დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სტუდენტები სისტემის წინააღმდეგ
თსუ ფორუმი > მთავარი > სტუდენტური ინიციატივები
aivi



ფორუმისმიერნო დანო და ძმანო... ჩვენ ყველანი ვართ სტუდენტები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად გვატყუებენ და პირი ჩალაგამოვლებულს გვტოვებენ.
მე მაგალითად, მეოთხე წელია უნნივერსიტეტში დავეხეტები, კარგი სტუდენტი მქვია, მაგრამ სინამდვილეში ცარიელი ხელებით ვტოვებ უნივერსიტეტს, ცოდნის, პრაქტიკის და ყველაფრის გარეშე. სახელმწიფო-ოჯახი-ჩვენ ყოველწლიურად ჩვენს სწავლაში ვიხდით ფულს, რომლის საფასურადაც უნივერსიტეტში გარკვეული მმსახურეობა უნდა მივიღოთ. ჩვენ გვაბოლებენ და ამ მომსახურეობას ძალიან უხარისხოდ ვღებულობთ. _ მე მაქვს ასეთი შეგრძნება. თქვენ გაქვთ ასეთი გრძნობა?


აქვს ვინმეს სურვილი ეს ასე არ დარჩეს და რაიმე სახით, თუნდაც სიმბოლურად შევეწინააღმდეგოთ ამ მარზმს?


მისს გრინის იდეით დღეს მე მისს გრნმა და კიდევ ერთმა მეგობარმა უივერიტეტში ჩვენი უწყინარი პროტესტი გამოვხატეთ _ განცხადებები მივაკარით სტენდებზე. დაცვამ ეს სტენდები პირწმინდად გაასუფთავა და მას თითმმართველობა მიეხმარა. რომ ავუყვირდით, ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას არღვევთთქო, ძალიან კი დაიბნენ ის დაცვის,,ვაჟკაცები'', ერთმა ჩაიბუტბუტა, ჟენევის კონვენციები არ გვინდა ახლაო, მეორემ _ პასუხისმგებლობა ვიღაც მითიურ ზემდგომს გადააბარა, მე ასე მავალებენ და რა ვქნაო. მერე დააყოლეს რომ ყველაფრის უფელბა აქვთ, და ამ ყველაფერშითUრმე თუ საჭიროა სტუდენტისთვს იარაღის დამიზნება და ტყვიის შუბლში მირჭობაც შედის. მოკლედ, მეც არ ველოდი, რომ ადამიანები ასე გაუცნობიერებლად იქნებოდნენ ბიუროკრატიული, გახრწნილი აპარატის ზომბირებული ჭანჭიკები.

მე მინდა ამის შეცვლა, ან ამის შესაცვლელად ბრძოლა მაინც.
არის აქ ვინმე ,,ცოცხალი და მფეთქავი?''

პს.ლინკები საკითხის გარშემო
http://www.facebook.com/?ref=home#!/no...p;id=1345498663

http://chankotadze.wordpress.com/2010/10/1...83%9A%E1%83%98/









-FLyER-
ეს ყველაფერი კი კაია მაგრამ მაგდენი ხალხია რ მოგროვდება რამე რომ გამოვიდეს, ასე ეხლა კი მომხდარა ლუი რომელიგაცა სულ რამოდენიმე კაცმა გადააყენა მაგრამმმმ : ))))
aivi
მაგდენი ხალხი რა, მიშას გადაყენება ხო არაა ჩვენი მიზანი, არც რექტორის კიდე და არც თვითმმართელობის ცემა girl_crazy.gif

ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მკაფიოდდა გასაგებად გამოვთქვათ პრეტენზიებუ, რომ უბრალოდ, იძულებულები გახდნენ შეიმჩნიონ საპირისპირო აზრის და კრიტიკის არსებობა.
შეგვიძლია რაიმე პერფორმანსები მოვაწყოთ, რამე ორიგინალური აქცია მოვიფიქროთ, სულ ერთია... სამი ვიქნებით _ სამი გავაკეთებთ, ოთხი ვიქნებით _ ოთხი, თუ 40 და 70 ვიქნებით კიდე უფრო კარგი...
demo_49
იდეალურისგან შორს ვართ ნამდვილად
ნამდვილად
ნამდვილად
aivi
კიიჰ, შორს ვართ... მთავარია, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაც და იმ გაბობრუტუნებულ დაცვას, ლექტორს, თვითმმართელობის მოძველბიჭო ელემენტს თუ ვინც იქნება, შეგვიძლია არ დავაჩმორებინოთ თავი.


