დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Jun 23 2009, 3:50) *
ეგ რა არის? blush2.gif

http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=14373

ექსკლუზიურად შენთვის და მათთვის, ვისაც ეს აინტერესებს smile.gif
DAKOTA
ციტატა(kedi @ Jun 23 2009, 19:57) *
საგზაო ნიშნები
-----------




ფიქრის გარეშე, მე შევიცვალე ლექსიკონის
ყველა პუნქტი
და ასფალტზე, თეთრ ზოლებად დავეგე.
საგზაო წესების აბრებში
დაბადებამდე გამოვეკარი.

და მანქანა: უბრალო წითელ ზოლში
ყოველი ახალი დილაა
და წითელი ხაზით-მოლოდინი.

როცა ორმხრივი მოძრაობაა
და მხოლოდ -შუქნიშნები.
სხვის ნახატზე ამოსული ყვავილებივით
გაუგებარია.
ეს ღამეა, როცა თვალდახუჭული
ენდობი ინსტიქტს.

და როცა ყველაფერი, რაც
აქამდე ხდებოდა, არ იცოდი, უბრალოდ
გზაა, სადაც აბრები ჩამოხსნეს...

როცა შენს წინ თეთრ ოთხკუთხედზე
ისეთივე ლოგინია, როგორც ბაგაში
ან მშობლების ოთახში,
სადაც გაზრდამდე შუაში იწექი და გეძინა.

და როცა გზაა ორი,
სადაც მიდიხართ, მანამ სანამ
ან შენ, ან ის უფრო ახლოს მიხვალთ ერთმანეთამდე
და გააჩნია ასაკს,
იქნებ, ორმხრივი მოძრაობაა...
იქნებ, წინ საშიში დაღმართია
და ტრანზიტული მოძრაობა
დედაქალაქში სულ სხვა სიტყვებით აკრძალეს
და
გარდა ამისა,
იმ რეკლამებზე
ბოროტი გზამკვლევივით
რომ გირჩევენ სიგარეტსა და ვისკის
და გარდა ამისა,
ის ამინდია, როცა ფანჯარაც
საგზაო ნიშანია,
საიდანაც გადახტომა აკრძალულია...



რამდენიხანია არ შემოვსულვარ sad.gif


:*:*:***

girl_sigh.gif

ციტატა(kedi @ Jun 23 2009, 19:57) *
სხვის ნახატზე ამოსული ყვავილებივით


girl_in_love.gif
salomeaa
ციტატა(saandr @ Jun 23 2009, 4:00) *
საღამო ვერანდაზე

მაია ცხვარაძეს

ვერანდა.ზაფხული.საღამო.ვსაუბრობთ.
თბილისი ნელ-ნელა ბურუსში იღვრება.
მშვიდია ამინდი, თუ მაინც აურევს,
ჰაერში გავავლოთ წვიმების ტიხრები.

ფუსფუსა ქალაქი აქედან კარგად ჩანს,
ნახევრად ევროპა, ნახევრად აზია.
ჩვენ ვერ გამოვუტანთ ვერავის განაჩენს
უბრალოდ ვსაუბრობთ.ფონი კვლავ ჯაზია.

(მისწრებას ვუწოდებ პირდაპირ ასეთ დროს
მსუბუქ ჯაზს). ჰაერიც მსუბუქი, ფაფუკი.
ვსაუბრობთ, დაიწყო, თუ როგორც,საერთოდ
გილგამეშიდან და მივედით კაფკამდეც.

მერე მე საქციელს ჩავდივარ კადნიერს-
ლექსებად გიყვები სიზმრებსაც მომავლის.
თან ისე, თითქოს ეს ნანახი კადრია
და თითქოს ნიჭივით ზეციდან მომმადლეს.

ხოლო შენ მაგ შენი ნათალი თითებით
(სანამ ეს წუთებიც თვალებში ჩაგვრჩება),
დახატე აბსტრაქტით ბავშვობის ტიტრები,
რომ მერე გადავცდეთ როგორმე ჩარჩოებს.

გავცდებით უთუოდ! ქარების ექსპრესით.
ეს მთვარეც ზეცისგან ავიღოთ არენდით.
მარლბოროს კოლოფი, ფინჯანი ესპრესსო
ვსაუბრობთ.საღამო.ზაფხული.ვერანდა.

