დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ავტობუსის კონტროლიორები
თსუ ფორუმი > კალეიდოსკოპი > ჩვენი სტუდენტური ცხოვრება
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
fisherman
ყვითელ ავტობუსებზე დაიდგა სალარო აპარატები, მგზავრთა მომსახურებისს გაადვილებისათვის, კომფორტისთვის, მძღოლების მიერ შემოსავლების დამალვა რომ აღარ მომხდარიყო, მერიის სტუდენტური დასაქმების პროგრამაში, რომლის დროსაც ამ აპარატების მომხმარების წესს უხსნიდნენ თბილისის მცხოვრებლებს, ალბათ ბევრი სტუდენტი და ფორუმელიც მონაწილეობდა, მე და shuba ვმონაწილეობდით biggrin.gif
აპარატების დადგმა დაემთხვა აქციებს, თბილისის მაცხოვრებლებმა გაილაღეს ოპოზიციის აქციებს შორის პერიოდში, რადგან ავტობუსში ბილეთის საფასურის გადახდას არავინ აღარ აიძულებდათ, საკუთარი სინდისის გარდა.
მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და აქციების დამთავრების შემდეგ ყვითელ ფორმიანმა თბილისის ავტობუსის კონტროლიორებმა დაიწტეს პატრულირება, რომლებმაც უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყეს, ჯარიმა 15 ლარის ოდენობით, ზეპირ მოსმენაზე დაბარება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, დანიშნულ რიცხვში მოსმენაზე გამოუცხადებლობა ავტომატური დაჯარიმება 15 ლარით.
მოქალაქეებმა სულ მოკლე ხანში დაამუღამეს რომ ყვითელ ფორმიანებს თუ დალანდავდნენ ჰორიზონტზე მხოლოდ მაშინ აეღოთ ბილეთი, საპასუხოდ კონტროლიორებმა მიიღეს კონტრზომა და გაიხადეს ფორმები, მათი შემჩნევა თითქმის შეუძლებელი გახდა მგზავრებისგან, ისინი მოულოდნელ დროს შეუმჩნევლად აღმოჩნდებოდნენ შენს გვერდით და გეტყოდნენ : ბილეთი წარმოადგინეთ.
ამან კი წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო, მგზავრობისსაფასურსგადაუხდელობასმიჩვეულმა მოქალაქეებში არნახული ჯარიმები გამოიწვია, შედეგად კი ავტობუსის უბილეთო მგზავრებმა ბიუჯეტი 225 ათასი ლარით გაამდიდრეს
ციტატა
ავტობუსის უბილეთო მგზავრებმა ბიუჯეტი 225 ათასი ლარით გაამდიდრეს
სიახლე — თავფურცელი
13:08 04.12.2009
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[გაზეთ “ვერსია”]
1 ნოემბრამდე არსებული მონაცემებით, თბილისის “ყვითელი ავტობუსების” 30 000 მგზავრია დაჯარიმებული, მათგან საჯარიმო თანხა ნახევარზე მეტს უკვე გადახდილი აქვს.

17 ნოემბერს კი პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა და ადმინისტრაციული გადასახადი 15–დან 5 ლარამდე შემცირდა. თუმცა, გაზეთის ცნობით, ჯარიმის გადახდისას ბანკი კლიენტს მომსახურების 1 ლარს ახდევინებს.

შესაბამისად, 17 ნოემბრამდე ავტრობუსების მგზავრების დაჯარიმების შედეგად ბიუჯეტში 225 000 ათას ლარზე მეტი შევიდა. თუმცა უცნობია, მათგან საურავის ანუ დამატებით 50 ლარის გადახდა რამდენს მოუწია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=11196

ალბათ თქვენც მოგიკრავთ თვალი თსუ-ს მეორე კორპუსის წინ და სხვა ადგილებშიც უბილერთო სტუდენტებს როგორ აჯარიმებენ.
რატომ არ იხდის ზოგიერთი მგზავრობის საფასურს? ვინ დაუჯარიმებიათ, რატომ და თავს გადახდენილი ისტორიები ამ თემაში biggrin.gif
matta
მე არ ვიხდი, და არც დავუჯარიმებივარ biggrin.gif

