დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დავით გარეჯი ჩვენია!
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
kaxakaxa
გაგაცნობთ უახლეს ამბებს დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.
ისტორიულად დავით გარეჯი ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა განუცხადა.
ისტორიკოსის თქმით, ამას პირველ რიგში ეპიგრაფიკა ადასტურებს.

"იქ ქართული წარწერებია. დავით გარეჯელმა მე-6 საუკუნეში დააარსა სამონასტრო კომპლექსი, შემდეგ ლავრა გაფართოვდა. ბოლშევიკების დროს აქ პირობითი საზღვარი გაავლეს და ეს ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს", - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

ისტორიკოსს მიაჩნია, რომ დავით გარეჯი უნდა გამოცხადდეს ქართული კულტურის ძეგლად.

"ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ გაანაწილებს და სადემარკაციო ხაზს სად გაავლებს. ეს იყო დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და იქითა მხარესთან შეთანხმებით, ჩვენი მხარე მეთვალყურეობდა და უვლიდა ამ ტერიტორიას და ამ ძეგლებს", - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

გიორგი ოთხმეზურის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს გასულ საუკუნეში სერგო ორჯონიკიძემ გადასცა.

"სერგო ორჯონიკიძე რელიგიას კი არა, ეროვნებას არ მიიჩნევდა არაფრად და მიიჩნევდა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ერთიანი საბჭოთა ხალხი და არავითარი განსხვავება ქართველს, სომეხს, რუსს და აზერბაიჯანელს შორის არ იყო. მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადასცა ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს", - აცხადებს ისტორიკოსი.

სასულიერო პირების ინფორმაციით, 6 მაისის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც მომლოცველებს მონასტერში არ უშვებენ. მათი ცნობით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს განეკუთვნება.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, კომპლექსის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

"კონკრეტულად კომპლექსის იმ ნაწილზეა ნაწილზეა საუბარი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.






ეხლა მოვისმინოთ ქ-ნ ნინო კალანდაძის გამოსვლა.


კალანდაძის ვიდეო






გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომპლექსის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

"კონკრეტულად კომპლექსის იმ ნაწილზეა საუბარი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის.

რაც შეეხება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, კალანდაძის განმარტებით ეს ინფორმაცია საგარეო უწყებამაც მიიღო და სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალს ამ პროცესს.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია აქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ამ საკითხზე უშუალოდ აზერბაიჯანის ელჩთან გაიმართება შეხვედრა.
"დელიმიტაციის საკითხებზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფია შექმნილი. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ეს პროცესი სირთულეებთან არის დაკავშირებული და შეთანხმებას გარკვეული პერიოდი სჭირდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს რომ დელიმიტაციის პროცესი სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები გაირკვევა.

"თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნაწილი სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება", - აცხადებს ნინო კალანდაძე.
სასულიერო პირების ინფორმაციით, 6 მაისის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც მომლოცველებს მონასტერში არ უშვებენ. მათი ცნობით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს განეკუთვნება.





იხილეთ ვიდეო: მამა კირიონი: "გარეჯს გვართმევენ"


მამა კირიონის ვიდეო






წყარო: www.palitratv.ge







!!!
kaxakaxa
ყველას!!!





შემოგვიერთდით ფეიქსბუქზე და გაიზიარეთ სამშობლოს ტკივილი



კვირას, 20 მაისს, 2 საათზე ვაკის პარკთან სახალხო შეკრება და პროტესტის გამოხატვა აზერბაიჯანელ ხალხს დავითგარეჯის დაბრუნებისთვის. მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ აზერბაიჯანის საელჩოს გავლით
demo_49
ტიოებმა მიწა აგვაახიეს და კალანდაძემ ჩვენი არ იყოო

ინტერესნო
ნათ
რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ღმერთო და ვისთან გვაქვს საქმე
kaxakaxa
დღეს კალანდაძემ რა იბაზრა უსმინეთ?

მაგრამ ჩვენ გვნდა რომ დამთვალიერებლებიც შეუშვან და არა მხოლოდ მესაზღვრეები და ბერები!

წინ საქართველო!!!!
PseudoGodKiller
რა გვეძგერა რა არი
kaxakaxa
ციტატა(PseudoGodKiller @ May 17 2012, 0:56) *
რა გვეძგერა რა არი

რაზე
......
bneda
ხალხო ასეიგი 20-ში 2 საათზე ვაკის პარკთან?
kaxakaxa
ციტატა(bneda @ May 17 2012, 10:26) *
ხალხო ასეიგი 20-ში 2 საათზე ვაკის პარკთან?


კეე
PseudoGodKiller
ციტატა
პროტესტის გამოხატვა აზერბაიჯანელ ხალხს დავითგარეჯის დაბრუნებისთვის



თელეოლოგიური რედუქციით განვმარტო?
AnaBelle
მეც მოვალ აუცილებლად !!! ისე დავკარგეთ, რომ ნახვაც კი ვერ მოვასწარი cray.gif

ვინ მიდიხართ დაწერეთ რა , მარტოს მაინც მეზარება მიუხედავად აქციის მნიშვნელობისა
biggrin.gif
demo_49
შენი ფოტო დადე და ვიფიქრებ blum.gif
AnaBelle
ციტატა(demo_49 @ May 17 2012, 18:51) *
შენი ფოტო დადე და ვიფიქრებ blum.gif




შენ დავით გარეჯის დასაბრუნებლად მოდიხარ, თუ ჩემ მოსაპოვებლად rofl.gif
demo_49
ციტატა(AnaBelle @ May 17 2012, 19:22) *
შენ დავით გარეჯის დასაბრუნებლად მოდიხარ, თუ ჩემ მოსაპოვებლად rofl.gif

ფოტოს მიხედვით განვსაზღვრავ პრიორიტეტს

მიდი არის შესაბამისი თემა და იქ დადე პოტო
ყველა იუზერს აქვს მანდ დადებული crazy.gif
kaxakaxa
მე მივდივარ ოღონდ დავით გარეჯში.
20 მაისს ცხელი წერტილიდან ჩართვა უნდა ვქნა
ნათ
demo_49
AnaBelle


ფოტოებზე პირადში biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.