დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
leo-dzia
შეშლილი ბავშვი ცაში

მე შევიშალე,
და ნავარდი ზეცაში ვცადე.
(ცამდე შორია.)
გავშალე ფრთები...
შურიანი გამყვა თავლები?
არა მგონია...
(გამიგონია ფერიები ცხოვრობენ ცაში...)
და ჩემი რაში,
რომლის ლეში
აქ გდია ხევში
არ გამყოლია.
თუ მე ვარ ბავშვი
და ფერიებს დავეძებ ცაში,
ათასნაირი აზრი ბზუის
ყოველწამს თავში,
თუ ჩემი რაში,
(რომლის ლეში აქ გდია ხევში)
იქ, ზეცაში არ გამყოლია,
ისე წევს მკვდარი,
თითქოს ადრე არცა მყოლია
და მე შეშლილი
თუ შიშებმა ამიყოლია,
რა მინდა ცაში?
ან ფერიებს რად ვწვდები თმაში?
მჭირდება ტაში?
არა, არა, არა მგონია...
უბრალოდ ბავშვი,
ცად აჭრილი უეცრად ქარში,
შიშმა შემიბყრო,
ცის სიცივემ დამიყოლია...




ლევან ქერდიყოშვილი

2009წ. 28 დეკემბერი.

თბილისი, ღამე.





ციტატა(mariami24 @ Mar 31 2010, 23:55) *
leo-dzia
= )

დაიმსახურე


რა დავიმსახურე?...
salomeaa
spleen ქვია მაგრამ რა თქმა უნდა არ წაგაკითხებთ: D
leo-dzia
* * *

შემომასკდება ძარღვები,
სისხლის ვერ უძლებს დუღილს,
ჭექა-ქუხილი მწადია,
გულიც ვერ იტევს წუხილს.

მოკეთეს მკლავი მოკვეთეს,
(არ ვარ მიმყოლი მოდის)
სიტყვა მწყურია მართალი,
სეტყვასავით რომ მოდის.

შემაჯანჯღარებს ქვესკნელი:
-გელოდებიო, მალე!
ჩამეხუტება, ჩამიკრავს,
დღეს იქნება თუ ხვალე.

შევებრალები დედაბრებს,
უდარდელ ბიჭად მცნობენ.
მიმიყვრდებიან მტრები და
მოყვარეები მმტრობენ.

ყველაფერს თავის ფასი აქვს,
წუთისოფელი მიდის.
ვიღაცა საქმეს შოულობს -
მადლს ყიდულობს და ყიდის.

ბოღმა მჭამს, შხამი მახველებს,
სანამ ცოცხალი მქვია,
დღესვე ღვარცოფად ვიხუვლებ,
ხვალე იქნება გვიან.

სანამ მაჟრჟოლებს მზის სხივი
გული არა თმობს ფეთქვას,
მართალი კაცის სახელი
ღვთის გულში მაინც მერქვას...


ლევან ქერდიყოშვილი

2010წ. 25 თებერვალი.

ბობნევი, ღამე.
bneda
აუ არავის გეწყინოთ, მაგრამ რატომღაც არ მომწონს ის შემოქმედებები რაც თქვენ დაწერეთ, რავი შეიძლება თქვენთვის დიდია და ბევრ რამესაც წარმოადგენს, მაგრამ ჯობს სხვანაირად იფიქროთ, თუ მწერლობას გადაწყვეტთ

gio9996, აი ამ კაცს გაუმარჯოს smile.gif მომეწონა smile.gif

gio9996, აი ამ კაცს გაუმარჯოს smile.gif მომეწონა smile.gif
spiritcrusher_drumer
ესეიგი... ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გავაკეთე პატარა კუთხე ვებ სივრცეში სადაც ჩემს ნამუშევრებს დავყრიდი..
ხოდა ხალხნო... აბა შეაფასეთ ჩემი ნაწერები....
http://ikhvedeliani.ucoz.com/blog
salomeaa
ციტატა(spiritcrusher_drumer @ May 2 2010, 1:21) *
ესეიგი... ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გავაკეთე პატარა კუთხე ვებ სივრცეში სადაც ჩემს ნამუშევრებს დავყრიდი..
ხოდა ხალხნო... აბა შეაფასეთ ჩემი ნაწერები....
http://ikhvedeliani.ucoz.com/blog

უკვე გვაქვს თემა ,,საკუთარი შემოქმედება" და შენი თემა შეუერთდა ამ თემას: )
spiritcrusher_drumer
ციტატა(salomeaa @ May 2 2010, 14:47) *
უკვე გვაქვს თემა ,,საკუთარი შემოქმედება" და შენი თემა შეუერთდა ამ თემას: )

ამაზე უკვე PM-ში გიპასუხე :2კოცნა:
salomeaa
ციტატა(spiritcrusher_drumer @ May 2 2010, 14:59) *
ამაზე უკვე PM-ში გიპასუხე :2კოცნა:

წარმატებები: )
2 კოცნა მაგარია, გამეცინა: D
spiritcrusher_drumer
salomeaa
ხო ეს ფორუმ ჯი-ზე საფირმო სმაილად მაქვს blum.gif
spiritcrusher_drumer
აბა ახალი ნაწერი შეაფასეთ
http://ikhvedeliani.ucoz.com/blog/lamazi_skesi/2010-05-03-32
HERO
ეშმაკი ბედნიერი


სტროფები,რითმებად ქცეული;
ლექსები,ტომებად ქცეული;
ხატები,ფრესკებად ქცეული;
სიტყვები,გრძნობებად ქცეული;
ფერები,შავთ-თეთრად ქცეული;
სანთლები,ხატის წინ დაღვენთილი;
დედის ცრემლები,საფლავთან დაცემული;
სიცოცხლე,სიკვდილით დათრგუნული;
სატანა,სინათლით დაბნეული;
კაცი,შიშისგან დამთხვეული.
მიწაზე გართხმული,
სულით დაცემული,
შიშისგან გატანჯული,
მრავალგზის ტანჯული,
სიმართლის მოშიში,
სიბნელის მოყვარული,
ნამუსი დაკარგული.
სიცოცხლე,ლაქებით ავსებული;
საფლავი,გვამებით გავსებული;
სულები,ჯოჯოხეთში გატანჯული;
უმწეო სულები,შეწირული;
სატანა,სიკეთეზე გამარჯვებული.
სიცოცხლით დაღლილი,
სიკვდილით წამებული,
წამალით დამთვრალი,
კაიფში გაპარული.
პატრონი დაკარგული…
ცრემლები დაბნეული…
ეშმაკი ბედნიერი!
seven
უდაოდ ნიჭიერი თაობა მოდის : ))
spiritcrusher_drumer
კიდევ ერთი
http://ikhvedeliani.ucoz.com/blog/vit_udzlevel/2010-05-07-34
devila
ციტატა(spiritcrusher_drumer @ May 7 2010, 3:36) *

ეს შენია შეჩემა? biggrin.gif
გალა2611
ამპარტავანი ვარ განვიკიცხე საქვეყნოდ თავი
თუმც ესე არისჭეშმარიტი ამპარტავნება
და ყოველივე წარმწყმენდელი ბორმის სათავე
სისინი გველის სიწმინდეზე წასატანება
სევდიანი ვარ შევეცდები სევდას დავმალავ
ყვითლად შევღებავ მე ჩემს გულში ყველა ნაცრისფერს
თუ ქუთუთოზე ცხელი ცრემლი გზას გაიკვალავს
თუ ჩემი სული შემაშფოთებს და განმანცვიფრებს
ცივი გონების მოგონების შავი მათრახი
და რომ სამყაროს დააჩნდება წითელი ზოლი
ყველამ იცოდეს რომ ეშმაკებს მოელით კრახი
რომც გავნადგურდე უფლისაგან მე დასაძრახი
სულოაც არ არის ეს გოდება ცრუ სიამაყე
თუნდაც მაგინეთ და მესროლეთ კვერცხები ლაყე
ყველამ იცოდეს რომ ეშმაკებს დაეცათ მეხი
რომც გავნადგურდე და უფსკრულტან დამიცდეს ფეხი

შენიშვნა unsure.gif unsure.gif unsure.gif
ეს ეპიზოდია რასაც განიცდის ყველა ნორმალურად მოაზროვნე,
და ტუ ვერ აზროვნებ ეს არაჩვეულებრივი ტვისებაა რადგან ეშმაკი ვერაფერს ვერ გავნებს
spiritcrusher_drumer
კიდევ ახალი დავწერე
ახლი ლექსი შემომეწერა და აბა ნახეთ
http://ikhvedeliani.ucoz.com/blog/iara/2010-05-10-35
Mais_Leo
რა გქვია?

