დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მუხლი 171
თსუ ფორუმი > კალეიდოსკოპი > საფიხვნო
samuraisxmali
მოკლედ, ლუდზე ხო გავხსენი, 80 ლარი ჯარიმაოდ ა რაღAც, უარესი ყოფილა, ამიტომ ეს თEმა იყოს და ის დახურეთ.

მოკლედ

ეს ლინკი ინტრიგანებისთვის.

ეს კი ჩვენთვის:

ციტატა
მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა

1. სპირტიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, -
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
2. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმისათვის ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისათვის, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან რვა მინიმალურ ოდენობამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების მიღება ჩაითვლება არასაკმარისად, - (ეს პუნქტი/ნაწილი არ არის შსს-ს კომპეტენცია)
4. ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღე-ღამემდე.
საზოგადოებრივ ადგილებში თექვსმეტ წლამდე მოზარდების მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების სმა, -
გამოიწვევს მშობლების ან მათი შემცვლელი პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.


რა გამოდის, ქუჩასი მთვრალი ვერ გასულხარ? ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რესტორანში რომ დალევ, იქვე უნდა გამოფხიზლდე? ყლოოოოლ :|


ციტატა
,,თავდაპირველად მათ მოწევა აკრძალეს, მაგრამ ხმა არ ამომიღია, რადგან აღარ ვეწოდი და თან მავნებელიათქო ვიფიქრე. მერე მიტინგები აკრძალეს, მაგრამ ხმა არ ამომიღია, რადგან კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი მიტინგებს. ამას სკვერებში და პარკებში კოცნის აკრძალვა მოჰყვა, გამეცინა, მერე რა, თან მაგ ასაკიდან მაინც გამოვედიმეთქი. ბოლოს კი დალევა აკრძალეს და წამოვიყვირე, წავედით, ჯინაზე დავლიოთმეთქი, მაგრამ აღარავინ იყო, ქუჩაში ჩემთან ერთად რომ დაელია''
alchemist
რესტორანში დალევას და მერე სახლში მთვრალს წასვლას არავინ გიკრძალავს
ციტატა
გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ


ისე გეთანხმები რომ ცოტა არასწორადაა აზრი ჩამოყალიბებული. მაგრამ ვისაც უკეთესად შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ, ჰა ბურთი და მოედანი. biggrin.gif

ლუდის ბოთლით ხელში არავინ დაგაჯარიმებთ, მაგრამ თუ 10 კაცი დადგებით ქუჩაში ლუდის კათხებით და შებოლილი თევზით, თქვენ თვითონ როგორ გგონიათ, არ ხართ დასაჯარიმებლები? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
samuraisxmali
ციტატა(alchemist @ 24th June 2011 - 16:45) *
რესტორანში დალევას და მერე სახლში მთვრალს წასვლას არავინ გიკრძალავს

აბა ეს ნახე
ციტატა(samuraisxmali @ 24th June 2011 - 1:06) *
ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა

სიმთვრალე ვერ უნდა შეგნიშნონ ე.ი.



ციტატა(alchemist @ 24th June 2011 - 16:45) *
ლუდის ბოთლით ხელში არავინ დაგაჯარიმებთ

როგორ გეკადრება, რუსთავში უკვე ყველა ლუდს პარკებში ადებინებს გამყიდველს, ხელში ბოთლით თუ დაგიჭირეს, მარტო პოლციელის კეთილი ნება თუ გიშველის. default.gif
alchemist
რუსთავში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ამაზე ვერაფერს გეტყვი. შეიძლება ამ მხრივ მანდ ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო რომ პოლიცია რადიკალურ ნაბიჯებზე მიდის. მაგრამ:

ციტატა
ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა


ეს ნიშნავს რომ რესტორნიდან თუ ისეთი მთვრალი გამოდიხარ რომ აშკარად გეტყობა, საზოგადოებრივ ადგილებში (თეატრში, კინოში, სკვერში და .ა.შ.) კი არა სახლში უნდა წახვიდეო. ამაში არანორმალური და მიუღებელი არაფერია.
და ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობას ჩემი განმარტება არ ჭირდება.

დიდი ხნის წინ არ იყო ის დრო მზიურში და ვერის პარკში რომ ჩაკიდულებს სვამდნენ 16 წლის ბავშვები.
*ScorpiOnS
ტყუილია
samuraisxmali
რა არის ტყუილი, აგერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ნახე 171-ე მუხლი.
*ScorpiOnS
samuraisxmali

აუ ნუ გაქვს ეგ უაზრო პათოსი რა

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ajarimebth.html

აჰა და ნახე რო ტყუილია
samuraisxmali
*ScorpiOnS
უაზროც ხარ და ვოფშემ, შენი ლინკი მკვდარია.
*ScorpiOnS
samuraisxmali

არ იყო მკვდარი გუშინ
სანამ დაგილინკავდი გავხსენი
არ არის აკრძალული მოკლედ
მოვისმინე კიდეც
და უაზრო ხართქო არ მითქვამს
და ნორმალურად
samuraisxmali
ციტატა(*ScorpiOnS @ 25th June 2011 - 15:39) *
და ნორმალურად

შეარჩიე ხოლმე ნათქვამი და ნორმალურ პასუხსაც მიიღებ default.gif
*ScorpiOnS
samuraisxmali

მე არ მითქვამს შენ ხარ უაზრო თქო
შენი პათოსი იყო უაზრო
ნუ აურევ ერთმანეთში )
ნიმფა
რაღAც კანონი სემოვიდა ალკოჰოლის დალევის აკრძალვასტან დაკავშირებიტო და მაგაზე ხო არ ამბობტ?
HYENA
შენ ლუდი გაქ გაცჰერილი ეხლა ხო ნინ ? rofl.gif
seven
მე დაჯარიმებული კაციშვილი არ მინახავს და რავი : )) არც ზასაობაზე არც ჟიმაობაზე, არც მოწევაზე არც ლუდზე და რავი და იგონებთ რაღაცეებს : D
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.