ვიხდი ხო,და ისე პირადობა რომ არ მივცე რას მიზამენ ვერაფერს ":D
fisherman
ციტატა(matta @ Dec 5 2009, 16:06) *
მე არ ვიხდი, და არც დავუჯარიმებივარ biggrin.gif

ვიხდი ხო,და ისე პირადობა რომ არ მივცე რას მიზამენ ვერაფერს ":D

გააჩნია როგორი ხასიათების კონტროლიორი შეგხვდება, შეუძლია შეგაყოვნოს, დაურეკოს პატრულს , გადაგიყვანონ განყოფილებაში პიროვნების ვინაობის დასადგენად, მემგონი ამდენ ვადხანალიას ჯობია პირადობის ჩვენება,
ისე ყველამ უნდა აიღოს ბილეთი, რომ მგზავრიობ უნდა გადაიხადოი კიდეც
E.T.A(tsotne)
ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 15:39) *
მგზავრებმა ბიუჯეტი 225 ათასი ლარით გაამდიდრეს
მანდ ათასი შემთხვევით ხომ არ დაწერე??? viannen_16.gif
matta
ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 16:09) *
შეუძლია შეგაყოვნოს,

გავიქცევი და დამეწიოს აბა biggrin.gif ოო მიდი და აიღე კოლოქვიუმზე რომ გაგვიანდება და უკან დგეხარ ცალი ფეხით biggrin.gif
maduka
ადრე არ ვიღებდი ბილეთს და ერთხელაც ავიღეეე, სულ შემთხვევით, ისე, ხოდა ზუსტად მაგ დროს დამხვდნენ კონტროლიორები ბილეთი მაჩვენეთო.. გადავრჩი. მაგის მერე მეშინია კიდევ არ დამხვდნენ და სულ ვიღებ ბილეთს .. rolleyes.gif rolleyes.gif
slako
ადრე ყოველთვის ვიღებდი ბილეთს, ახლა იშვიათად, ძირითადად დილით და როცა როცა გული მიგრძნობს მაშინ biggrin.gif
წინათგრძნობა მიმართლებს მაგ საკითხში biggrin.gif




matta
როცა ბილეტის ასაგები არ იყო დაყენებული მე სულვიხდიდი
jonny
სავსე ავტობუსი უბილეთოდ მგზავრობის გასამართლებელი საბუთი არაა..
მძღოლს რო ვაძლევდით მაშინაც იყო სავსე ავტობუსები, მარა "უკან რო აღებდა წინიდან ვაძლევდით" ხოლმე მაინც ( george.gif )

მგონია რო ძალიან მალე მივეჩვევით ბილეთის აღებას და სატრაბახოდ არ გვქნება სათქმელი 20 თეთრიანი ავტობუსი გადავაგდეო, ან კონტროლიორს მაგარი ვეკაჩავეო..
matta
ხოო ნელ ნელა მიეჩვევა ხალხი, მაგრამ მაინც არ აჯარიმებენ კარგად, მე 2 ჯერ ისე ვიყავი, არ ამიღია ბილეთი და გამიშვეს, რავიცი
თინი
მე ვერ ჩამოვდივარ გადაუხდელად რავი არ მიყვარს biggrin.gif და კიდე ავტობუსის ბილეთებს ვაგროვებ, ძაან ბევრი მაქვს lht.gif
და კიდე მევასება რომ ბილეთი მაქვს და კონტროლიორი მამოწმებს, სიამაყიტ ვაჩვენებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
fisherman
ციტატა(matta @ Dec 5 2009, 21:18) *
ხოო ნელ ნელა მიეჩვევა ხალხი, მაგრამ მაინც არ აჯარიმებენ კარგად, მე 2 ჯერ ისე ვიყავი, არ ამიღია ბილეთი და გამიშვეს, რავიცი

მაგაზე მეშლება კიდევ ნერვები, ზოგიერთი პაცანა კონტროლიორი ამოვა და ზოგიერთ გოგოს ბილეთი ვისაც არ აქვს თვითონ უღებენ რაღაც პლასტიკურებით, აბავენ იმბეცილები თავიაანთ ჭკვაში იმ გოგოებს ალბათ biggrin.gif
შერჩევითი დაჯარიმება სქესის მიხედვით

