დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
kaxakaxa
ყველას მოგესალმებით,
გაიხსნა ახალი თემა.
თემის მიზანია ფორუმზე გამოვლინდეს საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე.
ყველა მონაწილეს შეუძლია ერთ პოსტში დატოვოს მხოლოდ ერთი ფოტო იმ კუთხისა, რომელსაც მხარს უჭერს. ორი ფოტო ერთ პოსტში დაუშვებელია! (სხვა პოსტში დადეთ თუ გინდათ სხვა ფოტო).
თუ ატვირთავთ რომელიმე კუთხის ცრუ ფოტოებს ის კუთხე მთლიანად მოიხსნება კონკურსიდან. მაგალითად, ზოგმა შეიძლება მალდივის სურათები გამოფინოს და მიაწეროს რომ ურეკია ან შვეიცარიის ალპების სურათი ატვირთოს და თქვას რომ კავკასიონია. ასეთი გაუგებრობებისაგან თავის დასაცავად უნდა მიუთითოთ წყარო! (საიტი, ან თუ თქვენი გადაღებულია დაწერეთ რომ თქვენ გადაიღეთ).
2012 წლის 20 ივლისის ჩათვლით, რომელ კუთხესაც მეტი ხმა ექნება, ის კუთხე მიიღებს საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხის სახელს.
რაც შეეხება ფორუმელს, რომელ ფორუმელსაც დადებული ექნება გამარჯვებული კუთხის ყველაზე მეტი ფოტო კონკურსის განმავლობაში, ის მიიღებს სერიოზულ საჩუქარს ჩემგან smile.gif
და ბოლოს, დღეიდან 20 ივლისის ჩათვლით არცერთი დღე არ უნდა გაცდეს ამ თემაში. თუ იქნება დღე როცა არ დაიპოსტა თემაში, კონკურსი შეწყდება!

წარმატებები! default.gif


ვინ დაიწყებს?
Giga Lobjanidze
zesta 2004
არ მესმის მიზეზი რატო უნდა მიცეს იმერეთში დაბადებულმა ადამიანმა ხმა რაჭას, ან პირიქით.
თამამად შეგიძლიათ შეცვალოთ თემის სახელი და დაარქვათ: სადაური ხარ?
kaxakaxa
ციტატა(zesta 2004 @ May 2 2012, 11:16) *
არ მესმის მიზეზი რატო უნდა მიცეს იმერეთში დაბადებულმა ადამიანმა ხმა რაჭას, ან პირიქით.
თამამად შეგიძლიათ შეცვალოთ თემის სახელი და დაარქვათ: სადაური ხარ?

წარმოიდგინე სომეხი ვარ მაგრამ რაჭას მივეცი ხმა ...... არჩევანის თავისუფლება არ იზღუდება smile.gif))))))))
givi_tavadze91
ციტატა(zesta 2004 @ 2nd May 2012 - 12:16) *
არ მესმის მიზეზი რატო უნდა მიცეს იმერეთში დაბადებულმა ადამიანმა ხმა რაჭას, ან პირიქით.


ვისაც გვესმის გაგვატარეთ. smile.gif smile.gif მე იმერელი ვარ მაგრამ რიწაზე ლამაზი ადგილი არ მეგულება (შეიძლება იმიტომ, რომ ნანახი არ მაქვს მარა მაინც). smile.gif
PseudoGodKiller
გროზნო
kaxakaxa
ციტატა(PseudoGodKiller @ Oct 11 2012, 1:30) *
გროზნო

რეალობაში biggrin.gif biggrin.gif
სარა
ციტატა
იმერელი [ 3 ] [75.00%]


ყველა ჩვენ ვართ? biggrin.gif
bneda
ყველა თავისებურად ლამაზია, ერთ-ს ერთი აქვს ლამაზი, მეორეს მესამე biggrin.gif, ხოდა ვარკეთილს არაფერი ჯობს biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.