იყოს ეს ლექსი აქ, ჯანდაბას ჩემი თავი smile.gif))


როგორი განცდა გამიჩნდა იცი? თითქოს მეც შორიახლოს ვიჯექი და გიყურებდით : ))))))))))

kedi
უბრალოდ wub.gif
saandr
salomeaa
smile.gif

აი, ესეც იყოს აქ :

მირაჟული დასასრული

საგანთა ქაოსი.სახლია-ჰაერის სიმძიმით.
ნამთვრალევ განწყობას უხამებ-ოთახებს,არეულს.
თითქოსდა უშნოა ამ ღამეს ვარსკვლავთა ციმციმი
და მთვარე ასრულებს სიკვდილის,ჯერ უცნობ არიას.

არავინ.აღარ გრძნობ არაფერს.და მაინც, უფრორე
სიკვდილი დაერქვა განწყობას.სივრცეა- უცხო და
რატომღაც,ცარიელ კედლების ყრუ ხმათა ფურორი
მოგესმის სახლიდან,რომელშიც უფალიც ცხოვრობდა,

იყო დრო.მერე კი, რა დარჩა-გზებიღა, ირიბი.
და მათაც აქა-იქ შეამჩნევ.დაბურულ ფანჯრიდან
უყურებ დროებას,რომელიც ჭრელ-ჭრელი ფერებით
შეღებეს.წარსულის კადრები,და კითხვა:რა გრჯიდა?

პასუხი არ ისმის. და კვლავაც, ჰაერის სიმძიმე.
საათის ისრებიც გაჩერდნენ,მობეზრდათ.არავინ.
უაზრო ნახატებს უყურებ და ერთად იძინებთ.
შენს მიერ მოგონილ ღვთაებებს უხმობ და გფარავენ

სიზმრებში,რომლებსაც დაარქვი-კოშმარი,მარტივად.
კოშმარი,რომელიც დღეს ცხადზე ცხადია, და არც ეს
წარსული ყოფილა ვითომდა სიცოცხლის მოტივი...
ცარიელ ფურცელსაც არავინ არაფერს დააწერს.

ჰაერის სიმძიმე. ქაოსი. არც რამე. უბრალოდ:
მოგონილ მირაჟით,მოგონილ სიცოცხლეს ამთავრებ.
salomeaa
ციტატა(saandr @ Jun 27 2009, 19:17) *
salomeaa
smile.gif

აი, ესეც იყოს აქ :

მირაჟული დასასრული

საგანთა ქაოსი.სახლია-ჰაერის სიმძიმით.
ნამთვრალევ განწყობას უხამებ-ოთახებს,არეულს.
თითქოსდა უშნოა ამ ღამეს ვარსკვლავთა ციმციმი
და მთვარე ასრულებს სიკვდილის,ჯერ უცნობ არიას.

არავინ.აღარ გრძნობ არაფერს.და მაინც, უფრორე
სიკვდილი დაერქვა განწყობას.სივრცეა- უცხო და
რატომღაც,ცარიელ კედლების ყრუ ხმათა ფურორი
მოგესმის სახლიდან,რომელშიც უფალიც ცხოვრობდა,

იყო დრო.მერე კი, რა დარჩა-გზებიღა, ირიბი.
და მათაც აქა-იქ შეამჩნევ.დაბურულ ფანჯრიდან
უყურებ დროებას,რომელიც ჭრელ-ჭრელი ფერებით
შეღებეს.წარსულის კადრები,და კითხვა:რა გრჯიდა?

პასუხი არ ისმის. და კვლავაც, ჰაერის სიმძიმე.
საათის ისრებიც გაჩერდნენ,მობეზრდათ.არავინ.
უაზრო ნახატებს უყურებ და ერთად იძინებთ.
შენს მიერ მოგონილ ღვთაებებს უხმობ და გფარავენ

სიზმრებში,რომლებსაც დაარქვი-კოშმარი,მარტივად.
კოშმარი,რომელიც დღეს ცხადზე ცხადია, და არც ეს
წარსული ყოფილა ვითომდა სიცოცხლის მოტივი...
ცარიელ ფურცელსაც არავინ არაფერს დააწერს.

ჰაერის სიმძიმე. ქაოსი. არც რამე. უბრალოდ:
მოგონილ მირაჟით,მოგონილ სიცოცხლეს ამთავრებ.



