დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: H1N1,ღორის გრიპი
თსუ ფორუმი > თსუს ფაკულტეტები > მედიცინის ფაკულტეტი > სამკურნალო საქმე
Bellatrix
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს ღორის გროპის პანდემიის საშიშროების შესახებ. ყოველდღიურად მატულობს სიკვდილიანობის შემთხვევები. აშშ-ში დაავადების 20 შემთხვევის დაფიქსირების შედეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა განსაკუთრებული სამედიცინო მდგომრეობა. ობამას ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, დღეისათვის აშშ-ში ასობით შემთხვევაა რეგისტრირებული. მექსიკის საზღვართან არსებული გამშვები პუნქტები დროებით დახურულია.

სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც დაიწყეს სათანადო ღონისძიებების გატარება. ჩინეთმა და რუსეთმა განაცხდეს, რომ მზად არიან H1N1 გრიპის სიმპტომის მქონე ყოველი ადამიანის იზოლცია მოხდინონ. აზიის აეროპორტები აღიჭურვა აპარატურით, რომელიც მგზავრებში სიმპტომების არსებობას ამოწმებს. ბევრ ქვეყანაში ღორის ხორცის იმპორტი აიკრძალა. აშშ-ს შინაგან უშიშროებათა სამინისტროს მდივანმა ჯონათან ნაპოლიტანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მზადაა შეამოწმოს ვირუსით ინფიცირებული რეგიონებიდან ჩამოსული ყველა მგზავრი. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ამზადებს სამახსოვრო ბუკლეტებს ღორის გრიპის შესახებ მოგზაურებისთვის.

ფედერალური სამსახური უკვე მზადაა საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული მარაგიდან გამოუყოს პოტენციურად ეფექტური წამლები ნებისმიერ შტატს.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რატომ არის აშშ-ში მექსიკასთან შედარებით მსუბუქი მდგომარება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ექსპერტები აშშ-ში დაავადების დამძიმებას ვარაუდობენ.
ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი, თუ როგორ ვრცელდება დაავადება, მაგრამ ნათელია, რომ იგი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსს აქვს ღორის, ფრინველისა და ადამიანის ვირუსების მსგავსი გენეტიკური მასალა. ხშირად იგი იწვევს მოლოდ ნალებად შესამჩნევ სიმპტომებს. ის, რომ 8 დავადებული კალიფორნიელიდან ბოლო ხანებში არც ერთი არ ყოფილა მექსიკაში, ესპანელ და ახალზელანდიელ ექიმებს აფიქრებინებს, რომ ცოტა ხნის წინ მექსიკიდან კალიფორნიაში სამოგზაუროდ ჩამოსული მოგზაურები იყვნენ ვირუსით ინფიცირებულები და მათ გადადეს ეს ვირუსი სხვებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მექსიკის ეპიდემიას "მსოფლიო განგაშის" V დონე მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ეს სკალა 6-საფეხურიანია.

ყველამ კარგად იცის, რომ 1918-1919 წლებში "ისპანკის" პანდემიას მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გვახოვს XX საუკუნის სხვა პანდემიებიც: "აზიური გრიპი" 1057 წ. და "ჰონკონგის გრიპი" 1968 წ, რომლებიც გაცილებით ნაკლებად ლეტალურები აღმოჩნდენენ. უკანასკნელმა პანდემიამ დააინფიცირა ასობით მილიონი ადამიანი, მაგრამ დაიღუპა დაახლოებით 1 მილიონი კაცი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ პანდემიებზე გაცილებით სუსტ პანდემიასაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემასა და ეკონომიკაში (განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესში) დიდი სტრესების პროვოცირება.

ყველაზე საშიშია ის, რომ ვირუსით უფრო მეტად ინფიცირდებიან ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, ვიდრე მოხუცები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მიდრეკილნი არიან გრიპისადმი. დაკვირებამ უკვე აჩვენა, რომ `ღორის ვირუსი~ ფრინველის გრიპის ვირუსის H5N1 შტამზე ნაკებად ლეტალურია, მაგრამ H5N1-თან შედარებით უფრო სწრაფად და ადვილად ვრცლდება. ეს უკანასკნელი ინფიცირებული ადამიანიდან შეიძლება ჯანმრთელ ადამიანზე გადავიდეს.

ვისაუბროთ ამ პრობლემაზე...
slako
ციტატა(GEORGIAN GIRL @ 11th December 2009 - 17:12) *
ყველაზე საშიშია ის, რომ ვირუსით უფრო მეტად ინფიცირდებიან ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, ვიდრე მოხუცები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მიდრეკილნი არიან გრიპისადმი.