უცხო გოგონას
(დღეს უკვე ნაცნობს)


დაცარიელდა სავალი გზა ქუჩის გადაღმა,
უფრო ჩემს მხარეს, დამინახე ალბათ ნაკლებად
და შუქნიშანსაც შუადღისას ღამის გადღლა
ყვითელ ფერებში აესახა წამით სახეზე.

არ მოგიხედავს, მიდიოდი მეორე მხარეს,
(ასანთი მთხოვა ვიღაცამ და მადლობა მითხრა)
უბნის ნიავი აგეკიდა აივნებიდან,
კალთებს შეეხო კაბისას და ანცად გაგრითმა.

ვიდექი ასე, გიყურებდი არ ვიცი რატომ,
მიდიხარ, მიწვევ და ქუჩებში თმების სუნს ტოვებ,
ავტომანქანამ ჩაიარა, წამით გაგაქრო,
გადააჭარბა დაწესებულ საგზაო ნორმებს.

ჩემს ტროტუარზე მოხუც ხეებს წასკდათ ფოთლები
სიცილის ნაცვლად, გამჭორავენ ალბათ ამჯერად,
როგორც ქალები-მექალთანე კაცების მოდგმას
და ჩემი ვნების სიკეთისა სულაც არ ჯერათ.

ახლა მივდივარ იმ ქუჩაზე, ქარია ნელი,
ამინდს ღრუბლები ციდან დარჩა გამოსადევნი,
შენი სახელი გამოვიცნო ვცდილობ ჯიუტად
და მივხვდი არის ორ ასოზე არანაკლები.


გალა2611
ცოდვა და მონანიება

დიახ უგულო ვარ არა მყავს მუზა
დიახ უნიჭოც ვარ გემი უიალქნოდ
მთელი სამყარო რპმ ჩემზე დაიგრუზოს
თუნდაც არავის რომ აღარ დავენანო
მაინც უდაბნო ვარ ცრემლს არ ჩამოვიდენ
ეს ხომ სულ არავის აღარ ენარვლება
მე ხომ სინანული სულ არ გამომივა
მე ხომ სულ არ ვიცი კაცის შებრალება
და თუ მეტირება ამას ქვიშა იწოვს
როცა კეთილი ვარ სასტიკს ვეფარები
სხვისმა ცრემლებმა რომ გული დამიკუწოს
მტერის სიხარულმა მგვაროს ნეტარება
მაინც უდაბნო ვარ ცრემლს არ ჩამოვიდენ
ეს ხომ ყველასატვის ისევ სულერთია
მე ხომ სინანული სულ არ გამომივა
მე ხომ სიყვარულზე გული ამერევა
და რომ უცაბედად გულქვა დამიძახე
დღეს კი სავალალოდ გული გამიქვავდა
ეხლა უდაბნო ვარ შენგან დასაძრახი
ალბათ შენნაერებს ბოღმას განვუქარვებ
ისევ დამიძახე ქვიშის ქარიშხალი
სულიტ მომტირალი სახით გეენია
გინდა შემაფურთხე ზიზღი დამახალე
გული საზიარო აღარ დამრჩენია
და რომმ ამპარტავანი ვარ განვიკიცხე საქვეყნოდ თავი
თუმც ესე არის ჭეშმარიტი ამპარტავნება
და ყოველივე წარმწყმენდელი ბოღმის სათავე
სისინი გველის სიწმინდეზე წასატანება
სევდიანი ვარ შევეცდები სევდას დავმალავ
ყვითლად შევღებავ მე ჩემს გულში ყველა ნაცრისფერს
თუ ქუთუთოზე ცხელი ცრემლი გზას გაიკვალავს
თუ ჩემი სული შემაშფოთებს და განმანცვიფრებს
ცივი გონების მოგონების შავი მათრახი
და რომ სამყაროს დააცნდება წითელი ზოლი
ყველამ იცოდეს რომ ეშმაკებს მოელით კრახი
რომც გავნადგურდე უფლისაგან მე დასაძრახი
სულაც არ არის ეს გოდება ცრუ სიამაყე
თუნდაც მაგინეთ და მესროლეთ კვერცხები ლაყე
ყველამ იცოდეს რომ ეშმაკებს დაეცათ მეხი
რომც გავნადგურდე და უფსკრულთან დამიცდეს ფეხი

თუგინდ დაუძახე ამ ყველაფერს მოთქმა და ბოღმა
სულ არ გადავყვები მე დღეიდან ამ შლეგ შეგრძნებებს
ერთხელ მოიხედე ჩემო კარგო ჰადესს გამოღმა
იქნებ კარგები ვარრთ გადავყევით უაზრო ვნებებს
და რომ არასოდეს უდიდესი გრძნობა გვეახლა
გვეწვია გონი ჩვენ მოგვართვა ამპარტავნება
და განკითხვის დღეს რაღა ვუთხრა შემოქმედს მაღლა
გვიანი არის სინანული და დანანება
და რომ ზმანება წუთი სოფელი
ერთი ცხოვრება ერთი ნოველა
ირეალობის მუნჯი მონები
უნდა განვდევნოთ ჩვენ დემონები
მოვიჯახუნოთ მაგრად კარები
მტკიცე უარი მძაფრ ნეტარებას
ისევ უაზრო შლეგი შეგრძნება
და აზრიანი სულში ბზარები
და რომ ჩვენ ეშმა დაგვეძგერება
ისმის პასუხად რეკვა ზარების
თავზარდამცემი რეკვა ზარების
და რომ საშველად ვეზიარებით
maxinji
ძნელია საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი, ისევე როგორც ხელოვნებაზე ეს უნდა გაიგო, მოისმინო, იგრძნო...
kedi
ალის


მე

ჩვენზე ამას არ იტყოდნენო- მითხრა.
ალისს ხელი მოვკიდე და ეზოში გავედით.



მე

ალისს ქვიშაში თამაშობს. მე ცოტა შორს ვზივარ, ისე შორს, როგორც ზღვაა ალისიდან დაშორებული .
და მე ვფიქრობ: თუ ალის იქნება წერტილი, რომელზეც დედამიწას შუაზე გავკეცავთ, მაშინ მე დავიხრჩობი.
-ალის, ვიხრჩობი, ვიხრჩობი, გავიქცეთ! – მე ვყვირი და მომწონს, რომ ხმა მიაქვს ქარს.
- მამა გაიგებს,- მეუბნება ალის და ჯიბეებში ქვიშას იტენის.
ალის უფრო ახლოს დგას ზღვასთან.
თუ ალის სულ მანდ იდგება, ზღვაც სადღაც კლდემდე, ან მიწამდე ან ქვიშამდე მივა და ალის , მოდი იყოს წერტილი, რომელზეც დედამიწას გადავკეცავთ.
-გადავრჩი.

