დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: გამოჩენილი მოღვაწეები
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
mela777
აქ დავწეროთ გამოჩენილ და ცნობილ ქართველებზე რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე მეფეების გარდა ყველა პიროვნების დაწერა შეიძლება მეფეებზე არის ცალკე თემა და იმიტომ არ ააქვს მნიშვნელობა პიროვნება ცუდი სახელით არის შესული ისტორიაში თუ კარგით მთავარია მათ შესახებ ვიცოდეთ და მერე მერე ჩვენ თვითონ შევაფასებთ მათ


გიორგი სააკაძე

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1570, სოფ. ფელი ― გ. 3 ოქტომბერი, 1629, თბილისი), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი.

სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფ. ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).


ბიოგრაფია
სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰრონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.

სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609). სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. 1612 წლის 20 მაისს შეთქმულები თავს დაესხნენ სააკაძეს წავკისში, მაგრამ იგი გადარჩა და თავი სპარსეთს შეაფარა. მისი ყმა-მამული თავადებმა დაიტაცეს. შაჰ-აბას I-ის კახეთში ლაშქრობის დროს (1614-1617) სააკაძე ცდილობდა შერიგებოდა თავის მტრებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართლს შეძლებოდა თავდაცვა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სააკაძის მტრები შაჰის სამსახურში ჩადგნენ და ერთხელ კიდევ სცადეს მისი მოკვლა (1615).

1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს - ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; "ერთგულების ფიცის წიგნები" მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებს საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.

სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. მას შემდეგ, ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშის ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა
NaTuKa
ყველაზე გამოჩენილი და ცნობილი "ქართველი" იყო სტალინი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ნაკლებად იყო ქართველობის ღირსი
რაც შეეხება სააკაძეს, მის შესახებ სხვადასხვაგვარი აზრი არსებობს
mela777
იოსებ ბესრიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) (* 9 დეკემბერი/21 დეკემბერი, 1879, გორი - †5 მარტი, 1953, მოსკოვი), კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან.

ადრეული ბიოგრაფია
დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები.

"მესამე დასი"
სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.

რევოლუციის შემდგომ
თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და "პრავდის" რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციის სოციალისტურში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშით და მოხსენებით პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

სტალინი, 1918 წელსროგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს - სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-23). ერთდროულად, 1919-22, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.

სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918-20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით "პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში". 1922 აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.

როგორც სახელმწიფო-ეროვნული მშენებლობის დარგში ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშაკმა, სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა - წამოაყენა "ავტონომიზაციის" პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი გააკრიტიკა ვ. ი. ლენინმა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა გაითვალისწინა კრიტიკა, მთლიანად დაუჭირა მხარი ვ. ი. ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.

პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით "ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში".

ვ. ი. ლენინი შესანიშნავად იცნობდა პარტიულ კადრებს, დიდ ზეგავლენას ახდენდა მათ აღზრდაზე, კადრებს ანაწილებდა საერთი პარტიული საქმეების ინტერესების შესაბამისად, მათი ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება ლენინის "წერილი ყრილობისადმი", რომელშიც დახასიათებული არიან ცკ-ის მთელი რიგი წევრები, მ. შ. სტალინი, რომელიც ლენინს პარტიის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწედ მიაჩნდა. ამასთანავე 1922 წლის 22 დეკემბერს იგი წერდა: "ამხ. სტალინმა, როცა ის გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, და მე დარწმუნებული არა ვარ, შეძლებს თუ არა იგი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფება" (თხზ., გამოც. მე-4, ტ.36, გვ. 675). თავისი წერილის დამატებაში 1923 წლის 4 იანვარს ვ. ი. ლენინი წერდა "სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხ. სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყერადღებიანია ამხანაგებისადმი, ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ." (იქვე, გვ. 677).

