დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
salomeaa
ციტატა(R.P.McMurphy @ Dec 18 2009, 15:02) *
ღამის მატარებლის ქრონიკები

http://gorgiladze.wordpress.com/2009/12/18...83%93%e1%83%98/

შენ ის ხარ ,,იყალთოს" გამარჯვებული? unsure.gif
nini@nini@nini
mako@mako@mako
mako shenc aqa xaaaar?? 1.gif 10.gif p.gif
chubi
ჩემს ჩანაწერებს ვერავინ, ვერასდროს ვერ შეეხება.
mariami24
"როგორ ხარ?"-ს ჩავუფიქრდი და დავიწუნე,
ზრდილობისთვის გაცემული პასუხებიც.
შევდექი და სირცხვილისგან ავიწურე,
ის ჩვეული ყოფილიყო ადრე ჩემთვის.
მაგრამ ახლა შევამჩნიე, ვეძებ თურმე
უმოკლეს გზას საუბარის გაწყვეტისთვის,
სულერთია არ გაიგოს უცბათ ვინმემ
როგორია ჩემი სული სახეცვლილი,
როგორ მიჭირს იმედების ასე ნგრევა,
განუწყვეტლივ დანგრეულთა თვალით ხედვა,
როგორ მწამლავს ამ ქვეყნის მთავარი მედდა
(შხამიანი "შპრიცი" მოაქვს ახლაც ჩემთან).
ხოდა სწორედ ამ მიზეზით, როცა ვამბობ
"კარგად ვარ"-თქო
და ვიღიმი დანანებით
შეიძლებ ამოსაუბრებ სხვაგან კიდევაც შემაქოს
იმ ჩემ მუდამ ნათბილარი ღიმილიანობის გამო,
მაგრამ წვეთიც ვერ შენიშNოს მასში სევდის,
როდესაც ის სავსე არის ტკივილებით...


"როგორ ხარ"-ო, ვინ გამიგებს ნატკენ ღიმილს?
Indian Summer
ციტატა(mariami24 @ Jan 9 2010, 9:19) *
"როგორ ხარ?"-ს ჩავუფიქრდი და დავიწუნე,
ზრდილობისთვის გაცემული პასუხებიც.
შევდექი და სირცხვილისგან ავიწურე,
ის ჩვეული ყოფილიყო ადრე ჩემთვის.
მაგრამ ახლა შევამჩნიე, ვეძებ თურმე
უმოკლეს გზას საუბარის გაწყვეტისთვის,
სულერთია არ გაიგოს უცბათ ვინმემ
როგორია ჩემი სული სახეცვლილი,
როგორ მიჭირს იმედების ასე ნგრევა,
განუწყვეტლივ დანგრეულთა თვალით ხედვა,
როგორ მწამლავს ამ ქვეყნის მთავარი მედდა
(შხამიანი "შპრიცი" მოაქვს ახლაც ჩემთან).
ხოდა სწორედ ამ მიზეზით, როცა ვამბობ
"კარგად ვარ"-თქო
და ვიღიმი დანანებით
შეიძლებ ამოსაუბრებ სხვაგან კიდევაც შემაქოს
იმ ჩემ მუდამ ნათბილარი ღიმილიანობის გამო,
მაგრამ წვეთიც ვერ შენიშNოს მასში სევდის,
როდესაც ის სავსე არის ტკივილებით...


"როგორ ხარ"-ო, ვინ გამიგებს ნატკენ ღიმილს?

უბრალოდ, ბევრჯერ წავიკითხავ
Randle_Patrick_McMurphy
ციტატა(mariami24 @ Jan 9 2010, 8:19) *
"როგორ ხარ?"-ს ჩავუფიქრდი და დავიწუნე,
ზრდილობისთვის გაცემული პასუხებიც.
შევდექი და სირცხვილისგან ავიწურე,
ის ჩვეული ყოფილიყო ადრე ჩემთვის.
მაგრამ ახლა შევამჩნიე, ვეძებ თურმე
უმოკლეს გზას საუბარის გაწყვეტისთვის,
სულერთია არ გაიგოს უცბათ ვინმემ
როგორია ჩემი სული სახეცვლილი,
როგორ მიჭირს იმედების ასე ნგრევა,
განუწყვეტლივ დანგრეულთა თვალით ხედვა,
როგორ მწამლავს ამ ქვეყნის მთავარი მედდა
(შხამიანი "შპრიცი" მოაქვს ახლაც ჩემთან).
ხოდა სწორედ ამ მიზეზით, როცა ვამბობ
"კარგად ვარ"-თქო
და ვიღიმი დანანებით
შეიძლებ ამოსაუბრებ სხვაგან კიდევაც შემაქოს
იმ ჩემ მუდამ ნათბილარი ღიმილიანობის გამო,
მაგრამ წვეთიც ვერ შენიშNოს მასში სევდის,
როდესაც ის სავსე არის ტკივილებით...