ძალიან, ძალიან მომეწონა : )))))))))
თვითონ სიტყვების წყობა მომწონს.
well done : ))))))))))

saandr
salomeaa
thanks smile.gif))
fisherman
saandr
4 წელია ჩემი ჯგუფელი ხარ, მეგონა გიცნობდი, ლიტერატურა რომ გიყვარდა ვიცოდი მაგრამ ლექსებსაც თუ წერდი შენ ნამდვილად არ ვიცოდი, ყოჩაღ მომეწონა კარგი ლექსები დაგიწერია default.gif
mako@mako@mako
ox ra iqneba sastumalshi nazad rom chamsvan,
xelshiki tetri gvirilebis kona damadon,
tetr gashlil kabas, chamacmevdnen ise ubralod,
vitomc amqveynad bednieri mivesvenebi.
iyos siwynare da garshemo santlebi entos,
chems suls icavdnen,tetri ,mfrtxali,nazi chitebi
mati cremlebi wvet-wvetebad gulze dameces,
me sxva aravis glova ise ar manugeshebs.
amqveynad ukve agarafris agar mwams gmerto,
mxolod is minda shens gverdit ,rom medgas karavi
me yoveldilit sheni locva gamagvidzebda,
dzilit gadaglils yvavilebis trfobit davtkbebi.
angelozebi migaloben lamaz galobas,
mereki shentan sixarulit gamoviqcevi.
shenc albat lamaz samefo taxtze ijdebi kvertxit,
xelshi amiyvan, shens kaltashi momeferebi,
ox ra iqneba gmerto chemo, es natvrac axdes ,
me xom shens meti agarafris agar mwams ukve.
ნიმფა
მოთხრობებს ვწერ. 7.gif
salomeaa
ციტატა(Nimpa @ Aug 9 2009, 1:02) *
მოთხრობებს ვწერ. 7.gif

მერე დადე შენი მოთხრობები, ოღონდ ქართული შრიფტით 7.gif
salomeaa
ციტატა(R.P.McMurphy @ Aug 21 2009, 23:24) *


,,ყვითელი კორპუსი" წავიკითხე და სახალისოაsmile.gif ოღონდ მე ,,ლამფის" სურნელი ნამდვილად არ მენატრება u.gif


ციტატა
იყო „მეორე არხი“; გადაცემა „ამბობენ“. მე მაგიჟებდა ცხოვრება, რომელზედაც ჰყვებოდა თეა გვასალია. მე თავად თეა გვასალიაც მაგიჟებდა.
george.gif

ციტატა
სანამ გენერატორების ეპოქა შემოვიდოდა, იყო სანთელი, “ლამფა”, ერთმანეთთან ახლოს ჯდომა მოზღვავებული სიყვარულისა და ამავდროულად გათბობის მიზნით
u.gif

ციტატა
იყვნენ გოგონები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ მათთან საუბრის მერიდებოდა. იყო სოფია, რომელმაც მომკლა და შემდეგ გათხოვდა. იყო ქართულის წიგნში ჩადებული მისი სურათი და პერიოდი, როცა ქართულის წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი.
girl_in_love.gif

ციტატა
ჩვენ ვცხოვრობდით სიბნელეში და მოარული ხმები გვეუბნებოდნენ, რომ სადღაც არსებობდა სინათლე. ჩვენ ვოცნებობდით ამ სინათლეზე და სიბნელეში ერთმანეთის სილუეტებს ძლივს ვარჩევდით.
vishenka_34.gif
Summoner
როცა გიყურებ, გული ჩემი ხდება ტანჯული
შენ გამახსენე, ჩემო ოცნებავ, ჩემი წარსული
ყოველი ღამე შენი სახლის წინ ვიდექი ვარდით
და ვამღერებდი ჩემს ამ სიყვარულს პატარა ქნარით
ველოდებოდი უსასრულოდ შენს გამოჩენას
არც კი ეწერა ასრულება ჩემს ამ ოცნებას
რატო გამწირე, ღმერთო, ესე? ადამიანი
რატო დამადე თავზე გვირგვინი მე ეკლიანი
ეხლა კი გხედავ სხვასთან ერთად შენ გახარებულს
შენი დანახვა გახარებულის, მეც მიხარია
ჩემი გული კი ლაშქარსა ჰგავს, ამბოხებულს
და ეს ლაშქარი დიდ შავ-ბნელ ტყეში დაკარგულია.
MJA
R.P.McMurphy
"კაცუნა რქებით" დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, ერთი ორი სიტყვა გმრიზე რომ არ ვთქვა გავგიჯდები ალბათ...ასეთ ტიპებს ასე მოსდით ხოლმე...
"ყვითელი კორპუსი" სევდიანია მეც მახსოვს უშუქობა,, ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს... მხატვრულობის თვალსაზრისით გადასარევი მოთხრობები არაა, მაგრამ გულითაა და დაწერილი და სათქმელი გასაგებია...

