დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტების ტრაგედია
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
samreklo
არ უმართლებთ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტებს. მართალია, ყველა მათგანი ამაყობდა რუსეთისგან დისტანცირებაზე მათ მიერ აღებული კურსით, მაგრამ სწორედ ამან ითამაშა საბედისწერო როლი მათ ცხოვრებაში.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საერო ლიდერი (ვუწოდოთ პრეზიდენტი), ნოე ჟორდანია, მართლმადიდებელ ქვეყანას დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსგან მიჯნავდა და მოკავშირეებს ინტერვენტებს შორის ეძებდა, ეხმარებოდა მათ ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში. განგებამ მკაცრად დასაჯა იგი. ჟორდანია იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო და პარიზის გარეუბანში დაფუძნებულიყო საცხოვრებლად, სადაც გარდაიცვალა კიდეც. დღესაც მისი ნეშტი უცხო მიწაში განისვენებს.

მეორე პრეზიდენტმა - ზვიად გამსახურდიამ, სწორად ვერ შეაფასა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის მნიშვნელობა და ჩეჩენი ისლამისტების სეპარატიზმს დაუჭირა მხარი, ხელს უწყობდა რა ერთმორწმუნე რუსეთის დანაწევრებას. ბედმა ისიც დასაჯა. ზ. გამსახურდია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და მისი განსასვენებელიც წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო.

მესამე პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე, ყველაფერს აკეთებდა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შესაქმნელად ამერიკის ბატონობის ქვეშ, როგორც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ისე საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, როცა ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობებს ძაბავდა. მისი გარემოცვა ქართველ ხალხს ატყუებდა ირაციონალური ილუზიით - თითქოს მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელი საქართველოს მტერი იყო.

ამ პოლიტიკის ნაყოფი გახდა წარმატებით განხორციელებული პოლიტიკური ოპერაცია იმ პარტიების და ძალების განადგურების მიზნით, რომლებიც რუსეთთან ახლო ურთიერთობებს უჭერდნენ მხარს, და მარიონეტული ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც მხოლოდ სიტყვით გამოდიოდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, სინამდვილეში კი ამაგრებდნენ მმართველი ელიტის ანტირუსულ კურსს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარტიული სისტემის თავის გემოზე გამოჭრა დაასრულა, შევარდნაძის გარემოცვამ სიამაყით უპატაკა ოკეანისგაღმელ კურატორებს: „პროამერიკული ორიენტაცია საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსის საგანს შეადგენს“-ო.

შევარდნაძის და მისი გარემოცვის ანტირუსული კურსის ერთ-ერთი დამანგრეველი კომპონენტი იყო ადგილობრივი წარმოების მიზანმიმართული მოსპობა და მრწეველობის ძირითადი დარგების ლიკვიდაცია, რადგან მათი შენარჩუნება ობიექტურად უბიძგებდა საქართველოს რუსეთთან მეგობრობისკენ - როგორც ყველაზე ბუნებრივი და მოსახერხებელი გასაღების ბაზრის და ნედლეულის წყაროს არეალისკენ. როცა ამერიკელი კურატორები დარწმუნდნენ, რომ შევარდნაძემ მაქსიმუმი გააკეთა გზის გასაწმენდად და ხელისუფლებაში „ახალი ჩამოსხმის“ პროამერიკული პოლიტიკოსების მოსაყვანად, მას ზრდილობიანად მიუთითეს ვადამდელი გადადგომისკენ. „თეთრი მელა“ აშკარად გაცურებული დარჩა…

შევარდნაძემ, როგორც ჩანს, თავდაპირველად ვერ გააცნობიერა, რომ მავრმა თავისი საქმე გააკეთა და უნდა წავიდეს, ამიტომაც ამერიკელთა „უმადურობის“ საპასუხოდ რუსეთთან ერთგვარ ფლირტს მიჰყო ხელი.

ამას მოჰყვა სწორედ „მწვანე“ ანუ სავალუტო ვარდების „რევოლუცია“, რომლის წყალობითაც საქართველომ მიიღო კიდევ უფრო პროამერიკული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სახით. ე. შევარდნაძე კი შერცხვენილი წაბრძანდა სახლში, ფაქტიურად შინაპატიმრობაში. საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი განცხადება იყო: „საქართველოში პრორუსული ძალები ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში“.

