დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
mariami24
MJA
მეც რა u.gif
saandr
მოკითხვა თსუ-ს საზაფხულო არდადეგების შემდეგ. დავდებ ერთ-ერთ ბოლო ლექსსს( მთლად ბოლოსაც არა,თუ არ მიწყენთ smile.gif )


ღია სარკმელთან

ღია სარკმელი.სარკმლის მიღმა დღეების მწკრივი.
სარკმლის აქეთ კი ისევ ისე უკუსვლა დროის.
ვდგავარ და ველი.(რას არც ვიცი).ქარი და წვიმა
მკიდებენ გულზე მოლოდინის კავალრის ორდენს.
და ისევ ისე,როგორც იყო დიდი ხნის წინათ:
ღია სარკმელი.მარტო ვარ და ვკითხულობ ბოდლერს.

და მერე ვგზავნი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას
პასუხად ისევ:\" სიგიჟეა,აჟიტირება\"...
ღია სარკმელი.ჰო სიგიჟე.შენ და დინება
დროის.და მერე თუ ბავშვივით აგიტირდები
არ გაიკვირვო.ეს ასეა ღმერთმა ინება.
ღია სარკმელი.სარკმლის მიღმა ლურჯი ტიტრები.

სიმბოლურია ლურჯი ფერი.მით უფრო ახლა.
მით უფრო ჩვენთვის,როცაა ცაა თვალების სარკე.
მინდა ხმამაღლა წაგიკითხო \"ოცნების სახლი\"
მერე გავიქცეთ იქით სადაც არავინ არკვევს
ვინ...სად... და მოკლედ, ტვინს უაზროდ არავინ ახლის
მსგავს აბდაუბდებს და ჯვარზედაც არავინ გაკრავს

სიყვარულისთვის.კვლავ სარკმელი.დღეების მწკრივი
სარკმლის აქეთ კი პოეტი, თუ მხატვარი ფუნჯით.
ვდგავარ და ველი.(როგორც წესი, ქარი და წვიმა).
თითების ენა,გაშლილი თმა,თვალები ლურჯი.
(ალბათ ეწერა სადღაც ასე დიდი ხნის წინათ)...

mariami24
MJA
კარგი გოგო ხარ შენ :* 7.gif

ერთ რაღაცას მეც დავწერ

ოცნების ნანგრევებზე

მოჩანს მიბნედილ ფერების იქით
არარსებული, ოცნების მხარე
უკვე დაშლილი და დაძონძილი,
შეგუბებული ცრემლებით სავსე.
სივრცე ჩვეული ურჩი ფიქრების,
შემოხვევია ირგვლივ ყველაფერს
და შთაუნთქია ჩვენი სიტყვები.
სიოც არ იძვრის, მისგან მდუმარე.
მხოლოდ ჰაერში იგრძნობა მზერა
ტკივილჩამდგარი, გაშტერებული,
რომელსაც ერთვის ათრთოლებული
პატარა გულის გაბმულად ძგერა.
ნელი ნაბიჯით ნანგრევთა შორის
მივუყვებოდი, ვით შეპყრობილი,
სულს მიწამლავდა შედეგი ომის -
შემოძარცული ჩემი სამყარო.
mariami24
***
არც ერთი ხმა...
არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირი...
დუმილი მეფობდა და მიანგრევდა ყველაფერს, წალეკვით ემუქრებოდა უცოდველ არსებას. ბუნება მსხვერპლს მოითხოვდა, რაღაც საზარელისთვის ემზადებოდა...
ო, ახლაც მახსოვს მისი თვალები, მათი უსიტყვო თქმა. თვალები მიმქრალი, მიბნედილი, უბრალო, უცოდველი, რომლებშიც აისახებოდა უძირო სევდა, აუტანელი ანჯვა, შეურაცხყოფა. თვალები , რომლებიც მშრალი ცრემლებით ტიროდნენ, კვნესოდნენ და შველას ითხოვდნენ...
ეძახდნენ ვიღაცას... და ეს ძახილი მე გავიგონე.ავფორიაქდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ჰაერი არ მყოფნიდა... აღარ შემეძლო ამ სატანური პროცესიისთვის ფანჯრიდან მეცქირა...
გავვარდი გარეთ და მივისწრაფოდი ლანდისკენ, იმ თეთრი ლანდისკენ, რომლის სითეთრეც და სისპეტაკეც აღალვებულ ბრბოს შეელახა...
ჩუ... ეშმაკის ხმა მომესმა... ის ზეიმობდა უმანკო არსების წამებას, რომელსაც ბოლო არ უჩანდა... საშინლად გავბრაზდი, გავიქეცი ქალის საშველად, მაგრამ ჩემს წინ აღიმართა დიდი და გადაულახავი კედელი, რომელსაც ბრბო ჰქვია და რომელიც ხელს მიშლიდა მასთან მიახლოებაში, რომ მენუგეშებინა, ტკივილი დამეამებინა მისთვის, მეხსნა და გამომეგლიჯა ამ ნადირთა ბრჭყალებისგან.
წინააღმდეგობა დამხვდა, მაგრამ გადავწყვიტე შებრძოლება, კედლის გარღვევა... და ცბად დავიკარგე... დავიკარგე ბრბოში, როგორც უდაბურ ტყეში... ვერ ვხედავდი , მაგრამ ვგრძნობდი მსხვეროლის სუნთქვას, მისი თრთოლვის წმინდა ძალას... მე კი ვყვიროდი... ვყვიროდი, რომ ვინმეს მაინც მოესმინა ჩემთვის, ვინმესთვის მაინც ამეხილა თვალი, მაგრამ აამოდ. ამდენ შეშლილმა მე მიწოდა გიჟი...
ამდენ ცოდვილმა იმსხვერპლა ერთი უცოდველი არსება...
NUMB
MJA
იასამნები wub.gif მომეწონა ე. ახლობელი ხარ blush2.gif
Lord Henry


ჩემს ჩუმ ფიქრებში ზღვისფრად ანათებს
შენი უძირო, მწვანე თვალები,
მაგრამ რა ვუყო, რომ არ გიყვარვარ
ჩემთან არ ხარ და შორს მემალები.

ეს მერამდენედ დაღამდა ფიქრით
უძირო ფიქრით, შენზე ოცნებით.
ამ მარტოხელა გრძნობას მე გავზრდი
შენ კი გიხილავ მხოლოდ გონებით.

ნუთუ არ ძალმიძს, რომ გულს ვუბრძანო?!
ნუთუ ვერ შევძლებ ყოფნას უშენოდ?!
მაშინ რად ვფიქრობ შენზე უსაზვროდ?!
რატომ დავდივარ უგზოდ, უკვალოდ?!

