია, როცა ფანჯარაც
საგზაო ნიშანია,
საიდანაც გადახტომა აკრძალულია...


რამდენიხანია არ შემოვსულვარ sad.gif


ლურჯი ანგელოზიიი 7.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.