ციტატა(თინი @ Dec 5 2009, 21:20) *
მე ვერ ჩამოვდივარ გადაუხდელად რავი არ მიყვარს biggrin.gif და კიდე ავტობუსის ბილეთებს ვაგროვებ, ძაან ბევრი მაქვს lht.gif
და კიდე მევასება რომ ბილეთი მაქვს და კონტროლიორი მამოწმებს, სიამაყიტ ვაჩვენებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აუ მე სამგზავრო პლასტიკურის ჩიპი ჯერ დამიბლოკეს მეოთხე კურსი რომ დავხურე სტუდენტი აღარ ხარო, მერე ჩიპი დაუზიანდა ჯიბეში გდებით, მაგარი უხარისხო პლასტიკურია
ვიღებდი 2 ცალ 10 თეთრიან ბილეთს, სტუდენტური ტარიფი რომ შემდგარიყო, ბლომად 10 თეთრიანი ბილეთები მიგროვდებოდა.

ერთი ქალი გამოიჭირეს კონტროლიორებმა გეპეისთან, ვიღაც კაცის ომის ვეტერანის ბარათით მგზავრობდა უფასოდ, ბარათის ჩამორთმევას უპირებდნენ, ეს ქალი იმხელას ყვიროდა და აგინებდა მეტი აღარშეიძლება მერე გამოგლიჯათ ის ბარათი და კეთლების ლანძღვით გაიქცა
jonny
ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 20:31) *
კეთლების ლანძღვით გაიქცა

spiteful.gif
matta
ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 22:31) *
მაგაზე მეშლება კიდევ ნერვები, ზოგიერთი პაცანა კონტროლიორი ამოვა და ზოგიერთ გოგოს ბილეთი ვისაც არ აქვს თვითონ უღებენ რაღაც პლასტიკურებით, აბავენ იმბეცილები თავიაანთ ჭკვაში იმ გოგოებს ალბათ biggrin.gif
შერჩევითი დაჯარიმება სქესის მიხედვით

მეც მეშლება მაგაზე ნერვები, რატო უნდა გაუშვან სხვა მაგალითად და მე რატო უნდა დამაჯარიმონ?უსამარტლობაა

ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 22:31) *
გეპეისთან

2 კორპუსტან ხო არა? george.gif
fisherman
ციტატა(matta @ Dec 5 2009, 21:51) *
მეც მეშლება მაგაზე ნერვები, რატო უნდა გაუშვან სხვა მაგალითად და მე რატო უნდა დამაჯარიმონ?უსამარტლობაა


2 კორპუსტან ხო არა? george.gif

რავი მეორე კორპუსია საზ. მაუწყებლის გადასწვრივ? biggrin.gif
მე და ჩემი ძმაკაცი ვსვამდით იქვე და თან სეირს ვუყურებდით.

ადრე აპარატები რომ დადგეს სტუდენტები ერთი კვირით დაასაქმეს, მოხმარება ასწავლეთ ხალხსო, მეთქი 117 ნომერს გავყვები თბილისი_შსს-რუსთავი დადის, იშვიატად გააჩერებს ხალხიც ბევრი არ არის ცოტა სამუშაო მექნება , მაგარამ უარესი დამემართა, რუსთავში რომ ჩავედით მძღოლმა 5 ლარი მომცა ჩადი შვილო, ხაჭაპური იყიდე ლიმონათი დალიე, მე მივდივარო,
სად მიხვალ არ შეიძლება ჩემი ჩამოსვლა მეტქი
აგერ კორპუსებში ქალი მყავს მისაიმასქნებელიო, დაქოქა ამხელა ავტობუსის და კორპუსებს შორის გაუჩინარდა, წარმოგიდგენიათ იმხელა ავტობუსით რომ მიაყენებდა იმ ქალის სადარბაზოსთან,
ნახევარ საათში ვხედავ გამორბის გამწარებული, ჩქარა შვილოამოხტი გრაფიკს ჩამოვრჩებიო
matta
ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 23:04) *
რავი მეორე კორპუსია საზ. მაუწყებლის გადასწვრივ? biggrin.gif
მე და ჩემი ძმაკაცი ვსვამდით იქვე და თან სეირს ვუყურებდით.

