დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
იანუსი
ჰჯჰჯჰ

დილის ათის ნახევარზე გიორგი მზად იყო: მეტროში იდგა და სამიოდ წუთში მატარებელიც გამოჩნდებოდა.
გიორგის მუქი მაისური მოეცვა განიერ მხარ-ბეჭზე, თეთრი კედები კი გარეგნული მზადყოფნის ხელმოწერად მკრთალ შუქზე ციმციმებდნენ. ოდნავსინაზე(?)შეპარულ თვალებზე გამჭვირვალე სათვალე (თვალები ბავშვობიდან სტკიოდა) სერიოზულობას სძენდა ვაჟკაცს, შავქოჩორა თმა კი, თუმცა უყურადღებობისაგან დაქსაქსულიყო, მაინც, გარკვეულ სტილს მტკიცედ უსვამდა ხაზს.
"მზად ვარ..." გაიფიქრა გიორგიმ და პირველი ლექციის მოახლოებით გულისცემააღერღილმა ჩაილაპარაკა: -აბა შენ იცი...
...და უცებ, ახლოს გულთან, ასე ჩაესმა:
-იქ... ყველაფერიიი მააახარეეებს..
გიომ მიიხედა.. და გაშეშდა!
მაცხოვარი იდგა და მოწყალებისთვის მღეროდა.
"ამ ხმაურში... როგორ მღერის?!"
და გიორგიმ იგრძნო, მზად იყო პირველი ლექციის მოსასმენად "როგორც არასდროს!"
ის მიუახლოვდ მოწყენილ ღმერთს და მის გვერდით ჩამოჯდა.
გავსებულმა მატარებელმა საზიზღარი ხმაურით გვირაბიდან გვირაბს შეაფარა თავი.

პირველი ლექცია
ninex
ციტატა(ნიმფა @ Oct 1 2010, 19:25) *
კარგია ნინეX

smile.gif
იანუსი
მდააააააააააააააა

კრიტიკა????????????
adam_iani
მართლა კარგად,ცოცხლად არის აღწერილი განცდები მაგრამ ზედმეტ სითამამედ მიმაჩნია ასეთ გარემოში მაცხოვრის ხსენება...ჩემი აზრით,არის რაღაცა,რის დაწერაც არ შეიძლება...(ეს ჩემი აზრია)
იანუსი
smile.gif

მაცხოვარი თავმდაბალია და თვითონ ამბობს, ყოველ მათხოვარში მე უნდა დამინახოთ და მოწყალება გასცეთო
adam_iani
მესმის მაგრამ,ამ შემთხვევაში მკითხველს უხეშად ხვდება ეს სიტყვები და,ჩემი აზრით,არ არის მართებული ასეთი ფორმულირება...
იანუსი
რომელი სიტყვები? მე მგონი პირიქით, ძალიან ვფრთხილობდი. ფორმულირებას რაც შეეხება გთხოვ, კარგად დააკვირდი, ყოველ წინადადებას ალეგორიული დატვირთვა აქვს. ის კი არ დამიწერია რომ რუსთაველის მეტროში მოხდა ეს ყვრლაფერი.

(გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ 58 ე გვერდის ბოლოში ჩემი "პირველი ლექცია" და დამიკომენტაროთ)
იანუსი
smile.gif
adam_iani
მე არ მითქვამს რომ სუსტია და ცარიელი...მხოლოდ ის რომ ეწეროს,რაც ერთი შეხედვით ჩანს,არც დავწერდი ამის შესახებ...კარგს მეტი მოეთხოვება...
salomeaa
ციტატა(იანუსი @ Oct 4 2010, 0:48) *
ჰჯჰჯჰ

დილის ათის ნახევარზე გიორგი მზად იყო: მეტროში იდგა და სამიოდ წუთში მატარებელიც გამოჩნდებოდა.
გიორგის მუქი მაისური მოეცვა განიერ მხარ-ბეჭზე, თეთრი კედები კი გარეგნული მზადყოფნის ხელმოწერად მკრთალ შუქზე ციმციმებდნენ. ოდნავსინაზე(?)შეპარულ თვალებზე გამჭვირვალე სათვალე (თვალები ბავშვობიდან სტკიოდა) სერიოზულობას სძენდა ვაჟკაცს, შავქოჩორა თმა კი, თუმცა უყურადღებობისაგან დაქსაქსულიყო, მაინც, გარკვეულ სტილს მტკიცედ უსვამდა ხაზს.
"მზად ვარ..." გაიფიქრა გიორგიმ და პირველი ლექციის მოახლოებით გულისცემააღერღილმა ჩაილაპარაკა: -აბა შენ იცი...
...და უცებ, ახლოს გულთან, ასე ჩაესმა:
-იქ... ყველაფერიიი მააახარეეებს..
გიომ მიიხედა.. და გაშეშდა!
მაცხოვარი იდგა და მოწყალებისთვის მღეროდა.
"ამ ხმაურში... როგორ მღერის?!"
და გიორგიმ იგრძნო, მზად იყო პირველი ლექციის მოსასმენად "როგორც არასდროს!"
ის მიუახლოვდ მოწყენილ ღმერთს და მის გვერდით ჩამოჯდა.
გავსებულმა მატარებელმა საზიზღარი ხმაურით გვირაბიდან გვირაბს შეაფარა თავი.

პირველი ლექცია

არ გეწყინოს, მაგრამ მე არ მომეწონა
არ არის ნამდვილი, მე ესე მომეჩვენა ყალბია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ნამდვილი არ არის.

ციტატა(იანუსი @ Oct 5 2010, 21:38) *
რომელი სიტყვები? მე მგონი პირიქით, ძალიან ვფრთხილობდი. ფორმულირებას რაც შეეხება გთხოვ, კარგად დააკვირდი, ყოველ წინადადებას ალეგორიული დატვირთვა აქვს. ის კი არ დამიწერია რომ რუსთაველის მეტროში მოხდა ეს ყვრლაფერი.

(გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ 58 ე გვერდის ბოლოში ჩემი "პირველი ლექცია" და დამიკომენტაროთ)

მე ვერ დავინახე ალეგორიულობა
აბა განგვიმარტე რა იყო ალეგორიულად ნათქვამი
მაცხოვარზე თუ ამბობ სხვანაირად უნდა ყოფილიყო

ციტატა(adam_iani @ Oct 5 2010, 20:53) *
მესმის მაგრამ,ამ შემთხვევაში მკითხველს უხეშად ხვდება ეს სიტყვები და,ჩემი აზრით,არ არის მართებული ასეთი ფორმულირება...