ალის მოდის ჩემთან, კალთაში მიჯდება. ალის ყოველთვის თბილია და სველი. მე მინდა ალის ადგეს, მაგრამ სძინავს.
ალის კაბას ვხდი, მერე ყველაფერს რაც აცვია და ქვიშისგან ვწმენდ.
ალის კაბა სველია და მძიმე.
ახლა ალის მთლიანად ქვიშიანია.

და თუ ალის იქნება წერტილი, რომელზეც დედამიწას შუაზე გადაკეცავენ, მე ისევ ალისის გვერდით ვიწვები.

..
ქარია. ქარია და მიჭირს. ქვიშა ორივე მხარეს იყრება.
ორმოში მუხლებით ვდგები. ალის მძიმეა. ვიხუტებ.
ორივე ხელით ვყრი ქვიშას ორმოში.
ასე გავთბებით-მეთქი, ვამბობ.



მე
თუ დედამიწას ასე გადავკეცავთ, მე და ალის ისევ ერთად ვართ.
ჩვენზე კი თქვეს, ცალ-ცალკე მოკვდებიანო.







ცოტახნით დავბრუნდი
salomeaa
ციტატა(kedi @ Jul 13 2010, 2:01) *
ალის

მე
ჩვენზე ამას არ იტყოდნენო- მითხრა.
ალისს ხელი მოვკიდე და ეზოში გავედით.


მე

ალისს ქვიშაში თამაშობს. მე ცოტა შორს ვზივარ, ისე შორს, როგორც ზღვაა ალისიდან დაშორებული .
და მე ვფიქრობ: თუ ალის იქნება წერტილი, რომელზეც დედამიწას შუაზე გავკეცავთ, მაშინ მე დავიხრჩობი.
-ალის, ვიხრჩობი, ვიხრჩობი, გავიქცეთ! – მე ვყვირი და მომწონს, რომ ხმა მიაქვს ქარს.
- მამა გაიგებს,- მეუბნება ალის და ჯიბეებში ქვიშას იტენის.
ალის უფრო ახლოს დგას ზღვასთან.
თუ ალის სულ მანდ იდგება, ზღვაც სადღაც კლდემდე, ან მიწამდე ან ქვიშამდე მივა და ალის , მოდი იყოს წერტილი, რომელზეც დედამიწას გადავკეცავთ.
-გადავრჩი.

ალის მოდის ჩემთან, კალთაში მიჯდება. ალის ყოველთვის თბილია და სველი. მე მინდა ალის ადგეს, მაგრამ სძინავს.
ალის კაბას ვხდი, მერე ყველაფერს რაც აცვია და ქვიშისგან ვწმენდ.
ალის კაბა სველია და მძიმე.
ახლა ალის მთლიანად ქვიშიანია.

და თუ ალის იქნება წერტილი, რომელზეც დედამიწას შუაზე გადაკეცავენ, მე ისევ ალისის გვერდით ვიწვები.

..
ქარია. ქარია და მიჭირს. ქვიშა ორივე მხარეს იყრება.
ორმოში მუხლებით ვდგები. ალის მძიმეა. ვიხუტებ.
ორივე ხელით ვყრი ქვიშას ორმოში.
ასე გავთბებით-მეთქი, ვამბობ.
მე
თუ დედამიწას ასე გადავკეცავთ, მე და ალის ისევ ერთად ვართ.
ჩვენზე კი თქვეს, ცალ-ცალკე მოკვდებიანო.
ცოტახნით დავბრუნდი

[b]კედი კედი
ხშირად მოდი რა ჩვენთან
ალის რა საყვარელია:*
titann
ჩავიარე ჩახრიოკებული , ეკალ ბარდებით სავსე დაღმართი და ტრიალ მინდორში გავედი, ის უკან მოვიტოვე.
ვსუნთქავ სურნელს იმ ცვრიანი ბალახისა და მსიამოვნებს.
ჩემი ცხოვრების ჩაჟანგულ კარებში როგორღაც შემოახწია სინათლემ და ყოველივე გაანათა.
სულ რამოდენიმე წუთის წინ გადავშალე ცხოვრების ახალი ფურცელი და დავიწყე ლამაზი ასოებით წერა.(მანამდე ხომ კალიგრაფიასთან შუტკა მქონდა გახსნილი)
სულ რაღაც ერთი წუთის წინ მივხვდი რომ . . .
არ შეიძლება
ესე არ შეიძლება.
წერო ცხოვრება, ეს ჰარმონიაა, გადაშალო კიდევ ერთი ფურცელი და ისევ განაგრძო წრა. ოღონდ ამჯერად ლამაზი და დიდი ასოებით.
ხელი მყარად, ზედმეტად არ იძვრის.
კალამიც მყარად მაქვს შებყრობილი
ახლა უკვე მსუბუქად ვაწვები ფურცელს
ისე რომ არ გავკაწრო და ნაიარევი არ დავტოვო მასზე.
მგონი დაგაბნიეთ ხო?
ბოდიში, მაპატიეთ, კიდევ ერთხელ ბოდიში.

აი აქ დასრულდა მწვანედ აბიბინებული მინდორიც და ისევ მივადექი ეკლალ ბარდიან ტერიტორიას, ამჯერად აღმართს.
სინათლეც წავიდა სადღაც, შორს.(თვალს მიეფარა) , ხელი მიკანკალებს, კალიგრაფიას რა ემართება, ვეღარ ვწერ, არა ვწერ ოღონდ ამას წერა არ ქვია.
აჰ, ფურცელიც გაიკაწრა.
წვას ვგრძნობ, სისხლი დუღს, სისხლი !
ისე . . . , ხო ვიღიმები, ოღონდ ამას ვერ ხედავთ, ან იქნებ . . .
ან იქნებ ხედავთ და უბრალოდ არ იმჩნევთ.
აჰ, ვხედავ , ეხლა კი თქვენ გეღიმებათ, ისე გიხდებათ ღიმილი "ჩვენში დარჩეს"

რა უაზროდ ვხმარობ ამ სიტყვას.

ეჰ , რა ხმა იყო? აშკარად ვიღაცამ რაღაც გატეხა, მგონი თეფში.
მეზობელი იქნებოდა ეტყობა

მეწვის, კიდევ უფრო მაგრად მეწვის.
კიდევ თეფშის დამტვრევის ხმა
ამჯერად ჩემი თეფში გატყდა
ცხოვრების ფიალა.

გესმით ხმაა? ვყვირი.
ბოლო ხმაზე ვყვირი, თქვენ კი ისევ იღიმით და მიყურებთ გაშტერებით , თითქოს . . .
თითქოს . . .
ჰმ , დავიბენი.

აღმართის ბოლოს შუქი შენიშნე, გული აფრთხიალდა.
მე კი გავიქეცი, გავიქეცი რაც ძალი და ღონე მქონდა, მივდიოდი მისკენ, ის კი ნელნელა მშორდებოდა.
ვყვირი , კიდევ ვყვირი. ვეწევი, მგონი ვეწევი.

აჰ, მაინც დავეწიე.
ამოვყავი თავი რაღაც სასიამოვნო გარემოში, ეკალ-ბარდებიდან დავახწიე თავი.
წერითაც ისევ ლამაზად ვწერ.
თეფში მთელია, ნაკაწრიც კი არაა მასზე.

ხატს შევფიცე, აღარასდროს გავიკეთებ მეთქი და . . .