აუუუ მეც ვიყავი მანდ ვცხოვრობ მე და სახლში მივდიოდიი, აუუ რომ კიოდა დამიბრუნე საბუტი რა უფლებიტ მარტმევ საბუტსოო biggrin.gif ტან დზაან წიტელი იყო სახეზე biggrin.gif
Sister
ერტხელ მაპატიეს და იმის მერე სულ ვიხდი.
Pj.Harvey.
მაგ სამსახურის უფროსები აბულაძეები არიან
მეც
:>
ასე რომ
george.gif
არა ვიხდი ხოლმე
''გადავრჩი'' რამდენჯერმე
და ''მეშინია''
motherboard
ასეთი კარგი თემა კაი ხანია არ მინახავს, მადლობა ავტორს, კარგი ისტორიები იყო smile.gif

რაც შემეხება მე, ქართველი ვარ და ჩემი დევიზია:
რატომ უნდა გადავიხადო, როცა შემიძლია არ გადავიხადო? ბილეთი რომ ავიღო ავტობუსში ერთი თვე კოშმაები უნდა მესიზმრებოდეს, სულ 4 ბილეთი მაქვს აღებული რაც შემოიღეს ეს რაღაც. ერთხელ გაქცევაც მომიწია მაღლივში მარა არ ვთაკილობ, მკიდია, მაინც არასოდეს ავირებ ბილეთს!

ისე რო აჯარიმებენ ორგაზმს განიცდიან?
Indian Summer
ერთხელ ამარტყეს ჯარიმა მაღლივში biggrin.gif biggrin.gif

მის მერე აღარ ვიხდი, არც მანამდე ვიხდიდი და

შედეგიც სახეზეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
jinjera
ბილეთს ყოველთვის ვიღებ,ეხლაკეთილი კონტროლიორების იმედზე ვერ ვიქნები rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif ისე მაღლივთან სულ ბოროტი ბიძიები არიან spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif
ნათ
მე სულ ვიხდი, 20 ტეტრის გამო 15 ლარს ვერ ავიკრავ, სირცხვილია biggrin.gif
fisherman
ციტატა(ნათ @ Dec 6 2009, 11:49) *
მე სულ ვიხდი, 20 ტეტრის გამო 15 ლარს ვერ ავიკრავ, სირცხვილია biggrin.gif

15 ლარი აღარ არის გაიაფდა, 5 ლარია ჯარიმა, სამაგიეროდ კონტროლიორები გასამმაგებული შემართებით აჯარიმებენ და დანდობის შანსიც ნაკლებია biggrin.gif
demo_49
დამაჯარიმეს 5 ლარითbiggrin.gif
ნათ
ციტატა(fisherman @ Dec 6 2009, 12:05) *
15 ლარი აღარ არის გაიაფდა, 5 ლარია ჯარიმა, სამაგიეროდ კონტროლიორები გასამმაგებული შემართებით აჯარიმებენ და დანდობის შანსიც ნაკლებია biggrin.gif


არც 5 ლარის აკიდებას არ ვაპირებ მე პირადად biggrin.gif
*ScorpiOnS
ვიხდი ხოლმე უმეტესად
ის პლასტიკური ხო ზლივს ავიღე საერტოდ biggrin.gif

ტუმცა იმ დღეს ბილეტის გარეშე ვიმგზავრე და ეკლებზე ვიჯექი george.gif
მარა გადავრჩი ჯარიმას
Frei
ციტატა(ნათ @ Dec 6 2009, 11:49) *
მე სულ ვიხდი, 20 ტეტრის გამო 15 ლარს ვერ ავიკრავ, სირცხვილია biggrin.gif

მეც სულ ვიხდი მაგრამ
25 ში დამაჯარიმეს..

ბილეთი მქონდა მაგრამ 10 თეთრიანი ყოფილა girl_aaa.gif
პლასტიკური რომ დავუსვი 10 თეთრიანი მოუცია girl_aaa.gif girl_aaa.gif

3 კაცი და 2 ქალი დაგვაჯარიმეს მაგის გამო, არადა კასა თუ რაც ქვია ის ურევდა , ტეხავდა 10 თეთრს .
დამპალი ეგ biggrin.gif



მარა 5 ლარით დამაჯარიმეს
Indian Summer
ციტატა(Frei @ Dec 6 2009, 17:01) *
მეც სულ ვიხდი მაგრამ
25 ში დამაჯარიმეს..