ნუთუ არსებობს ამ ქვეყნად ის, ვინც
ბედნიერია უსიყვარულოდ?
მაინც არ ვარქმევ ჩემს თავს უბედურს,
და თითქოს ვხარობ, უსიხარულოდ.

ბაგეს ვარხევ და სჩანს რომ ვიღიმი,
მაგრამ თვალიდან სევდა იღვრება,
სულის სარკეში ვინც იხედება
ჩემს ტკივილს მხოლოდ ის თუ მიხვდება.

ალბათ მოვა დრო და აბრწყინდება
ჩემი თვალები, ახლა მდუმარე
ახალი გრძნობა დაიბადება
ერთად მჩქეფი და ერთად მქუხარე.
MJA
mariami24
ლექსიც მომეწონა და ჩანახატი განსაკუთრებით default.gif
MJA
Lord Henry
კარგი ლექსია smile.gif
Lord Henry
MJA
მადლობა : )
R.P.McMurphy
ეგებ დაგაინტერესოთ
http://gorgiladze.wordpress.com/2009/09/04...83%9c%e1%83%9d/
MJA
R.P.McMurphy
ვნახე, საყვარელია smile.gif
Lord Henry
შენ
ასე უცებ, ასე უცებ რომ შემიყვარდი.
ჯერ არც მინახავს, არც მიგრძვნია შენი ხელები,
ასე უცებვე გულს მოეძალა უსაზღვრო დარდი.
მხოლოდ სიტყვებით და ამ ლექსით მოგეფერები.

მე რომ შემეძლოს შენთვის, ცაზე დავთვლიდი ვარსკვლავს
შენთვის დავწერდი ტკბილ მელოდიას, გიმღერდი ზღაპარს.
შენთვის ლოცვაში დავაღამებდი, გავლევდი ზამთარს.
შენზე ფიქრებში დავმალავდი გულის სხვა განცდას.

ნეტავ შემეძლოს, შემეძლოს შენი თვალების ცქერა,
შემეძლოს შენთვის სიკვდილამდე ლექსების წერა.
ნეტავ გესმოდეს, გესმოდეს გულის მტანჯველი ძგერა
და ჩემს ფიქრებში ფრთხილად დამშრალი ჩუმი სიმღერა.

მე ვერ ვისწავლი ოცნების ზღვაში რიტმულად ცურვას,
ვერც სხვის თვალებში შემეძლება ვეძებო ტრფობა.
და არც ის მინდა, რომ ჩემს გულში იფეთქოს შურმა,
არც სიკვდილი მსურს, არც ღვინითა და არყით თრობა.

ალბათ მომიწევს ჩემი სიცოცხლის მტვერში დამალვა,
ვეღარც ზღვის პირას შემეძლება ქვიშის მოქარგვა.
მხოლოდ თეთრ თოვლზე დატოვებულ იმ ერთ ნაბიჯში,
იმ ერთ სუნთქვაში, ერთი გასროლით გრძნობას მოვფანტავ.

ამ ლექსის მერე ისევ შენზე დავიწყებ წერას,
ისევ შენ გეტყვი და გაგიმხელ გულის ვედრებას.
ისევ ღამეში გადმოვანთხევ გულიდან მელანს
და ისევ შენ ხმას, ჯერ არ გაგონილს, ვუწყებ ფერებას..
R.P.McMurphy
ციტატა(MJA @ Sep 5 2009, 21:17) *
R.P.McMurphy
ვნახე, საყვარელია smile.gif


დიდი, დიდი მადლობა!!! smile.gif
MJA
R.P.McMurphy
სხვებიც ნანახი მაქვს, ძალიან საინტერესოა და თითქოს ვიცი smile.gif
Lord Henry ]
შენ უკვე აღარ ხუმრობ biggrin.gif მაგრამ რასაც ამბობ იმის საპირისპირო რომაა ეგ ლექსები?? (უი, შენ ხომ შენს სამყაროს ებრძვი დამავიწყდა blum.gif )
sin165
R.P.McMurphy
ყველაფერი წავიკითხე.
ახლა რაღა ვქნა? u.gif
დაწერე რა კიდე რამე u.gif
lost_for_words
Snowing Colors (demo version)

კითხვა მაქვს ერთი... რა ფერად თოვს?
ალბათ პასუხი იქნება: "თეთრად"
და ვინც ფანტელებს ნაცრისფრად ვხედავთ?
იისფრად თოვის მომხრეც გვყავს კენტად...

კიდევ მრავალჯერ ჩამოთოვს ალბათ,
გაანაცრისფრებს ნაცრისფერ ტრასებს,
ჩვენ თოვლის თეთრად დანახვის უნარს
გამწვანებული ფსიქიკა გვართმევს.

როგორც ყოველთვის ადვილად ვიცნობთ
IDM ის დამტვრეულ Glich ებს
ერთფეროვანი, რუხი სამყარო
კვლავ სუიციდურ აზრებს გაგვიჩენს.





...
რუხმა ფიფქებმაც შეწყვიტეს ბარდნა,
შენი ცხოვრებაც თოვლივით დადნა,
და მობეზრებულს უკვე ყველაფრით,
სახურავიდან გსურს გადავარდნა.



გადავავლე თვალი და რაღაცეები მომეწონა :U

კარგია მარტო პეპლებზე, ვარსკვლავებზე და მიტოვებაზე რომ არ წერთ :U
salomeaa
ციტატა(lost_for_words @ Sep 9 2009, 12:00) *
Snowing Colors (demo version)

კითხვა მაქვს ერთი... რა ფერად თოვს?
ალბათ პასუხი იქნება: "თეთრად"
და ვინც ფანტელებს ნაცრისფრად ვხედავთ?
იისფრად თოვის მომხრეც გვყავს კენტად...

კიდევ მრავალჯერ ჩამოთოვს ალბათ,
გაანაცრისფრებს ნაცრისფერ ტრასებს,
ჩვენ თოვლის თეთრად დანახვის უნარს
გამწვანებული ფსიქიკა გვართმევს.

როგორც ყოველთვის ადვილად ვიცნობთ
IDM ის დამტვრეულ Glich ებს
ერთფეროვანი, რუხი სამყარო
კვლავ სუიციდურ აზრებს გაგვიჩენს.

