დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საკუთარი შემოქმედება
თსუ ფორუმი > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
leo-dzia
http://www.facebook.com/pages/ara-aborts-N...167604509932560

ძაღლივით ნაცემი კაცები

ჩვენს გვერდით ცხოვრობენ,

მეც ვიცნობ, შენც იცნობ

და სანამ შეიცნობ

უსალმოდ გაცდები

და როცა შეიცნობ,

იმწამსვე შეიგრძნობ

რა ტკივილებით და

როგორი განცდებით,

მომავლის არქონით,

წარსულში დაცემით,

კითხვებზე არასდროს პასუხის გაცემით,

უცეცხლო თვალებით

თუ რატომ ცხოვრობენ

ბედისგან ძაღლივით ნაცემი კაცები.





ლევან ქერდიყოშვილი





17 ოქტომბერი. 2010 წელი.

ბობნევი, ღამე.



ianusi
აი ის როა რა: გოგოებს ცისფერი, შემოტმასნილი ჯინსები რო აცვიათ, ფეხზე მაღალქუსლიან-ყელიანი რამ ფეხსაცმელი, თმები სწორი და მხრებზე დაყრილი, ცხვირი პატარა და შეიძლება ხელზე ხელთათმანიც: ვიღებთ გრძელფეხება ზესექსუალურ გოგონას, რომელიც უნებურად (რადგან მაღალქუსლიანებზე აღმართულა) ფრთხილად მიაბიჯებს და ტმასნია ჯინსში გამოკვეთილ ორთავ დუნდულს რიტმულად მიაქნევს (მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა..)... აბა რომელი ბიჭი დაგვრჩება გულგრილად? არც ერთი (ვიცით ვის გარდაც)! ჰოდა როგორია ამას რო ხედავ ატეხილი ვაჟიშვილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე (ქუჩა, მეტრო, უნივერსიტეტი)?! რა იქნა ეს სექსუალური ჩაცმა კაცო?! ან ეს დუნდულების დაუნდობლად წარმტაცი რხევა?! მერეც მოასწრებთ! ჯერ ნუ დაბაკუნობთ ლამაზტუჩაბზუებულები (მაინც არ აგცდებათ და რა საჩქაროა!)? აბაააა ჰალე... დავიღალე თვალთა ცეცებით!!!
misha2012
ციტატა


biggrin.gif biggrin.gif
ninex
ianusi
რამდენი წლის ხარ.......................

ნუ დაახლოებიტ წარმოდგენა მაქვს რამდენის შეილება იყო................მარა აი ამას ხაზს რატო ვუსვამ.........................ოტია იოსელიანის ნაწერი მეგონა მამენტ...........:|

თან იმდენად გავლენაზე ლაპარაკი არ მაქვს რამდენადაც თვითონ სტილზე............................არეულია ბიჭის და ოტია იოსელიანის მანერა...............:|.............რავი თუ გინდა გავაგრძელებ კიდე დანარჩენსაც......................მერე ოღონდ ამას რო ნახავ.................
ninex
უჰ.............მოვრჩი როგორც იქნა...........: )))).........პრინციპში ნოემბერში დავწერე....მარა.....ნუ......მაინც.........: )))

I.
ანა მქვია და მალე მოვკვდები, როცა გავიგე, რომ შიდსი მაქვს, არ გამკვირვებია. დედაჩემი ჩეულებრივი მეძავი იყო..... ისიც კი არ იცოდა მამაჩემი ვინაა, გამუდმებით სვამდა და ჩემი პირველი ციკლისთანავე მაიძულა ის მეკეთებინა, რასაც თვითონ ,,პურის ფულს” ეძახდა. ვერ ვიტყვი ტრაგედია იყომეთქი, მაგრამ ამას ხალისითაც არ ვაკეთებდი. საერთოდ, მართალი რომ ვთქვა, ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი. სრულიად გულგრილად ვწვებოდი კაცებთან და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე წავსულიყავი სახლში. ამისთვის მხოლოდ ერთი მიზეზი მქონდა: ჩემი მეზობელი, რომელიც ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა სახლში. მინდოდა ამ დროსთვის მიმესწრო და ფანჯრიდან მეყურებინა, როგორ გაივლიდა. მთვრალი დედაჩემის ბუზღუნს თავს ვაღწევდი და ,,ჩემი ბიჭისკენ” კისრისტეხით გავრბოდი. არც კი ვიცნობდი, ვერასოდეს ვბედავდი რაიმეს თქმას. თუმცა სულ ველაპარაკებოდი ხოლმე, ვუყვებოდი დედაჩემზე, ბატონ ზურაზე, რომელიც მთელ ჩვენს ფულს გვართმევდა. სამაგიეროდ, იმ სახლისთვის, სადაც ვცხოვრობდით, არ ვიხდიდით. დედაჩემს ფულსაც კი აძლევდა სასმელისთვის. ოღონდ მასთან არ იწვა, მეტისმეტად ბებერი და ბინძური ხარო. მაგრამ მე მოვწონდი და ხანდახან მინეტსაც ვუკეთებდი ხოლმე, ვიცოდი, ამისთვის კარგად იხდიდა, თუმცა ის კლიენტი არ იყო. იმ კაცებზეც ვუყვებოდი, ვისთანაც დაწოლა მიწევდა, მაგრამ მათზე მოსაყოლი ბევრი არც არაფერი იყო: ყველა ერთნაირად წუწუნებდა და ყველას ერთნაირად უნდებოდა ჩემი ცემა. ირაკლიზე და ნანა დეიდაზეც ვუყვებოდი, ისინი ლტოლვილები იყვნენ და ნანა დეიდა სულ იმაზე ტიროდა როგორი კარგი, დიდი და ,,ყველას რომ შეშურდებოდა” სახლი დატოვეს ,,იქ”, მთელი დღე შეეძლო იმაზე ელაპარაკა რამდენ ფულს შოულობდა მაგის ქმარი ექიმობით და რამდენი შემოსდიოდათ სეზონზე, არ მიყვარდა ის ქალი, სულ ტიროდა, ირაკლი მათხოვრობდა. ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და ხელების ქნევით ვყვებოდი ფანჯარასთან აყუდებული, მაგრამ ,,ის” გაივლიდა თუ არა, მაშინვე ვჩუმდებოდი და ფარადს ვეფარებოდი. ვერასოდეს მამჩნევდა. ცოტა ხნის შემდეგ იმ ბიჭთანაც ვიწექი. თუმცა ისიც ისეთივე აღმოჩნდა, როგორებიც ჩემი დანარჩენი კლიენტები იყვნენ, წუწუნა, მთვრალი, ოფლიანი, ერთი სიტყვით ნამდვილი ღორი. ერთ დღეს დედაჩემი მოვკალი. ჩვეულებრივზე მეტად მთვრალი იყო, იატაკზე ფორთხავდა, ყვიროდა, მუხლებზე მეხვეოდა, ტიროდა, რაღაცას მევედრებოდა, მეც ჩავარტყი, აღარ მახსოვს რა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა და დავარდა. მერე სასამართლოზე თქვეს, ,,მძიმე, ბლაგვი საგნით” არის მოკლულიო. მე მხოლოდ ის გავაკეთე, რასაც მთხოვდა. მერე აქ გამომგზავნეს, წყნეთში. უკვე ორი წელია ,,წყნეთის ფსიქიურად დაავადებულთა სახლში” ვცხოვრობ. მივეჩვიე და მომწონს. ყველა საინტერესოა და კაცებთან დაწოლაც აღარ მიწევს. მართალია, თავიდან ვცადე, მაგრამ მითხრეს, რომ ეს აქ აუცილებელი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, ჰო, ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ მე სანდრო მყავს. აქ გავიცანი. არა, თავშესაფარში არ ცხოვრობს, არ ვიცი საიდან, უბრალოდ, ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, მოვედიო. ზამთარი იყო როცა ექიმმა Oოთახში შემოიყვანა, ცხვირი ჰქონდა გაწითლებული და ტუჩები გალურჯებული, მაინც სიმპათიური იყო. მისი მოსვლა არ გამკვირვებია, ბოლოსდაბოლოს, მეც ხომ მეკუთვნის რაღაც. სანდრო პარასკევობით ამოდის და ჩვენთან რჩება. ის აქ ყველას კარგად ექცევა, ამიტომ უყვართ. განსაკუთრებულად კარგად მე მექცევა, იმიტომ რომ მე ,,მისი ქალი” ვარ. სულ ერთად დავდივართ, მთელი დღე. ვლაპარაკობთ ყველაზე და ყველაფერზე დაუსრულებლად, სანდრო ჭკვიანია და ცდილობს ყველაფერი ამიხსნას. თავშესაფარს დიდი მანძილით არასოდეს ვცილდებით, ეს აკრძალულია, საღამოს ვბრუნდებით და ჩემს ოთახში სექსი გვაქვს. ყველამ იცის, რომ ასე ხდება. სანდრო ძალიან სასაცილოა როცა სძინავს. მე არასოდეს ვიძინებ თუ სანდრო აქაა. მთელი ღამე ვზივარ და ვუყურებ, ბავშვივით მოიკუნტება ხოლმე და ისე სძინავს, სასაცილოა. რომ ვუყვარვარ, ბევრჯერ მითხრა, ერთხელ ექიმიც ოთახში იყო. ამიტომ არავინ ამბობს, რომ ამას ვიგონებ. მას შემდეგ, რაც გაზაფხულდა, სანდროს ყოველთვის მოაქვს ყვავილები. ისინი ამიტომაც შემიყვარდა, იმიტომ რო სანდროს მოაქვს. სანდრომ იცის, რომ მოვკვდები, მაგრამ არც მე და არც სანდროს დიდად არ გვანაღვლებს. იმიტომ, რომ აქ ყველა კვდება. სანდროც მოკვდება. როცა თავშესაფარში ვინმე კვდება, არავინ ტირის. წინა კვირას სანდრომ ცოლად მომიყვანა. ,,ცოლად მოყვანაში” მისი თავშესაფარში გადმოსვლა იგულისხმება. ექიმმა ნება დაგვრთო ცალკე ოთახში ვიცხოვროთ და ახლა წყნარად ველოდებით პირველი რომელი მოკვდება.