ბილეთი მქონდა მაგრამ 10 თეთრიანი ყოფილა girl_aaa.gif
პლასტიკური რომ დავუსვი 10 თეთრიანი მოუცია girl_aaa.gif girl_aaa.gif

3 კაცი და 2 ქალი დაგვაჯარიმეს მაგის გამო, არადა კასა თუ რაც ქვია ის ურევდა , ტეხავდა 10 თეთრს .
დამპალი ეგ biggrin.gif



მარა 5 ლარით დამაჯარიმეს

აააა დაბლები 10 თეთრიანს იღებთ

rofl.gif
ნათ
ციტატა(Frei @ Dec 6 2009, 16:01) *
მეც სულ ვიხდი მაგრამ
25 ში დამაჯარიმეს..

ბილეთი მქონდა მაგრამ 10 თეთრიანი ყოფილა girl_aaa.gif
პლასტიკური რომ დავუსვი 10 თეთრიანი მოუცია girl_aaa.gif girl_aaa.gif

3 კაცი და 2 ქალი დაგვაჯარიმეს მაგის გამო, არადა კასა თუ რაც ქვია ის ურევდა , ტეხავდა 10 თეთრს .
დამპალი ეგ biggrin.gif



მარა 5 ლარით დამაჯარიმეს


კასა ტუ ურევდა შენ ენა გერეოდა რო გეტკვა ეგ? biggrin.gif

ან როცა ნახევარი გაქვ გადახდილი,სად წერია რომ დაჯარიმების უფლება აქვს? მაგას არ კიტხავდი რატკმაუნდა biggrin.gif
K.N
აბტობუსით იშვიათად დავდივარ, მაგრამ თუ ავდივარ ვიხდი. მაგრამ იშვიათად მთხოვენ ბილეთს, ალბათ პატიოსანი გადამხდელის გარეგნობა მაქვს. biggrin.gif drag.gif
Frei
ციტატა(K.N @ 6th December 2009 - 16:40) *
აბტობუსით იშვიათად დავდივარ,


biggrin.gif მეც კვირაში 2 ჯერ biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Indian Summer @ Dec 6 2009, 16:12) *
აააა დაბლები 10 თეთრიანს იღებთ

rofl.gif



სენზე მაღალი მაინც ვარ biggrin.gif biggrin.gif D :


+ ემო ხარ სე უბედურო biggrin.gif

ციტატა(ნათ @ 6th December 2009 - 16:14) *
კასა ტუ ურევდა შენ ენა გერეოდა რო გეტკვა ეგ?



ვუთხარი და პატრული ბიზიას დაუძახა
გაუთხოვარი დეიდა იყო

ხოდა განყოფილებაში წასვლას და 2 საათიან ბაზარს წესებზე ჯარიმა მომეცი შენი დედა მოვთანგეთგო biggrin.gif ( ბოლო ნაწილი გულში გავიფიქრე biggrin.gif )
ნათ
ციტატა(Frei @ Dec 6 2009, 17:01) *
ვუთხარი და პატრული ბიზიას დაუძახა
გაუთხოვარი დეიდა იყო

ხოდა განყოფილებაში წასვლას და 2 საათიან ბაზარს წესებზე ჯარიმა მომეცი შენი დედა მოვთანგეთგო biggrin.gif ( ბოლო ნაწილი გულში გავიფიქრე biggrin.gif )


შენ ისეტი საყვარელი ხარ, ვერ წარმომიდგენია ხელი როგორ დაემორჩილა ჯარიმის გამოსაწერად biggrin.gif
Frei
ციტატა(ნათ @ Dec 6 2009, 17:21) *
შენ ისეტი საყვარელი ხარ, ვერ წარმომიდგენია ხელი როგორ დაემორჩილა ჯარიმის გამოსაწერად biggrin.gif

აბააა,

ცუდი ეგ
sin165
ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 15:39) *
შედეგად კი ავტობუსის უბილეთო მგზავრებმა ბიუჯეტი 225 ათასი ლარით გაამდიდრეს

ვა, თუ ეს ნაღდია, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე u.gif
მარა მაინც არ მუშაობენ კარგად კონტროლიორები.
იმის მაგივრად, რო დააჯარიმონ უბილეთო, თავაზიანად თხოვენ ბილეთის აღებას biggrin.gif

ციტატა(fisherman @ 5th December 2009 - 15:39) *
ადმინისტრაციული გადასახადი 15–დან 5 ლარამდე შემცირდა

ძალიან ცუდი.