აუ ეს მიყვარს მე wub.gif
რა ფერად თოვს და ლურჯად u.gif
lost_for_words
ციტატა(salomeaa @ Sep 9 2009, 18:02) *
აუ ეს მიყვარს მე wub.gif


მადლობა blush2.gif
R.P.McMurphy
ციტატა(sin165 @ Sep 9 2009, 1:48) *
R.P.McMurphy
ყველაფერი წავიკითხე.
ახლა რაღა ვქნა? u.gif
დაწერე რა კიდე რამე u.gif


rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif ეგ იმას ნიშნავს რომ მოგეწონა?
sin165
ციტატა(R.P.McMurphy @ 10th September 2009 - 1:25) *
ეგ იმას ნიშნავს რომ მოგეწონა?

კი u.gif
salomeaa
ციტატა(lost_for_words @ Sep 9 2009, 21:20) *
მადლობა blush2.gif

ყველაზე, ყველაზე მეტად მომეწონა, მართლა . . . vishenka_34.gif
R.P.McMurphy
ციტატა(sin165 @ Sep 10 2009, 2:27) *
კი u.gif


მიხარია. დიდი მადლობა
lost_for_words
ციტატა(salomeaa @ Sep 10 2009, 17:05) *
ყველაზე, ყველაზე მეტად მომეწონა, მართლა . . . vishenka_34.gif


Call It What You Want
ისევ მომენატრა შენი მონატრება,
მკერდზე მოდებული ხელი.
იმ ქვიან გალავანს, სადაც ჩვენ ვისხედით
ალბათ დაედება მტვერი
ისევ გამიტაცა იმავე ოცნებამ,
თავი ახდენას რომ ცდილობს,
და იმ სამყაროზე სადაც მე ხშირად ვარ
ალბათ სხვა არავინ ფიქრობს.......
ისევ მომაწვება ჯიუტი სურვილი
არანორმალური ქცევის
სუიციდზე ფიქრობს დაშლილი ფსიქიკა
გადასერა უნდა ვენის.....
25 - ე უჯრედებს მოწამლავს,
გაზიარებს ახალ ფერებს,
FULL ON ის ბიტებს გრძნობს ყურის რეცეპტორი,
პლუტონზე მიყეხარ ბგერებს...
ასათიანზე, მერვე პალატაში,
კეისარი ომებს გეგმავს,
გვერდზე არ მიგისვან, მაგაზე იფიქრე ,
მორჩი სისულელის წერას ...
salomeaa
ციტატა(lost_for_words @ Sep 11 2009, 12:43) *
სუიციდზე ფიქრობს დაშლილი ფსიქიკა
გადასერა უნდა ვენის.....
25 - ე უჯრედებს მოწამლავს,
გაზიარებს ახალ ფერებს,

,,იცი მე ისევ მაწუხებს სუიციდი
დღეს გიყურებდი და ვერც . . .
იცი ისე ძნელია გაძვრე უდაბნოში, რომ
მე ისევ უწყლოდ ვრჩები
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა"
jonny
ნაზი სიკვდილის წითელი ენა
მესალბუნება.....
გამჭვირვალე ვარ
ზედ მამარხავენ უცხო სხეულებს....

Lord Henry
ეს ლექსი გუშინ დავწერე და სიმბოლურად ჩემს ბოლო პოსტსაც გამოხატავს ამ ფორუმზე.. ერთგვარი დასამშვიდობებელიც შეიძლება ეწოდოს..


დაღამდა, დარჩა მხოლოდ ფიქრები

გამოიცალა ღვინის ჭიქები

მტვერში ჩამოსხდნენ ძველი გმირები

ხვალიდან თქვენთან აღარ ვიქნები..


ხვალ ერთხელ გლოვის ჩამოკრავს ზარი
და ატირდებით მდუღარე ცრემლით,
ზეგ გაიღება სამსჯავროს კარი
და ზღვაში შევალ უაფრო გემით.

სამი დღის მერე წვიმა წამოვა,
საფლავის ქვასთან ჩააქრობს სანთელს.
ცივი წვეთები ჩემთან ჩამოვა
გულის ნარჩენთან ღამეს გაათევს.

ერთი თვის მერე ჩიტი გაიფრენს,
ბუნებაც თეთრად დათესავს კვირტებს,
გლოვის დღეები მალე გაირბენს
ზღვა კი აღელვებს უსაზღვრო ზვირთებს.

მერე ვიღაცას გაეცინება
დაავიწყდება გლოვის დღეები,
მაგრამ შენ ცრემლი გაგეყინება
საფლავში ჩაფლულს მომეფერები.

ერთი წლის შემდეგ შენც დამივიწყებ
აღარ გექნება დრო მკვდარზე ფიქრის,
დილით ღიმილით რომ გაიღვიძებ
გადაივიწყებ შავ კუბოს, ფიცრის.

და წლების მერე ფოთლების ნავში
ჩაიცუცქება ვიღაც ფიქრებში,
ათასი აზრი მოუვა თავში
რაც კი უკითხავს მამის წიგნებში.

ქაღალდს გადაშლის, კალამს აიღებს
ცას ახედავს და ჯვარს გადაიწერს,
შორიდან ნასმენს ცოცხლად გაიგებს
და მთელი გრძნობით წერას დაიწყებს.

დაწერს და მერე დაარქმევს სახელს
წარსულ მორევში გადაეშვება,
მამის საფლავთან თვალებს გაახელს
და მისი გზები გადაეშლება..