II.
ჩემთვის რომ ეკითხათ, იმის ადგილზე შენ რას იზამდიო, ალბათ იმავეს-მეთქი-ვეტყოდი ბანალურად. მაინც ამ გოგოს ჩანაწერი უფრო მომეწონა ვიდრე სხვების ამ საავადმყოფოში, მაგრამ ახლა, სანამ ჯერ კიდევ მომწვანოა და სანამ ჯერ ისევ ხეებზეა ეს ფოთლები, ჩავსხდეთ ჩემს დანგრეულ, თითქმის ხავსიან მანქანაში და წავიდეთ. სად და აი ესე, უბრალოდ, დავსხდეთ და წავიდეთ. ჩვენ ხო შევთანხმდით... მანქანას მოვუარე, კარი გამოვაღე და ჩავხტი, შენ ცოტა დაბნეული დგახარ, მაგრამ შენც ჯდები, მერე უკან იყურები. მე მეცინება, ყველაფერია, ნუ, ყოველ შემთხვევაში შიმშილით არ დავიხოცებით, გამშვიდებ და ვქოქავ. ოქეი, ამბობ და ახლა უკვე შენ დამცინი იმიტო, რო ,,გოგო, ამდენი ხანია ატარებ და ,,ზადნი” მაინც ვერ ისწავლე”. ცოტა ვაი-ვაგლახის და ჯიკაობის მერე, როგორც იქნა გამოვძვერი და შენც მოკალათდი, სიგარეტს იღებ, უკიდებ და ჩემს პირში დებ, მე ისევ მეცინება, მაგრამ ჩემს სიცილს სიგარეტის კვამლი მაწყვეტინებს, რომელიც ამასობაში გადამცდა და ,,კინაღამ დავიხრჩე დეფექტო”. ამასობაში გავსულვართ კიდეც ქალაქიდან, მე ცაში ვიყურები და ეჭვს გამოვთქვამ, რომ ,,აი, ახლა მაგრად დაუშვებს”, ორივე ვუწევთ მინებს თითქმის ერთდროულად და ,,ასე სწრაფად ჯერ ჩემი ეჭვი არ გამართლებულა”, ვბურდღუნებ მე და სიგარეტს შენს გამოწვდილ საფერფლეში ვკლავ. მომწონს როცა საჭეს ხარ ჩაფრენილი და მარტო გზას უყურებ, ისევ დამცინი და მკოცნი, მე ვცდილობ ისევ გზას ვუყურო და თვალები მიელმდება, შენ არ იმჩნევ. აი, მე კიდე მაგიტო მომწონხარ, ვამბობ და სკამზე შემთხვევით ნაპოვნ ვაშლს მონდომებით ვატყობ ჩემს ნაფოტივით კბილებს. წვიმა გულისგამაწვრილებლად უწკაპუნებს მანქანის ჭერს, ცოტა ცივა კიდეც. ავტობანზე ნელ-ნელა ინთება განათების ბოძები. არ მიყვარს დღის ეს მონაკვეთი _ არც დღეა, არც ღამე. თუ გინდა დავჯდები, მთავაზობ და ჩემი მადლიერებით სავსე თვალების დანახვისას გეღიმება. სიჩქარეს ვუკლებ და ვერ გადამიწყვეტია: ამ თქეშში გადავიდე თუ ვცადო შენთან გადმოსვლა. ბოლოს, მაინც შენ გადადიხარ და როცა საჭესთან ჯდები უკვე ,,მოშნად დამბალი” ხარ. უკან რამეს ვეძებ, რამეს რომ გაგამშრალო, გამშრალებ და გკოცნი. ერთი საათია გზაში ვართ, ვლაპარაკობთ თითქმის გაუჩერებლად, ძირითადად მე, ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ რაც ათას სისულელეს ლაპარაკობენ, მართალია, მაგრამ არ გვაინტერესებს, ამ გულგრილობით ორივე კმაყოფილები ვართ. ცოტა ხნით ვჩუმდები და ვცდილობ მანქანის მინებს გადაღმა რამე დავინახო, ვერ ვარჩევ, მაგრამ მთავარია თბილისი შორსაა, ვიმეორებ უკვე მეასედ და ასევე მეასედ ვეწევით, რადიოში ბობ დილანი ისმის...
კახა
გული ამიტირეს
გრძნობა დამიცინეს...
სული გამიხლიჩეს ორად.
რაც კი ქვეყანაზე ასე მხიბლავდა
უცებ გადაიქცა მძორად...
ნეტავ რატომ არის ასე მიმზიდველი,
შენი გამოხედვა, მზერა,
ერთხელ შემოგხედე, დამატყვევე,
ვეღარ დაგივიწყე, ვერა.
მაგრამ მალე ვიცი გადაივლის,
წყენა, წუხილი და დარდი,
წუხელ რომ მესიზმრა იმ ანგელოზს,
ოი, რა საოცრად გავდი...
ხელი გაგიწოდე, ზურგი შემაქციე,
გვერდით ჩამიარე, შეცბი,
ისევ გამიკვირდა ჩემი თავის
უკვე მერამდენედ შევცდი....
tanju
პროლოგი..

ჩაბნელებული ოთახი..ის უძრავად დგას..აქა _ იქ მიმოყრილი ტანისამოსი.. დამტვრეული ჭურჭელი_მზერა გაექცა, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ხელში აიღო, რაღაც უაზრო მარცვლები წარმოთქვა..მერე?მერე ღრმად ჩაისუნთქა, ერთი_ორი ნელი მოძრაობა გააკეთა და სისხლის წვეთი დაიკლაკნა ხელის გულზე, სისველე იგრძნო, რაღაც იეჭვა..ცდილობს დაფანტული აზრები შეაკოწიწოს, სიტუაცია გაანალიზოს.. ვერ ახერხებს.. ჩერდება.. ზარის ხმა..ეხლა კარებამდე მიღწევას ცდილობს, მიხოხავს.. ტკივა.. ვერც ამას ახერხებს, გული წყდება.. გული წყვეტს ცემას ..ეცემა..