აუჰჰ, წინა კვირაში იურისტების ბიბლიოთეკაში შევესწარი ხალო ფაქტს (იურისტი არ ვარ, ისე ვსარგებლო ხლმე სიმყუდროვით), ვიღაც გაპრიალებული ჯემალ-ძია შემოვიდა და უეცრად ცოფიანივით აღრიალდა: ,,ხომ გითხრით ბავშვები წიგნებთან არ მიუშვათთქო'' _ წარმოიდგინეთ! მარაზმია girl_crazy.gif
აღმოჩნდა რომ ეს ძლია იურისტების ბიბლიოთეკის დირექტორია და ტან სისხლის სამართლის ლექტორი (მე თუ მკითხავ, დამნაშავეც _ რა უნდა იყოს იმაზე უარესი სტუდენტს რომ წიგნით სარგებლობას აუკრძალაბ ბიბლიოთეკში). ჰოდა ამ ძია-ჯემალმა გადაწყვიტა, რომ სტუდენტები ინგლისურ წიგნებს არ მიკარონ და თუ რამე კნკრეტული დაჭირდებათ ბიბლიოტეკარს უნდ გადმოაღებინონ და მათი კონტროლის ქვეშ ისარგებლონ............
ლოლ!
girl_crazy.gif
salomeaa
ვაიმე ჩემი ავსულიიიიიიიიიიიიი wub.gif
თუ თსუ-ში პროტესტია უკვე ვიცი - ჩემი მწვანეთვალება აპროტესტებს: D

რა გითხრა აბა ერთი და ორი კაცის პროტესტი არ შეცვლის სისტემას
პროტესტი უნდა იყოს მასიური, უნდა იყოს მასშტაბური.
Maestro
salomeaa

სამწუხაროდ მასიური პროტესტის გამოხატვა ძალიან ძნელად მოსახერხებელია. ყველა სტუდენტს რატომღაც ეშინია, რომ არაფერი გამოვიდეს მერე გადაგვეკიდებიანო.
aivi
ციტატა(fisherman @ 19th October 2010 - 13:51) *
უნივერსიტეტის ბეჭედი რომელ განცხადებასაც არ აკვრია ყველის ჩამოხსნის უფლება აქვთ, ასე რომ ამ შემთხვევაში ვერ გაამტყუნებ, სხვა საკითხია რა ფორმით ხდება ეს და ვინ აკეთებს ამას

კი, მართალია ეგ. ოღონდ ამ სტენდებზე უამრავი განცხადება იყო კიდე გაკრული, რომელთაგანაც მარტო თვითმმართველობისებს ქონდათ ბეჭდები, მაგრამ დანარჩენები მაინც არ ჩამოუხევიათ. ჰოდა მაგაზე გავუხურეთ რა თქმა უნდა :დ დაცვაც დაიბნა, რომ მიხვდა სხვა უბეჭდოები არ ქონდა ჩამოხეული და პირდაპირ ამას ეცა

ციტატა(fisherman @ 19th October 2010 - 13:51) *
ვერც ამაში გაამტყუნებ, რადგან ბევრი სტუდენტი წიგნებს იპარავს და სახლში მიაქვს, მაგრამ ჯემალა ძიას ეს შეიძლება სხვანაირად ეთქვა, გამოხატვის ფორმა სხვანაირი ყოფილიყო

არა, მაგაში გაამტყუნებ. მაშინ, მაგ ლოგიკით, სულ გააუქმონ ბიბლიოთეკა და ეგაა, ავშვებიც ვეღარ მოიპარავენ წიგნებს. თუმცა მართალი ხარ, ყველაზე გამაღიზიანებელი, რა თქმა უდა, ი ჯემალძიას გამოხატვის ფორმა და მიზანი იყო girl_crazy.gif


salomeaa

მწვანეთვალება ავსული მაესტროს ეთანხმება _ და თან, ყველა პროტესტი თანდათან იწყება, სოკოებივით, ერთ ღამეში ხომ არ ამოდიანმიწიდან დიდი დემონსტრაციები dntknw.gif
MJA
ყველა რატომ ამბობს მასიური მაშტაბური, მასიური მაშტაბური?? მასიურობა და მაშტაბურობა თითო ადამიანისგან მოდის.
uchinari
თუ რამეს დააპირებთ, გამაგებინეთ.