რატომ იჩენს აშშ - მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, ასეთ დაჟინებულ ინტერესს პატარა, ღარიბი და ნედლეულის მსხვილი რესურსების არმქონე საქართველოს მიმართ? მიზეზი მარტივია: მათ აინტერესებთ საქართველო, მხოლოდ როგორც გეოგრაფიული სივრცე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პლაცდარმად საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნების განხორციელებაში. ეს მიზნები მოკრძალებული როდია - მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობის მოპოვება. სხვათა შორის, აქედან გამომდინარეობს საერთაშორისო ტერორიზმის აფეთქებაც, როგორც რეაქცია ამერიკელი პოლიტიკოსების ილუზორულ ამბიციებზე.

ლიდერობის შენარჩუნებისთვის, ამერიკას ესაჭიროება წვდომა მთელი მსოფლიოს ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ. ეს იწვევს მისი საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას მსოფლიო სავაჭრო გზების და სტრატეგიული ნედლეულის თავმოყრის ცენტრების გაკონტროლებაზე. ამ გეოპოლიტიკურმა იმპულსმა უბიძგა ამერიკელ სტრატეგოსებს დოქტრინის შემუშავებისკენ, რომელიც ასაბუთებს აშშ-ს გადაქცევას ზესახელმწიფოდან პლანეტარულ ჰეგემონად. ამგვარ დოქტრინას წარმოადგენს მონდიალიზმი, რომელიც მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის, ანუ ერთპოლუსიანი მსოფლიოს და მსოფლიო მთავრობის შექმნისკენ აშშ-ს ეგიდის ქვეშ.

ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის გზაზე მთავარ ამოცანად ამერიკელები მიიჩნევენ ევრაზიის ხელში ჩაგდებას, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს პლანეტის „გულს“. მას, ვინც დომინირებს სტრატეგიული ნედლეულით უმდიდრეს ამ სივრცეზე, ხელთ უპყრია მსოფლიოს ბედი.

ქვეყანა - კარიბჭე, რომლის საშუალებითაც ამერიკელებს შეუძლიათ „შეაღწიონ“ ევრაზიაში, არის საქართველო. აქედან გამომდინარეობს ოკეანისგაღმელთა განსაკუთრებული დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. ევრაზიის ხელში ჩაგდებაში აშშ-ს წინააღმდეგობას უწევს რუსეთი, რომელიც თავად შეადგენს მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ამერიკელები ცდილობენ საქართველოს საშუალებით ალყაში მოაქციონ რუსეთი, არ მისცენ მას საშუალება გამაგრდეს ევრაზიის სამხრეთ საზღვრებზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, მ. სააკაშვილს, რომელიც მზადაა ბრმად გამოაყენებინოს საქართველოს ტერიტორია აშშ-ს რუსეთთან გეოპოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად, როგორც ჩანს, საჭიროა განემარტოს მისი წინამორბედების ტრაგიკული ხვედრის მიზეზი - ცივილიზაციური ფაქტორის უგულვებელყოფა, რის გამოც სჯიდა მათ ღმერთი.

მართლმადიდებელი ხალხები ვალდებული არიან უზრუნველყონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობა საკუთარი, მართლმადიდებლური ცივილიზაციის ფარგლებში. სხვაგვარად გლობალიზაციის პირობებში გადარჩენა შეუძლებელია. საუბედუროდ, საქართველო, მისი ხელისუფლების გამო, უკვე დიდი ხანია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ღვთის მიერ განსაზღვრული მიმართულების საპირისპიროდ.

ეს არის მიზეზი საქართველოს თვითგანადგურების, მისი სახელმწიფოებრიობის რღვევის. ქვეყანა უკვე არაერთი წელი იტანჯება ქრონიკული ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის, მასობრივი უმუშევრობის, სიღატაკის, ტოტალური კორუფციის, მოსახლეობის ემიგრაციის და საზოგადოების კრიმინალიზაციის გამო. სულ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს უძველესი ქართული ეთნოსის დეპოპულაციის მზარდი მასშტაბები. დამოუკიდებლობამ ფორმალური სახე მიიღო და შენარჩუნებულია მხოლოდ უცხოეთიდან ფინანსური ინექციების წყალობით. ქვეყანა იშლება. თანამედროვე პირობებში ქვეყნის დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტი - მეცნიერება და ტექნოლოგიები - უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი საქართველოში თითქმის აღარც არსებობენ.

ეს ყველაფერი არის შედეგი ქართველი ერისთვის და მისი კულტურისთვის არაბუნებრივი გეოპოლიტიკური ხაზის გატარებისა.