ის სადღაც თეთრ ოთახში უძრავად წევს, და ხედავს ლანდებს, მოძრაობენ..უნდა რომ წამოდგეს, გაიაროს, გაარკვიოს ვინ თუ რა არიან, ან საერთოდ აქ რას აკეთებს, ან რა მოხდა, ან როგორ..ხელის შეხება იგრძნო..ეს მისი ხელია..იცნო..ჩხუბი, (ღალატი არა..)შერიგება..ისევ ჩხუბი და ასე ბუმერანგივით ტრიალებს ყველაფერი..

ზედმეტი ტრაგიტიზმისგან "დატანჯულთა" კითხვები :და თუ ერთმანეთის გულის ტკენის გარდა არაფერს შეგძლიათ, ან ერთმანეთს რას ერჩით, ან ჩვენ, ან საერთოდ ერთად რა გინდათ, ერთმანეთთან რა დაგრჩენიათო?!..

მათ ?მათ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ..ანდაც როგორ არა_ერთადერთი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული პასუხი_ არ უყვართ ერთმანეთი.. რომ მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებთ, რომ ამ ნიღაბს ამოფარებულთ და განმარტოებულთ, მთელი სამყარო საკუთრებად მიაჩნიათ..და რომ ამ შეხვედრებს დაიგნორება და უპასუხო ზარები მოყვება..

რატომ..ეხლა რატომ ეხება მის სხეულს ის ხელები,ხელები იმ ადამიანის (ადამიანის კი?? არა_ადამიანის..)

მის თვალწინ სწრაფად გაიელვა წარსულმა.. ის რომ ტკიოდა, რომ მიხოხავდა, რომ საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტმა სძლია, რომ გულმა ფეთქვა შეაჩერა.. არა.. ეგონა რომ შეაჩერა.. მას კი მხოლოდ გონება დაუკარგავს, რაღაც მომენტში ეწყინა..ერჩივნა შეეჩერებინა.. ეგ არაფერი....ტყუილებით აგავსებ, გეტყვი რომ გრძნობა გამიქრა, რომ ჩემთვის სიცარიელე ხარ, რომ ნულამდე დაეცი ჩემს თვალში, რომ _მეზიზღები..რომ ეს მოჩვენებითი სიძულვილის ნიღაბია.. და მჭირდები.. ერთმანეთს ვჭირდებით..



თავი 1..
2007 წ. აგვისტო.


სადარბაზო, ტუჩის კუთხეში ფრთხილი ამბორი..არა !!!!_ ბაგეებმა დამარცვლით წარმოთქვა ა რ ა და იყუჩა..ბიჭიც ელოდა ამ სიტყვებს, თუ არ ელოდა? სულ ერთია, ცივად შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეს..რაღაც მტკივნეულად ჩასწყდა გულში, თითქოსდა სულის ნაწილი ამოაჭრეს და ქუჩის ძარლებს მიუგდეს საჯიჯგნად... ა რ ა, ისევ გაიმეორა და ფარულად შეავლო გასასვლელს მზერა, აღარავინ ჩანდა ახლო მახლო, მისი სიტყვები უმისამართოდ გაიფანტა..უპასუხო ზარები..და მეილზე ცრემლებდანამული ხელების კანკალით და თრთოლვით მიწერილი :_შენი მზერა, შენი სუნთქვა, სიახლოვე და სიშორე, ეს ჩემშია.. მე არაფერი მესმის, მე არაფერი მინახავს, მე რა.. მე რა შუაში ვარ?!


სრული იგნორი.. და საკუთარ ნიჟარაში ჩიკეტა..


ნიჟარა.. საოცარია, რა ჯადო ქმნიდა, რა თიხა.. მაგიური ძალა აქვს..მისი არსი ისევე ამოუხსნელი და ამოუცნობია, როგორც მთვარის იეროგლიფი..წარმოშობით ელინურია, "ნიჟაროს" ღვთაების ნიშნით აღნიშნულ ჭურჭელს ნიშნავს, ამიტომაც გააჩნია ღვთაებრივი ხიბლი, ძალმოსილება, სულიერება.. დიახ, სულიერება, მთავარი მაინც ეს არის ალბად.საიდან დაიწყოს, რომელი ერთი ჩამოთვალოს, ამჟამად ნამდვილი ქაოსია მის ნიჟარაში, თავდაყირა დგას ყველაფერი..რატომ? რისთვის? რის გამო? როდემდე? _ აი ნიჟარაში დანავლული კითხვები, რომელიც პასუხის გაცემას ელის..ახლაც რომ არა? _ ფიქრობს იგი, _ ახლაც რომ არა? შეიძლება ხელი კარგა ხნით ჩაიქნიოს, მდინარებას თავდაღმა დაჰყვეს,დაიღალა,დაიღალა და იმიტომ !


2008 წ. 8 აგვისტო.დაგვიანებული პასუხი._ომი დაიწყო, მე მივდივარ..


დაურეკოს? თუ არა? თუ..

თითებმა თავისით აკრიფა ნომერი, ტუჩებმა თავისით დაიწყო საუბარი.. ის იმ მომენტში საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა, მის მაგივრად ვიღაც სხვა მოქმედებდა, იმ სხვამ გადააბიჯა მის თავმოყვარეობას, ნანკას ნუ დაადანაშაულებთ, ნანკა არაფერ შუაშია..


და მაინც.. გეგა წავიდა..


წავიდა გაყიდულ-გაზიდული, წართმეულ-წაგლეჯილი, მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, უფულო, უსულო, უგულო, უწყლო, უსინათლო, უსამართლო, უღვთო, ერთ დროს მკაცრი მამობილის, რუსეთის შვილობილი საქართველოსათვის საბრძოლველად ( მაგრამ მამობილი მაშინაც მკაცრი აღმოჩნდა, "გაეპარებოდა ხოლმე მამობილს და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო" )



2008 წ. 12 აგვისტო.


რუსეთ - საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე..



ჩემი არ არის, მავნე_სია, მოვპარე
crazy.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif crazy.gif
i.. ch...
ასე უბრალოდ და გასაგებად
თავს გაიმართლებ წყევლისგან მყისვე...
თუ მოსახდენი ჯერ არ მომხდარა
ხვალე მოხდება ასე თუ ისე.

ალბად რამდენჯერ გულამტკივანმა
უძილო ღამით თვალი აივსე
მერე კი მაინც, გინდა თუ არა ,
ჩაგძინებია ასე თუ ისე...

ჩაგძინებია მაგრამ უმალვე
სიცხადის ეტლიც მუდამ მერყევი
შეგატორტმანებს და ბურანიდან
ასე თუ ისე გამოერკვევი...

გამოიღვიძებ... ზეცის ანთებას
იგრძნობ და გრძნობაც იყოს დღეგრძელი
რომ სინანული და პატიება,
ასე თუ ისე მაინც შესძელი.

არ გამიჯავრდე...არა ღმერთმანი
თუ ამ სიტყვებით გაგაგულისე.
არაფერია, ჩვენ ერთმანეთის
ბევრი რამ გვესმის ასე თუ ისე...

ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ
ამად ვჩუმდები ისევ და ისევ...
სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ
და არც მე ვტყუი ასე თუ ისე...

ღმერთმა გიშველოს, უღრუბლო სახით
სულის ზამბახი დაიმაისე..

ასე თუ ისე ხომ მაინც მოველ..

ხომ მაინც შეგხვდით ასე თუ ისე
ნათ
ციტატა(ninex @ Sep 30 2010, 13:37) *
,,თქვენ სახელზე მეილია”

***
ცოტათი, არა ცოტათი კი არა ძალიან უცნაური გოგო იყო. ზუსტად იმ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე ბიჭები რო ,,რაღაცა ვქნათ’’-ს ვაპირებდით. არასოდეს გვინახავს უნივერსიტეტის ეზოს ცენტრალური შემოსასვლელიდან მოსული, რატომღაც ყოველთვის ვარაზის ხევის კიბეებიდან ამოდიოდა ხოლმე. შორიდანვე ვცნობდით, ქარიან, წვიმიან, თოვლიან ამინდში, განუყრელი ფოტოაპარატით, მუდამ ნაცრისფერი პალტო ეცვა, რომელიც შეკრული არ გვინახავს, პალტოს შიგნით კი რაღაც ეგზოტიკურად ეცვა ხოლმე. რო ვუყურებდით, სუ ზაფხული გვახსენდებოდა. იმიტო კი არა რო ყვავილებიანი ან რამე ეგეთი კაბა ეცვა, არააა, რაღაც ტანი ჰქონდა ეგეთი, ზაფხულისნაირი. რავი, მაშინ ყველა ბიჭს ეგრე ეჩვენებოდა. მემგონი თვრამეტის იყო ან ცხრამეტის. ხო, კიდე გრძელი შავი თმა ჰქონდა და არასოდეს იკრავდა. ხანდახან გვინახავს ხმელი ფოთლები ან წიწვები თმაში გაჩხერილი, მარა არ იშორებდა. ოღონდ, ეგ იყო, რაღაც უცნაური ფეხსაცმელები ეცვა. თუმცა, სუ უცნაური არ იყო?!... მოვიდოდა ხოლმე, გაიღიმებდა და აუცილებლად დახედავდა ხოლმე თავის უცნაურ ფეხსაცმელებს. მერე დაჯდებოდა, ჩვენთან ერთად მოწევდა, ოღონდ არ იცინოდა ხოლმე და ყველას გვიკვირდა, რატო არ იცინოდა. ვმსჯელობდით, ,,ტრუხა” იყო თუ მაგას არ აბოლებდა. იმას კიდე ,,ვაბშე” არ აინტერესებდა. მოწევდა, მიწისთხილს შეჭამდა ხოლმე და მერე გვისმენდა. საათობით შეეძლო ჩუმად მჯდარიყო. ხანდახან გაგვაჩერებდა და ისე მოურიდებლად გისვამდა კითხვას ჯენის ჯოპლინის საყვარლებზე, რო მაშინ ვფიქრობდით, აი, ახლა დააბოლაო. თავიდან ნერვები გვეშლებოდა, მარა მერე მივეჩვიეთ და აღარც ვაქცევდით ყურადღებას. იყო ხოლმე ეგრე, მერე ადგებოდა და დაუმშვიდობებლად მიდიოდა. ყველა მივეჩვიეთ და მემგონი, ყველა ბიჭს უყვარდა, ოღონდ, როგორც სალო, რა. ერთხელ ლევანას აკოცა და მერე თქვა, არ მომეწონაო. ლევანას კიდე დიდხანს ეგონა, კოცნა არ ვიციო, მაგაზე ბევრი იცინა. კარგი გოგო იყო სალო, კარგი და უცნაური. მთელი ზამთარი ეგრე გავატარეთ, ,,შეტენილი” გამოცდებით და ,,რაღაცა ვქნათ” საღამოებით, მოსაწევით და რა თქმა უნდა, სალოთი. ლევანას რო აკოცა, იმ დღის მერე აღარ გვინახავს ის გოგო. გვენატრებოდა, ოღონდ, არავინ ამბობდა. ნელ-ნელა ყველას დაგვავიწყდა, მარტო მაშინ მახსენდება ხოლმე, როცა ჯენის ჯოპლინს ვუსმენ. რაღაცნაირი გოგო იყო, კარგი და უცნაური.


***
აბა, რა უნდა გითხრათ, ჩემი სტუდენტი არ იყო. მე მგონი, საერთოდ არ სწავლობდა უნივერსიტეტში. უბრალოდ, ერთხელ მოვიდა და მთხოვა, თქვენს ლექციებს დავესწრებიო. მე, რათქმაუნდა, ნება დავრთე და ისიც ყოველთვის დადიოდა ჩემს ლექციებზე. თითქმის არასოდეს აცდენდა. ცოტა უცნაური გოგო კი იყო. როგორ გითხრათ, თავისი ჩაცმულობით, გარეგნობით. ლექციებზე ძირითადად ჩუმად იყო. ხანადახან მეგონა, რომ არ მისმენდა. ყოველთვის რაღაცას წერდა. სულ მაინტერესებდა ვინ იყო, რაზე წერდა და საერთოდ, რატომ ისმენდა ჩემ საგანს. თეოლოგიით დაინტერესებულებს როგორც წესი, უამრავი კითხვა უჩნდებათ ხოლმე. მას კი არათუ კითხვა არ დაუსვამს, ვინმესთან დალაპარაკებულიც არ მინახავს. როცა მასთან საუბარს დავაპირებდი, ისე ქრებოდა ლექციის შემდეგ, რომ თვალის მოკვრას ვერ ვასწრებდი. სემესტრის ბოლოს კი მოვიდა და მკითხა, თქვენ რომელი ღმერთის გწამთო, თან დააყოლა, მე მარტო ალაჰი არ მომეწონა, ძაან მკაცრია, დანარჩენები უფრო საინტერესოები იყვნენო. ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე მიტრიალდა და წავიდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს. სულ ესაა, რაც შემიძლია რომ გითხრათ.


***
ეგ გოგო უცნაური კი არა, მე თუ მკითხავთ, ვერ იყო თავის ჭკუაზე. ოჯახის ამბავი არავინ იცის. თვითონ კიდე ისე იქცეოდა, მთელი კორპუსი ლაპარაკობდა. ისეთი გოგო იყო, არავის უსმენდა, ყურადღებას არავის აქცევდა. თავისნაირ შეშლილებთან მეგობრობდა. მოდიოდნენ ხოლმე, გიჟებივით იქცეოდნენ და მიდიოდნენ. ხო იცით, თუ გოგო მარტო ცხოვრობს, იმაზე ყველა ლაპარაკობს. სუ თან დაათრევდა თავის ფოტოაპარატს. ვიღაც გოგოსთან ერთად დღე და ღამე სახლის სახურავზე იჯდა. ხან მარტოც იყო ხოლმე, კაცმა არ იცის იქ რას აკეთებდა. მე სახელიც კი არ ვიცი. სულ ვეკითხებოდი ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ არ მელაპარაკებოდა. ჩემ კითხვებზე ეღიმებოდა და ფოტოებს მიღებდა. ეზოში იმასაც ამბობენ, ბიჭები საერთოდ არ აინტერესებს იმის მერე, რაც თავის შეყვარებული სხვა გოგოსთან ნახაო. ხო, ესენი მეგობარ ბიჭს ეძახიან. ხოდა, იმის შემდეგ ბიჭებისკენ არ იხედება და ახლა გოგოებთან უფრო მეგობრობსო. ახლა ხო ყველაფერი უკუღმა არის. მაგასთანაც დადიოდა ათასი ეგეთი უკუღმართი, არც კი ვიცი, მაგათ რას ეძახიან. ჰო, კიდევ, აუტანელ მუსიკას უსმენდა. მოკლედ, ნამდვილი გიჟი იყო, შეშლილი.