ჩემს მოთხრობას თუ დავდებ ოდესმე იმაზე უფრო საშინელებები შეიძლება ითქვას, ასე რომ ლანძღვად არ მიიღო smile.gif


Chantura
არ მომეწონა, რაღაც აკლია
salomeaa
ციტატა(Chantura @ Aug 22 2009, 15:43) *
როცა გიყურებ, გული ჩემი ხდება ტანჯული
შენ გამახსენე, ჩემო ოცნებავ, ჩემი წარსული
ყოველი ღამე შენი სახლის წინ ვიდექი ვარდით
და ვამღერებდი ჩემს ამ სიყვარულს პატარა ქნარით
ველოდებოდი უსასრულოდ შენს გამოჩენას
არც კი ეწერა ასრულება ჩემს ამ ოცნებას
რატო გამწირე, ღმერთო, ესე? ადამიანი
რატო დამადე თავზე გვირგვინი მე ეკლიანი
ეხლა კი გხედავ სხვასთან ერთად შენ გახარებულს
შენი დანახვა გახარებულის, მეც მიხარია
ჩემი გული კი ლაშქარსა ჰგავს, ამბოხებულს
და ეს ლაშქარი დიდ შავ-ბნელ ტყეში დაკარგულია.

ეს შენ დაწერე? unsure.gif
წააკითხე მერე ადრესატს თუ როგორც ხდება ხოლმე შენთვის დაიტოვე?smile.gif
Summoner
ციტატა(salomeaa @ Aug 22 2009, 22:32) *
ეს შენ დაწერე? unsure.gif
წააკითხე მერე ადრესატს თუ როგორც ხდება ხოლმე შენთვის დაიტოვე?smile.gif

წავაკითხე ოღონდ კაი ხნის მერე smile.gif თან ფორუმელია ისე ვიზეც დავწერე biggrin.gif
salomeaa
ციტატა(Chantura @ Aug 23 2009, 0:27) *
წავაკითხე ოღონდ კაი ხნის მერე smile.gif თან ფორუმელია ისე ვიზეც დავწერე biggrin.gif

ეგ არის მთავარი რომ წააკითხე: )))))) მოეწონა მერე?
Summoner
ციტატა(salomeaa @ Aug 22 2009, 23:31) *
ეგ არის მთავარი რომ წააკითხე: )))))) მოეწონა მერე?

კი მოეწონა smile.gif

შენთვის მოძღვნილი ლექსები წამაკითხა ზურამ იმ დღეს და რავი გავგიჟდი... დაწერე აქ... smile.gif
salomeaa
ციტატა(Chantura @ Aug 23 2009, 0:38) *
კი მოეწონა smile.gif

შენთვის მოძღვნილი ლექსები წამაკითხა ზურამ იმ დღეს და რავი გავგიჟდი... დაწერე აქ... smile.gif

ვინ ზურამ? unsure.gif
PseudoGodKiller
ციტატა(salomeaa @ Aug 22 2009, 23:40) *
ვინ ზურამ? unsure.gif

ძლიერამ.....








blush2.gif
Summoner
ციტატა(salomeaa @ Aug 22 2009, 23:40) *
ვინ ზურამ? unsure.gif

შენმა ძმამ ვინ ზურამ default.gif ხო რა იყო მეთქი გავაბლატავებთქო და შენ ვერც კი გამიგე... ეეე ;(
salomeaa
ციტატა(PseudoGodKiller @ Aug 23 2009, 0:44) *
ძლიერამ.....

blush2.gif

საყვარელი სტუდენტი კი ვარ, მაგრა ლექსებს ნამდვილად არ მიწერს ეგ ზუსტად ვიცი george.gif