+1
ianusi
არ ვამბობ იმაზე მეტს, რასაც ვწერ. არაუშავს თუ არ მოგეწონა, ისიც კარგია, სიყალბე რომ არ დამაბრალე smile.gif
ianusi
მოგვიანებით, შენთვის, კიდევ დავაგდებ ერთ ჩემს ნაცოდვილარს და იმედია დამიკომენტარებ.
salomeaa
ციტატა(ianusi @ Oct 10 2010, 17:01) *
მოგვიანებით, შენთვის, კიდევ დავაგდებ ერთ ჩემს ნაცოდვილარს და იმედია დამიკომენტარებ.

მე მივესალმები ყველა ნიჭიერ ადამიანს. ძალიან მიხარია რომ წერის სურვილი გაქვს. ეს ყველაზე კარგია.
წარმატებებს გისურვებ: )
ianusi
'წეწე, წერე ჩემო იანუს, მტერს დაასვი ასარიო, თუ მწერალი არ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო' არა? smile.gif
ॐSaLoMeॐ
და თუნდაც გამიშვან ხელი!…

როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები…
ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….

როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები…
salomeaa
ციტატა(ianusi @ Oct 10 2010, 22:11) *
'წეწე, წერე ჩემო იანუს, მტერს დაასვი ასარიო, თუ მწერალი არ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო' არა? smile.gif

იანუს შე ორსახიანო
ნუ იგებ ორგემაგად laugh.gif
ianusi
აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსsmile.gif
ianusi
ციტატა(ॐSaLoMeॐ @ 11th October 2010 - 21:39) *
და თუნდაც გამიშვან ხელი!…

შე კაი ადამიანო ეს ამხელა ლექსი რო ჩაწერე, ერთი კომენტარი დაგენანა?smile.gif
ॐSaLoMeॐ
ianusi

: ))) რავი შემთხვევით შემოვედი ამ თემაში, მომეწონა, უცბად დავპოსტე, მეჩქარებოდა და გავვარდი biggrin.gif biggrin.gif

ანუ მოგეწონათ? მე აღარ biggrin.gif და არც მეგონა ამხელა თუ იყო biggrin.gif
ianusi
ღვთიური სიზმარი
-ღამე იდგა. თბილისური, გვიანი ღამე. ყველას, ყველას ეძინა ქალაქში. სამების მრავალი სინათლით შემკული ტაძარი ლამაზი და მიუწვდომელი იყო როგორც არასდროს. რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეულის მოლოდინში გაყუჩებულიყო და დაძაბული გადასცქეროდა ქალაქს.
მალე უფრო განათდა ტაძარი, მაგრამ ეს ქუჩის განათება აღარ იყო, არც მთვარის... ჰაერი დამძიმდა, თითქოს შედედდა, ბაღის მორჩილი ხეები მორჩილადვე გადაიზნიქნენ ერთ მხარეს. წვიმის წვეთებმა მორწყეს სამების გუმბათი, ღრუბელი კი არსად ჩანდა.. მთვარე გამოიკვეთა, გადიდდა, წამით მზესავითაც განათდა... და ერთბაშად კვლავ ღამეულმა სიწყნარემ დაისადგურა: მთვარე ადგილს დაუბრუნდა, ქარი ჩადგა, წვიმაც შეწყდა. მაგრამ ეს იყო სიწყნარე-კრძალვანარევი:
ტაძრის ჭიშკართან ღმერთი იდგა!
უძრავი და ჩაფიქრებული გასცქეროდა ტაძარს. ფიქრობდა, როგორ დაიღალა ხალხის უსასრულო ცოდვა-თხოვნებისაგან, როგორ სურდა, სულ ცოტა ხნით მაინც კაცობრიობა ჩუმად, წყნარად ყოფილიყო, არაფერი ეთხოვა, თუნდაც ერთი, ერთადერთი საათით.
„როგორ დავიღალე“- კვლავ გაიფიქრა ღმერთმა. ისევ იგრძნო თხოვნების ნაკადი და უცებ მობეზრდა ყველაფერი, მობეზრდა ღმერთობა! ძილი, ძილი მოუნდა პირველად დედამიწის შექმნიდან. მოღლილი ნაბიჯებით შეუდგა გზას ტაძრისაკენ, ფეხით სურდა სახლში შესვლა. აიარა ქვაფენილი, შეაღო ტაძრის კარები და ისე მიხურა, შიგნით ვერც ერთი ხმა კაცისა ან დასი ანგელოზთა ვერ შესულიყო. დიდი, დანაღვლიანებული თვალებით მიმოიხედა, ესიამოვნა ადამიანის ლამაზი ნახელავი, კმაყოფილებისგან ოდნავ ჩაეღიმა კიდეც. მერე უბრალოდ ძილი მოუნდა ძალიან და დრო რომ არ დაეკარგა იქვე, შესასვლელთან ჩაჯდა და კედელს მიეყრდნო..
„როგორც იქნა...“- ესღა თქვა და მაშინვე ჩაეძინა.
ტაძრის ერთ-ერთ სარკმელს ჩახედა მთვარემ და ცნობისმოყვარე სხივები კრძალვით შეანათა შემოქმედს სახეზე.. დიდებული სანახავი იყო ღმერთი: ლამაზი, თეთრწვერა, დიადი სახით, ჩუმად მიმჯდარიყო ტაძრის კუთხეში და ჩვენი ცქერისგან მოღლილი თვალები მიელულა.
მთვარე გაშეშდა.
ღმერთს კი ესიზმრა ის მეშვიდე დღე, როცა ერთადერთხელ დაისვენა, როცა ბედნიერი და კმაყოფილი დასცქეროდა უღრუბლო ციდან უცოდველ დედამიწას. უღიმოდა პირველ კაცს და მისთვის ნაბოძებ ბუნებას..
.........
-რა აბსურდია! ვის გაუგია ღმერთი დაღლილი და თან მძინარე?! ან ბედნიერი ღმერთი ვის გაუგია! ის ხომ თავად ჰქმნის ბედს, უბედობას! ანაც დასასვენებლად დედამიწაზე, ისიც თბილისში ჩამოსული ღმერთი ვის უნახია?!
-მე!!! მე გამიგონია და მინახავს! ღმერთი, რომელსაც სევდა ჰქონია და ინახავს...

ესეც შეპირებული...

