დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სტუდენტთა უფლებები
თსუ ფორუმი > კალეიდოსკოპი > ჩვენი სტუდენტური ცხოვრება
Caps_Lock
სტუდენტთა უფლებები

(კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, თავი VI, სტუდენტი)

მუხლი 43. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში ამ კანონისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პრიცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიღოს სტიპენდია, ფინანსურინ ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ კანონთა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფედენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინალური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანწესით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, ამ კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშავოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწსებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისგებლობას.

8.სტუდენტის მიმართ დისციპლინალური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილიბითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე;

10. დისციპლინური საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი


იქნებ და რამეში გამოგადგებათ smile.gif პირადად მე გამომადგა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და ჩემი გავიტანე tongue.gif
levchi
ვა უფლება მოსილი ვყოფილვარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


არა საინტერესოა მართლაა, მადლობ.
confusion
ამას რა წაიკითხავს.....ხვალ იყოს.
levchi
წაკითხვა ერთი და რა უფლებამოსილები ვყოფილვართ?! biggrin.gif
RAULA
ვაა აზრზე ხარ რამდენი რამის უფლება გვაქვს ?? biggrin.gif
levchi
მარა მაქედან ნახევრის უფლება არ გვაქ სინამდვილეშI biggrin.gif
shuba
მე საპეტენზიო არაფერი მაქვს, ჯერ ჩემი ეს უფლებები არ დარღვეულა
etlati
და ვითომ მაგ ყველაფრის უფლება მართლა გვაქ??? huh.gif
TRINITI
ციტატა(student777 @ Nov 10 2007, 20:23) *
იქნებ და რამეში გამოგადგებათ smile.gif პირადად მე გამომადგა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და ჩემი გავიტანე tongue.gif


და რაში გამოგადგა? ანუ, ამბავი მაინტერესებს tongue.gif
ninusia
კანონების ცოდნა კაია მითუმეტეს უფლებების საღოოოოოლ
4ever
ციტატა(student777 @ 11th November 2007 - 0:23) *
1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;


რა კარგად ჟღერს rolleyes.gif სურვილიც უნდა ჰქონდეს მგონი. არა? tongue.gif
aaa
ციტატა(student777 @ 11th November 2007 - 1:23) *
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;



ეს მომხვდა თვალში განსაკუთრებით.


ასეთი რამ მომხდარა თსუ-ში საერთოდ?

ისე მოვალეობების წაკითხვაც არ იქნებოდა ურიგო.
aaa
ციტატა(nikanika68 @ 4th December 2007 - 21:44) *
დღეს დაირღვა ჩემი უფლება. როგორც ვიცი სტუდენტს აქვ სუფლება შევიდეს ტუალეტში, ხოდა დღეს დამლაგებელმა არ შემიშვა და გამომლანძღა კიდევაც



ეგ მეთერთმეტე სართულზე მოხდა თუ მეთორმეტე? biggrin.gif
shuba
ციტატა(aaa @ 5th December 2007 - 1:24) *
ეგ მეთერთმეტე სართულზე მოხდა თუ მეთორმეტე?

მეთერთმეტეზე. შენ უფლებებსაც ხო არ არღვევენ ეგ დამლკაგებლები? საიდან მიხვდი? biggrin.gif
fisherman
ე რამოდენა უფლებები გვქონია კაცო ვააააააა
რათ გინდა კი არავინ იცავს და biggrin.gif
ცია
კარგია თურმე რამდენი რამის უფლება გვქონია, მაგრამ მე მაგალითად პრობლემა ლექრტორებთან კი არა ჩემს ჯგუფელებთან მაქვს, რათქმა უნდა ეს ლექტორების დამსახურებაა (ვერ იჭერენ სათანადოდ) მაგრამ მე რაგა შუაში ვარ???

მოკლედ ვიგაცამ უნდა იზრუნოს და ამ აღვირ ახსნილი ბავშვებისგან დამიცვა.....

რატომ უნდა ვისწავლო მათთან ურთიერთობის გარკვევის გულისთვისვის დედის გინება და?ან სხვა უწმაწური სიტყვები?

უნივერსიტეტს ვამტავრებ და სტუდენტობა ვერ ვიგრძენი, არადა ღმერთია მოწმე, უნივერსიტეტს იქეთ ორგანიზაციას ვთავმჯდომარეობ და პროექტებს ვწერ და ვახორციელებ....