ციტატა(Chantura @ Aug 23 2009, 0:45) *
შენმა ძმამ ვინ ზურამ default.gif ხო რა იყო მეთქი გავაბლატავებთქო და შენ ვერც კი გამიგე... ეეე ;(

არა მართლა მაქვს რამდენიმე ლექსი u.gif და ვიფიქრე ზურამ საიდან ნახა მეთქი. მერე ან სმაილი დაგეპოსტა მივხვდებოდი george.gif
MJA
R.P.McMurphy
"ესე ამბავი ერთის ბიჭისა, ვისაცა ეწადა დიდ მედიაში ხელსაქმე"
მოვიხიბლე smile.gif განსაკუთრებით პირველი აბზაცით default.gif
R.P.McMurphy
ციტატა(MJA @ Aug 24 2009, 21:37) *
R.P.McMurphy
"ესე ამბავი ერთის ბიჭისა, ვისაცა ეწადა დიდ მედიაში ხელსაქმე"
მოვიხიბლე smile.gif განსაკუთრებით პირველი აბზაცით default.gif


დიდი მადლობა smile.gif
Lord Henry
გამარჯობათ : )

ჩემი აზრით, ჩემი შემოქმედების საუკეთესო ლექსს შემოგთავაზებთ..



ვიწრო ბილიკზე გლახაკი იჯდა
და ისვენებდა გზის შუა გულში.
სიმართლეს ჰგავდა მისი თვალები,
რომლითაც თითქოს ჩამხედა სულში.

მითხრა: “არ იცი, როდის მოკვდები,
რატომ დადიხარ ასე უშიშრად?
გზას რომ გიმძიმებს შენი ცოდვები,
რა პასუხს ელი ბოლოს უფლისგან?

ჩვენ თვითონ ვირჩევთ, რა გვინდა ქვეყნად.
თავად ღმერთმა მოგცვა ამის ნება.
მაგრამ ვერ შევძლეთ სიმართლის დევნა
და დავივიწყეთ ათივე მცნება.”

მოვტრიალდი და გლახაკს შევხედე,
ვეღარ ვიხსენებ დღეს მე მის სახეს,
შეპასუხება ვეღარ შევბედე,
ვიგრძენი, ცნობდა იგი ჩემს სათქმელს.

მიმზერდა როგორც მსაჯული ერთი,
მე კი მიწაზე ვეძებდი სიტყვებს.
და გამახსენდა მაღალი ღმერთი,
შიშით ავხედე თოვლიან, ცივ მთებს.

მისმა სიტყვებმა შემცვალა წამში,
აღარ გავყევი ბოლომდე იმ გზას.
გადავიხედე ცოდვების ჯამში,
თვალი მოვკარი შავ კუბოს ფიცარს.

შეშინებულმა ჩემი ცოდვებით
ხელით მოვძებნე მკერდზე ხის ჯვარი.
შეშფოთებულმა ცივი გრძნობებით
ცრემლით შევაღე მე ტაძრის კარი.

დამარცხებული დავვარდი მუხლზე,
მაშინ ჩამესმა შენდობის ზარი.
სანთლის წვეთები დამეცა გულზე
და ამომივსო ეჭვების ბზარი..


19.01.09


დანარჩენი შეგიძლიათ აქ ნახოთ : )

http://grandyoza.wordpress.com/
MJA
Lord Henry
სასიამოვნოა და თან შინაარსი აქვს კარგი smile.gif
Lord Henry
MJA
ციტატა(MJA @ 25th August 2009 - 1:46) *
სასიამოვნოა და თან შინაარსი აქვს კარგი

დიდი მადლობა : )
MJA
Lord Henry
არაფერს smile.gif იმედია ერთხელ მეც დავდებ და მოუწევს ხალხს შეფასება. მე პატარა მოთხრობებს ვწერ smile.gif
Lord Henry
MJA
ციტატა(MJA @ 25th August 2009 - 1:48) *
მე პატარა მოთხრობებს ვწერ

ძალიან საინტერესოა : )
MJA
Lord Henry
ხო აი თბილისში ჩავალ, ახლა დასასვენებლად ვარ და რაიმეს დავდებ smile.gif
Ancushka
ციტატა(PUSKU @ Nov 9 2007, 14:44) *
მოდით ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი შემოქმედებიდან თუნდაც ერთი, პატარა ნაწყვეტი smile.gif


[/i][/color]



როდესაც სხეულს მოწამლავს ვნება
რითმას მიენდე, პოეტად გაქცევს,
მეზობლის კატის თუ აღარ გჯერა
ფურცელს უამბე, არასდროს გაგცემს..