სამი წელი გავიდა ასე , ნათელ, კაშკაშა ლამაზ ფერებში
გუშინ კი ისევ ჩამივარდა ფეხი ტალახში.
რაღაც ამოძრავდა და ქვემოთ წამათრია.
ეხლა ისევ ეკალ ბარდებით ვარ გარშემორტყმული, აღაც შუქი ჩანს . აღარც . . .
ფურცელიც კი გამისხლტა ხელიდან.

ხო, ვდგევარ ეკალ-ბარდებით შემორტყმულ ჭაობში და ვიძირები.
არაუშავრს, მალე დავიძინებ.

თქვენ კი იღიმით , და მიყურებთ გაშტერებით, თითქოს რამე სანახავი იყოს აქ
Qoral77
ვაა,ეს მაგარი თემაა =)...მე ლექსებს არ ვწერ,მარა რაგაცეებს ვლექსავ =)...აი ნახეთ:

დროში გარდასულს,
უხსოვარ წარსულს ვერ იპოვიდი
როს ოდენ ერთ სულს
სიბნელესა კრულს
და წყვდიადსა სრულს
მიწას მოსულა
აქ ჩამოსულა
ყველა თვისება,
გრძნობა,ღირსება...

აქ მოუყრიათ მათ თავი ერთად
მოსდომებიათ გართობა მეტად
და უფიქრიათ დახუჭობანა
უთამაშიათ დამალობანა

ეს გრძნობა_ყველა წამს დამალულა
სიყვარული ბუჩქს ჩამალულა
სიკეთე სულ ცოტა დაჩაგრულა
სიმართლე კი სულ არ დამალულა

სიყვარული ჩამალული ვარდებში
მოხვედრილა ეკლიან ბარდებში
ეკლით დაუკარგავს ჩინი თვალებში
სიყვარულს დამალულს ვარდებში

ამური ვარდის ეკლით დაჭრილა
სიგიჟე მის საშველად გაჭრილა
უპოვია დასახიჩრებული,
თვალჩინკარგული,დაბრმავებული

შებრალებია სიგიჟეს სიყვარული
და გამხდარა მისი მოყვარული
ჩაჰკიდა ხელი და აღარ გაუშვა
მასთან განშორება აღარ დაუშვა.


P.ს. აი ეხლა ხო მიხვდით რატომაა სიყვარული ბრმა და სიგიჟე მისი მეგობარი? 7.gif
salomeaa
ციტატა(Qoral77 @ Aug 18 2010, 12:26) *
P.ს. აი ეხლა ხო მიხვდით რატომაა სიყვარული ბრმა და სიგიჟე მისი მეგობარი? 7.gif

ცოტა ხმამაღლააო დაწერილი რომ იტყვიან ასეა ესეც: D

მივხვდი რატომ არის არის სიყვარული ბრმა, ყრუ და ხეიბარიც: D

წარმატებები, მთავარია მუზა გყავს: )))))))


ციტატა(titann @ Aug 18 2010, 11:34) *
ჩავიარე ჩახრიოკებული , ეკალ ბარდებით სავსე დაღმართი და ტრიალ მინდორში გავედი, ის უკან მოვიტოვე.
ვსუნთქავ სურნელს იმ ცვრიანი ბალახისა და მსიამოვნებს.
ჩემი ცხოვრების ჩაჟანგულ კარებში როგორღაც შემოახწია სინათლემ და ყოველივე გაანათა.
სულ რამოდენიმე წუთის წინ გადავშალე ცხოვრების ახალი ფურცელი და დავიწყე ლამაზი ასოებით წერა.(მანამდე ხომ კალიგრაფიასთან შუტკა მქონდა გახსნილი)
სულ რაღაც ერთი წუთის წინ მივხვდი რომ . . .
არ შეიძლება
ესე არ შეიძლება.
წერო ცხოვრება, ეს ჰარმონიაა, გადაშალო კიდევ ერთი ფურცელი და ისევ განაგრძო წრა. ოღონდ ამჯერად ლამაზი და დიდი ასოებით.
ხელი მყარად, ზედმეტად არ იძვრის.
კალამიც მყარად მაქვს შებყრობილი
ახლა უკვე მსუბუქად ვაწვები ფურცელს
ისე რომ არ გავკაწრო და ნაიარევი არ დავტოვო მასზე.
მგონი დაგაბნიეთ ხო?
ბოდიში, მაპატიეთ, კიდევ ერთხელ ბოდიში.

აი აქ დასრულდა მწვანედ აბიბინებული მინდორიც და ისევ მივადექი ეკლალ ბარდიან ტერიტორიას, ამჯერად აღმართს.
სინათლეც წავიდა სადღაც, შორს.(თვალს მიეფარა) , ხელი მიკანკალებს, კალიგრაფიას რა ემართება, ვეღარ ვწერ, არა ვწერ ოღონდ ამას წერა არ ქვია.
აჰ, ფურცელიც გაიკაწრა.
წვას ვგრძნობ, სისხლი დუღს, სისხლი !
ისე . . . , ხო ვიღიმები, ოღონდ ამას ვერ ხედავთ, ან იქნებ . . .
ან იქნებ ხედავთ და უბრალოდ არ იმჩნევთ.
აჰ, ვხედავ , ეხლა კი თქვენ გეღიმებათ, ისე გიხდებათ ღიმილი "ჩვენში დარჩეს"

რა უაზროდ ვხმარობ ამ სიტყვას.

ეჰ , რა ხმა იყო? აშკარად ვიღაცამ რაღაც გატეხა, მგონი თეფში.
მეზობელი იქნებოდა ეტყობა

მეწვის, კიდევ უფრო მაგრად მეწვის.
კიდევ თეფშის დამტვრევის ხმა
ამჯერად ჩემი თეფში გატყდა
ცხოვრების ფიალა.

გესმით ხმაა? ვყვირი.
ბოლო ხმაზე ვყვირი, თქვენ კი ისევ იღიმით და მიყურებთ გაშტერებით , თითქოს . . .
თითქოს . . .
ჰმ , დავიბენი.

აღმართის ბოლოს შუქი შენიშნე, გული აფრთხიალდა.
მე კი გავიქეცი, გავიქეცი რაც ძალი და ღონე მქონდა, მივდიოდი მისკენ, ის კი ნელნელა მშორდებოდა.
ვყვირი , კიდევ ვყვირი. ვეწევი, მგონი ვეწევი.

აჰ, მაინც დავეწიე.
ამოვყავი თავი რაღაც სასიამოვნო გარემოში, ეკალ-ბარდებიდან დავახწიე თავი.
წერითაც ისევ ლამაზად ვწერ.
თეფში მთელია, ნაკაწრიც კი არაა მასზე.

ხატს შევფიცე, აღარასდროს გავიკეთებ მეთქი და . . .

სამი წელი გავიდა ასე , ნათელ, კაშკაშა ლამაზ ფერებში
გუშინ კი ისევ ჩამივარდა ფეხი ტალახში.
რაღაც ამოძრავდა და ქვემოთ წამათრია.
ეხლა ისევ ეკალ ბარდებით ვარ გარშემორტყმული, აღაც შუქი ჩანს . აღარც . . .
ფურცელიც კი გამისხლტა ხელიდან.

ხო, ვდგევარ ეკალ-ბარდებით შემორტყმულ ჭაობში და ვიძირები.
არაუშავრს, მალე დავიძინებ.