11.09.09
MJA
რატოა ვითომ ბოლო პოსტი??? შენ სადღა გეჩქარება?
barbi ***
აუ მართლა მაგარი ლექსია და ბოლო რატოა ! ლამის ვიტირე ! ბრავო ბრავო მაგარიააააააააააააა
merikoko
თუ ვინმე გიყვარს ამ ქვეყანაზე ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ - ღმერთი, მოდი, ისე იცხოვრე, რომ ადამიანიც იყო და ღმერთიც. . .
ეჰ, სათქმელად ადვილია, მაგრამ. . .
ცხოვრება უსისხლო ომია ჩემო ძვირფასო!. . .
თვით სიცოცხლეც სიყვარულით იწყება და სიყვარულით მთავრდება, "სიყვარულია, რომ არწევს ქვეყნად მარადიული სიცოცხლის აკვანსო. ."
იბადები, ირგვლივ ყველა და ყველაფერი გიყვარს, გიყვარს გულწრფელი და ნაზი სიყვარულით, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ სამყარო დაუნდობელია. . .
თურმე ყველა არ ყოფილა შენი სიყვარულის ღირსი. . . მაშინ კი ყველა ნაპერწკალი ერთად იფერფლება. . .
-არ გიყვარს? - ბედნიერი ხარ, თუმცა როგორ თუ არ გიყვარს? " უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე" და შენ ამბობ რომ არ მიყვარსო? სიყვარული ხომ მარადისობაა? . . . . . . არა. . . .. .
"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
უთქვამს ოდესღაც აღტაცებულს პოეტს, შნოიანს,
ვერ დავიჯერებ, ეგ სიბრძენე თქვენ შეინახეთ,
ვერ დავიჯერებ, პოეტური მონაგონია. . .
დიდო მგოსანო, მაპატიეთ კადნიერება,
სულ პატარა ვარ ეკლიანი ლექსის შარაზე,
სიმართლე გითხრათ? - არ არსებობს ბედნიერება
და სიყვარულიც არ არსებობს ამ ქვეყანაზე. . .
-არ არსებობსო? როგორ არ არსებობს. .
-აბა რა არის სიყვარული? ხომ ამბობ არსებობსო.
-არ ვიცი, მოდი ღმერთს ვკითხოთ, ღმერთო, რა არის სიყვარული?
-მე ვარ სიყვარული, სიყვარულს ვქმნი სიყვარულისგან ქმნილი.
-რაო რა გვითხრა? ეს როგორ გავიგოთ?
-რაო და მე ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებო.
-ანუ?
-ანუ ღმრთია სიყვარული, მან ჩვენ შეგვქმნა და ჩვენც სიყვარული დაგვანათლა.
კიდევ სხვა რამაა სიყვარული...
სიყვარული ჩემი სიცოცხლეა, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი დარდი და ჩემი ოცნებაა. . .
არა. . . სიყვარული კიდევ სხვა რამაა. . . დავფიქრდეთ. . .
"უსოყვარულოდ საქართველოში ვის გაუვლია???
საქართველო ხომ სიყვარულის თაიგულია"
-საქართველოც სიყვარული ყოფილა, კიდევ???
ყველა სხვადასხვანაირად იგებს:
თუ ზურიკელასთვის სიყვარული ქარიანი და მთვარიანი ღამე იყო, გალაკტიონს მერი ესახებოდა მის ანარეკლად. . .
ზოგისთვის სიყვარული მზიანი ღამეა, სატრფოსთან ერთად გათენებული. . .
ზოგისთვის კი თეთრი ღამე, საყვარელი ადამიანის სარეცელთან, მისი ტანჯვის ყურებაში გათენებული.
და ასე დაუსრულებლად. .
საინტერესოა რა იქნებოდა უსიყვარულოდ ჩევნი ცხოვრება
უსიყვარულოდ არც ყვავილია,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია
და ისიც ტირის!
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის. . .

ადამიანი ამ ქვეყნად სიყვარულისთვის იბადება და იბრძვის, თუ შეგიყვარდა ისე ჩაგითრევს, ისე გშთანთქვას, . . .დაგაბრმავებს, დაგაყრუებს, აგამაღლებს, გაგაღმერთებს, თავის გემოზე გატრიალებს, ხან აქეთ. . . ხან იქით. . .
მაგრამ სიყვარულიც ხომ ქრება ჩვენი ცხოვრების ბოლოს. . .

თუ გსურს შეიცნო ადამიანი შეიყვარე იგიო, მაგრამ ხშირად აქ გვხვდება ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ყველა ნაპერწკალი ერთად იფერფლება, ყველა იმედი ერთად კვდება. . .მერე სიყვარულს სხვა გრძნობა მოსდევს. .
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, არანაირი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ სიყვარულს.. . .
აი, თურმე სუყვარული სიძულვილის საწყისი ეტაპი ყიფილა. . .
სიძულვილს კი სიკვდილი მოსდევს. . .
სიყვარული სიკვდილიც ყოფილა.. . . სიკვდილი მარადისობაა. . .
ე.ი. სიყვარულიც მარადისობაა. . .
რაც არ უნდა დიდებული იყოს სიყვარული მარადიული მაინც არ არის, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ
თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც
კაციც და ღმერთიც სიყვარულს აჰყავს!
მარადიული მხოლოდ სიყვარულად გადაქცეული სიკვდილი და ღმერთIა, მაგრამ ღმერთმა ხომ თქვა მე სიყვარული ვარო?
დავიბენი. . . ავირიე. . . ერთი კი ფაქტია:
გოლგოთაზე უმძიმესი ტვირთია
გიყვარდეს!. . . გიყვარდეს!. . .





wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
Utterly_StresseD..
-როგორ ხარ შვილო?
-მააა.. კარგად შენ? როგორ მომენატრე
-ჩემი პატარა, სწავლობ?
-კი მა, სულ, ძალიან დვაიღალე მა..
-ისევ ჟურნალისტობა გინდა? არ იშლი შენსას ხომ?
-მა..
-ხო მა
-მიყვარხარ ხომ იცი?
-ვიცი გენაცვალოს მამა, მეც მიყვარხარ
-მა, იცი.. მიმძიმს ახლა შენთან ლაპარაკი.. მტკივა მა, ძალიან მტკივა, გაუსაძლისად, ცრემლებამდე, ყვირილამდე, გაგიჟებამდე, სიკვდილამდე.. ბოღმა მახრჩობს, ყელში მაქვს გაჩხერილი ბურთივით და მე მე.. ტირილიც მიჭირს.. საჭმლის ჭამაც მეზარება.. დილით თვალების გახელა მეზარება, ცხოვრება მეზარება, მე სიკვდილიც მეზარება მა.. მოიცა, ჯერ არაფერი მითხრა, ბოლომდე მომისმინე..აღარ ვუკრავ მა, აღარ ვხატავ, ვეღარაფერს ვგრძნობ ტკივილის გარდა.. მარტო მტკივა, სულ მტკივა, დღე მტკივა, ღამე, სიზმარშიც მტკივა მა.. რობოტად ვიქეცი, ხო შენი შვილი რობოტია, რომელსაც გულზე, არა ქვაზე აწერია დიდი ასოებით "მტკივა".. გოგო, რომელსაც ამხელა სიყვარულით ზრდიდი, შენი პატარა გოგო, აი ის ზოოპარკში ბევრ ბუშტებს რომ ყიდულობდი, სურათების გადაღების დროს რომ ტიროდა.. გაიზარდა ის გოგო აღარ უყვარს თოჯინებით თამაში, თუმცა ბუშტები დღემდე უყვარს.. ნერვები აღარ აქვს მა ჯერ ხომ 17 წლისაა, მაგრამ უკვე აღარ აქვს.. სულ ყვირის, სულ ჩხუბობს, გიჟია, ავადმყოფი, სტკივა, ძალიან სტკივა და ეს აგიჟებს, აკანკალებს, აყვირებს, ა ა აააა.. ჭრილობა ისევ მტკივა მა, არ ხორცდება ეს უპატრონო, პატარა ბავშვივით ვარ მეგობრებზე დაყრდნობილი, ისინი რომ არა, ახლა ჩემგან რობოტიც აღარ დარჩებოდა ქვაზე წარწერით "მტკივა".. თუმცა ბევრიც არ მიკლია, ნახევარი ნაბიჯით აღარც ვარ ცოცხალი.. მა მართლა შავი მაქვს თვალები? რატომ არის ყოველ დილას წყლიანი მა? რატომ? ბედნიერება.. რა არის მა ბედნიერება? ის ბავშვი ზოოპარკში ბუშტებით ხელში ბედნიერი იყო, ტირილის დროსაც ბედნიერი იყო, პაწაწინა და უმწეო იყო, არაფერი უჭირდა დედ-მამა ხელის გულზე ატარებდა.. და ახლა? შენ ფიქრობ, რომ რამე შეიცვალა? კი დრო გავიდა უბრალოდ, ის ისევ ისეთი უმწეოა, ისევ ისეთი პატარა, რომელსაც არაფერი შეუძლია, სხვების გაბედნიერებაც კი არ შეუძლია, გესმის მა? ზის ეს გოგო ქვაზე, წიგნი აქვს გადაშლილი და უყურებს წინ მიმსრბოლ ეტლს, რომელსაც მთელი მისი ბედნიერება მიაქვს, მთელი ცხოვრება, ეტლი, რომელიც ბედს აღარ დაუბრუნებს მას.. მა შენ უნდ აგამიგო, ჩემი ბედნიერებისთვის უნდა გამიგო, ხომ გინდა ოდესმე მაინც დავეწიო ამ ეტლს და დავიბრუნო ბედი.. ასე ვერ დავეწევი მა, აქ არა მა, შენ უკვე მიხვდი მა, მაპატიე მა.. : (