"როგორ ხარ"-ო, ვინ გამიგებს ნატკენ ღიმილს?

უბრალოდ -2 biggrin.gif

salomeaa
ციტატა(Randle_Patrick_McMurphy @ Jan 12 2010, 0:55) *
უბრალოდ -2 biggrin.gif

კაი ეხლა
გამოდი აქედან
ნუ შეაფასებ
ilo_elo
Randle_Patrick_McMurphy
რა დაუნდობელი ხარ unsure.gif
Indian Summer
ციტატა
საკუთარი შემოქმედება


7.gif
ნათ
ციტატა(mariami24 @ Jan 9 2010, 8:19) *
"როგორ ხარ?"-ს ჩავუფიქრდი და დავიწუნე,
ზრდილობისთვის გაცემული პასუხებიც.
შევდექი და სირცხვილისგან ავიწურე,
ის ჩვეული ყოფილიყო ადრე ჩემთვის.

მაგრამ ახლა შევამჩნიე, ვეძებ თურმე
უმოკლეს გზას საუბარის გაწყვეტისთვის,
სულერთია არ გაიგოს უცბათ ვინმემ
როგორია ჩემი სული სახეცვლილი,
როგორ მიჭირს იმედების ასე ნგრევა,
განუწყვეტლივ დანგრეულთა თვალით ხედვა,
როგორ მწამლავს ამ ქვეყნის მთავარი მედდა
(შხამიანი "შპრიცი" მოაქვს ახლაც ჩემთან).
ხოდა სწორედ ამ მიზეზით, როცა ვამბობ
"კარგად ვარ"-თქო
და ვიღიმი დანანებით
შეიძლებ ამოსაუბრებ სხვაგან კიდევაც შემაქოს
იმ ჩემ მუდამ ნათბილარი ღიმილიანობის გამო,
მაგრამ წვეთიც ვერ შენიშNოს მასში სევდის,
როდესაც ის სავსე არის ტკივილებით...


"როგორ ხარ"-ო, ვინ გამიგებს ნატკენ ღიმილს?


არ გეკადრება მარი u.gif

კარგი ხარ და იმიტო :*
mariami24
ვიცი ნათ, მადლობა :*

უბრალოდ "როგორ ხარ"-სადმი დამოკიდებულებაა 7.gif

ხინჯებით სავსე
nukacho
ეს იყო ღამის და მტვარის ბრალი,
როცა სიბნელე ჩამოწვა ამოდ...
ქალს გაახსენდა,რომ იყო ქალი
ამ ღამისა და ამ მთვარის გამო...
მშვენიერების ხატება სრული,
სიყვარულის და თაყვანის ღირსი...
გულს გაახსენდა,რომ იყო გული...
სისხლს გაახსენდა ,რომ იყო სისხლი...
ბნელოდა ყველგან...
დაქანცულ ქალაქს ედგა უკუნი პირველყოფილი...
ილანდებოდა ოთახში მკრთალად ჯერ მაინც უცხო კაცის პროფილი...
და კაცისაგან წავიდა ქალი,
რადგან ბნელოდა და შუქი ბნელი არ ჩანდა სხვაგან სიბნელით მთვრალი...
ხელს დაეძებდა მთრთოლვარე ხელი...
და იშვა სხივი...
განათდა ქოხი...
იშვა სინათლე,სავსე და სრული...
თუ რამეს მოჰყავს სინათლე მოჰყავს,სინათლე მოჰყავს
სიბნელისაგან თავდახსნის წყურვილს....
salomeaa
ციტატა
ჩემს შესახებ.

თანამედროვეობის უდიდესი გენიოსი, მწერალი-პროზაიკოსი, პოეტი, ფერმწერი, სკულპტორი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, მეცენატი და პოილიტიკოსი, ინჟინერი, მათემატიკოსი, მოგზაური, რაინდი და უბადლო მოფარიკავე და ერთი სიტყვით თქვენი მონამორჩილი დავიბადე მდიდარი მემამულისა და პლანტატორის ოჯახში, ლუიზიანაში… ყმაწვილკაცობა ბედნიერად, ნიანგებზე ნადირობაში გავატარე…
მარა ეს წინა ცოვრებაში იყო….
ეხლა კი ერთი უბრლალო მუწუკებიანი ბიჭი ვარ წვეტიანი აზრებით. ნუ რა უნდა დავწერო აქ ეხლა არც კი ვიცი. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ბლოგი გამეკეთებინა, მაინცდამაინც ამბიციები არ მიჭერს ყელში, და არ ვფიქრობ რომ ამით სამყაროს შევცვლი, მაგრამ იმედია გართობასა და რაიმე სასარგებლოს კეთებას ერთმანეთს შევუთავსებ.
რა მაქვს ახლა და რითი გამოვირჩევი…
მარჯვენა ხელი უფრო განვითარებული მაქვს ვიდრე მარცხენა…
ვარ უბნის რეკორდსმენი პორნოგრაფიული ვიდეორების რაოდენობისდა მიხედვით, რის გამოც ჩემი ოთახი იმთავითვე იყო და არის საოგადოებრივი თავშეყრისა და დისკუსიების ადგილი. აქედან ხშირად გაიგონებთ პატრიოტი ვაჟკაცების გულანთებულ ტკივილნარევ შეძახილებს “უხ შენ გენაცვალე” ან “ერთი საათი მომცა ამის თავი როგორ დავლურსმავდი…”
საყვარელი გაღთობის საშუალებაა ლოთობა, ვარ საქართველოს დამსახურებული სპირტსმენი, სპორტის ოსტატი მასტურბაციის დარგში და ჩაკ ნორისის ფანი…
დალშე გამახსენდება რრაღაც რაღაცეები ფხიზელზე და დავამატებ ჩემს აღწერილობას…



ავტორი - ilo_elo

არ შემეძლო, აი უბრალოდ არ შემეძლო -რომ არ დამეპოსტა
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს
იუმორის მზე- აი ვინ ათბობს და ანათებს ფორუმს

vishenka_34.gif vishenka_34.gif vishenka_34.gif vishenka_34.gif
ilo_elo
და ეს შენ მოგეწონა? spy.gif
salomeaa
ციტატა(ilo_elo @ Feb 27 2010, 20:12) *
და ეს შენ მოგეწონა? spy.gif

PM ყუთი დაცალე

შენგან უკეთესს რას უნდა ელოდოს კაცი? : D
graci
ჩემი ყველა ლექსი დავხიე. სამაგიეროდ 13 ვრცელტანიანი ნაწარმოები გადარჩა წარსულიდან
salomeaa
ციტატა(graci @ Feb 27 2010, 20:19) *
ჩემი ყველა ლექსი დავხიე. სამაგიეროდ 13 ვრცელტანიანი ნაწარმოები გადარჩა წარსულიდან

13 ვრცელტანიანიდან ერთი წაგვაკითხე აბა vishenka_34.gif
Queen Gvanc
ადრეულ წლებში ვწერდი ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ ვხევდი და ვანადგურებდი, ეს სიამოვნებას მანიჭებდა არ ვიცი რატომ
salomeaa
ციტატა(Queen Gvanc @ Feb 27 2010, 21:43) *
ადრეულ წლებში ვწერდი ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ ვხევდი და ვანადგურებდი, ეს სიამოვნებას მანიჭებდა არ ვიცი რატომ

ერთხელ მეც დავწვი ჩემი ნაწერები ჩემს ოთახში და 3 თითი ისე დამეწვა მთელი ზაფხული შეხვეული ხელებით დავდიოდი. საშინელება იყო. სურამში ვისვენებდი და ის წელი არ დამავიწყდება u.gif
Queen Gvanc
ციტატა(salomeaa @ Feb 27 2010, 21:45) *
ერთხელ მეც დავწვი ჩემი ნაწერები ჩემს ოთახში და 3 თითი ისე დამეწვა მთელი ზაფხული შეხვეული ხელებით დავდიოდი. საშინელება იყო. სურამში ვისვენებდი და ის წელი არ დამავიწყდება u.gif



რას წერ ხოლმე ? და ეხლა ნანობ ? მე არა , biggrin.gif წარმოიდგინე სულ არ მაინტერესებს რა დავწერე ...
salomeaa
ციტატა(Queen Gvanc @ Feb 27 2010, 21:48) *
რას წერ ხოლმე ? და ეხლა ნანობ ? მე არა , biggrin.gif წარმოიდგინე სულ არ მაინტერესებს რა დავწერე ...

ჩანაწერებს ვაკეთებ უკვე დიდი ხანია დაახლოებით 6-7 წელია.
რომ ვკითხულობ მახსენდება ის ემოცია, რაც მაშინ მქონდა
ძალიან მძაფრებია, მაგრამ კარგებიც ურევია. ჩემთვის ვწერ, იშვიათად ვაკითხებ ვინმეს. ძაან ჩემიანი უნდა იყოს, რომ წავაკითხო
Queen Gvanc
ციტატა(salomeaa @ Feb 27 2010, 21:51) *
ჩანაწერებს ვაკეთებ უკვე დიდი ხანია დაახლოებით 6-7 წელია.
რომ ვკითხულობ მახსენდება ის ემოცია, რაც მაშინ მქონდა
ძალიან მძაფრებია, მაგრამ კარგებიც ურევია. ჩემთვის ვწერ, იშვიათად ვაკითხებ ვინმეს. ძაან ჩემიანი უნდა იყოს, რომ წავაკითხო