თქვენ კი იღიმით , და მიყურებთ გაშტერებით, თითქოს რამე სანახავი იყოს აქ

ტალახი არ არის უცხო
წარმატებები: )))))))
Qoral77
მე სუ ესე ხმამაღლა ვიცი წერა,თორე ისე სიყვარული ბრმა როა ისედაც ყველამ იცის =),ყრუცაა ხანდახან,მარა ხეიბარი რაღაზე? =)...მოკლედ სუ მოვუღეთ ბოლო მარა ღირსი კია ისე... spiteful.gif

გმადლობ salomeaa,შენც წარმატებებიიიი 1.gif
nicaa
----------------------

ყოველ ღამით რეპეტიციას გავდივარ ჩემი მომავალი ვაჟისთვის:
ვიხეხავ კბილებს,რათა უფრო თამამად ვლოშნო მისი მამა
ვაორსულებ ჩემივე თავს,რომ უცხო არ იყოს მეორე სხეული ჩემში
საპირფარეშოში კი ურცხვად ვამატებ კულტურას კულტურაზე,
რათა უფრო მედგრად შევხვდე მის დაბადებას..
...და ეს ყველაფერი ჩემთვის და მისთვის,
რომ ეჭვი არ შემეპაროს მისდამი ჩემს სიყვარულში და
პირიქით...
ჩემს შვილს ბევრი მამა ეყოლება და ერთი დედა,
რომ იყოს ბილწიც და წრფელიც...




: ))))
ilo_elo
აი საღოოლ
ნიმფა
ციტატა(nicaa @ Sep 2 2010, 17:58) *
----------------------

ყოველ ღამით რეპეტიციას გავდივარ ჩემი მომავალი ვაჟისთვის:
ვიხეხავ კბილებს,რათა უფრო თამამად ვლოშნო მისი მამა
ვაორსულებ ჩემივე თავს,რომ უცხო არ იყოს მეორე სხეული ჩემში
საპირფარეშოში კი ურცხვად ვამატებ კულტურას კულტურაზე,
რათა უფრო მედგრად შევხვდე მის დაბადებას..
...და ეს ყველაფერი ჩემთვის და მისთვის,
რომ ეჭვი არ შემეპაროს მისდამი ჩემს სიყვარულში და
პირიქით...
ჩემს შვილს ბევრი მამა ეყოლება და ერთი დედა,
რომ იყოს ბილწიც და წრფელიც...


გულს ვერ ვუდებ ხოლმე ამ თემაში დახვავებული შემოქმედების წაკითხვას, კედის და რამდენიმე უსერის შემოქმედება წავიკითხე. აი ეს კი დიდი ენთუზიაზმით. blush2.gif
nicaa
ვა მართლა? : ) დიდად გმადლობ მის!
და ილო ელასაც : )
ნიმფა
არაფერს, და მისგანაც.


კიდევ თუ დადებ, კარგი იქნება. ჩავუჯდები.
nicaa
დავდებ მერე : ) მერე..
მართლა..
EnDy
ამონარიდი ჩემი შემოქმედებიდან blush2.gif


დახეულ ფარდება შერჩენია მტვერი წარსულის,
გალეშილ ფიქრებს ავაყოლებ დამრეც ბილიკებს,
ფარდების უკან თვალებია მპარავი სულის,
ჯამბაზის ხელით გადავხატავ მე თქვენს მიმიკებს...


1 კუპლეტით არ მთავრდება... ამონარიდია pardon.gif
HYENA
არასდროს დავეცემი არასდროს გავტყდები ჩემსამშობლოში სისხლად დავიღრები , ისევ ავტირდები ისევ დავიცლები მტრის აქ შემოსვლას მე არ დავჯერდები , აღარ დავბერდები უკვე ბებერი ვარ აღარ დავეცემი უკვე დამაჩოქეს , ვეღარ ბრძანებლობენ უკვე დამიმომეს , ჩემ მიწა-წყალზე მტრის ხმა გამაგონეს , შვილი დამიობლეს , ხმა არ გამაგონეს ტყვია მესროლეს მაინც ვერ გამტეხეს მაინც ვერ დამაღონეს

ჩემი არ არის ერთი გიჟის დაწერილია...
Ninabelle
ციტატა
ჩემი არ არის ერთი გიჟის დაწერილია...


ეტყობა რომ გიჟია biggrin.gif
Liar
ციტატა
დახეულ ფარდება შერჩენია მტვერი წარსულის,
გალეშილ ფიქრებს ავაყოლებ დამრეც ბილიკებს,
ფარდების უკან თვალებია მპარავი სულის,
ჯამბაზის ხელით გადავხატავ მე თქვენს მიმიკებს


ორიგინალს წავიკითხავდი ისე... biggrin.gif

ციტატა
არასდროს დავეცემი არასდროს გავტყდები ჩემსამშობლოში სისხლად დავიღრები , ისევ ავტირდები ისევ დავიცლები მტრის აქ შემოსვლას მე არ დავჯერდები , აღარ დავბერდები უკვე ბებერი ვარ აღარ დავეცემი უკვე დამაჩოქეს , ვეღარ ბრძანებლობენ უკვე დამიმომეს , ჩემ მიწა-წყალზე მტრის ხმა გამაგონეს , შვილი დამიობლეს , ხმა არ გამაგონეს ტყვია მესროლეს მაინც ვერ გამტეხეს მაინც ვერ დამაღონეს

ჩემი არ არის ერთი გიჟის დაწერილია...


პატრიოტის შთაბეჭდილება დატოვა. biggrin.gif
EnDy
Liar


კიდევ 1 კუპლეტი აქვს მაგას biggrin.gif მაგ ლექსმა გამაწამა და ყველაზე ბევრი დრო წამართვა biggrin.gif არადა პატარაა biggrin.gif
Liar
ციტატა
კიდევ 1 კუპლეტი აქვს მაგას მაგ ლექსმა გამაწამა და ყველაზე ბევრი დრო წამართვა არადა პატარაა


მერე დადე ბარემ, ორიგინალი არ ჯობს ამონარიდს? biggrin.gif
EnDy
დახეულ ფარდება შერჩენია მტვერი წარსულის,
გალეშილ ფიქრებს ავაყოლებ დამრეც ბილიკებს,
ფარდების უკან თვალებია მპარავი სულის,
ჯამბაზის ხელით გადავხატავ მე თქვენს მიმიკებს!

გარეცხილ ნამუსს მიწაყრილში ვეღარ ვათავსებ,
მლიქვნელი ტონით გააცილეთ ყველამ სინდისი,
ყალბი ცრემლებით შიშველ ძარღვებს როგორ აავსებთ?!
დამფრთხალ ოცნებებს ფურცლებად იცლის ამარილისი...



ესეც ორიგინალი biggrin.gif
Liar
ციტატა
დახეულ ფარდება შერჩენია მტვერი წარსულის,
გალეშილ ფიქრებს ავაყოლებ დამრეც ბილიკებს,
ფარდების უკან თვალებია მპარავი სულის,
ჯამბაზის ხელით გადავხატავ მე თქვენს მიმიკებს!

გარეცხილ ნამუსს მიწაყრილში ვეღარ ვათავსებ,
მლიქვნელი ტონით გააცილეთ ყველამ სინდისი,
ყალბი ცრემლებით შიშველ ძარღვებს როგორ აავსებთ?!
დამფრთხალ ოცნებებს ფურცლებად იცლის ამარილისი...



ესეც ორიგინალი


biggrin.gif biggrin.gif ყოველ შემთხვევაში დედააზრი ასე უფრო ჩანს. biggrin.gif

პ.ს. და სხვა ლექსები არ გაქ?
Jood
თუ ვინმე გაიგებს აქ რაები იგულისხმება გამიხარდება

რატომღაც მომინდა ბლოგიდან გადმომეკოპრებინა აქაც blush2.gif



ცა – ვარდისფერი ცის ფერებს არ ჰგავს.

