თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, “ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში” ( http://bit.ly/awmssdgm ) , განახლდა საჯარო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ძირითადი თემატიკაა: რელიგია, თავისუფლება, ხელოვნების და კულტურის სხვადასხვა მიმართულებები, კერძოდ: მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა, კინემატოგრაფია, ისტორია, მეცნიერება და სხვა. შეხვედრების მცდელობაა საზოგადოებაში ინტერესის გაზრდა სულიერი და ადამიანური ღირებულებებისადმი, სასარგებლო და ობიექტური ცნობების მიწოდება ამა თუ იმ სფეროს ისტორიის, მნიშვნელობის, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ვფიქრობთ, დაინტერესებული პირებისათვის (როგორც ახალგაზრდა, ასევე ყველა ასაკის ადამიანისთვის ) სასარგებლო იქნება დიდი გამოცდილების ადამიანებთან უშუალო შეხება.
---დასწრება თავისუფალია---

შეხვედრების დრო/ინფო ქვეყნდება ამ გვერდზე -http://bit.ly/awmssdf
ორგანიზებულია წმ.სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი “კენოზისის” მიერ.


______________________