მშვენიერია ემოციების ფურცლებზე გადატანა...

vishenka_34.gif vishenka_34.gif vishenka_34.gif
leo-dzia
კაი ხანია აღარაფერი დამიდია აქ და ისე ინტენსიურადაც ვეღარ ვწერ, მაგრამ ცოტა ხნის წინ დავწერე ერთი ლექსი, მე მომწონს და თქვენი რეაქციებიც მაინტერესებს:

* * *


ბრძოლები, სისხლის ღვრა ომები...
მამები წარსულით წასულით...
შვილები მომავლით...
აწმყოში სანგრები შენდება,
მე და შენ პირისპირ შაშხანით,
ჩვენ შორის სამიზნედ შენდობა...
შანდლები, უსანთლო შანდლები,
სანთლები უცეცხლო...
ყვავები, ქორები...
უფლისთვის უღმერთო ომები...
........
შეჩერდი, ვიცოცხლოთ!!!



2009 წელი. 6 დეკემბერი. თბილისი....
leo-dzia
ძახილი


ვაბიჟებ ნაბიჯებს
მიწაზე,
მიწამე თუ შენთვიე ვეწამე,
მახელებს,
მაცოფებს,
მაგიჟებს
სისხლი და მიწა მე.
სახელებს -
დავეძებ სახელებს,
ბოღმა მჭამს
და შხემი მახველებს.
მახვილი,
გალესე მახვილი,
ძახილი,
იმ სისხლის ძახილი,
იმ მიწის ძახილი,
სახელი,
საქნელი,
სათქმელი
მახელებს,
მაგიჟებს,
როდესაც არხეინ ნაბიჯებს
ვაბიჯებ მიწაზე.
......
გიშველი!



თბილისი, ღამე..

2009წელი. 26 დეკემბერი...



ეს კი მგონი ჩემი საუკეთესო ლექსია, მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში...
pensioneri
leo-dzia
ჩემი ნიჭიერა ხარsmile.gif


მეც ძალიან მომწონს შენი ეს ლექსი,უბრალოდ ხომ იცი ისევ ის შენიშვნა მაქვს-არ მომწონს შენს ლექსებში ამდენი სისხლი და სიკვდილი რომაა...
ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა?
Indian Summer
ექსპრონტი u.gif

დილით ავდექი 7 ზე.
ძალიან მიჭირს იმის გახსენება თუ როგორ მიხაროდა ჩემი პირველი დღე უნივერსიტეტში.
გავემზადე. ახალი ნაყიდი ტანსაცმელი ჩავიცვი. პირველად მეცვა ყველაფერი ახალი. ნაცრისფერი ბოტასები ძალიან უხდებოდა ზედას. სარკეში რომ ჩავიხედე პირველად ვნახე თუ როგორ მიხდებოდა სულ ახალი ტანსაცმელი. ვცდილობდი ნელა მევლო ოთახიდან-ოთახში, რომ არ დამსვროდა და არ გამფუჭებოდა ტანისამოსი. ერთი წელი უნდა დავკმაყოფილებულიყავი ამ ტანსაცმელით.
თმები დავივარცხნე და პარკში კარაქიანი პური და "დოქტორსკი" ძეხვი ჩავაწყვე. პირჯვარი გადავიწერე და სახლიდან გავედი.
სხვები სკოლაში მიდიოდნენ, მე კიდე უნივერსიტეტში. ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავდა.
უნივერსიტეტთან რომ მივედი გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. ამდენი ახალგაზრდა ერთად მხოლოდ მიტინგებზე თუ მინახავს. ყველა ერთმანეთს ნახულობდა, კოცნიდა და ერთმანეთს ეხუმრებოდა, ნამდვილი ჰუმორის დღესასწაული იყო.
ღრმად ჩავისუნთქე უნივერსიტეტის ჰაერი და მისით განვიმსჭვალე.
-აი, მეც ასეთი გავხდები. მეც შევიძენ აქ მეგობრებს და მეც ვიმხიარულებ სხვებსავით-გავიფიქრე ჩემთვის.
მაგრად მოვუჭირე ხელი კარაქიან პურს და ძეხვს და უნივერსიტეტის კიბეზე პირველი ნაბიჯი შევდგი.
ძალიან გამიკვირდა პარკებით საწმელი, რომ არავის ჰქონდა მოტანილი. მხოლოდ მე მეჭირა კარაქიანი პური და ძეხვი, მაგრამ ვიფიქრე ალბათ ესენი დიდები არიან და სახლში რომ მივლენ მერე ჭამენ მეთქი.
მახსოვს ერთ დიდი აუდიტორიაში შEგვიყვანეს და ყველანი ერთად დაგვსხეს. მეც დავჯექი ლამაზი გოგოების გვერდით და მინდოდა მათ გამოვლააპარაკებოდი. ღრმად ჩავისუნთქე, პარკი მერხზე დავდე და მათკენ მივტრიალდი. საშინელი სიცილი შემომაგებეს მათ. მე კი უცებ ვერ მივხვდი რა მოხდა და გავწითლდი. თურმე ნუ იტყვი და ჩემი პარკი გახეულა და კარგად ჩანდა კარაქიანი პური და მატ შორის შესაჭმელად განთავსებული ძეხვი.
საშინლად ცუდად ვიგრძენი თავი. ხელი დავავლე პარკს და აუდიტორიიდან გავიქეცი. რაც შეიძლებოდა შორს, რაც შეიძლება შორს. დავჯექი ჩემთვის მარტო.
მომშივდა. ამოვიღე ჩემი კარაქიანი პური და ღონივრად ვუკბიჩე.
-არა, ყოველი დღე ასეთი არ იქნება, არა.