Nov 26 2008, 09:52 PM





დიიიდი არაფერი biggrin.gif
მტკიოდა უბრალოდ მაშინ :/

კიდე მქონდა და დვაკარგე :/
MJA
ეეესს 2008 წელი დაწყევლილი თუ არ იყო რააა... ზუსტად მაგ დროს ანუ ერთი წლის წინ უარესად ვგრძნობდი თავს... კარგია... გრძნობებს გამოხატავს smile.gif
ანაბელ_ლი
,,უდაბნოს სიშიშვლე"

ზღაპრების ქალაქში დღეს მელანქოლია სიცივეს იპყრობს...
წვიმიან ამინდში შენთან სიახლოვეს გულის ხმა ითხოვს ...
გრძნობას ვერ ვერევი,ამხსენი ის კლიტე,რომლითაც მიპყრობ
ხანი შეაჩერე...თუ ვერ შემაჩერებ,ტრიუმფს მივაღწიოთ!!!

მომკვეთე ფეხები,ჩემგან წასულს რომ ვეღარ დაგეწიო
და ფრთები შემასხი...სულით დამაშვრალმა ზეცას მივაშურო
ოცნება წამართვი...იქნებ ზღვის ტალღებში აღარ ჩავიძირო
ვარდისფერ ყინულზე ნეტავ აღარასდროს გავიყინო...

პეპლების სამეფოში ჩემგან ფრთაშესხმული უხმოდ დაფარფატებ
მაინც ვერ მიშველე...შენზე ოცნებები გასაქანს არ მაძლევს ...
ფრთები,ფრთები მინდა,კიდევ ფრთები მინდა,თრთოლვით მინდა გკითხო:
,,ამდენს რომ მაწვალებ,ღამით,სიჩუმეში,ლაჟვარდს თუ მომიქსოვ?"



მე შენთვის დავქსელე ფერადი ლექსები
ბოლოს,გათოშილმა მუზაც შევაშფოთე,
ლაჟვარდი მაჩუქე,ფრთებს თუ ვერ შემასხამ
იქნებ გადავლახო უდაბნოს სიშიშვლე ...
Utterly_StresseD..
-შეიძლება? მომენატრე და შემოგიარე.. შენთან მინდა დარჩენა, სულ, მთელი ცხოვრება, შენთან ცხოვრება..
ყოველ დილას შენი სევდიანი თვალების ყურება.. სიამოვნებით დავაკვირდები მთელი დღის განმავლობაში შენს პატარა, ლამაზ თითებს, ნერვიულად რომ აიღებენ 8 ნომერ კენტს და კანკალით მოუკიდებენ ცეცხლს.. იმ ცეცხლს, შენს გულში რომ დავანთე და არ მინდა ჩაიწვას.. მე ვიზრუნებ, რომ არ ჩაიწვას, ვეცდები ერთი ღერიდან, მეორეზე გადაგაკიდებინო, რომ არ დამწვა.. მიყვარხარ, სულ შენთან მინდა ყოფნა და იმიტომ.. ყველგან წამოგყვები.. მეგობრებთან რომ წახვალ, მაღაზიაში რომ ჩახვალ, სასწავლებელში რომ წახვალ, შევესწრები იმ ფაქტსაც, თუ როგორ სვამ დეპრესიული სახით სამსახურში ყოველდღე ყავას, მე ყველგან შენი მეგზური ვიქნები..
მე მოვედი შენთან, როგორც მეზობელი, რომელმაც 1 ჭიქა შაქარი უნდა გთხოვოს.. მე მოვედი, რომ ცრემლები გთხოვო, რომლებსაც აღარ დაგიბრუნებ..
ყოველდღე გთხოვო, იმისთვის, რომ შენს გემრიელ კერძებზე ვიზრუნო.. შენი კერძიც ჰომ მე ვარ, შენი ცრემლების ნაყოფი.. მე ის ერთადერთი ვარ, რომელიც არასდროს მიგატოვებს.. მიცანი? მე შენი ტკივილი ვარ..
-ტკივილი, რომელსაც კარი გავუღე და ჩემთან ცხოვრების უფლება მივეცი.. ის ხომ ერთადერთია, ვინც არ მიმატოვებს მაშინაც კი, თუ ყველამ მიმატოვა.. : )
Lord Henry
იყოს აქაც : )


***

არ ვარ მწერალი და არც პოეტი
არც მეფე ვარ და არც ჩემპიონი,
ამ ქვეყანაზე ლექსად მოვედი
პოეტი იყო გალაკტიონი.