წყალი – ცის ფერებს და შემოდგომას.

ქარი – ხუჭუჭა პუშკინის ძიძას.

ცეცხლი – ვენდეტას როგორც წყლის საზღვარს.


* * *

წარწერა – ძველი და ნესტიანი.

ფურცლები – მოკლული ხისა.

მელანი – გადამდნაროქროიანი

ანაბეჭდები – უკვე აღარ ჩანს…


* * *

გახსნილი ისევე, როგორც სიშიშვლე.

როგორსაც ხორცის ნაჭერი მალავს – ქალიშვილობა ალბათ ბოლომდე, ვინ იცის როდის – მოკვდება ალბათ.

კუნძი ტყეს შუა – ასაკი არ აქვს, სინათლე არ აღწევს – არ უნდა ალბათ.

რკალი ისარში, ბუმბული მაღლა – სიმსუბუქე აქვს ალბათ და რა ქნას!

პირველი კოცნა – რცხვენია ალბათ, ერთი შეხება – ნაჭერი გაქრა!


* * *

გადაშლილ წიგნებს მკითხველი არ ჰყავთ,

წლიურ რგოლებში ჰაიკუს მარცვლავთ!

მოჭრილ ხეებზე ახალი გზა გაჰყავთ და ძველ ადგილას სექსი აქვთ ალბათ!!!

____

გადაშლილ წიგნში – აქ მე ვარ ახლა…
Liar
ციტატა
ცა – ვარდისფერი ცის ფერებს არ ჰგავს.

წყალი – ცის ფერებს და შემოდგომას.

ქარი – ხუჭუჭა პუშკინის ძიძას.

ცეცხლი – ვენდეტას როგორც წყლის საზღვარს.


ეს მომწონა, დანარჩენები ისე რა. biggrin.gif
EnDy
Liar


ბევრი მაქვს biggrin.gif წიგნად ჯერ მენანება biggrin.gif
Jood
ციტატა(Liar @ Sep 10 2010, 17:21) *
ეს მომწონა, დანარჩენები ისე რა. biggrin.gif

იმიტომ რომ ვერ გაიგე
Liar
ციტატა
ბევრი მაქვს წიგნად ჯერ მენანება


ძუნწი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
იმიტომ რომ ვერ გაიგე


შეიძლება ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ მთლად 0-ზე ნუ დამსვამ.
Jood
ციტატა(Liar @ Sep 10 2010, 17:28) *
შეიძლება ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ მთლად 0-ზე ნუ დამსვამ.

george.gif
ninex
,,თქვენ სახელზე მეილია”

***
ცოტათი, არა ცოტათი კი არა ძალიან უცნაური გოგო იყო. ზუსტად იმ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე ბიჭები რო ,,რაღაცა ვქნათ’’-ს ვაპირებდით. არასოდეს გვინახავს უნივერსიტეტის ეზოს ცენტრალური შემოსასვლელიდან მოსული, რატომღაც ყოველთვის ვარაზის ხევის კიბეებიდან ამოდიოდა ხოლმე. შორიდანვე ვცნობდით, ქარიან, წვიმიან, თოვლიან ამინდში, განუყრელი ფოტოაპარატით, მუდამ ნაცრისფერი პალტო ეცვა, რომელიც შეკრული არ გვინახავს, პალტოს შიგნით კი რაღაც ეგზოტიკურად ეცვა ხოლმე. რო ვუყურებდით, სუ ზაფხული გვახსენდებოდა. იმიტო კი არა რო ყვავილებიანი ან რამე ეგეთი კაბა ეცვა, არააა, რაღაც ტანი ჰქონდა ეგეთი, ზაფხულისნაირი. რავი, მაშინ ყველა ბიჭს ეგრე ეჩვენებოდა. მემგონი თვრამეტის იყო ან ცხრამეტის. ხო, კიდე გრძელი შავი თმა ჰქონდა და არასოდეს იკრავდა. ხანდახან გვინახავს ხმელი ფოთლები ან წიწვები თმაში გაჩხერილი, მარა არ იშორებდა. ოღონდ, ეგ იყო, რაღაც უცნაური ფეხსაცმელები ეცვა. თუმცა, სუ უცნაური არ იყო?!... მოვიდოდა ხოლმე, გაიღიმებდა და აუცილებლად დახედავდა ხოლმე თავის უცნაურ ფეხსაცმელებს. მერე დაჯდებოდა, ჩვენთან ერთად მოწევდა, ოღონდ არ იცინოდა ხოლმე და ყველას გვიკვირდა, რატო არ იცინოდა. ვმსჯელობდით, ,,ტრუხა” იყო თუ მაგას არ აბოლებდა. იმას კიდე ,,ვაბშე” არ აინტერესებდა. მოწევდა, მიწისთხილს შეჭამდა ხოლმე და მერე გვისმენდა. საათობით შეეძლო ჩუმად მჯდარიყო. ხანდახან გაგვაჩერებდა და ისე მოურიდებლად გისვამდა კითხვას ჯენის ჯოპლინის საყვარლებზე, რო მაშინ ვფიქრობდით, აი, ახლა დააბოლაო. თავიდან ნერვები გვეშლებოდა, მარა მერე მივეჩვიეთ და აღარც ვაქცევდით ყურადღებას. იყო ხოლმე ეგრე, მერე ადგებოდა და დაუმშვიდობებლად მიდიოდა. ყველა მივეჩვიეთ და მემგონი, ყველა ბიჭს უყვარდა, ოღონდ, როგორც სალო, რა. ერთხელ ლევანას აკოცა და მერე თქვა, არ მომეწონაო. ლევანას კიდე დიდხანს ეგონა, კოცნა არ ვიციო, მაგაზე ბევრი იცინა. კარგი გოგო იყო სალო, კარგი და უცნაური. მთელი ზამთარი ეგრე გავატარეთ, ,,შეტენილი” გამოცდებით და ,,რაღაცა ვქნათ” საღამოებით, მოსაწევით და რა თქმა უნდა, სალოთი. ლევანას რო აკოცა, იმ დღის მერე აღარ გვინახავს ის გოგო. გვენატრებოდა, ოღონდ, არავინ ამბობდა. ნელ-ნელა ყველას დაგვავიწყდა, მარტო მაშინ მახსენდება ხოლმე, როცა ჯენის ჯოპლინს ვუსმენ. რაღაცნაირი გოგო იყო, კარგი და უცნაური.


***
აბა, რა უნდა გითხრათ, ჩემი სტუდენტი არ იყო. მე მგონი, საერთოდ არ სწავლობდა უნივერსიტეტში. უბრალოდ, ერთხელ მოვიდა და მთხოვა, თქვენს ლექციებს დავესწრებიო. მე, რათქმაუნდა, ნება დავრთე და ისიც ყოველთვის დადიოდა ჩემს ლექციებზე. თითქმის არასოდეს აცდენდა. ცოტა უცნაური გოგო კი იყო. როგორ გითხრათ, თავისი ჩაცმულობით, გარეგნობით. ლექციებზე ძირითადად ჩუმად იყო. ხანადახან მეგონა, რომ არ მისმენდა. ყოველთვის რაღაცას წერდა. სულ მაინტერესებდა ვინ იყო, რაზე წერდა და საერთოდ, რატომ ისმენდა ჩემ საგანს. თეოლოგიით დაინტერესებულებს როგორც წესი, უამრავი კითხვა უჩნდებათ ხოლმე. მას კი არათუ კითხვა არ დაუსვამს, ვინმესთან დალაპარაკებულიც არ მინახავს. როცა მასთან საუბარს დავაპირებდი, ისე ქრებოდა ლექციის შემდეგ, რომ თვალის მოკვრას ვერ ვასწრებდი. სემესტრის ბოლოს კი მოვიდა და მკითხა, თქვენ რომელი ღმერთის გწამთო, თან დააყოლა, მე მარტო ალაჰი არ მომეწონა, ძაან მკაცრია, დანარჩენები უფრო საინტერესოები იყვნენო. ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე მიტრიალდა და წავიდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს. სულ ესაა, რაც შემიძლია რომ გითხრათ.