ხოდა ამით იმის თქმა მინდა რომუნივერსიტეტი არ მაძლევს საშუელბას თვი დავიცვა ჩემი ინტელექტით

რამე მოიმოქმედეთ...............
ZVIANGI
და თსუ-ს წესდებაც ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს?
kasper
აუუუ მაგარია ეხლა წავიკითხე და ცუდადააა ადმინისტრაციიის საქმეbiggrin.gif biggrin.gif
სასწრაფოდ მინდა წერილობითი დოკუმენტი დისწიპლინური დევნის შესახებ და
კიდე რო გააარემონტეს რაგაც მაგის ხარჯთ აღრიცხვა დო კოპეიკა რა...biggrin.gif
eshmakiiii
მაგარია,მეც მაგრად გამომადგება დარწმუნებული ვარ smile.gif ხე ხე
T ako-ako
დგეს დაირგვა ჩემი უფლება გამოცდიდან დამახვევინეს გვერდზე რატო იხედებიო და 0 ქულა დამიწერეს. მოვა დრო ჩემში გაიგვიზებს მტვრალი ბაჭყატი და მერე ნახონ მაგათმა
xuco
give_rose.gif ხალხო, სემესტრი როდის იწყება?
Caps_Lock
4 თუ 3 მარტს მარა ამ თემასთან რა კავშირში იყო მაინც ვერ მივხდი biggrin.gif
tesacho
თსუ სტუდენტური გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი" გიწვევთ არტ-კაფეში (26 მაისის ქუჩა #1, სპორტის სასახლესთან) spring party - ზე 15 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, DJ VIRUS DA MISI MEGOBREBI.BILETIS PASI 5 LARI. SAKONTAQTO PIRI: 893 177791 an 898 655175
MILEDI
ოეეე მაგარია სტუდენტობა თუმცა ყველაფრის უფლება მართლა არ გვაქვს.02.gif(((((((((((((
Bruno TaTaL!a
ციტატა(tesacho @ 6th March 2008 - 17:43) *
თსუ სტუდენტური გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი" გიწვევთ არტ-კაფეში (26 მაისის ქუჩა #1, სპორტის სასახლესთან) spring party - ზე 15 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, DJ VIRUS DA MISI MEGOBREBI.BILETIS PASI 5 LARI. SAKONTAQTO PIRI: 893 177791 an 898 655175

წადი რა თავი აიფეთქე
fisherman
ციტატა
კარგია თურმე რამდენი რამის უფლება გვქონია, მაგრამ მე მაგალითად პრობლემა ლექრტორებთან კი არა ჩემს ჯგუფელებთან მაქვს, რათქმა უნდა ეს ლექტორების დამსახურებაა (ვერ იჭერენ სათანადოდ) მაგრამ მე რაგა შუაში ვარ???

მოკლედ ვიგაცამ უნდა იზრუნოს და ამ აღვირ ახსნილი ბავშვებისგან დამიცვა.....

რატომ უნდა ვისწავლო მათთან ურთიერთობის გარკვევის გულისთვისვის დედის გინება და?ან სხვა უწმაწური სიტყვები?

უნივერსიტეტს ვამტავრებ და სტუდენტობა ვერ ვიგრძენი, არადა ღმერთია მოწმე, უნივერსიტეტს იქეთ ორგანიზაციას ვთავმჯდომარეობ და პროექტებს ვწერ და ვახორციელებ....

ხოდა ამით იმის თქმა მინდა რომუნივერსიტეტი არ მაძლევს საშუელბას თვი დავიცვა ჩემი ინტელექტით

რამე მოიმოქმედეთ...............

ეჰ ცუდაა საქმე
natia17
ციტატა(MILEDI @ Apr 3 2008, 19:43) *
ოეეე მაგარია სტუდენტობა თუმცა ყველაფრის უფლება მართლა არ გვაქვს.sad.gif(((((((((((((

,,ყველაფერში,, რას გულისხმობ?
gochi_gochi
ჰმმ გამოყენება მაინც არ იცის არავინ და რად გინდა rofl.gif LOL: rofl.gif rofl.gif rofl.gif
fisherman
სხვა უნივერსიტეტებში შედარებით უფრო ირღვევა სტუდენტთა უფლებები
anina
სტუდენტს ყველაფრის უფლება აქვს... არაფრის მოვალეობაbiggrin.gif
Ghost Rider
ციტატა(Caps_Lock @ 11th November 2007 - 0:23) *
1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ეს ლექტორებს არ წაუკითხავთ? biggrin.gif
tako_kakabadze
ციტატა
და რაში გამოგადგა?