ქართველ ერს არც ისე დიდი დრო დარჩა იმისთვის, რომ შეცვალოს ქვეყნის განვითარების გეოპოლიტიკური ვექტორი. ისტორიაში შესვლა არშემდგარ ერად, თავმოყვარე ქართველებისთვის უფრო მძიმე პერსპექტივაა, ვიდრე ფიზიკური განადგურება. სწორედ აქ იმალება იმედი იმისა, რომ ჩვენი ხალხი მონახავს თავის თავში ძალას, აღადგინოს ხარისხობრივად ახალ დონეზე ურთიერთობა ერთმორწმუნე რუსეთთან და საბოლოოდ, ტერიტორიული მთლიანობაც, ამ გზაზე, ამ მიმართულებით მოძრაობის შედეგად. —გურამ მუჩაიძე-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი
shamili
ჯერ ეს ერთი ნოე ჟორდანია საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა და რატომ უნდა მოვიხსენიოთ პრეზიდენტად . ნოე ჟორდანია იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ( დღევანდელი პრემიერ მინისტრისა და კანცლერის მოდელი ) , დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია იმის მიუხედავად სიამოვნებს ეს თუ არა ვინმეს .
მეორეც ზვიადი მხარს უჭერდა არა სეპარატისტებს , არამედ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იბერიულ კავკასიური მოდგმის , ჩვენს მონათესავე ჩეჩენ და საერთოდ იბერიულ კავკასიური მოდგმის ჩრდილოკავკასიელ ერებს . სეპარატიზმსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა . სეპარატისტები არიან აფხაზები და ოსები , რადგან ისინი იბრძვიან იმისთვის რაც არის ამორალური და ისტორიულად და მორალურად გაუმართლებელი , ანუ ისინი იბრძვიან რათა საქართველოს შემადგენლობიდან გამოყონ საქართველოს ძირძველი ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო და მათ არც ისტორიულად და არც მორალური , ზოგადსაკაცობრიო თვალსაზრისით არ ეკუთვნით დამოუკიდებლობა და რატომ იმედია ამის ახსნას ამ ფორუმზე არავინ არ საჭიროებს . ვინმეს ისე თუ ესმის ქრისტეანობა რომ ქრისტეანს უფლება აქვს წაართვას მუსულმანს თავისუფლება , წაართვას სამშობლო , გადაუაროს მათ ახალშობილ ბავშვებს ტანკებით , მიაჭედონ მეჩეთში ახალდაბადებული ბავშვი კედელზე ავტომატის შტიკნოჟებით , მიითვისონ და მიიერთონ მათი სამსობლო რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ბოლო ორი , სამი საუკუნის გარდა ისტორიულად არასდროს ყოფილა , ვინმეს თუ მიაჩნია რომ იმის გამო რომ ორიოდე საუკუნის წინ რუსეთის დამპალმა იმპერიამ ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო ( მაგრამ ვერ გატეხა ) ჩრდილო კავკასია და იმის გამო რომ ბედის უკუღმართობით ჩრდილოკავკასიელები მუსულმანები არიან მათ არ აქვთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უფლება , ვინმეს თუ მიაჩნია რომ ქრისტეანობა ამას ქადაგებს მაშინ აზრი არ აქვს მასთან კამათს . ან როგორ ფიქრობთ მუსულმანი მემედ აბაშიძე , ჰასან თხილაიშვილი , ჰეიდარ აბაშიძე და შერიფ ხიმშიაშვილი უფრო დასაფასებელი ქართველები არიან თუ ქრისტეანი პავლე ციციანოვი , სერგო ორჯონიკიძე , სტალინი , ებრალიძე - ხუბუტია - კვარაცხელია - ხომერიკის - ბანდა და სხვა მოღალატენი .