არც სარდალი ვარ, არც მეომარი
არც მოგზაური და არც მხატვარი.
ამ ქვეყანაზე სიტყვად მოვედი
შემოქმედების ვარ მათხოვარი.

არ ვარ ბატონი და არც მონარქი,
არ მისურვია მე მბრძანებლობა.
ამ ქვეყანაზე კაცად მოვედი
ტალახში ფეხი არ ჩამეფლობა.

არ ვარ ბერი და არ ვარ მოძღვარი,
არც ბრძენი ვარ და არც მწიგნობარი.
ამ ქვეყანაზე ცოდვით მოვედი
ვერ შევიძინე მე მეგობარი.

არ ვარ ვარსკვლავი, არც სავსე მთვარე
არ მიყვარს ფული და არც სიმდიდრე.
ამ ქვეყანაზე მიწად მოვედი
და მიწა მაწევს გულზე სიმძიმედ.

არ ვარ მეფე და არ ვარ პოეტი
მე არც მტკვარი ვარ და არც რიონი.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედი
მე ვერ ვიქნები გალაკტიონი.


18.09.09
salomeaa
ციტატა(Utterly_StresseD.. @ Sep 27 2009, 13:00) *
-შეიძლება? მომენატრე და შემოგიარე.. შენთან მინდა დარჩენა, სულ, მთელი ცხოვრება, შენთან ცხოვრება..
ყოველ დილას შენი სევდიანი თვალების ყურება.. სიამოვნებით დავაკვირდები მთელი დღის განმავლობაში შენს პატარა, ლამაზ თითებს, ნერვიულად რომ აიღებენ 8 ნომერ კენტს და კანკალით მოუკიდებენ ცეცხლს.. იმ ცეცხლს, შენს გულში რომ დავანთე და არ მინდა ჩაიწვას.. მე ვიზრუნებ, რომ არ ჩაიწვას, ვეცდები ერთი ღერიდან, მეორეზე გადაგაკიდებინო, რომ არ დამწვა.. მიყვარხარ, სულ შენთან მინდა ყოფნა და იმიტომ.. ყველგან წამოგყვები.. მეგობრებთან რომ წახვალ, მაღაზიაში რომ ჩახვალ, სასწავლებელში რომ წახვალ, შევესწრები იმ ფაქტსაც, თუ როგორ სვამ დეპრესიული სახით სამსახურში ყოველდღე ყავას, მე ყველგან შენი მეგზური ვიქნები..
მე მოვედი შენთან, როგორც მეზობელი, რომელმაც 1 ჭიქა შაქარი უნდა გთხოვოს.. მე მოვედი, რომ ცრემლები გთხოვო, რომლებსაც აღარ დაგიბრუნებ..
ყოველდღე გთხოვო, იმისთვის, რომ შენს გემრიელ კერძებზე ვიზრუნო.. შენი კერძიც ჰომ მე ვარ, შენი ცრემლების ნაყოფი.. მე ის ერთადერთი ვარ, რომელიც არასდროს მიგატოვებს.. მიცანი? მე შენი ტკივილი ვარ..
-ტკივილი, რომელსაც კარი გავუღე და ჩემთან ცხოვრების უფლება მივეცი.. ის ხომ ერთადერთია, ვინც არ მიმატოვებს მაშინაც კი, თუ ყველამ მიმატოვა.. : )

დავიწყოთ იქიდან, რომ შენი ნიკი მომწონს და კიდევ ის, რომ მგონი რომელიღაც ფორუმელი გიყვარს, ოღონდ რომელი ჯერ ვერ გავარკვიე: )))) შენი ნაწერები წავიკითხე და მომეწონა, ემოცია მოიტანე. 17 წლის ასაკში დაწერე ალბათ ჰო? ჰოდა არ შეწყვიტო შენი გრძნობების გამოხატვა წერით და 20-21 წლის ასაკში უფრო უკეთესად დაწერ: )))))))))
წარმატებები: )))))
ანაბელ_ლი
ციტატა(mariami24 @ 5th September 2009 - 1:23) *
***
არც ერთი ხმა...
არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირი...
დუმილი მეფობდა და მიანგრევდა ყველაფერს, წალეკვით ემუქრებოდა უცოდველ არსებას. ბუნება მსხვერპლს მოითხოვდა, რაღაც საზარელისთვის ემზადებოდა...
ო, ახლაც მახსოვს მისი თვალები, მათი უსიტყვო თქმა. თვალები მიმქრალი, მიბნედილი, უბრალო, უცოდველი, რომლებშიც აისახებოდა უძირო სევდა, აუტანელი ანჯვა, შეურაცხყოფა. თვალები , რომლებიც მშრალი ცრემლებით ტიროდნენ, კვნესოდნენ და შველას ითხოვდნენ...
ეძახდნენ ვიღაცას... და ეს ძახილი მე გავიგონე.ავფორიაქდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ჰაერი არ მყოფნიდა... აღარ შემეძლო ამ სატანური პროცესიისთვის ფანჯრიდან მეცქირა...
გავვარდი გარეთ და მივისწრაფოდი ლანდისკენ, იმ თეთრი ლანდისკენ, რომლის სითეთრეც და სისპეტაკეც აღალვებულ ბრბოს შეელახა...
ჩუ... ეშმაკის ხმა მომესმა... ის ზეიმობდა უმანკო არსების წამებას, რომელსაც ბოლო არ უჩანდა... საშინლად გავბრაზდი, გავიქეცი ქალის საშველად, მაგრამ ჩემს წინ აღიმართა დიდი და გადაულახავი კედელი, რომელსაც ბრბო ჰქვია და რომელიც ხელს მიშლიდა მასთან მიახლოებაში, რომ მენუგეშებინა, ტკივილი დამეამებინა მისთვის, მეხსნა და გამომეგლიჯა ამ ნადირთა ბრჭყალებისგან.
წინააღმდეგობა დამხვდა, მაგრამ გადავწყვიტე შებრძოლება, კედლის გარღვევა... და ცბად დავიკარგე... დავიკარგე ბრბოში, როგორც უდაბურ ტყეში... ვერ ვხედავდი , მაგრამ ვგრძნობდი მსხვეროლის სუნთქვას, მისი თრთოლვის წმინდა ძალას... მე კი ვყვიროდი... ვყვიროდი, რომ ვინმეს მაინც მოესმინა ჩემთვის, ვინმესთვის მაინც ამეხილა თვალი, მაგრამ აამოდ. ამდენ შეშლილმა მე მიწოდა გიჟი...
ამდენ ცოდვილმა იმსხვერპლა ერთი უცოდველი არსება...