საჩივარი დაწერეთ გამოხატვის თავისუფლებაზე რექტორის სახელზე.
Maqciaa
uchinari


: ))))
Vagabond
პირველკურსელი ვარ და საშინელი წარმოდგენა შემექმნა უკვე თსუ-ზე..... ვნანობ რომ აქ ჩავაბარე. უყურადღებო პერსონალი და უკულტურო ლექტორები ჰყავთ ( ზოგიერთებთან ბოდიში)
salomeaa
ციტატა(Vagabond @ Oct 25 2010, 17:42) *
პირველკურსელი ვარ და საშინელი წარმოდგენა შემექმნა უკვე თსუ-ზე..... ვნანობ რომ აქ ჩავაბარე. უყურადღებო პერსონალი და უკულტურო ლექტორები ჰყავთ ( ზოგიერთებთან ბოდიში)

ფაკულტეტი?

ციტატა(MJA @ Oct 22 2010, 0:29) *
ყველა რატომ ამბობს მასიური მაშტაბური, მასიური მაშტაბური?? მასიურობა და მაშტაბურობა თითო ადამიანისგან მოდის.

იმიტომ რომ როცა ერთი და ორი სტუდენტი აქტიურობს და პროტესტს გამოთქვამს- ინტრიგანი გამოდის ის სტუდენტი. ადმინისტრაცია გკითხავს შენს გარდა 600 სტუდენტი სწავლობს შენს კურსზე და მარტო შენ რატომ აპროტესტებ ლექციას,სემინარს, წიგნების არ ქონასო.. როცა სტუდენტების სერიოზული კონტიგენტი ( თუნდაც რაოდენობრივი) გააპროტესტებ ფაკულტეტის ადმინისტრაცია იძულებული იქნება ყურადღება მოგაქციოს.
მარტივ მაგალითს გეტვი- იურიდიულზე იყვენენ ლექტორები, რომლებიც მასიურად კოლოქვიუმებში წერდნენ დაბალ ქულებს, საერთოდ არ კითხულობდნენ და ბოლოში ეწერა 0 ქულა. ჩემი კურსიდან 80% გააპროტესტა და შედეგი იყო ის, რომ ლექტორი იძულებული გახდა წაეკითხა ჩვენი ნაწერები და შესაბამისი ქულები დაეწერა. იცი რატომ? ეს საკითხი დეკანამდე მივიდა და დეკანატმა ამხელა პროტესტი სამართლიანად მიიჩნია. 1 ან ორი სტუდენტი რომ მისულიყო ლექტორთან ნაწერსაც არ აჩვენებდა.
Vagabond
salomeaa
ზოგს საერთოდ არ აინტერესებს სისტემის პრობელემები და შესაბამისად არ აგყვებიან ამგვარ საქმეში..... ჯოხი კი აქტიურ ( ,,ინტრიგან'') სტუდენტებზე ტყდება
Maestro
ციტატა(Vagabond @ Oct 26 2010, 13:00) *
salomeaa
ზოგს საერთოდ არ აინტერესებს სისტემის პრობელემები და შესაბამისად არ აგყვებიან ამგვარ საქმეში..... ჯოხი კი აქტიურ ( ,,ინტრიგან'') სტუდენტებზე ტყდება



ძალიან ბევრჯერ "მიინტრიგანია", მაგრამ ჯოხი არასდროს გადატეხილა ჩემზე. საქმე ისაა, რომ ჯოხის გადატეხვის შიში აქვს ბევრს და მაგიტომაც არიან ცხვრებივით ჩუმათ.
salomeaa
ციტატა(Vagabond @ Oct 26 2010, 14:00) *
salomeaa
ზოგს საერთოდ არ აინტერესებს სისტემის პრობელემები და შესაბამისად არ აგყვებიან ამგვარ საქმეში..... ჯოხი კი აქტიურ ( ,,ინტრიგან'') სტუდენტებზე ტყდება