ახლა შენი ჯერია სალომეა, არ დამინდო smile.gif
ianusi
ციტატა(ॐSaLoMeॐ @ 12th October 2010 - 7:15) *
: ))) რავი შემთხვევით შემოვედი ამ თემაში, მომეწონა, უცბად დავპოსტე, მეჩქარებოდა და გავვარდი

"დღას ვეჩქარა ცხოვრებას" ასე ამბობენ სამეგრელოში smile.gif
salomeaa
ციტატა(ianusi @ Oct 12 2010, 0:02) *

დავიწყოთ იმით, რომ სალომეა ყველაზე სათნო და კეთილია ამ ფორუმზე ( ასე ამბობენ rofl.gif ) ჰოდა ,,დანდობა" ცოტა შეუფერებელი სიტყვაა.
ბევრი კითხვა მაქვს, რატომ წერ სულ ღმერთზე? და რატომ წერ ასე თამამად?
არ გინდა შეცვალო სიუჟეტი? თემა? რა ვიცი რელიგიური საკითხები თუ გაინტერესებს ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქცენტს რატომ აკეთებ მაინცდამაინც უშუალოდ უფალზე? მგონი არ არის ეს სწორი. რა ვიცი მე ასე მგონია. მე ვფიქრობ შენი დამოკიდებულება რწმენის მიმართ, უფლის მიმართ შეგიძლია უფრო სხვანაირად, სიმბოლურად წარმოაჩინო და არა ესე პირდაპირ. ესე უფრო საინტერესო და მისაღები იქნება.
პ.ს. ეს არ იყო კრიტიკა, ეს მხოლოდ კომენტარია, რადგან გინდოდა რომ კომენტარი გამეკეთებინა.
წარმატებებს გისურვებ: ))))))))))))))))))

ციტატა(ianusi @ Oct 12 2010, 23:49) *
"დღას ვეჩქარა ცხოვრებას" ასე ამბობენ სამეგრელოში smile.gif

მა მიორს მარგალები laugh.gif
demo_49
ციტატა
მაგრამ აქცენტს რატომ აკეთებ მაინცდამაინც უშუალოდ უფალზე?

სადღაც კვენტინ ტარანტინოს მაგონებblum.gif
Большие Идеи портят кино. В кино самое главное — сделать хорошее кино. И если в процессе работы тебе в голову придет идея, это отлично. Но это не должна быть Большая Идея, это должна быть маленькая идея, из которой каждый вынесет что-то свое
ეს თქვა კვენტინმა ფილმზე
და ჩემი აზრით ეს ლიტერატურასაც მოერგება
smile.gif))
ianusi
ოკ, გასაგებია სალომეა. შენ გაშინებს ეს. მეც მაშინებდა თავიდან. შენ ჩემი ორი ნაწერი იცი მხოლოდ და ორევი უფალზეა, ისე კი სულ ღმერთზე არ ვწერ. არ ვიცი რა სიმბოლოებს მთხოვ, მგონინი საკმარისადაა, იქნებ თავად ჩამიტარო მასტერ კლასი? შემდეგში (თუ იქნა) კომენტარი კრიტიკასაც გულისხმობს. სტილი არ მოგწონს, აზრი, თუ ფანატიკოსი ან საერთოდ ათეისტი გგონივარ? კონკრეტულად რას აკრიტიკებ (ეს უბრალოდ კომენტარს არ გავს) smile.gif

))
ანუ მოგეწონა? smile.gif))

ციტატა(salomeaa @ 14th October 2010 - 6:04) *
მა მიორს მარგალები

მა ხოლო smile.gif
demo_49
ციტატა
ანუ მოგეწონა? ))

კი Большие Идеи портят кино. В кино самое главное — сделать хорошее кино. И если в процессе работы тебе в голову придет идея, это отлично. Но это не должна быть Большая Идея, это должна быть маленькая идея, из которой каждый вынесет что-то свое. Я имею в виду, что если ты снимаешь кино о том, что война — это плохо, то зачем тогда вообще делать кино? Если это все, что ты хочешь сказать, — скажи это. Всего два слова: война — это плохо. То есть всего три слова. Хотя два слова будет еще лучше: война — плохо
აი სრული ვერსია ციტატისsmile.gif)
salomeaa
ციტატა(ianusi @ Oct 13 2010, 23:33) *
ოკ, გასაგებია სალომეა. შენ გაშინებს ეს. მეც მაშინებდა თავიდან. შენ ჩემი ორი ნაწერი იცი მხოლოდ და ორევი უფალზეა, ისე კი სულ ღმერთზე არ ვწერ. არ ვიცი რა სიმბოლოებს მთხოვ, მგონინი საკმარისადაა, იქნებ თავად ჩამიტარო მასტერ კლასი? შემდეგში (თუ იქნა) კომენტარი კრიტიკასაც გულისხმობს. სტილი არ მოგწონს, აზრი, თუ ფანატიკოსი ან საერთოდ ათეისტი გგონივარ? კონკრეტულად რას აკრიტიკებ (ეს უბრალოდ კომენტარს არ გავს) smile.gif

ათეისტი რომ იყო უფალზე არ დაწერდი. არც ფანატიკოსი მგონიხარ.
კონკრეტულად არ მომწონს ის, რომ უფალზე წერ ასე პირდაპირ. შეგეძლო შენი დამოკიდებულება სიმბოლურად გამოგეხატათქო. შენ ეტყობა სიმბოლურობა სხვანაირად გესმის: )
თუ სულ ღმერთზე არ წერ, მაშინ დადე ისეთი ნაწერი, სადაც სხვა სიუჟეტია.
ჰო მასტერ კლასებს არ ვატარებ: D მე უფრო კითხვა მეხერხება, ვიდრე წერა: D
ianusi
მე კი უფრო წერა ვიდრე ბეჭდვა. თუ არ დავდე რა არ დამიჯერებ? smile.gif)
ianusi
ციტატა(salomeaa @ 14th October 2010 - 21:42) *
შენ ეტყობა სიმბოლურობა სხვანაირად გესმის: )

მგონი შენ გესმის სხვანაირად smile.gif
ninex
მე ვარ უხილავი და ხილული
მე ვარ მუსიკა და მე ვარ ხმაური
მე ვარ ტაძარი და მე ვარ მრევლი
მე ვარ მონა და მე ვარ ბატონი
მე ანგელოზი ვარ, თანაც გველი
მე ვარ ღმერთი და მე ვარ სატანა
მე ვარ დუმილი მე ვარ ქაოსი
მე ვარ სამყარო სასაფლაოსი
მე ვარ შენ და მე ვარ ის
მე ვარ სულყველა და არავინ
მე ალაჰის ყურანი ვარ
და ვარ ებრაელის თორა
და მე ვარ კვართი მაცხოვრის
მე ვარ მშვიდობა და მე ვარ ომი
მე ერთიც ვარ და ბევრიც
მე სიკვდილი ვარ და მე ვარ სიცოცხლე
მე აფრიკელი შამანი ვარ და
მე ვარ კათოლიკე ბერი
მე ვარ დაცემა და მერე აღდგომა
მე ვარ ყველაფერი და არაფერი
მე ვარ წარღვნა და მე ვარ ლოცვა
მე ვარ დაბადება და გარდაცვალება
მე ვარ თავისუფლება და მუდმივი ბორკილი
მე ვარ ლამაზი, მაგრამ შეუხედავი
არ შემომხედო! არ შემომხედო!
მე არარაობა ვარ...
Maqciaa
საკუთარი არა მარა.. ვიპოვე.. რეავიც...