ნუღარ იფიქრებ თვითმკვლელობაზე,
"ნუ მიეყრდნობი" ვაგონის კარებს,
ნურც აივნისკენ მიმართავ მზერას
და ნუ აყვები ვულგარულ ქარებს..

ცრემლებს წალეკავს დროის დინება
და გულში მაინც ნალექს დატოვებს,
იების გუნდმაც რომ დაგათოვოს
ტკივილი მაინც არ მიგატოვებს..

თეთრი ყინვებით ნანუგეშარი,
ნუ დაივიწყებ მარტივ კანონებს..
"ცაში ახედე, რა ლამაზია"
როდესაც ზეცა წარსულს გაგონებს...

ხელების თრთოლვით დაცალე კათხა,
გაყინულ ქუჩებს დაუგდე ყური,
უბრალოდ გაქრი, ნუ ეძებ ახსნას:
თუ რატომაა სიცოცხლე რთული..


blush2.gif


ეს ჩანახატია.. smile.gif


ციოდა ხიდზე

იანვრის ყინვიანი ღამე იყო. თოვლში გახვეულ ქალაქს მშვიდად ეძინა.
კარი გაიჯახუნა და უკან ცოლის გაკაპასებული კივილი გაიყოლა"
-ჯანდაბაშიც წასულხარ!!!
სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. თან შვილებზე ფიქრს მიიყოლებდა. სხვა აღარაფერი ადარდებდა.
მსხვილად ბარდნიდა... თოვლის ჭრაჭუნი ესმოდა...საკუთარი ფეხის ხმა. სცხელოდა... იგონებდა ჯვრისწერისას დადებულ პირობას და წრფელ სიყვარულს, რომელსაც ცოლის მიმართ გრძნობდა... ნაბიჯს აუჩქარა. თითქმის მირბის უკვე! გზადაგზა იხდის. ქურთუკი, მერე ქუდი... აი ხიდიც! ხიდის ქვეშ დიდი მდინარე. მჩქეფარე ტალღებით...
მოაჯირზე დგება. ცივი ნიავი უგრილებს სისველ გულს. "თურმე რა იოლი ყოფილა"-,ფიქრობს და ნაბიჯს დგამს წინ.
-არაააა!!!-,ჩაესმის ცოლის განწირული ხმა. უკვე გვიანაა. სადღაც ქვევიდან, წყლის დგაფუნი მოისმა. მუხლამდე თოვლს, დაჩოქილი ქალის ცხელი ცრემლები ალღობდა.
იანვრის ყინვიანი ღამე იყო.
ციოდა ხიდზე...



რააავი შეგიძლიათ შემიფასოთ smile.gif
თუ მოგეწონებათ, მერე ჩემს კონფერენციაზეც დაგპატიჟებთ biggrin.gif
Lord Henry
Ancushka

მომეწონა : )
MJA
Ancushka
ჩანახატი მომწონა smile.gif
Lord Henry
ესეც ჩემი კიდევ ერთი ლექსი : )



შენ
ასე უცებ, ასე უცებ რომ შემიყვარდი.
ჯერ არც მინახავს, არც მიგრძვნია შენი ხელები,
ასე უცებვე გულს მოეძალა უსაზღვრო დარდი.
მხოლოდ სიტყვებით და ამ ლექსით მოგეფერები.

მე რომ შემეძლოს შენთვის, ცაზე დავთვლიდი ვარსკვლავს
შენთვის დავწერდი ტკბილ მელოდიას, გიმღერდი ზღაპარს.
შენთვის ლოცვაში დავაღამებდი, გავლევდი ზამთარს.
შენზე ფიქრებში დავმალავდი გულის სხვა განცდას.

ნეტავ შემეძლოს, შემეძლოს შენი თვალების ცქერა,
შემეძლოს შენთვის სიკვდილამდე ლექსების წერა.
ნეტავ გესმოდეს, გესმოდეს გულის მტანჯველი ძგერა
და ჩემს ფიქრებში ფრთხილად დამშრალი ჩუმი სიმღერა.