***
,,Жизнь как кино…” ხო უცნაურია, ისეა, როგორც კინოში. ამ ფრაზას ვიქტორ ცოი კიარა, თითქმის ყველა სამხრეთამერიკული სერიალის თითქმის ყველა პერსონაჟი ამბობს. მე კიდე ჩემზე ვწერ, შეიძლება აქ ჩემზე ვერაფერი წაიკითხო, მაგრამ მაინც ჩემზეა ეს ნაწერი. ,,გაივლის ასი წელი და პოლკოვნიკი აურელ...” აუუ, ნუ მაჩერებ, ხო, ვიცი, რო ასჯერ მაინც მექნება წაკითხული, მაგრამ ეს კაცი გიჟია რა, ნაღდი გიჟი. ეგ იკითხე და იარე, ოღონდ სუ ზევით ზევით კიარა, გზაზე რა. აიმ გზაზე, ტაძრამდე რო მიგიყვანს (მემგონი, თბილისში ყველა გზა ტაძრისკენ მიდის)... ისე, რატო ვართ სექსუალურად ასე გაუნათლებელი ერი? ჰო, კაი, რასაც ვფიქრობ, ვწერ... ვიცი, ვიცი, ჯოისიო, ფოლკნერიო, მიბაძვის მცდელობაო (ისე, მიბაძვის თეორია ხოა), ვიცი, მარა მთელი ეს პრუსტები და ორუელები ტვინის ჭ***ტვაა... რაიყო, ისედაც ვიცი, რო ეგრე არ არი. მერე სარკეზე პომადით დაწერილ ფრაზებს ვიღაცა ვარდისფერი ავტობუსიდან აიღებს და პირდაპირ ჩააკვეტებს თავის სუპერ-ჰიპერ-მოდერნ ლექსში (რათქმაუნდა არი ეგეთი ჟანრი), თანაც ,,წინწკლების” გარეშე, როგორც იმაშია, რა... ,,I love America” (ისე მაგრად მოიფიქრა იმანაც). ეგრეა, თორე მეც ვიცი, რო თუ სპიდი გაქ, ზნაჩიტ, ორივე ვკვდებით რა, თან უეჭველი უმრიომ... იმდღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი. ,,გამარჯობა, მე ვარ სალო და არ ვარ ქალიშვილი...”, წარმოიდგინე რა სახე ექნებოდა ეს რო მეთქვა. მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადგილი გინდა გითხრა რომელია?... სახლის სახურავი, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ყველა სახლის სახურავი. აქედან საუკეთესო ხედით ჩანს დედამიწა. კაია სახურავზე, მე, შენ, ჩემი ფოტოაპარატი და იან გილანი, თუ გინდა ჯენის ჯოპლინი. მოკლედ, მთელი ეს დამთხვეული 70-იანები (,,God bless America”). ხოიცი, ერთი ძაან დეგენერატული კითხვის დასმა რო იციან, სუ ნუ მოწევ, ცოტა დამიტოვე, თორე მეზარება ეხა დაბლა ჩასვლა, ის ქალიც გადამეკიდა რა... ,,ესეთი პატარა, ესეთი ახალგაზრდა, რათ ეწევი გოგო...” აბა, ეხლა მითხარი, რა დროს მორალის კითხვაა. ხოდა, მეც ავდექი და ვუთხარი, ეგეთი რელიგია მაქ-მეთქი. იმის მერე მგონი შემეშვა. ხოდა, იმ კითხვაზე გეუბნებოდი, კუნძულზე რომელ წიგნს წაიღებდიო, რო ჩაგაცივდებიან. შენ გემოვნებას ამოწმებენ, რა. კაი, დავუშვათ, დაგენძრა და მართლა მიდიხარ თუ მიყავხარ ან მიგათრევენ იმ რაღაც კუნძულზე, რაში გჭირდება წიგნები და თუ მაინცდამაინც, აიღე და პასტა და ფურცლები წაიღე, ოღონდ ბევრი ფურცელი, რო რაც ენაზე მოგადგება დაწერო, ენაზე კიარა, აიქ, შუბლთან, სადღაც გონებაში რო გაივლის, ყველაფერი დაწერე, და კიდე, წაიღე რა ეს ბიბლიაც...
რა იქნება მერე? მერე? უუუფ... მერეეე... მერე აღარ წაიკითხავენ მოთხრობებს მზეზე, დედაზე, კორიდაზე გამოსულ ყელგამოღადრულ ხარზე, აღარ შეეცოდებათ უკვდავებამისჯილი დიქტატორი, აღარ გაიცინებენ მწარედ სერვანტესის სევდიან სანჩოზე, მერე აღარ შეაგროვებს ადამიანთა დარდებს გამიხარდა და აღარ ეყვარება მესამე ძმა კეჟერაძეს საქართველო, მერე აღარავის მოუნდება ფოთოლცვენისას შუა ქუჩაში, ფოთლებში სიარული, მერე აღარავის შეანათებს ჩვენი მუზა თავისი დიდი, მწვანე თვალებით, აღარავინ ივლის სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად, აღარ მოუნდება ავტობუსის მძღოლს გახდეს როკ ენ როლის მეფე. მერე აღარავინ დაჯდება უნივერსიტეტის ეზოში, აღარ დალევენ და მოწევენ, აღარ იხუმრებენ უხამსად და აღარ დაწერენ სამტაეპიან ლექსებს, აღარ მოუსმენენ ირაკლი ჩარკვიანს და აღარ გაიხსენებენ სალვადორ დალის ულვაშებს, მერე ყველას დაავიწყდება ფელინი და სერგო ზაქარიაძე, აღარავინ ავა მთაწმინდაზე ფეხით და აღარ იბოდიალებენ მზიურში გვირილებით ხელში, მერე არავინ გადაუღებს ფოტოებს ქუჩის ძაღლებს, მაწანწალა ბავშვებს, ვიღაცის ლამაზ თმებს და ძველი თბილისის ჭუჭყიან ჩიხებს. მერე აღარ დასხდებიან სახლის სახურავზე და აღარ მოწევენ სიგარეტს, აღარავინ ითამაშებს კლდის პირზე ჭვავის ყანაში და აღარავინ დალოცავს ამერიკას, მერე დაავიწყდებათ პირველი კოცნა, მერე თხუთმეტი წლის პანკი თინეიჯერები აღარ დაწერენ კორპუსის კედლებზე საძაგლობებს, წაშლიან სკოლის მერხზე დაწერილ ანას+ნიკას, მერე დაავიწყდებათ იესო და აღარ უმღერებენ კრიშნას ყვავილს, აღარ გაახსენდებათ მე და შენ... არადა, რა სასიამოვნოა, როცა გახსოვს, რო ჯერ კიდევ ახლახანს, მოდიოდით ტბიდან, მთელი ღამის ნათენები, სადღაც გამთენიისას რო ჩაგეძინათ ძლივს დანთებულ ცეცხლთან, დილით კი შენ იმისთვის გაიღვიძე, რო გვირილები დაგეკრიფა და შენს ხელზე დასმული ჭიამაიასთვის გეკითხა, როგორი ამინდი იქნებოდა, იმან კი იმისთვის გაიღვიძა, რო შენთვის მალინა მოეტანა. და როგორც ერთი, არცისე ცნობილი ფილმის გმირი ამბობს, ,,ჩვენ დიდი ხანი არაა რაც ჭკუაზე შევიშალეთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი...” მერე ერთად უყურებდით მზის ამოსვლას, გახსოვს, რო ერთად მოდიოდით და ჩუმად სუნთქავდით ახლადამოსული მზით გამთბარ, ჯერ კიდევ სველ მიწას, სოფლის სუნი რო ასდის და როგორც ჩემი მეგობრის დედა იტყოდა: ,,რა სასიამოვნო ნეხვის სუნი მოაქ ნიავს!” და ამ დროს ისეთი სახე გაქ, როგორც წვიმის დროს ,,კასაბლანკას” ყურებისას...
შენ შეიძლება ფიქრობ, რო ეს რაღაც ძალიან მსუყეა და ცოტა მოტკბო გემო აქ და ასეთ რამეებზე უკვე დიდი ხანია აღარ გიჩქარდება გული, შეიძლება ეგრეც არი, მარა მემგონია პირში მოტკბო გემო აჯობებს იმას, ვირუსის დროს რო ,,ვაბშე” ვერაფერს გრძნობ. თორე, ყველაფერი ხო ისევ ისე იქნება, როგორც ადრე. ისევ ექნებათ მოზარდებს პრობლემები მშობლებთან, ისევ ივლიან იეღოვას მოწმეები კარდაკარ ძალიან ფერადი წიგნებით და ისევ აირჩევენ ისეთ ვინმეს პრეზიდენტად, ვისაც მერე მთელი ოთხი წელი თვითონვე გალანძღავენ, ისევ გადაიღებენ სულელურ საახალწლო რეკლამებს, ისევ წაეპირფერებიან ლექტორებს უნიჭო სტუდენტები, ისევ იჭორავებენ ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე, ისევ ჩაყოფს ცხვირს ჩემ ცხოვრებაში მანანა დეიდა და ყოველდღე დამისვამს უამრავ კითხვას ჩემ მეგობრებზე. ისევ იფიქრებენ, რო მოდა ისაა, რაც ყველას აცვია და ყველაზე მთავარი, ეს _ საზოგადოებაა. ისევ დაწერენ ათასნაირ ,,ისტურ” რამეებს, ისევ ინერვიულებენ იმაზე, რა თქვა მისი დაქალის ახლობლის გაუთხოვარმა დეიდამ მასზე, ისევ წაიკითხავენ ჩემნაირი გიჟის დაწერილ ამ აბდაუბდას, ისევ დაინტერესდება მანანა დეიდა იმით, რას ვაკეთებთ მე და შენ მთელი დღე სახურავზე, ისევ იჭორავებენ მეზობლები ჩემ მეგობარზე, რო გეია, მისი გახვრეტილი ყურის გამო და ჩემზე, რო მეც არატრადიციული ორიენტაციის ვარ, შენთან მეგობრობის გამო, ისევ იამაყებენ ჩვენი ერის ,,წარსული დიდებით” და ისევ დალევენ ,,ადამიანობის” გრძელ სადღეგრძელოებს, ისევ იყიდიან წიგნებს იმის მიხედვით, უხდება თუ არა მისი ყდის ფერი თავის ბიბლიოთეკას და ჩემი კარის მეზობელს ისევ ექნება დილაობით სექსი.