იმედი ბოლოს კვდებაო, უთხრეს.
იმედი ბოლოს კვდებაო, გაიფიქრა.
ერთ სველ საღამოს აიღო იმედი და თავზე დაიმსხვრია. ნამსხვრევები იყო ყველგან - გულში, გულში, გულში...
ეტკინა და სისხლიც დიდხანს სდიოდა.
დრო ყველაფრის მკურნალიოა, უთხრეს.
დრო ყველაფერს ვერ განკურნავსო, გაიფიქრა.
ექიმბაშმა რეცეპტი მისცა, ადვილი მოსამზადებელი იყო: ახალი იმედი, 0.5ლ ცრემლი, 7/3 ღრმა ჩასუნთქვა და ღიმილი გემოვნებით.
ერთი აკლია.
სად იპოვოს ახალი იმედი?
ეძება სამშობიაროში.
ეძება სასაფლაოზე.
ეძება გამოცდებზე.
ეძება აქაც და იქაც.
ეძება ავტობუსის გაჩერებაზე. აქ ყველაზე მეტი იყო, მაგრამ სხვისი იყო და არ ეყო.
ნამსხვრევები გასხლტნენ და უფრო ღრმად შეძვრნენ.
გოგონა, რომელიც იმედს ეძებდა ამას წერდა. ეს იყო მისი ბოლო იმედი.
nino_0222012
exla male 12is naxevari gaxdeba, 1 saatis win vijeqi marto uzarmazar sivrceshi... chartuli mqonda chemi nokia da vusmendi ragacas, moviwyine...mosikis brali ar yofila...arc imis rom marto viyavi chumat... me isedac mowyenili viyavi, magram ufro chavidzire okeanis fskerisaken da ufro da ufro vuaxlovdebodi chems meore shinagan mes romelic yoveltvis chemi ertgulia da arasdros gamcems, tumca romc undodes ver gamcems veravistan (vicini) ... rogorc ki daveshvi fskerze da davinaxe chemi tavi vikitxe, ras vaketeb aq ? pasuxi ar damigvianebia, es sityvebi gulidan wamovida:-hm...ras vaketeb? ras vaketeb da velodebi...shemdeg vkitxe- vis elodebi? metvitonve vupasuxe, mas velodebi..mas romelsac jer ar vicnob magram vici rom mova, aucileblad mova...agvianebs? ara ara is arasdros daagvianebs, is zustia, yoveltvis, iqneba da me mechqareba misi mosvla da meadrianeba?! da am dros sheertda chemi da chemi meore mes fiqrebi da mivxvdi rom isev marto viyavi, ho ho marto, im martod uzarmazar sivrceshi...icit ?! aravinac ar mosula, velodi magram misi ar mosvla ar mwyenia..iqneba da asec jobda, gmerto gmerto vize vlaparakob? arc ki vici... magram vici rom mova, aucileblad mova da ar daagvianebs!
Maqciaa
ომგ
ॐSaLoMeॐ
ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს

დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.

შემოღამებას ალბათ შევხვდები

და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ..

ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,

უმზეო დღეს და ყინულზამნებას...

სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ

და ჩემი თხოვნით იაც ამოვა...

ამოვა ია და ისე თითქოს,

აღარაფერი არ იყოს ცივი...

ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..
Annie )