რაც შეეხება ჩრდილოკავკასიელებს მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არის უფლის მიერ ნაკურთხი , რადგან ისინი იბრძვიან რათა მოიპოვონ დამოუკიდებლობა მიწაზე რომელიც ორიოდე საუკუნის წინ ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო რუსეთის იმპერიამ , ისინი იბრძვიან საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის , იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის
თვის რომლის მიწაზეც ისინი არიან ავტოქტონი მოსახლეობა და არა რუსები . იმ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის რომელთანაც რუსეთის იმპერიას რამდენიმე საუკუნის წინ არანაირი შეხება არ ჰქონია .
ჩრდილოკავკასიელი ერები დაღისტნელი ერები ( ავარიელნი , ლეკები , ხუნძები , ანდიელები , ლეზგიელები , დიდოელნი , წახები ბაცბები და სხვანი ) , ვაინახები ( ჩეჩნები , ქისტები , ინგუშები ) , ადიღელები ( ყაბარდოელები , ჩერქეზები , ადიღელები , ყოფილი ჯიქები ანუ დღევანდელი აბაზები ) და გადარჩენილი შაფსუღები და უბიხები არიან ჩვენი მონათესავე , ჩვენი განაყოფი პროტოქართული ერები , ჩვენსავით თარგამოსის შთამომავალნი , იბერიულ კავკასიური რასის ერები რაც დამტკიცებულია როგორც წინაპართა გადმოცემით და მითოლოგიით , ასევე ისტორიკოსების , ენათმეცნიერების , ანთროპოლოგების მიერ და ჩემთვის ყველა პრეზიდენტი თუ სახელმწიფოს მეთაური იქნება მოღალატე რომელიც შეძლებისდაგვარად მხარს არ დაუჭერს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის . მას შემდეგ რაც ჩრდილოკავკასიელი ერები მოიპოვებენ დამოუკიდებლობას უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელ იბერიულ კავკასიური რასის სახელმწიფოთა სამხედრო პოლიტიკური ალიანსი კავკასიური სახლი ანუ სათარგამოსიანო .
და ბოლოს რუსეთუმეები ოცნებობენ რომ ევრაზიის სამხრეთ საზღვარზე გამაგრდეს რუსეთი , მე კი ვამბობ რომ რუსეთის იმპერია უნდა დაიშალოს და მაგ იმპერიას უნდა გამოეყოს ყველა დაპყრობილი ერი . ევრაზიის სამხრეთ საზღვარზე კი უნდა გამაგრდეს დამოუკიდებელი , ერთიანი , ჰიპერმილიტარისტული საქართველო და იბერიულ კავკასიური მოდგმის ჩრდილოკავკასიურ სახელმწიფოთა სამხედრო პოლიტიკური ბლოკი კავკასიური სახლი
samreklo
ციტატა(shamili @ Feb 23 2010, 13:44) *
როგორ ფიქრობთ მუსულმანი მემედ აბაშიძე , ჰასან თხილაიშვილი , ჰეიდარ აბაშიძე და შერიფ ხიმშიაშვილი უფრო დასაფასებელი ქართველები არიან თუ ქრისტეანი პავლე ციციანოვი , სერგო ორჯონიკიძე , სტალინი , ებრალიძე - ხუბუტია - კვარაცხელია - ხომერიკის - ბანდა და სხვა მოღალატენი .