სსრკ-ის სათავეში მოსვლა
ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულრურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაშ, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: "ლენინიზმის საფუძვლების შესახებ" (1924), "ტროცკიზმი თუ ლენინიზმი" (1924), "ლენინიზმის საკითხებისათვის" (1926), "ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში" (1926), "მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში" (1929), "აგრარული პოლირიკის საკითხებზე სსრკ-ში" (1929) და სხვები.

საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მშენებლობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.

ინდუსტრიალიზაცია
სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.

1941 წლის 6 დეკემბერსსსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამული ომის (1941-45) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ტავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელს მსოფლიოში.

1935-1938 წლების მასობრივი რეპრესიები
1935-1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. მსგავსი რამ ისტორიამ არ იცის. ქვეყანა რომელიც, "სოციალისტური სამოთხის" კარიბჭესთან იდგა, მოიცვა საყოველთაო ბოროტებამ, დაპატიმრება-გადასახლებამ, ურთიერთ ანგარიშის გასწორებამ, მკვლელობამ.

ამ შემზარავ მოვლენას ცხადია თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მამერჯვენები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალსქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღდეგაც იქნებოდა მიმართული.

რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღავაწეების მიმართ.

ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიიზკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.

თავდაპირველას სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე.წ. "სამეულები" რომლებსაც ”ოპერატიულად” გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ.შ. სასიკვდილოც).

ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.

სტალინის კულტის ჩამოყალიბება
სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზილი ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.

სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში "პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ" პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შედასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიენათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.

წარმომავლობა
არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ საიდან უნდა იყოს წარმოშობილი გვარი "ჯუღაშვილი". ერთ-ერთი ვერსიით ოსურად "ჯუღა" ნიშნავს "ნაგავს". გვარი "ჯუღაევი" საკამოდ გავრცელებულია ოსებს შორის, რომლებსაც ცარიზმის დროს გვარის დაბოლოება, როგორც წესი, ქართული ჰქონდათ . მეორე ვერსიით გვარი "ჯუღაშვილი" შეიძლება იყოს კახეთიდან, სადაც ახლაც არსებობს სოფელი ჯუღაანი.

1988 წელს გაზეთ "პრავდაში" დაბეჭდილი სტატია ამტკიცებდა, რომ ეს გვარი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან "ჯუღა", რაც თითქოს "ფოლადს" აღნიშნავს და ამით იხსნებოდა ფსევდონიმი "სტალინი", სადაც "სტალ" რუსულად "ფოლადს" ნიშნავს (сталь) და დაბოლოება "ინ" კი მეტად გავრცელებული იყო ბოლშევიკებს შორის და მას ვლადიმერ ლენინიც იყენებდა (Лен-ин).