ისევ ექსპრონტი u.gif


სიყვარულზედ ნათქვამი


ყოველდღე მიდის დინამოსთან რომ პარკია და სკამზე ჯდება.
ზის ასე. ელოდება...
ორი ბიჭი შემოდის პარკში აი ისეთები გოგოები "დასაკერად" რომ მოდიან ხოლმე აქ.
ერთმანეთს შეხვდა თვალები.
-მე მივალ.
-ე, კაი რა შეჩემა, გუშინ ხომ შენ მიხვედი.
-მერე ხომ გადაჯდა სხვა სკამზე... მე მივდივარ და ვსიო.
ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბიჭი გოგოს. სიგარეტს ღონივრად ეწეოდა და ნაფაზებს შორის ინტერვალებში იფურთხებოდა...
გვერდით ჩამოუჯდა. გოგომ მორცხვად დახარა თვალები.
ხუთი წუთის შემდეგ ძმაკაცი ხარბად უყურებდა თუ როგორ კოცნიდა ერთმანეთს გოგო და ბიჭი. არც ერთი ნერწყვის პატარა წვეთი არ გამორჩენია, რომელიც მათ ერთმანეთს იმ წუთას გაუცვალეს.
მორჩნენ.
-იქნები ჩემი ლოვე?- ჰკითხა ბიჭმა და ტუჩები ხელით მოიწმინდა
-ვიქნები.
ilo_elo
ციტატა(Indian Summer @ 17th March 2010 - 23:47) *
საშინელი სიცილი შემომაგებეს მათ

აბუჩად აგდება უკეთ შეგეძლო.
salomeaa
Indian Summer


ეს რა არის?
მე რომ მაქვს შენი ლექსები ჯობდა ეგენი დაგედო:|
Indian Summer
ციტატა(salomeaa @ Mar 17 2010, 22:54) *
Indian Summer


ეს რა არის?
მე რომ მაქვს შენი ლექსები ჯობდა ეგენი დაგედო:|


smile.gif
არა აქ აღარაფერს დავდებ smile.gif


μίσοςάνθρωπος
ხო ისე ჩემი ძმა

სანამ ჩემს უნიჭო მაიმუნურ პოსტებზე გაიცინებდი
მანამდე იქნებ შენები გენახა

ჰაა?
Γεώργιος
ციტატა(Rockhound @ Mar 17 2010, 23:10) *
μίσοςάνθρωπος


ადამიანურად ლაპარაკი როდის უნდა ისწავლო? biggrin.gif

ეჰ გიო, უკვე ისეტი ასაკია ვერაფერს ვერ ვისწავლი
წასული ვარ ხელიდან

p.gif
Rockhound
ციტატა(μίσοςάνθρωπος @ Mar 17 2010, 23:14) *
ეჰ გიო, უკვე ისეტი ასაკია ვერაფერს ვერ ვისწავლი
წასული ვარ ხელიდან

p.gif

george.gif
pro_leo66
აი გათენდა თბილისში დილა
შეღებილიყო წითლად მტკვარი ანკარა
აღა-მახმად ხანს ხიდზე გაედო ხატი
და ქართველთ მასზე გავლას ბრძანებდა

ამიტომ წითლად ვიდოდა მტკვარი
შეფერილ იყო ის ქართველთ სისხლით
ამას ქართველი არასოდეს აღასრულებდა!?
ადასტურებდა იგი ამას თვისივე სისხლით

იღუპებოდა ხალხი ასე თუ ისე
ასე თუ ისე ნუთუ უბრალოდ?
იღუპებოდნენ ისინი რწმენით
და სიტყვით შეგვინდე უფალო