იმუნიტეტი საერთოდ არ მაქვს და რომელ კატეგორიას ვეკუთვნი? smile.gif
sin165
ციტატა(GEORGIAN GIRL @ 11th December 2009 - 17:12) *
ვირუსით უფრო მეტად ინფიცირდებიან ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, ვიდრე მოხუცები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მიდრეკილნი არიან გრიპისადმი

რანაირად? huh.gif

ციტატა(slako @ 11th December 2009 - 17:34) *
იმუნიტეტი საერთოდ არ მაქვს

spy.gif
slako
sin165

რა გაგიკვირდა biggrin.gif
სულ ჯანმრთელობის პრობლემა მაქ
sin165
ციტატა(slako @ Dec 11 2009, 18:08) *
რა გაგიკვირდა biggrin.gif
სულ ჯანმრთელობის პრობლემა მაქ

მე ვიფიქრე ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი აქვს ან თანდაყოლილი მეთქი rofl.gif

იმუნიტეტი საერთოდ არ გაქვს არა კვატი rofl.gif
Marquis
აირწინაღები სად იყიდება დაწერეტ რა
slako
ციტატა(sin165 @ 11th December 2009 - 18:16) *
მე ვიფიქრე ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი აქვს ან თანდაყოლილი მეთქი

იმუნიტეტი საერთოდ არ გაქვს არა კვატი




rofl.gif rofl.gif rofl.gif
გაიხარე biggrin.gif

ციტატა(Marquis @ 11th December 2009 - 18:18) *
აირწინაღები სად იყიდება დაწერეტ რა



სპეციალური აირწინაღი გინდა თუ ჩვეულებრივ პირბადეც საკმარისია? biggrin.gif

Marquis
ციტატა(slako @ Dec 11 2009, 18:21) *
პეციალური აირწინაღი გინდა თუ ჩვეულებრივ პირბადეც საკმარისია? biggrin.gif

აირწინაღი რასაც ქვია ხო იცი
ტავზე რომ უნდა ჩამოიცვა , თავისი ფილტრით
ხო ხვდები რა
slako
ციტატა(Marquis @ 11th December 2009 - 18:22) *
აირწინაღი რასაც ქვია ხო იცი
ტავზე რომ უნდა ჩამოიცვა , თავისი ფილტრით
ხო ხვდები რა



ხო ვიცი

სადმე შხამქიმიკატების მაღაზიაში biggrin.gif
ჩვეულებრივ მაღაზიაში და აფთიაქში არ იქნება biggrin.gif
sin165
ციტატა(Marquis @ 11th December 2009 - 18:18) *
აირწინაღები სად იყიდება დაწერეტ რა

არ ვიცი sad.gif
მე მაქვს ერთი. მოგცემდი, მარა მერე მე რით ვიარო? sad.gif





rofl.gif
slako
აირწინაღი კი არა პირბადე ვერ ვიშოვე, მოვიარე მთელი აფთიაქები
Marquis
ციტატა(slako @ Dec 11 2009, 18:28) *
ხო ვიცი

სადმე შხამქიმიკატების მაღაზიაში biggrin.gif
ჩვეულებრივ მაღაზიაში და აფთიაქში არ იქნება biggrin.gif

რექტივების მარაზია ქვია



ციტატა(sin165 @ Dec 11 2009, 18:28) *
არ ვიცი sad.gif
მე მაქვს ერთი. მოგცემდი, მარა მერე მე რით ვიარო? sad.gif





rofl.gif

მართლა ტუ გაქვს მატხოვე რა george.gif
sin165
ციტატა(Marquis @ 11th December 2009 - 18:30) *
მართლა ტუ გაქვს მატხოვე რა

ვერა, მაგის გარეშე გარეთ ვერ გავდივარ sad.gif


rofl.gif



რაის აირწინაღი ტო rofl.gif
slako
ციტატა(Marquis @ 11th December 2009 - 18:30) *
რექტივების მარაზია ქვია



რისი?


Pj.Harvey.
ციტატა(Marquis @ Dec 11 2009, 18:22) *
აირწინაღი რასაც ქვია ხო იცი
ტავზე რომ უნდა ჩამოიცვა , თავისი ფილტრით
ხო ხვდები რა