***
ეგ გოგო უცნაური კი არა, მე თუ მკითხავთ, ვერ იყო თავის ჭკუაზე. ოჯახის ამბავი არავინ იცის. თვითონ კიდე ისე იქცეოდა, მთელი კორპუსი ლაპარაკობდა. ისეთი გოგო იყო, არავის უსმენდა, ყურადღებას არავის აქცევდა. თავისნაირ შეშლილებთან მეგობრობდა. მოდიოდნენ ხოლმე, გიჟებივით იქცეოდნენ და მიდიოდნენ. ხო იცით, თუ გოგო მარტო ცხოვრობს, იმაზე ყველა ლაპარაკობს. სუ თან დაათრევდა თავის ფოტოაპარატს. ვიღაც გოგოსთან ერთად დღე და ღამე სახლის სახურავზე იჯდა. ხან მარტოც იყო ხოლმე, კაცმა არ იცის იქ რას აკეთებდა. მე სახელიც კი არ ვიცი. სულ ვეკითხებოდი ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ არ მელაპარაკებოდა. ჩემ კითხვებზე ეღიმებოდა და ფოტოებს მიღებდა. ეზოში იმასაც ამბობენ, ბიჭები საერთოდ არ აინტერესებს იმის მერე, რაც თავის შეყვარებული სხვა გოგოსთან ნახაო. ხო, ესენი მეგობარ ბიჭს ეძახიან. ხოდა, იმის შემდეგ ბიჭებისკენ არ იხედება და ახლა გოგოებთან უფრო მეგობრობსო. ახლა ხო ყველაფერი უკუღმა არის. მაგასთანაც დადიოდა ათასი ეგეთი უკუღმართი, არც კი ვიცი, მაგათ რას ეძახიან. ჰო, კიდევ, აუტანელ მუსიკას უსმენდა. მოკლედ, ნამდვილი გიჟი იყო, შეშლილი.