ციტატა(jonny @ 5th December 2009 - 21:10) *
მგონია რო ძალიან მალე მივეჩვევით ბილეთის აღებას

რა ოპტიმისტი ხარ u.gif

ციტატა(motherboard @ 5th December 2009 - 23:48) *
რაც შემეხება მე, ქართველი ვარ და ჩემი დევიზია:
რატომ უნდა გადავიხადო, როცა შემიძლია არ გადავიხადო? ბილეთი რომ ავიღო ავტობუსში ერთი თვე კოშმაები უნდა მესიზმრებოდეს, სულ 4 ბილეთი მაქვს აღებული რაც შემოიღეს ეს რაღაც. ერთხელ გაქცევაც მომიწია მაღლივში მარა არ ვთაკილობ, მკიდია, მაინც არასოდეს ავირებ ბილეთს!

ჯერ ვიფიქრე, ხუმრობს ალბათ-მეთქი, მარა მერე სიმართლეს გავუსწორე თვალები - ენძვრის საქართველოს.

ციტატა(fisherman @ 6th December 2009 - 12:05) *
გასამმაგებული შემართებით აჯარიმებენ

მე ვერ ვხედავ მაგ გასამმაგებულ შემართებას u.gif

ციტატა(Frei @ 6th December 2009 - 16:01) *
3 კაცი და 2 ქალი დაგვაჯარიმეს მაგის გამო

კი მარა ცოტა უცნაურად არ მოეჩვენა იმისთვის, რო დამთხვევა ყოფილიყო? biggrin.gif

ციტატა(ნათ @ 6th December 2009 - 16:14) *
ან როცა ნახევარი გაქვ გადახდილი,სად წერია რომ დაჯარიმების უფლება აქვს?

lol

გინდა ნახევარი გადაიხადე, გინდა სულ არ გადახადო, არ აქვს აზრი.


P.S. რამდენი მიწერია u.gif
fisherman
sin165
კონტროლიორების ზედამხედველად გამოდგებოდი biggrin.gif

აქ ბევრმა დაწერა არ ვიხდი, არც გადავიხდი, ვიხდი მაგრამ ათასში ერთხელ და ა. შ.
გეკითხები მე თქვენ: რატომ არ იხდით? biggrin.gif მარშუტკაში მძღოლი ფულს რომ გთხოვთ იმას კარგათ უხდით
არ დადიოდნენ მაგრამ მაინც ვიღებდი ბილეთს, მაგრამ მეც დამიწერეს ერთხელ ზეპირი მოსმენა, მემგონი მე ვიყავი პირველი ვისგანაც დაიწყეს დაჯარიმება,
აქციები ახალი დამთვარებული იყო
ხურდა მხოლოდ 10 თეთრიანი მქონდა და სოციალური ბილეთი ავიღე, ვიფიქრე არ დადიან და არავინ არ იხდის 10 იანი მანც მექნება მეთქი, მაგრამ ამოვიდნენ და შემივსეს ბლანკი: არასრული ბილეთი გაქვსო და მიხვალ ცაბაძის ქუჩაზე ზეპირ მოსმენაზე და იქ გაირკვევა ტყუილ-მართალიო, დანიშნულ რიცხვში ვერანაირად ვერ მივიდოდი თბილისში არ ვიყავი, მერე დავრეკე და არ გამოცხადდი 15 ლარიანი ჯარიმა მოგივა სახლისმისამართზეო, რადგანაც პირადობის მისამართი ძალიან უცნაური რამ მიწერია და იქ ვერასოდეს მოვიდოდა, ჩემით მივედი მერიაში, გამოვართვი ჯარიმა და გადავიხადე biggrin.gif

რომ ვიხდი ეხლაც დებილი ვარ ?
მგზავრობ _იხდი
არაგადახდა_ქურდობის ტოლფასია
sin165
ციტატა(fisherman @ 6th December 2009 - 18:38) *
კონტროლიორების ზედამხედველად გამოდგებოდი

რამდენი კონტროლიორი დაკარგავდა სამსახურს george.gif

ვაბშე არსებობს ეგეთი რამე, კონტროლიორის ზედამხედველი?
საჭიროა აშკარად.