ჯოხის გადატეხვაზეა მერე აქ საუბარი?
აქ არის საუბარი რეალურ შედეგზე?
რა შედეგი მოჰყვა ამ თქვენს პროტესტს, მიტინგს აი ამას ვკითხულობ მე


ციტატა(Maestro @ Oct 26 2010, 15:39) *
ძალიან ბევრჯერ "მიინტრიგანია", მაგრამ ჯოხი არასდროს გადატეხილა ჩემზე. საქმე ისაა, რომ ჯოხის გადატეხვის შიში აქვს ბევრს და მაგიტომაც არიან ცხვრებივით ჩუმათ.

+1
მე როცა ვთვლი რომ გასაპროტესტებელია ვაპროტესტებ და არ ვარ ჩუმად რაღაცის ან ვიღაცის შიშით.
მაგრამ როცა ვხვდები, რომ ჩემი, როგორც ერთი ინდივიდის პროტესტი არაფერს შეცვლის იქ გაღებულ კარს არ ვამტვრევ
ganwiruli

მე რაც ვირბინე და ვაპროტესტე და არა მარტო მე....იცი რა ცუდად ვარ? საკუთარი პროფესია მძულს,ვცდილობ ყველაფერი ამოვირეცო გონებიდან რაც უნიში მიტენეს.ასეთი დაბოღმილი და იმედგაცრუებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.აქედან გაქცევა მინდა,მაგრამ არ მინდა ასეთი დაბოღმილი წავიდე აქედან.ვიცი ასეთ შემთხვევაში აღარ დავბრუნდები.არ დამიწყოს ზოგიერთმა ეხლა რაგაცეები რააა უმეტესობა კრიტიკით შემოიფარგლება.ყველა გამოთქვავს პროტესტს მაგრამ ხმამაღლა არასოდეს გამოთქვავს.არავის არ ვუსურვებ იმას რაც მე გამოკეთეს sorry.gif cray.gif

ციტატა(Vagabond @ Oct 25 2010, 17:42) *
პირველკურსელი ვარ და საშინელი წარმოდგენა შემექმნა უკვე თსუ-ზე..... ვნანობ რომ აქ ჩავაბარე. უყურადღებო პერსონალი და უკულტურო ლექტორები ჰყავთ ( ზოგიერთებთან ბოდიში)

გირჩევ მალე უშველო თავს
salomeaa
ციტატა(ganwiruli @ Oct 31 2010, 20:54) *
არავის არ ვუსურვებ იმას რაც მე გამოკეთეს sorry.gif cray.gif

რა გაგიკეთეს? რომელ ფაკულტეტზე?
ganwiruli
მეოტხე კურსზე და რა მაგას ვერ დავწერ cray.gif ,ისეთი რაგაც გამიკეთეს 3 თვე ჩემები მარტო არ მტოვებდნენ თავი რომ არ მომეკლა.ოღონდ მართლა,ჯერ მთელი 4 წელი მტანჯეს მაგრამ ვიტანდი მაგრამ........
Vagabond
ყველამ ისე გაიგო თითქოს არაფერს ვამბობ და ჩუმად ვარ ჯოხის გადატეხის გამო.... ეს იმიტომ ვთქვი რომ რამდენჯერაც პროტესტი გამოვხატე არავინ ამყვა, იმიტომ რომ არავის სჯერა იმისა, რომ შესაძლებელია შევცვალოთ რაღაცა ამ საშინელ სისტემაში.... საბოლოოდ ზოგიერთი ლექტორის უაზრო რეპლიკები ჩემი მისამართით მოდიოდა
salomeaa
ციტატა(ganwiruli @ Nov 1 2010, 21:12) *
მეოტხე კურსზე და რა მაგას ვერ დავწერ cray.gif ,ისეთი რაგაც გამიკეთეს 3 თვე ჩემები მარტო არ მტოვებდნენ თავი რომ არ მომეკლა.ოღონდ მართლა,ჯერ მთელი 4 წელი მტანჯეს მაგრამ ვიტანდი მაგრამ........