***
,,Жизнь как кино…” ხო უცნაურია, ისეა, როგორც კინოში. ამ ფრაზას ვიქტორ ცოი კიარა, თითქმის ყველა სამხრეთამერიკული სერიალის თითქმის ყველა პერსონაჟი ამბობს. მე კიდე ჩემზე ვწერ, შეიძლება აქ ჩემზე ვერაფერი წაიკითხო, მაგრამ მაინც ჩემზეა ეს ნაწერი. ,,გაივლის ასი წელი და პოლკოვნიკი აურელ...” აუუ, ნუ მაჩერებ, ხო, ვიცი, რო ასჯერ მაინც მექნება წაკითხული, მაგრამ ეს კაცი გიჟია რა, ნაღდი გიჟი. ეგ იკითხე და იარე, ოღონდ სუ ზევით ზევით კიარა, გზაზე რა. აიმ გზაზე, ტაძრამდე რო მიგიყვანს (მემგონი, თბილისში ყველა გზა ტაძრისკენ მიდის)... ისე, რატო ვართ სექსუალურად ასე გაუნათლებელი ერი? ჰო, კაი, რასაც ვფიქრობ, ვწერ... ვიცი, ვიცი, ჯოისიო, ფოლკნერიო, მიბაძვის მცდელობაო (ისე, მიბაძვის თეორია ხოა), ვიცი, მარა მთელი ეს პრუსტები და ორუელები ტვინის ჭ***ტვაა... რაიყო, ისედაც ვიცი, რო ეგრე არ არი. მერე სარკეზე პომადით დაწერილ ფრაზებს ვიღაცა ვარდისფერი ავტობუსიდან აიღებს და პირდაპირ ჩააკვეტებს თავის სუპერ-ჰიპერ-მოდერნ ლექსში (რათქმაუნდა არი ეგეთი ჟანრი), თანაც ,,წინწკლების” გარეშე, როგორც იმაშია, რა... ,,I love America” (ისე მაგრად მოიფიქრა იმანაც). ეგრეა, თორე მეც ვიცი, რო თუ სპიდი გაქ, ზნაჩიტ, ორივე ვკვდებით რა, თან უეჭველი უმრიომ... იმდღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი. ,,გამარჯობა, მე ვარ სალო და არ ვარ ქალიშვილი...”, წარმოიდგინე რა სახე ექნებოდა ეს რო მეთქვა. მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადგილი გინდა გითხრა რომელია?... სახლის სახურავი, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ყველა სახლის სახურავი. აქედან საუკეთესო ხედით ჩანს დედამიწა. კაია სახურავზე, მე, შენ, ჩემი ფოტოაპარატი და იან გილანი, თუ გინდა ჯენის ჯოპლინი. მოკლედ, მთელი ეს დამთხვეული 70-იანები (,,God bless America”). ხოიცი, ერთი ძაან დეგენერატული კითხვის დასმა რო იციან, სუ ნუ მოწევ, ცოტა დამიტოვე, თორე მეზარება ეხა დაბლა ჩასვლა, ის ქალიც გადამეკიდა რა... ,,ესეთი პატარა, ესეთი ახალგაზრდა, რათ ეწევი გოგო...” აბა, ეხლა მითხარი, რა დროს მორალის კითხვაა. ხოდა, მეც ავდექი და ვუთხარი, ეგეთი რელიგია მაქ-მეთქი. იმის მერე მგონი შემეშვა. ხოდა, იმ კითხვაზე გეუბნებოდი, კუნძულზე რომელ წიგნს წაიღებდიო, რო ჩაგაცივდებიან. შენ გემოვნებას ამოწმებენ, რა. კაი, დავუშვათ, დაგენძრა და მართლა მიდიხარ თუ მიყავხარ ან მიგათრევენ იმ რაღაც კუნძულზე, რაში გჭირდება წიგნები და თუ მაინცდამაინც, აიღე და პასტა და ფურცლები წაიღე, ოღონდ ბევრი ფურცელი, რო რაც ენაზე მოგადგება დაწერო, ენაზე კიარა, აიქ, შუბლთან, სადღაც გონებაში რო გაივლის, ყველაფერი დაწერე, და კიდე, წაიღე რა ეს ბიბლიაც...
რა იქნება მერე? მერე? უუუფ... მერეეე... მერე აღარ წაიკითხავენ მოთხრობებს მზეზე, დედაზე, კორიდაზე გამოსულ ყელგამოღადრულ ხარზე, აღარ შეეცოდებათ უკვდავებამისჯილი დიქტატორი, აღარ გაიცინებენ მწარედ სერვანტესის სევდიან სანჩოზე, მერე აღარ შეაგროვებს ადამიანთა დარდებს გამიხარდა და აღარ ეყვარება მესამე ძმა კეჟერაძეს საქართველო, მერე აღარავის მოუნდება ფოთოლცვენისას შუა ქუჩაში, ფოთლებში სიარული, მერე აღარავის შეანათებს ჩვენი მუზა თავისი დიდი, მწვანე თვალებით, აღარავინ ივლის სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად, აღარ მოუნდება ავტობუსის მძღოლს გახდეს როკ ენ როლის მეფე. მერე აღარავინ დაჯდება უნივერსიტეტის ეზოში, აღარ დალევენ და მოწევენ, აღარ იხუმრებენ უხამსად და აღარ დაწერენ სამტაეპიან ლექსებს, აღარ მოუსმენენ ირაკლი ჩარკვიანს და აღარ გაიხსენებენ სალვადორ დალის ულვაშებს, მერე ყველას დაავიწყდება ფელინი და სერგო ზაქარიაძე, აღარავინ ავა მთაწმინდაზე ფეხით და აღარ იბოდიალებენ მზიურში გვირილებით ხელში, მერე არავინ გადაუღებს ფოტოებს ქუჩის ძაღლებს, მაწანწალა ბავშვებს, ვიღაცის ლამაზ თმებს და ძველი თბილისის ჭუჭყიან ჩიხებს. მერე აღარ დასხდებიან სახლის სახურავზე და აღარ მოწევენ სიგარეტს, აღარავინ ითამაშებს კლდის პირზე ჭვავის ყანაში და აღარავინ დალოცავს ამერიკას, მერე დაავიწყდებათ პირველი კოცნა, მერე თხუთმეტი წლის პანკი თინეიჯერები აღარ დაწერენ კორპუსის კედლებზე საძაგლობებს, წაშლიან სკოლის მერხზე დაწერილ ანას+ნიკას, მერე დაავიწყდებათ იესო და აღარ უმღერებენ კრიშნას ყვავილს, აღარ გაახსენდებათ მე და შენ... არადა, რა სასიამოვნოა, როცა გახსოვს, რო ჯერ კიდევ ახლახანს, მოდიოდით ტბიდან, მთელი ღამის ნათენები, სადღაც გამთენიისას რო ჩაგეძინათ ძლივს დანთებულ ცეცხლთან, დილით კი შენ იმისთვის გაიღვიძე, რო გვირილები დაგეკრიფა და შენს ხელზე დასმული ჭიამაიასთვის გეკითხა, როგორი ამინდი იქნებოდა, იმან კი იმისთვის გაიღვიძა, რო შენთვის მალინა მოეტანა. და როგორც ერთი, არცისე ცნობილი ფილმის გმირი ამბობს, ,,ჩვენ დიდი ხანი არაა რაც ჭკუაზე შევიშალეთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი...” მერე ერთად უყურებდით მზის ამოსვლას, გახსოვს, რო ერთად მოდიოდით და ჩუმად სუნთქავდით ახლადამოსული მზით გამთბარ, ჯერ კიდევ სველ მიწას, სოფლის სუნი რო ასდის და როგორც ჩემი მეგობრის დედა იტყოდა: ,,რა სასიამოვნო ნეხვის სუნი მოაქ ნიავს!” და ამ დროს ისეთი სახე გაქ, როგორც წვიმის დროს ,,კასაბლანკას” ყურებისას...
შენ შეიძლება ფიქრობ, რო ეს რაღაც ძალიან მსუყეა და ცოტა მოტკბო გემო აქ და ასეთ რამეებზე უკვე დიდი ხანია აღარ გიჩქარდება გული, შეიძლება ეგრეც არი, მარა მემგონია პირში მოტკბო გემო აჯობებს იმას, ვირუსის დროს რო ,,ვაბშე” ვერაფერს გრძნობ. თორე, ყველაფერი ხო ისევ ისე იქნება, როგორც ადრე. ისევ ექნებათ მოზარდებს პრობლემები მშობლებთან, ისევ ივლიან იეღოვას მოწმეები კარდაკარ ძალიან ფერადი წიგნებით და ისევ აირჩევენ ისეთ ვინმეს პრეზიდენტად, ვისაც მერე მთელი ოთხი წელი თვითონვე გალანძღავენ, ისევ გადაიღებენ სულელურ საახალწლო რეკლამებს, ისევ წაეპირფერებიან ლექტორებს უნიჭო სტუდენტები, ისევ იჭორავებენ ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე, ისევ ჩაყოფს ცხვირს ჩემ ცხოვრებაში მანანა დეიდა და ყოველდღე დამისვამს უამრავ კითხვას ჩემ მეგობრებზე. ისევ იფიქრებენ, რო მოდა ისაა, რაც ყველას აცვია და ყველაზე მთავარი, ეს _ საზოგადოებაა. ისევ დაწერენ ათასნაირ ,,ისტურ” რამეებს, ისევ ინერვიულებენ იმაზე, რა თქვა მისი დაქალის ახლობლის გაუთხოვარმა დეიდამ მასზე, ისევ წაიკითხავენ ჩემნაირი გიჟის დაწერილ ამ აბდაუბდას, ისევ დაინტერესდება მანანა დეიდა იმით, რას ვაკეთებთ მე და შენ მთელი დღე სახურავზე, ისევ იჭორავებენ მეზობლები ჩემ მეგობარზე, რო გეია, მისი გახვრეტილი ყურის გამო და ჩემზე, რო მეც არატრადიციული ორიენტაციის ვარ, შენთან მეგობრობის გამო, ისევ იამაყებენ ჩვენი ერის ,,წარსული დიდებით” და ისევ დალევენ ,,ადამიანობის” გრძელ სადღეგრძელოებს, ისევ იყიდიან წიგნებს იმის მიხედვით, უხდება თუ არა მისი ყდის ფერი თავის ბიბლიოთეკას და ჩემი კარის მეზობელს ისევ ექნება დილაობით სექსი.


***

ცოტა უცნაურია, არა? თქვენ გაკვირვება მაშინ გენახათ, როცა ეს ოთხუცნობიანი განტოლება ამ დილით ჩემმა ელ-ფოსტამ მაცნობა მოციმციმე ფრაზით: ,,თქვენს სახელზე ოთხი წაუკითხავი მეილია” და რადგან მე მხოლოდ პერიმეტრის გამოთვლა მეხერხება, ეს ოთხუცნობიანი მაგალითი რათქმაუნდა, ვერ ამოვხსენი. ვიფიქრე, იქნებ ვინმემ წაიკითხოს-მეთქი და ამიტომ გადავწყვიტე, ამ არცისე მშვენიერ დილას, გარეთ sweet November კიარა, ძალიანაც რო სუსხიანი ნოემბერია, რედაქციაში წავიდე. თუ რამეს მოიფიქრებთ, შეგიძლიათ ჩემ ელ-ფოსტაზე თქვენც მომწეროთ.

ნიმფა
კარგია ნინეX
DAKOTA
ციტატა(nicaa @ Sep 2 2010, 16:58) *
----------------------

ყოველ ღამით რეპეტიციას გავდივარ ჩემი მომავალი ვაჟისთვის:
ვიხეხავ კბილებს,რათა უფრო თამამად ვლოშნო მისი მამა
ვაორსულებ ჩემივე თავს,რომ უცხო არ იყოს მეორე სხეული ჩემში
საპირფარეშოში კი ურცხვად ვამატებ კულტურას კულტურაზე,
რათა უფრო მედგრად შევხვდე მის დაბადებას..
...და ეს ყველაფერი ჩემთვის და მისთვის,
რომ ეჭვი არ შემეპაროს მისდამი ჩემს სიყვარულში და
პირიქით...
ჩემს შვილს ბევრი მამა ეყოლება და ერთი დედა,
რომ იყოს ბილწიც და წრფელიც...


აუ რა კარგი ხარ ნიცა !! :*:*
nicaa
ციტატა(DAKOTA @ Oct 1 2010, 20:05) *
აუ რა კარგი ხარ ნიცა !! :*:*





: ) გმადლობ ანნა :* :*
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.