მერიენი
ღამღამობით, როცა ყველას ეძინა სახურავზე ავიპარებოდი და საათობით ვუყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ოცნებები შორს რომ გამიტაცებდნენ, ვხვდებოდი, რომ ამ სამყაროს უკვე აღარ ვეკუთვნოდი, წუთიერად სულ სხვანაირი ხდებოდა ყველაფერი. ვარსკვლავები უცნაურად ამორავდებოდნენ და ღამის ცაზე ლამაზად მოქარგავდნენ სიტყვებს:,, გვიყვარხარ, მერიენ! " მეც მიყვარდა მათთან ერთად თამაში, თითებით ვეხებოდი მათ და სათუთ კოცნებს ვუგზავნიდი, ისინიც თვალებს მიპაჭუნებდნენ და მიღიმოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი სამყარო მე მეკუთვნოდა, მარტო მე და სხვას არავის. ვარსკვლავებთან თამაშს რომ მოვრჩებოდი, სამხრეთიდან მონაბერი ღამის ნიავი მომიალერსებდა და სხვადასხვა ადგილიდან მოტანილ ათას ამბავს მომიყვებოდა. ამ ამბებზე ხან გულიანად მეცინებოდა, ხან კი ცრემლებად ვიღვრებოდი. ნიავს, რომ დავემშვიდობებოდი, ისევ ვარსკვლავებს დავუწყებდი ცქერას, ბოლოს ოცნებებიც ჩამოუშვებდნენ ფრთებს, ყველაფერი თავ-თავის ადგილს დაუბრუნდებოდა და მეც ჩუმად, ფეხაკრებით ვუბრუნდებოდი საძინებელს.
დიახ, ეს მე ვარ მერიენი, წმინდა გულითა და გრძნობებით, ნაკლებად თავდაჯერებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი, როგორც ჩვევიათ ხოლმე მწერლებს, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, წერის მოყვარულთ.
ნამდვილად მერიენი ვარ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ათასი აზრი მიტრიალებს თავში, ათას აზრში-ათასი ადამიანი, ათას ადამიანში-ათასი გულისტკივილი, კი არ ამბობენ ყვირიან, გეძახიან, სურთ, რომ გესმოდეს მათი ხმა და განცდები.
რა თქმა უნდა, ეს მე ვარ მერიენი, ყოველთვის უკმაყოფილო საკუთარი თავით, ახლაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ, თუმცა უცნაური ისაა, რომ ვარსკვლავები იმ ლამაზ სიტყვებს აღარ წერენ ცაზე, უნაურად მოძრაობენ და დროგამოშვებით ადამიანების სახეებად გარდაიქცევიან. გაქცევა მომინდა იქნებ რამენაირად დამეღწია თავი ამ ქაოსისათვის, მაგრამ ერთ ადგილას ვარ გაქვავებული და ვერ ვიძვრი!! თითქოს თველმს სამყარო!! ათასი თვალი დამყურებს და ათასი ხმა მეძახის:,, შენ თვალი გაქვს, მე -არა!", ,,შენ საუბარი შეგიძლია, მე კი მუნჯი ვარ!"-ხელებით მანიშნებს რაღაცას, ,,შენ გესმის , მე კი ყრუ ვარ!", შენ შეგიძლია გაიქცე ან მშვიდად ისეირნო, მე კი ინვალიდის სავარძელზე ვარ მიჯაჭვული!", ,,შენ შეგიძლია დედა იყო, მე კი არა!", ,,მე ლეიკემიას ვებრძვი, მოსვენება მაქვს დაკარგული, შენ კი იმაზე ფიქრობ, როგორ გაატარო დღე!", ,, მე წუთებს ვითვლი, შენ კი წლებზე აწყობ საკუთარ გეგმებს", ,,მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, შენ კი მომავალს ღიმილით შეჰყურებ!", ,,მე ვტირი, შენ კი გიხარია", ,,მე უმოწყალოდ მესვრიან გულში ტყვიას, შენ კი საწოლში მშვიდად გძინავს!", ,,მე გული მტკივა, შენ კი გულის ნაწილი დაკარგული გაქვს!" გავოცდი, ყველა ვარსკვლავი ტიროდა და აღარცერთი მიღიმოდა, გულის ,,დარჩენილმა ნაწილმა" გამალებით დაიწყო ფეთქვა, ვტიროდი, ვტიროდი ბევრს და ძალიან ბევრს.
დილით გამეღვიძა საწოლიდან წამოვხტი, ხატებთან დავიჩოქე და სანთლები ავანთე უფლის მადლიერმა, ათასი ხმა ისევ ათას ფიქრად წამოიშალა ჩემში. დიახ, მე ყველაზე მეტად მესმის თქვენი, თქვენ ამქვეყნად ყველაზე ძლიერნი ხართ, მივხვდი, უდიდესი რწმენა დევს თქვენს საფუძველში.
ღამის ცას ავხედე, ვარსკვლავებმა ისევ დაიწყეს მოძრაობ და კვლავ ამოქარგეს ლამაზი სიტყვები:,, გვიხარია და გვიყვარხარ, მერიენ!" მეც მიხაროდა და ვტიროდი, ახლა სულ სხვა მერიენი ვიყავი, რწმენით თვალებაციმციმებული მერიენი, რომელმაც დღევანდელი დღით დაიწყო ცხოვრება.
girl_smile.gif
_yaga_
გარდაცვალება

გზას მოდიოდა წყებად წამები,
ყვავილები კი იქცნენ ქალებად,
ირეკებოდა დიდი ზარები,
ზარი ამბობდა გარდაცვალებას.

ვიღაც ბავშვის სულს იბარებდა დიდი წამებით,
სიკვდილი მორიგ მსხვერპლს აქცევდა ახლა ქარებად,
და მზიან ცაზე გაახილა მთვარემ თვალები
და დღე სიბნელით შეეგება გარდაცვალებას...

გზამ შეინახა ბოლო კადრი, გრძელი წამები,
სიკვდილი ისევ არ იშლიდა ბავშვის წამებას,
და ამ პატარამ ჩაისუნთქა ბოლო ჰაერი,
განა თვითონაც არ ელოდა გარდაცვალებას?..

გზა დაფარულა ყვავილებით, ხალხი - შავებით,
ბავშვის დაკრძალვას მიჰყვებოდა ხალხი ზარებად,
ხალხი, რომელმაც დაითვალა ბოლო წამბეი,
ხალხი, რომელიც ვერ ებრძოდა გარდაცვალებას...
Frei
Annie )

შენია?
Annie )
ციტატა(Frei @ Oct 21 2010, 23:58) *
Annie )

შენია?

კი, ჩემია..smile.gif) რა იყო?? smile.gif)) girl_smile.gif girl_smile.gif girl_smile.gif girl_smile.gif rolleyes.gif
Frei
ციტატა(Annie ) @ Oct 23 2010, 15:29) *
კი, ჩემია..smile.gif) რა იყო?? smile.gif)) girl_smile.gif girl_smile.gif girl_smile.gif girl_smile.gif rolleyes.gif

კაი იყო.
მასეთები თუ გაქვს
შემიძლია წავიკითხო
Annie )
ციტატა(Frei @ Oct 26 2010, 0:42) *
კაი იყო.
მასეთები თუ გაქვს
შემიძლია წავიკითხო

მადლობ, დავდებ კიდე რაღაცებს smile.gif)) girl_smile.gif girl_smile.gif
mako@mako@mako
მომატყუე.კიდევ ერთხელ მომატყუე

მომატყუე.კიდევ ერთხელ მომატყუე

zemot shemeshala da yuradgeba ar miaqciot

momatyue,kidev ertxel momatyue,
isargeble am patara norchi gulit,
chem siyvaruls shen aswavle tkivili
da bneli game,susxiani sevdiani.

ravuyot rom am guls mainc enatrebi
da am tvalebs mag tvalebze shemoxedva,
rad maswavle ase didi siyvaruli,
radahqmeni qveynad ase didi codva,

davijero ertxel mainc ar ifiqre,
am tyuilit rom mtel cxovrebas damingrevdi,
davijero qveynad salocavi ar gaqvs??
mashin ase mware codvas ar izamdi.

agar vici ra davwero an raga vtqva,
ravigono,romel jalats shegadaro??
gapatios es cremlebi magla gmertma,
meki sheni siyvaruli mapatios cray.gif cray.gif girl_sigh.gif sad.gif

***************************

waxvedi da gaiyole chemi gulic,
gamepare aprilivit davrchi kentad,
am gzas axla davuyvebi mowyenili,
chemi cremlit tan kvaldakval gulebs vxatav.

gelodebi netav rodis damidzxeb,
momabruneb am oboli sharagzidan,
am ocnebit gatishuli vivli isev,
vivli manam am suls da guls sheedzleba..

eg tvalebi funjit naxats rad magonebs,
an sad naxes mokashkashe es guashi??
ise brwyinavs vit gameshi varskvlavt fena,
ise wmindad vit wvimis dros nazi zeca..

menatrebi,menatrebi gagijebit
da miyvarxar she sulelo tavze metad..