***

ცოტა უცნაურია, არა? თქვენ გაკვირვება მაშინ გენახათ, როცა ეს ოთხუცნობიანი განტოლება ამ დილით ჩემმა ელ-ფოსტამ მაცნობა მოციმციმე ფრაზით: ,,თქვენს სახელზე ოთხი წაუკითხავი მეილია” და რადგან მე მხოლოდ პერიმეტრის გამოთვლა მეხერხება, ეს ოთხუცნობიანი მაგალითი რათქმაუნდა, ვერ ამოვხსენი. ვიფიქრე, იქნებ ვინმემ წაიკითხოს-მეთქი და ამიტომ გადავწყვიტე, ამ არცისე მშვენიერ დილას, გარეთ sweet November კიარა, ძალიანაც რო სუსხიანი ნოემბერია, რედაქციაში წავიდე. თუ რამეს მოიფიქრებთ, შეგიძლიათ ჩემ ელ-ფოსტაზე თქვენც მომწეროთ.


ორჯერ წავიკიტხე და მემგონი არც ისე დაღლილი ვარ, რომ ვერ ვტკვა, ძალიან კარგია, მძაფრი : )
PseudoGodKiller
გავხსენი სკაიპი
შენ შეგამჩნიე
:აქ ხარო" ამბობდი?!
ვერ შევამჩნიე..
მალევე გიცანი
რომ ეს შენ იყავი
ის ვისაც ვეძებდი
მე ამდენი ხანი : )))))
ნათ
ციტატა(ninex @ Dec 20 2010, 14:36) *
უჰ.............მოვრჩი როგორც იქნა...........: )))).........პრინციპში ნოემბერში დავწერე....მარა.....ნუ......მაინც.........: )))

I.
ანა მქვია და მალე მოვკვდები, როცა გავიგე, რომ შიდსი მაქვს, არ გამკვირვებია. დედაჩემი ჩეულებრივი მეძავი იყო..... ისიც კი არ იცოდა მამაჩემი ვინაა, გამუდმებით სვამდა და ჩემი პირველი ციკლისთანავე მაიძულა ის მეკეთებინა, რასაც თვითონ ,,პურის ფულს” ეძახდა. ვერ ვიტყვი ტრაგედია იყომეთქი, მაგრამ ამას ხალისითაც არ ვაკეთებდი. საერთოდ, მართალი რომ ვთქვა, ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი. სრულიად გულგრილად ვწვებოდი კაცებთან და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე წავსულიყავი სახლში. ამისთვის მხოლოდ ერთი მიზეზი მქონდა: ჩემი მეზობელი, რომელიც ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა სახლში. მინდოდა ამ დროსთვის მიმესწრო და ფანჯრიდან მეყურებინა, როგორ გაივლიდა. მთვრალი დედაჩემის ბუზღუნს თავს ვაღწევდი და ,,ჩემი ბიჭისკენ” კისრისტეხით გავრბოდი. არც კი ვიცნობდი, ვერასოდეს ვბედავდი რაიმეს თქმას. თუმცა სულ ველაპარაკებოდი ხოლმე, ვუყვებოდი დედაჩემზე, ბატონ ზურაზე, რომელიც მთელ ჩვენს ფულს გვართმევდა. სამაგიეროდ, იმ სახლისთვის, სადაც ვცხოვრობდით, არ ვიხდიდით. დედაჩემს ფულსაც კი აძლევდა სასმელისთვის. ოღონდ მასთან არ იწვა, მეტისმეტად ბებერი და ბინძური ხარო. მაგრამ მე მოვწონდი და ხანდახან მინეტსაც ვუკეთებდი ხოლმე, ვიცოდი, ამისთვის კარგად იხდიდა, თუმცა ის კლიენტი არ იყო. იმ კაცებზეც ვუყვებოდი, ვისთანაც დაწოლა მიწევდა, მაგრამ მათზე მოსაყოლი ბევრი არც არაფერი იყო: ყველა ერთნაირად წუწუნებდა და ყველას ერთნაირად უნდებოდა ჩემი ცემა. ირაკლიზე და ნანა დეიდაზეც ვუყვებოდი, ისინი ლტოლვილები იყვნენ და ნანა დეიდა სულ იმაზე ტიროდა როგორი კარგი, დიდი და ,,ყველას რომ შეშურდებოდა” სახლი დატოვეს ,,იქ”, მთელი დღე შეეძლო იმაზე ელაპარაკა რამდენ ფულს შოულობდა მაგის ქმარი ექიმობით და რამდენი შემოსდიოდათ სეზონზე, არ მიყვარდა ის ქალი, სულ ტიროდა, ირაკლი მათხოვრობდა. ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და ხელების ქნევით ვყვებოდი ფანჯარასთან აყუდებული, მაგრამ ,,ის” გაივლიდა თუ არა, მაშინვე ვჩუმდებოდი და ფარადს ვეფარებოდი. ვერასოდეს მამჩნევდა. ცოტა ხნის შემდეგ იმ ბიჭთანაც ვიწექი. თუმცა ისიც ისეთივე აღმოჩნდა, როგორებიც ჩემი დანარჩენი კლიენტები იყვნენ, წუწუნა, მთვრალი, ოფლიანი, ერთი სიტყვით ნამდვილი ღორი. ერთ დღეს დედაჩემი მოვკალი. ჩვეულებრივზე მეტად მთვრალი იყო, იატაკზე ფორთხავდა, ყვიროდა, მუხლებზე მეხვეოდა, ტიროდა, რაღაცას მევედრებოდა, მეც ჩავარტყი, აღარ მახსოვს რა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა და დავარდა. მერე სასამართლოზე თქვეს, ,,მძიმე, ბლაგვი საგნით” არის მოკლულიო. მე მხოლოდ ის გავაკეთე, რასაც მთხოვდა. მერე აქ გამომგზავნეს, წყნეთში. უკვე ორი წელია ,,წყნეთის ფსიქიურად დაავადებულთა სახლში” ვცხოვრობ. მივეჩვიე და მომწონს. ყველა საინტერესოა და კაცებთან დაწოლაც აღარ მიწევს. მართალია, თავიდან ვცადე, მაგრამ მითხრეს, რომ ეს აქ აუცილებელი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, ჰო, ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ მე სანდრო მყავს. აქ გავიცანი. არა, თავშესაფარში არ ცხოვრობს, არ ვიცი საიდან, უბრალოდ, ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, მოვედიო. ზამთარი იყო როცა ექიმმა Oოთახში შემოიყვანა, ცხვირი ჰქონდა გაწითლებული და ტუჩები გალურჯებული, მაინც სიმპათიური იყო. მისი მოსვლა არ გამკვირვებია, ბოლოსდაბოლოს, მეც ხომ მეკუთვნის რაღაც. სანდრო პარასკევობით ამოდის და ჩვენთან რჩება. ის აქ ყველას კარგად ექცევა, ამიტომ უყვართ. განსაკუთრებულად კარგად მე მექცევა, იმიტომ რომ მე ,,მისი ქალი” ვარ. სულ ერთად დავდივართ, მთელი დღე. ვლაპარაკობთ ყველაზე და ყველაფერზე დაუსრულებლად, სანდრო ჭკვიანია და ცდილობს ყველაფერი ამიხსნას. თავშესაფარს დიდი მანძილით არასოდეს ვცილდებით, ეს აკრძალულია, საღამოს ვბრუნდებით და ჩემს ოთახში სექსი გვაქვს. ყველამ იცის, რომ ასე ხდება. სანდრო ძალიან სასაცილოა როცა სძინავს. მე არასოდეს ვიძინებ თუ სანდრო აქაა. მთელი ღამე ვზივარ და ვუყურებ, ბავშვივით მოიკუნტება ხოლმე და ისე სძინავს, სასაცილოა. რომ ვუყვარვარ, ბევრჯერ მითხრა, ერთხელ ექიმიც ოთახში იყო. ამიტომ არავინ ამბობს, რომ ამას ვიგონებ. მას შემდეგ, რაც გაზაფხულდა, სანდროს ყოველთვის მოაქვს ყვავილები. ისინი ამიტომაც შემიყვარდა, იმიტომ რო სანდროს მოაქვს. სანდრომ იცის, რომ მოვკვდები, მაგრამ არც მე და არც სანდროს დიდად არ გვანაღვლებს. იმიტომ, რომ აქ ყველა კვდება. სანდროც მოკვდება. როცა თავშესაფარში ვინმე კვდება, არავინ ტირის. წინა კვირას სანდრომ ცოლად მომიყვანა. ,,ცოლად მოყვანაში” მისი თავშესაფარში გადმოსვლა იგულისხმება. ექიმმა ნება დაგვრთო ცალკე ოთახში ვიცხოვროთ და ახლა წყნარად ველოდებით პირველი რომელი მოკვდება.