და ასე მოკვდა იმ დღეს ასი ათასი
სწორედ ამიტომ დიოდა მტკვარი იმ დღეს ძოწისფრად
მათი სულები შეუერთდნენ საუკუნეებს
და ჩვენ იქიდან გვიფარავენ თურმე ამჯერად




leo-dzia
ექსპრომტი!!!
pro_leo66
როგორ ხარ? კარგად! მოკლე პასუხი
მოკლე პასუხი, გულის ტკივილი
იმავ საღამოს სულ უაზრო ურჩი ბახუსი
მეორი დილით სინანული. თავის ტკივილი

როგორ ხარ ისევ ეს მწარე კითხვა
და უარესი მწარე პასუხი
ვითო ზრდილობით ნათქვამი, კარგად!
და ისევ კითხვა?? ისევ პასუხი!!!

salomeaa
ციტატა(pro_leo66 @ Mar 22 2010, 16:11) *
როგორ ხარ? კარგად! მოკლე პასუხი
მოკლე პასუხი, გულის ტკივილი
იმავ საღამოს სულ უაზრო ურჩი ბახუსი
მეორი დილით სინანული. თავის ტკივილი

როგორ ხარ ისევ ეს მწარე კითხვა
და უარესი მწარე პასუხი
ვითო ზრდილობით ნათქვამი, კარგად!
და ისევ კითხვა?? ისევ პასუხი!!!


მომეწონა vishenka_34.gif
,,როგორ ხარ"-ს უნდა უპასუხო ,,შენ როგორ ხარ?"
როცა არ ხარ: (
saandr
რაომღაც მომინდა ახლა ამ ლექსის დატოვება აქ

ნი, როგორ აირია ამინდები

ნი,გარეთ გახედვაც არ მოგინდება,
იმდენად აირია ამინდები.
მე ვზივარ,დაღლილ მზერას ვიტრინიდან
ვაყოლებ ჩემზე უფრო დაღლილ ხალხს და
ვარ თითქოს მრავალ ომის ვეტერანი,
შავ-თეთრი კადრები რომ სულ თან ახლავს
და ერთი წამითაც რომ მას არ ინდობს.
ნი,როგორ აირია ამინდები...

აწი ხომ გახშირდება აღმართებიც,
ქალაქშიც გაბატონდა უღმერთობა.
ან უფრო ზუსტად ვიტყვი:მრავლდებიან
ღმერთები,ისე როგორც სოკოები,
ამაყი სახეებით,ვარდებიან,
ან მხოლოდ ეკლიანი ლოგოებით.
ჩვენში კვლავ შემოდგომა,გარინდება.
წელს ადრე აირია ამინდები...

და ბევრი სანუგეშოც არაფერი
მოსაწყენ დედამიწის ტრაფარეტი.
ფანჯრებში კვლავ წვიმების ფარდებია,
მათ მიღმა კი ქარების პანტომიმი
ძნელია დროებასთან შეფარდებით
გაძლო და სიკეთეებს ეპოტინო
ყველა ტლუ მანიით განდიდების,
ნი,ისე აირია ამინდები...

ჩიტები მზის ერთ სხივსაც დარაჯობენ
(და როცა პრინცესობენ ალქაჯები)
ჯანდაბას ეს წამებიც,ეს რიცხვებიც
სხვამ,თუ სურს სიკვდილს თავი დაუხაროს
მზეს შენი თვალებიდან ვეფიცხები
არც მეტი,არც ნაკლები. სხვა...უბრალოდ...
ქუჩებში აწი უფრო აცივდება,
უბრალოდ აირევა ამინდები...
salomeaa
ციტატა(saandr @ Mar 27 2010, 21:26) *
რაომღაც მომინდა ახლა ამ ლექსის დატოვება აქ

ნი, როგორ აირია ამინდები

ნი,გარეთ გახედვაც არ მოგინდება,
იმდენად აირია ამინდები.
მე ვზივარ,დაღლილ მზერას ვიტრინიდან
ვაყოლებ ჩემზე უფრო დაღლილ ხალხს და
ვარ თითქოს მრავალ ომის ვეტერანი,
შავ-თეთრი კადრები რომ სულ თან ახლავს
და ერთი წამითაც რომ მას არ ინდობს.
ნი,როგორ აირია ამინდები...

აწი ხომ გახშირდება აღმართებიც,
ქალაქშიც გაბატონდა უღმერთობა.
ან უფრო ზუსტად ვიტყვი:მრავლდებიან
ღმერთები,ისე როგორც სოკოები,
ამაყი სახეებით,ვარდებიან,
ან მხოლოდ ეკლიანი ლოგოებით.
ჩვენში კვლავ შემოდგომა,გარინდება.
წელს ადრე აირია ამინდები...

და ბევრი სანუგეშოც არაფერი
მოსაწყენ დედამიწის ტრაფარეტი.
ფანჯრებში კვლავ წვიმების ფარდებია,
მათ მიღმა კი ქარების პანტომიმი
ძნელია დროებასთან შეფარდებით
გაძლო და სიკეთეებს ეპოტინო
ყველა ტლუ მანიით განდიდების,
ნი,ისე აირია ამინდები...