გთხოვთ სტალინს ნუ გარევთ.მის პიროვნებას ღრმად რომ ჩასწვდეთ,იხილეთ მისი ლექსი "მორჩილი":
ПОСЛУШНИК
(стихи И.Джугашвили, найденные в его архиве. 1949-й г.)

Поговорим о вечности с тобою:
Конечно, я во многом виноват!
Но кто-то правил и моей судьбою,
Я ощущал тот вездесущий взгляд.

Он не давал ни сна мне,
ни покоя,
Он жил во мне и правил
свыше мной.
И я, как раб вселенного
настроя,
Железной волей управлял
страной.

Кем был мой тайный
высший повелитель?
Чего хотел он,
управляя мной?
Я, словно раб, судья
и исполнитель, -
Был всем над этой нищею
страной.

И было все тогда непостижимо:
Откуда брались силы,
воля, власть.
Моя душа, как колесо
машины,
Переминала миллионов
страсть.

И лишь потом, весною,
в 45-м,
Он прошептал мне тихо
на ушко:

«Ты был моим
послушником, солдатом,
И твой покой
уже недалеко!»

shamili
სტალინზე დიდი პოეტი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძეც და გრიგოლ ორბელიანიც, მაგრამ ორივენი საქართველოს მოღალატეები იყვნენ, თუმცა მათ იმდენი ბოროტება არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის რაც სტალინმა გაუკეთა .
სტალინი როგორი მართლმადიდებელი იყო ეგ იმ სამღვდელოების ნათესავებს ჰკითხეთ 37 - ში რომ დახვრიტეს საღვთო ლიტურგიის აღსრულებისთვის და ბავშვის მონათვლისთვის, თუმცა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მორალატის სარწმუნოებასმ მოღალატე გინდა მართლმადიდებელი იყოს გინდა იაღოველი გინდა მასონი ჩემთვის სულ ერთია. მოღალატე მოღალატეა და სტალინი იყო ერთ ერთი ყველაზე მუხთალი მოღალატე საქართველოს ისტორიაში და მისი მოგონილი ,,მართლმადიდებლობით'' ვერ გადაფარავთ სამაჩაბლოში ნაღმის ჩადებას ავტონომიის სახით, ტაო კლარჯეთის, ლორე ბამბაკის ხეობის და ჰერეთ საინგილოს იურიდიულად გასხვისებას და საქართველოს ოკუპაციაში მთავარი როლის შესრულებას ორჯონიკიძესთან ერთად
samreklo
ციტატა(shamili @ Feb 23 2010, 19:45) *
სტალინზე დიდი პოეტი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძეც და გრიგოლ ორბელიანიც, მაგრამ ორივენი საქართველოს მოღალატეები იყვნენ, თუმცა მათ იმდენი ბოროტება არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის რაც სტალინმა გაუკეთა .
სტალინი როგორი მართლმადიდებელი იყო ეგ იმ სამღვდელოების ნათესავებს ჰკითხეთ 37 - ში რომ დახვრიტეს საღვთო ლიტურგიის აღსრულებისთვის და ბავშვის მონათვლისთვის, თუმცა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მორალატის სარწმუნოებასმ მოღალატე გინდა მართლმადიდებელი იყოს გინდა იაღოველი გინდა მასონი ჩემთვის სულ ერთია. მოღალატე მოღალატეა და სტალინი იყო ერთ ერთი ყველაზე მუხთალი მოღალატე საქართველოს ისტორიაში და მისი მოგონილი ,,მართლმადიდებლობით'' ვერ გადაფარავთ სამაჩაბლოში ნაღმის ჩადებას ავტონომიის სახით, ტაო კლარჯეთის, ლორე ბამბაკის ხეობის და ჰერეთ საინგილოს იურიდიულად გასხვისებას და საქართველოს ოკუპაციაში მთავარი როლის შესრულებას ორჯონიკიძესთან ერთად

გთხოვთ გაეცნოთ:http://stalinism.ru/stalin-i-tserkov/stalin-i-russkaya-pravoslavnaya-tserkov.html
shamili
დავათვალიერე ეგ საიტი მერე ? რუსები რომ სტალინის მომხრეები იყვნენ მაგაში რა არის გასაკვირი მაგან აქცია რუსეთი ზესახელმწიფოდ . მერე საქართველოს რა მაგით ?
კიდევ ვიმეორებ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოღალატის სარწმუნოებას, მოღალატე გინდა მართლმადიდებელი იყოს გინდა იაღოველი გინდა მასონი ჩემთვის სულ ერთია. მოღალატე მოღალატეა და სტალინი იყო ერთ ერთი ყველაზე მუხთალი მოღალატე საქართველოს ისტორიაში და მისი მოგონილი ,,მართლმადიდებლობით'' ვერ გადაფარავთ სამაჩაბლოში ნაღმის ჩადებას ავტონომიის სახით, ტაო კლარჯეთის, ლორე ბამბაკის ხეობის და ჰერეთ საინგილოს იურიდიულად გასხვისებას და საქართველოს ოკუპაციაში მთავარი როლის შესრულებას ორჯონიკიძესთან ერთად
salomeaa
samreklo
shamili

და თემას რომ გადაუხვიეთ ვერ ხვდებით?
პოსტები წაიშლება და თემასაც დავხურავ თუ ასე გააგრძელებთ
tami
samreklo
მოკლედ დამეზარა თავიდან ბოლომდე წაკითხვა, როგორც თავიდან წაკითხვით გავიგე, გინდა თქვა, რომ მართმადიდებლური რუსეთი ჩვენი მეგობარია და არ გვინდა ამერიკა


ჯერ ერთი ჩვენ არც ამერიკა და არც რუსეთი გვიშველის. ჩემი ერთი ნაცნობის სიტყვებს გავიმეორებ: საქართველო მუდამ იმით ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რომ მუდამ ახერხებდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას მტრებს შორის. როდესაც ეს წონასწორობა დაირღვა და რუსეთს მივენდეთ, მანდ წავიდა ჩვენი საქმეები ცუდად. ახლა კიდევ იგივე მეორდება, და ამერიკისკენ გვაქვს გეზი აღებული. ესეც იგივე სავალალო შედეგებს მოგვიტანს.