II.
ჩემთვის რომ ეკითხათ, იმის ადგილზე შენ რას იზამდიო, ალბათ იმავეს-მეთქი-ვეტყოდი ბანალურად. მაინც ამ გოგოს ჩანაწერი უფრო მომეწონა ვიდრე სხვების ამ საავადმყოფოში, მაგრამ ახლა, სანამ ჯერ კიდევ მომწვანოა და სანამ ჯერ ისევ ხეებზეა ეს ფოთლები, ჩავსხდეთ ჩემს დანგრეულ, თითქმის ხავსიან მანქანაში და წავიდეთ. სად და აი ესე, უბრალოდ, დავსხდეთ და წავიდეთ. ჩვენ ხო შევთანხმდით... მანქანას მოვუარე, კარი გამოვაღე და ჩავხტი, შენ ცოტა დაბნეული დგახარ, მაგრამ შენც ჯდები, მერე უკან იყურები. მე მეცინება, ყველაფერია, ნუ, ყოველ შემთხვევაში შიმშილით არ დავიხოცებით, გამშვიდებ და ვქოქავ. ოქეი, ამბობ და ახლა უკვე შენ დამცინი იმიტო, რო ,,გოგო, ამდენი ხანია ატარებ და ,,ზადნი” მაინც ვერ ისწავლე”. ცოტა ვაი-ვაგლახის და ჯიკაობის მერე, როგორც იქნა გამოვძვერი და შენც მოკალათდი, სიგარეტს იღებ, უკიდებ და ჩემს პირში დებ, მე ისევ მეცინება, მაგრამ ჩემს სიცილს სიგარეტის კვამლი მაწყვეტინებს, რომელიც ამასობაში გადამცდა და ,,კინაღამ დავიხრჩე დეფექტო”. ამასობაში გავსულვართ კიდეც ქალაქიდან, მე ცაში ვიყურები და ეჭვს გამოვთქვამ, რომ ,,აი, ახლა მაგრად დაუშვებს”, ორივე ვუწევთ მინებს თითქმის ერთდროულად და ,,ასე სწრაფად ჯერ ჩემი ეჭვი არ გამართლებულა”, ვბურდღუნებ მე და სიგარეტს შენს გამოწვდილ საფერფლეში ვკლავ. მომწონს როცა საჭეს ხარ ჩაფრენილი და მარტო გზას უყურებ, ისევ დამცინი და მკოცნი, მე ვცდილობ ისევ გზას ვუყურო და თვალები მიელმდება, შენ არ იმჩნევ. აი, მე კიდე მაგიტო მომწონხარ, ვამბობ და სკამზე შემთხვევით ნაპოვნ ვაშლს მონდომებით ვატყობ ჩემს ნაფოტივით კბილებს. წვიმა გულისგამაწვრილებლად უწკაპუნებს მანქანის ჭერს, ცოტა ცივა კიდეც. ავტობანზე ნელ-ნელა ინთება განათების ბოძები. არ მიყვარს დღის ეს მონაკვეთი _ არც დღეა, არც ღამე. თუ გინდა დავჯდები, მთავაზობ და ჩემი მადლიერებით სავსე თვალების დანახვისას გეღიმება. სიჩქარეს ვუკლებ და ვერ გადამიწყვეტია: ამ თქეშში გადავიდე თუ ვცადო შენთან გადმოსვლა. ბოლოს, მაინც შენ გადადიხარ და როცა საჭესთან ჯდები უკვე ,,მოშნად დამბალი” ხარ. უკან რამეს ვეძებ, რამეს რომ გაგამშრალო, გამშრალებ და გკოცნი. ერთი საათია გზაში ვართ, ვლაპარაკობთ თითქმის გაუჩერებლად, ძირითადად მე, ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ რაც ათას სისულელეს ლაპარაკობენ, მართალია, მაგრამ არ გვაინტერესებს, ამ გულგრილობით ორივე კმაყოფილები ვართ. ცოტა ხნით ვჩუმდები და ვცდილობ მანქანის მინებს გადაღმა რამე დავინახო, ვერ ვარჩევ, მაგრამ მთავარია თბილისი შორსაა, ვიმეორებ უკვე მეასედ და ასევე მეასედ ვეწევით, რადიოში ბობ დილანი ისმის...


მომეწონა bis.gif

ციტატა(PseudoGodKiller @ Mar 9 2011, 3:19) *
გავხსენი სკაიპი
შენ შეგამჩნიე
:აქ ხარო" ამბობდი?!
ვერ შევამჩნიე..
მალევე გიცანი
რომ ეს შენ იყავი
ის ვისაც ვეძებდი
მე ამდენი ხანი : )))))


u.gif
PseudoGodKiller
ნათ

u.gif
ნათ
PseudoGodKiller

კარგი გოგოა? u.gif
PseudoGodKiller
ნათ

ზოგად აბსტრაქციზმზე ვწერ ლექსებს..

პიროვნულად არავის ეძღვნება u.gif
ნათ
PseudoGodKiller

საოცარი ლექსია u.gif
PseudoGodKiller
ნათ

ყველაზე ნაგავი ლექსია რაც წერია ჩემს რვეულში :|

თან ეგ მარტო პირველი კუპლეტია
ნათ
PseudoGodKiller

მასეტი მეტი აღარ ჩაწერო u.gif
PseudoGodKiller
ნათ

ესეთ ბანალიზმზე მეტს აღარ ვწერ, აქ იმიტო დავდე ეს რო თუ მოსაპარია ნაგავი მოიპარონ u.gif
ნათ
PseudoGodKiller

კაი u.gif
PseudoGodKiller
ნათ

ისე პირადად მოგწერ თუ გინდა ჩენს ლექსებს blush2.gif
ნათ
PseudoGodKiller

მიდი u.gif
PseudoGodKiller
ნათ

რა თემაზე გინდა აბა მითხარი u.gif
ნათ
PseudoGodKiller

არ აქვს მნიშვნელობა u.gif

ძაან ბანალურ ტემაზე ნუ იქნება u.gif
ninex
ნათ
ვა..........აბა ხვალ ვნახავო...biggrin.gif.........მარა 4სთ.........ხვალეა მამენტ........
ნათ
ninex

ვერ მოვითმინე u.gif


კიდე მინდა u.gif
ninex
ველით ნოემბერს......biggrin.gif.................ჰაჰ
ნათ
წარმოიდგინე რომ ნოემბერია u.gif
ninex
.........ერთ დღესაც, გარეთ წვიმა იცეკვებს,
მე კი ოთახში, ჩემ თბილ ოთახში
,,კასაბლანკაზე" ჩამეძინება.
ასფალტის სუნი, შენ-სველს რომ აგდის..........

ძააალიაან ძველია..............: ))))................

....სილაზე..........სხივი არილის.........
ტუჩებზე......გემო......მარილის...........
აღარ გავიხდი მზეს და ხავერდებს.........
სული მეცმება ნასხვისარივით...............