raivici iqnebda naxo da shen danashauls mixvde

!!!sami saukune!!!
ukve sami dgea rac ar minaxixar,
da titqos guli ragacas eleis,
ise chamartyi laxvari chumad,
radagishave ristvis ar mesmis

ukve sami dgea,sami saukune
rac shenze fiqrshi vateneb games,
shenki vin icis ra mshvidad gdzinavs,
arc ki ixseneb chven ganvlil wamebs..

ukve sami dgea rac chveni gzebi,
gayares dzalit gaanadgures,
bzari gauchnda chven megobrobas,
shenc sadzirkveli gamoacale..

ukve sami dgea im erti dgidan,
shen rom damtove mglebis xrovashi,
erti sityvac ki ver gaimete,
rom chagekari dzlierad gulshi..

ukve sami dgea im erti dgidan,
chemi tavi rom sxvisas archie
netav vicode ra gagiketes,
ristvis visjebi,ra dagishave??

ukve sami dgea im erti dgidan,
dzalit gaggvlijes,gagvanadgures,
ratom aubi mxari im xrovas,
chven rom gagvyara sami dgis iqet..

ici sami dgea rac rom vitanjebi,
da chems tvalebze cremli ar shreba,
ox rom icode rogor damakldi,
mexom shens meti arvin mindoda..

neta gaxsendebi im sami dgidan,
netav nanob dges shen saqciels??
da tu asea ratom ar modixar??
iqneb varc xvdebi ra damishave??

ukve sami dgea,sami saukune,
da maxsendeba sheni sityvebi,
"gtxov daijero chemo daiko,
rom me viqnebi mudam shens gverdit"

ukve sami dgea rac rom vitanjebi,
chemi pasuxic sul tvalwin midgas,
ara qetevan eg ar iqneba,
dadgeba dge da gamifrindebi..

ukve sami dgea da titqos gmertma,
ismina shendami chemi sityvebi,
dges ertad ar vart shenc gamifrindi,
ai xom axda chemi sityvebi..

ukve sami dgea chveni gayris dgidan,
shen arc gaxsovar da arc genatrebi,
mshidobit dao damilocnixar,
dges samudamod gemshvidobebii... mako@mako give_rose.gif cray.gif cray.gif "
teooooooo
ციტატა(nino_0222012 @ Oct 16 2010, 23:07) *
exla male 12is naxevari gaxdeba, 1 saatis win vijeqi marto uzarmazar sivrceshi... chartuli mqonda chemi nokia da vusmendi ragacas, moviwyine...mosikis brali ar yofila...arc imis rom marto viyavi chumat... me isedac mowyenili viyavi, magram ufro chavidzire okeanis fskerisaken da ufro da ufro vuaxlovdebodi chems meore shinagan mes romelic yoveltvis chemi ertgulia da arasdros gamcems, tumca romc undodes ver gamcems veravistan (vicini) ... rogorc ki daveshvi fskerze da davinaxe chemi tavi vikitxe, ras vaketeb aq ? pasuxi ar damigvianebia, es sityvebi gulidan wamovida:-hm...ras vaketeb? ras vaketeb da velodebi...shemdeg vkitxe- vis elodebi? metvitonve vupasuxe, mas velodebi..mas romelsac jer ar vicnob magram vici rom mova, aucileblad mova...agvianebs? ara ara is arasdros daagvianebs, is zustia, yoveltvis, iqneba da me mechqareba misi mosvla da meadrianeba?! da am dros sheertda chemi da chemi meore mes fiqrebi da mivxvdi rom isev marto viyavi, ho ho marto, im martod uzarmazar sivrceshi...icit ?! aravinac ar mosula, velodi magram misi ar mosvla ar mwyenia..iqneba da asec jobda, gmerto gmerto vize vlaparakob? arc ki vici... magram vici rom mova, aucileblad mova da ar daagvianebs!

მაგარია smile.gif თითქოს მე ვლაპარაკობ 10.gif blush2.gif wub.gif
samuraisxmali
კოლო

პარასკევ დილა გათენდა,
ჯვარშეიშვილის კოლოსი,
უნიში უნდა ჩატარდეს,
არ გვაფინანსებს სოროსი.
დღე იყო მეტად უმზეო,
ღრუბლებს მოეცვა ყოველი,
უამინდობა აწუხებს,
გარეთ არა სჩანს ცხოველი.
სწრედ ასეთმა ამინდმა,
გუნება დამიავადა,
მაგრამ ძილი რომ განვაგრძო,
წინ დამიხვდება ავადა.
ავდექი, მაინც ავდექი,
თან გავიზმორე მაგრადა,
თმები მაქვს ყალყზე შემდგარი,
თანაც ქცეულა ჯაგრადა.
ხელი გადვისვი თავზედა,
ხელით ვივარცხნე ქოჩორი,
ისეთი თმა მაქვს, რომ მნახოს
შემიშურდება ჩოჩორი.
გავედი აბაზანაში,
წყალი ვისხურე სახითა,
ვერ მომივიდა ზომაზე,
შემასკდა დიდის ძალითა.
მერე გამოველ, ჩავიცვი,
ვიუზმე პატარაზედა,
თან დავაყოლე სიმღერა,
ლექსი ვთქვი მაღალ ხმაზედა.
რომ მოვიოხე გული და
იქვე გავაძღე კუჭიო,
მერე ავიღე მეც წიგნი -
სწავლა არ არის ფუჭიო.
ვიმეცადინე კარგა ხანს,
შევყევი ძალის ძალადა,
ადრევე რომ არ მისწავლავ,
მიტომ დამედო ვალადა.
რა გავათავე კომპს მივჯექ,
გავხსენი „ვორდის“ ფაილი,
იქაც იმდენი ვისწავლე,
გავხდი გიჟური სმაილი.
მერე შევხედე საათსა,
თურმე კარგა დრო გასულა,
ღრუბლები უფრო მოყრილან,
მზე შუბისტარზე ასულა.
უკვე დრო იყო წასვლისა
და გავემზადე სწრაფადა,
ზაფხული მოდის, შემოსვა
არ დამდგომია ჯაფადა.
მალე ჩამოვვლე კიბენი,
გამოვივაკე ეზოში,
უცებ გავედი შარაზე,
მანქანა შემხვდა რეზოსი.
ჩავუჯექი და წამოველ,
დიდხანს ვიარე გზაზედა,
რადიო რაღაცას მღერის
მცირედ ჩახრინწულს ხმაზედა.
გზაში რაზედაც ვფიქრობდი,
მის თქმას მიკრძალავს სჯულდება...
თბილისში ადრე ჩამოველ,
ხუთი ჯერ არა სრულდება.
ამოვვლე ვარაზისხევი,
წინ შემხვდა ჩემი უნიო,
მაგრამ შიგნით კი დამიხვდა,
უსაშინლესი ზრუნიო.
ისეთი ხმაური იდგა,
ყრუც დაიცობდა ყურებსა,
ზოგი თავს ისე აბრუნებს,
რომ ეჯიბრება ბუებსა.
მივედი მეგობრებთანა,
ვნახე ვინც იყო მოსული,
ერთ-ერთი იმათთაგანი
კიდევაც არის ორსული.
მაგრამ კოლოს ვერ გააცდენს,
რადგან დარჩება საგანი,
მერე კი ალბათ მოუწევს
სადმე იშოვოს ნაგანი.
დიდხანს კი აღარ გვიცდია,
მალე ლექტორიც გამოჩნდა,
და გვახარა რომ შემდეგზე
გადაგვიტანა გამოცდა.