მთავარი არის ის, რომ შევძლოთ ოქროს შუალედის პოვნა ამ ორ მონსტრს შორის. და რაც შეეხება მართმადიდებლობას რუსებში, ამერიკაში გაცილებით მეტი მართმადიდებელი და მლოცველი ადამიანია ვიდრე რუსეთში(დამტკიცებულია!!!)
და არც მისი ერთმორწმუნება გვარგებდა ოდესმე და არც ეხლა გვარგებს რამეს.

და რა, რუსეთს მარტო ჩვენთან მეგობრობა უნდა და მეტი არაფერი, ხოლო ამერიკას დაპყრობა? რუსეთმა თავისი სახე და მიზნები დიდი ხნის წინ გამოავლინა. ხოლო რაც შეეხება ქართველ პრეზიდენტებს რომლებიც რუსებს განუდგნენ (ლოლ რა მარაზმია) შევარდნაძე ნამდვილად არ იყო პროამერიკული მიმართულების, და რუსებს უქიცინებდა კუდს. ამიტომ არ უნდოდათ სააკაშვილის მოსვლა რუსებს, შევარდნაძე აწყობდათ მშვენივრად.


ძალიან საინტერესოა, რას ემსახურებოდა შენი ეს პოსტი? მე ვერ წარმომიდგენია, იმის მერე, რაც რუსეთს გაუკეთებია ჩვენთვის, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს მასზე გული მოუბრუნდეს და თქვას რუსეთი მინდაო. ბოლოსდაბოლოს აფხაზეთი და სამაჩაბლო მაინც არ წაურთმევია ჩვენთვის ამერიკას sad.gif
და სტალინს რაც შეეხება, უკვე ძალიან ბევრი ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ქართველი კი არა ოსი იყო, გვარად ჯუღაევი,(თან ჯუღა ოსური სიტყვაა) და საქართველოსთვის რომ კარგი არაფერი გაუკეთებია ეგ ხომ ყველამ იცის


ციტატა
ეს არის მიზეზი საქართველოს თვითგანადგურების, მისი სახელმწიფოებრიობის რღვევის. ქვეყანა უკვე არაერთი წელი იტანჯება ქრონიკული ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის, მასობრივი უმუშევრობის, სიღატაკის, ტოტალური კორუფციის, მოსახლეობის ემიგრაციის და საზოგადოების კრიმინალიზაციის გამო.

და რას ამბობ, რუსეთი ხომ ყვავის და ზებრწყინვალებას განიცდის, მთელი რუსეთი დიდი ქალაქებია და იმის გარეთ სიღატაკეში და არაყშია ჩამხრჩვალი.
და ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ქართველი ხალხის სიზარმაცის ბრალია უპირველეს ყოვლისა, და არც ამერიკას და არც რუსეთს მასთან საქმე არ აქვს

ციტატა
საუბედუროდ, საქართველო, მისი ხელისუფლების გამო, უკვე დიდი ხანია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ღვთის მიერ განსაზღვრული მიმართულების საპირისპიროდ.

biggrin.gif:D:D



ჯერ ერთი ღმერთს არ განუსაზღვრავს ჩვენთვის დინება, მას ჩვენ ვირჩევთ, და მეორეც, რომც საზღვრავდეს, ნაღდად რუსეთის მონობის ქვეშ ყოფნისკენ არ წაგვიყვანდა. და ღვთის სახელს შეურაცხყოფას აყენებ, მისი სახელით საუბრობ, საერთოდ გაქვს ამის უფლება და კურთხევა?
samreklo
ციტატა(tami @ Feb 25 2010, 0:38) *
samreklo
ჩვენ არც ამერიკა და არც რუსეთი გვიშველის. ჩემი ერთი ნაცნობის სიტყვებს გავიმეორებ: საქართველო მუდამ იმით ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რომ მუდამ ახერხებდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას მტრებს შორის. როდესაც ეს წონასწორობა დაირღვა და რუსეთს მივენდეთ, მანდ წავიდა ჩვენი საქმეები ცუდად. ახლა კიდევ იგივე მეორდება, და ამერიკისკენ გვაქვს გეზი აღებული. ესეც იგივე სავალალო შედეგებს მოგვიტანს.

მთავარი არის ის, რომ შევძლოთ ოქროს შუალედის პოვნა ამ ორ მონსტრს შორის.

ბრწყინვალე აზრებია და მამულიშვილური პოზიცია.სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული გურამ მუჩაიძის სტატია.სამწუხაროდ,თქვენ სრულად არ წაგიკითხიათ,თქვენივე აღიარებით.
DAGIჭEREN
ციტატა(samreklo @ 22nd February 2010 - 22:04) *
გურამ მუჩაიძე

***
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.