ჯილდოები
სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919-52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952-53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925-43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები, უმაღლესი სამხედრო წოდება - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება (1945). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, "გამარჯვების" 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში წითელ მოედანზე.
MinistryOFMusic
აუფ სტალინის მეტი გამოჩენილი ქართველი ვერ ნახეთ?
pitagora
მე ილია ჭავჭავაძის ღვაწლს ვაფასებ ძალიან ,
გამოჩენილზე და პატრიოტზე საუბარი ზედმეტია.
მას საქართველოს უგვირგვინო მეფესაც უწოდებდნენ , ეს კი არ იყო შემთხვევითი.
იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართულ ისტორიაში.
MinistryOFMusic
pitagora ხოო ილია მაგრად მიყვარს მთელი მისი ცხოვრების და მისი პიროვნების მშურს , ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანია
seven
ვახტანგ მეექვსე.... ბევრია ისე 03.gif
rikardo kaka
ილია ჭავჭავაძეს,გიორგი სააკაძეს და გრიგოლ ხანძთელს გამოვარჩევდი. ამათ გარდა ბევრია კიდევ, მაგრა მატი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
MinistryOFMusic
ილია ჭავჭავაძე(დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.ბიოგრაფია [ვანსკი]დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.განათლება [ვანსკი]1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან - თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857-1861 - პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების - ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.შემოქმედება [ვანსკი]ამ წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა "ქართვლის დედა. ”სცენა მომავალ ცხოვრებიდან" (პირველი რედაქცია, 1860); პოემა "კაკო ყაჩაღი" - "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" (1860) - მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები "ხმა სამარიდან" (1857), "გუთნის-დედა", "ქართვლის დედა", "ჩემი თარიაღალი" (სამივე 1858), "ნანა" (1859), "ქართველ სტუდენების სიმღერა", "მუშა", "იანიჩარი" (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები - "ელეგია" (1859), "მესმის, მესმის" (1860), "გაზაფხული" ("ტყემ მოისხა ფოთოლი"..., 1861); "პოეტი" (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა "გლახის ნაამბობი" (I-IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა "კაცია-ადამიანი?!", სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა» ("ცისკარი", 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში "პასუხი" (1861) და "საქართველოს მოამბეზედ" (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. "ორიოდე სიტყვა"... იქცა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის საწყისად.სამშობლოში მოღვაწეობა ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი "დაუყუჩებელი ტკივილების" მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე. 1864 "ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად" მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ - საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით - მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868-1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან "გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები" (1865), გადაამუშავა "ქართვლის დედა" (1871) და "აჩრდილი" (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ "მგზავრის წერილებსა" (1871) და "გლახის ნაამბობზე" (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები - "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა" და "ბედნიერი ერი" (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი - "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია" (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები "გამოცანები", "კიდევ გამოცანები" და "პასუხის პასუხი" (1871-1872).1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879-1885 - "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ."ივერია" [ვანსკი]1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა - "ივერია", რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი"; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა "დიმიტრი თავდადებული", რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882-1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა "განდეგილი", რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი "ბაზალეთის ტბა" (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება "ოთარაანთ ქვრივი", რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.1870-1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და "ვეფხისტყაოსანი"», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის ("აი, ისტორია", 1889; "ქვათა ღაღადი", 1899 და სხვ.); ეკონომიკის ("კერძო და სათემო მიწათმფლობელობა", "ხიზნების საქმე", ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე - ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის - დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: "...გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ..." ("პედაგოგიური თხზულებანი", თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: "პედაგოგიკის საფუძვლები" (1888).ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე - დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.ეროვნული მოძრაობა [ვანსკი]მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის
B'A'R'O'N'i
ილია ჭავჭავაძე
TUSI
დავით აღმაშენებელი
B'A'R'O'N'i
ბევრი გამოჩენილი ქართველის ჩამოთვლა შძეიძლება მაგრამ საკიტხავია მომავალში ვინ ჩაითვლება გამოჩენილ ქართველად ჩვენი და ცოტა უფროსი თაობიდან?
ninikusa
ციტატა(MinistryOFMusic @ 14th March 2008 - 15:58) *
აუფ სტალინის მეტი გამოჩენილი ქართველი ვერ ნახეთ?

სტალინზე გამოჩენილი ქართველი არ გვყავს, საქმე ისაა რა სახით გამოჩნდა, უსაზიზღრესი ადამიანი იყო არაპატრიოტი, ტირანი, დესპოტი, ჯობდა არც დაბადებულიყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ მსოფლიოს ეშინოდა მისი, თუმცა საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია, პირიქით
Shabdub
მახარე იყოო ყველაზე "გამოჩენილი".. მითრიდატისს შვილი..

თუუ ეგ ქართველი არაა ხო?.. 8.gif
mela777
დაწერეთ გამოჩენილი მოღვაწეები და თან რომელიმეს ბიოგრაფიული მონაცემები მოაყოლეთ თორე პოსტი ოფად ჩეგეთვლებათ
Panther
სტალინი არ მევასება რა,მაგას რომ ომი არ მოეგო ჰიტლერისთვის,ახლა ასეთ სიტუაციაში არ ვიქნებოდით..