ჩიტები მზის ერთ სხივსაც დარაჯობენ
(და როცა პრინცესობენ ალქაჯები)
ჯანდაბას ეს წამებიც,ეს რიცხვებიც
სხვამ,თუ სურს სიკვდილს თავი დაუხაროს
მზეს შენი თვალებიდან ვეფიცხები
არც მეტი,არც ნაკლები. სხვა...უბრალოდ...
ქუჩებში აწი უფრო აცივდება,
უბრალოდ აირევა ამინდები...


მომწონს შენი ლექსები, ხელმოწერა და ყველა - ფერი თუნდაც უ - ფერობა

George:)
ციტატა(pro_leo66 @ 22nd March 2010 - 16:11) *
როგორ ხარ? კარგად! მოკლე პასუხი
მოკლე პასუხი, გულის ტკივილი
იმავ საღამოს სულ უაზრო ურჩი ბახუსი
მეორი დილით სინანული. თავის ტკივილი

როგორ ხარ ისევ ეს მწარე კითხვა
და უარესი მწარე პასუხი
ვითო ზრდილობით ნათქვამი, კარგად!
და ისევ კითხვა?? ისევ პასუხი!!!


wub.gif
ilo_elo
ციტატა(pro_leo66 @ 22nd March 2010 - 16:11) *
როგორ ხარ? კარგად! მოკლე პასუხი
მოკლე პასუხი, გულის ტკივილი
იმავ საღამოს სულ უაზრო ურჩი ბახუსი
მეორი დილით სინანული. თავის ტკივილი

როგორ ხარ ისევ ეს მწარე კითხვა
და უარესი მწარე პასუხი
ვითო ზრდილობით ნათქვამი, კარგად!
და ისევ კითხვა?? ისევ პასუხი!!!

ვტოკამ ჯორი კუდივითათქო...
salomeaa
ციტატა(George:) @ Mar 28 2010, 11:20) *
wub.gif

რატის ლექსები wub.gif

ციტატა(ilo_elo @ Mar 28 2010, 13:38) *
ვტოკამ ჯორი კუდივითათქო...

punish.gif
Tsotne
ციტატა(salomeaa @ 28th March 2010 - 13:15) *
რატის ლექსები

ეგ ლექსებსაც წერს?
pro_leo66
ციტატა(ilo_elo @ 28th March 2010 - 12:38) *
ვტოკამ ჯორი კუდივითათქო...

ზუსტად რომ ჯორის კუდივით rolleyes.gif

მიყვარს კახეთი ასეც თუ ისეც
მეც კახელი ვარ ალბათ ამიტომ
შენ როგორც გინდა გაიგე ისე
სხვა კუთხე სჯობსო აღარ დაიწყო

მე მიყვარს ჩემი ნატანჯი ხალხი
და ვენახებში ჭახჭახი შაშვის
მიყვარს იყალთო და მიყვარს გრემი
კავკასიონზე გაკრული თალხი

პატარძეულის კაშკშა ღამე
შმაგი ალაზნის შავი ტალღები
და ალავერდი, სვეტი სინათლის
ალაზნის ველზე აფეთქებული

ცივ-გომბორიდან გადმოვიხედე
და რაც ვიხილე ენით ვერ ავღწერ
სამოთხეს ცაში ვეძებდი და ის
თურმე ყოფილა დედამიწაზე
ilo_elo
pro_leo66
ვაა, ეს მომეწონაა... საღოლ შენ.
salomeaa
ციტატა(Tsotne @ Mar 28 2010, 17:31) *
ეგ ლექსებსაც წერს?

შენ არ იცი ეგ ამბავი. რატი ამაღლობელის ლექსების წიგნი მაჩუქეს და ჯორჯი შეესწრო ამ ამბავს. ხმამაღლა კითხულობდა რატის ლექსებს. ქსეროქსის გოგოები მოხიბლა rofl.gif
leo-dzia
და ცა მტვერობს...

...და ცა მტვერობს, აცამტვერებს რაც ამქვეყნად არის ფერი,
იცრიცება არემარე ებრალება ყველაფერი.

ცა რიალებს ცარიელი, იცრემლება კახპა მტვარე,
ვერესოდეს მივეფერე, ვერესოდეს შევიყვარე.

სილას მარტყავს ცისარტყელა,ყველა ფერი ზიზღით მიმზერს,
უძლური ვარ, ვერ გავუძლებ მზეს რომ უნდა დამწვას- იმდენს.

მეფერება უფერული, მოუღლელი ფრთები ქარის,
გმინვა მესმის უბედურის, ამ ცხოვრების ცეცხლით მკვდარის.