მე ვერ ვისწავლი ოცნების ზღვაში რიტმულად ცურვას,
ვერც სხვის თვალებში შემეძლება ვეძებო ტრფობა.
და არც ის მინდა, რომ ჩემს გულში იფეთქოს შურმა,
არც სიკვდილი მსურს, არც ღვინითა და არყით თრობა.

ალბათ მომიწევს ჩემი სიცოცხლის მტვერში დამალვა,
ვეღარც ზღვის პირას შემეძლება ქვიშის მოქარგვა.
მხოლოდ თეთრ თოვლზე დატოვებულ იმ ერთ ნაბიჯში,
იმ ერთ სუნთქვაში, ერთი გასროლით გრძნობას მოვფანტავ.

ამ ლექსის მერე ისევ შენზე დავიწყებ წერას,
ისევ შენ გეტყვი და გაგიმხელ გულის ვედრებას.
ისევ ღამეში გადმოვანთხევ გულიდან მელანს
და ისევ შენ ხმას, ჯერ არ გაგონილს, ვუწყებ ფერებას..

2.07.09
MJA
უდავოდ ნიჭიერი ყმაწვილია, მაგრამ ეს ლექსი ისე რაა.
Ancushka
ციტატა(MJA @ Aug 26 2009, 12:09) *
Ancushka
ჩანახატი მომწონა smile.gif


ხოო.. მადლობა smile.gif
ლექსი ცოტა ღადაობის პონტშია დაწერილი biggrin.gif biggrin.gif
MARI_SHO
ხო ესეც ჩემი პატარა ლექსი


ვიცი აქა ხარ,მე ამის მჯერა,
ეს ქარი რომ ჰქრის შენი სულია,
თმას,რომ მიწეწავს,მელაერსება,
ეს ალბათ შენი ცივი ხელია!!!!



parting.gif
Ancushka
ციტატა(Lord Henry @ Aug 26 2009, 12:13) *
იმ ერთ სუნთქვაში, ერთი გასროლით გრძნობას მოვფანტავ.


ეს ერთი ტაეპი განსაკუთრებით მომეწონა.. არის რაღაც აზრი და.. wub.gif

ცოტა გრამატიკულ შეცდომებს უშვებ (სინტაქსი გერევა და სავრცობებს ისეთ ადგილას იყენებ, სადაც არაა საჭირო ) smile.gifეს ისე უბრალოდ.. smile.gif რჩევისთვის..
თემა(სიყვარული) მომეწონა smile.gif
და გრძნობა ნამდვილად დიდი დევს ლექსში.. smile.gifმთავარი ეგაა smile.gif

ეს ჩემი ძველი ჩანახატია sad.gif (დაახლოებით 1 წლის წინანდელი)


ამბოხი (just)

- - -


დამპირდი რომ, როცა მე წავალ, მზერას არ გამომაყოლებ. მე პირველივე გზაჯვარედინზე მივეფარები თვალს და ალბათ შენც ისევე დაგწყდება გული, როგორც - მე..
მაგრამ დამპირდი, რომ შენც ისევე დამივიწყებ, როგორც მე შევძლებ ამას..
წავალ და დაგიტოვებ გორას ფიქრებისას....
წავალ და დაგტოვებ მზის სხივების სითბოს ანაბარა.
მივდივარ და გიტოვებ დაუვიწყარ მოგონებებს..
ლა... ლა... ლა... ლა....
მე შენელებული ნაბიჯით მივუყვები ქუჩას და პირველივე გზაჯვარედინზე მივეფარები თვალს.
თან მივიყოლბ შენს კოცნას და ჩემ ცადაზიდულ სიამაყეს!
ლა.. ლა.. ლა .. ლა...
თან მიმყვება საოცრად ნაპოვნი ჩემი გრძნობაც!
მე მივდივარ და გიტოვებ უსაშველო სევდას !
შენთან ვტოვებ ჩემს მფეთქავ გულსაც!
ლა... ლა... ლა. ლა...
ვბრუნდები შინ!
ამიერიდან, მდუმარედ შევხვდები უშენოდ გათენებულ ყოველ მზიან დილას..
მონატრება ამიწეწავს ფიქრებს და ისევ ავავსებ გობებს სევდის წყლით..
ლა.. ლა. ლა, ლააა...
კუდიანი დედაბერივით ჩამომიჯდება სიმარტოვე სარეცელზე.. მეც უჩვეულო სევდით ავარიდებ თვალს და სამუდამო მორჩილებას აღვუთქვამ უჩუმრად..
შენელებული ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას და მივიყოლებ უსასრულო ცრემლსა და მარადმწვანე სიყვარულს..
პირველივე გზაჯვარედინზე ვამთავრებ ჩემ ცხოვრებასაც..
შენ დაგიტოვე ჩემი მფეთქავი გული !..