PM მომწერე თუ ასე ვერ დაწერ
გაოცებული ვარ ასეთი რა გაგიკეთეს
uchinari
აქ ტკეპნით ვერაფერს მივაღწევთ. რეალური ქმედებების დროა!

თუ საჭიროა, მივმართოთ მასობრივ მობილიზაციას, პროტესტი გამოვხატოთ ლექციებზე არ შესვლით ან სირცხვილის დერეფნებიც გავაკეთოთ. smile.gif)

ციტატა(salomeaa @ 2nd November 2010 - 20:19) *
გაოცებული ვარ ასეთი რა გაგიკეთეს



ხოოო, მე თავი არ მომიკლავს. უფრო ქმედ ღონისძიებებს მივმართე - სასამართლოს. smile.gif
salomeaa
ციტატა(uchinari @ Nov 3 2010, 20:27) *
ხოოო, მე თავი არ მომიკლავს. უფრო ქმედ ღონისძიებებს მივმართე - სასამართლოს. smile.gif

შენ მაინც დაწერე რატომ და სასამართლოში მოიგე თუ არა საქმე?
uchinari
salomeaa

დიდი საქმეა. პირველმა ინსტანციამ არ დამიკმაყოფილა.

არც ერთი ჩემი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა

სააპელაციოსთვის, მერე უზენაესისთვის და ბოლოს სტრასბურგისთვის ვემზადები.
salomeaa
ციტატა(uchinari @ Nov 4 2010, 0:12) *
salomeaa

დიდი საქმეა. პირველმა ინსტანციამ არ დამიკმაყოფილა.

არც ერთი ჩემი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა

სააპელაციოსთვის, მერე უზენაესისთვის და ბოლოს სტრასბურგისთვის ვემზადები.

იურისტი ვარ და რაღაც გამეგება
დიდი საქმიდან ძირითადი მითხარი რას დაობ? მარტივად ერთი წინადადაებით
თსუ-ს უნდა გაეკეთებინა ეს _______________________
და არ გამიკეთა
uchinari
salomeaa


უნდა ეღიარებინა კრედიტები

განცხადების დაწერიდან პასუხი გამცა 6 თვეში, მაგ დროს გამოიცა ბრძანება, რომელმაც გააუარესა ცემი მდგომარეობა.

არ გამოიყენეს მაშინდელი ბრძანება. ნორმატიული აქტის უკუ-ძალას ვითხოვ
salomeaa
ციტატა(uchinari @ Nov 4 2010, 21:23) *
salomeaa
უნდა ეღიარებინა კრედიტები
განცხადების დაწერიდან პასუხი გამცა 6 თვეში, მაგ დროს გამოიცა ბრძანება, რომელმაც გააუარესა ცემი მდგომარეობა.
არ გამოიყენეს მაშინდელი ბრძანება. ნორმატიული აქტის უკუ-ძალას ვითხოვ

ჰოო ნორმატიული აქტის უკუძალა ცოტა რთულდება
განცახდების დაწერიდან 6 თვეში რომ გაგცა პასუხი ამაზე რა თქვა სასამართლომ?
uchinari
salomeaa



მსგავსი პრეცენდენტი დაუშვა უკვე 3-ჯერ თსუ-მ

არც არაფერი არ თქვა

სააპელაციო შემაქვს ორშაბათს
tacka01
ვუძლებს უკვე დღეებს ვითვლი როდის მოვრჩები მაღლივში სწავლას.. მეზიზღება ყველაფერი რაც ლექციას და გამოცდებს უკვაშირდება... ლექციებზეც უნდა იაროთო კიდევაც უნდა იმუშაოთო და თან სამსახური თქვენით მოძებნოთო.. smile.gif თან არაფერიც არ უნდა გასწავლოთო ისევ იგივე და ერთიდაიგივე რასაც 4 წელია გასწავლითო.. smile.gif და პრეტენზია გაქვთო? smile.gif ოოხ ნეტა როდის მოვა თქვენი დრო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.