*maka
samuraisxmali
biggrin.gif

ყოჩაღ შენ,რამდენი გიწერია ყმაწვილოვ : )))))))
samuraisxmali
ციტატა(*maka @ 16th November 2010 - 20:41) *
ყოჩაღ შენ,რამდენი გიწერია ყმაწვილოვ : )))))))

გმადლობთ.
ლექციაზე სხვათაშორის, ლექტორი იყო მუზა biggrin.gif
samuraisxmali
ძინავს, გაიღვიძებს, ადგება, ჩაიცვამს,
გაივლის, მოუშვებს, დაიბანს, ჩაკეტავს,
აანთებს, დაისხამს, მოურევს, ჩაის სვამს,
ახედავს, ჩაუთქვამს... იჩოქებს... გამოკრავს...
ianusi
უნივერსიტეტს!
საერთოდ გამოცდიდან გამოსვლისას ორიდან ერთს განიცდი: უჩვეულო აღმაფრენასა და ამოუცნობ სიხარულს, ან საშინელ უსუსურობასა და სასტიკ თვითგვემას (მიხვდით ალბათ, რომელს როდის). ჩემთვის ორივე მათგანი ნაცნობია... მეორის დროს გშურს გახარებულების და უფრო იტანჯები უსუსურობისგან, პირველის დროს კი... პირველის დროს ვერაფრით გაუგებ „ჩაფლავებულს“.
„სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.“ დიდმა პლატონმა ჰრქუა სიტყვები ესე.
დღეს გამოცდა მქონდა. გამოცდა ფილოსოფიაში. ჩემი სტიქია კი მათემატიკაა (ტექნიკური საგნები). დალოცვილი მეცნიერებაა: არც ზედმეტად უნდა გაისიო (ისედაც გასიებული) თავი რაღაც უცნაური ფრაზა-თემების წერაში და არც მხატვრული ტექსტის მთავარი დანიშნულების დასადგენად უნდა იღრძო ტვინი (აბა მე რა ვიცი, რაზე ფიქრობდა (ან ფიქრობდა კი) ავტორი წერისას?!). მერე მიდი და დაადგინე აღწერისას ხაზგასმულ რიყის ქვას, რა ალეგორიული მნიშვნელობა ჰქონდა და ათასი სისულელე (მათი გახსენებისას ახლაც კი მაჟრიალებს). მათემატიკა კი... სიტყვებით გადმოუცემელი მშვენიერებაა. რიცხვი, სიტყვისგან განსხვავებით, არ იტყუება (და არც ალეგორიული რამ დატვირთვა აქვს!).
ახლა თქვენს სარკასტულ კითხვას: „ფილოსოფიურზე რაღას აბარებდი შეჩემანალა“ ვუპასუხებ ასე: ჩამაბარებინეს! დედაჩემი, თხუტმეტწლიანი სტაჟის ქართულის პედაგოგი და მამაჩემი, გამოუსწორებელი ჟურნალისტი (პრესსიმბოლო), უმალ თავს დაიხრჩობდნენ მშობლიური ქალაქის წყალმარჩხ მდინარეში ვიდრე მე... გამიგებდნენ. მათთვის ამის გაგება დიაღაც შეუძლებელია და რაღა დამრჩენოდა? (რიტ. შეკითხვა) მე გავუგე!
იმდენი მაბოლა მამაჩემმა თავისი (პრო)ჟურნალისტურუნარიანი ქადაგებებით და დედაჩემმა თავისი (პრო)პედაგოგური ღაღადით, რომ (ვაი სირცხვილო!), რამდენიმე წუთით ვირწმუნე კიდეც ლიტ-უპირატესობა მათემატიკაზე. მაშინ მოიდრიკა ქედი ამირანმა და სამუდამოდ მიეჯაჭვა მთას (ათასგვარი ალეგორიული დატვირთვით), მაშინ გამოჩნდა სასტიკი ალქაჯი (რომელსაც ლიტ-დარტყმულთა უმრავლესობა „მუზის“ სახელით იცნობს) და დაიწყო ჩემი ჭკუა-გონების უწყალო ფლეთა! მაშინ მოეღო ბოლო ჩრდილქვეშ ჰარმონიულ ყოფას და აღმოვჩნდი ლიტერატურულ უდაბნოში, რომლის არც ასავალი ვიცოდი და არც დასავალი.
გადატანილი (მძიმე (და ეროვნული)) გამოცდის შემდეგ მივხვდი, რომ მე, როგორც ეს მათემატიკის გენიალურ(!) სახელმძღვანელოებშია, მხოლოდ შესავალი გამივლია (წამებისა), მარტივი შესავალი, მთავარი კი ყოველივე წინ მელოდა;
უნივერსიტეტი: ადგილი, სადაც არავინ გყავს საკუთარი თავის გარდა, არავის აინტერესებ (ვგულისხმობ ლექტორ-პროფესორებს), და თითოეული დაუდევარი მზერა, რომელიც შემთხვევით (აბა, ისე, არც გამიზნული შემოხედვით შეიწუხებს ვინმე თავს) შემოგეფეთება, გარკვევითა და მკაფიოდ გეუბნება: კისერიმც გიტეხია!
დიახ, სულაც არ ჰგავს ჰარმონიულ „განათლების შუქურას“, რომელში მოსახვედრადაც ბავშვეს (ახლა უკვე) თორმეტი წელი ამზადებენ! მე კი ყოველი საუნივერსიტეტო დღის დადგომისას ვფიქრობ, რომ ჩემზე ბედნიერი სტუდენტი არ იარსებებდა რომ არ მიწევდეს გაუთავებელი ბუყბუყის მოსმენა (ჩორტ ივო მამა ზნაეტ) ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, თემათქმნადობაზე!
ნუთუ მხოლოდ აუხდენელ ოცნებად დარჩება ჩემი სურვილი: ვიჯდე სადმე (თუნდაც), ბოლოში და მესმოდეს დირიხლეს პრინციპები, პლატონის სიბრძნე (რომელიც მათემატიკის „ოქროს გასაღებია“), ვეცნობოდე პითაგორას, ევკლიდეს, ფრანსის ვიეტას, რემე დეკარტის, ბლეზ პასკალს ან დიდ გოტფრიდ ლაიფციგს... ამ უდიდეს ადამიანებს, რომელთა წვლილი კაცობრიობის განვითარებაში ჯერ კიდევ დაუფასებელია...
...მე კი დღეს გამოცდა მქონდა ფილოსოფიაში! შევიგრძნობდი, ალბათ, იმავეს, რასაც ხეიბარი შეიგრძნობს, როცა მარტოდმარტოა შუაგულ ზღვაში. რა თქმა უნდა, ბევრი ვიფართხალე უმოწყალო ტესტებში გახლართულმა, და ჩემს ტანჯვას კი ბოლო მეორე, საათის თავზე, „დამკვირვებელმა“ მოუღო ამა სიტყვებით:
-მომე, მომე შე უბედურო...
ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება, ესეც ვიცი ჩემო პლატონ, მაგრამ როდემდე?!
Annie )
ერთხელ, როცა დუმდა წერო
გენიოსებივით ვიჯექით მდინარის პირას და ვუყურებდით ცისა და მთის კონტრასტს, ადგილს, სადაც მთავრდებოდა მთა და იწყებოდა ცა, მწვანე და ლურჯი ფერის დუეტი. მზესთან ერთად იყო სითბო, შემპარავი, თითქოს რომ გათბობს, სინამდვილეში კი თითს არ გაკარებს, არ გეალერსება და საერთოდაც არ უყვარხარ!!! მელანქოლიის შერეული ნაკადები გაჩუმებენ და გიმორჩილებენ. ძირიანად მოგლეჯილი ბალახის კონები დაჭრილი მეციხოვნეებივით მისვენებულან მიწაზე დასიკვდილის მოლოდინს იმ სანუკვარი სიუჟეტების გახსენებით იმძაფრებენ, როცა მათი ხავერდოვანი, ნედლი ყლორტები მშვიდად ისრუტავდნენ სასიცოცხლო ენერგიას ქვევრკედლება მიწის გულიდან.
შემოიცალეს ქარვისფერი კლდეებმა, მალე ყინვისფერსაც სახეზე ხელისთათუნით ჩააცილებენ მდინარის პირამდე. მერე იგი თავად შეძლებს გზის გაგრძელებას, მდინარეზე გაივლის, ოღონდ გაუტოპავად. ზამთარიც სულ სხვანაირი იქნება აქ. აი ისეთი, რომ ღირს ლოდინი. დეკემბრის შუა რიცხვები, მშრალი სიცივე, ანუ სიცივე, რომელსაც ვერ გრძნობ. თეთრი თოვლი და არც ძალიან თეთრი, უფრო კრემისფერი. კრემისფერ თოვლზე კი დაფრინავენ წითელი ჭიამაიები. წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ჭიამაიებით მოფენილი თოვლი!! ცა, რომელიც ცისფერია ანუ ლურჯი, თან ოდნავ ნათელი ტონით. ქარს მოაქვს ბაბუაწვერების კორიანტელი, მეტაფორით: დიდი ბაფთიანი კონვერტები, სურვილებით აღსავსე. ჭიამაიები თოვლში იმალებიან.
მოჯარული ხეივნის გრძელი, დაკლაკნილი სილუეტი, ჰაერში აჭრილი სიმფონია და ნოსტალგიური ნაკადი: ,, მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს!!" როცა წერო დუმს ცუდის ნიშანიაო. ახლა კი წერო ჰაერში დაფრინავს, მხიარული ჩვილი მოკალათებულა მის ზურგზე, ფრთებში ხელები ჩაუვლია და მიქრის. წეროც მხიარულობს, ანუ არ დუმს, კარგის ნიშანია, უნდა წერო!! წერო მალე დაბრუნდა იმ გუბურაში, რომლის ახლოსაც ვიჯექით ჩვენ გენიოსებივით და ველოდებოდით, როდის მოიყვანდა თავის ქმნილებას: ჩვილ ბავშვს ან სრულყოფილ ადამიანს..იშვიათ ფაქტს შევესწარით!!!! წერო მოფრინდა, თავი გუბურაში ჩარგო და ჩვენ მივხვდით, იმდეგაცრუებული იყო, დუმდა წერო!!!!!