OK,მე მაპატიეთ,რამეს მოვძებნი და დავწერ,ახლა ძაან გვიანია და მეძინება პროსტა.. smile.gif
monte kristo
ციტატა(ninikusa @ Mar 28 2008, 19:49) *
სტალინზე გამოჩენილი ქართველი არ გვყავს, საქმე ისაა რა სახით გამოჩნდა, უსაზიზღრესი ადამიანი იყო არაპატრიოტი, ტირანი, დესპოტი, ჯობდა არც დაბადებულიყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ მსოფლიოს ეშინოდა მისი, თუმცა საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია, პირიქით


სტალინი მართლა დიდი ადამიანი იყო როგორც მართველი. ისე სტალინს ჭავჭავაძემ ლექსიც კი დაუბეჭდა რადგან ფიქრობდა რომ პატრიოტი ადამიანი იყო. სტალინის შესახებ ბევრი არ ვიცი მაგრამ გამიგონია რომ მას საქართველოში არ აფასებდნენ ამიტომაც იყო ასეთი ქართველების მიმართ
monte kristo
არამეფეებიდან ყველაზე დიდი იყო ილია ჭავჭავაძე. ის რომ არ ყოფილიყო დჭეს საქართველო არ იარსებებდა. ნიკო ნიკოლაძე ამბობდა (თუმცა ის ილიას სასტიკი მოწინააღმდეგე იყო), რომ ილია იყო უჯარო გენერალი ხოლო ჯარი შემდეგ შეიქმნა.
shelo1
გამოჩენილი მოღვაწეები ? - ქართველებისთვის ილია , მსოფლიოსთვის კი ჰიტლერი
bimo
ზვიად გამსახურდიას ებრძოდა რუსეთის 100 000 ჯარისკაციანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი,როსტოვის სპეცნაზი, ძერჟინსკის დივიზია(9 აპრილის შემომქმედი) ედუარდ ბალტინის შავი ზღვის ფლოტი(აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი როლის შემსრულებელი!), ეს ყველაფერი რუსების მიერ საქვეყნოდაა აღიარებული!რუსეთის აგენტურა-იოსელიანი,კიტოვანი,სიგუა,ყარყარაშვილი(აფხაზეთში რუსებთან ომის შემდეგ მოსკოვის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა დათუაშვილთან ერთად),ხაინდრავები,ბერძენიშვილები,არველაძე, პრეს-კლუბი,გია ჭანტურიას ედპ, ზურაბ ჟვანიას მწვანეები,იმედი,ავაზა,თეთრი არწივი,ბათიაშვილი... მის მიერ მოცემული დამოუკიდებლობის პასპორტით ბლატაობთ საზღვარგარე !მადლობის მაგიერია?თუ გინდოდათ ელცინის და პუტინის უკანალში დარჩენა ,მაშინ გასაგებია თქვენი აგრესია ზვიადის და მერაბის მიმართ..."ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა,არამედ-ქვეყნიდან გაძევებაც.მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით,გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს".( პარიზი,ჟურნალი გუშაგი,1994წ.N1).ამის შემდეგ საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!თსუ ყოველთვის ზვიადთან და მერაბთან იდგა!!!
ladreri
დავითი,ილია,ზვიადი... რაც შეეხება სტალინს მან რუსეთში დიდი უპირატესობით მოუგო ყველასმ,თუმცა პუტინის დავალებით ნეველი გაიყვანეს....მან რუსეტის იმპერიისთვის ბევრი გააკეთა,ხოლო ჩვენთვის,კავკასიელებისათვის გენოციდის და დეპორტაციების გარდა არაფერი გაუკეთებია...მან ლენინთან ერთად გაწყვიტა ათეულობით მილიონი ადამიანი,გულაგებში გამოამწყდია უფრო მეტი,საკონცენტრაციო ბანაკები ლენინთან ერთად შექმნა ,რაც ჰიტლერმა "წარმატებით" გამოიყენა!!!
ნიმფა
ალექსანდრე კახეთის მეფე იყო და არის ჩემი საყვარელი ისტორიული ფიგურა.. შვილმა რომ თავი მოაჭრა, აი ის... sad.gif
davi1
ზვიად გამსახურდია,წმ.დავითი,წმ.ილია მართალი,წმ. ვახტანგი,გიორგი ბრწყინვალე...
ნიმფა
ალექსანდრე მეფე...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.