ციტატა(fisherman @ 6th December 2009 - 18:38) *
არაგადახდა_ქურდობის ტოლფასია

ქურდობა მაგარი ტიპობა გონიათ მერე და პატიოსნება გოიმობა.

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...
ninidoni
მე ვერ გავიგე ზეპირ მოსმენაზე აუცილებელია მისვლა??? ზოგი იძახის კიო ზოგი არაო... ვეღარ გავიგე... არადა იმ დროს არ მცალია და ცოტა ადრე ან გვიან რომ მივიდე არ შეიძლება??? ქვითარში წერია არაა სავალდებულო დასწრებაო.. იქნებ ვინმემ იცით ჩემს კითხვებზე პასუხი smile.gif
fisherman
ციტატა(ninidoni @ Dec 6 2009, 19:19) *
მე ვერ გავიგე ზეპირ მოსმენაზე აუცილებელია მისვლა??? ზოგი იძახის კიო ზოგი არაო... ვეღარ გავიგე... არადა იმ დროს არ მცალია და ცოტა ადრე ან გვიან რომ მივიდე არ შეიძლება??? ქვითარში წერია არაა სავალდებულო დასწრებაო.. იქნებ ვინმემ იცით ჩემს კითხვებზე პასუხი smile.gif

ზეპირ მოსმენაზე გამოუცხადებლობა ავტომატურ დაჯარიმებას ნიშნავს default.gif

რომ გამოცხადდები გეტყვიან, თქვენ ამა და ამ ნომერში მგზავრობდით უბილეთოდ, რამე მტკიცებულება ან მიზეზი ხომ არ გაქვთ რატომ? თუ რამე სასწაული არ უთხარი მაინც დაგიწერენ ჯარიმას.

ჩემი მეზობელი სკოლის მოსწავლეა და ბილეთი არ ქონდა აღებული, არადა სკოლის მოსწავლეები უფასოდ მგზავრობენ,მაინც დაიბარეს ზეპირ მოსმენაზე, იქ მიიტანა თავის პლასტიკური და აღარ დააჯარიმეს, თუ გაქვს გასამართლებელისაბუთი გადარჩები, თუ არადა მოგივა ჯარიმა მითითებულმისამართზე რა პირადობიდან ამოიწერეს
sin165
ციტატა(ninidoni @ 6th December 2009 - 19:19) *
მე ვერ გავიგე ზეპირ მოსმენაზე აუცილებელია მისვლა??? ზოგი იძახის კიო ზოგი არაო... ვეღარ გავიგე... არადა იმ დროს არ მცალია და ცოტა ადრე ან გვიან რომ მივიდე არ შეიძლება??? ქვითარში წერია არაა სავალდებულო დასწრებაო.. იქნებ ვინმემ იცით ჩემს კითხვებზე პასუხი

მე როგორც მივხვდი, თუ არ მიხვალ 15 ლარი ჯარიმაა u.gif
Pj.Harvey.
ციტატა(sin165 @ Dec 6 2009, 19:39) *
მე როგორც მივხვდი, თუ არ მიხვალ 15 ლარი ჯარიმაა u.gif

ხო
და თუ მიხვალ 5
ninidoni
უჰ იმ მისამართზე რომ გამომიგზავნონ მომაგნებენ კიი biggrin.gif:D
Pj.Harvey.
ასეტი რა მისამართები გიწერიათ პირადობებში
ისე რო გამოგიგზავნიან ერთ თვეში თუ არ დაჯდება ანგარიუშზე მერე 50 ლარი ხდება
უმატებენ
და უმატებენ
შარია
ისე მე რა
george.gif
fisherman
ციტატა(ninidoni @ Dec 6 2009, 20:15) *
უჰ იმ მისამართზე რომ გამომიგზავნონ მომაგნებენ კიი biggrin.gif:D

იმ მისამართზე მივა, მერე ჯობია შენ აიღო დროზე +50 ლარი საურავი ერიცხება მერე biggrin.gif
მერე რა ხდება მაგის გადაუხდელობის შემთხვევაში აღარ ვიცი, ემატება კიდევ რამე თუ რა ხდება

ციტატა(Pj.Harvey. @ Dec 6 2009, 20:17) *
ასეტი რა მისამართები გიწერიათ პირადობებში