- - -


Pink Floyd - Wish You Were Here cray.gif
MJA
სასიამოვნოა smile.gif ისე ჩემს ნაწარმოებს არავინ წაიკითხავს?? sad.gif სადაა დაკოტა ან ლორდ ჰერნრი?? sad.gif
NUMB
ციტატა(MJA @ 31st August 2009 - 14:50) *
download

ვისაც არ დაეზარება ნახოს

ძალიან კარგია! და საჭირო
MJA
NUMB
მადლოოობ smile.gif ყველაზე ძალიან სიტყვა საჭირომ მომხიბლა smile.gif და საჭიროს ცოტა ხომ არ განავრცობ? მაინტერებს smile.gif
NUMB
MJA
ანუ შენი ტოლები თუ წაიკთხავენ, კარგი იქნება. საჭიროა მათთვის, ვინც ჯერ არ გამოფხიზლებულა

და მაგის მაგალითი სახლში მყავს wacko.gif
MJA
NUMB
ვაიმე, ძალიან მიხარია თუ ჩემმა მიზანმა გაამართლა და რისი თქმაც მინდოდა ვთქვი...უკეთაც შემეძლო, მაგრამ რაც იმ მომენტში ვიგრძენი ის დავწერე smile.gif
mariami24
Lord Henry
რამდენიმე წავიკითხე, მომეწონა 7.gif
მხოლოდ "შენ"-თან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვა
როგროც ვიცი შენ ის ადამიანი ხარ, ვისაც 24 წლამდე არ შეუყვარდება და აქამდეც არ გამოგიცდია ეს გრძნობა.
შენ რა იმ მომავალ, ჯერ არარსებულ სიყვარულზე წერ? biggrin.gif

"ასე უცებ, ასე უცებ რომ შემიყვარდი."

ხომ იცი ყველაფერს გრძნობამოყოლებული სიტყვები ჯობია 7.gif
უნდა წერო ის, რაც განგიცდია და რაც შენშია, სხვისთვის კი არა, შენთვის წერე =))
იმედია მიხვდი რისი თქმაც მინდა
თუ იქნებ ასე არ არის და რამეში ვცდები?
Lord Henry
mariami24
ციტატა(mariami24 @ 1st September 2009 - 8:01) *
აქამდეც არ გამოგიცდია ეს გრძნობა.

აქამდე რომ გამომიცდია, მაგიტომაც დავწერე, აბა ტუFტაზე კი არ ვწერ biggrin.gif

ხოდა მაგ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა ისიც, რომ 24-26 წლამდე გოგოს არ ვუთხრა "მიყვარხარ" : )
mariami24
გასაგებია 7.gif
კარგია
Ancushka
ციტატა(Lord Henry @ Sep 1 2009, 10:41) *
mariami24

აქამდე რომ გამომიცდია, მაგიტომაც დავწერე, აბა ტუFტაზე კი არ ვწერ biggrin.gif

ხოდა მაგ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა ისიც, რომ 24-26 წლამდე გოგოს არ ვუთხრა "მიყვარხარ" : )



გეტყობა ძაან სწერვა შეგხვდა ვინმე და გაბოროტებული ხარ?! biggrin.gif
salomeaa
ციტატა(Lord Henry @ Sep 1 2009, 11:41) *
ხოდა მაგ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა ისიც, რომ 24-26 წლამდე გოგოს არ ვუთხრა "მიყვარხარ" : )

ესეც მე ვარ? george.gif
სულ ამას გაიძახი რაც მოხვედი
DAKOTA
თვალებს მტკენს, ვერ ვკითხულობ baby.gif
MJA
DAKOTA
გამოგიგზავნი smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.