ეს მარიტას ხომ არ მიუძღვენი?


ციტატა(MJA @ 1st September 2009 - 2:09) *
ამბოხი (just)

- - -


დამპირდი რომ, როცა მე წავალ, მზერას არ გამომაყოლებ. მე პირველივე გზაჯვარედინზე მივეფარები თვალს და ალბათ შენც ისევე დაგწყდება გული, როგორც - მე..
მაგრამ დამპირდი, რომ შენც ისევე დამივიწყებ, როგორც მე შევძლებ ამას..
წავალ და დაგიტოვებ გორას ფიქრებისას....
წავალ და დაგტოვებ მზის სხივების სითბოს ანაბარა.
მივდივარ და გიტოვებ დაუვიწყარ მოგონებებს..
ლა... ლა... ლა... ლა....
მე შენელებული ნაბიჯით მივუყვები ქუჩას და პირველივე გზაჯვარედინზე მივეფარები თვალს.
თან მივიყოლბ შენს კოცნას და ჩემ ცადაზიდულ სიამაყეს!
ლა.. ლა.. ლა .. ლა...
თან მიმყვება საოცრად ნაპოვნი ჩემი გრძნობაც!
მე მივდივარ და გიტოვებ უსაშველო სევდას !
შენთან ვტოვებ ჩემს მფეთქავ გულსაც!
ლა... ლა... ლა. ლა...
ვბრუნდები შინ!
ამიერიდან, მდუმარედ შევხვდები უშენოდ გათენებულ ყოველ მზიან დილას..
მონატრება ამიწეწავს ფიქრებს და ისევ ავავსებ გობებს სევდის წყლით..
ლა.. ლა. ლა, ლააა...
კუდიანი დედაბერივით ჩამომიჯდება სიმარტოვე სარეცელზე.. მეც უჩვეულო სევდით ავარიდებ თვალს და სამუდამო მორჩილებას აღვუთქვამ უჩუმრად..
შენელებული ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას და მივიყოლებ უსასრულო ცრემლსა და მარადმწვანე სიყვარულს..
პირველივე გზაჯვარედინზე ვამთავრებ ჩემ ცხოვრებასაც..
შენ დაგიტოვე ჩემი მფეთქავი გული !..




მომეწონა,სულში ჩამწვდა...
matta
ვა რა კაიაა, ალბათ შეყვარებული თუ არ ხარ ასეთ რამეებს ვერ დაწერ smile.gif
mariami24
ანაბელ_ლი
კი, მას ;(

ციტატა
ამბოხი (just)

- - -


დამპირდი რომ, როცა მე წავალ, მზერას არ გამომაყოლებ. მე პირველივე გზაჯვარედინზე მივეფარები თვალს და ალბათ შენც ისევე დაგწყდება გული, როგორც - მე..
მაგრამ დამპირდი, რომ შენც ისევე დამივიწყებ, როგორც მე შევძლებ ამას..
წავალ და დაგიტოვებ გორას ფიქრებისას....
წავალ და დაგტოვებ მზის სხივების სითბოს ანაბარა.
მივდივარ და გიტოვებ დაუვიწყარ მოგონებებს..
ლა... ლა... ლა... ლა....
მე შენელებული ნაბიჯით მივუყვები ქუჩას და პირველივე გზაჯვარედინზე მივეფარები თვალს.
თან მივიყოლბ შენს კოცნას და ჩემ ცადაზიდულ სიამაყეს!
ლა.. ლა.. ლა .. ლა...
თან მიმყვება საოცრად ნაპოვნი ჩემი გრძნობაც!
მე მივდივარ და გიტოვებ უსაშველო სევდას !
შენთან ვტოვებ ჩემს მფეთქავ გულსაც!
ლა... ლა... ლა. ლა...
ვბრუნდები შინ!
ამიერიდან, მდუმარედ შევხვდები უშენოდ გათენებულ ყოველ მზიან დილას..
მონატრება ამიწეწავს ფიქრებს და ისევ ავავსებ გობებს სევდის წყლით..
ლა.. ლა. ლა, ლააა...
კუდიანი დედაბერივით ჩამომიჯდება სიმარტოვე სარეცელზე.. მეც უჩვეულო სევდით ავარიდებ თვალს და სამუდამო მორჩილებას აღვუთქვამ უჩუმრად..
შენელებული ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას და მივიყოლებ უსასრულო ცრემლსა და მარადმწვანე სიყვარულს..
პირველივე გზაჯვარედინზე ვამთავრებ ჩემ ცხოვრებასაც..
შენ დაგიტოვე ჩემი მფეთქავი გული !..

:დუმილმოდებული:
MJA
Lord Henry
ეს ეს არ მქონდა ნანახი, სხვათაშორის ყველაზე დახვეწილია... default.gif
mariami24
ციტატა
არ ვარ მწერალი და არც პოეტი
არც მეფე ვარ და არც ჩემპიონი,
ამ ქვეყანაზე ლექსად მოვედი
პოეტი იყო გალაკტიონი.

ეს მომეწონა
SmoK1e
ციტატა(Lord Henry @ Sep 27 2009, 12:31) *
იყოს აქაც : )


***

არ ვარ მწერალი და არც პოეტი
არც მეფე ვარ და არც ჩემპიონი,
ამ ქვეყანაზე ლექსად მოვედი
პოეტი იყო გალაკტიონი.

არც სარდალი ვარ, არც მეომარი
არც მოგზაური და არც მხატვარი.
ამ ქვეყანაზე სიტყვად მოვედი
შემოქმედების ვარ მათხოვარი.

არ ვარ ბატონი და არც მონარქი,
არ მისურვია მე მბრძანებლობა.
ამ ქვეყანაზე კაცად მოვედი
ტალახში ფეხი არ ჩამეფლობა.

არ ვარ ბერი და არ ვარ მოძღვარი,
არც ბრძენი ვარ და არც მწიგნობარი.
ამ ქვეყანაზე ცოდვით მოვედი
ვერ შევიძინე მე მეგობარი.

არ ვარ ვარსკვლავი, არც სავსე მთვარე
არ მიყვარს ფული და არც სიმდიდრე.
ამ ქვეყანაზე მიწად მოვედი
და მიწა მაწევს გულზე სიმძიმედ.

არ ვარ მეფე და არ ვარ პოეტი
მე არც მტკვარი ვარ და არც რიონი.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედი
მე ვერ ვიქნები გალაკტიონი.