ბ/ხმელნიცკის შეს. 6

მორჩა და გათავდა george.gif
ამიტომაც წავედი და ჩემი ხელით გამოვიტანე ჯარიმა მერიიდან biggrin.gif
ninidoni
გადახდას კი ვაპირებ მაგრამ მისვლას იმ დროს ვერ ვახერხებ ზუსტად და გვაინ მივალ ალბათ... არადა ლექციის გაცდენაც არ მინდა...
mariammm . . .
ციტატა(fisherman @ 6th December 2009 - 20:22) *
მერე რა ხდება მაგის გადაუხდელობის შემთხვევაში აღარ ვიცი, ემატება კიდევ რამე თუ რა ხდება

მერე პროცესს იწყებენ ))) ასე რომ ჯობს გადაიხადოთ
ნიმფა
გადავიხადე უკვე u.gif
madlena
user.gif მე დამაჯარიმეეეეეეეეს.......უბრალოდ ხურდა არ მქონდა და ძალიან მეჩქარებოდა ჩამოსვლისას გადამეყარა გულკეთილი კონტროლიორი გვარად ლურსმანაშვილი და მიმაჯარიმა გემრიელად და საყვარლააააად.....თან ვეწვეწე სტუდენტი ვარ გამინახევრეთქო..ისე სტუდენტებზე და მოსწავლეებზე შეღავათი არ უნდა იყოს?არადა მაგიტო არ მომწონს გადახდის ახალი სისტემა ხურდა ყოველთვის ხოარ გექნება..გადასახდელად დინამოსთან მივედი სატრანსპორტოში 15წუთი დამაგვიანდა გამოცდები მქონდა და არავინ დამხვდა ეხლა მერიაში უნდა მივიდე თურმე და სად მაქ ამდენი ბოდიალის დრო?!ისე ახალ სისტემას რომ აყენებდნენ გადასახდელად ან ჯარიმის რაოდენობაზე ვინმემ გაითვალისწინა ხალხის აზრი??ჩემი აზრით 40თეთრზე მაგხელა ამბავის ატეხვა უსამართლობააა....ნახევარზე მეტი ისევ უფასოდ მგზავრობს და მაინც არაფერი იცვლება უკეთესობისკენ...
ციტატა
sof-i-oh
ფორმები რომ ეცვათ უფრო მომწონდნენ ეგენი buba.gif ეხლა მაგრად განაგლდნენ, მართალია მე არ დავუჯარიმებივარ, მაგრამ ავტობუსშივე აჯარიმებენ ზოგს, რატო ამოსვლისთანავე არ აიღე ბილეთიო. არადა 17ით ვისაც უმგზავრია ეცოდინება რომ ასვლისას კი არა ჩამოსვლისას მაინც თუ მოახერხე კაია smile.gif
fisherman
:avtobusis kontroliori: spy.gif
__I__R__A__K__L__I__
ციტატა(madlena @ 7th December 2009 - 12:47) *
მე დამაჯარიმეეეეეეეეს.......უბრალოდ ხურდა არ მქონდა და ძალიან მეჩქარებოდა ჩამოსვლისას გადამეყარა გულკეთილი კონტროლიორი გვარად ლურსმანაშვილი და მიმაჯარიმა გემრიელად და საყვარლააააად.....თან ვეწვეწე სტუდენტი ვარ გამინახევრეთქო..ისე სტუდენტებზე და მოსწავლეებზე შეღავათი არ უნდა იყოს?არადა მაგიტო არ მომწონს გადახდის ახალი სისტემა ხურდა ყოველთვის ხოარ გექნება..გადასახდელად დინამოსთან მივედი სატრანსპორტოში 15წუთი დამაგვიანდა გამოცდები მქონდა და არავინ დამხვდა ეხლა მერიაში უნდა მივიდე თურმე და სად მაქ ამდენი ბოდიალის დრო?!ისე ახალ სისტემას რომ აყენებდნენ გადასახდელად ან ჯარიმის რაოდენობაზე ვინმემ გაითვალისწინა ხალხის აზრი??ჩემი აზრით 40თეთრზე მაგხელა ამბავის ატეხვა უსამართლობააა....ნახევარზე მეტი ისევ უფასოდ მგზავრობს და მაინც არაფერი იცვლება უკეთესობისკენ...

უი შე საწყალო smile.gif acute.gif Laie_41.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.