+1
takoooo
ციტატა(Guest_Ghost Rider_* @ 16th December 2008 - 0:36) *
ეს ლექტორებს არ წაუკითხავთ?

ვერ იღებ ხარისხიან განათლებას?
Lenemi.Public
ვა სტუდენტს უფლებები ქონია biggrin.gif

ამას როდესმე მაინც წავიკითხავ საჭირო რამეა biggrin.gif
aTaRaXia
smile.gif) ........ უფრო მეტი რომ იყოს უფრო გამიხარდებოდა ......... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

russian_roulette.gif
natushka1990_1990
ვააა რა მაგარ პონტში ვართ dance3.gif

natushka1990_1990
natushka1990_1990
uchinari
ძალიან კარგადაც ვიყენებ ჩემ ყველა უფლებას. ბოლომდე, ბოლომდე !!!!
demo_49
ციტატა
ვერ იღებ ხარისხიან განათლებას?

ზოგიერთ საგანში მარტო 1 წიგნია ბიბლიოთეკაში და 150 სტუდენტი ელოდება ამ 1 წიგნს
uchinari
ციტატა(ZVIANGI @ 10th January 2008 - 14:23) *
და თსუ-ს წესდებაც ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს?


http://www.davit.ge ამ საიტზე დევს კანონიც, წესდებაც და ა.შ.
ilo_elo
სტუდენტს აქვს სიცოცხლის უფლება
demo_49
ციტატა(ilo_elo @ Apr 21 2010, 2:04) *
სტუდენტს აქვს სიცოცხლის უფლება

rofl.gif
salomeaa
ციტატა(ilo_elo @ Apr 21 2010, 3:04) *
სტუდენტს აქვს სიცოცხლის უფლება

ilo_elo-ს კონსტიტუციის მე-2 მუხლი
devila
სტუდენტს ასევე უფლება აქვს აიცდინოს ლექტორის მიერ გამოქნეული რაიმე საგანი
uchinari
ციტატა(devila @ 21st April 2010 - 21:53) *
სტუდენტს ასევე უფლება აქვს აიცდინოს ლექტორის მიერ გამოქნეული რაიმე საგანი


ეგეთები კიდევ ხდება? :|
dembo
ხო გვაქ უფლება რომ კოლოქვიუმები არ გვემთხვეოდეს და არ ვირბინოთ აქეთ იქით? biggrin.gif
ნიმფა
არ გვაქვს :|dembo
I'm a lawyer
ვის შეიძლება მიმართოს სტუდენტმა, როდესაც მას ლექტორი ავიწროებს, ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით?

გთხოვთ სერიუზულად მიპასუხოთ და ნუ აქცევთ ამ საკითხს ქილიკის საგნად
Pulp_
ციტატა
ვის შეიძლება მიმართოს სტუდენტმა, როდესაც მას ლექტორი ავიწროებს, ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით?


დაწერე კონკრეტულად რას გულისხმობ, და რა არის შენთვის ყველაზე უარესი გაგება !!!

საგნებს გტენის ? გამცირებს ? ხელებს გიფათირებს ? სექსუალურად ძალადობს ?
I'm a lawyer
ციტატა(Pulp_ @ 22nd February 2011 - 11:32) *
საგნებს გტენის ? გამცირებს ? ხელებს გიფათირებს ? სექსუალურად ძალადობს ?


მე არ მითქვამს, რომ ჩემ თავს ხდება ეს ამბავი

ფაქტი აღვნიშნე და მაგათგან შეგიძლია ოთხივე იგულისხმო და ამის აღკვეთის უფრო უკეთესი გზა ვიკითხე

ისე მსგავსი სიმპტომები არა ერთს ეტყობა რომ იცოდე
Pulp_
ხო მეც ვიყავი სტუდენტი, თან საკმაოდ ბევრგან და ცოტა უარეს დროს, ვიდრე ახლაა, და კარგად ვიცი, რასაც გულისხმობ !

თვითონ ფაქტი რა თქმა უნდა გულის ამრევია, მარა დამიჯერე, მანდ მარტო ლექტორი არაფერ შუაშია !

სტუდენტსაც უსწორდება ეგ ყველაფერი რაც ხდება, ან ფიქრობს , რომ რაღაცას გამორჩება !

თუ არ უნდა ეს ყველაფერი, მაშინ პირდაპირ გაუშვას ეგ ლექტორი ერთ ადგილას და თუ კიდევ არ მოისვენებს , ეყოლება მაგ გოგოს ვინმე ახლობელი ბიჭი და დედის გლანდებს შეამოწმებიებს ეგეთ ლექტორს !
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.