მეფარებუ ღრუბლის ფარა, ჩემს მაგივრად ცრემლი ღვარეს,
მეც ჩავყვები ღემა ხევებში უიმედო ნიაღვარებს.

იღრინება დაღარული, დაღალული დედამიწა,
გულში იკრავს თავის შშვილებს, დრომაც კი ვერ დაავიწყა.

მეც ჩამიკრავს, ვერ ჩამიკლავს რაც რომ სევდა მქონდა გულში,
არ შემედზლო სიძულვილი, ვერ შევძელი სიყვარული.

ცა კი მტვერობს, აცამტვერებს გადაურჩათ რაც კი ქარებს,
ცარიელი მომკლავს ზეცა, ცრემლით მიწას მიმაბარებს.

მიმაბარებს, დაბრუნდება, დაბერდება მერე ის ცაც,
ერთდროს ყველა ვიღაც იყო, მერე ყველა მიწად იქცა...


21 მარტი, 2009წ. თბილისი. ლევან ქერდიყოშვილი.

gio9996
მრავალს გაეხსნა დღეს წერის ნიჭი,
ზოგს ეს ლექსები კარგი ჰგონია,
მაგრამ მე ლექსის დაწერა მიჭირს
და ვინც კარგ ლექსს წერს ბედი ჰქონია

ძლიერი ლექსი გრძნობას აუშლის
და მის წამკითხველს სულში ჩასწვდება
და წუთიერად ჩაფიქრებული
იტყვის კარგია, და ის არ სცდება
mariami24
leo-dzia
= )

დაიმსახურე
tavadi
ეს ზამთარი მოვიდა და მოიტანა ცივი სევდა,
ჩემგან მარჯვნივ გავიხედე ანგელოზი ბურუსს ხევდა,
ბნელში მარცხნივ კი ეშმაკი ილუზიის თალხში მხვევდა,
ანგელოზმა დამიცვა და ვნება თვალწინ გამიხევდა...

თუკი ცუდი ხვედრი მელის რატომ გავჩნდი მე საერთოდ,
შენ ჩემს სიკვდილს ელოდები ჩემს ცხედარზე რომ გაერთო,
ყველა თბილი არ ჩამიქრო, ყინულის და წყლის ნაერთო,
მხოლოდ მისთვის, ამ ახალ წელს, ერთი ცოდვა რომ დაერთო.

ჩემი ბაგის თუ არ გჯერა, ცემი ცრემლი არ იცრუებს,
ბევრი მეგობარი გყავს და ბევრიც იმედს გაგიცრუებს

ჩემი ცოდვა კი დიდია, მაგრამ ჩემთან თქვენც გაქვსთ ცოდვა,
თუ გინდ მლანძღეთ და უწოდეთ ჩემს ლექსს აფერისტის ბოდვა

ჩემში ორი სული ცოცხლობს, შენ ეს იცი ძლიერ კარგად,
გულგრილობა მოიშორე დაგწოლია მძიმე ბარგად

გულს მობეზრდა ჩუმად ყოფნა, სულს მობეზრდა გულის თრევა,
ხელი მკერდზე მივიჭირე ფეთქვა აგარ შეიმჩნევა

მე სიკვდილი ჯერ არ მინდა, გულში ვამჩნევ ფერად შურებს,
გამე აგარ მეძინება ვემსგავსები ალბათ ტურებს,
სიკვდილის რომ მეშინია მიზეზს მიზნად ვინ აკურთხებს
მე რომ მოვკვდე მოვა გოგო და ცხედარზე მომაფურთხებს...

ეს ზამთარი მოვიდა და მოიტანა ცივი სევდა,
ჩემგან მარჯვნივ გავიხედე ანგელოზი ბურუსს ხევდა,
ბნელში მარცხნივ კი ეშმაკი ილუზიის თალხში მხვევდა,
ანგელოზმა დამიცვა და ვნება თვალწინ გამიხევდა...
Indian Summer
ვის ვუძღვნა ლექსი, რომელსაც დღეს ვწერ...
მყავს კი მე მუზა, ვინც დამატყვევებს
ვის დავურეკო, როცა დავთვრები
ვის გავუმხილო, რომ მიყვარს ძლიერ...
www.juventus.it
ქალაქში ხმაურია-
ამინდმაც აურია.
ვიღაცამ ღვინოს
შხამი გაურია...

წვიმა არ წყდება-
დგეს მე და შენი
სიმი გაწყდება-
გული არმწყდება..!


ციტატა(www.juventus.it @ Apr 5 2010, 22:35) *
ქალაქში ხმაურია-
ამინდმაც აურია.
ვიღაცამ ღვინოს
შხამი გაურია...

წვიმა არ წყდება-
დგეს მე და შენი
სიმი გაწყდება-
გული არმწყდება..!



რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.