დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: თსუ ახალგაზრდული ცენტრი
თსუ ფორუმი > მთავარი > სტუდენტური ინიციატივები
vajabatumi
ჩვენ, თსუს ახალგაზრდული ცენტრის წევრები, განსხვავებით თვითმმართველობის ნაციონალი წევრებისაგან, წარმოვადგენთ თავისუფალ და აპოლიტიკურ სტუდენტურ გაერთიანებას და გვინდა, თქვენთან ერთად დემოკრატიული არჩევნებით შევცვალოთ იგი. მოგეხსენებათ, დღევანდელი თვითმმართველობის წლიური ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება და თუ თქვენ გაგიჩნდებათ სკეპტიციზმი, თუ რატომ უნდა დაგვიჭიროთ მხარი, იფიქრეთ მარტივად, ამ მილიონი ლარიდან თვითმმართველობამ რამდენი დახარჯა თქვენზე და ოდესმე დაიცვა თუ არა თქვენი უფლებები.
გპირდებით, ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, თვითმმართველობაში მოხვალთ თქვენც და ყველაფერი იქნება გამჭირვალე.
ერთად შევცვალოთ სტუდენტური მომავალი უკეთესობისკენ!

ჩვენ ვთანამშრომლობთ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
იავნანას ფონდი
ფონდი ივერიისა
სამართლიანი არჩევნები

შემოგვიერთდით!
საკონტაქტო ინფორმაცია: 555-420-423 598-233-054 574-777-506

http://www.facebook.com/tsuaxalgazrdulicentri
სარა
წარმატებები ))
inki
რა ხდება თვითმმართველობის არჩევნები ხომ არ მოახლოვდა rolleyes.gif ? თუ გამოჩნდით ისინი ვისაც ამდენი ხანი ველოდით ?
vajabatumi
ჩვენი ორგანიზაცია თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრი, წარმოადგენს თავისუფალ და აპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მიზანია დემოკრატიული არჩევნებით შეცვალოს არსებული თვითმმართველობა და თქვენთან ერთად ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის დეპოლიტიზირებას. დროა თითოეულმა სტუდენტმა გააცნობიეროს უნივერსიტეტის აკადემიური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ღირსეულ საქმეში. როგორც ცნობილია დღევანდელი თვითმმართველობის წლიური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით ერთ მილიონ ლარს, რომელიც იხარჯება არაეფექტურად და თანაბრად არ ნაწილდება ყველა სტუდენტზე. მიგვაჩნია რომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სამართლიანობის აღდგენისა და ღირსების დაბრუნებისკენ.
ჩვენ გპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობის საქმიანობა იქნება გამჭირვალე, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური გარემოს გაუმჯობესებასა და წარმატებული სტუდენტების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობას. ვფიქრობთ რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში სტუდენტური დამოუკიდებლობის შელახვა ვერ გააუმჯობესებს ახალგაზრდების სამოქალაქო მდგომარეობას


http://www.facebook.com/tsuaxalgazrdulicentri დაალაიქეთ თსუ-ს სტუდენტებო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.