18.09.09


მაგარია შჩ .... რას იტანჯავ თავს მა ფილოსოფიაზე მერე ტო ... წერე ლექსები ..
Lord Henry
SmoK1e

ვწერ biggrin.gif

აჰა, ესეც ბოლო:


***

სანამ ვიცოცხლებ მინდა ვიმღერო,
მინდა ვისუნთქო შენი ფერები.
მოსაწყვეტადაც არ მემეტები
ვერც ამ ხელებით ვერ გეფერები.

ლამაზ ყვავილად გაჩნდი მიწაზე,
სხვა ყვავილებზე უფრო ლამაზი.
ვარსკვლავსაც ჩრდილავ ღამით დიდ ცაზე
ბუნებისფერი, უცხო და ნაზი.

ბედნიერია, ვინც შენ გიყურებს,
ვინც მთის ყვავილსაც კი მიწვდომია.
მე კი დაბლიდან შენთან სიმღერა
ჩემი ჩუმი ხმით მომინდომია.

მომნდომებია შენთან მეცეკვა,
შენთან მეხატა, ლექსი მეწერა
მომნდომებია და მთის კალთაზე
საჭირო სიტყვა ვერ მომეძებნა.

ისიც მნოდმია, რომ შენთან ერთად
მეცხოვრა ქვეყნის სანაპიროზე,
ჩახუტებაც კი მნდომია შენთან
ბევრი მიხატავს ფერი ტილოზე.

მესმოდა ჩემი ფიქრის ყვირილი
..შენს სიახლოვეს ჰაერის სუნთქვა
არ შემრცხვებოდა შენთვის ტირილი
შენ კი გეგონე უტყვი და გულქვა.

თუმცა რას ვიზამ, რა უნდა გთხოვო,
არ უმღერიან უხმო ყვავილებს.
ალბათ აჯობებს მარტო დაგტოვო,
ჩემთან ყოფნას ხომ შენ ითაკილებ.

აღარც ვეცდები შენთან ლაპარაკს,
აღარც მაგ მთისკენ გამოვიხედავ.
უხმოდ დაგტოვებ ჩქარი ნაბიჯით,
წავალ და კარებს გამოვიკეტავ.

შენ კი დარჩები მაგ მთის მწვერვალზე,
არ მოგინდება ბარისკენ ცქერა.
თუმცა შორიდან შემოგესმება,
ვიღაცის გულის გაბმული ძგერა.

..შენ შეგძლებია სიტყვების შერწყმა,
ტუჩად გქონია წითელი ჟოლო,
მე კი მეგონა რომ ჩემი შეგრცხვა
მე ხომ ყვავილი მეგონე მხოლოდ..
R.P.McMurphy
ყვითელი კორპუსი

http://gorgiladze.wordpress.com/2009/05/11...83%a1%e1%83%98/
SmoK1e
ციტატა(R.P.McMurphy @ Oct 11 2009, 13:59) *
ყვითელი კორპუსი

http://gorgiladze.wordpress.com/2009/05/11...83%a1%e1%83%98/


გორგილ შენი ფანი ვარ !!!
R.P.McMurphy
ციტატა(SmoK1e @ Oct 11 2009, 14:00) *
გორგილ შენი ფანი ვარ !!!


დიდად გმადლობ პატივცემულო default.gif მაგრამ რით დავიმსახურე?
SmoK1e
ციტატა(R.P.McMurphy @ Oct 11 2009, 14:45) *
დიდად გმადლობ პატივცემულო default.gif მაგრამ რით დავიმსახურე?


რეავი .... ვარ და .... მევასება შენი ბლოგი .... და ეხლა სექსტეტში რომ კლასი იყავი შენ თვითონ იცი biggrin.gif
თინი
http://forum.tsu.ge/index.php?s=&showt...st&p=599295
ეს გამახსენდა ეხლა biggrin.gif
R.P.McMurphy
მადლობა smokie. კარგი კაცი ხარ შენ.

აი ჩემი ტვინის კიდევ ერთი ნაჟური smile.gif

http://gorgiladze.wordpress.com/2009/10/11...83%a2%e1%83%90/
Utterly_StresseD..
წიკ-ტაკ, წიკ-ტაკ, წიკ-ტაკ..

ნაბიჯები.. ხაზები.. ანდა, ყოველგვარი ხატოვნობის გარეშე, უბრალოდ ქუჩები და ჩემი ყავისფერი კეტები..
კეტები, რომლებიც ერთ სწორ ხაზზე დადიოდა, შეუჩერებლად, ნერვებისმომშლელად..
ჩემი უმეტყველო, არაფრისმთქმელი თვალები..
ნერვიულად, რობოტივით გამეორებული უაზრო სიტყვების კომბინაცია: ტიკ-ტაკ, წიკ-ტაკ..
უცებ შენი ყვირილი.. ეს ჰომ ჩემი კეტების შედეგი იყო..
«Столько громких слов, ненавижу их
Молча отвернусь я, вот ответ..»
ვფიქრობდი.. თუმცა, სად შემეძლო ამდენის გაკეთება..
ეს ის გრძნობაა, როცა ვერაფერს გრძნობ.. უყურადღებობით და სიცივით გამოწვეული..
ეს ხდებოდა მაშინ, როცა მე გავიყინე.. ვერ ვხვდებოდი, მიყვარდა თუ მეზიზღებოდა..
შენი ხელები, ხელები, ხელები : (..
შენი ტუჩები, თმები, შეხება, სითბო, ყურადღება..
და მაკო მიხვდა, რომ ჩვენ უბრალოდ ვიჩხუბეთ..
ჰო, აი ჩემი სახელიც.. არ ვიცი რატომ არ გავაკეთე პირველი პოსტი ჩემზე რამის სათქმელად, ალბათ იმიტომ, რომ ოფიციალურობა არ მიყვარს.. : )
უბრალოდ ერთი პატარა არსება ვარ, მისი ნაწილი.. მის გარეშე მკვდარი და მისით დაბადებული..
რა ტრაფარეტულია ეს ყოველივე))
რას ვიზამთ, ეს ჩემი გრძნობებია..
რამდენიმე გრძნობას კიდევ შევურევ ამ ყველაფერს და საბოლოო ფერებს ერთმანეთში ავურევ..

მინდიხარ, მჭირდები და მიყვარხარ..



ბლოგზე პირველი პოსტია წიპა.. biggrin.gif
sin165
ციტატა(R.P.McMurphy @ Oct 11 2009, 17:33) *
აი ჩემი ტვინის კიდევ ერთი ნაჟური smile.gif

http://gorgiladze.wordpress.com/2009/10/11...83%a2%e1%83%90/

აუ მეუასებე u.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.