მეც მინდა
აი ასე
მნიამნია

Marquis
ციტატა(Pj.Harvey. @ Dec 11 2009, 18:39) *
მეც მინდა
აი ასე
მნიამნია


ხო ასეთი მინდა
ტან მომიხდება სახეს დამალავს და მომიხება
ვეცდები ვიშოვო
Bellatrix
მე ჯერ არ დავდივარ პირბადიტ smile.gif
RAULA
ეს არის ჩვეულებრივი გრიპი რომელსაც უნდა მიხედვა , აჟიტირება მოხდა მხოლოდ იმის გამო რომ გაყიდულიყო რიგი მოთხოვნადი წაზმლებისა ,პირბადეები , ც ვიტამინი და ა.შ მოკლედ მარაზმია სრული , სხვა გრიპების სტატისტიკები რომ ნახოთ ზოგ შემთხვევაში მეტია მსხვერპლი , ასე რომ განგაში არის ცრუ , უბრალოდ მარტივად თავს უნდა მიხედო და თუ აიკიდე ანთება ფილტვების უნდა იმკურნალო smile.gif
fisherman
ჰოლანდიაში გრიპმა კიდევ განიცადა მუტაცია და თხის გრიპად გარდაიქმნა, რომლითაც უკვე 6 ადამიანი დაიღუპაო.
ცოტა ხანში ხალხი პროწივა გაზის ნიღბებით დაიწყებს სიარულს, მაგის ყიდვა ვისაც უნდა შემეხმიანეთ
*ScorpiOnS
პირბადით სიარულს გარეთ აზრი არ აქვს
RAULA
*ScorpiOnS

აქვს აზრი როგორ არ აქვს smile.gif ასე ხალხის ლაპარაკს ნუ დაუგდებთ ყურს გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი დაა იცავსო ეგაო ხოდაა რათ არ დავუჯეროთ ? smile.gif თუ მითუმეტეს ვინმე გრძნობს რომ გრიპის მაგვარი სიმპტომები აქვს აუცილებლად უნდა გაიკეთოს პირბადე რომ სხვები არ დააიმფიციროს smile.gif ერთმანეთსაც გავუფრთხილდეთ მეგობრებო smile.gif
Bellatrix
RAULA
თუ სიმპტომები გაქვს კი,მაგრამ ისე ქუჩაში პირბადით სიარული სრული უაზრობაა...
პირბადე იქ უნდა გამოვიყენოთ,სადაც ხალხმრავლობას + ცუდი ვენტილაციაა მაგალითად ტრანსპორტში... biggrin.gif
BlessTheFall
სანამ ღრუტუნი არ დავიწყე იქამდე არ გავიკეთე...
მერე გავიკეთე სხვებისთვის რომ არ გადამედო რამე...
თავიდან სიარულის თავი მქონდა და სიცხეც ნაკლებად... აბიტურიენტი ვარ მაინც მიწევდა სიარული...


პარასკევს მოვედი სახლში გავიზომე სიცხე და უააH 39ტ biggrin.gif

ვიწექი და გამოვკეთდი ცოტა... ახლა 37 მაქ სიცხე...

რესპირატორებით ვიაროთ.. რა არის ამაში სასირცხვილო ვერ ვხვდები.. ბევრს ვიცნობ ვისაც უტყდება.. ხრიწინს რო დაიწყებენ მერე არ გაუტყდებათ ნეტა? biggrin.gif
Education
ცნობილია, რომ «А» ჯგუფის გრიპებისათვის დამახასიათებელია ეპიდემიის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, დაავადების მაღალი (40 %) მაჩვენებელი. თუ წინა პერიოდში ეპიდემიების პერიოდულობა ხასიათდებოდა 2-3 წლიანი ციკლით ბოლო სამი ათ წლეულის მანძილზე ამ სახის ეპიდემიები ყოველწლიურად ვლინდება. ვატარებთ გამოკითხვას ამ თემასთან დაკავშირებით, რა აზრი და დამოკიდებულება გაგაჩნიათ H1N1 ვირუსის, ანუ ”ღორის გრიპის” მიმართ?, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ამ გამოკითხვაში.
სარა
BlessTheFall

ღორის გრიპი გქონდა?
BlessTheFall
ციტატა(*Sara @ Dec 21 2009, 15:36) *
BlessTheFall

ღორის გრიპი გქონდა?


არა მაგრამ ნამეტანი მძიმედ ვიყავი გაციებული...


ახლაც სიცხე მომცა ისევ მგონი.. წავედი დავწვე დავიძინო u.gif
სარა
BlessTheFall

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ
BlessTheFall
ციტატა(*Sara @ Dec 21 2009, 16:10) *
BlessTheFall

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ

მადლობა thank_you.gif


1 პლიუსი მაინც ჰქონდა ამ გაციებას, ჰჰჰჰაბიტურიენტობის დროს შესვენება გამომივიდა biggrin.gif
სარა
ციტატა(BlessTheFall @ 21st December 2009 - 16:17) *
1 პლიუსი მაინც ჰქონდა ამ გაციებას, ჰჰჰჰაბიტურიენტობის დროს შესვენება გამომივიდა



მე არ მიხაროდა ცუდად ყოფნა, სახლში ყოფნა არ მინდოდა
ისე ვაცდენდი ხოლმე biggrin.gif
sin165
ციტატა(BlessTheFall @ 21st December 2009 - 15:42) *
არა მაგრამ

ექიმთან იყავი და გითხრა არ გაქვსო?
devila
კარანტინია დღე-დღეზე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.