.........წვიმა შენს თავზე ნარაკუნები...............
.....არახუნებდა სახლების ფანჯრებს.................
Pulp_
george.gif george.gif george.gif
aniiiiii
ციტატა(PUSKU @ 9th November 2007 - 15:40) *
საკუთარი შემოქმედება


აი-ამ თემაში მთავარია საკუთარი და არა პლაგიატური გზით...: ))))))
ninex
დაპოსტე მერე...................: ))))))))))).........
aniiiiii
ეგ უკვე ჩემი პრეროგატივაა- თუ რას ვიზამ................: ))))))
ninex
: )))))))))))..............ნუბანძპოლიტიკოსობ ბლიად..............რას მემაღალფარდოვნები........biggrin.gif.......

იმენა ეგრე ლაპარაკობ...ხო........?...........: DD
aniiiiii
ნუ მებილწსიტყვავები_____________
ninex
biggrin.gif......აუ.........სტროგი ხარ...........: ))))...........ბილწი სიტყვა დამიკოპირე ერტი რა........biggrin.gif
Rhaegar
რატომ აღიქმება გამართული ქართულით ლაპარაკი ცუდ ტონად? წესით ყველა ასე უნდა ლაპარაკობდეს და მაგარი ბიჭობა არაა იმენათი, ბლიადებით "ბაზრობა".
ninex
ოჰbiggrin.gif.......შენც აქ ყოფილხარ..........................მიდიტ აბა.....: ))).........გადაარჩინეტ ქარტული ენა..........
aniiiiii
ციტატა(Rhaegar @ 31st March 2011 - 18:43) *
რატომ აღიქმება გამართული ქართულით ლაპარაკი ცუდ ტონად? წესით ყველა ასე უნდა ლაპარაკობდეს და მაგარი ბიჭობა არაა იმენათი, ბლიადებით "ბაზრობა".


როგორ არ დაგეთანხმოო?!______ thank_you.gif thank_you.gif
Rhaegar
არა, აქ ვერაფერს ვერ გადავარჩენთ ))) მაგრამ არასასიამოვნოა, როცა გამართულ ქართულს უცნაურად აღიქვამენ და ყურადღებას ამახვილებენ ))) მაგარ ცუდ დღეში ვართ )))

ქუჩაშიც ეგრეა, ჩემი ესე და ისეთი თუ არ ვილაპარაკე ხოლმე და მომეწონას მაგივრად დამევასა არ ვთქვი, ხალხი გაკვირვებული და განცვიფრებული მიყურებს, ეს რანაირად ლაპარაკობსო )))) ძააალიან ცუდი ფაქტია ეს.
aniiiiii
ციტატა(ninex @ 31st March 2011 - 18:42) *
......ბილწი სიტყვა დამიკოპირე ერტი რა........


თავიდან ბოლომდე მასეთი.......................

ციტატა(Rhaegar @ 31st March 2011 - 18:48) *
ქუჩაშიც ეგრეა, ჩემი ესე და ისეთი თუ არ ვილაპარაკე ხოლმე და მომეწონას მაგივრად დამევასა არ ვთქვი, ხალხი გაკვირვებული და განცვიფრებული მიყურებს, ეს რანაირად ლაპარაკობსო )))) ძააალიან ცუდი ფაქტია ეს.


უკვირთ-უბრალოდ უკვირს ხალხს_________ცუდი ფაქტია ან კიდევ უარესი...
Rhaegar
))))
Bellatrix
Pulp_
კიდე აOFFებს ეს girl_devil.gif

ციტატა(Rhaegar @ Mar 31 2011, 19:43) *
რატომ აღიქმება გამართული ქართულით ლაპარაკი ცუდ ტონად? წესით ყველა ასე უნდა ლაპარაკობდეს და მაგარი ბიჭობა არაა იმენათი, ბლიადებით "ბაზრობა".

+1 smile.gif
მე როგორც გოგო არასდროს ვიგინები,იმიტო რო არ მევასება რაღაცას რო ვამბობ და ვერ ვასრულებbiggrin.gif
და გოგო რო იგინება მაგრად მეცინება მარა ვაOFFებთ ეხლა და ამიტომ ლექსი დაიდოს..
ninex
მამრები ხო მაგის შესრულების მეტს არაფერს აკეტებენ...............biggrin.gif
knuti
ციტატა(Rhaegar @ 31st March 2011 - 18:43) *
რატომ აღიქმება გამართული ქართულით ლაპარაკი ცუდ ტონად?

+1



ლექსი უნდა იყოს აუცილებლად?
ninex
მე 2 მოტხრობა მიდევს........................:O.........
knuti
რაღაც კონკურსისთვი დავწერე. იდოს მაშინ აქაც
http://knuti.wordpress.com/2011/01/29/mobile-love/

მობილური სიყვარული
.–Miyvarxar…– SMS-ს სინათლის სიჩქარით ვკრეფ ჩემს დამტვრეულ მობილურზე და პასუხს სუნთქვაშეკრული ველოდები…

გადის 30 წამი, 31, 32…. „რად უნდა 1 SMS–ის აკრეფას ამდენი ხანი?“– ვბრაზობ ჩემთვის და მობილურის ეკრანს ჩაქრობას არ ვაცდი. „იქნებ SMS-ის მოსვლა გამომეპარა?“ მერე ზარს ვუშვებ მამაჩემის ტელეფონზე, რომელიც იქვე მიდევს. ვამოწმებ, –„იქნებ სწორედ ახლა გაფუჭდეს ჩემი საწყალი ტელეფონი? თან ისე, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი SMS გამომაპაროს…“

„არადა, რას ვერჩი? სამი წელია „მუხლჩაუხრელად“, არა, ეკრანჩაუქრობლად მემსახურება.“ დანანებით დავხედე უღალატო მობილურს. ცვლილებები მხოლოდ ტელეფონის კორპუსს ეტყობა, ნუ, ღილაკებსაც რამოდენიმე ისეთი ჩავარდნილია, ასოების აკრეფა მიჭირს და ვცდილობ გრძელი SMS–ების წერისაგან თავი შევიკავო.



77, 78…

„პირადად თქმისათვის ძალა არ მეყო. არც ძალა და არც გამბედაობა. თანაც, მე ხომ გოგო ვარ. როდის იყო გოგოები სიყვარულს უხსნიდნენ ბიჭებს? არ დამიწყოთ ახლა 21–ე საუკუნეაო, აქტიურები არიან ქალებიო… მე ასე ვთვლი და მორჩა!“



93, 94, 95…

„ჯანდაბა, მართლაც და რად უნდა ამდენი ხანი? უბრალოდ მომწეროს, რომ გავგიჟდი, რომ ზედმეტის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, რომ არასწორად გავიგე მისი ქცევები, ყურადღება, სითბო… სადაცაა გული გამისკდება.“



107, 108, 109….

„იქნებ მართლა ვიჩქარე? აბა რატომ დუმს ახლა? ალბათ, უჭირს ამიხსნას, რომ მე პატარა ბავშვი ვარ მასთან შედარებით, რომ … რამდენი „რომ“ შეიძლება ჩამოვთვალო…“ მობილურის ეკრანზე ხელი ხელს ართმევს, ვერც შევნიშნე, ისე გამითიშავს ნერვიულობისაგან… „ჯანდაბა, იქნებ ამასობაში SMS მოვიდეს? ან დარეკოს? მე კი ტელეფონი გავუთიშე“– უარესად ავნერვიულდი.



132, 133, 134…

მობილურის ეკრანს გაფაციცებით დავცქერი,შავ–თეთრი ტელეფონის ეკრანი მწვანედ ანთია… SMS–ია… გახსნისთვის გამბედაობის უკანასკნელი ნაგლეჯების მოკრება დამჭირდა



„Tqma damaswari. Mapatie, rom me ver gavbede. Miyvarxar!“


გავთბი… ზოგჯერ, დამტვრეულ მობილურსაც როგორ შეუძლია ცხოვრების შემობრუნება…



გაღიმებული გაორმაგებული სინათლის სიჩქარით ვიწყებ პასუხის წერას…

ninex
ნანახი მქონდა ეს......................ადრე........
knuti
ბლოგზე? თუ სკონკურსო პოსტებში?
ninex
ბლოგზე.................
knuti
მარაზმია. ჯასთ საკონკურსოდ დავწერე.

სხვებიც მიდევს ბლოგზე...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.