ianusi
აი ის როა რა: გოგოებს ცისფერი, შემოტმასნილი ჯინსები რო აცვიათ, ფეხზე მაღალქუსლიან-ყელიანი რამ ფეხსაცმელი, თმები სწორი და მხრებზე დაყრილი, ცხვირი პატარა და შეიძლება ხელზე ხელთათმანიც: ვიღებთ გრძელფეხება ზესექსუალურ გოგონას, რომელიც უნებურად (რადგან მაღალქუსლიანებზე აღმართულა) ფრთხილად მიაბიჯებს და ტმასნია ჯინსში გამოკვეთილ ორთავ დუნდულს რიტმულად მიაქნევს (მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა..)... აბა რომელი ბიჭი დაგვრჩება გულგრილად? არც ერთი (ვიცით ვის გარდაც)! ჰოდა როგორია ამას რო ხედავ ატეხილი ვაჟიშვილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე (ქუჩა, მეტრო, უნივერსიტეტი)?! რა იქნა ეს სექსუალური ჩაცმა კაცო?! ან ეს დუნდულების დაუნდობლად წარმტაცი რხევა?! მერეც მოასწრებთ! ჯერ ნუ დაბაკუნობთ ლამაზტუჩაბზუებულები (მაინც არ აგცდებათ და რა საჩქაროა!)? აბაააა ჰალე... დავიღალე თვალთა ცეცებით!!!
nino_0222012
ციტატა(ianusi @ Dec 7 2010, 18:50) *

ძაან მაგარია :*
ianusi
ციტატა(nino_0222012 @ Dec 8 2010, 4:18) *
ძაან მაგარია :*

არ მეგონა გოგოებსაც თუ მოეწონებოდათ (მადლობთ) :-))))
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.