ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დამრღვევი ნებისმიერი წევრი მიიღებს გაფრთხილებას, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მას მიეცემა ბანი !


1. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს რომ ფორუმზე უნდა ვწეროთ ქართულად.

2. იკრძალება პირადი ან მესამე პირის შეურაცყოფა და სასტიკად აკრძალულია უწმაწური სიტყვების გამოყენება (თუნდაც ეს იყოს შენიღბული სახით)

3. დასჯადია ფლუდი და ოფფტოპიკი. თავი შეიკავეთ ისეთი პოსტებისაგან რომელიც არ შეესაბამება მოცემულ თემას . ასევე თავი შეიკავეთ მხოლოდ სიცილაკებისა (სმაილების ) და ,,ოღონდ პოსტების რაოდენობა მოვიმატო''-ს მსგავსი გამოხმაურების გაკეთებისგან, რადგან მსგავსი პოსტები წაიშლება მინიშნების გარეშე, ხოლო მისი ავტორი დაჯილდოვდება გაფრთხილებით.

4. სანამ თემას გახსნიდეთ მანამდე შეამოწმეთ ვინმეს ხომ არ აქვს მსგავსი სათაურის ან შინაარსის მქონე თემა გახსნილი.

5. თუ გაიხსნა ისეთი თემა, რომელიც მოცემულ განყოფილებას არ შეეფერება, მაშინ ეს თემა ან გადავა შესაბამის განყოფილებაში, ხოლო მსგავსი განყოფილების არ არსებობის შემთხვევაში კი დაიხურება !

ყველას მოგიწოდებთ დაემორჩილოთ და დაიცვათ წესები, რადგან გაფრთხილებების მიცემა და ბანის დადება არავის თვითმიზანი არაა და არც არავის უხარია ამის კეთება.


ამ ყველაფერთან ერთად მოდერატორი უფლებას იტოვებს ფორუმისა და მისი წევრების საერთო ინტერესებიდან გამომიდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაუხვიოს ამ წესებს


ეს არ გახლავთ წესების საბოლო ვერსია, ასე რომ ყურადღებით იყავით წესები შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს !